Jump to content

Leaderboard

  1. G1ORG1

    G1ORG1

    მოდერატორი


    • Points

      3

    • Posts

      30375


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      2

    • Posts

      5884


  3. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      2

    • Posts

      103216


  4. gio_kiborg

    gio_kiborg

    OC Legends


    • Points

      2

    • Posts

      8072


Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/15/18 in all areas

  1. ხო მაგრამ ეგ აპდეითები არის ბაგების გასწორება და ახალი ფუნქციების ნელი დამატება, ზომითაც როგორც წესი პატარებია და როგორც წესი დაბაგულ "ახალ და შესანიშნავ" ფუნქციას არ გტენიან Linux-ში, თუ რამე ახალი შემოვა, უფრო დასრულებულია ვიდრე Windows-ის pre-alpha სტადიის მქონე "ფუნქციები" რეპორტებზე მეეჭვება რომ Linux-ზე მეტი იყოს, რა თქმა უნდა საშუალოსტატისტიკური Linux მომხმარებელი გაცილებით უფრო ჩართულია OS ის მუშაობაში და ფუნქციებში და უფრო მეტად არეპორტებს, მაგრამ Windows ის მომხმარებლების რიცხვი გაცილებით მაღალია და მიუხედავად იმისა რომ დიდი ნაწილი სულ არ აეპორტებს არაფერს, საშუალოდ მაიც გაცლებით მეტი გამოვა, მაგრამ ისე სწრაფად ვერ გაასწორებენ როგორც Linux-ში, რადგან ყველა ინჟინერეს თავის საქმე აქვს და პირველ რიგში მას უნდა მიხედონ, მერე თუ რამეს გაასწორებენ მთელი ბიუროკრატიული პროცედურები უნდა გაიაროს რომ საბოლოოდ გამოუშვან ფიქსი, იმედია გარკვეული QC-ც Open Source მიდგომა ზოგადად არ არის უნივერსალურად უკეთესი ჩემი აზრით, ბევრ რამეში ჯობია (მაგალითად იმაში, რომ პრობლემაზე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მუშაობა და დაფიქსვაც კი თუკი კარგად გარკვეულია, უსაფრთხოებაც უკეთესია იმის გამო რომ კოდს ყველა უყურებს და პრობლემებს მალევე შეამჩნევენ და დაფიქსავენ, Windows ში კი თუ იპოვეს ხვრელი ჯერ კარგად გამოიყენებენ სანამ Microsoft მიხვდება რომ საერთოდ ხვრელი აქვთ (Wonna crypt და Wonna Cry მაგალითად) მაგრამ ნაკლი ისაა, რომ სრულიად რომ გამოიყენო Open Source OS უპირატესობები, გაცილებით ჩართული უნდა იყო და მეტი იცოდე ზოგადად ვიდრე WIndows შემთხვევაში, როცა მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის კომპიუტერი უბრალოდ ხელსაწყოა რაღაცის საკეთებლად და მეტი არაფერი (მანქანასავითაა, ზოგი ძაან დეტალებში მიდის და თავისი ხელით უვლის თავის მანქანას, ზოგს კი A დან B მდე გადაადგილება უნდა და მთავარია კომფორტულად გაიაროს სულ არ აინტერესებს შიგაწვის ძრავა და სხვა მექანიკურ-ელექტრული დეტალები, საქარე მინის საწმენდში წყალი თუ ჩაასხა და დროდადრო ზეთი და წყლის დონე შეამოწმა ძრავში მიღწევაა -(პ.ს: საკუთარი თავი მომაქვს მაგალიად) მეორე ნაკლი და უპირატესობა ოფენსორსის არის დეცენტრალიზაცია, ანუ ერთი კომპანია არ მართავს მთლიან სისტემას, წარმოიდგინე ერთ დღეს Microsoft რომ დაიხუროს მაგალითად მოულოდნელად, რამხელა ზარალს გამოიწვევს მთელ მხოფლიოში, თუმცა ეს დეცენტრალიზაცია გარკვეული პრობლემაა დამწყები მომხმარებლისთვის, უამრავი დისტროებიდან რომელი აარჩიოს არ იცის, ზოგი რაღაც ერთგან უფრო მოსახერხებელია, ზოგი მეორეან, ზოგი სოფტი შეიძლება პრობლემური იყოს დისტროდან დისტროს შორის და ბინარული კოდის კომპილაცია დაჭირდეს კონკრეტულ დისტროზე რაც არც ისე ადვილია დამწყები მომხმარებლისთვის, Closed Source თავის მხრივ არ არის "ცუდი" Unix ხომ დახურულ კოდზეა ახლაც მაგალითად, უბრალოდ Microsoft მა ძალიან აურია ამ ერთმანეთზე მეტად პრობლემური განახლებებით, ტოტალური მონაცემებიის შეგროვებით და თავსმოხვეული ფუნქციებით და პროგრამებით, მაგალითად Photos აპლიკაცია, არ ვიცი სპეციალურად ეხადენ რომ საშინელება გამოსულიყო თუ რა გააკეთეს, Windows Photo Viewer მარტივი და სწრაფი პროგრამაა, მინიმაური ფუნქციებით, Viewer-ს არ სჭირდება არაფერში მეტი ფუქნცია, Photos აპლიკაცია კი ნელი მოუქნელი და გამოუყენებელი ფუნქციებით გატენილი ნაგავია, SSD-ზეც კი იგივენაირი მიუღებლად დიდი დაყოვნება აქვს ჩართვისას, როგორც ტრადიციულ ვინჩესტერზე, ამავდროულად Video აპლიკაცია სულაც არ არის ცუდი, 4K ვიდეოებსაც სწრაფად ხსნის ვინჩესტერებიდან MPC ზე სწრაფად კი მგონი, როგორ შეიძლება ორი მსგავსი პროდუქცი ასე მკვეთრად განსხვავებუი გამოვიდეს, რამდენი ხანია ვფიქომ ამ აპდეითში გამოასწორებენ მეთქი მარა არაფერი მსგავსი, რამდენი აპდეითია 2015 დან არაფერი გამოსწორებულა...
    2 points
  2. GeForce RTX 2070 ვიდეობარათების ოფიციალური ანონსის ფარგლებში კომპანია MSI-მ წარადგინა ცხრა ვიდეო ბარათი, რომლებიც დაყოფილია ოთხ ჯგუფად: Gaming კატეგორია (ყველაზე ძლიერი) Armor (gaming-ის გამარტივებული ვერსია) Duke (მოდელები მასიური, სამვენტილატორიანი ქულერით) Aero (ტურბინიანი ადაპტერით) GeForce RTX 2070 Gaming ამ სერიაში გამოვიდა სამი ვიდეო ბარათი: GeForce RTX 2070 Gaming Z 8G; GeForce RTX 2070 Gaming X 8G; GeForce RTX 2070 Gaming 8G. ფლაგმანური მოდელი აღნიშნულია სუფიქსით “Z” და ხასიათდება გრაფიკული ბირთვის მაქსიმალური სიხშირით: 1410–1830 მჰც (რეკომენდებული დიაპაზონია 1410–1620 მჰც). GDDR6 მეხსიერების მოცულობაა 8 გბ (არ ექვემდებარება ოვერქლოქინგს: 1750 მჰც სიხშირეზე ოპერატიული მეხსიერების სიჩქარეა 14 გბიტ/წმ.). ეს ვიდეო ბარათი გამოირჩევა არა მარტო გარეგნული მახასიათებლებით (კერძოდ, Mystic Light-ის RGB განათებით), არამედ PCB დაფის განსაკუთრებული დიზაინითა და გაგრილების სისტემით. ეს უკანასკნელი იყენებს სამი სლოტის სივრცეს და შედგება ორი Torx 3.0 ვენტილატორისგან. აქვს ალუმინის რადიატორი, რადიატორის სპილენძის ფუძე და ექვსი მონიკელებული სპილენძის სითბური მილი. მილთაგან ერთ-ერთს სხვებზე დიდი - 10 მილიმეტრიანი დიამეტრი აქვს. GeForce RTX 2070 Gaming მოდელების გაგრილება ხდება СО Twin Frozr 7-ის საშუალებით სითბოს ნაწილის გაფანტვას ახდენს წინა და უკანა ფირფიტები. VRM ტრანზისტორების უმეტესობა კონტაქტშია მთავარი გამაგრილებლის ფირფიტებთან, რამოდენიმე კი ეხება რადიატორის ფრონტალურ ფირფიტას. MSI GeForce RTX 2070 Gaming Z 8G-ის კვების სისტემა ათფაზიანია. აქვს კონექტორების კონფიგურაციების არასტანდარტული კვების სისტემა: 8-პინიან PCI-E Power-ს დამატებული აქვს 6-პინიანი. აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 2070 კლასის ვიდეო ბარათებს არ აქვს NVLink SLI მხარდაჭერა - MSI-მ გამოიყენა კონსერვატიული მიდგომა: ვიდეობარათს აქვს ერთი HDMI 2.0b კონექტორი, ერთიც USB 3.1 Type-C პორტი და სამი DisplayPort 1.4. GeForce RTX 2070 Gaming X 8G და GeForce RTX 2070 Gaming 8G ეს ორი, “X” სუფიქსიანი ვიდეო ბარათი მუშაობს 1410–1710/1750(14 000) მჰც სიხშირეზე და საჭიროებს 225 ვატს დატვირთვის დროს, ისევე როგორც Gaming Z. მისგან განსხვავდებიან იმით, რომ აქვთ გრაფიკული ბირთვი TU106-400 - ნაცვლად TU106-400A-სა. MSI GeForce RTX 2070 Gaming 8G ვიდეო ბარათის ენერგომოხმარება 175 ვატის ტოლია, კვების კონექტორების კონფიგურაცია ამ შემთხვევაშიც გვაქვს 6+8-პინიანი. ვიდეო ბარათის გაბარიტებია 307 × 155 × 50 მმ, წონა: 1,5 კგ. GeForce RTX 2070 Armor MSI GeForce RTX 2070 ვიდეო ბარათების „ჯავშნიან“ სერიაში წარმოდგენილია სამი ბარათი: Armor 8G OC, Armor 8G OCV1 და Armor 8G. მიუხედავად Gaming სერიის ბარათებთან ვიზუალური მსგავსებისა, Armor ვიდეო ბარათები უფრო მოკრძალებულ „არსენალს“ ფლობენ. რთული კონსტრუქციის მქონე Torx 3.0 ვენტილატორების ნაცვლად, გამოყენებულია წინა თაობის Torx 2.0 ვენტილატორები. RGB განათების ადგილას კი გვაქვს მხოლოდ MSI-ს ლოგოტიპი. ქულერის კონსტრუქცია გამარტივებულია: Armor-ის სერიის ვიდეო ბარათებს ერთით ნაკლები სითბური მილი აქვთ Gaming სერიის წარმომადგენლებთან შედარებით. აგრეთვე, ამ სერიის წარმომადგენლები 300 გრამით მსუბუქია Gaming სერიაზე, რაც მეტყველებს უფრო მცირე მასის მქონე რადიატორის არსებობაზე. ფრონტალურ ფირფიტაზე არის VRM რადიატორის ფუნქცია და მეხსიერების მიკროსქემა. Gaming და Armor სერიების დაფებს მიკროსქემების დიზაინი პრაქტიკულად იდენტური აქვთ, თუმცა, Armor სერიას არ აქვს GPU კვების ორი ფაზა. NVIDIA TU106-400A -ის ბირთვის boost-სიხშირე Armor 8G OCV1-ისა და Armor 8G OC-ის ვერსიებში არ აღემატება 1710 და 1740 მჰც-ს. თავის მხრივ, ვიდეო ბარათის - GeForce RTX 2070 Armor 8G-ის გრაფიკული პროცესორის - TU106-400-ის რეკომენდებული ტაქტის სიხშირე 1410–1620 მჰც-ია. GeForce RTX 2070 Duke ამ სერიაში გვაქვს ორი მოდელი: MSI GeForce RTX 2070 Duke 8G OC და GeForce RTX 2070 Duke 8G. ამ ვიდეო ბარათების მახასიათებლები და ხარისხი Armor-ის სერიის მსგავსია. Duke სერიის უპირატესობიდან უნდა აღინიშნოს ორსლოტიანი/სამვენტილატორიანი მოდელის გადაწყვეტილება და საშუალოზე მაღალი GPU სიხშირე (Duke — 1710 მჰც, Duke OC — 1755 მჰც). ამავე დროს, რადიატორი უფრო თხელია და აქვს სამი ან ოთხი სითბური მილი. PCB მიკროსქემების დიზაინის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, როგორც ჩანს, ამ მხრივ Duke სერია თავს ვერ მოიწონებს. Duke/Duke OC სერიის ვიდეო ბარათები განათების გარეშეა წარმოდგენილი. GeForce RTX 2070 Aero MSI GeForce RTX 2070 Aero 8G ვიდეო ბარათების ღირსებას წარმოადგენს სითბური მასების გამოყოფა უკანა პანელის მეშვეობით, ასევე ბარათების მისაღები ფასები. Aero სერიის ბარათების ბირთვებისა და მეხსიერების სიხშირეები ტოლია 1410–1620 და 1750 (14 000) მეგაჰერცის. ვიდეო ბარათს აქვს ორი დამატებითი კონექტორი კვებისთვის: 6- და 8-პინიანი. როგორც ჩანს, MSI-ის ინჟინრებმა სარისკოდ ჩათვალეს უარი ეთქვათ 6-პინიან PCI-E Power-ზე. უკანა „მსუნთქავმა“ საცობმა უნდა შეამციროს GPU-ს გადახურება და ხმაურის დონე. ოფიციალური ცნობების მიხედვით, ვიდეო ბარათების საყოველთაო მსოფლიო გაყიდვები უნდა დაიწყოს 17 ოქტომბრიდან. https://3dnews.ru/976705
    2 points
  3. ისე ამ ბლუ სკრინებს საიდან იკიდებთ ხოლმე, რამდენი რაღაცეებში მიძრომიალია და მიჩხიკიანია მაგრამ გინდ დაიჯერეთ და გინდა არა და არ მახსოვს ვინდოუს 7 მოყოლებული ერთხელ ბლუ სკრინი რომ ამოეგდოს, შეიძლება ვცრუობდე და რომელიმე ბეტა დრაივერზე ქონდა 1-2 ბლუ სკრინი რამდენიმე წლის უკან მაგრამ ამ თემაში რომ შემოვდივარ ბევრი პოსტავს ხოლმე ბლუ სკრინის პრობლემის შესახებ, თან მე სულ შეკვეცილ-კასტრირებული ბილდები მიყენია ბოლო 2 წელია და არც ბეტა დრაივერებს ვაიგნორებ ხოლმე ხანდახან, ანუ ჩემთან იდეაში უფრო უნდა ამოეგდო რაღაცა როცა სულ დრაივერების ცვლაში და აპდეიტების ყენებაში ვარ, მაგრამ არცერთხელ არაფერი გამოუგდია, არ დაბუტვა კი ბატონო მაგრამ ეგ ბლუ სკრინი არაა და რეესტრში ზედმეტი რაღაცეები წამეშალა, მაგრამ დაჟე მაგიც კი დავფიქსე ჩემით სეიფ მოდიდან, მაინინგ სისტემაში შევედი რეესტრში რაც წამეშალა ეგ გადმოვიტანე ფლეშკაზე და მერე გავუშვი სეიფმოდიდან და ჩაირთო ისევ დესკტოპი, ანუ ყოველთვის გადაყენება არ ჭირდება ხოლმე ცოტას თუ წაუჩხუკუნებ, მე ოღონდ ვერიდები ათასი ხლამის ჩატვირთვას კომპში და ზაშიტაც ნორმალური მიყენია, მაგრამ ვიდეოდრაივერებს რეგულარულათ ვანახლებ ხოლმე, ბევრს ჩვენ ფორუმზე მაგასთან დაკავშირებითაც დობრათ პრობლემები აქვს ხოლმე და არ მარტო იგრებში, სხვათაშორის ბევრი პრობლემა არასწორი სეტინგებიც გამო ქონდეს შეიძლება ბიოსში, განსაკუთრებით რაზგონზე როცა ამუშავებთ პროცესორს და რამებს, ანუ ლუბოი ტიპის რაზგონმა შეიძლება გამოიწვიოს ბლუ სკრინი, ვოლტაჟის უკმარისობის ან მაღალი ჩასტოტის გამო, რაც შეეხება მაგ კონკრეტულ ლურჯ ეკრანს, ბევრი რაღაცის გამო შეიძლება ემართებოდეს, მოძველებული ხარდი, კრივოი დრაივერი, არასწორი რაზგონი, მაზერზე რამე მელკი პრობლემა, მოკლეთ ბევრი რამე იწვევს ბლუ სრკინებს, მე დაჟე 24 საათიან რეჟიმში მომუშავე მაინერზე არ მქონია ჯერ ბლუ სკრინი უკვე მეხუთე თვეა ვამუშავებ, გაშეშებებიც არ მახსნედება და დაფრიზვები სისტემის, ნუ ძალიან რედკათ თუ ჩემით რამე პრომახი დავუშვი, ზოგადათ თითქმის აღარ მიწევს უკვე სისტემის გადაყენება, მაგიტომაც არ ვაბანძებ ბოლო თვეებია ვინდოუს 10 რომ ყველაფერი საკმაოთ შუსწტრათ და უპრობლემოთ მუშაობს რასაც მე ვეკარები და ვიყენებ 1803 მოლხერის სბორკაზე, მაინინგ რიგზეც მოლხერის 1709 ინტერპრაიზი მიყენია ჩემ გემოზე გადაწყობილი, ახალ 1809 გადაბარგებას კი ალბათ 1 თვით მაინც გადავდებ, სულ ბაგებში და პრობლემებშია ხალხი რასაც ვუყურებ ფორუმებზე
    1 point
  4. Numerous fake Nvidia GeForce GTX 1060 graphics cards sold on Ebay https://www.guru3d.com/news-story/numerous-fake-nvidia-geforce-gtx-1060-graphics-cards-sold-on-ebay.html ლოლ ეგეთის ყიდვას ჯობია ისევ ძვირი გადაიხადო ახალში $600-700 ბიუჯეტური გეიმერული სისტემის შერჩევა: https://overclockers.ru/lab/show/93877/igrovoj-kompjuter-stoimostju-600-700-vybor-luchshih-svyazok-videokart-i-processorov-oktyabr-2018 მაგ ტესტიროვკის მიხედვით საუკეთესო ვარიანტი რიზენის 1400 8 თრიდიანი 4 ბირთვიანი პროცესორია და 570 4გბ ვარიანტი, 1060 6გბ უბრალოთ არ ყოფნის რიზენის 1200 პროციკა, 3გბ 1060 სადღაც ახლოსაა წარმადობით მაგ სბორკასთან რიზენი 1400-ით
    1 point
  5. ჩემი ახალი ლეპი ROG G752VY Specs: CPU : i7-6700HQ GPU : GTX980M RAM : 2X8GB DDR4 2133MHz (16GB) Samsung M471A1K43BB0-CPB SSD : 128GB SAMSUNG MZVLV128 HDD : 1TB HGST HTS721010A9E630 Display : 17.3" Auto IPS FHD (1920x1080) 75 Hz
    1 point
  6. ორი დღეა რაც მაქვს ეს სავარძელი და ძალიან მომწონს, კომფორტულია სასტიკად მთავარია 2 თვეში არ დაიშალოს :დ
    1 point
  7. @ULTRAULTRA1996 კარგი მაზერია დღეს ავაწყვე, კი მენანება, მაგრამ მზადდება გასასხვისებლად
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.