Jump to content

Leaderboard

  1. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5871


  2. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      19552


  3. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      1

    • Posts

      103092


  4. Gobro

    Gobro

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      10883


Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/06/18 in all areas

  1. ხატაბის რეპაკიც დაიდო http://torrent-games.info/news/just_cause_4_gold_edition_2018_pc_124_repack_by_xatab/2018-12-06-69406
    1 point
  2. ცნობილია, რომ CES 2019-ზე ამერიკული გიგანტი NVIDIA ჩაატარებს პრესკონფერენციას, რომელიც მიეძღვნება Turing-ის თაობის მობილური გრაფიკული ადაპტერების ანონსს. ხსენებული გამოფენა, ტრადიციისამებრ გაიმართება ლას-ვეგასში. ამჯერად იგი დაიწყება 8 იანვარს და გაგრძელდება 12 იანვრამდე. ცნობილია, რომ NVIDIA პუბლიკას წარუდგენს პრაქტიკულად მთლიან ხაზს, მათ შორის, GeForce RTX 2050-სა და GeForce RTX 2070-ს. რაც შეეხება GeForce RTX 2080 Ti Max-Q ვიდეო ბარათებს, მათ თაყვანისმცემლებს შედარებით მეტხანს მოუწევთ ლოდინი. ეს ვიდეო ბარათი დაანონსდება მოგვიანებით იანვარში, ცალკე ღონისძიების ფარგლებში. ასევე ცნობილია, რომ Max-Q ვიდეო ბარათები არ იქნება დესკტოპ-ადაპტერებისგან განსხვავებული. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, მალე გახდება ცნობილი. NVIDIA-ს ახალი ვიდეო ბარათების მქონე სადებიუტო ლეპტოპების გაყიდვა იგეგმება 2019 წლის 26 იანვრიდან. https://bit.ly/2rpnH98
    1 point
  3. ტექნოპროცესის მასშტაბების სამომავლო შემცირების საკითხი ყველა ნახევარგამტარი პროდუქციის მწარმოებელს აღელვებს და მათ შორის, კომპანია Intel-საც. კრისტალზე ელემენტების შემცირება საშუალებას იძლევა შემცირდეს ენერგომოხმარება და გაიზარდოს სამუშაო სიხშირეები. 10 ნანომეტრიან ტექნოპროცესზე გადასვლის მცდელობებმა აჩვენა, რომ ყოველი შემდგომი ნაბიჯის გადადგმა დაუჯერებელ ძალისხმევასა და დანახარჯებს მოითხოვს. გამოქვეყნდა ერთობლივი ნამუშევრის შედეგი, რომელშიც თანამონაწილეობა მიიღეს Intel-ის სპეციალისტებმა, კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა და ბერკლის, ლოურენსის სახელობის ეროვნული ლაბორატორიის მკვლევარებმა. პუბლიკაცია გვაცნობებს, რომ შემუშავდა მომავლის ლოგიკური ელემენტი, სახელწოდებით - MESO: magneto-electric spin-orbit. MESO-ლოგიკას შეუძლია CMOS-ტრანზისტორებთან შედარებით 5-ჯერ უფრო სწრაფად გადაერთოს ძაბვაზე. ექსპერიმენტის მსვლელობისას ელემენტი ახდენდა გადართვას 500 მილივოლტზე, თუმცა გათვლები აჩვენებს, რომ გადართვა მოხდება 100 მილივოლტზეც. ელემენტის გადასართველად ძაბვის შემცირება ავტომატურად იწვევს ენერგომოხმარების შემცირებას. მწარმოებლები თვლიან, რომ MESO-ლოგიკა შეამცირებს ჩიპების მოთხოვნას 10-დან 30-მდე და უზრუნველყოფს ენერგომოხმარების მეტად შემცირებას ლოდინის რეჟიმში. არ არის რთული იმის წარმოდგენა, რომ სიახლე წინ უბიძგებს გამოთვლით არქიტექტურას, რაც ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს კაცობრიობას. ეს ყველაფერი არ არის: MESO-ელემენტს აგრეთვე შეუძლია ინფორმაციის შენახვა - მინიმუმ 1 ბიტი ერთ ელემენტზე. ლოგიკური ელემენტი და მეხსიერება ერთ ელემენტარულ სტრუქტურაში - ეს ნამდვილად საინტერესოა. https://3dnews.ru/979101
    1 point
  4. ამერიკულმა კომპანია Google-მა გამოაქვეყნა ხმის მიცემის შედეგები, რომლის ფარგლებშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო ხმა მიეცა რამოდენიმე კატეგორიაში შემავალი პროდუქტებისთვის. კატეგორიები მოიცავდა აპლიკაციებს, ფილმებს, სერიალებსა და წიგნებს, რომლებიც წარმოდგენილია Google Play მარკეტში. მაშ ასე, საუკეთესო Android-აპლიკაციად დასახელდა Drops: learn 31 new languages. Android-დივაისებისთვის საუკეთესო მობილურ თამაშად დასახელდა PUBG Mobile. საუკეთესო ელექტრონული წიგნებიდან პირველი ადგილი დაიკავა Fire and Fury-მ, მაიკლ ვოლფის ავტორობით. სიაში ასევე შევიდა The Outsider (ავტორი: სტივენ კინგი), Fear (ავტორი: ბობი ვუდვორდი), 12 Rules for Life (ავტორი: ჯორდან პიტერსონი) და Girl, Wash Your Face (ავტორი: რეჩელ ჰოლისი). საუკეთესო აუდიოწიგნის ტიტული ერგო 12 Rules for Life-ს. რაც შეეხება ფილმებს, 5 მათგანიდან 4 კომიქსია. ესენია: Deadpool 2, Thor: Ragnarok, Avengers: Infinity War და Black Panther. სწორედ ეს უკანასკნელი იყო საუკეთესო საზოგადოების აზრით. ფილმების სიაში აგრეთვე შევიდა Jumanji: Welcome to the Jungle. და ბოლოს, საუკეთესო სერიალად აღიარებულ იქნა ზომბი-აპოკალიფსი „მოსიარულე მიცვალებულები“ (The Walking Dead). მეორე ადგილი დაიკავა მოზარდებისთვის განკუთვნილმა სერიალმა Riverdale-მა. მესამე ადგილი ერგო კომედია The Big Bang Theory-ს. მას მოსდევს The Flash, შემდეგ ადგილზე კი გავიდა კანადური მულტიპლიკაციური სერიალი PAW Patrol. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/22435/zavershilos-golosovanie-google-best-of-2018-awards-nazvany-luchshie-filmy-serialy-elektronnye-knigi-i-audioknigi-a-takzhe-prilozhenija-dlja-androidustrojstv
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.