Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/16/15 in all areas

  1. ნაბოზარი გრაფიკით GTA ვისუნდა? https://www.gta5-mods.com/misc/gta-v-nabozar-graphics
    2 points
  2. კომპანია HIS განაცხადა ახალი ვიდეო ბარათის შესახებ Radeon HD 7970 IceQ X2 GHz Edition კოდით H797QMC3G2M 28nm რომელიც დაფუძნებული იქნება 7970Ghz edition მოდელზე. ვიდეო ბარათი ყენდება PCI Express 3.0 x16 ლოტში და გააჩნია უკეთესი ენერგო მოხმარება ვიდეო ბარათის გაგრილებაზე ზრუნავს ალუმინის დიდი რადიატორი და ორიცალი 89mm-იანი ქულერი ძირითადი გრაფიკული ბირთვის სიხშირე შეადგენს 1000mhz-ს და შესაძლებელია მისი აწრაფება 1050mhz-მდე AMD PowerTune-თი. ვიდეო ბარათი არის 3072mb-იანი 384ბიტით (GDDR5) და თავსებადია DirectX 11.1-ის მიმართ. მოსალოდნელია, რომ აშშ-ში პროდუქტი გაიყიდება დაახლოებით $ 450-ად. ზუსტად 700X400-სზე ვერ ვნახე
    1 point
  3. ძველები ნახე რამოდენიმე, ან ის რომლითაც ადრე თამაშობდი
    1 point
  4. http://www.destructoid.com/amd-was-so-angry-at-geralt-s-hair-it-made-an-open-source-graphics-api-for-developers-327197.phtml როგორც ამ სტატიაში წერია, NVIDIA-ს ქსკლუზიური ფუნქციები (ვიზუალურ/გრაფიკული), რომლიდანაც გეიმ/სოფტ დეველოპერები თამაშებს და თამაშის კოდებს ქმნიან, არის კერძო საკუთრება და closed source. ისინი რათქმაუნდა მხოლოდ NVIDIA-ს ბარათებზე მუშაობენ და ამიტომაცაა რომ NVIDIA-ზე ოპტიმიზებული თამაშები, AMD-ს ბარათებს ვერ ერგება. ერთ-ერთი მაგალითა The Witcher 3-ში თმების ეფექტი რომელიც აგებულია NVIDIA-ს HairWorks ეფექტზე, რომელიც რათქმაუნდა AMD-ს ბარათებზე იდენტურად ვერ იმუშავებს რაცარუნდა ოპტიმიზაცია გაუკეთნ. ამ პრობლემის მოგვარება AMD-მ გადაწყვიტა შემდეგნაირად, გამოუშვებს GPUOpen პროგრამათა ნაკრებს (API, SDK, libraries) რომლებიც იქნება უფასო და Open source. იგი საშუალებას აძლევს დეველოპერს სრულიად აკონტროლოს ვიდეო ბარათის შესაძლებლობები. დეველოპერს შეუძლია მთლიანი თამაშის კოდის იმპორტ/ექსპორტი გაცილებით მარტივად. აგრეთვე კონსოლებზე გამოყენებული AMD-ს არქიტექტურა, კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს დეველოპერს მოახდინოს GPUOpen-ის სრული ათვისება. კიდევ ერთი დიდი პლიუსი ის არის რომ, დეველოპერს შეუძლია AMD-ს ჩარევის გარეშე მოახდინოს თამაშების გაუმჯობესება/ოპტიმიზაცია, როდესაც NVIDIA-ს GameWorks-ის გამოყენებისას აუცილებლად სჭირდება NVIDIA-ს ჯგუფის ჩარევა, რაც გულისხმობს ამ თამაშზე დრაივერის მორგებას. ანუ დეველოპერებსა და თამაშს შორის დგას NVIDIA, რაც იმას ნიშნავს რომ NVIDIA-ს ჩარევის გარეშე არცერთი თამაში არ გამოდის. GPUOpen-ის გამოსვლის შემდეგ, AMD-ს უკვე ექნება ბევრად გაუმჯობესებული სიტუაცია, ბევრი ახალი თამაშის მხარდაჭერა მათ ვიდეო ბარათებზე და ოპტიმიზაციის პრობლემას, რასაც აქამდე ვაწყდებოდით ახალი დრაივერის გამოსვლამდე უკვე წარსულს ჩაბარდება. ასევე დეველეპრებისთვის სტიმულის მისაცემად, AMD საშუალებას აძლევთ მათ, შექმნან და შეცვალონ AMD-ს პროგრამული უზრუნველყოფა, შემდეგ კი შეუძლიათ ეს გაყიდონ როგორც მათ მიერ შექმნილი საკუთრება. მოკლედ დეველოპერებს სრული კონტროლი და თავისუფლება მისცეს.
    1 point
  5. https://www.youtube.com/watch?v=DLG9ZepOyVU
    1 point
  6. ვისაც ნანახი არ გავთ : https://vid.me/LdSR
    1 point
  7. 10-15 ლარად ნახავ რამე ნორმალურ პროცს სისტემა რომ წესივრად ამუშაოს
    1 point
  8. შეცვალე პროცესორი ან XP-ს დასჯერდი
    1 point
  9. AMD FX-6330 Black Edition Six-core Processor Surfaces http://www.guru3d.com/news-story/amd-fx-6330-black-edition-six-core-processor-surfaces.html ეგ 6 ბირთვიანი 4.2GHZ-ზე ჩემზე სუსტი იქნება ბენჩებში ალბათ, ნუ ჩემი 3.9GHZ უბერავს ნაგრუზკაზე 8 თრიდზე
    1 point
  10. Skype 7.17 გამოვიდა კიდე http://www.skype.com/en/download-skype/skype-for-computer/
    1 point
  11. Opera 35 beta release http://www.opera.com/download/get/?partner=www&opsys=Windows&product=Opera%20beta&utm_medium=sm&utm_source=desktop_blog&utm_campaign=desktop_side_bar ისეთი სწრაფი არაა ეს პირველი ბეტა როგორც 34 ფინალური ბილდი, მერე დავბენჩე და 4600 ქულამდე იღებს მარტო peackeeper-ში, თუმცა მაინც დავიტოვე, ნელ-ნელა დახვეაწავენ ალბათ პერფორმანსაც ან შეიძლება რაღაცა აქვთ დასაფიქსი უბრალოთ, დაკრაშვები და ეგეთები არ შემინიშნია, ახალი სეტინგები კი დაუმატებიათ კიდე 35 ბილდში Opera:flags-ში
    1 point
  12. რასაკვირველია, ახალი ვიდეოადაპტერისგან უფრო მეტს მოითხოვდნენ, ვიდრე ეს მის წინამორბედებს შეეძლოთ და არც შემცდარან. არქიტეტურაში გაუმჯობესებულია უამრავი რამ, როგორიცაა ვექტორული ერთეულები, Stream პროცესორების ფუნქციონირება, გეომეტრიული ძრავი, GCN ტესლაცია, ქეშ მეხსიერების ფუნქციონირება და მრავალი სხვა. HD 7970-ს გააჩნია მე-9 თაობის გეომეტრიული ძრავი. რეალურად კი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე HD 7970 ერთადაპტერიან სისტემებში დღეისათვის ყველაზე მაღალწარმადოვანია. იგი ბენჩმარკებში მხოლოდ და მხოლოდ ორბირთვიან ან ორადაპტერიან (SLI ან CrossFireX) სისტემებთან აგებს. ფაქტია, რომ 28 ნანომეტრი და თვისობრივად ახალი არქიტექტურა თავისას შვრება. GTX 590 და HD 6990 - ვიდეოადაპტერები, რომლებიც დღეისათვის ერთადერთ კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ AMD-ს ახალი შედევრისა. თუმცა Dual GPU ვიდეოადაპტერების შედარება Single GPU ადაპტერთან არც ისე სწორი იქნებოდა. ისინი ხომ სხვადასხვა კლასს მიეკუთვნებიან. ენერგომოხმარების კუთხით Radeon HD 7970 საკმაოდ კარგი გადაწყვეტილება გამოდგა. დაუტვირთავ რეჟიმში იგი მხოლოდ 12W ენერგიას მოიხმარს, მაშინ როცა მაქსიმალურ დატვირთვაზე ეს მაჩვენებელი სულ რაღაც 270 ვატს შეადგენს. ცნობისათვის GTX 580-ს ამ რეჟიმში სრული 326 ვატი ესაჭიროება, ხოლო ორთავიან მონსტრ HD 6990-ს კი 404 (!). ბუნებრივია, ასეთი დაბალი ენერგომოხმარება სწორედაც რომ ტექპროცესის 28 ნანომეტრზე ჩამოყვანამ განაპირობა, თუმცა ლამის ოთხნახევარი მილიარდი ტრანზისტორისთვის მაინც შესანიშნავი შედეგია. ენერგოეკონომიურობა თავის დადებით გავლენას ახდენს თბოგამოყოფაზეც და ოვერქლოქერებისთვის მიმზიდველ მოწყობილობად აქცევს HD 7970-ს. ვიდეოადაპტერს აჩქარების არნახული პოტენციალი გააჩნია. გარდა იმისა, რომ მისი სასტარტო სიხშირე 925 MHz-ით არის განსაზღვრული, ადვილად შესაძლებელია ძაბვის მომატებით ამ მაჩვენებლის 1200MHz+ გაზრდა. ამით ისარგებლა ტაივანელმა ოვერქლოქერმა ანდრე იანგმა და ვიდეოდაპტერების ყველა მსოფლიო რეკორდი მოხსნა AMD-ს ბოლო შედევრებით. მას მხოლოდ 3D Mark 2001 დისციპლინაში არ დაუფიქსირებია რეკორდული შედეგი. რეფერენს მოდელების გარდა, რომლებიც AMD-ს თითქმის ყველა პარტნორმა შემოგვთავაზა, უკვე გამოჩნდა ალტერნატიული გადაწყვეტილებებიც. პირველი ამ საკითხში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, XFX გახლდათ. კომპანიაში გადაწყვიტეს წარსულის ბედნიერი დროის გახსენება და Black Edition სერია გააცოცხლეს. XFX Radeon HD 7970 Black Edition ვიდეოადაპტერი სრულ ერთ გიგაჰერცზე მუშაობს და სტანდარტულ ვერსიაზე მხოლოდ $40-ით მეტი ღირს. მას ორვენტილატორიანი გაუმჯობესებული კონსტრუქციის გაგრილების სისტემა ამშვენებს და საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მომხმარებლებში. მეორე ბრენდი, რომლის ყურადღებაც ახალმა გრაფიკულმა ადაპტერმა მიიპყრო, ასევე ტაივანური Asus გახლავთ. კომპანია ASUS-მა წარადგინა პრემიუმ კლასის DirectCu II სერიის Radeon HD 7970 ვიდეო ბარათი, რომელსაც გააჩნია არასტადარტული დიზაინი და შესანიშნავი გაგრილების სისტემა. იგი იყენებს Asus ის საკუთარ 10+1+1 ძაბვის კონტროლერს ( VRM -ს ), რომელიც ენერგიას იღებს 2 ცალი 8-პინიანი PCIe მაკავშირებლით. ამ ვიდეო ბარათს გააჩნია ტექნოლოგია "VGA Hotwire", რომელიც ასევე გამოყენებულია Asus ROG Rampage IV დედა დაფაზე და მისი მეშვეობით ხდება ძაბვის კონტროლი. თითქმის ასეთივე ტექნიკური მახასიათებლების მქონე Gigabyte R797OC-3GD-ს მალე ვიხილავთ გაყიდვაში. კომპანიამ იგი საფირმო სამვენტილატორიანი გაგრილების სისტემით აღჭურვა და ოვერქლოქერებს უკვე თამამად შეუძლიათ ააჩქარონ ეს შესანიშნავი ჰარდი ისე, რომ არ შეეშინდეთ გადახურების. ჯერი MSI-ზეა, სავარაუდოდ მალე ვიხილავთ Twin Frozr III-ს. როგორც მოგეხსენებათ ეს სერია ბრწყინვალე თერმორეგულირებით და მაღალი წარმადობით გამოირჩევა. სავარაუდოდ, მისი ფასი რეფერენს მოდელისგან $100-ით მაინც იქნება განსხვავებული. რეფერენს მოდელების გამოშვებაში კი პირველი ისევ და ისევ AMD/ATI-ს უკვდავი პარტნიორი Sapphire გახლდათ. იმედია მალე ვიხილავთ Vapor-X ვერსიასაც მათი შესრულებით. HD 7970-ის წარმატებული დებიუტის შემდგომ AMD სერიოზულად მუშაობს მისი უმცროსი ძმის HD 7950-ის დახვეწაზეც. უკვე არსებობს მისი რამდენიმე ოფიციალური/არაოფიციალური ფოტო და სულ მალე ვიხილავთ კიდეც მას გაყიდვაში. საორიენტაციო ფასად $400 სახელდება, თუმცა დიდი ალბათობით მალე დავა ეს უკანასკნელი უფრო დაბალ ნიშნულამდე. რაც შეეხება Dual GPU-ს მქონე HD 7990-ს, იგი ჯერ-ჯერობით მხოლოდ AMD-ს პროექტის სახით არსებობს და უკვე მოიაზრება ყველა დროის ყველაზე მძლავრ ვიდეოადაპტერად. ავტორი: iTMaster ( ილია ღვინიაშვილი)
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.