Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/21/17 in all areas

  1. თითქმის მოვრჩი ჩემი Master PC აწყობა მთავარი PC: CPU: i7 6800K@ 4Ghz, RAM: Corsair Vengeance LPX 16GB (4x4GB), MB: Sabertooth X99, Video: Gigabyte GTX 1070 XtremeGaming, SSD: 850 Evo 128GB, HDD: 2TB Segate Barracuda Green, PSU: Arkangel 850W, Cooler: MAELSTROM 240T, Monitor: Asus MG278Q 2K Keyboard: AZIO MGK 1-K, Mouse: Logitech G602, Speakers: Razer Leviathan 5.1 ნოსტალგიური PC (Windows 7 & Windows XP) იგივე მონიტორზე CPU: Xeon E5450@ 3Ghz, RAM: 2X G Skill Ripjaws 1333 DDR3 (2X4Gb), MB: Gigabyte GA-G41MT-S2 v1.3 , Video: PNY GTX 760 2GB, PSU: Delta 480W, Cooler: AMD ქულერი (მოდელი არ ვიცი, თვითნაკეთი ბრეკეტებით) და ახალი ჰობი, რეტრო PC ძველი თამაშებისთვის Pentium 945 3.4 Ghz, 2GB DDR2 RAM, ATI X550 256 MB, Windows 2000 (სურათზე ATI ბარათი მოხსნილია, iGPU-ს ვტესტავ რეტრო კლავიატურა (მაუსიც მაქვს როლიკიანი IBM-ის , მაგრამ ცუდად მუშაობს და არ ვიყენებ) და ცოტა შეუსაბამო (გარჩევითობის თვალსაზრისით) მონიტორი (მორჩენილი ჩემი პირველი კომპიდან) თუ ვინმეს გაქვთ 1024X768 მონიტორი თუდაც 17 იანი, DVI კონექტორით გაგიცვლით 1440X900 გარჩევითობითაა 75 ჰერცზე და ბოლოს ახალი შენაძენი e-bay დან, რეტრო ლეპტოპი IBM ThinkPad T42 (მგონი უკვე Lenovo-ს გამოშვებაა, თუმცა კლასიკურ IBM-ის დიზაინს და ლოგოს იყენებს ჯერ კიდევ) 50$ ად კარგი ლოტი ჩავიგდე (XP დავაყენე ოღონდ მალევე, Win 2000 ზე Wifi ვერ ავამუშავე რატომღაც) ესეც მთლიანი პაკეტი (მარტო ჩანთა ღირს მაგ ფასი მგნი
    1 point
  2. უნდა გატესტო ჯერ, დიდი შანსია არ შეეწყონ. 2x4გბ კიტი უნდა დააყენო თუ გინდა რო მშვიდად იყო
    1 point
  3. თუ გამოწერა გინდა კი გითხარი აგერ ვართქო, გეთქვა და მივიღებდი მაგ აუქციონში მონაწილეობას
    1 point
  4. ვუთხრათ არა ვინჩესტერს
    1 point
  5. მალე მონიტორი ჩამოვა და მივალამაზე
    1 point
  6. გამარჯობა ძვირფასო ფორუმო... გუშინ რაღაც გეგმებს ვაწყობდი და აღმოვაჩინე, რომ ერთი საჭირო სტატია გამომრჩენია... თერმოპასტებს ვგულისხმობ. ამიტომ ახლა ამ შეცდომის გამოსწორებას $#^#(|დები... 1. დანიშნულება თერმოპასტა (Thermal paste/grease/compound/ Heat paste) არის ნახევრადთხევადი ნივთიერება, რომელიც თბოგამტარობას აუმჯობესებს. მას ძირითადად ელექტოტექნიკაში იყენებენ რადიატორსა და ელექტროსქემის კომპონენტებს შორის უკეთესი თბოგაცვლის მისაღწევად... როგორც იცით, არც რადიატორის და არც პროცესორის ზედაპირები ხშირ შემთხვევაში არ გახლავთ იდეალური: ასეთი ზედაპირების ერთმანეთზე მორგებისას მათ შორის წარმოიქმნება სიცარიელე, რომელიც რათქმაუნდა ჰაერითაა ამოვსებული: ჰაერი კი ლითონზე 8000-ჯერ უარესი თბოგამტარობით ხასიათდება და ცხადია სქემის კომპონენტის (მაგ. პროცესორის) გაგრილების ხარისხი იკლებს. სიცარიელის ამოსავსებად ზედაპირების გაპრიალებასაც მიმართავენ ხოლმე და ხშირ შემთხვევაში რადიატორების "მუშა" ზედაპირი სარკესავით პრიალაც კია: მაგრამ როგორც უნდა გავაპრიალოთ ზედაპირი, იგი იდეალურად სწორი მაინც არასდროს იქნება და სწორედ დარჩენილი სიცარიელის ამოსავსებად გამოიყენება თერმოპასტა. 2. ტიპები დღესდღეობით გავრცელებული თერმოპასტების ტიპებია: კერამიკული - ასეთი ტიპის პასტებში კერამიკული ფხვნილი და სილიკონი ერთმანეთშია არეული. მის შემადგენლობაში შედის: ბერილიუმის ოქსიდი (BeO), ალუმინის ნიტრიდი (AlN), ალუმინის ოქსიდი (Al2O3), თუთიის ოქსიდი (ZnO) და სილიკონის დიოქსიდი (SiO2). რადგან კერამიკული პასტის შემადგენელი ნივთიერებები თეთრი ფერისაა, პასტაც თეთრი გამოდის: ლითონის შემცველი - ამ ტიპის თერმოპასტა შეიცავს ლითონს, როგორც წესი ალუმინს, ან ვერცხლს. იგი წინაზე უკეთესი თბოგამტარობით ხასიათდება, მაგრამ ფასიც მეტი აქვს. ნახშირბადოვანი - ამ ტიპის თერმოპასტა შეიცავს ნახშირბადის ბოჭკოებს, ან ალმასის მტვერს. ფასზე არაფერს ვამბობ. თხევადმეტალიანი - ასეთი თერმოპასტები გალიუმის ნარევისგან მზადდება. არის იშვიათი და ძვირადღირებული (თუმცა Power_VANO-ს სექს-შოპში იყო თავის დროზე ) უკანასკნელის გარდა ყველა ტიპის თერმოპასტებში შერეულია მინერალური ზეთი, ან სილიკონი საცხი, რათა თერმოპასტა პლასტიური გახდეს. გარდა ტიპებისა თერმოპასტის ხარისხს შემდეგი მახასიათებლები განსაზღვრავს: 1. რამდენად კარგად ავსებს იგი სიცარიელეებს. 2. რამდენად კარგად ეწებება იგი მუშა ზედაპირებს. 3. კარგავს თუ არა კონსისტენციას ტემპერატურის ცვლილების შედეგად. 4. რამდენად კარგად უძლებს დროს (ანუ ხომარ ხმება). 5. რამდენად კარგი დიელეკტრიკია (ანუ ღმერთმა დაგვიფაროს და შემთხვევით ხომარ ატარებს დენს). 6. ხომარ იჟანგება, ან ხომარ ჟანგავს მუშა ზედაპირებს. დაბოლოს, თუკი ვინმემ არ იცით, როგორ წაუსვათ თერმოპასტა პროცესორს, იმედია ეს ვიდეორგოლი დაგეხმარებათ. კარგად წასმული თერმოპასტა დაგეხმარებათ პროცესორის ტემპერატურის შემცირებაში და დაახლოებით ორ წელიწადს გაძლებს. დღესდღეობით ტერმოპასტების ერთ-ერთი საუკეთესო მწარმოებელია კომპანია Arctic Silver. მისი პროდუქციიდან აღსანიშნავია: Arctic Silver 5 (AS5) - მაღალი სიმჭიდროვის მქონე ვერცხლის, თუთიის ოქსიდისა და ალუმინის ოქსიდის შემცველი თერმოპასტა, რომელიც კომპანიის ყველაზე პოპულარული ნაწარმი გახდა. იგი სილიკონს არ შეიცვს. თერმული წინაღობა 25 მიკრომეტრის სისქის ფენისთვის უდრის 2.9 mm²•K/W-ს. Céramique - მაღალი სიმჭიდროვის მქონე ალუმინის ოქსიდის, ბორის ნიტრიდის და თუთიის ოქსიდის შემცველი თერმოპასტა. იგი აბსოლუტური დიელექტრიკია (ანუ არც ატარებს და არც აგროვებს ელექტრულ მუხტს), ამიტომ საუკეთესოა იქ, სადაც საჭიროა ელექტროიზოლაცია. თერმული წინაღობა 25 მიკრომეტრიანი ფენისთვის უდრის 4.5 mm²•K/W-ს. Arctic Alumina - AS5-ის ანალოგიური თერმოპასტაა, მაგრამ მისგან განსხვავებით "ალუმინა" დაბალი სიმჭიდროვის ნაწილაკებს შეიცავს. თერმული წინაღობა 25 მიკრომეტრიანი ფენისთვის უდრის 6.5 mm²•K/W-ს. Arctic Silver Thermal Adhesive - ვერცხლის ნაწილაკების შემცველი "თერმოწებო". ატარებს ელექტროენერგიას, ასე რომ კარგად დაფიქრდით სად უსმევთ... Arctic Alumina Thermal Adhesive - კერამიკული "თერმოწებო". არ ატარებს ელექტროენერგიას. ArctiClean - ყველა ზემოხსენებული ნივთიერების მოსაშორებელი სითხე. გმადლობთ ყურადღებისთვის. პატივისცემით, მიხეილ რ.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.