Jump to content

Leaderboard

  1. nseries430

    nseries430

    წევრი


    • Points

      2

    • Posts

      7267


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5865


  3. Gadget

    Gadget

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      7022


  4. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      19551


Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/25/18 in all areas

  1. ოფიციალური ანონსისთანავე Xiaomi Pocophone F1 გახდა ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და პოპულარული სმარტფონი Snapdragon 845 ჩიპსეტით. Pocophone-ის სუბბრენდის სხვა დივაისები მწარმოებელს არ წარუდგენია წელს. როგორც ჩანს მის ფარგლებში არ იგეგმება მთელი რიგი სმარტფონების წარმოება. თუმცა F1-ის შემდგომი მოდელი, როგორც ცნობები ვრცელდება, 2019 წლის მეორე ნახევარში გამოვა. ინტერნეტში გამოჩნდა სამომავლო სმარტფონის შესახებ დეტალები და მისი ფოტოებიც. ეს არის პირველი „გაჟონვა“ სამომავლო ბიუჯეტურ ფლაგმანთან დაკავშირებით. ასე რომ წარმოდგენილი ცნობები არ იძლევა გარანტიას, რომ F2 მოდელი სწორედ ამგვარი იქნება. თუკი რენდერებს დავუჯერებთ, სმარტფონის დიზაინში ცვლილებებია. პირველ რიგში, აღსანიშნავია ფრონტალურ პანელზე ზედა და ქვედა ჭრილების არარსებობა. ზედა და ქვედა კიდეები გვერდითი პანელების ზომისაა, ფრონტალური კამერა კი განთავსებულია ეკრანის მარჯვენა მხარეს არსებულ მრგვალ ჭრილში. დანარჩენი მთლიანი წინა პანელი დისპლეის უკავია, რომლის მახასიათებლების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. F2 სმარტფონის უკანა პანელი ორ ფერში იქნება წარმოდგენილი. ფოტოებზე ჩანს ვერტიკალური შავი ზოლი Huawei Mate 20 RS Porsche Design-ის სტილში, რომელზეც განთავსებულია ოთხი ობიექტივი და ფლეშ-განათება. ორ და მეტ-კამერიანი სმარტფონები ახლაც არ წარმოადგენს იშვიათობას, მომდევნო წლისთვის კი გაცილებით მეტი იქნება ამგვარი სმარტფონების რიცხვი, რომელთა რიგებს არც Xiaomi დააკლდება. აპარატულ პლატფორმას რაც შეეხება, სმარტფონს ექნება Snapdragon-ის 800-სერიის ფლაგმანური პროცესორი. 2019 წლისთვის ამგვარი პროცესორი იქნება Snapdragon 855 და სწორედ მის არსებობას მოელიან Pocophone F2-შიც. წინასწარი მონაცემებით, ოპერატიული და ფლეშ-მეხსიერების მოცულობებია 6/8 და 64/128/256 გიგაბაიტი, კონფიგურაციების შესაბამისად. ამ ეტაპზე ვრცელდება ცნობა, რომ სმარტფონს ექნება 3800 მილიამპერი/სთ. მოცულობის ბატარეა და დისპლეიზე ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერი. Pocophone F2 სმარტფონთან მიმართებაში უდიდეს ინტერესს იწვევს მისი ღირებულება. წყაროები იმედოვნებენ, რომ ამ შემთხვევაშიც გაგრძელდება მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი და სასიამოვნო ტრადიცია. https://3dnews.ru/980096
    1 point
  2. Radeon Technologies Group-ის ინჟინრებმა ბოლო თვეები დაუთმეს „წითელი ბრენდის“ გრაფიკული ამაჩქარებლებისთვის განახლებული პროგრამული ნაკრების შემუშავებას. დრაივერის პირველი ვერსიის - Adrenalin Edition-ის შემდეგ, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომპანიამ შეძლო მნიშვნელოვნად გაეზარდა წარმადობა თავის მოწყობილობებში პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯზე. დრაივერების ახალი პაკეტი, სახელწოდებით Radeon Software Adrenalin 2019 Edition-ი არ იქნება წარმოდგენილი რაიმე განსაკუთრებული სიჩქარით წინა ვერსიასთან შედარებით, თუმცა განახლება მოიტანს გარკვეულ ცვლილებებს: ოფიციალური მონაცემების მიხედვით, Radeon RX Vega 64-ის კადრების ცვლის საშუალო სიხიშრე პოპულარულ თამაშებში ერთ წელიწადში 7%-ით გაიზარდა, Radeon RX 580-ის შემთხვევაში კი - 15%-ით. Radeon Software Adrenalin 2019 Edition კონცენტრირებულია სამომხმარებლო ინტერფეისზე, გრაფიკული პროცესორის აპარატულ პარამეტრებზე და ასევე მობილურ მოწყობილობებში ინტეგრაციაზე. იმისათვის, რომ გაერკვია, რომელი ფუნქციები იყო უმნიშვნელოვანესი, AMD-მ გამოკითხვა და ხმისმიცემა ჩაატარა მომხმარებლებს შორის. პირდაპირ თამაშის პროცესში შესაძლებელია ბენჩმარკის გაშვება, რომელიც მომხმარებელს აჩვენებს კადრების ცვლის სიხშირესა და ლატენურობის მონაცემებს, შემდეგ კი დრაივერი შესთავაზებს შეცვალოს ესა თუ ის პარამეტრი. ენერგომოხმარების პროფილებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე ხელმისაწვდომი იყო Polaris და Vega ჩიპებზე არსებული ვიდეო ბარათებისთვის, Radeon Software Adrenalin 2019 Edition წარმოდგვიდგენს აპარატული პარამეტრების ავტომატურ სამ ფუნქციას: გრაფიკური პროცესორის აჩქარება, ოპერატიული მეხსიერების აჩქარება და “undervolting” (GPU-ს ძაბვის შემცირება). AMD-მ გაზარდა Radeon Chill-ალგორითმის ეფექტურობა, რომელიც ამცირებს GPU-ს სიხშირეს დატვირთვის დროს. კომპანიამ მთლიანად გადაამუშავა პროგრამა, რათა გაადვილდეს PC-თან მიერთება და კავშირი იყოს უფრო სტაბილური. რადგა ამისა, AMD Link-ის საშუალებით შესაძლებელი იქნება თამაშების გაშვება მობილურ მოწყობილობებზე როგორც ვირტუალური გეიმპადით, აგრეთვე მართვის აპარატული ორგანოებით. და ბოლოს, Radeon-ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი პროგრამური უზრუნველყოფა ოფიციალურად იღებს უსადენო VR ჰედსეტების მხარდაჭერას. Radeon Software Adrenalin 2019 Edition-ის შემადგენლობაში ასევე შედის განახლებული ReLive - თამაშების ტრანსლირებისთვის. პროგრამის ინტერფეისში შესაძლებელია სტრიმინგ-ფანჯრის შექმნა, აგრეთვე დაემატა თამაშის ბოლო 5-30 წამის გამეორების ფუნქცია. ამგვარი გახლავთ Radeon-ვიდეო ბარათებისთვის განკუთვნილი სამომავლო სოფთვეარის ძირითადი ფუნქციები, მახასიათებლების სრული ჩამონათვალი მოგვიანებით გახდება ცნობილია. AMD-ს ვიდეო ბარათების მფლობელებს კი შეუძლიათ დამოუკიდებლად გამოიკვლიონ Radeon Software Adrenalin 2019 Edition-ის შესაძლებლობები. https://3dnews.ru/979599
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.