Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/18/19 in all areas

  1. მორჩა, Netflix-მა საბოლოდ გამოაქვეყნა ინფორმაცია Jessica Jones-ს და Punisher-ს დაქანსელების, დისნეის ხელშია უკვე მარველის ყველა სუპერგმირი რაზეც netflix-სს ქონდა TV show-ს გაკეთების უფლება... NETFLIX CANCELS THE PUNISHER AND JESSICA JONES გაგრძლდება გიო აბა რა იქნება და შეიძლება ახლა უკვე Punisher-ც და Daredevil-ც Avengers-ს ახალი სთორი ლაინის ფილმებში ვიყილოთ ან ზოგადად MCU-ს ფილმებში... DCunivers ეს არის სთრიმინგ სერვისი არხი არ არის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ მუშაობს და კი მაგ სისტემის ნამუშევარია Titans-ს და ახალი სერიალი გამოვიდა კიდე Doom Patrol ქვია...
    1 point
  2. დინამიკი დაიბრიდა რაარი აქ სამკითხაო
    1 point
  3. როგორც ჩანს, სკანდალი მწიფდება. ილონ მასკმა და მისმა კომპანია SpaceX-მა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კოსმოსური სააგენტო NASA-ს - თავიანთი პირდაპირი დამსაქმებლისა და პარტნიორის წინააღმდეგ. კონტრაქტის თანახმად მასკის კომპანია ახორციელებს რესურსების მიწოდებას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე თავისი რაკეტა Falcon9-ის მეშვეობით. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ SpaceX-მა ტენდერი წააგო და ახლა ამის ახსნას მოითხოვს. პირველ რიგში, მასკს აინტერესებს, რატომ იქნა სამეცნიერო მისიისთვის არჩეული კონკურენტის რაკეტა, თუკი SpaceX-ის რაკეტა 30%-ით იაფია მასზე. საქმე ის არის, რომ აშშ-ში კერძო კომპანიების საქმიანობის მხარდაჭერა ხორციელდება NASA-ს მეშვეობით - სააგენტო აძლევს გრანტებსა და კონტრაქტებს მსხვილ კომპანიებს, მხარს უჭერს მათ განვითარებას უშუალოდ ფინანსური კუთხით. რომ არა NASA-ს მხარდაჭერა რთულ წლებში, SpaceX-ს შეიძლება აღარც ეარსება. 31 იანვარს NASA-მ განაცხადა, რომ ტენდერი, რომელიც ეხება 2021 წელს აპარატ Lucy-ს გაშვებას იუპიტერის ასტეროიდებისკენ, მოიგო United Launch Alliance-მა. ეს უკანასკნელი არის Boeing-ისა და Lockheed Martin-ის ერთობლივი კომპანია და იგი მასკის კომპანიის პირდაპირი კონკურენტია. მისიის ხარჯები ფასდება 148,3 მლნ დოლარად. ULA მისიას განახორციელებს რაკეტა Atlas V-401-ის მეშვეობით. უცნობია, კიდევ ვინ მონაწილეობდა ტენდერში გარდა SpaceX-ისა. მასკმა ტენდერის შედეგები ამერიკული აუდიტის პალატაში გაასაჩივრა. საკითხი უნდა გადაწყდეს არაუგვიანეს 22 მაისისა, თუმცა საჩივარმა უკვე გამოიღო შედეგი: ULA-სთან საკონტრაქტო მუშაობა შეჩერდა. პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მასკი ხმამაღლა საუბრობს, რომ აუცილებელია პატიოსანი კონკურენცია. SpaceX-ის დაარსებიდან საწყის ეტაპებზე მძლავრი მხარდაჭერისა და ლობისტების წყალობით თითქმის ყველა ტენდერი უკონკურსოდ United Launch Alliance-ს გადაეცემოდა. თუმცა სასამართლოებმა და დიდმა ძალისხმევამ თავისი საქმე გააკეთა: SpaceX-მა სახელი გაითქვა და მიაღწია NASA-სთან პარტნიორობას. „მას შემდეგ, რაც SpaceX-მა დაიწყო მისიების განხორციელება NASA-სთვის, ეს დაპირისპირების პირველი შემთხვევაა“ - აცხადებენ კორპორაციაში. – „SpaceX-მა შესათავაზა მას თავისი ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა მისიის წარმატებულობის უმაღლესი დონის უზრუნველყოფას დასახელებულ თანხაზე მნიშვნელოვნად იაფად. ამიტომ ვთვლით, რომ იმავე მისიისთვის უფრო მეტის გადახდა Boeing-ისა და Lockheed-ისთვის სააგენტოს ინტერესებსა და ამერიკულ საგადასახადოებს ემსახურება“. https://hi-news.ru/space/ilon-mask-i-spacex-podali-v-sud-na-nasa.html
    1 point
  4. განახლდა სეტაპი, კერძოდ 1080TI FTW3 შეემატა 1070-ის ნაცვლად. —
    1 point
  5. არც თუ ისე მტანჯველი 1 წლის შემდეგ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება cisco_ს და ზოგადად ქსელების სამყაროს შესახებ. ამ ეტაპზე განვიხილავ ზოგადად cisco-ს (არა მის წარმომავლობას და ისტორიას, არამედ რა ხდება და რას აკეთებს) ჩემი აზრით ვინც ამ თემის წაკითხვას დაიწყებს უკვე ეცოდინება რა არის ciscoდა რას საქმიანობს. IT Essential როცა დავამთავრე მეგონა ყველაფერი ვიცოდი CISCO, ქსელურ და სისტემურ ადმინისტრირებაზე. ლექტორისგან ვიცოდი რომ არსეობდა CISCO_ს აკადემია ITVET_ში რეალურად კი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოვხვდი EMIS_ში. (აკადემიებზე შემდეგ ვისაუბრებ) როცა დავიწყე სწავლა მეგონა არსებობდა მხოლოდ ერთი მიმართულება რომელსაც ქონდა 3 ეტაპი მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად იყო. cisco_ს სერტიფიცირებაში არსებობს 3 საფეხური (ზოგი მიიჩნევს რომ 4ია მაგრამ ეგ მათი პრობლემაა და არა ჩვენი) CCNA (Cisco Certified Network Associate) CCNP (Cisco Certified Network Professional) CCIE (Cisco Certified Internetwork Expert) CCAr (Comprehensive Capital Analysis and Review) და ასევე ე.წ მეოთხე საფეხური "არქიტექტი" ტიპი რომელიც აპროექტებს ქსელს. არქიტექტორი,დიზაინერი. cisco_ს აქვს დაახლოებით 8 მიმართულება მაგრამ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადია და თითოეულ მიმართულებში არის სწორეს ის სამი ეტაპი რაც ზემოთაა ნახსენები Routing and Switching Security Data Center Wireless ყველაფერი იწყება Routing and Switching_ით რომლის პირველი საფეხურია R&S CCNA. კურსი იყოფა 4 მოდულად თითოეული მოდულის საშუალო ხანგრძლივობა 2 თვეა. Module 1. განიხილება ქსელური მოწყობილობები პროტოკოლები OSI მოდელი (რომელსაც თითქმის მთელი მოდული ეთმობა) IP დამისამართება ( IP v4, IP v6) Subnetting,WLSM (რასაც აუცილებელია თუ რაიმეს სწავლა რეალურად გინდათ) Module 2 cisco_ს სვიჩების და როუტერების ძირითადი კონფიგურაციები Vlanების და Inter Vlanების კონფიგურაცია განხილულია სტატიკური და დინამუკური მარშუტიზაცია და ძირითადი კონფიგურაციები განხილულია ნატირების ძველი და ახალი მეთოდები. Module 3 cisco_ს ოპერაციული სისტემის მართვა ლიცენზიების დაყენება ოპერაციული სისტემის განახლება მესამე დონის სვიჩების კონფიგურაცია Wireless ზოგადი მიმოხილვა. დინამიკური და სტატიკური მარშუტიზაციის პროტოკოლების TSHOOT Module 4 აქ განხილულია WAN კავშირის ტიპები VPN ის ძირითადი კონფიგურაციები ქსელის მონიტორინგის საშუალებები. CCNA R&S გამოცდაზე გასვლის ღირებულებაა 295$ არ გეჩვენებათ გამოცდა არის 90 წუთიანი მაქსიმალური ქულა 1000 გამსვლელი ქულა 825 გამოცდა შედგება 4-5 სიმულატორისგან და დაახლოებით 40 კითხვისგან რომელიც არამარტო კონკრეტულად ცოდნას მოითხოვს არამედ უნარებსაც. გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში სერთიფიკატი გადმოგეცემათ PDF ფორმატში ან გამოგიგზავნიან თქვენ მისამართზე სრულიად უფასოდ. სერტიფიკატის ვადა 3 წელია და ამ სამი წლის განმავლობაში უნდა აიმაღლოთ სტატუსი ან ჩააბაროთ იგივე დონის გამოცდა თორემ სტატუსი შეგიჩერდებათ. რატომ არის CCNA გამოცდაზე გასვლა აუცილებელი ? იმიტომ რომ თუ თქვენი ცოდნა CCNPს შესაბამისია და დარეგისტრირდებით CCNP გამოცდაზე და წარმატებით ჩააბარებთ გამოცდას CISCO სერთიფიკატს არ გამოგიგზავნით და არ გაღიარებთ CCNPით იმიტომ რომ თქვენ არ გექნებათ ჩაბარებული CCNA გამოცდა. რაც შეეხება CCIE (ექსპერტის გამოცდას) ამ გამოცდაზე გასვლისთვის არ გჭირდებათ არანაირი CCNA CCNP სერტიფიკატი. (მაგრამ ამისთვის მინიმუმ 4-5 წელი მაინც არის საჭირო პლიუს გამოცდილებ რეალურ აპარატურასთან მუშაობა... თეორიით ექსპერტი ვერ გახდებით ასერომ ან ეტაპების გავლა ყველა ვარიანტში მოგიწევთ) სტატია განახლდება პერიოდულად და დაემატება ბევრი საჭირო ინფორმაცია.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.