Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 11/06/15 in all areas

  1. გამარჯობათ თანაფორუმელებო. დიდიხანია ამ განყოფილებაში თემა არ გახსნილა და ვიფიქრე თქვენც დაგაინტერესებდათ ეს თემა და თან თქვენს რჩევებსაც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ. მოკლედ ვიყიდე G27. მაქვს თავისი სამაგრი და სიდენია რომელზეც კომფორტულია თამაში, მაგრამ მინდა კიდევ უფრო დავხვეწო ვიზუალურად და ორიგინალობა შევმატო. ნაღდი მანქანის ტორპედოში მინდა ჩავსვა რული პედლები და რიჩაგი როგორც ამ სურათშია ზუსტად მასე. ტორპედოს ნახევარი მოიჭრება და გამოვა ასე. რაც შეეხება მონიტორებს: 1 მონიტორის ყიდვას და დიდი გამოსახულების მიღებას მირჩევნია 3 მონიტორი დავიდგა და სივრცე ანუ ხედვის კუთხე მქონდეს მეტი. ან 1 მონიტორი და ისეთი რომ უფრო პრაქტიკული იყოს Racing თამაშებში. ჩემი აზრით 3 მონიტორი წინ კიდევ უფრო რეალობის შეგრძნებას მოუმატებს ვეცდები მალე შევუდგე საქმეს მანამდე კი თქვენს რჩევებსაც გავითვალისწიენებ რამე უკეთესი იდეა ხომ არ გექნებათ უფრო ორიგინალური რომ იყოს.
    2 points
  2. აქამდე ფრაზა ,,დაგკრან ამოგაგადებ ნასკებიდანა" მეტაფორა მეგონა
    2 points
  3. ზაქრო, რაც არ უნდა რკალისებური იყოს, 3 მონიტორი რასაც გამოგიჩენს გვერდებზე, 1 მონიტორი ვერანაირად იზავს იგივეს (რა თქმა უნდა, თუ 5760x1080< არ ექნება გაფართოვება). ვაბშეტა, ყველაზე მხეცობა 3 ცალი რკალისებური იქნება, მაგრამ კარგად ძვირი დაჯდება. 23-იანები მიყენია და საკმარისი ზომაა ჩემთვის (მაქსიმუმ 27-იანები დავაყენო, როცა დავაპირებ შეცვალს), მაგრამ შენ რა კოკპიტიც გაქვს ჩაფიქრებული, ცოტა მოშორებით მოგიწევს ჯდომა და 32+ დაგჭირდება, თორემ შეიძლება ძალიან გეპატარაოს თვალში (24/27-იანების შემთხვევაში). მე ახლოს ვზივარ მონიტორებთან, საჭეც პირდაპირ კომპის მაგიდაზეა დამაგრებული და ამიტომაც მყოფნის 23-იანები (24-ები მინდოდა, მაგრამ ვერ ვიშოვე). მოკლედ, ჩემი რჩევა იქნება, მონიტორ(ებ)ი ჯერ არ იყიდო, სანამ კოკპიტს არ დაამთავრებ და საბოლოოდ არ გადაწყვეტ რა მანძილზე მოგიწევს მონიტორების დადგმა. წარმატებები. პ.ს. მუშაობის პროცესში განაახლე ხოლმე ეს თემა, დიდი ინტერესით ვადევნებ(თ) თვალს
    2 points
  4. ამის მსგავსი თემა Nvidia-ს განყოფილებაში უკვე არის და ვიფიქრე კარგი იქნებოდა, რომ ATI-საც ქონოდა, კონკურენტები არიან ბოლოსდაბოლოს და ხომარ უნდა დაიჩაგროს განყოფილების მოდერატორს ვთხოვ თვალი გადაავლოს სტატიას, შეცდომები გამისწოროს და თუ საერთო ჯამში თემა ივარგებს, აპინოს...მაშ ასე, ATI-ს მცირედი ისტორია და მისი 3D ჩიპსეტები... კომპანია ATI კანადური გახლავთ, იგი 1985 წელს დაარსდა და იშიფრება, როგორც Array Technologies Incorporated. თავდაპირველად იგი IBM და Commodore ფირმის კომპიუტერებისთვის ქმნიდა ინტეგრირებულ ვიდეოჩიპებს, 1987 წელს კი იგი ვიდეოჩიპების დამოუკიდებელ მწარმოებლად იქცა. 1991 წელს კომპანიამ წარმოადგინა Mach8, ATI-ს პირველი პროდუქტი, რომელსაც გრაფიკული ინფორმაციის დამუშავება CPU-ს დახმარების გარეშე შეეძლო, ანუ ფაქტობრივად, ვიდეოდაფა. 1992 წელს გამოჩნდა Mach32, Mach8-ს გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც ჰქონდა ინფორმაციის გაცვლის უფრო მეტი სიჩქარე. 1994 წელს Mach64 გამოჩნდა, რომელსაც ვიდეოაქსელერაციის ფუნქცია გააჩნდა, თუმცა ჯერ კიდევ 2D დაფა იყო... სანამ თხრობას გავაგრძელებდე გეტყვით, რომ 2006 წელს ATI შეიძინა AMD-მ და მისი მამა გახდა სურათზე თქვენ ხედავთ AMD-ATI-ს შტაბ-ბინას... ახლა კი 3D ჩიპსეტები RAGE I ATI-ს პირველი 3D ჩიპსეტი გახლდათ. ის 3D Xpression ვიდეოდაფებში გამოიყენებოდა, რომელთაც მზის სინათლე 1996 წლის გაზაფხულზე იხილეს. დაფები PCI სლოტზე ერთდებოდა, GPU-ს სიხშირე 40MHz-ს შეადგენდა, ვიდეომეხსიერება კი 2MB იყო. RAGE II RAGE I-ის შთამომავალი გახლავთ, რომელიც 1996 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ვიდეოდაფებს ერქვათ 3D Xpression+. მათი GPU-ს სიხშირე 50 MHz-მდე გაიზარდა, ვიდეომეხსიერება კი 4MB-მდე. გამოდიოდა როგორც PCI, ასევე AGP სლოტთან თავსებადი ვიდეოდაფები. შემდეგი ნაბიჯი იყო RAGE Pro და RAGE IIc. ისინი 1997 წელს გამოვიდნენ სერიაში. ამ ჩიპსეტში კომპანიამ გააუმჯობესა პერსპექტიული გამოსახულების კორექცია, ასევე დაუმატა ბლიკების ეფექტი. სლოტი და GPU-ს სიხშირე იგივე დარჩა, თუმცა 2 და 4 MB-იან დაფებთან ერთად გამოვიდა 8MB-იანიც. ამ ვიდეოდაფის წარმადობა Nvidia-ს Riva 128-ის წარმადობას უტოლდებოდა, ფასით კი მას სჯობდა კიდეც (ATI მაშინაც იაფი ყოფილა)...სურათზე - Rage IIC PCI სლოტზე. PC-სთვის განკუთვნილი ვიდეოდაფების გარდა ATI ასევე უშვებდა ჩიპებს ლეპტოპებისთვის, Rage LT და Rage LT Pro ჩიპსეტებზე. გარდა ამისა კომპანიამ გამოუშვა RAGE Pro-ს იაფფასიანი ვერსია - RAGE XL, რომელმაც ლოუ-ენდ ვიდეოდაფებზე ფართო გავრცელება ჰპოვა. 1998 წლისთვის ATI-მ გააუმჯობესა 3D აქსელერატორი და გამოუშვა ახალი სერია - RAGE 128. ის წინა ჩიპებთან შედარებით პატარაც იყო (250nm 350 და 500nm-ს წინააღმდეგ) და უკვე ჰქონდა Dx6-ის და OpenGL 1.2-ის მხარდაჭერა. RIVA 128 იმითაც იყო გამორჩეული, რომ გააჩნდა ფერების 32-ბიტიანი გადმოცემის შესაძლებლობა, ორხაზიანი და სამხაზიანი ფილტრი (bilinear, trilinear) და თქვენ წარმოიდგინეთ, ანტი-ალიასინგიც კი. გაუმჯობესდა ინტერფეისიც - AGP 2x შეცვალა AGP 4x-მა. სურათზე - ATI Rage 128 VR. მცირე ხნის შემდეგ გამოვიდა RAGE 128-ს გაუმჯობესებული ვერსია - Rage 128 Pro. ამ სერიის ვიდეოდაფებში გაუმჯობესდა ტექსტურის ფილტრაცია, ასევე დაემატა ახალი ჩიპი ფილმების უკეთესი კოდირებისთვის (Encoding) და DVI სოკეტი. ესეც RAGE სერიის დაფების სია და მახასიათებლები. ვიკიპედიიდანაა ამოპრინტსქრინებული და არ შეიმჩნიოთ RAGE 128 Pro კიდევ უფრო დახვეწეს, რის შემდეგაც ახალ ჩიპსეტს კოდური სახელწოდება Rage 6 მისცეს, მაგრამ სერიაში გასვლის შემდეგ მას სახელი შეუცვალეს და ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ATI RADEON-ს. ეს მოხდა 2000 წელს. Radeon-ის პირველი ჩიპი გახლდათ R100. მას Dx7-ის და OpenGL 1.3-ის მხარდაჭერა ჰქონდა, აგებული იყო 180nm ტექნოლოგიაზე. RV100-ს უკვე შეეძლო სარკის და წყალში არეკვლების ეფექტების შექმნა, ასევე აკეთებდა ტექსტურის შეკუმშვას (texture compression). RV100 ჩიპიანი უკანასკნელი (და ყველაზე ძლიერი) ვიდეოდაფა Radeon 7500-ია. აი ისიც: ეს კი თამაში Black Hawk Down-ია, რათქმაუნდა Radeon 7500-ის გრაფიკით (ბავშვობა გამახსენდა) სია და მახასიათებლები R100-ს 2001 წელს მოყვა R200 Dx8.1, OpenGL 1.4-ის მხარდაჭერით და Pixel Shader 1.4-ით, რომელიც PS1-ზე ბევრად უკეთესი იყო. შესაძლებლობებში ასევე დაემატა ანიზოტროპული ფილტრი. სამწუხაროდ ATI-ს მუდმივმა პრობლემამ - ცუდმა დრაივერებმა არ მისცა ვიდეოდაფას საშუალება დაეჯაბნა Nvidia. ესეც Radeon 8500 - პირველი დაფა RV200 ჩიპზე: სია და მახასიათებლები 2003 წლის აგვისტოში სერიაში გამოვიდა ახალი ჩიპსეტი - R300. მას Dx9-ს და OpenGL 2.0-ის მხარდაჭერა ჰქონდა. 150nm-იანი არქიტექტურა 110nm-იანმა შეცვალა. გადამუშავდა პიქსელის შეიდერი და თანაბარ პირობებში RV300-იანი ვიდეოდაფა იოლად ამარცხებდა GeForce 4-ს. 2004 წელს ვიდეოდაფებს PCIe ინტერფეისი "გაუჩნდათ". სურათზე - Radeon 9500 Pro R300-ს მოჰყვა R420 Dx9.0b-ს მხარდაჭერით და R520 Dx9.0c-ს მხარადჭერით და Shader 3.0-ით. სურათზე - Radeon X1950. 2006 წელი. R500, სია და მახასიათებლები: დადგა 2007 წელი, გამოჩნდა ჩიპი R600, მასთან ერთად კი DirectX 10-ის და OpenGL2.1-ის მხარდაჭერაც. მას ასევე აქვს უნიფიცირებული შეიდერის ტექნოლოგია (unified shader), ასევე hardware tesselation, რომელიც მე ვერ გადმოვთარგმნე . 2008 წელს R600 დაიხვეწა, იქცა R670-ად და გაუჩნდა Dx10.1-ის მხარდაჭერა. ვიდეოდაფა სურათზე გახლავთ Radeon HD 2350, პირველი, რომელსაც R600 უდგას. ამ მოწრიპული სურათის მეტი ვერ ვნახე და დიდი ბოდიში სია და მახასიათებლები: შარშან ATI-მ გაგვახარა R700-ით, RV770-ით, GDDR5 მეხსიერებით და HD4xxx სერიის დაფებით. ეს ჩვენი აწმყოა, ჩემზე უკეთ იცით რაცაა და ამიტომ მათზე ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ დავდებ დაფების სიას თავისი მახასიათებლებით სიები არასრულია, მაგრამ სულ არაობას ჯობია ახლა კი ATI-მ დაამუშავა (ან მალე დაამუშავებს) R800-ს - ჩიპსეტის ახალ თაობას. მას DirectX11-ის მხარდაჭერა ექნება. პირველი დაფების გამოშვება სექტემბერში იგეგმება, ეს ყველამ ვიცით და ყველანი ველოდებით...როცა გამოვა მასაც ჩავამატებ სტატიაში ტექნოლოგია CrossFire CrossFire არის ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც გრაფიკული წარმადობის გასაუმჯობესებლად ერთ სისტემაში შესაძლებელია ჩაირთოს რამდენიმე ვიდეოდაფა. ეს ტექნოლოგია Nvidia-ს SLI-ს საპასუხოდ შეიქმნა. ტექნოლოგიის პირველი თაობა 2005 წლით თარიღდება. მისი გამოყენებისთვის საჭირო იყო CrossFire-ს მხარდაჭერის მქონე დედაპლატა და სპეციალური ვიდეოდაფები Radeon x800, x850, x1800 ან x1900 "Master" შესაძლებლობით. Master-ი გულისხმობდა დამატებით ხუთ ჩიპს, რომლებიც ორ ვიდეოდაფას საშუალებას აძლევდნენ "ერთი საქმე ეკეთებინათ". Master ვიდეოდაფას DVI მოწყობილობაც მოყვებოდა, რომელიც ერთდებოდა ორივე დაფის DVI გამოსასვლელში და შემდეგ - დისპლეიზე (იხ. სურათი). ტექნოლოგიის პრინციპი მარტივი გახლდათ - თითოეულ ვიდეოდაფას ცალ-ცალკე გამოჰყავდა საერთო გამოსახულების ნაწილი, შემდეგ კი DVI-ლინკით ეს ორი ნაწილი ერთდებოდა და დისპლეიზე უკვე მთლიან გამოსახულებას ვიღებდით, ამასთან ერთად ერთ-ერთი დაფა "მთავარი" იყო, მეორე კი "დაქვემდებარებული". შემდგომში ტექნოლოგია დაიხვეწა. გამოჩნდა ჩიპსეტი CrossFire Xpress 3200 (დედაპლატისთვის). მისი წყალობით საჭირო აღარ იყო Master-დაფები, ვიდეოდაფებს შორის კავშირი PCIe სლოტის გავლით ხდებოდა. ინფორმაციის გადაცემის სიჩქარე შენელდა, მაგრამ გაკეთდა სწორი მარკეტინგული სვლა. ახლანდელი CrossFire, CrossFireX კიდევ უფრო დახვეწილია. Radeon x1950 Pro (RV570 GPU)-დან მოყოლებული აღარაა საჭირო "მთავარი" და "დაქვემდებარებული", ვიდეოდაფებს შორის კავშირი თხელი კონექტორით ხდება (SLI-ს მსგავსად). 2007 წლიდან კი შესაძლებელია ერთ სისტემაში 4 ვიდეოდაფის გაერთიანება. სწორედ ამ ცვლილების შემდეგ დაერქვა ტექნოლოგიას CroosFireX. AMD (აქ რა შუაშია საერთოდ?) აცხადებს, რომ ახლანდელი ტექნოლოგიით ზოგ თამაშში წარმადობა 3.2-ჯერ იზრდება, მაგრამ მე თუ მკითხავთ, მგონი ცოტას ურიკინებენ ეგენი ATI FireGL ამ სახელწოდებით გამოდის ATI-ს ვიდეოდაფები, რომლებიც განკუთვნილია გრაფიკულ პროგრამებთან სამუშაოდ (Nvidia Quadro-ს მსგავსად). ვიდეოდაფები რადეონების იდენტურია, ერთადერთი განსხვავება - გაზრილი მეხსიერება და გაუმჯობესებული დრაივერებია. დრაივერების გაუმჯობესება მოიცავს გამოსახულების მაქსიმალური ხარისხით გადმოცემას და გრაფიკული პროგრამის ავტოდეტექციის ფუნქციას. ამ უკანასკნელის მეშვეობით დაფის დრაივერი ავტომატურად ეთანაწყობა გრაფიკულ პროგრამას და იძლევა მაქსიმალურ წარმადობას. Quadro-ს დრაივერებისგან განსხვავებით FireGL-ის დრაიფერები Catalyst-ზეა აგებული, ამიტომ ამ დაფებით თამაშების გაშვებაცაა შესაძლებელი...გარდა ამისა უბრალო რადეონების მფლობელებს შეუძლიათ ჩაატარონ Soft-mod, რომლის მეშვეობითაც თავიანთ რადეონებს გამოიყენებენ, როგორც FireGL ვიდეოდაფებს...2008 წელს სერიას სახელი გადაერქვა და FirePro 3D ეწოდა. სურათზე - FireGL 4 FireMV - ATI-ს ვიდეოდაფების სერია, რომელსაც 2D აქსელერატორი და ლოუ-ენდ რადეონის ექვივალენტური 3D აქსელერატორი აქვს. გამოიყენება ერთ დაფაზე 2 დისპლეის შესაერთებლად. აქვს ორი GPU-ს მხარდაჭერის ფუნქცია. ამ შემთხვევაში დისპლეების რაოდენობა უკვე ოთხამდე იზრდება...მოკლედ სპეციფიური რამეა, ჩვენ არ გამოგვადგება აი, სულ ეს არის, რაც მინდოდა ATI-ზე მეთქვა...იმედია ინფორმაცია სასარგებლო იქნება დაინტერესებულ პირთათვის. ყველას დიდი მადლობა ამავე სახელით რომ ადრე მქონდა თემა გახსნილი იმაში ახალი ინფორმაციის ჩამატების შემდეგ მხოლოდ პატარა ნაწილს ტოვებდა, დანარჩენს აქრობდა საერთოდ არ ვიცი რის გამო. ამიტომ მომიწია თემის წაშლა და დავწერე ახლიდან...მოდერატორს, ან ადმინისტრატორს ვთხოვ თავიდან აპინოს თემა
    1 point
  5. ამერიკული გიგანტი კომპანია რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში. კომპანიის დამფუძნებელია 3 ადამიანი ესენია : ჯენ-ჰსუნ ჰუანგი (Jen-Hsun Huang - კომპანიის უფროსი 2008წლიდან), წარმოშობით ტავიანელი მაგრამ ამერიკელი პიროვნება, რომელიც იყო CoreWare-ს დირექტორი კომპანია LSI Logic-ში და შემდეგ მიკროპროცესორების დიზაინერი Nvidia-ს ერთადერთ კონკურენტ კომპანიაში Advanced Micro Devices (AMD). კრის მალაჩოვსკი (Chris Malachowsky) - ელექტრო ინჟინერი, რომელიც მუშაობდა Sun Microsystems-ში. ეს იყო კომპანია რომელიც ყიდდა კომპიუტერებს, მის კომპონენტებს პროგრამულ უზრუნველყოფას და აწარმოებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისს. კერიტს პრიმი (Curtis Priem) წარსულში საინჟინრო ჯგუფის წევრი იყო და კომპანია Sun Microsystems გრაფიკულ ჩიპებზე მუშაობდა. ამ სამმა ადამიანმა კომპანიის დაარსებისათვის საჭირო კაპიტალი Sequoia Capital-გან მოიზიდა. Nvidia ცნობილია მისი გრაფიკული დამუშავების ჩიპებით (GPU). Nvidia და მისი კონკურენტი AMD გაბატონდნენ გრაფიკული ტექნოლოგიების სფეროში და მათ ბაზრის 90%-ზე მეტი უკავიათ, რადგან მათ დაჩრდილეს სხვა მცირე კომპანიების როლი, ამ სახის პროდუქტის წარმოებაში. Nvidia-ს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ GPU პროდუქტს სახელად "GeForce" ერთადერთი კონკურენტი ჰყავს და ეს არის AMD-ს ვიდეობარათების სერია სახელად "Radeon". გარდა ამისა GPU წარმოებაში აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს აქვს პარალელური დამუშავების შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევარებსა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს ეფექტურად ისარგებლონ მაღალი წარმადობის აპლიკაციებთ. ისინი დანერგილია სუპერ-კომპიუტერებში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით. კომპანიამ გააფართოვა წარმოების ჰორიზონტი და ახლა იგი გადაერთო მობილური სამყაროს ვიდეო ჩიპების ინდუსტრიაშიც და გვთავაზობს გრაფიკული პროცესორების სერიას - Tegra - გაცილებით ძლიერი მობილურებისა და ტაბლეტებისათვის. მისი კონკურენტი გარდა კომპანიისა AMD არიან კომპანიები Intel და Qualcomm. გარდა ამისა Nvidia-ს პროდუქტის პორტფოლიო შეიცავს: გრაფიკულ პროცესორებს, wireless კომუნიკაციურ პროცესორებს, პერსონალური კომპიუტერის ჩიპსეტებსა და ციფრული media player პროგრამულ უზრუნველყოფას. Nvidia-ს პროდუქტის მომხმარებელს მიაჩნია რომ ყველაზე ცნობილი და წარმატებულია GeForce სერიის ვიდეოდაფები, რომელშიც შედის ორივე სახის ვიდეო ბარათები: ბარათები დისკრეტული გრაფიკული ჩიპებით რომლებიც დედადაფებზეა განთავსებული და ასევე core-გრაფიკული ტექნოლოგია nForce - დედადაფებში, და რა თქმა უნდა Microsoft Xbox და Sony PlayStation 3 სათამაშო კონსოლები. Nvidia-ს ყველაზე გამოჩენილი პროდუქტის ოჯახებია: GeForce, სათამაშო გრაფიკული ბარათების სერია რომლის პოპულარობაზეც უკვე ვისაუბრეთ. Quadro გრაფიკული ბარათი რომელიც გამოიყენება დიზაინსა და ციფრულ სამყაროში სამუშაოდ. Tegra, მობილური მოწყობილობების გრაფიკული ბარათია და ერთ-ერთი წარმატებულიცაა ამ სფეროში. Tesla, ეს სერია მიძღვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერებისათვის, რომელიც გამოიყენება სურათების დამუშავების აპლიკაციებისა და სამეცნიერო დანიშნულებისათვის. nForce სერია არის დედადაფის ჩიპსეტი, რომელიც კომპანიამ შექმნა AMD Athlon-ისა და Duron მიკროპროცესორებისათვის. პირველი Geforce სერიის ვიდეო ბარათი 1999 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ეს იყო GeForce 256 იგივე NV10, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა რადგან მას ინტეგრირებული ჰქონდა სინათლის გამომთვლელ-გადამამუშავებელი 3D მოწყობილობა. მისი სიხშირე 120 მეგაჰერცი იყო და მასში ჩანერგილი იყო 4 პიქსელიანი „მილსადენი“ (pipeline). ეს ვიდეობარათი დიდი რაოდენობით გაიყიდა და კომპანიას დიდი წარმატებაც მოუტანა. ამ წინსვლის შემდეგ Nvidia-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს იმის თაობაზე, რომ მას უნდა განევითარებინა Microsoft-ის Xbox სათამაშო კონსოლის გრაფიკული აპარატურა, ამ პროექტმა კომპანიას 200 მილიონი დოლარის ზრდა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეტანხმებამ ბევრი Nvidia-ს საუკეთესო ინჟინერი დააშორა სხვა პროექტებს, კომპანიამ მოკლე დროში მაინც მოახერხა ახალი GeForce2 GTS ვიდეობარათის გამოშვება და ეს მოხდა 2000 წლის ზაფხულში. 2000 წელს, Nvidia შეიძინა კომპანია 3dfx-ის აქტივები, რომელიც მისი იმდროინდელი კონკურენტი იყო და მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთ გიგანტი მწარმოებლი 1990-იან წლებამდე. 2002 წლის ივლისსში კომპანიამ - Nvidia შეიძინა Exluna გაუმჟღავნებელი თანხით. Exluna-მ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და შემდეგ გადაიქცა გჯუფად სახელწოდებით Cg project. 2003 წლის აგვისტოში კომპანიამ - Nvidia შეიძინა MediaQ დაახლოებით $70 მილიონ დოლარად. 2004 წლის 22 აპრილს კომპანიამ - Nvidia შეიძინა iReady, მაღალი წარმადობის TCP/IP და iSCSI მომწოდებელი. 2004 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nvidia თანახმა იყო რომ კომპანია Sony-ის მისი გრაფიკული პროცესორები (RSX) დამოუკიდებლად ეწარმოებინა, რომელსაც გამოიყენებდნენ სათამაშო კონსოლში PlayStation 3. 2006 წლის მარტში კი ზუსტად გაირკვა რომ კომპანია Nvidia გადასცემდა RSX ჩიპის არქიტექტურას კომპანია Sony-ის და რა თქმა უნდა შეთანხმების მიხედვით RSX ტექნოლოგია გადავიდა Sony-ის ქარხნებში, ისევე როგორც die shrinks გამხდა 65 ნანომეტრი ზომის. კომპანია Nivdia-ს პრაქტიკა ვერ ათანხმბოდა ბიზნესის საკითხებს კომპანია Microsoft-თან, სადაც Nvidia ხელმძღვანელობდა Xbox-ის ვიდეობარათის წარმოებასა და საამქროების კონტრაქტებს, მესამე პირებთან. ამ დროს კომპანიამ - Microsoft კომპანიას - ATI ნება დართო დაემზადებინა საკუთარი ვიდეო ჩიპები Xbox 360 სათამაშო კონსოლის გრაფიკის უზრუნველსაყოფად, როგორც კომპანია Nintendo აწარმოებდა გრაფიკულ ბარათებს Wii კონსოლისათვის. 2005 წლის 14 დეკემბერს კომპანიამ - Nvidia შეიძნა ULI Electronics, რომელიც იმ დროს აწარმოებდა southbridge ჩიპსეტის ნაწილებს კომპანია ATI-სთვის, რომელიც კომპანია Nvidia-ს რეალური კონკურენტი იყო. 2006 წლის მარტში, კომპანიამ - Nvidia შეიძინა Hybrid Graphics . 2006 წლის დეკემბერში კომპანიამ - Nvidia, სასამართლო უწყება მიიღო ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიდან და ამ უწყების ავტორი მუდამ მისი კონკურენტი AMD იყო (რომელმაც შეიძინა ATI) და ამ უწყებაში საუბარი იყო კომპანიისგან მოსალოდნელი შესაძლო მონოპოლიის შესახებ - გრაფიკული ბარათების ინდუსტრიაში. ჟურნალმა Forbes კომპანია Nvidia დაასახელა როგორც 2007 წლის კომპანია, ეს წელი მთლიანად „იმეორებდა“იმ ყველა ნაბიჯს რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გადადგა კომპანიამ მომავლისაკენ. 2007 წლის 5 იანვარს კომპანიამ - Nvidia განაცხადა რომ მან დაასრულა კომპანია PortalPlayer შესყიდვა. 2008 თებერვალში, Nvidia-მ კომპანია Ageia Technologies შეიძინა უცნობი ღირებულებით. კომპანიის პრეზიდენტმა ჯენ-ჰსუნგ ჰუანგმა განაცხადა, რომ " ამ ჯგუფების გაერთიანებით შეიქმენება მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის GPU და physics ძრავის ბრენდი, ჩვენ შეგვიძლია 12 მილიონ მოთამაშეს შევთავაზოთ GeForce-აქსელერაციის PhysX ვიდეო ბარათი". 2009 წლის აპრილში, სასამართლომ გააერთიანა სხვადასხვა კლასის ღონისძიებები ერთ საქმეში და დაარქვა მას - "კომპანიის ვიდეობარათების დავა" - "The Nvidia GPU Litigation". კომპანია თანახმა იყო დაებრუნებინა წუნიანი ჩიპები ან თანხა გაეღო მათთვის ვინც უკვე შეუკვეთა ლეპტოპები ამ ჩიპებით და კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებდა მათ. გარდა ამისა Nvidia-მ შეკეთების ნაცვლად სხვა ახალი ლეპტოპები გადასცა მომხმარებელს. ეს ყველა პირობა შესრულდა მას შემდეგ რაც მთლიანად მოწესრიგდა საკითხები. ჩიპები როგორც საჩუქარი ისე ჩაანაცვლეს Dell-სა და HP-ს ლეპტოპების გარკვეულ რაოდენობაში, ასევე კომპანია Apple-ის ორი სახის MacBook Pro მოდელში. მიუხედავად იმისა რომ კომპანია Nvidia-ს ეს ყველაფერი მილიონობით დოლარი დაუჯდა, მომხმარებლის დიდი ნაწილი არ იყო კმაყოფილი კომპანიის ამ ნაბიჯებით და უამრავი ვებ-გვერდი და ბლოგი საუბრობდა ამ თემაზე. ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდი იყო სახელწოდებით - Fair Nvidia Settlement. 2011 წლის 10 იანვარს კომპანიამ - Nvidia გააფორმა 6 წლიანი „შეთანხმება“ კომპანიასთან - Intel, რაც განიხილავდა ამ ორ კომპანიას შორის სადავო თანხებს და ამ შეთანხმების მიხედვით Intel ვალდებული იყო რომ 1,5 მილიარდი დოლარი გადაეხადა 5 წელიწადში კომპანიისათვის - Nvidia. 2011 წლის 15 თებერვალს კომპანიამ - Nvidia დემონსტრირება გაუკეთა მის პირველ ოთხ-ბირთვიან პროცესორს მობილური მოწყობილობებისთვის და ეს მოხდა Mobile World Congress-ზე, ბარსელონაში. ეს ჩიპი უამრავ ტაბლეტში იქნა გამოყენებული 2011 წლის მეორე ნახევარში. 2011 წლის მაისში, ცნობილი გახდა რომ კომპანია Nvidia თანხმობას აცხადებდა კომპანიის - Icera შესყიდვაზე რომელიც იყო ჩიპების მწარმოებელი კომპანია ბრიტანეთში და მისი ღირებულება $367 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ყველაფერი იყო კომპანა Nvidia-ს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამეთანხმებით, რომ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. Nvidia-მ ადვილად შეძლო გაფართოვებულიყო და ამის შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა, ერთ-ერთის (Jon Peddie Research) მიხედვით კი აღსანიშნავია რომ კომპანიამ - Nvidia გაყიდა 33 მილიონი გრაფიკული ჩიპი 2010 წლის პირველ კვარტალში, რაც შეადგენდა მთლიანი ბაზრის საზიარო 31.5%. კომპანიებმა AMD და Intel გაყიდეს 25.15 მილიონი ერთეული (24.0% ბაზრის საზიარო წილი) და 45.49 მილიონი ერთეული (43.5% ბაზრის საზიარო წილი) - თითოეულმა. კომპანიის წლიდან წლამდე ზრდა კი 41.9% იყო, რაც დამეთანხმებით რომ არნახული შედეგია. 2011 წლის აგვისტოში კომპანიამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი აქტივების ზრდა იქნებოდა 4% დან 6%-მდე ნაცვლად 4%-სა რაც ანალიტიკოსებმა ივარაუდეს. გამოდის რომ კომოპანიის ხელმძღვანელობას კარგი უნარი აღმოაჩნდა იმისა, რომ რეალურად განსაზღვროს თუ რა შეუძლია და ამის მიხედვით ყველაფერი სწორად წარმართოს. 2011 წლის სექტემბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით კი Nvidia ვარაუდობს, რომ მისი გაყიდვების მაჩვენებელი 2013 წელისთვის იქნება $4.75 მილიარდიდან $5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ანალიტიკოსების აზრით ეს რიცხვი იქნება $4.45 მილიარდი, დაველოდოთ და ვნახოთ თუ ისევ ზუსტი აღმოჩნდება კომპანიის წინასწარმეტყველება. ეს იყო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გვეთქვა კომპანია Nvidia-ს შესახებ, როგორც გიგანტ მწარმოებელზე ვიდებარათების ინუსტრიაში და გავიგეთ თუ რა ადგილზე დგას იგი ბაზარზე, ასევე ვისაუბრეთ მის ისტორიაზე ახლა კი განვიხილოთ მისი პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე თავისებურება. open-source (ღია კოდის) პროგრამულ უზრუნველყოფასთან კომპანიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, Nvidia არ აქვეყნებს მისი ნაწარმის დოკუმენტაციას, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრამისტებს არ აქვსთ შესაძლებლობა დაწერონ open-source (ღია კოდის) და უფრო ეფექტური დრაივერები Nvidia-ს პროდუქციისათვის. ნაცვლად ამისა, Nvidia თავის კუთვნილ ინფორმაციას აწვდიდა კომპანიას X.Org რომელიც აწარმოებს GeForce სერიის დრაივერებს ისეთი სისტემებისათვის როგორიცაა Linux, FreeBSD ან Solaris - კერნელი და სხვა კერძო დრაივერები. Nvidia აგრეთვე აწვდიდდა და მალევე შეუწყვიტა open-source (ღია კოდის) დრაივერის მიწოდება იმავე კოპანიას და ეს დრაივერები განკუთვნილი იყო 2 განზომილებიანი მოწყობილობებისათვის. კომპანიის დრაივერების მესაკუთრულმა ნატურამ გამოიწვია free-software გაერთიანების უკმაყოფილება. ლინუს ტოვალდსმა (Linus Torvalds- ლინუქსის დეველოპერმა და ჰაკერმა) ღიად განაცხადა რომ : „Nvidia არის ყველაზე ცუდი და უსიამოვნო "წერტილი" მოწყობილობების მწარმოებლებს შორის“. ზოგიერთი Linux და BSD მომხმარებელი მოითხოვდა open-source დრაივერებს, მაგრამ კომპანიამ ეს დაჟინება „გაითვალისწინა“ მხოლოდ binary(არატქსტური ფაილი) ფაილების გაცემის გზით, რაც თითქმის არაფრის მომტანია დეველოპერებისათვის. სხვადასხვა მწარმოებლები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს (მაგ. Intel) და მომხმარებელს სთავაზობენ პროგრამულ მხარდაჭერას გარკვეული დოკუმენტაციით, რომელიც გამოადგებათ open-source დეველოპერებს, და სხვები (მაგ. ATI) აწარმოებენ ნაწილობრივ დოკუმენტაციას და აწვდიან ზოგიერთ აქტიურ დეველოპერულ ჯგუფს. დახურული ნატურის დრაივერების გამო კომპანია Nvidia-ს ვიდეო ბარათებს არ ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობები ზოგიერთ პლატფორმებსა და არქიტექტურაში, კომპანია მხოლოდ x86/x64 არქიტექტურას აწარმოებს. ამის შედეგად მხარდაჭერა 3 განზომილებიანი გრაფიკული აქსელერაციისათვის Linux-ზე სუპერ წარმადობის კომპიუტერში არ არის და ასევე არ აქვს მხარდაჭერა Linux-ის hypervisor-შეზღუდულ PlayStation 3 კონსოლში. გარკვეული სახის უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან ამ საკითხზე წარსულში არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით კომპანია მუდამ ცდილობს გაუმჯობესებული დრაივერები აწარმოოს რაც მომხმარებელს ძალიან ახარებს და არ უტოვებს საბაბს გამოთქვას უკმაყოფილება. გარდა ამისა ეს კომპანიის დიდი პლიუსია, რადგან მისი კონკურენტი ATI ნაკლებ ყურადღებას უთმობს დრაივერების განახლებას, რაც მისი მომხმარებლის იმედგაცრუებას იწვევს და გიგანტი Nvidia თავისკენ იზიდავს მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მხარდაჭერით, რაც დიდ პოპულარობას ანიჭებს მას. სტატიის დასასრულს კი მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც გემოვნებასთან გვაქვს საქმე, ზოგს ერთი კომპანია მოსწონს ზოგს კი მეორე მაგრამ საერთო ჯამში ყველა კომპანიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები ან უბრალოდ წარსულში ჰქონდა.
    1 point
  6. http://www.rutor.org/torrent/470399/call-of-duty-black-ops-3-update-2-2015-pc-repack-ot-xatab ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების წელი: 2015 ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 1st Person შემქმნელი: Treyarch გამომშვები: Activision Publishing პლათფორმა: PC გამოშვების ტიპი: ლიცენზია ენა: MULTI11 კრეკი: [RELOADED] ზომა: 49,85 გბ თამაშის შესახებ: For the first time with three-years of development, the revered, award-winning studio has created its first title for next-gen hardware in the critically acclaimed Black Ops series. Welcome to Call of Duty: Black Ops 3, a dark, twisted future where a new breed of Black Ops soldier emerges and the lines are blurred between our own humanity and the technology we created to stay ahead, in a world where cutting-edge military robotics define warfare. სისტემური მოთხოვნები: მინიმალური: OS: Windows 7 64-Bit / Windows 8 64-Bit / Windows 8.1 64-Bit Processor: Intel® Core™ i3-530 @ 2.93 GHz / AMD Phenom™ II X4 810 @ 2.60 GHz Memory: 6 GB RAM Graphics: NVIDIA® GeForce® GTX 470 @ 1GB / ATI® Radeon™ HD 6970 @ 1GB DirectX: Version 11 Hard Drive: 60 GB available space
    1 point
  7. ესეც ამობრუნების გარეშე
    1 point
  8. ამათი დდშ რო მართლა ჰარდის გასასაღებლად უშვებენ იგრებს და უაზრო მოთხოვნები აქვთ...
    1 point
  9. მე ამ სერიას გამოვტოვებ საერთოდ
    1 point
  10. მეც დაკავებული ვარ მთელი დღე მაგრამ თამაშისთვის მიანც მოვიცლი ცოტახანი cod ყოველთვის მომწონდა, ესეც კაი უნდა იყოს.
    1 point
  11. მშვიდობაში 27. სულ მწვანეზე გევლოს დაუფიქრებლად გირჩევ 3 მონიტორს. 1 დიდ მონიტორს, 3 იყოს და ცოტა პატარა, სულ სხვა მუღამი აქვს.
    1 point
  12. ვისაც დროც აგქვთ თავისუფლაი და პლიუს მაგარი ვიდეო კარტა იტამაშეთ ვინ რას გიშლით, მე იმათ ვუთხარი ვისაც კარტა არ აქვს ან სისტემა და რომ შეტკივათ გული, იმათ ვუთხარი მე ეგ რომ გულის დაწყვეტა და ა.შ. თამაშის გამო არ ღირს... და თუდ როც აგქვს და კარგი სისტემაც ითამაშე რა შენგან რა მიდის... უბრალოდ იმაზე იფიქრე შედმეგ რაც გითამაშია ჯამში იმ დროში რამდენ რამეს გააკეტებდი ცხოვრებაშითქო... მოვა დრო და დაფიქრდები შემდეგ მაგაზე... მე არც თამაშის დაინსტალირებას ვაპირებ და არც თამაშს საერთოდ... და არამგონია ამაზე სუსტი ყოფილიყო შენი i3-ს ინტეგრირებული, პლიუს ამას ჩემი CPU 1 ბირთვიანია... რა გიდნა ახლა ინტელ სელერონი მაქვს და შენი ყოფილი i3-ს ინტეგრირებული ამაზე სუსტია რ იქნებოდა მაინც...
    1 point
  13. oculus rift-ს სრული ვერსიის გამოსვლას დაელოდე. 3 მონიტორის ფასად კი იყიდი და ნებისმიერ მხარეს გაიხედავ მერე გაცილებით უკეთესი იქნება ჩემი აზრით 3 მონიტორზე. მითამაშია 3 მონიტორზე DK2 გვაქ სამსახურში და გამოსახულებას მაინც ეტყობა პიქსელები მიუხედავად იმისა რომ 1920x1080 ეკრანი უყენია Note 3-ს. ხოდა ამბობენ სრულს 2k ან 4k ექნებაო და იმაზე ძაან მაგარი იქნება გამოსახულებაც. ისე კი სხვადასხვა პროგებში ვნახეთ და შეგრძნება ძაან მაგარია. სადაც გინდა იყურები ყველგან ვირტუალური რეალობაა.
    1 point
  14. სად მაქვს თამაშის დრო, მთელი დღე ვმუშაობ და ღამე მოვდივარ და მერე მოსწავლეები მყავს მერე კიდე 1-2 სერიას ვუყურებ გრიმს და მისით მეხუჭება თვალები უკვე ჰააჰ, თამაში არა ის კიდე სად მაქვს მაგის დრო, თამაში თუ გინდა ამოიღე ტელეფონი უცბათ და წავიდა Car X drift... ოო იეააააა ეგ არის და ეგ, კომპს ვიყენებ ძირითადად რამეს თუ წავიკითხავ სტატიებს აუდიო ტრქნიკაზე და კომპიუტერულ ტექნიკაზე ნუ მაინც რომა რ ჩამოვრჩე ნიუსებს და დალშე ფილმების ყურება and its over......^^ ასე რომ დაიკიდეთ გაიზ უფრო კარგად იგრძნობთ თავს, თრასთ მი...
    1 point
  15. არცერთი არ იყიდო, თუ ყიდვა გინდა 640 აიღე მაგარ ფასებშია და ბევრად მაგარი სმარტია თან პირველი მიიღებს 10 ის განახლებას
    1 point
  16. ჩემი ფრენა მასტერზე
    1 point
  17. მე ანდეგრაუნდ 1-2 და მოსტ ვონტიდი მომეწონა ძველი ყველაზე მეტათ, ახლებიდან კი მარტო HP დანარჩენი ფაქტიურათ აღარც დამიხურია მაგ სერიიდან კარბონის შემდეგ
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.