Jump to content

Leaderboard

  1. მიშკა

    მიშკა

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      9066


  2. Harmony Lines

    Harmony Lines

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      9602


  3. wilkinson

    wilkinson

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      334


  4. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1

    • Posts

      5880


Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/22/19 in all areas

  1. მოგესალმებით, Harmony lines არის როკ/მეტალ ჯგუფი საქართველოდან რომელიც შეიქმნა 2016 წელს და ჩატარებული აქვს აკუსტიკური ლაივები, 2017 წლის მეორე ნახევრიდან დავიწყეთ საავტორო ალბომზე მუშაობა, ჯგუფის პირველი სიმღერა განთავსებულია youtube-ზე და Soundcloud-ზე, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ... მე გახლავართ ჯგუფის lead გიტარისტი... ჯგუფი მუდამ პროგრესს განიცდის, ახალი იდეებით ალბომი არ შემოიფარგლება კონკრეტული ერთი ჯანრით, მასში იქნება რამოდენიმე rock-ს და metal-ს მიმდინარეობა გაერთიანებული... ეს არის ჯგუფის ოფიციალური Youtube არხი, რომელიც სულ რამოდენიმე დღის უკან შეიქმნა... Harmony Lines official youtube channel ამ არხზე განთავსდება ჯგუფთან დაკავშირებული სიახლეები, და აიტვირტება ალბომში შესული ყველა სიმღერა... "თხოვნა მექნება რომ ყველამ Subscribe გაუკეთოს ჩენელს და დაალაიქოს ვიდეოები, ეს მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის და youtube-ს ადმინისტრაციასთან დადებითი დამოკიდებულებისთვის რაც არხის განვითარებაში და ჯგუფის პოპულარიზაციაში უდიდეს წვლილს შეიტანს..." Harmony Lines-ს ოფიციალური ონლაინ მაღაზია, ონლაინ მაღაზია მოიცავს ჯგუფის ბრენდირებულ პროდუქციას რომლებიც განკუთვნილია მსმენელისთვის და ფანებისთვის... ჯგუფის FB- გვერდი და ოფიციალური საიტი მზადების პროცესშია, დანარჩენი ინფორმაცია ჯგუფის შესახებ ეტაპობრივად დაემატება ამ თემაში... მოკლედ ეს ერთი თემა იქნება და ახალი ვეშები რასაც დავამატებთ ყველაფერს აქ დავდებთ, მოკლედ თქვენი იმედი მაქვს მეგობრებო 100 სუბსქრაიბი გვჭირდება პირველ ჯერზე, რომ youtube-ს გადავუგზავნოთ სტატისტიკა...
    1 point
  2. კომპანია Intel-მა გააფართოვა მობილური პროცესორების მეათე თაობის ასორტიმენტი და დააანონსა Comel Lake სერიის ჩიპები. უკვე წარდგენილ Ice Lake ჩიპებთან შედარებით ახალ პროცესორებს უფრო მეტი ბირთვი და შესაბამისად უფრო მაღალი წარმადობა აქვთ მრავალნაკადიან ამოცანებში. ახალი Comet Lake პროცესორები წარმოებული იქნება კვლავ 14-ნანომეტრიანი ტექნოპროცესით, არქიტექტურულად ისინი ბევრი არაფრით იქნება განსხვავებული თავიანთი წინამორბედი Coffe Lake და Whiskey Lake თაობის წარმომადგენლებისგან. ახალი სერიის მთავარი განსაკუთრებულობა ის არის, რომ მასში შედის Intel Core U სერიის პირველი პროდუქტი, რომელიც ფლობს ექვს ბირთვსა და 12 ნაკადს. ეს გახლავთ ფლაგმანური მოდელი Core i7-10710U. დაანონსდა კიდევ ორი პროცესორი, Core i7-10510U და Core i5-10210U, რომელთაც აქვთ ოთხი ბირთვი და რვა ნაკადი, უმცროსი მოდელი Core i3-10110U კი ორბირთვიანი და ოთხნაკადიანია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Comet Lake-U პროცესორებს აქვთ უფრო მაღალი სიჩქარის მქონე, LPDDR4x-2933 ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა. მწარმოებლის განცხადებით ახალი პროცესორები უზრუნველყოფენ საერთო წარმადობის 16%-იან ზრდას U-სერიის წინა ჩიპებთან შედარებით. აგრეთვე გამოცხადებულია 41%-მდე წარმადობის ზრდა Office 365-ში. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Intel ერთმანეთს ადარებს ექვსბირთვიან 25-ვატიან Core i7-10510U-სა და 15-ვატიან Core i7-8565U-ს. Comet Lake-U პროცესორების TDP-ს სტანდარტული დონე 15 ვატს შეადგენს, თუმცა 25 ვატამდე გაზრდა შესაძლებელია. Intel ხაზს უსვამს იმასაც, რომ Dynamic Tuning ტექნოლოგიის წყალობით, რომელიც უფრო მოქნილად მართავს პროცესორის სიხშირეს დატვირთვის დროს, უზრუნველყოფილია წარმადობის მატება 8-12%-მდე. და ბოლოს, Comet Lake-ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე წინამორბედებთან შედარებით გახლავთ უსადენო კავშირის ინტეგრირებული კონტროლერი Intel Wi-Fi 6 AX201, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს მონაცემთა გადაცემა სიჩქარით 1 გბიტი/წამში. რაც შეეხება Thunderbolt 3-ს, Ice Lake-ისგან განსხვავებით იგი Comet Lake პროცესორებს არ აქვთ ინტეგრირებული. ახალი Intel Comet Lake პროცესორების მქონე ლეპტოპები და სხვადასხვა კომპიუტერები უახლოეს მომავალში გამოვა. https://3dnews.ru/992776
    1 point
  3. უკვე 90% უვერენი ვარ რო მაგარი იქნება. დღის რეისები 2005 წლის MW გავს, ყოველ შემთხვევაში ეცადნენ რო მიემსგავსებინათ. მანქანის მართვას და ფიზიკას რაც შეეხება ბოლო 2 ნაწილისგან განსხვავებულია და გაუმჯობესებული აშკარად ემჩნევა. საძაღლეთიც აგრესიულია ნამდვილად ეტყობა. ერთადერთი კამერა არ მომწონს, ძაან ახლოს არის მანქანა და იმედია ხედის შეცვლა ექნება რო ცოტა წინ გაწიო. დემოს თამაშით დადებით შეფასებებს იძლევიან ჟურნალისტები. ახალი ვიდეოა ვაფშე თემა გახსენით რა დაანონსებულ თამაშებში და იქ ჩავყრი ხოლმე ახალ-ახალ ვიდეოებს და ინფოებს. მემგონი ჩემზე ძაან ამას არავინ არ ელოდებით აქ ხო? ვიყიდი ამას უსათუოთ
    1 point
  4. ჩვენი ნაკრები იქნება თამაშში,სრულად ლიცენზირებული
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.