Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/23/19 in all areas

  1. ჩინურმა კომპანია Vivo-მ დააანონსა ფლაგმანური გეიმინგ სმარტფონი iQOO Pro, რომელიც ყველაზე ხელმისაწვდომი მოწყობილობაა 7-ნანომეტრიანი Qualcomm Snapdragon 855 Plus პროცესორის მქონე სმარტფონებს შორის. გამოვიდა ფლაგმანის ორი ვერსია - 4G და 5G მოდელები. მეხუთე თაობის ქსელში მომუშავე ვერსია პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება სტანდარტულისგან, თუ არ ჩავთვლით 5G კავშირს. Vivo iQOO Pro-ს აქვს 6,41-დუიმიანი Super AMOLED მატრიცა გაფართოებით Full HD+. ეკრანის ფართობი ფრონტალური პანელის თითქმის 92%-ს იკავებს. იდენტური პანელია გამოყენებულია სტანდარტულ iQOO-შიც, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში გამოვიდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველაზე ხელმისაწვდომ სმარტფონად ითვლებოდა Snapdragon 855 მობილური ჩიპის მქონე მოწყობილობებს შორის. ეკრანზე მოცემულია დაქტილოსკოპიური სკანერი. ფრონტალური პანელის ზედა ნაწილში განთავსებულია წვეთის ფორმის ჭრილი სელფი-კამერით. სმარტფონის კორპუსი მინისაა, მისი ზომებია 158.77 х 75.73 х 9.35 მმ, წონა 215 გრამი. სტანდარტული მოდელის მსგავსად ახალი iQOO-ც შეიცავს სენსორულ ტრიგერებს თამაშის დროს უფრო მოქნილი მართვისათვის. ახალ სმარტფონს Snapdragon 855-ის აჩქარებული ვერსია აქვს. Prime-ბირთვების სიხშირე 2,96 გიგაჰერცს შეადგენს. CPU-ის წარმადობა 5%-ითაა გაზრდილი, გრაფიკული ქვესისტემისა კი - 15%-ით. ჩინელმა ინჟინრებმა შეძლეს მიეღწიათ სმარტფონის ნაკლებად გაცხელებისათვის თხევადი გაგრილების სისტემისა და ნახშირბადის ბოჭკოების მეშვეობით. Vivo iQOO Pro-ს 12 გბ ოპერატიული და 256 გბ ინტეგრირებული მეხსიერება აქვს. სმარტფონის მახასიათებლებს შორის აღსანიშნავია განათების ეფექტები, 4D Game Shock 2.0 და ტექნოლოგია Turbo Network Acceleration. აგრეთვე, Sony Hi-Res სერტიფიკაცია და სტერეოდინამიკები. ბატარეის მოცულობა 4500 მა.სთ-ა. 44-ვატიანი სწრაფი დატენვისათვის ხელმისაწვდომია ტექნოლოგია FlashCharge. სხვა მახასიათებლებს შორისაა 5 და 2,4 გჰც WiFi, Bluetooth 5.0, NFC და ხმოვანი ასისტენტი Jovi Assistant-ის გამოძახების კლავიში. ძირითადი კამერა სამმოდულიანია, მათგან მთავარი მოდული 48-მეგაპიქსელიანია და საფუძვლად უდევს გამოსახულების სენსორი Sony IMX582. კონფიგურაციაში ასევე შესულია 2- და 13-მეგაპიქსელიანი მოდულები. კამერის განსაკუთრებული მახასიათებლებიდან აღსანიშნავია ინტელექტუალური AI Scene 2.0 ტექნოლოგიის მხარდაჭერა, გათვალისწინებულია ღამის გადაღების რეჟიმიც. ფრონტალური კამერა 12-მეგაპიქსელიანი სენსორის ბაზაზეა აგებული და ფლობს სახის ამოცნობის ტექნოლოგიას. Vivo iQOO Pro-ს 4G ვერსია მეხსიერების მხრივ ორ კონფიგურაციაში გამოვიდა: სტანდარტულ მოდელს 8 გბ ოპერატიული მეხსიერება აქვს და ღირს დაახლოებით 450 დოლარი. 12-გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერების მქონე მოდელი კი სტანდარტულზე 40 დოლარით ძვირია. ორივე კონფიგურაციაში ინტეგრირებული მეხსიერების მოცულობა 128 გიგაბაიტია. 8/128 გიგაბაიტიანი iQOO Pro მოდელის ფასი 535 დოლარია, ფლაგმანური 12/256 გიგაბაიტიანი iQOO Pro 5G სმარტფონი კი 580 დოლარად გაიყიდება. ფერების მხრივ სმარტფონები გამოვა შავ და ლურჯი ფერის ვარიაციებად. iQOO Pro-ს გაყიდვები 29 აგვისტოდან იწყება, 5G მოდიფიკაცია კი სექტემბრიდან გაიყიდება. წინასწარი შეკვეთების მიღება 23 აგვისტოდანაა შესაძლებელი. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29497/anonsirovan-vivo-iqoo-pro--samyj-deshjovyj-igrovoj-smartfon-na-snapdragon-855-plus
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.