Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/04/18 in all areas

  1. გამარჯობათ. მალე ჩაეშვება ბაზარზე (1 თვეში) რეგისტრაციაზე იძლევა 50 ტოკენს. დარეგისტრირდით,2 წუთის საქმეა. იქნებ 2-3 წლის მერე ან უფრო ადრეც ჩაფულიანდეთ ;დ რეგისტრაცია (რეფერალ ლინკი)
    1 point
  2. ლინუქსის და კონკრეტულად უბუნტუს შესახებ ამავე კატეგორიაში საკმაოდ ვრცელი და საინტერესო თემები არსებობს, მაგრამ ამ თემის ცალკე შექმნა საჭიროდ ჩავთვალე რამდენიმე მიზეზის გამო: 1) გვინდა ლინუქსის დაყენება, მაგრამ ფიზიკურად არ გვაქვს USB flash drive ან ცარიელი CD/DVD დისკი. 2) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ ჩაწერა არ გამოგვდის ტექნიკური თუ სისტემური მიზეზით 3) გვაქვს USB flash drive ან ცარიელი დისკები, მაგრამ საინსტალაციოს შექმნა არ გვინდა, გვეზარება ან დისკი თუ ფლეშკა გვენანება ( ეს უკანასკნელი მე პირადად ხშირი გამოყენების შედეგად გამოუსადეგარი გამიხდა ) ლინუქსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მარტივი დისტრიბუტივის Ubuntu-ს ინსტალაცია არავითარ პრობლემას და განსაკუთრებულ სიძნელეს არ წარმოადგენს რიგითი მომხმარებლისთვის. ასევე მარტივია უბუნტუს დაყენება ჩამტვირთავი მოწყობილობის გარეშე პირდაპირ ვინდოუსიდან. ამისთვის გვჭირდება: ა) პროგრამა UNetbootin ბ) Ubuntu-ს საინსტალაციო ISO ფაილი გ) დრო, სურვილი და მონდომება მას შემდეგ, რაც გადმოვწერთ ჩვენთვის სასურველი ვერსიის საინსტალაციო ფაილს და პროგრამა UNetbootin-ს, რომელიც ზომით საკმაოდ მცირეა, ხოლო გამოყენების მხრივ მარტივი და პრაქტიკული, უბრალოდ ადმინისტრატორის უფლებით გავუშვებთ ( ინსტალაცია არ სჭირდება ) Distribution-ის ნაცვლად ვირჩევთ Diskimage ავირჩევთ გადმოწერილ ISO ფაილს Type-ში USB flash drive -ის ნაცვლად ვირჩევთ Hard Disk Drive: ვუთითებთ C დისკს ( სადაც ვინდი აყენია ) და ბოლოს OK. Unetbootin საინსტალაციო ISO ფაილს ჩაწერს C დისკზე ( დააყენებს, როგორც ჩვეულებრივ პროგრამას ) რასაც 1 წუთზე მეტი არ სჭირდება ხოლმე ( დრო დამოკიდებულია ISO ფაილის ზომაზე ) როდესაც ჩაწერა დასრულდება გადავტვირთავთ სისტემას და ბუთ მენიუში გვექნება არჩევანის საშუალება Windows 7, 8, 10 -თან ერთად გაჩნდება Unetbootin. არჩევის შემდეგ ვაჭერთ TAB-ს და მენიუდან ვირჩევთ Install Ubuntu დანარჩენი ინსტალაციის პროცესი სტანდარტულია და იგივეა, რაც ამ თემაშია აღწერილი როდესაც უბუნტუს დაყენებას მოვრჩებით და ლინუქსში ძრომიალი მოგვწყინდება ვინდზე ჩატვირთვის შემდეგ უბუნტუს საინტალაციო მარტივად შეგვიძლია წავშალოთ ( შემდეგ გადატვირთვაზე ხელახლა დაყენება რომ არ შემოგვთავაზოს ან ბუთ მენიუში არ გამოგვეჩხიროს თვალში ) დაყენებული პროგრამებიდან, ამისთვის საკმარისია უბრალოდ My Computer ან This PC-ში შევიდეთ, შემდეგ Uninstall or change a program და ჩამონათვალში Unetbootin ვიპოვოთ შემდეგ კი Uninstall ყურადღება! * აღნიშნული მეთოდი დატესტილი მაქვს მხოლოდ უბუნტუზე, მაგრამ წესით ჩვეულებრივად უნდა იმუშაოს ლინუქს მინტზე, შესაძლოა დებიანზეც და რამდენიმე სხვა დისტროზე. უკლებლივ ყველაზე არ მუშაობს. * უბუნტუს ინსტალაციის პროცესში C დისკის დაფორმატება არ მიუთითოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული სისტემაც წაგეშლებათ და უბუნტუს საინსტალაციოც.
    1 point
  3. ჩემს 30 ევროიანს გავს მთლა
    1 point
  4. სისულელეა დაიკიდე XP-ზე მახსოვს 1 კვირაში 20%-ზე ჩამოდიოდა ხოლმე ევერესტში რომ ვნახულობდი
    1 point
  5. ამ ადამიანმა იკითხა მაინც ჩემმა თანამშრომელმა არ იკითხა მაინერი 3 ფაზაზე ჩართო
    1 point
  6. Atmega32U4 ეს ჯობია. ჩაშენებული მხარდაჭერა აქ USB-ს. მაგაზე დაფუძნებულ მინი ვერსიებს როგორც წესი აქვთ USB კაბელის მისაერთებელი და დასაპროგრამებლად არ ჭირდებათ ცალკე USB serial გადამყვანი. ასევე მათ შეუძლიათ USB keyboard ან mouse-სად მიუერთდნენ კომპიუტერს. ანუ HID-ს ემულაცია რა. კონტროლერიც შეგიძლია ააწყო მაგით. Arduino leonardo-ს აქვს ეგ ჩიპი. UNO-ს არ აქვს ეგ. გააჩნია რისთვის გინდა თუ ზემოთ ჩამოთვლილი საქმეებისთვის გინდა რათქმაუნდა ეგ მესამე ვარიატი ჯობია. ისე მონაცემებსაც გადავხედე და ოდნავ უკეთესია RAM-შიც როგორც ჩანს. მოკლედ ეგ ჯობია რა. ჩამომივიდა nRF24L01-ები და arduino pro mini და პატა პროექტსაც დავდებ გამოგადგებათ. nRF24L01 + arduino UNO - დან ინფორმაციის გადაცემა nRF24L01 + arduino pro mini-ზე. nRF24L01 არის მოდული რომელსაც შეუძლია სიგნალის გადაცემა და მიღება. მუშაობს 2.4 GHZ_ზე. მოკლედ მიაერთებთ nRF24L01-ს UNO-სა და pro mini-ზე შემდეგნაერად Pin 9 -----------CE Pin 10 --------- CS(N) Pin 11 ---------- MOSI Pin 12 --------- MISO Pin 13 ---------- SCK 3.3v ------------- VCC GND ------------ GND გადამცემ მოწყობილობაში ჩაწერთ ამ კოდს Transmitter მიმღებში ამ კოდს Receiver ორივე ჩართეთ და სერიალ მონიტორით შეძლებთ arduino-ს software-დან დაკვირვებას. გადამცემი დაბეჭდავს "message sent" ხოლო მიმღები "Hello World" ესეც მარტივი გზა უკაბელოდ ინფორმაციის გადასაცემად. შემდგომში შესაძლოა გაუმჯობესება, იმის გაგება რომ მიმღებმა ნამდვილად მიიღო ჩვენი გაგზავნილი ინფორმაცია და ა.შ. და ამ კავშირის ტემპერატურის ტენიანობის ან რამე სხვა ინფორმაციის გადასაცემად გამოყენება.
    1 point
  7. ხვალ საღამომდე თუ მოიცდის ეგ ამბავი წამოვიღებ სამსახურიდან ჯეკმეიკერს და გავაკეთოთ. თუ არადა ხელით ჩასმაც შეიძლება, როგორც გოგლამ დაწერა. ბევრჯერ გამიკეთებია ეგ ადრე ჯეკმეიკერი რომ 60-70 ლარი ღირდა იმ დროს. 10-15 წლის უკან )))
    1 point
  8. $-ით თუ გინდათ ყიდვა, cex.io-ზეა რიპლი. სხვა კრიპტოვალუტით - bittrex.
    1 point
  9. მე მაგათი ********************************* გავყიდე რიპლი იმის იმედად რომ კიდევ დაიწევდა კურსი და მერე ვიყიდიდი ეგრეც მოხდა და ამ სალობიემ შეიტყაპუნა ჩემი რიპლი, აღარ მაყიდიდა დაბალ კურზსე არ ყავს ქვეყანას პატრონი თორე ასეთი "ღრუზინული კანტორები" დასახურია ყველა!
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.