Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/16/19 in all areas

  1. კომპანია Razer-მა წარადგინა მსოფლიოში პირველი კლავიატურა ოპტიკური გადამრთველებით, რომელიც დაპროექტებული სპეციალურად გეიმინგ ლეპტოპებისთვის. პირველი პორტატული კომპიუტერი, რომელიც ახალი კლავიატურით წარმოგვიდგება, არის გეიმინგ ლეპტოპი Razer Blade 15. როგორც ცნობილია, ოპტიკური გადამრთველები ჩვეულებრივი მექანიკურის მსგავსია, თუმცა თითოეული მათგანის ქვეშ ინფრაწითელი გამოსხივება და მიმღებია, რომელიც მინიმალური დაჭერით აქტიურდება. მწარმოებლის თქმით, ამგვარი მიდგომა უზრუნველყოფს უფრო მეტ სიზუსტესა და სიჩქარეს ჩვეულებრივი კლავიატურის ღილაკებთან შედარებით. ახალი კლავიატურის გამოყენებისას გეიმერების შეეძლებათ განახორციელონ უფრო მეტი ოპერაცია მოკლე დროში, რაც განსაკუთრებით სასარგებლოა დაძაბული გეიმინგ პროცესის დროს. ასევე აღსანიშნავია სასიამოვნო ტაქტილური უკუკავშირი და უხმაურო გამოყენება. ახალ Razer Blade 15-ში ოპტიკურ კლავიატურას ექნება N-Key Rollover და Anti-Ghosting ტექნოლოგიების მხარდაჭერა. თითოეულ ღილაკს აქვს ინდივიდუალური განათება Razer Chroma RGB - 16.8-მილიონიანი ფერთა გამით. მხარდაჭერილია სტანდარტული განათების რამდენიმე ვერსიაც, ასევე მომხმარებელი შეძლებს შემოქმედებითად მიუდგეს და განათება თავისი სურვილისამებრ ინდივიდუალურად მოიწყოს. ახალი ოპტიკური კლავიატურა დღესდღეობით ხელმისაწვდომია მხოლოდ მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპ Razer Blade 15 Advanced-ში, რომლის ფასი 2659 აშშ დოლარია. მომდევნო წლიდან კი ხსენებული კლავიატურა Razer-ის სხვა მოდელებშიც გამოჩნდება. https://3dnews.ru/995642
    1 point
  2. მოკლედ Minimum processor state რატომღაც 100%-ზე ეყენა თავისით ან რომელიმე პროგრამამ იმაიმუნა და ეგ ჩამოვწიე 0%-ზე. ამის შემდეგ გასწორდა. ტემპერატურაც გამოსწორდა და ახლა 30-35 ფარგლებშია დაუტვირთავზე
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.