კომპანია Sony სრული ძალებით ემზადება გეიმინგ-კონსოლ PlayStation 5-ის პრეზენტაციისთვის. ამჟამად გამოჩნდა ინფორმაცია, თუ სად მოხდება კონსოლის წარდგენა.
ახალი მონაცემებით, Sony PlayStation 5-ის ანონსი შედგება ღონისძიება PlayStation Meeting 2020-ის ფარგლებში, რომელიც ჩატარდება მომდევნო თვის 12 თებერვალს. შეგახსენებთ, რომ ამჟამად უკვე არსებული თაობის კონსოლის პრეზენტაციაც ანალოგიურ კონფერენციაზე შედგა, რომელიც ჩატარდა 2013 წლის თებერვალში. თუმცა მოწყობილობა გაყიდვაში გამოვიდა პრეზენტაციიდან ცხრა თვის შემდეგ - 2013 წლის ნოემბერში. აღსანიშნავია, რომ PlayStation 5-თან ერთად მოხდება კონსოლისთვის განკუთვნილი რამდენიმე ექსკლუზივის წარდგენაც, რომელთა შორისაა The Last of Us 2 და Ghost of Tsushima.
გარდა ამისა, უკვე ცნობილია გარკვეული სიახლე კონსოლის გრაფიკული ქვესისტემის შესახებ. ამ დრომდე ცნობილი იყო, რომ მას ექნებოდა Navi თაობის GPU AMD-ისგან. ახალი მონაცემებით, წარმადობა იქნება ვიდეო ბარათ NVIDIA GeForce RTX 2080-ის დონის მსგავსი, სიხშირე კი 2 გიგაჰერცს შეადგენს.
https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/29312/sony-playstation-5-poluchit-gpu-s-chastotoj-2-ggc-i-pojavitsja-v-fevrale