Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/14/19 in all areas

  1. არა, ეგ ნიშნავს რომ ოთხარხიანი რეჟიმით მუშაობა შეუძლია მაქსიმუმ. ოპერატიული მეხსიერების მუშაობის რეჟიმია და არა მოდულების რაოდენობა. მაგალითად ჩემსას მაგ პარამეტრში უწერია max of memory channels -2 რაც ნიშნავს რომ დუალ რეჟიმის მხარდაჭერა აქ თვითონ თაობას. 1366 სოკეტი იყო სამარხიანი, 115X ორ არხიანია და 2011 4 არხიანი. 99% შემთხვევაში კიდე 4 ოპერატიულის მოდული რომ ჩააყენო ჩვეულებრივ იმუშავებს ისევ 4 არხიან რეჟიმში. მცირედი რისკი არსებობს მოდულების შეუთავსებლობის მაგრამ ძალიან არ უნდა გაგიმართლოს. მე პირადად სხვადასხვა სიხშირის და სხვადასხვა ვოლტაჟის მქონე მეხსიერების მოდულები ჩამიყენებია სხვადასხვა სისტემებზე და ლონგრანში არანაირი პრობლემა არ ქონიათ.
    1 point
  2. კორპორაცია Microsoft-მა ღონისძიება The Game Awards 2019-ის ფარგლებში დაასახელა მომდევნო თაობის გეიმინგ კონსოლის სახელწოდება, რომლის ანონსი 2020 წელს შედგება. საუბარი ეხება მოწყობილობას, რომელიც ამ დრომდე ფიგურირებდა კოდური სახელით - Xbox Scarlett. კომერციულ ბაზარზე მოწყობილობა გამოვა სახელით - Xbox Series X. კონსოლს წინა თაობის მოწყობილობებისგან განსხვავებული დიზაინი ექნება - მისი კორპუსი სწორკუთხა პარალელეპიპედის ფორმისაა. გარეგნულად Xbox Series X დესკტოპ კომპიუტერის სისტემურ ბლოკს უფრო ჰგავს, ვიდრე კლასიკურ გეიმინგ კონსოლს. ამასთან, დაშვებულია ვერტიკალური და ჰორიზონტალური განთავსება. Xbox Series X კონსოლის კომპლექტში შედის ახალი მანიპულატორი Xbox Wireless Controller. მისი ზომა და ფორმა გადაკეთდა კომფორტის გაუმჯობესების მიზნით. გარდა ამისა, გამოჩნდა დამატებითი ღილაკი Share. Კონტროლერი თავსებადი იქნება Xbox One კონსოლებსა და ოპერაციულ სისტემა Windows 10-ზე მომუშავე კომპიუტერებთან. Microsoft-ში აღნიშნავენ, რომ Xbox Series X კონსოლს საფუძვლად დაედება მძლავრი კასტომიზებული პროცესორი, რომელიც შეიქმნა AMD-სთან პარტნიორობის შედეგად Zen 2-სა და RDNA არქიტექტურის ბაზაზე. საუბარია RayTracing-ის აპარატულ მხარდაჭერაზეც. ტექნოლოგიები Variable Rate Shading (VRS) და Auto Low Latency Mode (ALLM) ხელს შეუწყობს გეიმინგ პროცესის ხარისხის ახალ დონეზე აყვანას. კონსოლის აღჭურვილობაში შევა მომავალი თაობის SSD. Xbox Series X-ის პლატფორმის დაპროექტება ხორციელდება ქლაუდ სერვისებზე ორიენტირებით. ჯამში Microsoft გვპირდება, რომ ახალი კონსოლი უზრუნველყოფს Xbox One X მოდელზე ოთხჯერ მაღალ წარმადობის დონეს თანაც დაუჯერებლად ჩუმი სამუშაო პროცესით. კომპანია იძლევა პირობას, რომ კონსოლი თავსებადი იქნება წინა თაობის კონსოლებისთვის განკუთნილ თამაშებთან. კონსოლს შეუძლია გაუმკლავდეს გამოსახულების დამუშავებას 4K ფორმატში სიხშირით 60 კადრი წამში, ასევე აქვს წამში 120 კადრამდე გაზრდისა და 8K მასალების დამუშავების შესაძლებლობა. Xbox Series X კონსოლი გაყიდვაში გამოვა 2020 წლის საახალწლო სადღესასწაულო სეზონზე. მისი ფასი მოგვიანებით გამოცხადდება. https://3dnews.ru/999653
    1 point
  3. ესეც Halo: The Master Chief Collection მიმოხილვა IGN-ზე https://www.ign.com/articles/2019/12/13/halo-the-master-chief-collection-review-2019 შედევრათ მონათლეს და 95% დაუწერეს, რამდენათ იმსახურებს არ ვიცი ნამდვილათ რახან არცერთი ნაწილი არ მაქვს ნათამაშები მაგ სერიიდან შუტერი იქნება თუ სტრატეგია
    1 point
  4. ცოტა გადავაკეთე ჩემი სისტემაც , უკან მაგრად მოუხდა მონიტორზე :)) სტრიპი განათება.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.