Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5868


  2. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      2

    • Posts

      103092


  3. kloud

    kloud

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      5411


  4. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      10883


Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/08/19 in all areas

  1. სტუდია Slightly Mad, Need for Speed: Shift-ისა და Project CARS-სერიის შემქნელი მუშაობს საკუთარი მძლავრი კონსოლის - სახელად Mad Box-ის შექმნაზე. სტუდიის გენერალური დირექტორის, Ian Bell-ის თქმით, ეს იქნება „ყველაზე მძლავრი კონსოლი რაც კი ოდესმე არსებულა“. Mad Box-ს ექნება 4K გაფართოება - 60 კადრი/წმ. აგრეთვე ვირტუალური რეალობის ჰედსეტის სრულფასოვანი მხარდაჭერა სიხშირეზე - 180 კადრი/წამში (90 კადრი თითო თვალზე). Ian Bell-ი აცხადებს: „ჩვენ არ ვთამაშობთ. ეს სისტემა მომავალი თაობის მოწყობილობაა. ამ დრომდე კონსოლები ძლივს ახერხებდნენ ორი სხადასხვა ოპარაციის მხარდაჭერას. დროა „თამასა ავწიოთ“. იმის გამო, რომ კომპანია არ გეგმავს სისტემის ისეთივე მასიურ წარმოებას, როგორც სხვა კომპანიები, Mad Box-ის ფასი კონკურენტუნარიანი იქნება სხვა კონსოლებთან მიმართებაში. Slightly Mad სტუდიის წარმომადგენლები საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ეს მოწყობილობა საუკეთესო არჩევანი იქნება შემდგომი თაობის ციკლიდან. ამასთან, კომპანია მოლაპარაკებებს აწარმოებს NVIDIA-სა და AMD-სთან, რათა გამოიყენოს „ASIC AI“ - ხელოვნური ინტელექტი თამაშებში. „ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. ჩვენ გამოვუშვებთ „მკვლელ“ მოწყობილობას“ - აცხადებს კომპანიის გენერალური დირექტორი. Mad Box-ის პირველი რეალური გამოსახულება დაახლოებით ერთი თვის შემდეგ გამოქვეყნდება. ამ ეტაპზე Slightly Mad Studios-მა მხოლოდ ადრეული კონცეპტი გაამხილა. მოგვიანებით გახდება ცნობილი სპეციფიკაციებიც. ეს სიახლე საკმაოდ მოულოდნელია კონსოლების ბაზარზე. შეძლებს თუ ვერა ვიდეოთამაშების მწარმოებელი წინააღმდეგობის გაწევას მსხვილ კონკურენტებთან, მოგვიანებით გავიგებთ. https://3dnews.ru/980642
    1 point
  2. Mortal Kombat 11 გამოდის 2019 წლის 23 აპრილს PC-ზე და კონსოლებზე
    1 point
  3. ინტელზე არა აქვს ეგეთი დიდი გავლენა რამის ჩასტოტებს პერფორმანსზე როგორც ეგ რიზენის პროცესორებზე გააჩნია, პირველი თაობა იქნება თუ ეგ ახალი მეორე თაობის რიზენები, 8400 ფასი-წარმადობით უფრო კარგი ვარიანტი იქნება კი, გეიმინგისთვის რომ ვიღებდე ალბათ ცოტას კიდე დავამატებდი და როგორმე 8600 დავითრევდი, ეგ უფრო კარგი იქნება ჩადტოტის მხრივ და არსად არ დაალიმიტებს სადაც 6 ბირთვი ბოლომდე ყოფნის, 8400 3.8GHZ უბერავს, 8600 კი უკვე 4.1GHZ, მაგრამ თუ ვერ ქაჩავ 8500 ისევ 8400 აღება ჯობია ამ ეტაპზე მემგონი, მაგ ორ პროცესორს შორის წარმადობაში ეგეთივე სხვაობა იქნება რაც ჩემ 4770 და 4790 შორის მაქსიმუმ, ანუ ალბათ არ ღირს 100 ლარით მეტის გადახდა თუ ეგეთი სხვაობაა ფასში, ნუ 8400 ანალოგი ალბათ იქნება 7700 მაინც ინტელებიდან, იაფში თუ 6700K იშოვი ეგეც იდეალური ვარიანტი იქნება, ეგენი 4 ბირთვიანი პროცესორებია 8 თრიდზე საკმაოთ მაღალი ჩასტოტით და მეორე კარგათაც რაზგონდება პრინციპში https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i7-6700K-vs-AMD-Ryzen-5-2600/3502vs3955 , პერფორმანსში სხვაობა არც ისე დიდი იქნება მაგ პროცესორებს შორის მთლიან ჯამში, ნუ ჩისტა გეიმინგი რომ ავიღოთ მაღალ ჩასტოტაზე საკმაოთ კარგი სკალირება აქვს ახალ თამაშებში ძლიერ კარტას თუ ჩაუდგამ და 144 გერციან მონიტორის ყიდვას აპირებ, ეგენი თუ არ გაინტერესებს სხვა რაღაცეებში ძალზე დიდი სხვაობა არ უნდა ქონდეს, სარენდეროთ რიზენს ავიღებდი უფრო, უფრო იაფიანი ალტერნატივა ალბათ 4790K იქნება და თუ 4.5GHZ დაარაზგონებ 8400 სუსტი ნამდვილათ არ უნდა იყოს ბევრათ, ანუ რაც უფრო იაფათ მოგდის ეგ უნდა იყიდო მანდ უკვე, K პროცესორებს გაგრილებაც უკეთესი ჭირდებათ ისე
    1 point
  4. მაგ შემთხვევაში ასეთი სიტუაცია იქნება: https://cpu.userbenchmark.com/Compare/Intel-Core-i5-8500-vs-AMD-Ryzen-5-2600/m447884vs3955 რიზენ 2600 12 თრიდი 6 ინტელის თრიდის წინააღმდეგ, თუმცა ორივე 6 ბირთვიანი პროცესორებია, ინტელი მუშაობს 3.9GHZ მაქსიმუმ, რიზენი რაზგონით ადის 4.1GHZ-მდე, ჭირდება კარგი სკალირებისთვის მაღალ ჩასტოტიანი რამები (ალბათ ოპტიმალური ვარიანტი 3000 16გბ კიტები იქნებოდა დაახლოებით), გეიმინგში დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, რენდერში რიზენი უნდა ჯობდეს 6 დამატებითი თრიდის ხარჯზე, ერთი თრიდის სიმძლავრით მაინც ინტელი ჯობს ცოტათი მაინც, როგორც ერთ ასევე 4 ბირთვზე, რიზენის უპირატესობა 12 თრიდის პერფორმანსშია, 8500 არაა ისეთი პოპულარული, 8400 ბევრათ უფრო პოპულარულია, რიზენს ინტეგრირებული ვიდეოკარტა არა აქვს, ეგ მარტო ინტელს გაააჩნია და აქვს 4K HDR სრულყოფილი საპორტი
    1 point
  5. მაშინ იბეის ნაცვლად ჯობია სხვა საიტები იპოვო, ფორუმებზე მსმენია სადაც იყიდება ტექნიკა კაი ფასებში მაგრამ სამწუხაროდ არ ვიცი სახელი. სავარაუდოდ როგორც ოც.გე-ს აქ ყიდვა-გაყიდვის განყოფილება ისე ექნება უცხოურ მსგავს ფორუმებს. თუ არ გაგიყიდია აქამდე იბეიზე გეტყვი რომ განცხადების განთავსება უფასოა, მაგრამ 100$ად როცა ვყიდი რამეს 10% ანუ 10$ მიაქვს იბეის გაყიდვის შემთხვევაში. ამას ემატება პეიპალის საკომისიო რომელიც 5%-მდეა ეგ უკვე 15% გამოვიდა. ნუ მერე 5$ არის კიდე პეიპალიდან თანხის გამოტანის საკომისიო, ეგ არ აქ მნიშვნელობა რამდენი გამოგაქ ყოველთვის 5$-ია ასე რომ დიდი თანხის შემთხვევაში არ იგრძნობა, მაგრამ ზედა %-ები რაც დავწერე რაც უფრო იმატებს ნივთის ფასი უფრო მაღალია. მე პირადად ერთ სელერს(კერძო პირია მაგრამ შენსავით აქ მაღაზია ინტერნეტში, ადგილზე ყიდულობს იაფად საქონელს რაც მის რეგიონში მარტო იშოვება და ცოტას უგებს ინტერნეტით გაყიდვით) მოველაპარაკე რო იბეის გვერდის ავლით პირდაპირ მეილით გვეკონტაქტა და პეიპალზე გამოეგზავნა ინვოისი და მაქედან გადავუხდიდი, ისიც დამთანხმდა და პირველ შენაძენზე რომელიც იბეიზე 35$ დამიჯდებოდა 28$ გამომართვა. და + 1 ნივთი 7-8$იანი კიდე საჩუქრად გამომაყოლა. პეიპალი იბეის გარეშეც საკმაოდ უსაფრთხო გადახდის სისტემაა, როცა იბეი 2 თვიან გარანტიას გაძლევს თანხის დაბრუნებისას, პეიპალი 6 თვიანს გაძლევს ასე რომ თუ კონტაქტი გაქვს კარგ სელერთან იბეი არაფერში გჭირდება. შეგიძლია შესთავაზო რომ ის 10% რაც იბეის უნდა უხადოს გაიყოთ 5-5%-ად და 5%იანი ფასდაკლება გაგიკეთოს როცა მუდმივი კლიენტი იქნები რატო არ დაგთანხმდება. მისთვისაც საქმეა და შენთვისაც.
    1 point
  6. მეც საკმაოდ ხშირად მიწევს გამოწერა ბოლო 8 წელია. სამეზობლო-სამეგობრო-სანათესაოს გამოწერები ჩემ მხრებზეა. ახლებსაც ვიწერ და ნახმარებსაც. უნდა მოერიდოთ მაღაზიებს რომლებსაც 50-100 ათასი შეფასება აქვთ. ეგენი თავს არ იწუხებენ რო დეტალურად დატესტონ გასაყიდი ნივთი. უმეტესად მარტო ზედაპირულად ამოწმებენ, სურათებსაც შაბლონურს დებენ და არა ზუსტად მაგ ნივთისას. თუმცა ასევე ბევრი მყიდველი დელატულ აღწერას არ კითხულობს, არადა მანდ უწერია იმ კაცს რაზეა პასუხისმგებელი და რაზე არა. ასეთი მაღალი რეიტინგის მქონე მაღაზიისთვის ის შენი ერთი უარყოფითი ფიდბექი არაფერს ნიშნავს რადგანა %ულად არ შეეტყობა მის რეიტინგს არაფერი, ასე რომ ნაკლები შანსია რომ დათმობებზე წავიდეს თუ წუნიანი ნივთი გამოგიგზავნა. ასევე არის შანსი რომ ჩინელი იყოს ამერიკული მისამართით დარეგისტრირებული. ადრე ამაზონზე იყვნენ მასეთები, მაგრმა ახლა უკვე იბეიზეც გავჩითე. სპეციალურად ამერიკული მისამართიდან გამოვწერე ამანათი იმიტომ რომ სწრაფად მინდოდა ჩამოსულიყო მაგრამ ჩამოსულ ამანათს იბეის ნაცვლად ამაზონის ქაღალდები მოყვა და სელერის მონაცემებიც არ ემთხვეოდა. თუმცა ნივთი და მდგომარეობა ისეთი იყო როგორიც უნდა ყოფილიყო. ყველაზე ნაღდია 95-100%იანი ფიდბექები რო აქ ისეთი სელერები, რომლებსაც ცოტა გაყიდვა აქვს, თუნდაც 5-6 იყოს. ეგეთებს არასდროს გავუწბილებივარ, იმიტომ რომ ისინი არიან ჩვენსავით კერძო პირები, რომლებიც სახლიდან ყიდიან მობეზრებულ ნივთს და უკეთ იციან გასაყიდი ნივთი რა მდგომარეობაშია და სურათებსაც გასაყიდი ნივთისას დებენ და არა ინტერენტიდან მოძიებულს. მსგავსი სელერებისგან ვიყიდე დეკემბერში ნახმარი ტელეფონი, გოუპრო და კიდე ლინზა 3$ად(ნუ 7$ შიფინგი დაემატა) რომელიც რეალურად 40-50$ებშია. გოუპროს რაც შეეხება, ტიპს ეწერა რო Silver ვერსიას ყიდდა არადა სურათებში Black ვერსია ედო, ვკითხე სურათები აქტუალურია თუ არათქო და როცა დამიდასტურა მეც ვიყიდე. შესაბამისად უკეთესი ვერსია უფრო იაფად ვიყიდე მისი უცოდინრობის გამო. მაღაზიებს კი ასეთი რამეები არ შეეშლებათ, ამიტომ ყოველთვის კერძო პირებს უფრო მეტი უპირატესობა აქვთ როცა ნახმარს ვყიდულობ.
    1 point
  7. NVIDIA-მ წარადგინა ახალი თაობის მობილური ვიდეო ბარათები გრაფიკული პროცესორის Turing-ის ბაზაზე. ამ დროისთვის დისკრეტული მობილური გრაფიკის თაობაში შევიდა სამი ვიდეო ბარათი. ესენია: GeForce RTX 2080, GeForce RTX 2070 და GeForce RTX 2060. თითოეული მათგანი ხელმისაწვდომია როგორც სრულფასოვანი სტანდარტული ვერსიის სახით, ასევე შემცირებული სიხშირეებით თუმცა მეტი ენერგოეფექტურობის მქონე Max-Q ვერსიით. NVIDIA-ს ახალი თაობის ყველა მობილური ვიდეო ბარათი აწყობილია ზუსტად ისეთივე გრაფიკულ პროცესორზე და აქვთ მესხიერების ისეთივე მოცულობა, როგორიც მათ დესკტოპ ვერსიებს, ისინი მათგან მხოლოდ ტაქტის სიხშირეებით განსხვავდებიან. მაშ ასე, „უფროს“ ვერსიას - GeForce RTX 2080 ბარათს აქვს 2944 CUDA ბირთვი და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება 256-ბიტიანი bus-ით. სტანდარტული ვერსიის ტაქტის სიხშირეა 1380/1590 მეგაჰერცი, Max-Q ვერსიის ბარათისა კი - 735/1095 მეგაჰერცი. მეხსიერების ეფექტური სიხშირე შეადგენს 14 და 12 გიგაჰერცს, შესაბამისად. TDP-ის დონე GeForce RTX 2080 Max-Q ბარათის შემთხვევაში 80 ვატის ტოლია, სტანდარტული მობილური ვერსიის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 150 ვატს აღწევს, ზოგ შემთხვევაში კი მეტსაც. Ray-Tracing-ის წარმადობა შეადგენს 37-დან 53 RTX-OPS ან 5-დან 7 მილიარდ სხივამდე წამში- მაჩვენებელს. მობილური ვიდეო ბარათი GeForce RTX 2070 წარმოდგენილია 2340 CUDA ბირთვით, 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერებით (256-ბიტიანი ინტერფეისით). GPU-ს ტაქტის სიხშირე სრული ვერსიის შემთხვევაში შეადგენს 1215/1440 მეგაჰერცს, Max-Q ვერსიისა კი - 885/1185 მეგაჰერცს. მეხსიერების სიხშირეები ამ ბარათების შემთხვევაშიც 12 და 14 გიგაჰერცია ვერსიების შესაბამისად. TDP-ის დონე აღწევს 155 ან 80 ვატს, შესაბამისად. წარმადობა შედარებით მოკრძალებული მაჩვენებლით გამოიხატება - 31–38 RTX-OPS ან 4-5 მილიარდი სხივი წამში. და ბოლოს: მობილურ ვიდეო ბარათს GeForce RTX 2060-ს აქვს გრაფიკული პროცესორი 1920 CUDA ბირთვით და 6 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება. GPU-ს ტაქტის სიხშირე შეადგენს 960/1200 მეგაჰერცს, ვიდეო ბარათის ვერსიის მიუხედავად. Max-Q ვერსიის შემთხვევაში TGP-ს დონე 10 ვატით მცირეა სტანდარტულთან შედარებით (90-ის ნაცვლად 80 ვატი). მეხსიერების ეფექტური სიხშირეებია 12 ან 14 გიგაჰერცი, ვიდეო ბარათის ვერსიის შესაბამისად. წარმადობის მაჩვენებელია 26 RTX-OPS ან 3,5 მილიარდი სხივი წამში. GeForce RTX ვიდეო ბარათების მქონე ლეპტოპების გაყიდვა 29 იანვრიდან დაიწყება. NVIDIA საზოგადოებას ჰპირდება, რომ თავდაპირველად გამოვა ლეპტოპის 40 მოდელი, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 100-ზე მეტ კონფიგურაციაში. როგორც ცნობილია, მოწყობილობებს წარადგნენ Acer, Alienware, ASUS, Dell, GIGABYTE, HP, Lenovo Legion, MSI, Razer, Samsung-ი და ა.შ. https://3dnews.ru/980674 NVIDIA wccftech.com
    1 point
  8. როცა დავდე მითითებული არ იყო ფასი, დეკემბრის ბოლოს უნდა გამოცხადებულიყო. ახლა ვნახე ამაზონზე 87 $, 98 და 120 $-იო
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.