Jump to content

Leaderboard

  1. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      3

    • Posts

      103048


  2. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      3

    • Posts

      10880


  3. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5859


  4. GIVI-1990

    GIVI-1990

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      3423


Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/14/19 in all areas

  1. ოფიციალური საიტიდან გადმოწერე მაიკროსოფტის https://www.microsoft.com/en-us/software-download/windows10ISO და შემდეგ განახლებები გაუკეთე
    2 points
  2. https://www.humblebundle.com/store/grid2-spa-bathurst#checkout-section
    1 point
  3. Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, ფასის ცვლილების მთავარი ინდიკატორები მიუთითებს, რომ Bitcoin-ის ღირებულება შესაძლოა კვლავ ქვედა მიმართულებით წავიდეს. ანგარიშში მოცემულია: „ტექნიკური ინდიკატორები, რომლებიც ასახავს Bitcoin-ზე მომხმარებლების მხრიდან გრძელვადიან მოთხოვნას, უარესდება“ და ამგვარად მსყიდველობითი წნეხი შესაძლოა გაიზარდოს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თებერვლის შუა პერიოდში ცვლადი შუალედის კონვერგენციის ინდიკატორი (Moving Average Convergence Divergence - MACD) დაღმავალი მიმართულებით მოძრაობდა. MACD - ეს არის ტრენდის თანამდევი ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს ფასიანი ქაღალდის ფასის ორ მოძრავ შუალედს (Moving Average) შორის ურთიერთკავშირს (ორი სხვადასხვა ხანგრძლივობის MA-ს დაახლოება/დაშორების ინდიკატორი). Bitcoin-მა გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დააფიქსირა 4 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო ამ ნიშნულის გადალახვა დროის მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე. Bloomberg-ი აცხადებს, რომ სანამ Bitcoin-ი არ შეძლებს ამ დონის გარღვევას, იგი დიდი ალბათობით აღმოჩნდება გაყიდვების ზეწოლის ქვეშ. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mike McGlone-მა განაცხადა: "მთელი ინდუსტრია მზადაა დაბრუნდეს ფასების შემცირების გზაზე, პირობები ახლოს არის 2018 წლის ნოემბრის კოლაფსის დაწყებამდე არსებულ ვითარებასთან. ხდება ფასების კონსოლიდაცია არასტაბილურობის ვიწრო დიაპაზონებში, ამასთან, დათვურ ბაზარზე გააქტიურების ძალისხმევები მოახლოებული ჩანს“. სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები უარს იტყვიან Bitcoin-ზე, რათა თავიანთი თანხები Altcoin-ებში გადაიტანონ. Etoro-ს უფროსი ანალიტიკოსი Mati Greenspan აცხადებს: „ამჟამად ინვესტორები დიდ პოტენციალს ხედავენ ზოგიერთ წვრილ ტოკენში. რამდენადაც კრიპტო ზამთრის კულმინაციას ვუახლოვდებით, ვხედავთ, რომ ზოგიერთი Altcoin-ი შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ვითარებაში, რასაც კრიპტო ინსაიდერები ალტ-სეზონს უწოდებენ“. სტატიის წერის მომენტში TradingView-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის MACD იმყოფება 44,3 მაჩვენებლიან დონეზე, რაც მიუთითებს რეკომენდაციაზე - „გაყიდვა“. CoinMarketCap-ის მონაცემებით ამჟამად Bitcoin-ი 3910,57 დოლარად იყიდება. https://cointelegraph.com/news/bloomberg-key-indicators-show-bitcoin-price-could-be-losing-steam
    1 point
  4. ესეც გასული კვირის თამაშების ინდუსტრიის ვიდეომიმოხილვა: Halo: The Master Chief Collection პს-ზეც გამოდის და კიდე სხვა ნიუსების კრებული Inside Xbox ვიპუსკის: https://gamegpu.com/новости/halo-the-master-chief-collection-vyjdet-na-pc-i-drugie-novosti-martovskogo-vypuska-inside-xbox ეგ სიმულაცია პს-ზე ხვალ გამოდის
    1 point
  5. Extreme Gamer კი სუფთაა ჩემი ევენტ ვივერი, რამდენიმე კოსმეტიკური შეცდომა ჩემით დავფიქსე ან უბრალოთ გამოვურთე რეესტრიდან მაგ ერორების ჩვენება რახან ნერვებზე მოქმედებდა ყოველი რესტარტის შემდეგ ერთიდაიგივეს რომ მიგდებდა: შეცდომებს მიგდებს ძირითადათ სეიფ მოდში როცა შევდივარ ან სულ თავიდან ახალი დაყენებული რომ მაქვს სისტემა სანამ ერორების დაფიქსვას დავიწყებდე, ბევრი არც არაფერი გამომირთავს, უმეტესწილათ დავფიქსე, ზოგი ერორის გათიშვაც შეიძლება და დაფიქსვაც, ძალიან ბევრი ტვინის ჭ#$%ტვა მაგ ერორების მოცილებას არ ჭირდება pepsiko სეტინგებში შედიხარ და ვინდოუს აპდეიტებს პოულობ და აჭერ აპდეიტზე და იწერს თუ გამოსულია ახალი ვერსია, აქამდე ვინდოუს 10 არ გყენებია თუ მაგას რატომ კითხულობ
    1 point
  6. რა შესწორებები და გაუმჯობესებები შეეხო Windows 10/Windows 10 Mobile-ის 14393.953-ვერსიას: რამდენიმე მონიტორის ერთდროულად გამოყენების დროს გამოსწორებულია 3D-რენდერინგის პრობლემა გამოსწორებულია Cluster Service-ის სერვისის გაშვების ხარვეზი Active Directory-ის პარამეტრების ცვლილებისას გამოსწორებულია Active Directory Administrative Center (ADAC)-ის ავარიული გათიშვის ხარვეზი. გამოსწორებულია იაპონურ ენაზე ასაკრეფი სპეციალური კლავიატურის მუშაობა (100-ზე მეტი წინადადების შეყვანისას იწყებოდა ფანჯრების რენდერინგის პრობლემა). PowerShell-ში გამოსწორებულია Enable-ClusterS2D-ის მუშაობა ვირტუალური მანქანების მიგრაციის დროს გამოსწორებულია Virtual Machine Management Service (Vmms.exe)-ის ავარიული გათიშვის პრობლემა გაუმჯობესებულია საცავების (SSD და NVMe) გამტარუნარიანობა, რომელიც ხელმისაწვდომია აპლიკაციების სამუშაო დატვირთვებისას S2D აღდგენის დროს. გამოსწორებულია სამუშაო საქაღალდეების სინქრონიზაციის მექნიზმი ჯგუფური პოლიტიკის გარკვეული პარამეტრების დროს. RxSelectAndSwitchPagingFileObject -ში გამოსწორებულია 0x27 შეცდომა, რომელიც თავს იჩენდა დაშორებულ სამუშაო მაგიდასთან დაკავშირების დროს, როცა გამოიყენებოდა USB-მოწყობილობების გადამისამართება. აღმოფხვრილია პრობლემა, რომლის გამოც გარკვეული ჯგუფური პოლიტიკის გამო Windows Server Update Services-ის ჩატვირთვა შეცდომებით მიმდინარეობდა. გამოსწორებულია System Preparation (Sysprep) სერვისის მუშაობა. გამოსწორებულია Office 2016-ის პროფილის პრობლემა User Experience Virtualization (UE-V)-ს გამოყენებისას. გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც განახლების დაყენების შემდეგ ხარვეზებით მუშაობდა Local Security Authority Subsystem Service-ი. გამოსწორებულია Local Security Authority Subsystem Service ხარვეზებით მუშაობის პრობლემა იმ შემთხვევაში, როდესაც SAP®-აპლიკაცია Transport Layer Security-ს ავთენტურობის შემოწმებას იყენებდა. Application Sequencer Application Virtualization 5.1.-ის გამოყენებისას გამოსწორებულია რეესტრის ფინალურ პაკეტში არსებული შეცდომები. გამოსწორებულია სისტემის ხარვეზი, რომელიც მოწყობილობაზე შიდა მეხსირების უკმარისობას იწვევდა. Internet Explorer-ში გამოსწორებულია შეცდომა, რომელიც უსაფრთხოების პარამეტრების მიუხედავად ფაილის გახსნის შესაძლებლობას იძლეოდა. გამოსწორებულია Internet Explorer-ის ავარიული გათიშები KB3175443-ის მერე. გამოსწორებულია აპლიკაციების მუშაობა, რომლებიც VBScript-ს იყენებენ. Internet Explorer-ში გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც CSS-ის „float“-სტილს ჩატვირთულ გვერდზე „center“ მნიშვნელობა ენიჭებოდა. გამოსწორებულია VPN-კავშირების მუშაობა 32-ბიტიანი სტატიკური მარშრუტის გამოყენებისას. გამოსწორებულია წარმადობის 2-ჯერ დაქვეითების პრობლემა იმ შემთხვევებში, როდესაც მიღების მხარეს მასშტაბირების (RSS) მხარდაჭერის მქონე Ethernet-ადაპტერები სისტემის განახლების ან ავარიული შეცდომის გამო ხელმეორედ ვერ ახდენდნენ RSS-ის ინიციალიზაციას. გამოსწორებულია Allowed list-ში მონაცემების შეყვანის შეცდომა Point-სა და Print Restrictions-ში ჯგუფური პოლიტიკის გამოყენებისას. გამოსწორებულია I/O-ის შეცდომები, რომლებიც იწვევდა აპლიკაციების მუშაობის პრობლებესა და მონაცემების დაზიანებებს. აღმოფხვრილია მრავალბილიკიანი IO ID_ENTRY-ს წაშლისას დაფიქსირებული სისტემის მუშაობის ხარვეზი. Network Driver Interface Specification-ში გამოსწორებულია NdisMFreeSharedMemory () ფუნქციის გამოძახება. გამოსწორებულია Azure Backup-ის მუშაობის პრობლემები. გამოსწორებულია შეცდომა, რომლის გამოც დიდი მოცულობის ოპერატიული მეხსიერების მქონე მოწყობილობებზე SQL-სერვერის მუშაობის დასასრულებლად 30 წუთიანი ლოდინი იყო საჭირო. გამოსწორებულია შემდეგი შეცდომები: ინფორმაცია დროის სარტყელის შესახებ, Internet Explorer, ფაილების სერვერი და კლასტერინგი, უსადენო ქსელები, Maps აპლიკაციის შეცდომები, IoT-ის განახლების პროცესი, რენდერინგი, USB 2.0-დან მოწყობილობის უსაფრთხო გათიშვა, მულტიმედია, Direct3D, Microsoft Edge, კორპორატიული უსაფრთხოება, Windows Server Update Services, ქსელური საცავები, Remote Desktop, Windows Hyper-V და Credential Guard. უსაფრთხოების განახლება: Microsoft Edge, Internet Explorer, Microsoft Graphics Component, Internet Information Services, Windows SMB Server, Microsoft Windows PDF Library, Microsoft Uniscribe, Windows kernel ბირთვი, DirectShow, Windows OS და Hyper-V. https://www.msinfo.ge/kb4013429/
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.