Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 03/02/19 in all areas

  1. პოსტის ტექსტი ხო ძაან ინფორმატიულია (ან პროფილი)
    2 points
  2. დაკონფიგურება: Enable Dirt Rally 2.0 Telemetry პროგრამის შესახებ: SIM Dashboard - Tablet or smartphone as additional display
    1 point
  3. ამერიკულმა არიამ მორიგი ნაბიჯი გადადგა შეიარაღების სისტემების ავტომატიზაციის სფეროში. აშშ-ის სამხედრო ძალებმა მიმართეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მოღვაწე წამყვან სპეციალისტებს წინადადებით - მიიღონ მონაწილეობა ახალი სახის სამხედრო ტექნიკის შექმნაში, მაგალითად, შეიქმნას ტანკები, რომელთაც ექნებათ შესაძლებლობა - ავტომატურად განახორციელონ მოწინააღმდეგის აღმოჩენა და თავდასხმისთვის მზადება, რაშიც ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული. ამ სიახლეს ახმაურებს ინტერნეტ-რესურსი Quartz. ახალი პროექტის სახელწოდებაა ATLAS (Advanced Targeting and Lethality Automated Systems). მის ფარგლებში შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებით აღიჭურვება საბრძოლო მანქანები, თუმცა მოწინააღმდეგის განადგურების ბრძანება მხოლოდ ოპერატორების მიერ გაიცემა - იტყობინება წყარო. ამჟამად არსებული ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში გამოიყენება რამოდენიმე ასეული სხვადასხვა ტიპის ნახევრად ან სრულიად ავტომატიზირებული საჰაერო თავდაცვითი სისტემა. ეროვნული უსაფრთხოების საკითხში ტექნოლოგიის ექსპერტის, პოლ შარეს თქმით, პროექტი ATLAS-ის იქნება პირველი ეტაპი სახმელეთო შეიარაღებულ ტექნიკაში ავტონომიური სისტემების გამოყენების თვალსაზრისით. ექსპერტის აზრით, ამგვარი სისტემები „ოპერატორებს საშუალებას მისცემს მოახდინონ თავისუფალი დროის მაქსიმიზება საბოლოო გადაწყვეტილებების მისაღებად და ამავე დროს შეამცირონ ცეცხლის გახსნამდე საჭირო მზადების დრო“. გარდა ამისა, ექსპერტი თვლის, რომ საომარი ტექნიკის ავტომატიზაციით შემცირდება მსხვერპლის რაოდენობა როგორც ჯარისკაცებში, ასევე სამოქალაქო პირებში. „ამგვარი სისტემის გამოყენება დროს დაზოგავს. საომარ პირობებში ნახევარ წამსაც კი შეუძლია გადამწყვეტი როლის თამაში. ომის ველზე ხშირად ჩნდება სიტუაციები, როდეაც გარდაუვალია დაუყოვნებელი გადაწყვეტილებების მიღება. თუკი ხედავთ მოწინააღმდეგის საბრძოლო მანქანას, დიდი ალბათობით ისინიც გხედავენ და შეუძლიათ ცეცხლი გახსნან. ავტომატიზირებული სისტემების დანერგვა კი საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს უსაფრთხოებისა და ეფექტურობის დონე“ - აღნიშნავს ექსპერტი. ამგვარი გადაწყვეტილებებით ყველა კმაყოფილი არ არის გასულ წელს მსოფლიოს 26 ქვეყნიდან 116 სპეციალისტისგან შემდგარმა ჯგუფმა მიმართა გაეროს მოთხოვნით - აიკრძალოს ავტონომიური იარაღის წარმოება-გავრცელება. მიმართვის წევრთა სიაში იმყოფება SpaceX-ის გენერალური დირექტორი ილონ მასკი და ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მომუშავე კომპანია DeepMind-ის დამფუძნებელი - მუსტაფა სულეიმანიც. გაეროსთვის წარდგენილი მოხსენების ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს გაეროს კონვენციაზე ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ და მოუწოდეს გაფრთხილებისკენ, რომ შეიარაღებაში ახალი შეჯიბრი მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. დოკუმენტში ხაზგასმულია: „თუკი პანდორას ყუთი გაიღება, მისი დახურვა უკიდურესად რთული აღმოჩნდება“. „როდესაც ავტონომიური იარაღი შეიქმნება, მისი საშუალებით შესაძლებელი გახდება ისეთი დონის საომარი მოქმედებების განხორციელება თანაც ისეთ ვადებში, რომ კაცობრიობა ვერც კი გააცნობიერებს მოსალოდნელ შედეგებს. შეიარაღების ახალი ტიპი შესაძლოა აღმოჩნდეს დიქტატორებისა და ტერორისტების ხელში, რომლებიც მას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ჰაკერებმა შესაძლოა გატეხონ სისტემები და დაუშვებელი მიზნებისთვის გამოიყენონ“ - ნათქვამია გაეროსადმი მიმართვაში. https://hi-news.ru/technology/v-ssha-reshili-zanyatsya-razrabotkoj-tankov-na-baze-iskusstvennogo-intellekta.html
    1 point
  4. გააჩნია router-სგან რა გინდა. ძლიერში wi-fi-ს სიჩქარეს და დაჭერილობას თუ გულისხმობ ესენი კარგებია. არის მაგათი გაუმჯობესებული ვარიანტებიც ეგენი კიდევ უფრო დიდ ფართობს ფარავენ. ლინკზე ნახავ ქვემოთვე უბრალოდ ფასები უკვე იზრდება. http://www.amazon.com/Linksys-Wireless-Including-Parental-E1200/dp/B004T9RR6I/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1408014186&sr=8-6&keywords=linksys http://www.amazon.com/Cisco-Linksys-WRT120N-Wireless-N-Home-Router/dp/B0028N6VNW/ref=sr_1_27?ie=UTF8&qid=1408014202&sr=8-27&keywords=linksys ბიუჯეტურ ვარიანტში TP-link-ც წავა. ვაფშე იაფიანებში ეგაა მაინც საუკეთესო არჩევანი. 32 ლარად linksys-ს ვერც იყიდი. მე მაგალითად ეს TP-link-ც მყოფნიდა სტოკ ROM-ზეც, უბრალოდ ეს როცა გავაფუჭე მანამდე 100 Mbit/s ნეტი მქონდა და 80-85 Mbit/s-ს ანახებდა მაქსიმუმ. დავრეკე და მითხრეს ჩვენგან არ გაქვთ შეზღუდვაო. მერე tenda დავაყენე და იმაზე 95-მდეც ადის (ერთი ორჯერ გაჭედასავით როუტერმა ეს tp-link-ზე არ მომსვლია არასოდეს), ესენი მაინც დაბალ დონეში გადიან მაგრამ ეგ ამბავი გამართლებაზეა. შეიძლება ზუსტად ჩემნაერმა 95 ანახოს. ზემოთ რო დავდე ეგენი უფრო კაი ხარისხისაა, ანტენა არ აქვს, მაგრამ ის მეორე ძმაკაცს აქვს და ხოშიანად იჭერს wi-fi-ს მესამე სართულიდან ქვემოთ მე რაც დავაყენე ჩემ router-ზე მაგის მსგავს სისტემაზეა WRT და აქვს რაღაც გამოსადეგი ფუნქციები მაგასაც, უბრალოდ ეგენი შეიძლება არც დაგჭირდეს, მაგრამ ხარისხით ნამდვილად უფრო მაღლა დგას, აი როგორც Kmex და რამე ნორმალური 80+ კვება ეგეთ პონტშია ერთი ჩემთან უნდა გავტესტო სიჩქარეზე დამავიწყდა მაგის გაკეთება ამ სისტემის შეცვლის მერე რა სიჩქარეს მანახებს 100 Mbit/s-დან მაინტერესებს.
    1 point
  5. წავიდა ეს მიკპედიაში მათე შენ გეცოდინება ამეების გამკეთებელი მე არ ვარ და რომელ როუტერს მირჩევ ცოტა უფრო ძლიერი რომ იყოს ვიდრე ტპ ლინკის 32 ლარიანი
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.