Jump to content

Leaderboard

  1. George

    George

    გლობალ-მოდერი


    • Points

      3018

    • Posts

      102672


  2. Magdalena

    Magdalena

    სოციალური მედიისა და ქონთენთის მენეჯერი


    • Points

      1956

    • Posts

      5809


  3. Gogla1990

    Gogla1990

    მოდერატორი


    • Points

      1236

    • Posts

      19525


  4. david_888

    david_888

    წევრი


    • Points

      1136

    • Posts

      16996


Popular Content

Showing content with the highest reputation since 01/23/18 in all areas

  1. რაპტორა ანუბისი ვესტსაიდერი გილოცავთ ახალ წელს
    9 points
  2. დიდი მადლობა ყველას ავაწყე ყველაფერი მუშაობს ისე როგორც საჭიროა ~~ ახალი დინამიკები არ მაქვს ამაზე მიდგმული ტელევიზორზე წავიღე და ამისთვის რამე მაქვს საყიდი
    8 points
  3. გამარჯობა მეგობრებო, დიდი ხანია მსგავსი არაფერი გამიკეთები და უცბათ გადავწყვიტე გამეტესტა ჩემი ვიდეო ბარათი თამაშებში, თუ რა შეუძლია ამ დროისთვის ყველაზე ძლიერ კარტას წითლებიდან. თვითონ ბარათი არის საკმაოდ ლამაზი, სადა და გრილი, HOT SPOT მაქსიმუმი ასულია 86 გრადუსზე, GPU ტემპერატურა 70, მოიხმარს 455ვატამდე. სიმძლავრეზე კიდე ვერ ვიტყვი ჯერ ვერაფერს რადგან როგორც შევატყე, დრაივერები მთლად დახვეწილი ვერაა და ჩემის აზრით რაც უნდა შეეძლოს ამ კარტას ის ვერ შეუძლია ( მე დამრჩა ესეთი შთაბეჭდილება) არადა GPU-Zს თუ დავხედავთ მომავალი აქვს წონა არის 1900გრამი, იკავებს 3,5 სლოტს, სიგრძეში 36სმმდე, სიგანე 13სმ. სახელი და გვარი XFX MERC310 Black gaming 7900XTX. ტესტები გავატარე 1440P ულტრა გრაფიკაზე, RT-OFF. Cyberpunk2077 ACValhalla FarCry6 hitman 3 HorizonZeroDawn Metro RDR2 SOTTR WatchDogsLegion ყველა თამაშს არ მოყვება მსგავსი ტესტები, ამიტომ ზოგიერთი გავაიუთუბე
    8 points
  4. ცოტა დიდი მაგიდა მინდა და მეორე მონიტორის მიდგმაც შეიძლება, 4კ რამე, ეს კი პროსტა სათამაშოდ
    8 points
  5. ზოტაკი უფრო ლამაზი იყო დდდ
    8 points
  6. ბაზარზე არსებული AMD Ryzen პროცესორების მრავალფეროვნება დიდია, თუმცა საწყისი დონის სისტემის აწყობის მსურველები იძულებულნი არიან დაიხარჯონ CPU Ryzen 3 1200-სთვის, ან დაკმაყოფილდნენ მოკრძალებული მწარმოებლურობის 28 ნანომეტრიანი APU A-Series/Bristol Ridge-თი. ამგვარი ვითარების გამოსასწორებლად დებიუტირებს Athlon 200GE, რომელიც შეიცავს Zen-ის ორ, 14 ნმ-იან ბირთვს, Radeon RX Vega 3-ის გრაფიკას და ღირს 55$. პირველი Athlon/Zen მოიცავს GCN 5 (Vega) თაობის მხოლოდ 192 შეიდერ ბლოკს, მიუხედავად ამისა, მას მაინც შეუძლია „მსუბუქი“ თამაშების გაშვება 1280 × 720 რეზოლუციით, თამაშის შიდა გრაფიკის მინიმალური დეტალიზაციით. პროცესორს აქვს SMT ტექნოლოგიის მხარდაჭერა, მონაცემების გადამუშავება ხდება ოთხ ნაკადად, ტაქტური სიხშირეა 3,2 გჰც (დინამიური აჩქარება ვერ ხერხდება), დატვირთვისას გამოყოფილი სითბოს დონე - 35 ვატს შეადგენს. პროცესორი AMD Athlon PRO 200GE განკუთვნილია კომერციული პერსონალური კომპიუტერებისთვის, PRO ვერსიის შემთხვევაში გვაქვს GuardMI-ის მონაცემთა დაცვის ტექნოლოგია, პლატფორმის ელემენტების უცვლელობის სამწლიანი გარანტია და პროცესორის შეკვეთაზე ხელმისაწვდომობის გარანტია გამოსვლის დღიდან ორი წლის განმავლობაში. APU Athlon PRO 200GE-სა და Athlon 200GE-ს მწარმოებლურობა მსგავსია. ყოველ შემთხვევაში, მათი ძირითადი მახასიათებლები ერთმანეთის იდენტურია. Ryzen PRO-ს სერიის სამეული - Ryzen 7 PRO 2700X, Ryzen 7 PRO 2700 და Ryzen 5 PRO 2600 - წარმოადგენენ Ryzen 7 2700X-ის, Ryzen 7 2700-ისა და Ryzen 5 2600-ის ანალოგურ წინამორბედებს. უნდა აღინიშნოს,რომ Ryzen 7 PRO 2700X მოდელის სიხშირე (3.6/4.1 გჰც) შედარებით დაბალია, ვიდრე Ryzen 7 2700X-ისა - (3.7/4.3 გჰც). TDP დონე ორივე პროცესორს ერთნაირი აქვს - 105 ვტ. ახალი პროცესორები Athlon PRO და Ryzen PRO შევლენ Dell, HP და Lenovo-ს კომერციული პერსონალური კომპიუტერების შემადგენლობის სიაში. Процессоры AMD AM4 Ryzen 3 PRO 2200GE Ryzen 3 2200GE Athlon PRO 200GE Athlon 200GE Семейство Raven Ridge Техпроцесс, нм 14 Ядра/потоки 4/4 2/4 Частота, ГГц 3,2/3,6 3,2 L3-кеш, Мбайт 4 Контроллер DRAM DDR4-2666 н/д Встроенная графика Radeon RX Vega 8 Radeon RX Vega 3 Уровень TDP, Вт 35 Процессоры AMD AM4 Ryzen 7 PRO 2700X Ryzen 7 2700X Ryzen 7 PRO 2700 Ryzen 7 2700 Ryzen 5 PRO 2600 Ryzen 5 2600 Семейство Pinnacle Ridge Техпроцесс, нм 12 Ядра/потоки 8/16 6/12 Частота, ГГц 3,6/4,1 3,7/4,3 3,2/4,1 3,4/3,9 L3-кеш, Мбайт 16 Контроллер DRAM н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 н/д DDR4-2933 Уровень TDP, Вт 105 65 https://3dnews.ru/975027
    8 points
  7. ორი დღეა რაც მაქვს ეს სავარძელი და ძალიან მომწონს, კომფორტულია სასტიკად მთავარია 2 თვეში არ დაიშალოს :დ
    8 points
  8. ახალი თაობის პროფესიონალური ვიდეო ბარათის Quadro RTX-ის წარდგენიდან მცირე ხანში, NVIDIA უკვე მომავალ კვირაში წარადგენს ახალი თაობის სამომხმარებლო ვიდეო ბარათს და, როგორც ცნობილია, უკვე ორშაბათიდანვე ხელმისაწვდომი იქნება წინასწარი შეკვეთების გაფორმება. როგორც ცნობილია, პირველი შეკვეთები ევროპის მასშტაბით განხორციელდება. NVIDIA ეწევა აქტიურ სარეკლამო კამპანიას სოციალურ ქსელებში, აგრეთვე ის მაღაზიებიც, სადაც პროდუქტის შეძენა იქნება შესაძლებელი, აქტიურად აფორმებენ თავიან საიტებსა და სოციალურ ქსელებს ღია მწვანე ფერში, რაც შესატყვისობაშია NVIDIA-ს ლოგოტიპის ფერთან. NVIDIA მრავალ სიურპრიზს პირდება მომხმარებლებს GeForce Gaming Celebration-ის ფარგლებში, ამიტომ გამორიცხული არაა, რამოდენიმე სახის ვიდეო ბარათი იქნეს შემოთავაზებული. როგორც წყაროებიდან ხდება ცნობილი, GeForce RTX 2080-ის ფასი დაახლოებით 7000-8000 შვედური კრონი იქნება, რაც ნაკლებია GeForce 1080 Ti-ზე, თუმცა მეტია GeForce GTX 1080-ის ღირებულებაზე. აგრეთვე ცნობილი ხდება, რომ ვიდეო ბარათის სატესტო ვერსიების გავრცელება საკმაოდ შეზღუდული იქნება, ასე რომ მათ, ვისაც შეკვეთის გაფორმება რაც შეიძლება მალე სურს, ამის გაკეთება გატესტვის გარეშე მოუწევთ. 3dnews.ru
    7 points
  9. რაც ეს ქეისი დაანონსდა, მის მერე მაგაზე ვოცნებობდი :დ უბრალოდ ფასი 500$, წონაც 36კგ და განბაჟება, აყავდა 2500 ლარზე იბეიზე შემთხვევით ვნახე ტიპი, რომელსაც 100 ცალი Lian Li V3000 Plus ქონდა 200-220$, თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ რათგან მაგარი რეიტინგი ქონდა და აქტიური სელერი იყო, გავრისკე უმაგრესი რამეა, შეუდარებელია ახლა ეს ქეისი ჩემთვის უმაღლესი ხარისხის არის და მთავარი მიზეზი ჩემთვის რომ ძალიან, ძალიან ტევადია ახლა შიგნით აყენია 3 ცალი რადიატორი: 480მმ, 480მმ და 420მმ, თან ყველა სქელი რადიატორია ორი ცალია პომპა/რეზერვუარის კომბო და 14 ფენი, 4 კიდევ დაემატება ან 8 ცალიც თუ გავღორდი ახლა მესამე რადიატორზე ზემოთ არ მიყენია ფენები, მაგრამ წყლის ტემპერატურა თამაშის დროს არ ცდება 35ს მაინც, რაც ძალიან მაგარი შედეგია წყლის სისტემისთვის, ფენებსაც როცა დავაყენებ, ჩამოწევს კიდევ 1-2 გრადუსს, შეიძლება მეტსაც აწყობილი სისტემის წონა არის 50კგ-ზე მეტი
    7 points
  10. ესეც ჩემი ხელით გაკეთებული anti bezel-ები
    7 points
  11. დიდი პატივისცემა ამ თამაშს და კი გავუკეთე გრაფიკა შემიფასეთ აბა
    7 points
  12. ძაან ლამაზია და ამის გაწმედა 8ქნება ტვინის დღვნა, 25კილო გახდა მგონი, ფართი აქვს იმხელა იცეკვებ შიგნით დდდ
    7 points
  13. ბეტმენი სერიოზულ ვიდზეა პ.ს მოუხდა ახალი კარტა კეისს, თუმცა ან 2K მონიტორი მინდა ან რეალურად ზედმეტია ეს
    7 points
  14. ძლივს ხვალ ვაწყობ მონსტრს ვიდეო კარტის გარეშე ვიდეო კარტას rtx 4070 უნდა მოვასწრო რომ გამოვა შემოდგომას
    7 points
  15. შემდეგ კვირაში ველოდები წყლის ბლოკებს და რადიატორს, მერე დავდებ უკვე ბენჩებს სავარაუდოდ ჩამოვუვლი საიტის ყველა ბენჩმარკს ეს ჩემი გოგოს კომპი, ალბათ დავარეგისტრირებ აქ ფორუმზეც მალე :დ
    7 points
  16. ორი კვირა კომპის გარეშე, მეგონა უფრო გამიჭირდებოდა ლოდინად ღირდა თუმცა ეს ბატონი
    7 points
  17. ერთი კვირის წინ გავყიდე lian li pc011 dynamic სრულ წყალზე, ყველაფერი ანათებდა, თვით მაზერ-ცპუ-გპუ შნურებზეც argb განათება მეყენა, მაგის ვიდეოს ან სურათსაც დავდებ. ეს კი ახლა რაც მაქვს
    7 points
  18. HyperX Pulsefire Surge RGB შეემატა Setup-ს რომელმაც ჩაანაცვლა Pulsfire FPS, ასევე დავამატე 5.1 სისტემა (S-master-ის საუნდ პროცესორიანი ამპლიფაიერით), -- მარცხნივ ახალი მაუსი: -- 5.1 --
    7 points
  19. წინაისტორია: ჩემმა სამსახურმა "ჩამოწერა" ძველი კომპიუტერები და სერვერები. სანამ "დასაპრესად" გაუშვებდნენ, გადავხედე რამე ღირებული თუ იყო და ორი სისტემა ავარჩიე და ისინი თქვენს წინ არიან: Gigabyte GA-X79-UP4, Intel Core i7 3930k, DDR3 1600Mhz და Asus X99-A, Intel Core i7 5820k, DDR4 2666Mhz ვიდეოდაფები: 2 ცალი Zotac GTX 1080ti გაიტესტა მხოლოდ სლი ვარიანტში პროცესორი და ვიდეოდაფები "სტოკ" სიხშირეებზე: პროცესორები 4.4 Ghz-ზე, ვიდეოდაფები ოდნავ "ოვერქლოქზე": მუღამი და მიზანი იყო 4 way SLI X79 დედადაფაზე(ამ X99-ს არ აქვს 4 დაფის მხარდაჭერა) მაგრამ ვიდეოდაფები არიან AI-ზე ნამუშევარი 24/7-ზე და 9 ვიდეოდაფიდან ვერ შევარჩიე 4, რომ არ "დაქრაშულიყო" სლი-ში. ცალ-ცალკე გადიოდნენ ტესტს. ესა რაცაა. ბენჩმარკების განყოფილებაში ახალ ტესტების შედეგებს დავდებ სადაც 5820k-ს 8-თავიანი უფროსი ძმა-დევი 5960x ჩაანაცვლებს და თერმოინტერფესად Thermal Grizzly Conductonaut იქნება. ვეცდები მაქსიმუმი გამოვწურო ჰაერზე
    6 points
  20. და ბოლო ნაწილი ჩემი სისტემის RTX 3070Ti GameRock
    6 points
  21. ესეც მისი უდიდებულესობა
    6 points
  22. ესეც მონიტორი ჩემი ჰადესისთვის. 34 ინჩიანი Xiaomi Curved 34 inch 2K 144 HZ (Ultra Wide) საბოლოოდ კი გამოვიდა ასეთი, დარჩა ვიდეო ბარათი და დასრულდება ჩემი კომპიუტერული ვოიაჟი
    6 points
  23. მოკლედ სანამ 7900XTXსს ვიყიდი (თუ ნორმალური ფასი ექნება) დროებით დავითრიე უპუჭურესი და ჩასაყლაპი 6600
    6 points
  24. ისე რა ხელს გიშლის ეგ ფენი, მე სულ ჩართული მაქვს
    6 points
  25. როგორ არ აქვს ecc on დააყენე და გაჩარებული იქნება ფანი როცა გაცხელდება მერე დატრიალდება
    6 points
  26. ესეც ჩემი განახლებული მხეცი პატარძალიც ჩამოუვა 1 კვირაში (RTX 3070)
    6 points
  27. X570 Aorus Master Ryzen 9 5950X EKWB CPU monoblock სავარაუდოდ შეაბერდებიან ერთმანეთს, ასე რომ 6000/7000 სერიამდე არ გამოვცვლი
    6 points
  28. კაბელ მენეჯმენტიც მოვაწესრიგე და უკვე ახალ ვიდეოსთან ერთად ეხლა უკვე სრულყოფილი სისტემაა
    6 points
  29. პირველ რიგში მოგესალმებით დიდიხანია თემა არ გამიხსნია და მინდა Asus Republic of Gamers Phone წარმოგიდგინოთ. ყველა Gamer სთვის ცნობილმა და საყვარელმა კომპანიამ ASUS მა მობილურ სამყაროშიც გამოიჩინა თავი და წარადგინა თავისი ROG (Republic of Gamers) სმარტფონი, რომელიც უდაოდ უკონკურენტოა თავისი დიზაინით და რაღათქმაუნდა მონაცემებით. მობილური დაანონსდა 2018 წლის იანვარში ხოლო მისი გაყიდვაში ჩაშვება 2018 წლის შემოდგომას იგეგმება. სანამ მონაცემებზე გადავალ ჯერ კორპუსის შესახებ ვისაუბროთ როგორც გვპირდებიან მობილური იქნება წყალგაუმტარი. მობილურ ტელეფონს აქვს ალუმინის კანტი უკანა მხარე კი დაფარულია Gorilla Glass ის მინის ზედაპირით, მისი წონა 200 გრამს შეადგენს. მთლიანი კორპუსის ზომები ასეთია : (სიგრძე:158.5მმ) (სიგანე 76.2მმ) (სისქე 8.6მმ) რაც შეეხება მის მონაცემებს მას აქვს 6 ინჩიანი (1080x2160) AMOLED 90 Hz (1ms pixel response time) HDR ეკრანი უფრო გასაგები და ადვილად გამოსარჩევი რომ იყოს მონაცემებს ჩამოვწერ. სანამ დავიწყებ აქვე ავღნიშნავ რომ მან Antutu ში 304183 ქულა აიღო ჩიპსეტი : Chipset Qualcomm SDM845 Snapdragon 845 პროცესორი : Octa-core (4x2.96 GHz Kryo 385 Gold & 4x1.7 GHz Kryo 385 Silver) გრაფიკული ჩიპი : Adreno 630 ოპერატიული მეხსიერება : 8GB ელემენტი: 4000mAh მას არ გააჩნია Micro SD Card ის სლოტი რამაც პირადად მე გამაკვირვა თუმცა შეგიძლიათ შეიძინოთ 128 GB ან 512 GB ინტეგრირებული მეხსიერებით. ახალ ASUS ROG Phone ის უკანა მხარეს განთავსებულია 2 კამერა 12MP და 8MP phase detection autofocus , რომელიც ხელს უწყობს ახალი კადრის სწრაფ ფოკუსირებაში რაც ძალიან ეფექტური და პრაქტიკულია როგორც სურათების ასევე ვიდეოების გადაღებისას. მას შეუძლია გადაიღოს 4K UHD (3840 by 2160) გაფართოვების ვიდეო 30/60 fps (frame per second) ით მთავარი უკანა კამერებით - ხოლო წინა მხარეს განთავსებული აქვს 8MP კამერა. რაც შეეხება დინამიკებს მას აქვს სტერეო სისტემა რომლის არ ქონაც Gamer ებს იმედებს გაგვიცრუებდა. დამეთანხმებით Gaming ში ხმა არანაკლებ მნიშვნელოვანია როგორც FPS ასე რომ ამ სმარტფონში გვაქვს Stereo სისტემა რომელიც ხმას სუფთად და თანაბრად გაანაწილებს მარცხნივ და მარჯვნივ. მობილურს ექნება 2 Nano სიმ ბარათის სლოტი : Dual SIM dual standby Slot 1: 2G/3G/4G Nano SIM Card Slot 2: 2G/3G/4G Nano SIM Card ასევე Gaming სმარტფონს აქსესუარებიც ბევრი და საინტერესო მოყვება: კომპლექტში იქნება AeroActive Cooler რომელიც მობილურს დაეხმარება გაგრილებაში AeroActive Cooler - ს აქვს ქულერი, რომლის ბრუნიც შეგიძლიათ მობილურიდან აკონტროლოთ ასევე მას აქვს დამტენის პორტი AeroActive Cooler ის დაყენების შემდეგ მობილური შეგიძლიათ დატენოთ ისე რომ Gaming კონფორტული გახდეს და დამტენის შნურმა არ შეგაწუხოთ რაც ბევრად პრაქტიკულს გახდის თამაშს მობილურის დატენვისას ამის საიდუმლო კი ის არის რომ დამტენის პორტი შუაში ხვდება ასევე AeroActive Cooler ს აქვს 3.5მმ იანი ნაოშნიკების პორტიც რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია კომფორტისთვის. AeroActive Cooler მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. AeroActive Cooler სურათებისთვის გახსენით სპოილერი. ასევე ROG Phone ს მოყვება Mobile Desktop Dock : რაც თითქმის იდეალურ კომფორტს გვიქმნის მობილურის და Desktop კომპიუტერის ჰიბრიდის შექმნაში მისი საშუალებით შეგიძლიათ ითამაშოთ კლავიატურა და მაუსით როცა მობილური Dock ში დევს. მას აქვს HDMI, DisplayPort, LAN SD Slot პორტი და ასე შემდეგ სპოილერში იხილეთ სრულად. პირდაპირ ჩამოვწერ დოკის მონაცემებს : Mobile Desktop Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Mobile Desktop Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock: რაზეც უკვე სიტყვები ზედმეტია ამ დოკში ინტეგრირებულია მეორე ეკრანი მათთვის ვისაც მოსწონს თამაშების LIVE ში გაშვება twitch ზე ან სხვა Stream სერვერებზე მათთვის იდეალური კომფორტია. შეგიძლიათ თამაშის დროს თან twitch ზე იჩათაოდ და ასე შემდეგ. ასევე მას აქვს უკანა მხრიდან მარცხნენა და მარჯვენა მხარეს კნოპკები როგორც ჯოისტიკს. TwinView Dock ში მოთავსებულია 6000mAh იანი ელემენტი რომელიც ალბათ მეორე Screen ის გამოყენებისას აუცილებელიც კი იყო რათა უფრო ხანგრძლივი და სასიამოვნო იყოს თამაში TwinView Dock თან ერთად. TwinView Dock - ს აქვს 3.5მმ ყურსასმენების ჯეკი ასევე მას აქვს ახალი Type-C პორტი დასამუხტად და SD slot მეტი მეხსიერებისთვის. ასევე გათვალისწინებულია ის რომ თუ თქვენ TwinView Dock ში მოათავსებთ მობილურს დოკი თავისი 6000mAh იანი ელემენტით ტენის მობილურის 4000mAh ელემენტს. TwinView Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. TwinView Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock ანალოგ ჯოისტიკი Gamepad ი რომლის საშუალებითაც თქვენ გექნებათ სრულფასონავი Gamepad ი თქვენს მობილურზე. ასევე მას მოყვენა WiGig Dock რომელიც უკავშირდება TV - ს და თქვენ გექნებათ საშუალება ითამაშოთ მობილურიდან ტელევიზორზე Wireless ის საშუალებით. Gamevice Controller მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. WiGig Dock მონაცემებისთვის გახსენით სპოილერი. Gamevice Controller & WiGig Dock სურათებისთვის გახსენით სპოილერი. მობილურის და აქსესუარების რეალურ სურათებსაც შემოგთავაზებთ: მობილურის რეალური სურათები აქსესუარების რეალური სურათები: AeroActive Cooler Gamevice Controller Mobile Desktop Dock TwinView Dock ბოლოს კი ვიდეო მიმოხილვა ... იმედი მაქვს თქვენც მოხიბლული დარჩით ამ სმარტფონით. მადლობა ყურადღებისთვის. თემის სხვა პორტალზე დაკოპირების შემთხვევაში მიუთითეთ წყარო : Overclockers.ge თემის ავტორი @zaqrinio
    6 points
  30. იმედია ფორუმის წესების დარღვევად არ ჩაითვლება, მეეჭვება Microsoft-ს აინტერესებდეს ეს პროდუქტები, ან რაიმე ფინანსური ზარალი მიადგეთ ორიგინალი სტატია შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://medium.com/@dgurney/so-you-want-to-generate-license-keys-for-old-microsoft-products-a355c8bf5408 სურათებიც გამოყენებულია აღნიშნული სტატიიდან აქ დავწერ მოკლე, ძირითად ინფორმაციას ძირითადი წესია, რომ კოდის შესაყვანი სეგმენტების ციფრების ჯამი (ცალ-ცალკე სპეციფიკური სეგმენტების) უნდა იყოფოდეს 7-ზე უნაშთოდ თუმცა, არის გამონაკლისებიც: CD-key გენერაცია თუ 2 სეგმენტია და ერთი 3 რიცხვიანი, ამ შემთხვევაში პირველი 3 რიცხვია ნებისმიერი რიცხვი 000-999 მდე სამივე ერთნაირი ციფრი არ იმუშავებს, (000; 111; 222...) რამე სხვა უნდა ჩაწეროთ მეორე სეგმენტში უკვე მუშაობს ციფრების ჯამის 7-ზე გაყოფის წესი მაგალითად Windows NT-სთვის თუმცა მეორე სეგმენტში 7-იანის წესთან ერთად არის მეორე შემოწმებაც: თუ მეორე სეგმენტის ბოლო ციფრი არის 0 ან ≥ 8, კოდი არ იმუშავებს, თუნდაც 7-ზე უნდაშთოდ იყოფოდეს OEM ლიცენზიის შემთხვევაშიც არის დამატებითი წესები: კოდი არის ამ ფორმატის: XXXXX-OEM-XXXXXXX-XXXXX პირველი სეგმენტია თარიღი, დეტალურად: პირველი სეგმენტია ე.წ ორდინალური ფორმატის თარიღი - დღის ნომერი წელიწადში (ნებისმიერი 001-დან 366-მდე) ბოლო 2 კი არის წელი 95-03 შუალედში მეორე სეგმენტია OEM მესამე სეგმენტი: 7-ზე გაყოფის წესი მოქმედებს, დამატებითი წესია რომ რიცხვი უნდა იყოფოდეს 0-ზე, ხოლო ბოლო რიცხვი არ უნდა იყოს 0, ან 8 და მეტი მეოთხე სეგმენტი: ნებისმიერი, შესაბამისი სიგრძის ეს ინფორმაცია ამოიღეს გაჟონილი Windows NT კოდიდან, მუშაობს Windows 95/NT-ზე რა თქმა უნდა დიდი პრაქტიკული გამოყენება არ აქვს, გარდა აკადემიური ინტერესიას,თან სახალისოა ძველი Windows-ის ინსტალაციისას რეტრო სისტემაზე კოდს რომ გამოიცნობ მარტივად მაგალითად CD Key: 123-707 OEM-Key: 00195-OEM-0707-123
    6 points
  31. ჩამოვიდა როგორც იქნა ძალიან დიდია და გამიმართლა რომ კეისიც დიდია
    6 points
  32. ესეც ჩემი ახალი კომპის სურათები შევცვალე რგბ სტრიპები და ფანები ვიდეო კარტა და ყველაფერი დასინკულია ასევე მაზერი შევცვალე. 1)Cpu: Ryzen 5 2600X 2)MB: MSI B450 Carbon Gaming PRO AC 3)GPU: RX 580 MSI GAMING X 4GB 4)RAM: G Skill Triden Z RGB 2x8 16GB 3200mhz 5)SSD: Samsung 970 EVO NVME m2 6)PSU: EVGA GQ 1000W GOLD 7)cooler: AMD Wraith Prism Wraith RGB 8)CASE: ZALMAN Z9 Neo Plus 9)ARGB FAN and STRIP EZDY FAB 120MM
    6 points
  33. ეს თემა ცოტა არ იყოს ჩაკვდა... ამიტომაც შემოგთავაზებთ ჩემი ხელით გაკეთებულ მოდინგს, მინდა ამით წავახალისო ენთუზიასტები და ამავდროულდ მეც ვნახო სარგებელი. მოკლედ მივუდექი თემას სერიოზულად და ვცდილობ წამოვიწყო ბიზნესი, კერძოდ, ვისაც სურვილი აქვს ქონდეს ლამაზი ქეისი, შეუძლია მომმართოს და შევთავაზებ დიზაინს, რომლის მოწონების და დასტურის შემთხვევაში მოვიყვან გეგმას სისრულეში! ამ კონკრეტულ თემაში გთავაზობთ პროექტს WASP (კრაზანა) . ვეცადე რაღაც განსხვავებული და ახალი გამეკეთებინა (მოდინგი საზღვარგარეთ ახალი ხილი ნამდვილად არაა, საქართველოში კი ცოტა ქიქსტარტი ჭირდება), იმედი მაქვს მოგეწონებათ... თავდაპირველი სახე : დასრულებული ქეისი, ხელით ნახატი კონცეპტით! ესეც ვიდეო მთელი სამუშაო პროცესის თვალსაჩინოებისთვის P.S ქეისი იყიდება, დაინტერესებულმა ადამიანებმა მომწერეთ პმ.
    6 points
  34. კომპანია AMD საზოგადოებას დაჰპირდა, რომ შემდეგი წლისთვის გამოუშვებს ვიდეო ბარათებს ახალი არქიტექტურით - Navi. YouTube-არხის, AdoredTV-ის წყალობით უკვე ცნობილი გახდა სამი ახალი ვიდეო ბარათის შესახებ პირვანდელი ინფორმაცია. ცნობილია, რომ თავდაპირველად Navi-სერიაში გამოვა სამი ვიდეო ბარათი, რომელთა ოფიციალურად წარდგენა მოხდება CES 2019-ზე იანვრის დასაწყისში. წყაროს მიხედვით, მათი სახელწოდებები იქნება Radeon RX 3080, RX 3070 და RX 3060. გამოდის, რომ როგორც ვიდეო ბარათები, ასევე ახალი თაობის AMD Ryzen-პროცესორები 3000-სერიას მიეკუთვნება. მომავალი AMD Navi ვიდეო ბარათების მახასიათებლები მეტად პერსპექტიულად და იმედისმომცემად გამოიყურება, რაღა თქმა უნდა, თუკი გაჟონილი ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ყველაზე „უფროს“ მოდელს - Radeon RX 3080 ბარათს ექნება 7-ნანომეტრიანი გრაფიკული პროცესორი Navi 10 და 8 გიგაბაიტი GDDR6 მეხსიერება, TDP – 150 ვტ. თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია ფასი - სულ რაღაც 249 დოლარი. ეს ფაქტი ადასტურებს ამ დრომდე არსებულ ინფორმაციას, რომ Navi-სერიის ფარგლებში პირველ ეტაპზე გამოვიდოდა საშუალო ფასის მქონე მოდელები. რაც შეეხება წარმადობის დონეს, წყაროს ინფორმაციის მიხედვით, ახალი ვიდეო ბარათი წარმატებით შეძლებს კონკურენცია გაუწიოს NVIDIA GeForce RTX 2070 ბარათს. ცნობილია, რომ Radeon RX 3080 დაახლოებით 10-15%-ით აღემატება Radeon RX Vega 64-ს. ასევე, 249 დოლარის ღირებულების გათვალისწინებით, ჯამში საკმაოდ მიმზდველად გამოიყურება. AMD-ს მორიგი ვიდეო ბარათი იქნება Radeon RX 3070. იგი აგებული იქნება Navi 12 გრაფიკულ პროცესორზე, ექნება 8 გბ GDDR6 მეხსიერება, TDP-ის დონე კი მხოლოდ 120 ვტ. ეს ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით GeForce GTX 1070-ის დონისაა და შესაძლოა ჯერ არგამოსულ GeForce RTX 2060-საც გაუწიოს კონკურენცია. Radeon RX 3070 ვიდეო ბარათის ფასი 199 დოლარი იქნება. და ბოლოს, ყველაზე „უმცროსი“ წარმომადგენელი Navi-ს თაობიდან იქნება Radeon RX 3060. მასაც ექნება GPU Navi 12, მხოლოდ რამდენადმე შემცირებული ვერსიით, ასევე - 4 გბ GDDR6 მეხსიერება, TDP – 75 ვტ. ვიდეო ბარათს არ ექნება დამატებითი კვების კონექტორის საჭიროება. Radeon RX 3060 ვიდეო ბარათი წარმადობის თვალსაზრისით იმყოფება Radeon RX 580-ისა და GeForce GTX 1060 ბარათების დონეზე, აგრეთვე იგი კონკურენციას გაუწევს მომავალ GeForce GTX/RTX 2050-ს. მისი ღირებულება იქნება 129 დოლარი. რა თქმა უნდა, ზემოთხსენებული მთელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ. თუმცა საზოგადოებისთვის სასურველი იქნება, თუ AMD კიდევ უფრო სერიოზულ კონკურენციას გაუწევს NVIDIA-ს. https://3dnews.ru/979179
    6 points
  35. საიტ hexus.net-ის მიხედვით, AMD-ის მთავარმა ტექნიკურმა დირექტორმა მარკ ფეიფერმასტერმა (Mark Papermaster) მისცა ვრცელი ინტერვიუ კომპანიის გეგმების შესახებ. იგი შეეხო საკითხსაც, რომლის თანახმადაც კომპანია აპირებს 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლას. ფეიფერმასტერის განცხადების მიხედვით, კომპანია AMD-ს პრაქტიკულად მთელი ძალები ამ დროისათვის მიმართულია ახალი ტექპროცესორების დანერგვის დაჩქარებისკენ, ასევე პროცესორებისა და ვიდეო ბარათების მიმართ. თავდაპირველად, AMD გეგმავდა გამოეშვა ახალი ვიდეო ბარათი VEGA 7 ნანომეტრიანი ტექპროცესორის ბაზაზე 2019 წლის პირველ ნახევარში, თუმცა, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კომპანიამ გადაწყვიტა ახალი ვიდეობარათების გამოშვების ვადა ამა წლის ბოლოსაკენ გადმოეწია. ჯერჯერობით საუბარი მიდის პროფესიონალური ამაჩქარებლის შესახებ 32 გბ-იანი ვიდეომეხსიერებით და მისი სახელწოდება იქნება “Radeon Vega Instinct GPU”. საერთო ჯამში, AMD დაპირებას იძლევა, რომ ყველა ახალი 7 ნანომეტრიანი პროდუქტი ორმაგად ენერგოეფექტური და 35%-ით უფრო მაღალპროდუქტიული იქნება წინა თაობის ნიმუშებთან შედარებით. რაც შეეხება პროცესორების სეგმენტს, 2019 წლისთვის იგეგმება გადასვლა 7 ნანომეტრიან სერვერულ პროცესორზე - EPYC, რასაც შემდეგ უკვე მიჰყვება Ryzen-ის პროცესორების ახალი ლაინაფი განახლებული ტექპროცესით. კომპანიის ტექნიკური დირექტორის განცხადების თანახმად, 7 ნანომეტრიან ტექპროცესორებზე გადასვლის დაჩქარებით კორპორაცია AMD კიდევ უფრო გაიმყარებს პოზიციებს ბაზარზე ამ მიმართულებით. overclockers.ru
    6 points
  36. მოგესალმებით მეგობრებო, დიდი პაუზის შემდეგ მინდა შემოგთავაზოთ სიახლე, რომელიც ეხება ყველასათვის ნაცნობ კომპანია G.SKILL-ს და მის ახალ DDR4 ოპერატიული მეხსიერების მოდულს, რომელიც ამ ეტაპზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფია. Trident Z RGB სერიის 16GB (2x8GB) DDR4 ტიპის მოდულებს ამ ეტაპზე ყველაზე მაღალი 4700 MHz სიხშირე აქვს, ტაიმინგებით CL19-19-19-39, ვოლტაჟი 1.45V. აღნიშნული მეხსიერების მოდულების სერია ჯერ კიდევ 2016 წელს ვიხილეთ და იმ დროისთვისაც ყველაზე მაღალი DDR4-4266 MHz სიხშირით, წელს კომპანიამ გადაწყვიტა გაეახლებინა მისი ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტი. მოცემული მოდულები დაიტესტა: MSI Z370I GAMING PRO CARBON AC დედა-დაფაზე, Intel Core i7-8700K პროცესორთან ერთად. მეხსიერების მოდულები გაყიდვაში წლის მეორე კვარტლიდან იქნება !
    6 points
  37. კეისი მაქვს გასაწმენდი და კვების ბლოკსაც ჩავანაცვლებ ბარემ, კარტაზე თერმოპასტის გამოცვლაც რა ხანია მინდა და სულ მეზარება, ეჰ... ვბერდები მგონი
    5 points
  38. 1 სექტემბერს გამოვიწერე და ჯერ გუშინ ჩამოვიდა [emoji24]
    5 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.