Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/11/15 in all areas

  1. RaZma ძალიან მარტივი პროგამაა შენითაც აითვისებ მაგრამ 1 თვე რომ იარო კარგ იქნება საწყისები რომ შეგასწავლონ დანარჩენი უკვე მუშაობის ამბავია რაც უფრო მეტ დროს მოახმარ მაგ პროგრამაში მუშაობას მით უკეთ აითვისებ, ნუ ეს ყველაფერზე ასეა რათქმაუნდა მე 7-8 წელია მაგ პროგრამაში ვმუშაობ და ჯერჯერობით არაფერში შევუფერხებივარ, ასევე Revit Architecture-შიც ვმუშაობ მაგრამ ჯერჯერობით ისევ ArchiCAD ვამჯობინე მითუმეტეს 18 ვერსიიდან საკმაოდ დაიხვეწა. ეს კი წეღან რომ ვარენდერებდი გაიოფლა სამსახურის კომპი :დ ArchiCAD-ისა და 3D MAX-ის ტანდემი
    3 points
  2. აჩერედნოი ოფიციალური დრაივერი გამოუშვა ნვიდიამ 347 სერიიდან შემდეგი ჰაილატსებით: GeForce Game Ready Driver for Evolve Just in time for the highly anticipated title Evolve, this new GeForce Game Ready driver ensures you'll have the best possible gaming experience With support for GeForce SLI technology and one-click game setting optimizations within GeForce Experience, you'll have the best possible performance and image quality during gameplay. In addition, we are delivering performance improvements across GeForce GPUs that will immediately benefit a wide variety of titles at various resolutions. Game Ready Best gaming experience for Evolve, including support for SLI Technology and GeForce Experience 1-click optimizations Gaming Technology Performance improvements across various GeForce GPUs. Some examples are: GeForce GTX 980 GeForce GTX 970 GeForce GTX 960 1920x1080 • GRID: Autosport: up to 12% • Alien: Isolation: up to 6% • Dragon Age: Inquisition: up to 4% 1920x1080 • BioShock Infinite: up to 13% • Assassin's Creed Unity: up to 12% • GRID: Autosport: up to 12% 1920x1080 • Assassin's Creed Unity: up to 7% • Far Cry 4: up to 4% • Crysis 3: up to 3% 2560x1440 • Metro: Last Light: up to 10% • Dragon Age: Inquisition: up to 7% • The Crew: up to 5% 2560x1440 • GRID: Autosport: up to 11% • Assassin's Creed Unity: up to 11% • Bioshock Infinite: up to 8% 2560x1440 • Assassin's Creed Unity: up to 10% • Far Cry 4: up to 4% • WarThunder: up to 3% 3840x2160 • GRID: Autosport: up to 13% • Dragon Age: Inquisition: up to 6% • Far Cry 4: up to 6% 3840x2160 • GRID: Autosport: up to 10% • WarThunder.: up to 8% • Assassin's Creed Unity: up to 7% Test System Configuration: Intel Core i7 5930K Asus X99 Deluxe 16GB memory Win 8.1 x64 Performance gains comparing driver 347.25 to 347.52 and normalized using the latest game patches. GFE ქონია მაგ ვერსიას ისე პრობლემები, ამიტომ დროებით მაგის გარეშე დააყენეთ, მგონი ბოლო GFE ბეტაზე აღარ ატრაკებსო, მალე გამოუშვებენ ფიქს ისე, დავაყენე უკვე და ფერები არ გაფუჭებულა არც ამ ახალზე, 900 სერიის კარტებზე აქვს პატარა მატება რამდენიმე თამასში, ესეც სრული ჩეინჯლოგით თუ რეებია დაფიქსული წინა ოფიციალური 347.25 დრაივერის შემდეგ: Windows Vista/Windows 7/Windows 8/Windows 8.1 Fixed Issues  [347.09), Windows 7-x64, 8-x64] Mobile GPU graphics driver issue: error in Windows Device Manager. [1597038]  [346.22, Linux] GLSL compiler fails when reading from SSBO in subroutine. [1595561]  [sLI, Windows 8.1-x86/64] Display stops working when ShadowPlay is used. [1594234]  [Linux - AMD64] Graphics corruption in OpenGL 4 Metro Redux games with Release 346 drivers. [1592030]  [Windows 8.1-x86/64] NVIDIA Control Panel stops working after 1 or 2 minutes when a Japanese game benchmark is run. [1591746]  [Windows7, 7-x64] Unable to set 4K2K mode on a high resolution HDMI display. [1591439]  [346.27, Linux - AMD64] SteamOS compositor crashes during VT-switch when using NV_path_rendering. [1589860]  [347.03, Windows7-x64] Photoshop fails a 512 MB GPU RAM check for a 512 MB virtual GPU profile. [1589226]  [3DXCITE] Corruption with CUDA bindless textures and divergent texture access. [1587532]  [Windows7-x64] Adding two interlaced displays to Quadro K5200 results in an unusual delay, lost cursor, and application problems. No problems with a Quadro K5000. [1583389]  [346.19, VMware ESXi 6.0, Linux - AMD64] Piglit test /usr/local/lib/piglit/bin/ glslparsertest /usr/local/lib/piglit/tests/glslparsertest/glsl2/ redeclaration-02.vert pass 1.10 generates a segmentation fault. [1581288]  [Citrix XenServer 6.5] Unable to execute some performance tools in a Windows 64-bit virtual desktop. [1575453]  [VMware ESX Server] Piglit test arb_draw_indirect-api-errors -fbo -auto produces a segmentation fault. [1523328]  [310.19, Linux] HDMI audio stopped working on (some?) ION platforms. [1317886] ესეც გადმოსაწერი ლინკები: Windows 7 32-bit, Windows 8.1 32-bit, Windows 8 32-bit, Windows Vista 32-bit http://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/81874/en-us Windows 7 64-bit, Windows 8.1 64-bit, Windows 8 64-bit, Windows Vista 64-bit http://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/81877/en-us აი GFE პრობლემა ასე იფიქსება https://forums.geforce.com/default/topic/810230/geforce-experience/-quot-geforce-experience-encountered-an-error-and-must-close-quot-fix-solution-as-of-10th-feb-2015/
    2 points
  3. მოგესალმებით, როგორც იქნა დალაგდა Android OS-ის განყოფიელბა შეიქმნა "დახმარების" ქვაგანყოფიელბაც და ამ ტოპიკში მოთავსდა მხოლოდ ინსტრუქციები,ზოგადი დისკუსია სხვადასხვა თემაზე მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უკლია რომ ახალ მომხმარებლებს მისცეს შესაბამისი ცოდნა. დღეს განვიხილოთ ADB, რა არის ის,რისთვის გვჭირდება,როგორ გამოვიყენოთ და სხვა, ვინაიდან ეს არც ისე პატარა თემაა დრო და დრო ჩავამატებ ინფორმაციას ასევე თქვენც შეგიძლიათ მომაწოდოთ საინტერესო და გამოსადეგი მასალა რაც ჩაემატება პირველ პოსტში, დავიწყოთ: რა არის ADB(Android Debug Bridge)? ADB - მარტივად რო ვთქვათ ეს არის კონსოლის ტიპის პროგრამა რომლის მეშვეობითაც ხდება სმარტფონის მართვა კომპიუტერიდან USB კაბელის გამოყენებითა და შესაბამისი ბრძანებებით(command-ებით), მუშაობს კლიენტ-სერვერის პრინციპით პირველი ბრძანების დაწერისას კი იქმნება სისტემური სერვისი(daemon) რომელიც შემდგომში ყველა ბრძანებას აღიქვამს რომლებიც გაიგზავნება 5037 პორტზე. რა შეუძლია ADB-ს? ნახოს რომელი მოწყობილობები არის დაკავშირებული და შეუძლია იმუშაოს ADB-სთან; ნახოს სმარტფონის ლოგები; ფაილების კოპირება PC<>სმარტფონს შორის(ასევე პირიქით); წაშლა/ data განყოფილების წაშლა/გასუფთავება სმარტფონზე; ქსელის პარამეტრების დაკონფიგურება; სხვა მრავალი ფუნქცია... რამდენიმე მაგალითი თუ რისთვის შეიძლება გამოვიყენოთ: მაგალითად დღეს პირადად დამჭირდა აპლიკაციის ჩასაწერად რადგანაც AOSPA-ს რომს არ მოჰყვა თავისი ფაილ მენეჯერი wi-fi კი არ მუშაობდა(beta ვერსია არის rom-ის) შესაბამისად მჭირდებოდა wi-fi fixer მაგრამ როგორ უნდა ჩამეწერა? ტელეფონზე რომ გადამეტანა ვერ გავხსნიდი ფაილ მენეჯერის უქონლობის გამო ხოლო ინტერნეტიდან ამ ბაგის გამო ვერ გადმოვიწერდი ამიტომაც მივყევი ჩვენი ფორუმელის Jambo-ს მიერ დაწერილ ჩავწერე ტელეფონზე ES file manager შემდეგ კი საჭირო აპლიკაციები(ბარემ პირდაპირ wi-fi fixer დაგეყენებიაო არ დაწეროთ ;დ). მეორე მაგალითი : ესეც ეხლა მომივიდა თავში და რამდენად რეალიზებადია არ ვიცი მაგრამ ძალიან კარგი რაღაც არის, როგორც იცით ჩინურ non-brand პლანშეტებს ზოგიერთს არ აქვს ხმის აწევა/დაწევის ღილაკი შესაბამისად უმეტეს შემთხვევაში ვერ ხდება რექავერში/ბუთლოადერში შესვლა რა უნდა გავაკეთოთ? ავდგეთ და adb-ს მეშვეობით შევიდეთ recovery/bootloader-ში ;P. როგორ გამოვიყენოთ ADB? როგორც დასაწყისში ავღნიშენთ ADB არის კონსოლის ტიპის პროგრამა შესაბამისად მასთან მუშაობა windows-ში არც ისე კონფორტულია(გაგახსენდებათ MS DOS ;დ) რადგან კონსოლთან გვიწევს შეხება(cmd) თუ არ იცით როგორ გახსნათ: 1) Start > Run > cmd >(Enter) 2) Win + R კონფიგურაციით შედმეგ კი cmd 3) Windows / System32 ფოლდერში არის cmd.exe Command Promt-ის გახსნის შემდეგ ავკრიფოთ: cd c:adb ამის შემდეგ ვიმუშავებთ ADB-ში. პრინციპი იგივეა რაც ვინდოუსში CMD-ს გამოყენებისას არის კონკრეტული ბრძანებები და მხოლოდ ამ ბრძანებებზე რეაგირებს კონსოლიც. ADB-ს დაყენება,android დევაისზე შესაბამისი პარამეტრების გასწორება: აუცილებელია სმარტფონში/პლანშეტში ჩართული გვქონდეს debugging mode ამისათვის შევდივართ Setting > Developer Options > USB Debugging ON Android 4.2+ ვერსიაში Developer option დამალულია მის გამსოსაჩენად შედით About Phone-ში და 7ჯერ დააკლიკეთ Build Number-ს კომპიუტერში კი გადმოიწერეთ არქივი და მისი ფაილები ჩააგდეთ C://adb დირექტორიაში(შექმენით adb ფოლდერი) [იმისათვის რომ დატესტოთ სწორად გააკეთეთ თუ არა ეს ყველაფერი cmd-ში ჩაწერეთ " adb devices "(ბრჭყალები არა რათქმაუდნა) და დაელოდეთ უნდა დაიწეროს ციფრები] ბრძანებები: როგორც windows-ში cmd-ს აქვს ბევრი ბრძანება ასევე არის აქაც ამიტომაც ჯერ-ჯერობით 10 მთავარ ბრძანებას დავწერ შემდეგ კი ნელ-ნელა დავამატებთ ერთად: 1) adb reboot bootloader დევაისის გადატვირთვა bootloader რეჟიმში 2) adb reboot recovery დევაისი გადატვირთვა recovery რეჟიმში 3) adb root daemon-ის გადატვირთვა root უფლებით 4) adb push OCDay.mp4 /sdcard/Movies/ adb push ბრძანებით შესაძლებელია ფაილების კოპირება თქვენს სმარტფონში ან პლანშეტში აქ "adb push" თვითონ ბრძანებაა "OC Day.mp4" ფაილის სახელი რისი გადატანაც გვინდა "/sdcard/Movies/" ეს კი დირექტორაი სადაც გადაგვაქვს 5) adb pull /sdcard/Movies/OCDay.mp4 თუკი Adb push-ს კომპიუტერიდან სმარტფონში გადაჰქონდა ეს პირიქით აკეთებს სმარტფონიდან კომპიუტერში გადმოაქვს აქ "adb pull" ბრძანებაა "/sdcard/Movies/OCDay.mp4" ეს კი საიდანაც ფაილი გადმოგაქვს ამ შეთხვევაში ფაილი ჩავარდება adb დირექტორიაში ვინდოუსში(C:/adb) თუკი გვსურს კონკრეტულ ფოლდერში გადატანა მაშინ: adb pull /sdcard/Movies/superfreak.mp4 C:UsersსახელიDesktop ამ შემთხვევაში ფაილი dekstop-ზე გადმოვა 6) adb reboot ამ ბრძანებას ხშირად იყენებენ დარუთვისას ან ახალი აპლიკაციის ჩასაწერად როდესაც ოპერაციის ძალაში შესვლისტვის საჭიროა გადატვირთვა დევაისის ეს ბრძანებაც ამას აკეთებს თქვენს სმარტფონს/პლანშეტს არესტარტებს 7) adb install ამ ბრძანების შესახებ დაწვრილებით აქ წერია მისი მეშვეობით ვაინტალირებთ აპლიკაციას ტელეფონში. 8) adb uninstall ამ ბრძანებით წავშლით ჩაწერილ აპლიკაციას , მაგალითად adb uninstall app-ის სახელი.apk. ამ ბრძანებას აქვს დამატებითი გასაღები -k დამატების შემთხვევაში აპლიკაციის წაშლისას არ წაიშლება data და cache. 9) adb sideload "update zip" ამ მეტად საჭირო ბრძანებას გაეცანით ცალკე პოსტში Fastboot Fastboot- ესეც არის კონსოლის ტიპის პროგრამა რომელსაც ფაილების დასაფლეშად იყენებენ. 1) fastbootfastboot devices აჩვენებს დაკავშირებულ დევაისებს რომლებიც ფასტბუტ რეჟიმშია 2) fastboot flash <დირექტორია> <ფაილი> ვტვირთავთ .img ფაილს PC-დან სმარტფონში გარკვეულ დირექტორიაში და ვწერთ [დირექტორიები: boot, recovery, system, userdata, radio] {მაგალითი: fastboot flash radio radio.img რადიოს დაფლეშვა} 3) fastboot getvar <სახელი_შეცვლილის> აჩვენებს შეცვლილ ბუთლოადერს {მაგალითი: fastboot getvar version-bootloader აჩვენებს ბუთლოადერის ვერსიას} 4) fastboot boot <kernel> [<ramdisk>] გადმოწერა და დაფლეშვა კერნელის 5) fastboot reboot სმარტფონის გადატვირთვა სკრიპტები იმასთვის რომ სკრიპტებმა იმუშაოს ჩააგდეთ C:/adb ფოლდერში გაფართოება კი უნდა ჰქონდეს .bat ან .cmd 1) სისტემური აპლიკაციების წაშლა 2)რადიოს დაფლეშვა 3) ანიმაციის შეცვლა სმარტფონის ჩატვირთვისას 4)SuperCID 5) რექავერის დაფლეშვა Shopen OverClocekrs.Ge thread: 4pda.ru+Sh
    1 point
  4. . .. ციფრულ ტელევიზიაზე გადასვლა საქართველოში 2015 წლამდე უნდა მოხდეს ! საქართველო ემზადება თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინფრასტრუქტურული საინფორმაციო ტექნოლოგიური პროექტისათვის. ქვეყანა ანალოგური ტელერადიო მაუწყებლობიდან ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე უნდა გადავიდეს. აღნიშნული პროცესი საქართველომ 2015 წლამდე უნდა დაასრულოს . .. ციფრულ ტელერადიო მაუწყებლობაზე გადასვლა მსოფლიოში ციფრულ ტელერადიო მაუწყებლოაბზე გადასვლა მთელს მსოფლიოში აქტიური ტემპებით უკვე მიმდინარეობს, საკმაოდ ბევრ ქვეყანაში გაციფროვნება უკვე დასრულებულია, მათ შორის არიან: გერმანია, აშშ, ფინეთი, იტალია, იაპონია და სხვა.http://en.wikipedia....sion_transition ციფრულ ტელერადიო მაუწყებლობაზე გადასასვლელად აქტიურად მუშაობა მიმდინარეობს ჩვენ მეზობელ რესპუბლიკებშიც. საქართველო საერთო ევროპული შეთანხმების წევრია ციფრულ მაუწყებლობაზე გადასასვლელად საქართველო როგორც სხვა ევროპული ქვეყნები შესაბამისი შეთანხმების (Geneva 2006-ის) წევრია და ვალდებულია აღნიშნული პროცესი დათქმულ დროებში, 2015 წლამდე განხორციელება უზრუნველყოს.მსოფლიოში და მა შორის საქართველოშიც საჭიროება ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასასვლელად საკმაოდ ბევრი ფაქტორის გათვალიწინებით წარმოჩნდა. რა უპირატესობები მოაქვს ციფრულ ტელევიზიას პროცესის დასრულებისას შესაძლებელი გახდება, საქართველოში მაუწყებლობა განახორციელონ 100-ზე მეტმა ქართულმა ტელეარხმა, 70-ზე მეტმა რადიომაუწყებელმა. იქმნება უზარმაზარი რეზერვი, მკვეთრად იზრდება დემოკრატიის კოიფიციენტი, შესაძლებლობები პერსონიფიკაციის, კერძოდ მოსახლეობის გარკვეულ ფენებზე გათვლილი სატელევიზიო (საგანმანათლებლო, ეკონომიკური, სოციალური) არხების შექმნის და სხვა. . .. თავისუფლდება მნიშვნელოვანი სიხშირული რესურსი ციფრულ ტელერადიომაუწყებლოაბზე გადასვლისას განთავისუფლდება საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი – სიხშირეები, რომელთა გამოყენება შემდგომ მობილური კავშირის ოპერატორებს შეეძლებათ მე-4 თაობის მობილური კავშირის (LTE-ს) დასანერგად, რაც თავისთავად ბიუჯეტში დამატებითი თანხების შემოდინებას ნიშნავს. . .. ციფრული მაუწყებლობის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო მომხიბვლელობა ციფრული ტელერადიო სამაუწყებლო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა საკმაოდ მნიშვნელოვან საინვესტიციო მომხიბვლელობასაც ფლობს. ამის არაერთი საერთაშორისო მაგალითი არსებობს. იგივე ფინეთში ციფრული ტელერადიო სამაუწყებლო ქსელის მშენებლობა და შემდგომ ოპერირება ფრანგული კომპანიის მიერ ხორციელდება. . .. პრობლემები ციფრულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადასვლის პერიოდში თავისთავად, როგორ ნებისმიერ დიდ ტექნოლოგიურ ცვლილებას, პროცესს ახლავს გარკვეული გადალახვადი პრობლემებიც, რომელთა მოგვარებაზე ფიქრი აუცილებელია დღესვე დაიწყოს. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისას 2015 წლისათვის არსებული ანალოგური ტელევიზორები სიგნალის მიღებას სპეციალური მიმღები მოწყობილობის გარეშე ვერ განახორციელებენ.
    1 point
  5. არაა ღადავი. სიმბოლიზმია და ირონია, ღრმა აზრიანი არტებია და მსოფლიოს ირონიით დასცინის ვიდეოთი ავტორი მუსიკის გარეშე what it actually feels ვერსიაა მუსიკასთან ერთად how whole world gets it ვერსიაა ხო title: working in isis
    1 point
  6. ამით გავაკეთე http://forum.motofan.ru/index.php?showtopic=1731307
    1 point
  7. rattiii, ბევრთან ქმნის პრობლემას GF Experience და სენთანაც ეგ იქნებოდა მიზეზი და არა დრაივერი, ჯობია საერთოდ ამოსალო თუკი რამე აუცილებლობას არ წარმოადგენს გუგლმა რამდენჯერმე ჩემთანაც ქნა ეგრე და თვითონვე გამოსწორდა მალევე, სავარაუდოდ ინტერნეტ-მომწოდებლის ბრალია
    1 point
  8. აი ეგ ძალიან ცუდია უკვე... მიყვარს WP, მაგრამ Android-ზე გადასვლას ვაპირებ... არა მარტო ამ მიზეზის გამო...
    1 point
  9. https://www.youtube.com/watch?v=HELfuiarPpo
    1 point
  10. გუგლი რო უსაფრთხო ინტერნეტის დღეს აღნიშნავს რამხელა ცინიზმია
    1 point
  11. ეს კომენტარი დამევასა თრუ
    1 point
  12. http://www.mymarket.ge/product_info.php?product_id=7203883&video=1.
    1 point
  13. ეს სურათი მომწონს ყველაზე მაგრათ დესკტოპზე
    1 point
  14. 1 point
  15. მეც ეგეთი სანდისკი მაქვს 32გბ-იანი (გოგლამ ამარჩევინა ) და ძალიან კმაყოფილი ვარ. იმხელა სიჩქარეები აქვს მგონია, რომ ჩემი ვინჩო ალიმიტებს და მეტი შეუძლია (3.0-ში დაფრინავს )
    1 point
  16. მოკლედ ჩემი 32-იანი სანდისკი იმდღეს სარეცხი მანქანაშ მოხვდა )) დამავიწყდა გამეფრთხილებინა ჩემები რო გულის ჯიბეში მედო და გაირეცხა 40 გრადუსზე საკაიფოდ. 2 დღე არ შემიერთებია ვაშრე და მერე ჩაირთო, 1 თვე გავიდა იმის მერე და არაფერი შეცვლილა ისევ ისე მუშაობს როგორც თავიდან. სამსახურში ძირითადად დიდი ზომის ფაილების გადაწერა გადმოწერა მიწევს ხოლმე და მოკლედ მაგრად გამომადგა რა ეს ფლეშკა. სადაც ამდენი ხანი ვიტანჯებოდი ხოლმე 2.0 ბანძ ფლეშკაზე ჩაწერით ეხლა დიდ დროს ვზოგავ. http://usb.userbenchmark.com/ ამ საიტზე კიდევ ეს ფლეშკა ლიდერობს და ვერავინ ჯობნის ჯერჯერობით სიჩქარე/სტაბილურობაში ))
    1 point
  17. ზედა პოსტი გიო, ეგ შედარებისთვის დავდე სხვა კვების სურათი
    1 point
  18. RaZma ამათ დაუკავშირდი დაგაკვალიანებენ http://www.paradox.ge/?fd=computer&fl=archicad ეს სამსახურის საწყალ კომპიუტერზე ვერ მაღირსეს ნორმალური კომპი :///
    1 point
  19. 4K გეიმინგი მაინც ძალიან სპეციფიკური თემაა, კი შეიძლება დაჟე ჩემნაირი კარტითაც ზოგიერთი იგრების კარგ ნასტროიკებზე თამაში AA გარეშე მაგრამ 4K 25ms მერყეობს ყველაზე სწრაფ მოდელებზეც კი ინპუტ ლაგი და ეგ არაფრათ არ ვარგა ონლაინს ვინც თამაშობს მაგათვის + მიკროსტატერინგიც ემატება 4K რამდენადაც ვიცი, ანუ ფრაიმტაიმზეც უჭირს ეხლანდელ კარტებს და რამე ძლიერი გრაფიკა თუ აქვს მაღალი გაფართოვების ტექსტურებით უკვე ისვრის ყველაზე მძლავრ ერთ ბირთვიან კარტებზეც კი, ანუ ფპს შეიძლება 30-40 ფარგლებში ქონდეს დაწეული AA მაგრამ მაინც ნიტოა უკვე + ნორმალური მონიტორი დაჟე 24 ინჩიანიც კი AH-ips-ზე კარგი 600$+ ჯდება, მაგ ყველა ფაქტორის გამო 4K გეიმინგი კიდე კარგა ხანს ვერ გახდება პოპულარული და ინპუტ ლაგს თუ არ დააგდებენ კიპერსპორტში საერთოდ დაიკიდებენ მაგ გაფართოვებას ალბათ, თან 4K უფრო 30-32 ინჩიანზე ყოფილა გათვლილი, ამიტომ 24 ინჩიანზე მაგარი ნიტო იქნება უკვე, ტელევიზორებში საერთოდ 65 + ინჩიანი ითვლება უკვე ნორმალურათ, უბრალოთ მონიტორს მაგ ზომისას არავინ იყიდიდა უკვე და 28-34 ინჩაინებზე შეჩერდნენ ძირითადათ, თუმცა არის 24 ინჩიანი მოდელებიც რომლებსაც დიდათ არ აქებენ პატარა ზომის გამო, თორე ჩვენება საკმაოთ კარგი ქონიათ, ნუ 23-24 ინჩიანისთვის 1080P გაფართოვება უფრო იდეალური ვარიანტია განსაკუთრებით გეიმინგისთვის ფილმებისთვის თუ ვინმეს ეპატარავება, თუმცა მე ვიდეოებსაც მშვენივრათ ვუყურებ და დაჟე 4K-BD მაგარ ვიდზე უნდა იყოს როცა გამოვა პირველი ლიცენზიები ამ წლის ბოლოსთვის ალბათ, 2.5GB+0,5GB რაც შეეხება არც ეგრე ცუდი სიტუაციაა როგორც ზოგიერთებს გონიათ, მაგაზე ბევრი ტესტები და ოტზივებიც მეტყველებენ + ნვიდიამ ძალიან კარგათ იცოდა თუ რაზეც მიდიოდა ეგეთი მეთოდიკა რომ გამოიყენა თავის კარტებში, თან იძახიან 600 სერიის შემდეგ ეგრე იყენებდენო რამის მოხმარებას, ჩემთანაც ბოლო 0.5GB დაბალი გამტარობაა, მაგრამ სკაირიმში არ ჩაუსვრია საერთოდ, სწორათ და ეფექტურათ ანაწილებს VRAM და მაგიტომ, უმრბალესობა თამაშებში დარწმუნებული ვარ იგივე სიტუაცია იქნება, ეგაა რომ ეგ ნუანსი მარტო ეხლა დაზუსტდა და მაგიტომ ატყდა ერთი ამბავი, მე თუ მკითხავ სანამ ეგ ამბავი გეიმინგში პრობლემებს არ შექმნის არც ღირს მაგის გამო ნერვიულობა, მითუმეტეს ვინც იყიდა უკვე და დარწმუნდა რომ კარგათ უბერავს 1080P-ში მაღალ ნასტროიკებზე, ბენჩებიც არა მგონია ცრუობდენ, თუმცა სპეციფიკური ალგორიტმია გამოყენებული 900 სერიის კარტებზე და ფრეიმტაიმი შეიძლება მართლა არა აქვს იდეალური, მაგრამ მაგ მხრივ არც 700 სერიის კარტები გამოირჩევა მემგონი სიზუსტით და მიკროსტატერინგი რომ ქონდათ ბევრ იგრებში კაკრაზ მაგის გამო იქნებოდა, ხო ისე ჩვენში დარჩეს და ეგ 5% დაბრუნებული კარტები არაფერს დააკლებს ნვიდიას ჯამურ ბაზრის წილს, ბოლო ინფორმაციის მიხედვით 63-37% მერყეობდა ეგ მაჩვენებელი ნვიდიას სასარგებლოთ, მანდ ოღონდ ლაპარაკია ძირითადათ გეიმინგურ კარტებზე (ჯამური კარტების გაყიდვებით პირველ ადგილზე ინტელი ლიდერობს დიდი ატრივით ინტეგრირებული კარტების ხარჯზე და AMD ოდნავ უსწრებს მარტო ნვიდიას ბოლო ინფორმაციის მიხედვით), აი ამ ორ პაკაზატელს ვგულისხმობ: http://hexus.net/business/news/components/76997-jpr-report-shows-nvidia-taking-gpu-market-share-amd/ http://www.anandtech.com/show/8446/the-state-of-pc-graphics-sales-q2-2014 ანუ იმის თქმა მინდა რომ საკმაოთ დიდი სხვაობა რჩება მაინც ჯამური კარტების გაყიდვებში ნვიდიას სასარგებლოთ თუ ინტელის ინტეგრირებულ ვიდეობარათებს არ მივიღებთ მხედველობაში, სტიმის უზერებსაც 50% ნვიდიას კარტები ქონიათ და მარტო 30% AMD, ეგ 2014 წლის მეორე კვარტალის ანუ ზამთარ-გაზაფხულის მონაცემებია და ეხლა თუ შეიცვალა სიტუაცია მარტო ცოტათი ალბათ, თუ დაიდება ამ წლის მონაცემები დავაგდებ მერე კიდე განახლებულ სტატისტიკას, უფრო ზაფხულის ბოლოს დებენ ხოლმე მასეთ ინფოებს მგონი
    1 point
  20. მოგესალმებით ამ თემაში ავხსნი თუ როგორ დავაყენოთ ანდროიდი ხელით. ეს guide Mითითებულია google_სვე საიტზე. ანუ სანამ OTA update მოვა როგორც წესი უკვე იდება ხოლმე image-ები და შეგიძლიათ clean install_თ განაახლოთ სისტემა თავიდან ubuntu/linux-ზე ავხსნი იმიტომ რომ გაცილებით იოლია. მოკლედ თუ თქვენ გაქვთ Ubuntu 12.04 LTS ან უფრო ძველი გაიარეთ სამივე პუნქტი თუ ახალი გაქვთ შესაძლოა არ დაგჭირდეთ პირველი და მეორე. 1 დავამატოთ რეპოზიტორები (12.04 LTS და ძველებისთვის) sudo add-apt-repository ppa:nilarimogard/webupd8 2 გაუშვით ბრძანება sudo apt-get update 3 დააყენეთ პროგრამები sudo apt-get install android-tools-adb android-tools-fastboot ვსო თქვენ უკვე გაქვთ fastboot tool და შეგიძლიათ მიაერთოთ თქვენი android device. შეგიძლიათ გადმოწეროთ android factory image_ები nexus-ებისთვის ამ საიტიდან https://developers.google.com/android/nexus/images ამოაარქივეთ და დააგდეთ Desktop-ზე. პირველ რიგში დარწმუნდით რომ თქვენი device ჩანს. ჩართეთ იგი download mode_ში და მიაერთეთ კომპიუტერს ან თუ ჩართულია მიაერთეთ კომპიუტერს და აკრიფეთ ბრძანება adb reboot bootloader device თავად გადავა download mode-ში. შემდეგ კი გაუშვით ბრძანება fastboot devices მიხვდებით რო დაინახა შემდეგ თუ არ გაქვთ გახსნილი bootloader აუცილებელია მისი გახსნა. (ეს წაგიშლით ყველაფერს ამიტომ მე გახსნილს ვტოვებ ხოლმე) ბრძანება fastboot oem unlock გადადით ამოაარქივებულ ფოლდერში ბრძანება cd /Desktop/********* აქ ******** ეს არის ამოაარქივებული ფოლდერის სახელი და ბოლოს გაუშვით flash-all.sh სკრიპტი ბრძანებით ./flash-all.sh დაახლოებით 2 წუთში დაყენდება ახალი სისტემა სრულად. ეს გზა recovery-საც წაგიშლით ამისათვის ვიწერთ ახალ recovery-ს (TWRP-ს გირჩევთ და დააგდებთ მაგასაც სადაც გინდათ მაგალითად Desktop-ზე. კვლავ ტელეფონს ჩართავთ download mode_ში ისევ მიაერთებთ დარწმუნდებით რომ დაინახა. გადახვალთ Desktop-ზე (cd /Desktop) და გაუშვებთ ბრძანებას fastboot flash recovery openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img სადაც "openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img" არის recovery ფაილის სახელი. ამას 1 წამიც არ უნდა. ვსო ეხლა თქვენ გაქვთ recovery-ც და ახალი სისტემაც სუფთად დაყენებული. windows-ს გზა windows-ში თქვენ გჭირდებათ Android SDK უფრო სწორად მისი ნაწილი Platform-tools სადაც არის fastboot ბრძანება. ამისათვის უნდა დააყენოთ Android SDK აქ ნახავთ ბოლო ვერსიას https://developer.android.com/sdk/index.html ამის შემდეგ იწერთ android image-ს. მონახავთ სადაც დაყენდა ეს Android SDK და მის ფოლდერში ნახავთ ფოლდერს სახელად platform-tools და შიგნით იქნება ფაილი სახელად fastboot. ამ ფოლდერში ამოაარქივეთ android_ს image და ასევე აქ ჩააგდეთ ახალი recovery-ს ფაილიც. მიაერთეთ ტელეფონი download mode-ში ან თუ ტელეფონი ჩართულია და მიერთებული კომპიუტერზე (USB debugging ჩართული ყუნდა იყოს და შესაძლოა დრაივერი დაგჭირდეთ ტელეფონისთვის) შედით platform-tools ფოლდერში ტერმინალიდან და გაუშვით ბრძანება adb reboot bootloader ამის მერე ტელეფონი გადავა download mode_ში. თუ bootloader გახსნილი არ გაქვთ უნდა გახსნათ (წაგიშლით ყველაფერს) ბრძანებით fastboot oem unlock მერე კი გაუშვით flash-all.bat ფაილი (რომელიც ამოაარქივებულ სისტემაშია და უკვე Platform-tool ფოლდერში იმყოფება) ან ორი დაკლიკებით ან ტერმინალიდან. აქაც სისტემა დაყენდება ასე 2 წუთში და დაყენების მერე აქაც წაიშლება recovery. კვლავ დააყენეთ ხელახლა recovery ბრძანებით fastboot flash recovery openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img "openrecovery-twrp-2.8.2.0-mako.img" ეს recovery-ს სახელია. თითქოს windows-ს გზა უფრო იოლია ხო? android SDK-ს ინსტალაციას რო მიადგებით მერე მიხვდებით რომელი გზა უფრო იოლია შეგნებულად არ გეუბნებით რომ ჩაკეტოთ Bootloader, რასაჭიროა, შემდეგზე აღარ დაგჭირდებათ გახსნა და არ წაგიშლით ყველაფერს ამის გაკეთებისას. წარმატებებს გისურვებთ თუ რამეს არასწორად გააკეთებთ მე ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი
    1 point
  21. ვარესები დავდო? https://2ch.hk/po/src/7813890/14234805479860.webm
    0 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.