Jump to content

Leaderboard

  1. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      4

    • Posts

      19551


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      3

    • Posts

      5868


  3. ottko

    ottko

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      4664


  4. nseries430

    nseries430

    წევრი


    • Points

      1

    • Posts

      7267


Popular Content

Showing content with the highest reputation on 09/22/18 in all areas

  1. საგზაო მოძრაობის ეროვნული უსაფრთხოების ადმინისტრაციის (NHTSA) crash ტესტირების გავლის შედეგად Tesla Model 3 ვერსიამ (ეს არის სრულად ელექტრო სედანი უკანა წამყვანი თვლებით) მოიპოვა ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი. შეფასება იდენტურია NHTSA-ის მიერ ჩატარებული Tesla-ს წინა მოდელების შეფასებებისა, მათ ყველამ უმაღლესი შეფასება მიიღო. X SUV მოდელმა მიიღო ხუთი ვარსკვლავი ყველა კატეგორიასა და ქვეკატეგორიაში 2017 წელს, S მოდელმა კი მოიპოვა 5,4 ვარსკვლავიანი შეფასება ჯერ კიდევ 2013 წელს - იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების სააგენტოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გაცემული რეკომენდაციები, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელათ ავტომწარმოებლებს. crash-ტესტის ქვეკატეგორიები მოიცავს წინიდან, გვერდიდან და მაღალ სიჩქარეზე მოძრავი ავტომობილის შეჯახების შეფასებებს. ტესტირებაში არ შედის Tesla’s driver assistance ავტოპილოტის შეფასება. ჯერჯერობით უსაფრთხოების სააგენტოს არ შეუქმნია რაიმე სახის სარეიტინგო სისტემა ამ ფუნქციისთვის. მასთან მიახლოებული პროგრამა, რაც გააჩნია სააგენტოს, ეს არის ნახევრად ავტონომიურ ტექნოლოგიაზე მომუშავე მანქანების შეფასების პროგრამა, რომელში ჩართვაც ნებაყოფლობითია და ჯერჯერობით თავიანთი შეფასებები ამ კუთხით წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ Ford-ს, GM-ს, Waymo-სა და სტარტაპ Nuro-ს. NHTSA კავშირში იმყოფება პროცესთან, რომელიც ეხება მაისში მომხდარ ავარიას, როდესაც Tesla-ს მობილის მძღოლმა ხელის მტევანი მოიტეხა. სააგენტო იკვლევს, ითამაშა თუ არა როლი ავტოპილოტმა ამ შემთხვევაში. ამ ავარიამდელ პერიოდში უსაფრთხოების სააგენტომ Tesla-სა და ავტოპილოტის დამნაშვეობა უარყო Joshua Brown-ის გარდაცვალებაში, რომელიც ავტოპილოტის ფუნქციას იყენებდა, როდესაც სატვირთოს შეეჯახა. შემთხვევა 2016 წელს მოხდა. Tesla Model 3-ის უსაფრთხოების რეიტინგი გამოქვეყნდა მხოლოდ რამოდენიმე თვის შემდეგ, მას მერე, რაც NHTSA-მა მოახდინა მისი პირდაპირი კონკურენტის - Chevy Bolt-ის შეფასება. იმ დროს, როდესაც Chevy Bolt-მა სრული ხუთვარსკვლავიანი შეფასება მიიღო, Model 3-მა იგივე რეიტინგი მიიღო შედარებით მეტი კატეგორიის გავლის შედეგად. www.theverge.com
    1 point
  2. იყოს ერთი თემა სარბოლო სიმულატორის ბენჩმარკზე სისტემა: OS: Windows 7 64Bit CPU: E3 1240 v2 Cooler: GAMMAXX 300 MoBo: MSI H61M-P21 GPU: GTX 1060 ARMOR RAM: Vengeance 16GB SSD: - HDD: 1.5 TB SATA PSU: FSP HYDRO G 750W Case: KENDOMEN RD Monitor: Dell P2714H Assetto Corsa AC VERSION: 1.16.3 (x64) POINTS: 10364 FPS: AVG=70 MIN=11 MAX=170 VARIANCE=0 CPU=41% LOADING TIME: 47s GPU: NVIDIA GeForce GTX 1060 6GB (1920x1080) OS-Version: 6.1.7601 (Service Pack 1) 0x100-0x1 CPU CORES: 8 FULLSCREEN: ON AA:4X AF:16X SHDW:4096 BLUR:12 WORLD DETAIL: 5 SMOKE:5 PP: QLT:5 HDR:1 FXAA:1 GLR:5 DOF:5 RAYS:1 HEAT:1 თამაშის გრაფიკის პარამეტრები ნახეთ სპოილერში
    1 point
  3. ამერიკელი ენთუზიასტის Vince Lucido-ს მიერ GeForce RTX 2080 Ti ვიდეო ბარათზე განხორციელებული ექსტრემალური ოვერქლოქინგის შედეგები თავდაპირველად გავრცელდა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, თავსებადი დრაივერების გავრცელებისა და თავად ვიდეო ბარათების საბოლოო ანონსის შემდეგ კი უკვე HWBot-ის ოფიციალური მონაცემების ბაზაში დარეგისტრირდა. ეს ხელს შეუწყობს მომავალი ოვერქლოქინგის შედეგების უკვე მიღწეულთან შედარებას, სამომავლო შედეგები და ახალი რეკორდები კი გამოჩნდება მას შემდეგ, როცა ამ მოდელის ვიდეო ბარათების მფლობელები გაითავისებენ ამ მიმზიდველი პროცესის ყველა ნიუანსს. Vince Lucido, რომელმაც ექპერიმენტის მსვლელობისას გამოიყენა K|ngp|n Cooling თერმოინტერფეისი, უკვე აღარ არის GeForce RTX 2080 Ti-ს ერთადერთი მფლობელი, ვინც ოვექლოქინგის შედეგები მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირა. https://overclockers.ru/hardnews/show/93539/rekordy-ekstremalnogo-razgona-nvidia-geforce-rtx-2080-ti-teper-v-oficialnoj-statistike
    1 point
  4. პირადად მე არ აიტერესებს ეგ საკითხი ისეთ არაფერს ვაკეთებ რო ამასთნ დაკავშირებით მივიღო რაიმე ზომები მე მესმის შენი პოზიცია ამასთან დაკვშირებით მარა სხვას და ასევე მეც ეგ საკითხი არ აინტერესებს ეგეც რომ არ იყოს გეიმერი როცა ხარ იძულებულიც ხარ 10 დაყენო არა dx12 და კიდევ ძალიან ბევრი ფიჩერიც რაც გინდა და აუცილებელაი რომ გქონდეს
    1 point
  5. Jurassic World Fallen Kingdom adjaranet-ის ხარისხი 2.3გბ ეს კი ჩემი გადმოწერილი ინეტიდან ჰევკ კოდეკში 4.2გბ მსურველი თუ იქნება ვინმე აგიტვირთავთ ხმას რომ დავადებ ადჯარანეტისას ეგ 4.2გბიანი კიდე დაპატარავდება ცოტა წესითზომაში რადგან ორიგინალი ხმა უნდა ამოვაცალო და ადჯარას გახმოვანება დავადო
    1 point
  6. ზოგადად ცხელი კარტაა, მაგრამ მოკლე ტესტების დროს ფანს რომ აუწევ ნორმალურად უჭირავს თავი 70% ფანზე დავაყენე და 70 გრადუსს არ ასულა ბენჩისას თამაშებში ამავე ფანზე 75-76 გრადუსი აუტო ფანზე ხანგრძლივი თამაშისას კი ადის 84 დრადუსზე და მერე ცოტას აკლებს სიხშირეს რომ არ გაიქცეს კიდევ ფანი მაგ დროს 50-55%-ზეა, ანუ გათვლა სჩუმეზე აქვთ და არა დაბალ ტემპერატურაზე ჯამში წავა რა, 70%-ზე დააყენებ ფანს, ხმაურის ზომიერების ფარგლებში აქვს, არ ღრიალებს და 80 გრადუსსაც არ სცდება მაგრამ მაინც არ მევასება ეს ტურბინა, უნდა გავცვალო რამე მამალ ვერსიაში 3 ტრუალა ქულერით რომ იყოს
    1 point
  7. მომავალ თვეში კომპანია Intel-მა უნდა წარადგინოს ახალი თაობის Coffee Lake Refresh პროცესორები, აგრეთვე ახალი ფლაგმანური ჩიპსეტი Intel Z390. დედა დაფების მწარმოებლები უკვე იწყებენ სიახლის რეკლამირებას, ამასთან ერთად გვიმხელენ სხვადასხვა საინტერესო დეტალს. კომპანია Gigabyte-მა მოახდინა Intel-ის მიკროსქემაზე არსებული ერთ-ერთი დედა დაფის დემონსტრირება. გარეგნული მახასიათებლების მიხედვით, იგი დედა დაფების მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება. თუკი დავაკვირდებით წარწერას რადიატორზე M.2 სლოტზე, ჩანს, რომ მისი სახელწოდებაა AORUS Z390 Master. ხსენებული დედა დაფის დემონსტრირებისას ვიდეომატერიალზე გამოყენებული იყო ჰეშთეგი #Oct8, რაც პირდაპირ მიუთითებს გამოსვლის თარიღს - 8 ოქტომბერს. ამ დღეს შედგება ან დედა დაფების ანონსი Intel-ის ახალ ჩიპსეტზე, ან უკვე მათი გაყიდვა დაიწყება ამ დღიდანვე. თუმცა პირველი ვარიანტი უფრო დამაჯერებლად გამოიყურება. როგორც წყაროდან ჩანს, ახალ დედა დაფას აქვს კვების მსხვილი ქვესისტემა საკმაოდ მასიური რადიატორებით, რომლებსაც გააჩნია RGB განათება. აგრეთვე, მასიური რადიატორია დაყენებული Intel Z390 ჩიპსეტზე. დაფას აქვს DDR4 მეხსიერების მოდულის ოთხი სლოტი, სამი სლოტი PCI Express 3.0 x16, ორი PCI Express 3.0 x1 და სამიც M.2 კონექტორი მყარი დისკებისთვის. https://3dnews.ru/975663
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.