Jump to content

Leaderboard

  1. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      6

    • Posts

      102672


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5810


  3. jomardi

    jomardi

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      2830


  4. Harmony Lines

    Harmony Lines

    მოდერატორი


    • Points

      1

    • Posts

      9600


Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/16/18 in all areas

  1. როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანია Samsung-მა დააანონსა ახალი ტრანსფორმერი ლეპტოპი - Chromebook Plus V2, რომელიც იმუშავებს Chrome OS ოპერაციულ სისტემაზე. წარმოდგენილმა ლეპტოპის სახელწოდებაა Chromebook Plus V2 (LTE). მისი განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატება, რომ აქვს მობილური ქსელების 4G/LTE მხარდაჭერა. ამრიგად, მომხმარებლებს შეეძლებათ 4G ინტერნეტთან დაკავშირება ყველგან, სადაც კავშირი ხელმისაწვდომია. ახალ ლეპტოპს, ისევე როგორც მის წინამორბედ Chromebook-ს, აქვს 12,2-დუიმიანი ეკრანი 1920 × 1200 გაფართოებით. ეკრანის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით, ამგვარად იგი გარდაიქმნება პლანშეტად. ლეპტოპი მუშაობს Kaby Lake-ის თაობის Intel Celeron 3965Y პროცესორზე. ეს ორბირთვიანი ჩიპი მუშაობს 1,5 გჰც-მდე სიხშირეზე. ლეპტოპს აქვს ინტეგრირებული გრაფიკული ამაჩქარებელი - Intel HD Graphics 615. Chromebook Plus V2 (LTE)-ს აქვს 4 გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება, 32 გიგაბაიტი მოცულობის მქონე ფლეშ-მოდული. აქვს უსადენო კავშირისთვის Wi-Fi ადაპტერი, კამერები: 1 და 13 მეგაპიქსელიანი მატრიცებით. აღსანიშნავია, რომ ლეპტოპს აგრეთვე აქვს ელექტრონული ფანქრით მუშაობის მხარდაჭერა. Chromebook Plus V2 (LTE)-ს გაყიდვები დაიწყება 2 ნოემბრიდან. მისი ღირებულება 600 აშშ დოლარს შეადგენს. https://3dnews.ru/976742
    1 point
  2. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ყურსასმენების რიცხვი, რომელთაც აქვთ Google Assistant-ის მხარდაჭერა. Assistant-ის მხარდაჭერის მქონე ეტალონურ ყურსასმენებად ითვლება Google-ის ბრენდირებული Pixel Buds ყურსასმენები. თუმცა, სუსტი ავტონომიურობისა და მაღალი ღირებულების გამო ამ ყურსასმენებმა ვერ მოიპოვა მყიდველებში დიდი პოპულარობა. ეს ყურსასმენები ფლობენ უნიკალურ ფუნქციებს, ერთ-ერთი ამგვარია Google Translate-თან კავშირი რეალური დროის რეჟიმში. ამ ფუნქციით რომ ესარგებლათ მომხმარებლებს, ამ დრომდე საჭირო იყო ჰქონოდათ Google Pixel სმარტფონი. ახლა კი ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი გახდა ყველა ყურსასმენისთვის, რომელთაც აქვთ Google Assistant-ის მხარდაჭერა. კომპანიის საიტზე გამოჩნდა შეტყობინება, რომ Google Translate მისაწვდომია ყველა ოპტიმიზირებული ყურსასმენებისა და Android სმატფონებისთვის. სმარტფონისადმი მინიმალური სისტემური მოთხოვნაა, რომ იგი უნდა მუშაობდეს ოპერაციულ სისტემა Android 6.0 Marshmallow-ზე ან მის ზედა ვერსიებზე. ამ დროისათვის შესაძლებელია თარგმა 40 ენაზე. ევროპული ენების პარალელურად, ხელმისაწვდომია აგრეთვე იაპონურიმ ჩინური, ჰინდი, ტაილანდური, თურქული და ვიეტნამური ენები. https://bit.ly/2NM1lau
    1 point
  3. რომელი უფრო მნიშველოვანია გეიმინგში დღესდღეობით პროცესორი თუ ვიდეოკარტა ? https://overclockers.ru/lab/show/93915/processor-ili-videokarta-chto-vazhnee-dlya-igrovogo-kompjutera-oktyabr-2018 მაგ ტესტებმა აშკარათ აჩვენეს რომ ვიდეოკარტა მაგრამ ბალანსის შესანარჩუნებლათ და მაქსიმალური წარმადობის მისაღწევათ ძლიერი ვიდეოკარტისთვის რამე ადეკვატური სისტემაც უნდა გქონდეს ნაყიდი ისე საკმაოთ ბევრ ფპს დაკარგავ და ჩავარდნები და ფრიზებიც ექნება მართლა პენტიუმზე ან i3-rizen 1200 თუ ამუშავე ეგეთი, ნუ მინიმუმ ალბათ ინტელის i7 4 ბირთვიანი გინდა 2013 წლიდან მოყოლებული რაც გამოვიდა ან რიზენ 2500 ალბათ რაზგონზე რომელიც სადღაც 6700K დონის უნდა იყოს თანაბარ ჩასტოტებზე და ჩემ პროციკაზე ცოტა უფრო მძლავრიც, ჩემი არ ჩაისვრის 2K 60-75 გერციანზე 1080Ti რომ ჩაუდგა კაკ მინიმუმ სინგლში სადაც ისეთი მოშნი პროცესორის გამოთვლები არაა მაინც საჭირო, მაგრამ მაგ კარტისთვის სარუველია 2600 ან 8600K მაინც დაითრიო 2700 ან 8700 თუ ვერ ქაჩავ და არ გყოფნის მაყუთი, მაგრამ მე თუ ჩავიდგი ეგ კარტა და მეღირსა 2K მონიკზე გადაბარგება 60 გერციანზე არაფრის გამოცვლას არ ვაპირებ ნამდვილათ, მაქსიმუმ ძველი კვება თუ შევცვალე და ისევ რამე 650W არ ვიყიდე მინიმუმ ბრონზოვი სერტიფიკატით
    1 point
  4. 55$ Athlon 200GE ტესტიროვკა https://overclockers.ru/blog/Razg0n_blog/show/21375/ocenka_proizvoditelnosti_athlon_200ge_i_sravnenie_s_konkurentami
    1 point
  5. Micron Releases Crucial P1 NVMe Solid State Drive With QLC NAND up-to 2TB https://www.guru3d.com/news-story/micron-releases-crucial-p1-nvme-solid-state-drive-with-qlc-nand-up-to-2tb.html Corsair Launches Force Series MP510 M.2 PCIeNMVe SSD https://www.guru3d.com/news-story/corsair-launches-force-series-mp510-m-2-pcienmve-ssd.html ალბათ ბევრს აინტერესებს წელს სსდ-ის ბაზრის წილში რა სიტუაციაა დაახლოებით: 1CQ18 Total SSD Market: 45.556 Million Units შემდეგი განახლება ალბათ მარტისთვის იქნება 2019Q1 და ვნახოთ აბა რა შეიცვლება მაგ ჩარტში, WDC მშვენივრათ კაზავს ისე, მიკრონს სამსუნგის მესამედიც არ ქონია გაყიდული 2017 წლის მანძილზე, მეძვირე ინტელს კი მაინც საკმაოთ მაღალი ბაზრის წილი ქონია რახან ხარისხი მაინც კარგი აქვს ინტელის სსდ, მე პირადათ სამსუნგი მაქვს და არ ვნანობ რომ რამე სხვა ბრენდის სსდ არ დავითრიე, შემდეგ ჯერზეც სამსუნგს ავიღებ და მეეჭვება რომ ძვირიან PCI-E ვერსიაზე გადავბარგდე რახან სტანდარტულიც მშვენვირათ უბერავს პრინციპში გეიმინგი იქნება თუ სხვა რაღაცეები
    1 point
  6. კომპანიებმა - Audi-მ და Huawei-მ განაცხადეს, რომ დადეს ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიზანია ავტონომიური მართვის სისტემების შექმნა ავტომობილებისთვის, და მისი რეალიზებაც ჩინეთში მოხდება. ამ ორი კომპანიის პარტნიორობა კონცენტრირებული იქნება მეოთხე დონის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგიის შემუშავებაზე, რაც გულისხმობს სრულად ავტონომიურ მართვას სპეციალურად გამოყოფილ საგზაო მონაკვეთებზე. ჩინეთის ხელისუფლებამ მიმდინარე წლის დასაწყისში განაცხადა, რომ გეგმებს ცვლიდა ჩინურ ბაზარზე მოქმედი უცხოური კომპანიების საბაზრო წილებთან დაკავშირებით და ამსუბუქებდა მოთხოვნებს. ამის გამო ქვეყანაში ავტომობილების მრავალფეროვნების საკითხთან არსებული მდგომარეობა შეიცვალა. ამა წლის ზაფხულში, Tesla-ს წარმომადგენლობამ განაცხადა, რომ აპირებს შანხაიში გახსნას საკუთარი ქარხანა, სადაც ელექტრომობილებს გამოუშვებენ. გასულ კვირას კი BMW-მ გაავრცელა ცნობა, რომ 75%-მდე გაზრდის წილს ჩინეთში მოქმედ თავის პარტნიორთან - Brilliance Auto Group-თან ერთად, პარალელურად კი აპირებს ადგილობრივი საწარმოო ბაზის გაფართოებასა და კიდევ ერთი ქარხნის აშენებას. თუმცა, თვითმავალი ტექნოლოგიებით აწყობილი მობილების მიმართ ჩინეთის სახელისუფლებო ორგანოები მაინც აგრძელებენ ხისტ მიდგომას, მკაცრად აკონტროლებენ თვითმავალი სატრანსპორტო საშუალებების ტესტირებისათვის აუცილებელი ნებართვების გაცემას, ასევე კონტროლი ხორციელდება ჩინეთის გზების ციფრული რუკების შექმნაზე, რაც ავტონომიური მართვის სისტემის შემუშავებისთვის აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ეს სიფრთხილე იმით აიხსნება, რომ ჩინეთს არ სურს, უცხო ქვეყნების წარმომადგენლები ფლობდნენ მასალას ქვეყნის დეტალურ რუკებსა და მონაცემებზე. ამ ფაქტს ჩინეთში ეროვნული უსაფრთხოების მიმართ საფრთხედ მიიჩნევენ. ამან განაპირობა, რომ მსხვილი უცხოური ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Daimler, Ford და BMW, თანამშრომლობენ Baidu-სთან. ეს უკანასკნელი ერთ-ერთია იმ კომპანიათა მცირე ჯგუფიდან, რომელთაც აქვთ უფლება - ჩაატარონ ტესტირებები რობომობილებზე და შექმნან ციფრული რუკები, რომლებზეც ასახულია ჩინეთის საგზაო მაგისტრალები. Audi-ს სექტემბრიდან უკვე დაწყებული აქვს Huawei-სთან ერთად თვითმავალი ტექნოლოგიების ტესტირება. მომავალი წლისთვის კი კომპანიები გეგმავენ გახსნან ავტონომიური სატრანსპორტო საშუალებების ერთობლივი საწარმოო ცენტრი. https://3dnews.ru/976770
    1 point
  7. ადრე ჰქონდა პკ-ს ეგ პრობლემა, დარაზგონებულ პროცესორზე. დავარესეტე, და შეწყდა.
    1 point
  8. GPU-Z 2.13.0 გამოვიდა შემდეგი ჩეინჯლოგით: v2.13.0 (October 15th, 2018) Fixed missing fan speed sensors for pre-Turing cards using GeForce driver 400 and newer Fixed some rare crashes during GPU-Z startup Minimize on close will now trigger on "Close" button click, Escape key, ALT+F4. Use the tray icon menu to exit GPU-Z when "minimize on close" is enabled. Screenshot button tooltip will no longer be visible in screenshots ესეც გადმოსაწერი ლინკი: https://www.techpowerup.com/download/techpowerup-gpu-z/
    1 point
  9. Illusion ახალი ვეში სოლო პროექტიდან
    1 point
  10. ჩინელებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამერიკელები ამაშიც ხომ ადებდენ ბრალს მაგრამ რამდენათ შეესაბამება რეალობას არ ვიცი Bloomberg: China broke into US companies by adding chip on server motherboards https://www.guru3d.com/news-story/bloomberg-china-broke-into-us-companies-by-adding-chip-on-server-motherboards.html Supermicro along with Apple and Amazon refute claims in Bloomberg story https://www.guru3d.com/news-story/supermicro-along-with-apple-and-amazon-refute-claims-in-bloomberg-story.html
    1 point
  11. ჩემი ახალი ლეპი ROG G752VY Specs: CPU : i7-6700HQ GPU : GTX980M RAM : 2X8GB DDR4 2133MHz (16GB) Samsung M471A1K43BB0-CPB SSD : 128GB SAMSUNG MZVLV128 HDD : 1TB HGST HTS721010A9E630 Display : 17.3" Auto IPS FHD (1920x1080) 75 Hz
    1 point
  12. თუ ახალი ბილდი არ გამოუშვა მიკროსოფტმა და მარტო აპდეიტის სახით დაფიქსა ფაილების წაშლის პრობლემა მე ალბათ დაახლოებით 2 კვირაში დავაყენებ ალბათ აი ამ ვერსიას http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1251952 (მოლხერი კი ჯერ ყოყმანობს მგონი ღირს თუ არა მაგ ვერსიის გამოსვლის შემდეგ საერთოდ კიდე უფრო შეკვეცილი ინტერპრაიზის გამოშვება), აი მოლხერის ბოლო პოსტები და შეიძლება არც არაფერი გამოუშვას და თვითონაც ეგ ვერსია გამოიყენოს უკვე: http://nnm-club.me/forum/viewtopic.php?t=1225491&start=45 http://forum.ru-board.com/topic.cgi?forum=55&bm=1&topic=12667&start=980 ბოლო სბორკის თემაში წერს რომ ალბათ აღარ გამოვუშვებო მაგ ახალზე ცალკე სბორკას, მეორეში კი არც კი უხსენებია რომ რამის გამოშვებას აპირებს, თუმცა კაკრაზ ეგ შეცვლილი სბორკების თემაა, არ ვიცი შეიძლება მოგვიანებით გადაიფიქროს და მაინც გამოუშვას დეფენდერის გარეშე და სხვა ხლამის 1809 თუ არა და მეთვითონ მომიწევს ყველაფრის გაქრობა რაცაა დატოვებული, დეფენდერი იმიტომ არ მომწონს რომ თითქმის ყველა თამაშის ფაილს შლიდა ჩემთან კასპერსკიდან განხვავებით, კრაკებს ვგულისხმობ, ანუ ლოჟნი ტროიანებზე ვორნირნგები ძალიან ხშირათ აქვს + KIS 2019 ძლიერი მაინც არაა და უფრო ანელებს დეფოლტზე სისტემას ვიდრე KIS, თან მეყენე დეფენდერით სისტემა და დეფენდერის გარეშე, ხოდა დეფენდერის გარეშე დაფრინავდა, დეფენდერით კი ცოტას ლაგავდა და ისეთი სწრაფი არ იყო ნამდვილათ + მაგ ახალ ვერსიებში შენ რომ სიტყვაზე KIS ან რომელიმე სხვა ანტივირუსი გამოიყენო დეფენდერი მაინც მუშაობს პასიურ რეჟიმში, ანუ აბსოლიტურა ყველაფერი არ ითიშება და სლეჟკა მაინც მიმდინარეობს, მაგ ახალ დეფენდერში 1 თუ ორი ფიშკაა ჩაშენებული თან რომელიც დაჟე ძლიერი სისტემებზე და სსდ-ზე ლაგავს უკვე და შეიძლება გეიმინგშიც ქონდეს ტორმუზები, მაგის შესახებ თვითონ გეიმერები იძახოდნენ, ჩემთან არასდროს არაფერი გუახურებია რახან მთლიანათ ამოჭრილი მქონდა დეფენდერი ბოლო წლებია, photoviewer რაც შეეხება, აი ამ უტილიტით აბრუნებს და არა მგონია გაფუჭებულიყო მაგ ახალზე მაგის დაბრუნება: ტროიანებს და უბედურობებს არ ჩაგიგდებთ, ხშირათ ვიყენებდი ადრე, მუშა ვერსიის გადმოწერა კი აქედან შეიძლება https://github.com/YasserDRIF/Toggle-Tweaker ადმინის უფლებებით უშვებთ მაგ ბატნიკს, მაგის შემდეგ, გამოდიხართ და ხელმეორეთ უშვებთ, მანდ ვირჩევთ 2 პუნქტს (manage build-in apps ...) და მაქედან შეგიძლიათ დააბრუნოთ ძველი პეინტი,ფოტოების გამხსნელი და კლასიკური კალკულატორიც, სხვა ტვიკები მუშაობს თუ არა მაგ ახალ ბილდზე არ ვიცი, მაგრამ ეგენი წესით უნდა მუშაობდენ, ხო ისე ვისაც ვინდოუს სტორი ჭირდება შეიძლებაო მაგ ვერსიაში მაგის დაბრუნება, გეიმ რეჟიმიც არის დატოვებული და დეფენდერი, ედჯი ამოღებულია და მეტრო აპები, სტორი თუ არ დააბრუნე და შენით დაიწყე რაღაცეების გადმოწერა მერე, სტორის დაბრუნების შემდეგ კი ვინდოუს სტორის თამაშებიც ამოუშავდება იდეაში, იქს ბოქსის აპებს დაჭირდება კიდე დაყენება, ეგენი მე არ დამიტესტია ჯერ და პრინციპში მარტო მაშინ დამჭირდება დაკრაკულ ვინდოუს სტორის თამაშს თუ დაჭირდება ეგ სლუჟბები სინგლში სათამაშოთ, სხვა იგრების გასაშვებათ არც გეიმ რეჟიმია საჭირო და არც იქსბოქსის სლუჟბები, ეგ ახალი ვერსია კორპორაციებისთვისაა სპეციალურათ გამოშვებული და ძველი 1607 LTSB უნდა ჩაანაცვლოს მაბ ბილდმა
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.