Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 10/01/18 in all areas

  1. პარასკევს, 28 სექტემბერს, Tesla-ს აქციების ფასი დაეცა მთელი 13 %-ით იმის ფონზე, რომ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC) ცდილობს, ილონ მასკმა დატოვოს გენერალური დირექტორის თანამდებობა. SEC-მა საჩივარი შეიტანა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში, რის საფუძველსაც წარმოადგენს ილონ მასკის მიერ თვითერზე 7 აგვისტოს გამოქვეყნებული შეტყობინება, რომლის თანახმადაც მას განზრახული აქვს გამოისყიდოს Tesla-ს აქციები და იგი კერძო კომპანიად აქციოს. ამ შეტყობინებაში მასკმა გამოხატა მზადყოფნა, რომ შეიძენდა Tesla-ს ფასიან ქაღალდებს, თითოს 420 $-ად, რაც დაახლოებით 20%-ით აჭარბებდა ამ ქაღალდების იმდროინდელ ღირებულებას. მასკი ამტკიცებდა, რომ იპოვა ინვესტორი, ვინც მზად იყო დაეფინანსებინა ეს გარიგება. ამ განაცხადის შემდეგ Tesla-ს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია თვლის, რომ ბატონ მასკს არ ჰქონდა ამგვარი განცხადების გაკეთების საფუძველი და მან უბრალოდ დააბნია ინვესტორები. ამ საქმით აგრეთვე დაინტერესდა იუსტიციის სამინისტროც, რომელსაც სარჩელის აღძვრამდე ჰქონდა ეჭვი მასკის თაღლითურ ქმედებებზე. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მასკის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა ასევე Tesla-ს რამოდენიმე აქციონერმაც. ინვესტორები თვლიან, რომ მასკის თვითი იყო უკანონო მანიპულაცია კომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულებასთან დაკავშირებით. როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ილონ მასკს ჰქონდა შესაძლებლობა - დაერეგულირებინა პრეტენზიები სასამართლოს გარეშე. SEC-მა მას შესთავაზა, გადაეხადა სიმბოლური ჯარიმა და დათანხმებოდა მთელ რიგ პირობებს (მათ შორის ერთ-ერთი გულისხმობდა იმ ტიპის ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვას, რასაც შეუძლია გავლენის მოხდენა აქციონერების გადაწყვეტილებებზე). მასკმა უარა განაცხადა შეთანხმებაზე და ბრალდებას უსამართლო უწოდა. იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ილონ მასკს უკეთეს ვარიანტში ელის თანამდებობის დატოვება, უარესში კი - პატიმრობა, თუკი მის ბრალეულობას იუსტიციის სამინისტრო დაამტკიცებს. https://3dnews.ru/976113
    0 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.