Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/06/19 in all areas

  1. ესეც შეფასებები: http://gamebomb.ru/gbnews/27816 Destructoid — 10 из 10 Game Rant — 10 из 10 Guardian — 10 из 10 God is a Geek — 10 из 10 Telegraph — 10 из 10 Fandom — 10 из 10 Saudi Gamer — 10 из 10 Leadergamer — 10 из 10 Twinfinite — 10 из 10 Rely On Horror — 10 из 10 Wccftech — 9,8 из 10 Nerd Much? — 9,7 из 10.0 PowerUp! — 9,6 из 10 IGN — 9,5 из 10 Niche Gamer — 9,5 из 10 Pardis Game — 9,5 из 10 GamingTrend — 9,5 из 10 Heavy — 9,5 из 10 COGconnected — 9,4 из 10 Hobby Consolas — 9,3 из 10 Generación Xbox — 9,3 из 10 GameCrate — 9,3 из 10 IGN Spain — 9.1 из 10 Xbox Achievements — 9,1 из 10 Spaziogames — 9,1 из 10 PC Gamer — 90 из 100 Metro GameCentral — 9 из 10 GamesRadar+ — 9 из 10 TheSixthAxis — 9 из 10 Shacknews — 9 из 10 Easy Allies — 9 из 10 GameSpot — 9 из 10 USgamer — 9 из 10 VideoGamer — 9 из 10 Windows Central — 9 из 10 The Games Machine — 9 из 10 ZTGD — 9 из 10 Push Square — 9 из 10 TrustedReviews — 9 из 10 Atomix — 9 из 10 TrueAchievements — 9 из 10 Critical Hit — 9 из 10 DualShockers — 9 из 10 We Got This Covered — 9 из 10 Press Start — 9 из 10 Just Push Start — 9 из 10 PCWorld — 9 из 10 Cheat Code Central — 9 из 10 SECTOR.sk — 9 из 10 GamingBolt — 9 из 10 Fextralife — 9 из 10 GearNuke — 9 из 10 Worth Playing — 9 из 10 Softpedia — 9 из 10 Marooners' Rock — 9 из 10 Bazimag — 9 из 10 Cerealkillerz — 9 из 10 WellPlayed — 9 из 10 Oyungezer Online — 8,9 из 10 Merlin'in Kazanı — 8,9 из 10 Walmart Tips & Ideas — 8,6 из 10 Game Informer — 8,5 из 10 GameZone — 8,5 из 10 GameWatcher — 8,5 из 10 Video Chums — 8,2 из 10 Attack of the Fanboy — 8 из 10 PCGamesN — 8 из 10 Gameblog — 8 из 10 PC Invasion — 8 из 10 GameMAG — 8 из 10 Tech Advisor — 8 из 10 PlayStation LifeStyle — 8 из 10 Digital Chumps — 8 из 10 The Outerhaven Productions — 8 из 10 Hardcore Gamer — 8 из 10 Gadgets 360 — 8 из 10 Gamers Heroes — 8 из 10 Screen Rant — 8 из 10 PlayStation Universe — 7,5 из 10 GamesBeat — 7 из 10 Stevivor — 7 из 10 TrueGaming — 7 из 10 CGMagazine — 6 из 10
    2 points
  2. მესამე ფოლაუტს მე 6 თვეზე მეტს ვხურავდი ყველა ადონებიანათ თავის დროზე, სკაირიმს კი ლამის 1 წელი მანდაც არაფერი გამომიტოვებია 100-ზე მეტი მისია მქონდა დახურული რომ მოვრჩი თამაშს და დავედი ფინიშზე, გრძელ რპჯ-ზე სულ ეგრე ვხურავ ხოლმე მაგრამ მეორეჯერ ვერცერთს ვერ მათამაშებ, ისეთი საინტერესო აღარაა უკვე ჩემთვის, ჟანრების თამნიმდევრობის მიხედვითაც მაგიტომ ვირჩევ თამაშების დახურვას, ანუ საუკეთესო რეიტინგით ამოვარჩევ ხოლმე და ერთი ჟანრიდან მეორეზე მივდივარ, ეგრე ფაქტიურათ სულ სხვადასხვა სტილის და ჟანრის თამაშებს ვუბერავ (თან როგორც წესი ერთ-ერთ საუკეთესოს თავის ჟანრში რაც მაგ დროისთვის ჯერ არ მითამაშია და შეიძლება დახურვა) და თუ გიყვარს თამაშების დახურვა ეგრე შანსი არაა გეიმინგი მოგბეზრდეს, დატესტილი მაქვს პირადათ წლების მანძილზე და ვიცი, მაგრამ ჩემი საყვარელი ჟანრი მაინც რპჯ, თუმცა რეალურათ 90%+ დონის თამაში ლუბოი ჟანრიდან ძალიან სასიამოვნო დასახურია როგორც წესი, ყველა ჟანრშია ტოპ კლასის იგრები, მთავარია შენ ეგ ჟანრი გიყვარდეს, მარტო მაგ შემთხვევაში რეიტინგი აღარაფერს არ ნიშნავს შენ თუ ჟანრი არ მოგწონს და თამაშის სტილი და დეგენერატის შეფასებულია თუ ჭკვიანი ადამიანის მაგას არანაირი გავლენა არა აქვს მაგ შემთხვევაში, მაშინ ჩვენც დეგენერატები ვყოფილვართ გეიმერები რამეს თუ კარგათ ვაფასებთ ან პირიქით, ლუბოი გეიმერს შეგიძლია დეგენერატი უწოდო ეგრე შენ თუ ჟანრი არ მოგწონს და თამაშის სტილი, შენით თამაშის დონის განსაზღვრა კი შეიძლება რა თქმა უნდა მაგდენი დრო თუ გაქვს რომ 20-30 თამაში გადმოწერო ყოველ წელს რომ დარწმუნდე მართლა ეგეთი კარგია თუ შენთვის უვარგისი, მე უბრალოთ ეგ პროცესია ჯერ კიდევ 2004 წელს ამომივიდა ყელში და მთლიანათ რეიტინგულ სისტემას მივენდე, 1 შეფასებით არასდროს ჩავაგდებ თამაშს დასახური თამაშების სიაში, სრაზუ 4 შეფასება უნდა ქონდეს საკმაოთ მაღალი რუსულ-ამერიკულ პრესაში და მაშინ ესე იგი ვარგისიანი იგრაა კაკ მინიმუმ 85%+ რახან იღებს საშვალო აცენკას, როგორც წესი 90% შემთხვევაში ეგრეც არის, მანდ მთავარია შენც მოგწონდეს მაგ ჟანრის იგრები, თუ უზკოკლასნი გეიმერი ხარ და მარტო 1-2 ჟანრს უბერავ ძირითადათ რა თქმა უნდა ეგ შეფასებები შენ არ გამოგადგება მაგრამ მე 4-5 ჟანრს მაინც ვთამაშობ აქტიურათ და მაგ ჟანრებში რაც გამოდის მაღალი შეფასებებით მარტო მაგ იგრებს ვამატებ ხოლმე დასახური თამაშების სიაში, ხანდახან თუ ცუდი წელია 3-4 იგრაზე მეტი არც დაჯდეს შეიძლება და 60% აცენკიან თამაშს ცხოვრებაში არ გადმოვწერ და არ დავტესტავ რომ შევამოწმო მართლა ეგეთი დაბალი დონისაა თუ მთლათ გიჟობა იგრაა რაც ძალიან რედკათ ხდება ხოლმე, არსებობენ კიდე ნა ლუბიტელა იგრები, არც ეგეთების დიდი ლუბიტელი გახლავართ, ანუ არ მიყვარს მე ჩემით რამეს დატესტვა და ტვინიკოსობა მართლა ღირს დასახურათ თუ არა, პრესის აზრიც საკმარისია და როგორც წესი ამართლებს მოლოდინებს ეგეთი თამაში ვიდრე პირიქით, ფილმზე რა იგივე არაა მანდაც მთავარია შენ მოგწონდეს IMDB-ზე 5 ბალი რასაც უწერია სერიალი იქნება თუ ფილმი მაგას ხომ არ ვუყურებ აბა პირველ რიგში და 8+ ბალიან ფილმებს ბოლოსთვის მოვიტოვებ, ისევ და ისევ მანდ შენ რაც მოგწონს მაგ ჟანრის მიხედვით უნდა ამოირჩიო და სტილისტიკით, ყველაფერი ისე ძალიან ვერ მოგეწონება მაინც რანაიარი აცენკაც უწერია, იმბიცილის და დეგენერატის შეფასება მანდ არაფერ შვაშია ათასობით ხალხი აძლევს აცენკას და საშვალო სტატისტიკური როგორც წესი უფრო ამართლებს ვიდრე არა, ნუ ზოგს მართლა რაღაც განსხვავებული მოსწონს და ბევრისთვის კაკრაზ სტრანნი და დეგენერატული რაღაცეები, ეგ იმას ხომ არ ნიშნავს რომ ყველა ეგრე შეაფასებს, არიან კიდე გეიმერები და კინოლუბიტელები ვინც ძალიან სტრანნი ფილმებს და თამაშებს უბერავენ მარტო, მე სტანდარტულ ვკუსებში ვჯდები და საშვალო სტატისტიკური აცენკები როგორც წესი საკმარისია ჩემთვის რამე ფილმი-სერიალი-თამაშის საყურებლათ ან დასახურათ, ანუ ბევრ რაღაცას ვუყურებ საკმაოთ და მომწონს (მათ შორის უფრო ბავშებზე და ტინეიჯერებზე რაცაა გათვლილი) და გეიმინგშიც საკმარისზე მეტი ჟანრის და სტილისტიკის იგრები მომწონს მთავარია ქონდეს სინგლი და საინტერესო სიუჟეტური ლინია და სხვა კომპონნენტებში არ მოიკოჭლებდეს ძალიან თამაში, რაც შეეხება მართლა სტრანნი და უცნაურ ფილმებს და თამაშებს, ხშირ შემთხვევაში ეგეთებიც მომწონს ხოლმე, მაგრამ მაგისთვის სულაც არაა აუცილებელი ჯერ 60% ფილმი ან თამაში გადმოვწერო და 90% არც მივაქციო სიტყვაზე ყურადღება
    1 point
  3. ადამიანები კარგად ადაპტირებენ დედამიწაზე მიმდინარე გლობალურ დათბობასთან - დამტკიცებულია კალიფორნიის დევისის უნივერსიტეტის კვლევებით. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პროცესის ნელი ტემპის გამო ადამიანები უბრალოდ ვერ ამჩნევენ სერიოზულ ცვლილებებს და ეჩვევიან მუდმივად მზარდ ტემპერატურას. ერთი შეხედვით, ეს სიახლე შესაძლოა დადებითი ჩანდეს, თუმცა რეალურად ძალიან შემაშფოთებელია - მკვლევარები თვლიან, რომ გარკვეულ მომენტში ადამიანები გაუსაძლის პირობებში აღმოჩნდებიან ისე, რომ ვერ შენიშნეს სიცოცხლისთვის საშიში ცხელი კლიმატის ჩამოყალიბება. XIX საუკუნეში მეცნიერებმა შეიმუშავეს თეორია, რომელსაც ეწოდა „ბაყაყი მდუღარეში“. მეცნიერები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ცხელ წყალში მოთავსებული ბაყაყი ვერ შეამჩნევდა წყლის ტემპარატურის მატებას და ერთხელაც ცოცხლად მოიხარშებოდა ისე, რომ ვერც გაიგებდა რა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს თეორია უკვე უარყოფილია, თანამედროვე მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მომავალში შესაძლოა ადამიანებს იგივე ბედი ეწიოთ, რაც ბაყაყს ზემოთხსენებული ორიგინალური ექსპერიმენტის შედეგად. 2014-დან 2016 წლამდე პერიოდში მკვლევარების გუნდი იკვლევდა სოციალურ ქსელებში განთავსებულ მილიარდობით შეტყობინებას ამინდის შესახებ. ისინი აკვირდებოდნენ მომხმარებლების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ამინდის შესახებ ცნობებს და ადამიანების მდგომარეობას. შესადარებლად, თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები დღესღეობით მომატებულ ტემპერატურაზე, შეგროვებული მონაცემები შედარებულ იქნა 1981-1990 წლების ტემპერატურის მაჩვენებლებთან. აღმოჩნდა, რომ ადამიანები ყველაზე მეტად რეაგირებენ სეზონისთვის არატიპიურ ამინდზე: მაგალითად, თბილ ზამთარსა და ცივ ზაფხულზე. თუმცა ეს რეაქცია მათ მიერ სწრაფად დავიწყებადია - რამოდენიმე წელში იწყებენ თბილი ზამთრების ან სხვა ანომალიური მოვლენების აღქმას ნორმალურ პირობებად. „ეს მოვლენა ნამდვილად ჰგავს „მდუღარეში მჯდარი ბაყაყის სინდრომს.“ ადამიანებმა დაიწყეს იმ ცვლილებებთან შეჩვევა და ადაპტირება, რომელთა მოგვარებაც სურთ და საჭიროა“ - აცხადებს კლიმატის სპეციალისტი ფრენსის მური. მოცემულმა ფაქტმა მეტად შეაშფოთა მკვლევარები, თუმცა ისინი თვლიან, რომ ერთხელაც ბუნება ადამიანებს თავს შეახსენებს. ყველაზე დიდი ალბათობით, ადამიანები შეამჩნევენ ხანძრების შემთხვევების მატებას, გახშირებულ შტორმებსა და გვალვებს. ამგვარი კატასტროფები ყველაზე მკაცრად შეახსენებს ადამიანებს პლანეტის მდგომარეობას და მათ სასწრაფოდ მოუწევთ საჭირო ზომების მიღება. https://hi-news.ru/research-development/v-budushhem-lyudi-mogut-svaritsya-zazhivo-kak-lyagushki-v-kipyatke.html
    1 point
  4. აეროკოსმოსურმა სააგენტო NASA-მ გამოაქვეყნა გალაქტიკების შეჯახების ამსახველი შესანიშნავი ფოტოები - ფოტოზე მოცემულია ჰერკულესის თანავარსკვლავედის ორი გალაქტიკის შერწყმა. ფოტოზე აღბეჭდილია ობიექტი კოდური სახელწოდებით NGC 6052. იგი მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 230 მილიონი სინათლის წელიწადის დაშორებით. დასახელებულ კოსმოსურ სტრუქტურას უილიამ ჰერშელი ჯერ კიდევ 1784 წელს აკვირდებოდა. თუმცა თავდაპირველად იგი შეცდომით იქნა აღქმული ერთ მთლიან გალაქტიკად. შემდგომი დაკვირვებების შედეგად გამოტანილ იქნა დასკვნა, რომ რეალურად ობიექტი NGC 6052 - ორი გალაქტიკაა, რომლებიც შერწყმის ეტაპზე იმყოფებიან. წარმოდგენილი ფოტო მიღებულ იქნა ორბიტალური ტელესკოპის, „ჰაბლის“ (NASA/ESA Hubble Space Telescope) ბორტიდან. ფოტოგადაღების დროს გამოყენებული იყო ინსტრუმენტი Wide Field Camera 3 - კოსმოსური ობსერვატორიის ყველაზე მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ რამოდენიმე მილიარდი წლის შემდეგ ჩვენს გალაქტიკასაც ელის შეჯახება: მიიჩნევა, რომ ადრე თუ გვიან იგი შეერწყმება ანდრომედას გალაქტიკას. https://3dnews.ru/983719
    1 point
  5. მეტალის ბიბლია
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.