Jump to content

Leaderboard

  1. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      2678

    • Posts

      103092


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1598

    • Posts

      5870


  3. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      1146

    • Posts

      19552


  4. david_888

    david_888

    წევრი


    • Points

      1093

    • Posts

      17006


Popular Content

Showing content with the highest reputation since 11/15/18 in all areas

  1. რაპტორა ანუბისი ვესტსაიდერი გილოცავთ ახალ წელს
    9 points
  2. დიდი მადლობა ყველას ავაწყე ყველაფერი მუშაობს ისე როგორც საჭიროა ~~ ახალი დინამიკები არ მაქვს ამაზე მიდგმული ტელევიზორზე წავიღე და ამისთვის რამე მაქვს საყიდი
    8 points
  3. გამარჯობა მეგობრებო, დიდი ხანია მსგავსი არაფერი გამიკეთები და უცბათ გადავწყვიტე გამეტესტა ჩემი ვიდეო ბარათი თამაშებში, თუ რა შეუძლია ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ კარტას წითლებიდან. თვითონ ბარათი არის საკმაოდ ლამაზი, სადა და გრილი, HOT SPOT მაქსიმუმი ასულია 86 გრადუსზე, GPU ტემპერატურა 70, მოიხმარს 455ვატამდე. სიმძლავრეზე კიდე ვერ ვიტყვი ჯერ ვერაფერს რადგან როგორც შევატყე, დრაივერები მთლად დახვეწილი ვერაა და ჩემის აზრით რაც უნდა შეეძლოს ამ კარტას ის ვერ შეუძლია ( მე დამრჩა ესეთი შთაბეჭდილება) არადა GPU-Zს თუ დავხედავთ მომავალი აქვს წონა არის 1900გრამი, იკავებს 3,5 სლოტს, სიგრძეში 36სმმდე, სიგანე 13სმ. სახელი და გვარი XFX MERC310 Black gaming 7900XTX. ტესტები გავატარე 1440P ულტრა გრაფიკაზე, RT-OFF. Cyberpunk2077 ACValhalla FarCry6 hitman 3 HorizonZeroDawn Metro RDR2 SOTTR WatchDogsLegion ყველა თამაშს არ მოყვება მსგავსი ტესტები, ამიტომ ზოგიერთი გავაიუთუბე
    8 points
  4. ცოტა დიდი მაგიდა მინდა და მეორე მონიტორის მიდგმაც შეიძლება, 4კ რამე, ეს კი პროსტა სათამაშოდ
    8 points
  5. ზოტაკი უფრო ლამაზი იყო დდდ
    8 points
  6. რაც ეს ქეისი დაანონსდა, მის მერე მაგაზე ვოცნებობდი :დ უბრალოდ ფასი 500$, წონაც 36კგ და განბაჟება, აყავდა 2500 ლარზე იბეიზე შემთხვევით ვნახე ტიპი, რომელსაც 100 ცალი Lian Li V3000 Plus ქონდა 200-220$, თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ რათგან მაგარი რეიტინგი ქონდა და აქტიური სელერი იყო, გავრისკე უმაგრესი რამეა, შეუდარებელია ახლა ეს ქეისი ჩემთვის უმაღლესი ხარისხის არის და მთავარი მიზეზი ჩემთვის რომ ძალიან, ძალიან ტევადია ახლა შიგნით აყენია 3 ცალი რადიატორი: 480მმ, 480მმ და 420მმ, თან ყველა სქელი რადიატორია ორი ცალია პომპა/რეზერვუარის კომბო და 14 ფენი, 4 კიდევ დაემატება ან 8 ცალიც თუ გავღორდი ახლა მესამე რადიატორზე ზემოთ არ მიყენია ფენები, მაგრამ წყლის ტემპერატურა თამაშის დროს არ ცდება 35ს მაინც, რაც ძალიან მაგარი შედეგია წყლის სისტემისთვის, ფენებსაც როცა დავაყენებ, ჩამოწევს კიდევ 1-2 გრადუსს, შეიძლება მეტსაც აწყობილი სისტემის წონა არის 50კგ-ზე მეტი
    7 points
  7. ესეც ჩემი ხელით გაკეთებული anti bezel-ები
    7 points
  8. დიდი პატივისცემა ამ თამაშს და კი გავუკეთე გრაფიკა შემიფასეთ აბა
    7 points
  9. ძაან ლამაზია და ამის გაწმედა 8ქნება ტვინის დღვნა, 25კილო გახდა მგონი, ფართი აქვს იმხელა იცეკვებ შიგნით დდდ
    7 points
  10. ბეტმენი სერიოზულ ვიდზეა პ.ს მოუხდა ახალი კარტა კეისს, თუმცა ან 2K მონიტორი მინდა ან რეალურად ზედმეტია ეს
    7 points
  11. ძლივს ხვალ ვაწყობ მონსტრს ვიდეო კარტის გარეშე ვიდეო კარტას rtx 4070 უნდა მოვასწრო რომ გამოვა შემოდგომას
    7 points
  12. შემდეგ კვირაში ველოდები წყლის ბლოკებს და რადიატორს, მერე დავდებ უკვე ბენჩებს სავარაუდოდ ჩამოვუვლი საიტის ყველა ბენჩმარკს ეს ჩემი გოგოს კომპი, ალბათ დავარეგისტრირებ აქ ფორუმზეც მალე :დ
    7 points
  13. ორი კვირა კომპის გარეშე, მეგონა უფრო გამიჭირდებოდა ლოდინად ღირდა თუმცა ეს ბატონი
    7 points
  14. ერთი კვირის წინ გავყიდე lian li pc011 dynamic სრულ წყალზე, ყველაფერი ანათებდა, თვით მაზერ-ცპუ-გპუ შნურებზეც argb განათება მეყენა, მაგის ვიდეოს ან სურათსაც დავდებ. ეს კი ახლა რაც მაქვს
    7 points
  15. HyperX Pulsefire Surge RGB შეემატა Setup-ს რომელმაც ჩაანაცვლა Pulsfire FPS, ასევე დავამატე 5.1 სისტემა (S-master-ის საუნდ პროცესორიანი ამპლიფაიერით), -- მარცხნივ ახალი მაუსი: -- 5.1 --
    7 points
  16. კეისი მაქვს გასაწმენდი და კვების ბლოკსაც ჩავანაცვლებ ბარემ, კარტაზე თერმოპასტის გამოცვლაც რა ხანია მინდა და სულ მეზარება, ეჰ... ვბერდები მგონი
    6 points
  17. წინაისტორია: ჩემმა სამსახურმა "ჩამოწერა" ძველი კომპიუტერები და სერვერები. სანამ "დასაპრესად" გაუშვებდნენ, გადავხედე რამე ღირებული თუ იყო და ორი სისტემა ავარჩიე და ისინი თქვენს წინ არიან: Gigabyte GA-X79-UP4, Intel Core i7 3930k, DDR3 1600Mhz და Asus X99-A, Intel Core i7 5820k, DDR4 2666Mhz ვიდეოდაფები: 2 ცალი Zotac GTX 1080ti გაიტესტა მხოლოდ სლი ვარიანტში პროცესორი და ვიდეოდაფები "სტოკ" სიხშირეებზე: პროცესორები 4.4 Ghz-ზე, ვიდეოდაფები ოდნავ "ოვერქლოქზე": მუღამი და მიზანი იყო 4 way SLI X79 დედადაფაზე(ამ X99-ს არ აქვს 4 დაფის მხარდაჭერა) მაგრამ ვიდეოდაფები არიან AI-ზე ნამუშევარი 24/7-ზე და 9 ვიდეოდაფიდან ვერ შევარჩიე 4, რომ არ "დაქრაშულიყო" სლი-ში. ცალ-ცალკე გადიოდნენ ტესტს. ესა რაცაა. ბენჩმარკების განყოფილებაში ახალ ტესტების შედეგებს დავდებ სადაც 5820k-ს 8-თავიანი უფროსი ძმა-დევი 5960x ჩაანაცვლებს და თერმოინტერფესად Thermal Grizzly Conductonaut იქნება. ვეცდები მაქსიმუმი გამოვწურო ჰაერზე
    6 points
  18. და ბოლო ნაწილი ჩემი სისტემის RTX 3070Ti GameRock
    6 points
  19. ესეც მისი უდიდებულესობა
    6 points
  20. ესეც მონიტორი ჩემი ჰადესისთვის. 34 ინჩიანი Xiaomi Curved 34 inch 2K 144 HZ (Ultra Wide) საბოლოოდ კი გამოვიდა ასეთი, დარჩა ვიდეო ბარათი და დასრულდება ჩემი კომპიუტერული ვოიაჟი
    6 points
  21. მოკლედ სანამ 7900XTXსს ვიყიდი (თუ ნორმალური ფასი ექნება) დროებით დავითრიე უპუჭურესი და ჩასაყლაპი 6600
    6 points
  22. ისე რა ხელს გიშლის ეგ ფენი, მე სულ ჩართული მაქვს
    6 points
  23. როგორ არ აქვს ecc on დააყენე და გაჩარებული იქნება ფანი როცა გაცხელდება მერე დატრიალდება
    6 points
  24. ესეც ჩემი განახლებული მხეცი პატარძალიც ჩამოუვა 1 კვირაში (RTX 3070)
    6 points
  25. X570 Aorus Master Ryzen 9 5950X EKWB CPU monoblock სავარაუდოდ შეაბერდებიან ერთმანეთს, ასე რომ 6000/7000 სერიამდე არ გამოვცვლი
    6 points
  26. კაბელ მენეჯმენტიც მოვაწესრიგე და უკვე ახალ ვიდეოსთან ერთად ეხლა უკვე სრულყოფილი სისტემაა
    6 points
  27. იმედია ფორუმის წესების დარღვევად არ ჩაითვლება, მეეჭვება Microsoft-ს აინტერესებდეს ეს პროდუქტები, ან რაიმე ფინანსური ზარალი მიადგეთ ორიგინალი სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://medium.com/@dgurney/so-you-want-to-generate-license-keys-for-old-microsoft-products-a355c8bf5408 სურათებიც გამოყენებულია აღნიშნული სტატიიდან აქ დავწერ მოკლე, ძირითად ინფორმაციას ძირითადი წესია, რომ კოდის შესაყვანი სეგმენტების ციფრების ჯამი (ცალ-ცალკე სპეციფიკური სეგმენტების) უნდა იყოფოდეს 7-ზე უნაშთოდ თუმცა, არის გამონაკლისებიც: CD-key გენერაცია თუ 2 სეგმენტია და ერთი 3 რიცხვიანი, ამ შემთხვევაში პირველი 3 რიცხვია ნებისმიერი რიცხვი 000-999 მდე სამივე ერთნაირი ციფრი არ იმუშავებს, (000; 111; 222...) რამე სხვა უნდა ჩაწეროთ მეორე სეგმენტში უკვე მუშაობს ციფრების ჯამის 7-ზე გაყოფის წესი მაგალითად Windows NT-სთვის თუმცა მეორე სეგმენტში 7-იანის წესთან ერთად არის მეორე შემოწმებაც: თუ მეორე სეგმენტის ბოლო ციფრი არის 0 ან ≥ 8, კოდი არ იმუშავებს, თუნდაც 7-ზე უნდაშთოდ იყოფოდეს OEM ლიცენზიის შემთხვევაშიც არის დამატებითი წესები: კოდი არის ამ ფორმატის: XXXXX-OEM-XXXXXXX-XXXXX პირველი სეგმენტია თარიღი, დეტალურად: პირველი სეგმენტია ე.წ ორდინალური ფორმატის თარიღი - დღის ნომერი წელიწადში (ნებისმიერი 001-დან 366-მდე) ბოლო 2 კი არის წელი 95-03 შუალედში მეორე სეგმენტია OEM მესამე სეგმენტი: 7-ზე გაყოფის წესი მოქმედებს, დამატებითი წესია რომ რიცხვი უნდა იყოფოდეს 0-ზე, ხოლო ბოლო რიცხვი არ უნდა იყოს 0, ან 8 და მეტი მეოთხე სეგმენტი: ნებისმიერი, შესაბამისი სიგრძის ეს ინფორმაცია ამოიღეს გაჟონილი Windows NT კოდიდან, მუშაობს Windows 95/NT-ზე რა თქმა უნდა დიდი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, გარდა აკადემიური ინტერესიას,თან სახალისოა ძველი Windows-ის ინსტალაციისას რეტრო სისტემაზე კოდს რომ გამოიცნობ მარტივად მაგალითად CD Key: 123-707 OEM-Key: 00195-OEM-0707-123
    6 points
  28. ჩამოვიდა როგორც იქნა ძალიან დიდია და გამიმართლა რომ კეისიც დიდია
    6 points
  29. ესეც ჩემი ახალი კომპის სურათები შევცვალე რგბ სტრიპები და ფანები ვიდეო კარტა და ყველაფერი დასინკულია ასევე მაზერი შევცვალე. 1)Cpu: Ryzen 5 2600X 2)MB: MSI B450 Carbon Gaming PRO AC 3)GPU: RX 580 MSI GAMING X 4GB 4)RAM: G Skill Triden Z RGB 2x8 16GB 3200mhz 5)SSD: Samsung 970 EVO NVME m2 6)PSU: EVGA GQ 1000W GOLD 7)cooler: AMD Wraith Prism Wraith RGB 8)CASE: ZALMAN Z9 Neo Plus 9)ARGB FAN and STRIP EZDY FAB 120MM
    6 points
  30. ეს თემა ცოტა არ იყოს ჩაკვდა... ამიტომაც შემოგთავაზებთ ჩემი ხელით გაკეთებულ მოდინგს, მინდა ამით წავახალისო ენთუზიასტები და ამავდროულდ მეც ვნახო სარგებელი. მოკლედ მივუდექი თემას სერიოზულად და ვცდილობ წამოვიწყო ბიზნესი, კერძოდ, ვისაც სურვილი აქვს ქონდეს ლამაზი ქეისი, შეუძლია მომმართოს და შევთავაზებ დიზაინს, რომლის მოწონების და დასტურის შემთხვევაში მოვიყვან გეგმას სისრულეში! ამ კონკრეტულ თემაში გთავაზობთ პროექტს WASP (კრაზანა) . ვეცადე რაღაც განსხვავებული და ახალი გამეკეთებინა (მოდინგი საზღვარგარეთ ახალი ხილი ნამდვილად არაა, საქართველოში კი ცოტა ქიქსტარტი ჭირდება), იმედი მაქვს მოგეწონებათ... თავდაპირველი სახე : დასრულებული ქეისი, ხელით ნახატი კონცეპტით! ესეც ვიდეო მთელი სამუშაო პროცესის თვალსაჩინოებისთვის P.S ქეისი იყიდება, დაინტერესებულმა ადამიანებმა მომწერეთ პმ.
    6 points
  31. კომპანია AMD საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შემდეგი წლისთვის გამოუშვებს ვიდეო ბარათებს ახალი არქიტექტურით - Navi. YouTube-არხის, AdoredTV-ის წყალობით უკვე ცნობილი გახდა სამი ახალი ვიდეო ბარათის შესახებ პირვანდელი ინფორმაცია. ცნობილია, რომ თავდაპირველად Navi-სერიაში გამოვა სამი ვიდეო ბარათი, რომელთა ოფიციალურად წარდგენა მოხდება CES 2019-ზე იანვრის დასაწყისში. წყაროს მიხედვით, მათი სახელწოდებები იქნება Radeon RX 3080, RX 3070 და RX 3060. გამოდის, რომ როგორც ვიდეო ბარათები, ასევე ახალი თაობის AMD Ryzen-პროცესორები 3000-სერიას მიეკუთვნება. მომავალი AMD Navi ვიდეო ბარათების მახასიათებლები მეტად პერსპექტიულად და იმედისმომცემად გამოიყურება, რაღა თქმა უნდა, თუკი გაჟონილი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ყველაზე „უფროს“ მოდელს - Radeon RX 3080 ბარათს ექნება 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი Navi 10 და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება, TDP – 150 ვტ. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასი - სულ რაღაც 249 დოლარი. ეს ფაქტი ადასტურებს ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას, რომ Navi-სერიის ფარგლებში პირველ ეტაპზე გამოვიდოდა საშუალო ფასის მქონე მოდელები. რაც შეეხება წარმადობის დონეს, წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ახალი ვიდეო ბარათი წარმატებით შეძლებს კონკურენცია გაუწიოს NVIDIA GeForce RTX 2070 ბარათს. ცნობილია, რომ Radeon RX 3080 დაახლოებით 10-15%-ით აღემატება Radeon RX Vega 64-ს. ასევე, 249 დოლარის ღირებულების გათვალისწინებით, ჯამში საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. AMD-ს მორიგი ვიდეო ბარათი იქნება Radeon RX 3070. იგი აგებული იქნება Navi 12 გრაფიკულ პროცესორზე, ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება, TDP-ის დონე კი მხოლოდ 120 ვტ. ეს ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით GeForce GTX 1070-ის დონისაა და შესაძლოა ჯერ არგამოსულ GeForce RTX 2060-საც გაუწიოს კონკურენცია. Radeon RX 3070 ვიდეო ბარათის ფასი 199 დოლარი იქნება. და ბოლოს, ყველაზე „უმცროსი“ წარმომადგენელი Navi-ს თაობიდან იქნება Radeon RX 3060. მასაც ექნება GPU Navi 12, მხოლოდ რამდენადმე შემცირებული ვერსიით, ასევე - 4 გბ GDDR6 მეხსიერება, TDP – 75 ვტ. ვიდეო ბარათს არ ექნება დამატებითი კვების კონექტორის საჭიროება. Radeon RX 3060 ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით იმყოფება Radeon RX 580-ისა და GeForce GTX 1060 ბარათების დონეზე, აგრეთვე იგი კონკურენციას გაუწევს მომავალ GeForce GTX/RTX 2050-ს. მისი ღირებულება იქნება 129 დოლარი. რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული მთელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ. თუმცა საზოგადოებისთვის სასურველი იქნება, თუ AMD კიდევ უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს. https://3dnews.ru/979179
    6 points
  32. ესეც ჩემი ახალი მაუსი. Logitech G pro wireless
    5 points
  33. ამოღებულია კატალიზატორივით 2015წლის კომპი
    5 points
  34. დოკუმენტური ფილმი ახალ პროექტზე, ჩემს შესახებ და ჩემი მუსიკალური ხედვის შესახებ...
    5 points
  35. ბატონი კი არა თვით პრინცია მომილოცავს და ველით ბენჩებს
    5 points
  36. ამჯერად ცნობილი გახდა, რომ ფლაგმანური ვიდეო დაფა Radeon RX 6990 ХТ არის კიდეც Big Navi, რომელსაც ყველა მოუთმენლად ელოდება. მისი კოდური დასახელებაა NAVI 21 და აგებულია ახალ RDNA 2 არქიტექტურაზე. გარდა ამისა, ზოგიერთი ცნობის თანახმად სამომავლო ფლაგმანი გვხვდება სახელით - GFX1030. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა დანარჩენი ჩიპი იქნება გაცილებით პატარა და ნაკლები წარმადობის მქონე Big Navi-სთან შედარებით. ქვემოთ წარმოდგენილია ცხრილი, რომელიც იძლევა დასკვნების გამოტანის საშუალება, თუ რა გველოდება. როგორც ვხედავთ, ნაკლები წარმადობის მქონე Navi 22 და Navi 23 (მიიჩნეოდა, რომ მათ შეესაბამება მოდელები Radeon RX 6700 და Radeon RX 6800) წარმოდგენილნი იქნებიან 340 და 240 მმ2 ფართობის მქონე კრისტალებზე. ამასთან, გაცილებით ბიუჯეტური RX 6700 ჩაანაცვლებს ამჟამად არსებულ Radeon RX 5600 ХТ და Radeon RX 5500 ХТ დაფებს. წარმადობის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კრისტალის ფართობის გაორმაგება Radeon RX 5700 ХТ მოდელთან შედარებით მინიმუმ გააორმაგებს სამომავლო ფლაგმანური Radeon RX 6990 ХТ დაფის სიმძლავრეს. ასევე მითითებულია, რომ გამოშვებული ვიდეო დაფების უმეტესობას ექნება იდენტიფიკატორი Navi 23. ეს ნიშნავს, რომ AMD ამზადებს რამდენიმე ბიუჯეტურ მოდელს მაღალი წარმადობის მოდელებთან ერთად. https://bit.ly/3hOKnsq
    5 points
  37. ახალი მონიტორის და მაუსის სურათი არ მედო და ბარემ დავდებ
    5 points
  38. მივხდი რა რომ razer deathadder elite მეტისმეტად დიდი მაუსი იყო ჩემთვის გადავწყვიტე ჩემი დიდი ხნის სურვილი ამესრულებია და corsair m65 გამოვწერე. რატომრაც მეგონა რომ უფრო პატარა იქნებოდა და სასტიკად შევცდი. საერთოდ არააა [ატარა. უფრო მეტიც, ზომასთან ერთად იმსიმძიმეა რომ სადრაც ნახევარი საათის შემდეგ სხვა მაუსი რომ მოვირგე საერთოდ ვერ ვგრზნობდი მის სიმძიმეს. თუ სწორად მახსოვს რეიზერი 119 გრამია და ეს კიდე 164 წონებით. შეფუტვით და ყველანაირი ზიზილპიპილოთი რეიზერს ბევრად არემატება ერთი შეხედვით. თუმცა ტექნიკურად რეიზერი ჯობია (სენსორით და სიახლით ზოგადად). მოვკლედ ვნახავ რა თ არადა შემდეგი გაჩერება BENQ-ის რომელიმე მოდელი იქნება. იმედია ეგენი მაინც იქნებიან ზომით პატარები
    5 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.