Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      5

    • Posts

      5868


  2. Fatal Fighter

    Fatal Fighter

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      13901


  3. david_888

    david_888

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      17006


  4. Power_VANO

    Power_VANO

    ადმინი


    • Points

      1

    • Posts

      5823


Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/21/19 in all areas

  1. Microsoft-ის კითხვა-პასუხების გვერდზე გამოქვეყნდა ვადა, თუ როდის უნდა შეწყდეს მობილური ოპერაციული სისტემის - Windows 10 Mobile-ის მხარდაჭერა. როგორც მოსალოდნელი იყო, Windows 10 Mobile 1709 ვერსია ფუნქციონირებას შეწყვეტს მიმდინარე წლის 10 დეკემბერს. ხოლო თუკი თქვენი სმარტფონი არ განახლებულა ამ ვერსიამდე და Windows 10 1703 ვერსიაზე მუშაობს, მხარდაჭერა შეწყდება 11 ივნისს. გარდა ამისა, პარამეტრებისა და რამოდენიმე აპლიკაციის სარეზერვო ასლების შექმნის ფუნქცია მუშაობას შეწყვეტს 2020 წლის 10 მარტს. ფოტოების სარეზერვო კოპირება და მათი აღდგენა რეზერვებიდან შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის 10 დეკემბრამდე. Microsoft-ი არ აპირებს Windows 10 Mobile-ის განახლება საკუთარი სერვერებიდან წაშალოს, ასევე შესაძლებელი იქნება Windows Device Recovery Tool-ის გამოყენება. ეს კარგი სიახლეა მათთვის, ვინც აპირებს გააგრძელოს სმარტფონით Windows 10-ის გამოყენება, თუკი მათ დასჭირდებათ პარამეტრების ქარხნულ მდგომარეობაზე გადაწყობა. რაღა თქმა უნდა, სმარტფონები შეძლებენ იმუშაონ განახლების გარეშეც. ძველებურად იქნება შესაძლებელი აპლიკაციების ჩამოტვირთვა Windows Store-იდან, თუკი ისინი განკუთვნილია Windows 10 Mobile 1709-ის ან უფრო ძველი ვერსიებისთვის. https://overclockers.ru/blog/Scorpion81/show/23589/nazvana-data-prekraschenija-podderzhki-windows-10-mobile
    2 points
  2. სადემონსტრაციო ვიდეო: https://www.youtube.com/watch?v=aFQSFke0wFc რიჩარდ ბრაუნინგმა, რომელიც საზღვაო შეირაღებული ძალების ყოფილი წევრია და ამავე დროს არის გამომგონებელი, თანაც კომპანია Gravity Industries-ის დამფუძნებელი - შექმნა რეაქტიული კოსტიუმი. ბრაუნინგმა, რომელსაც „ნამდვილი რკინის კაცი“ უწოდეს, საწვრთნელ ცენტში - Commando Training Centre-ში მოახდინა Daedalus Mark 1-ის დემონსტრირება. კოსტიუმი აღჭურვილია შვიდი ძრავით, რომელთა ჯამური სიმძლავრეა 1000 ცხენის ძალა. ამგვარი კოსტიუმით ადამიანს შეუძლია განავითაროს 80 კმ/სთ სიჩქარე. ვიდეოში ნაჩვენები ფრენა არ არის კოსტიუმის პირველი დემონსტრაცია, თუმცა მეტად ღირსშესანიშნავია თავად ბრაუნინგისთვის, რადგან იგი არმიიდან წამოსვლის შემდეგ პირველად დაბრუნდა საზღვაო ძალების მოსამზადებელ ცენტრში, სადაც ოდესღაც თავადაც გადიოდა წვრთნებს. რაც შეეხება კომპანია Gravity Industries-ს, იგი ჯერჯერობით ყიდის მხოლოდ ტანსაცმელს საკუთარი სიმბოლიკით. როდის გაეშვება გაყიდვაში რეაქტიული კოსტიუმები, ჯერჯერობით უცნობია. https://www.ixbt.com/news/2019/01/20/daedalus-mark-1-1000.html
    1 point
  3. როგორც უკვე ვიცით, კორპორაცია AMD-მ დააანონსა ახალი 7-ნანომეტრიანი ვიდეო ბარათი Radeon VII. სამწუხაროდ, მოკლე დემონსტრაციის ფარგლებში შუეძლებელი იყო ახალი ბარათის რეალური წარმადობის შეფასება. ამჟამად კი პორტალ computerbase.de-ზე გამოჩნდა ინფორმაცია თამაშებში მისი წარმადობის შესახებ. ვიდეო ბარათის ტესტირება მიმდინარეობდა Intel Core i7-7700K პროცესორით, რომელიც წარმოდგენილია 16 გბ ოპერატიული მეხსიერებით 3000 მჰც სიხშირეზე. ყველა თამაშში ტესტირება განხორციელდა მაქსიმალურ შესაძლო კონფიგურაციებსა და 4K ფორმატზე (3840×2160 პიქსელი), გამოყენებული იყო დრაივერი Adrenalin 18.50. უფრო თვალსაჩინო შედარებისთვის შედეგებზე ასევე ნაჩვენებია Radeon RX Vega 64-ის წარმადობა და Radeon VII-ის წარმადობის პროცენტული ზრდა. Radeon VII ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ Radeon VII შეიცავს 3840 ნაკადურ პროცესორს, 240 ტექსტურულ და 64 რასტრულ ბლოკს. საბაზისო სიხშირე 1450 მეგაჰერცის ტოლია, boost-სიხშირე კი აღწევს 1800 მეგაჰერცს. ვიდეომეხსირების სიჩქარეა 2000 მეგაჰერცი, რაც 4096-ბიტიანი HBM2 bus-ით უზრუნველყოფს 1 ტბ/წმ სიჩქარეს. AMD Radeon VII თებერვლიდან გაიყიდება 699 აშშ დოლარად. https://overclockers.ru/blog/Andrekon/show/23618/opublikovany-dannye-o-proizvoditelnosti-amd-radeon-vii-v-26-igrah
    1 point
  4. ინტელის დისკრეტული GPU მაინტერესებს მე ძალიან მომავალ წელს. იქნებ წლის ბოლოს რამე დემოც დადონ და მეტი დეტალები. მესამე დიდი მოთამაშე ამ სეგმენტში ძალიან კარგი იქნება.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.