Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/26/18 in Posts

  1. Amazon Games ამჟამად დაკავებულია მიზნით - შექმნას მასშტაბური როლური თამაში New World. შესაბამისი პროფილის პრესასთან ინტერვიუებში მწარმოებლები სულ უფრო ხშირად საუბრობენ მომავალი პროექტის შესაძლებლობების შესახებ. New World - ეს არის PvP-ბრძოლებზე მიბმული თამაში. ანტრეპრენერები თვლიან, რომ ამგვარი მიდგომა გამართლებულია, რადგან ამ შემთხვევაში პრაქტიკულად ყველაფერი დამოკიდებულია მომხმარებლის შესაძლებლობებზე. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ნებისმიერ როლურ თამაშზეც, თუმცა New World-ის პერსონაჟს მაქსიმალური ყურადღება ეთმობა. ავიღოთ მაგალითად კრაფტის სისტემა. იგი წარმოდგენილია ოთხ პროფესიად: მზარეული, ალქიმიკოსი, ინჟინერი და მჭედელი. მნიშვნელოვანია, რომ მოპოვებული ქულები წარმატებულად დაიხარჯოს ერთ-ერთი მითითებული პროფესიის განვითარებაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქულების გამოყენება გადარჩენისა და მომპოვებლობისთვისაც. სამივე ეს სისტემა მჭიდროდ იქნება ერთმანეთთან დაკავშირებული. New World-ის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ პროექტის ეკონომიკა დიდწილად იქნება დამოკიდებული მოთამაშეების სურვილზე - განავითარონ თავიანთი პერსონაჟები, შესძინონ მათ ახალი უნარ-ჩვევები. მოთამაშეებს შეეძლებათ გაერთიანდნენ დიდ ჯგუფად, აირჩიონ ლიდერი, დაიცვან იერარქია და გადაწყვეტილებები განიხილონ ხმოვან ჩატში - ყველაფერი ისეა, როგორც საჭიროა. ამგვარ ჯგუფში მოთამაშეებს ექნებათ ნება დართული - ფლობდნენ ცალკეულ ტერიტორიებს, რომლის ფლობის უფლებაც რეგულარულად უნდა დაიცვან. Amazon Games არ აპირებს ისტორიული სიზუსტე დაიცვას თამაშში, თუმცა ეპოქად მე-19 საუკუნე აირჩიეს. PvE-კონტენტის მოყვარულებისთვის თამაში დიდად მოსაწონი ვერ იქნება. დიახ, თამაშში იქნება რამოდენიმე ზონა ამაყი, მარტოსული მოგზაურებისთვის, თუმცა ფაქტია - New World - ეს PvP- თამაშია. პროექტის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მუდმივად გადარჩენისთვის ბრძოლა. პერსონაჟის საბაზისო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს: ეს გულისხმობს მის მინიმუმ წყლითა და საკვებით უზრუნველყოფას. თუმცა ხანგრძლივი შიმშილით პერსონაჟი არ მოკვდება, მაგრამ დაქვეითებული სასიცოცხლო ძალების გამო ბრძოლაში გარდაუვალი დამარცხება ელის. New World-ის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ამჟამად პროექტი იმყოფება დახურული ალფა-ტესტირების რეჟიმში. https://overclockers.ru/softnews/show/95089/amazon-raskryla-massu-podrobnostej-o-svoem-ambicioznom-mmo-proekte-new-world
    1 point
  2. Nvidia-მ შესაძლოა გაყოს თავისი გეიმინგ GPU-ების ხაზი RTX და GTX სერიებად. გავრცელებული ცნობებით, მათ შორის იქნება ახალი GTX 1160 Ti-ც. Videocardz თვლის, რომ ახალი ვიდეო ბარათი 1160 Ti გამოჩნდება დაახლოებით იმავე დროს, როდესაც RTX 2060. ინფორმაციის წყაროდ Videocardz-ი მიანიშნებს ჩინურ საიტზე - Expreview, რომელიც დახურულია და პაროლის გარეშე ხელმიუწვდომელი, შესაბამისად, გადამოწმება ვერ ხერხდება. ასე რომ საჭიროა ამ ინფორმაციას საზოგადოება სკეპტიკურად მიუდგეს. შესაძლოა ახალ GPU-ს ეწოდოს 1660 Ti, თუმცა Videocardz Tipster თვლის, რომ 1160 - ბრენდინგია. როგორც ცნობილია, ახალ სერიაში კვლავ გამოყენებული იქნება NVIDIA Turing GPU-ები. საიტები ვარაუდობენ, რომ RTX 2060 წარმოდგენილი იქნება TU106-200 გრაფიკული პროცესორით, GTX 1160-ს კი ექნება TU116. მარკეტინგში ასევე მოხსენიებულია "Turing Shaders," რომლებიც, დიდი ალბათობით, ექსკლუზიურად Ray Tracing-ისთვის იქნება განკუთვნილი RTX სერიაში. და ბოლოს, საიტზე მითითებულია, რომ RTX 2050 აღარ იქნება და საწყისი დონის ყველა ვიდეო ბარათი მიკუთვნებული იქნება 11-სერიის შემადგენლობაში. https://www.tomshardware.com/news/nvidia-geforce-gtx-11-series-1160-ti-rumor,38283.html
    1 point
  3. 100% fan-speed-ზე დავტესტე. მაინც 95-ზე ავიდა 1 წუთში. მეც რაც ბენჩმარკებიბ ვნახე Gigabyte G1 1080-ის, თითქმის ყველგან ბოლომდე დატვირთულზე 76-ს არ სცდებოდა. ანუ დასკვნა რა არის. გამყიდველი ფაქტიურად მატყუებს ხო, როცა მეუბნება 2 წუთზე მეტი არ უნდა დატვირთოო furmark-შიო.
    1 point
  4. მადლობა პასუხისთვის. რაც მთავარია მეუბნება რომ ახალიაო. ახალს ბარათს ხომ არ უნდა ჰქონდეს არავითარ შემთხვევაში გამხმარი თერმოპასტა?
    1 point
  5. ეგეთი სისულელე პირვლად მოვისმინე, რომ 2 წუთზე მეტი არ შეიძლება ფურმარკის გატარება ფურმარკი უნდა გაატარო იქამდე, სანამ დიაგრამაზე არ დაიანხავ სწორ ხაზს, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდეო კარტის ტემპერატურა დაიჭირა მაქსიმუმი და მეტი მაღლა აღარ ადის, ამის შემდეგ აღარაა საჭირო ფურმარკის გაგრძელება, რომ შეხედავ აღარ იმატებს ტემპერატურა 1 წუთი დალოდებაც საკმარისია და ამის შემდეგ უნდა გათიშო, ეს ყველაფერი ინდივიდუალირია, შეიძლება ვიდეომ 10 წუთში დაიჭიროს სწორი ხაზი და აღარ ავიდეს ტემპერატურა, შეიძლება 5 წუთშიც რაც შეეხება შენ კარტის ტემპერატურას, არანორმალურად საშინელია, თერმოპასტა ექნება გამხმარი
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.