Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/02/19 in Posts

  1. პროგრამული უზრუნველოფა AnTuTu-ს ავტორებმა გამოაქვეყნეს Android-სმარტფონების წარმადობის რეიტინგი. სიაში შევიდა მოდელები, რომელთა ტესტირებაც ბენჩმარკზე გასულ თვეში მოხდა. პირველი ცხრა ადგილი დაიკავეს სმარტფონებმა, რომლებიც აგებულია Snapdragon 855 და Snapdragon 855 Plus პროცესორების ბაზაზე, მხოლოდ მეათე ადგილი ერგო Kirin 990-ზე მომუშავე სმარტფონს. პირველი და მეორე ადგილები დაიკავა კომპანია Vivo-ს ფლაგმანებმა. ლიდერი გახლავთ NEX 3 5G მოდელი 8/256 გბ მოდიფიკაციით. მისმა ქულებმა 483 427 შეადგინა. დაახლოებით 2 ათასი ქულით ჩამორჩება მას გეიმინგ სმარტფონი vivo iQOO Pro 5G ასევე 8/256 გბ მეხსიერებით. მესამე ადგილზე აღმოჩნდა ASUS ROG Phone II - 473 917 ქულით. მისი მეხსიერების მოცულობა 8/128 გიგაბაიტია. მომდევნოა კიდევ ერთი გეიმინგ სმარტფონი Xiaomi Black Shark 2 Pro. მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 12 გბ-ა, ფლეშ-მეხსიერების მოცულობა კი - 256 გბ. მას მოსდევს Xiaomi Mi 9 Pro 5G - 8/256 გბ მეხსიერებით. შემდეგი გახლავთ Meizu 16s Pro – 8/128 გბ. მან უკან ჩამოიტოვა ფლაგმანური სმარტფონი Redmi K20 Pro Exclusive Edition, რომლის მეხსიერება 12/512 გიგაბაიტს შეადგენს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ დრომდე ჩამოთვლილი ყველა სმარტფონი მუშაობს 7-ნანომეტრიან ცალკრისტალიან სისტემა Snapdragon 855 Plus-ზე. რეიტინგი გრძელდება Snapdragon 855 მობილური პროცესორის მქონე მოწყობილობებით: ესენია Samsung Galaxy Note 10 Plus 5G 12/256 გბ მეხსიერებით, მომდევნო კი - OnePlus 7 Pro - მეხსიერების იდენტური კომპლექტაციით. ათეულში ბოლო ადგილზეა Huawei Mate 30 Pro 8 გიგაბაიტი ოპერატიული და 256 სამომხმარებლო მეხსიერებით. იგი მუშაობს საფირმო 7-ნანომეტრიან პროცესორ Kirin 990-ის ბაზაზე და აღიარებულია საუკეთესო კამერაფონად. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/30670/nazvany-samye-moschnye-android-smartfony
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.