Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5857


  2. Fatal Fighter

    Fatal Fighter

    მოდერატორი


    • Points

      2

    • Posts

      13899


  3. MaKaSaRa

    MaKaSaRa

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      3633


  4. kloud

    kloud

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      5411


Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/10/19 in all areas

  1. The Punisher საკმაოდ ძლიერი მეორე სეზონი იყო და განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჯონ პილიგრიმის პერსონაჟმა, ძლიერი პერსონაჟი შექმნეს მისი სახით, ჩემი დიდი რესფექთი Josh Stewart-ს ძალიან მაგარი მსახიობია, ნუ Jon Bernthal-ზე ბევრს არ ვილაპარაკებ, დაბადებულია punisher-ს როლისთვის, ეს და Daredevil-ს მესამე სეზონი ორივე ერთი დონისაა, მოკლედ საკმაოდ მაღალი დონის გამოუვიდათ მეორე სეზონიც...!
    1 point
  2. მხოლოდ ორი ან სამი საიდ ქვესთი თუ მექნება გამორჩენილი, მეორე ჯერზე დავხურე, Death match სირთულეზე, საუკეთესო თამაშია :3
    1 point
  3. სამსახურში გვაქ oculus და დღეს ჩავრთეთ ეს თამაში. ცოტახნით კაი გასართობია. ოკულუსის იმ ვერსიას რაც გვაქ 1080პ რეზოლუცია აქ და თამაშში ვიზუალი დიდად კარგი არაა. თუმცა საჭე რომ გვქონოდა ალბათ მაგ არც ისე მნიშვნელოვანი იქნებოდა. ახლა ps4-ის კონტროლერით გავტესტეთ. მერე საჭითაც ვნახავთ(ლექსო თუ გაინტერესებს მოდი მერე და გატესტე). მოკლედ დიდი აღფრთოვანება არ/ვერ გამოიწვია. თვითონ მანქანის დეტალიზაცია კარგადაა მაგრამ გარემო . მერე project carsის დემოც გადმოწერა მეგობარმა და ვიზუალი იმას ცოტა უკეთესი აქ თუმცა ეგ აღარ გამიტესტია.
    1 point
  4. 2019 წლის იანვარში ისტორიული მოვლენა მოხდა - ჩინური ზონდი Chang’e 4 წარმატებით დაეშვა მთვარის ბნელ მხარეზე, გადაიღო პანორამული ფოტოები და ნაწილობრივ შეისწავლა ზედაპირი. ამ მისიის შესრულება შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა თანამგზავრის მიერ შესრულებული სამუშაო - ზონდს არ ჰქონდა პირდაპირი კავშირი დედამიწასთან, მონაცემთა გადაცემა ხორციელდებოდა სწორედ თანამგზავრის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ სიგნალების გადაცემის პარალელურად იგი სხვა დავალებებსაც ასრულებს, მაგალითად - იღებს მთვარისა და დედამიწის შესანიშნავ ფოტოებს. ერთ-ერთი საუკეთესო ფოტო თანამგზავრმა გადაიღო 3 თებერვალს. მისი გადაცემა მოხდა ნიდერლანდური რადიოტელესკოპისკენ, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ მოძველებულია, კვლავ იყენებს ჩინური კოსმოსური მართვის სააგენტო CNSA. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სააგენტომ ფოტო არ გამოაქვეყნა - ეს საქმე ობსერვატორიის თანამშრომლებმა შეასრულეს: მათ დაარედაქტირეს ფოტო იმგვარად, რომ უფრო ბუნებრივი სახე მიეღო. სპეციალისტებმა თავინთ ბლოგზე აგრეთვე გამოაქვეყნეს ფოტოს გადიდებული ვერსია, რომელზეც მიუთითეს 12 ცნობილი კრატერის დასახელებები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სახის ფოტო სიახლეს არ წარმოადგენს. ჯერ კიდევ 2015 წელს NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა - Deep Space Climate Observatory (DSCOVR) აღბეჭდა მთვარის გამოსახულება დედამიწის ფონზე. ამჟამინდელი, ჩინური თანამგზავრის მიერ გადაღებული ფოტო ბევრად მაღალი ხარისხისაა და უფრო მეტად რეალურობის ამსახველი. ეს ფოტო აპარატის მშვენიერი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ კამერის ზომა 50 სანტიმეტრს არ აღემატება. ეს მიკროკამერა საუდის არაბეთშია დამზადებული. https://hi-news.ru/space/foto-dnya-ochen-redkaya-fotografiya-obratnoj-storony-luny-na-fone-zemli.html
    1 point
  5. პორტალი videocardz გვაცნობებს, რომ კომპანია Asus-მა გამოუშვა ახალი ვიდეო ბარათები - ესენია TUF სერიის (The Ultimate Force) RTX 2060 ბარათები: გამოვიდა როგორც სტანდარტული, ასევე ოვერქლოქინგ-ვარიანტები, რომელთა გრაფიკული ჩიპის სიხშირეებია 1710 და 1740 მჰც, შესაბამისად. პირველწყაროში აგრეთვე აღნიშნულია, რომ TUF სერიის გრაფიკული ადაპტერების შექმნისას გათვალისწინებული იყო მათი ხანგრძლივი მოქმედუნარიანობა, თავსებადობა და წარმადობა. გაგრილების სისტემაში გამოყენებულია მტვრისგან დაცვის მქონე ვენტილატორები IP5X სტანდარტის შესაბამისად. ისევე, როგორც TUF-სერიის დედა დაფები, გრაფიკული ადაპტერები შემოწმებას გადიან სპეციალური პროგრამით, რომელიც მოიცავს 144 საათის განმავლობაში უწყვეტ მუშაობას. TUF სერიის ვიდეო ბარათებს აქვთ DualLink DVI-D კონექტორი. უნდა აღინიშნოს, რომ RTX-სერიის სხვა ვერსიების უმეტეს ვიდეო ბარათს ეს კონექტორი არ გააჩნია. https://overclockers.ru/blog/molexandr/show/24024/rtx-2060-tuf--svezhaja-serija-videokart-ot-kompanii-asus
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.