Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 04/08/14 in Posts

  1. კომპანია AMD-მ დღეს ოფიციალურად წარადგინა ორბირთვიანი გრაფიკული ამაჩქარებელი Radeon R9 295X2 კოდური სახელწოდებით Vesuvius. როგორც იუწყებიან ეს არის ყველაზე სწრაფი ვიდეო ბარათი დღესდღეობით არსებულ ვიდეოამაჩქარბლებს შორის რაც კი ბაზარზე არის. ახალ მოდელში არის ორი Hawaii 28 ნანომეტრიული ჩიპი Graphics Core Next (GCN) არქიტექტურაზე დაფუძნებული, თითოეულს აქვს 2816 ნაკადიანი პროცესორი, 176 ტექსტურული მოდული(TMU) და 64 ROP ბლოკი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საბოლოო ჯამში მას აქვს 5632 ნაკადიანი პროცესორი 352 და 128 TMU/ROP ბლოკები ხოლო საერთო რაოდენობა ტრანზისტორების 12,4მლრდ. თითოეულ გრაფიკულ ჩიპს აქვს GDDR5 ტიპის 4Gb მეხსიერება 512 ბიტიანი ინტერფეისით(8Gb საერთო ჯამში), ბირთვის სიხშირე 1018MHz ხოლო მეხსიერების 5000MHz. ბარათს დასჭირდება ორი 8 პინიანი კაბელი ხოლო მაქსიმალური ენერგომოხმარება იქნება 500ვტ. როგორც AMD აცხადებს Radeon R9 295X2-ის წარმადობა 11,5ტერაფლოპს აღწევს ანუ ტრილიონი floating point ოპერაცია წამში. შესადარებლად Radeon R9 290X-ის წარმადობა 5,6ტერაფლოპსზე მერყეობს. ვიდეო ბარათის გასაგრილებლად შემუშავებულია ჰიბრიდული სისტემა კომპანია Asetek-ის მიერ შექმნილი. თითოეულ გრაფიკულ ჩიპს აქვს საკუთარი წ ყ ლის ბლოკი, დამატებით გაგრილებისთვის ბართის შუაში არის ერთი ვენტილიატორი, როგორც კომპანია აცხადებს ასეთი გაგრილება დაბალი ტემპერატურის გარანტიას, არც ისე ხმაურიან და სტაბილურ პერფორმანსს იძლევა. სისტემა ყუთიდანვე მზადაა და არ საჭიროებს საკუთარი ხელით აწყობას. Radeon R9 295X2 შეუძლია გაუშვას თამაშები 4K გაფართოებაზე, აქვს ოთხი mini-Display Port და ერთი Dual-Link DVI,შესაძლებელია 5 მონიტორზე გამოსახულების გამოტანა Eyefinity-ს მეშვეობით დამატებითი ადაპტერის გარეშე. მხარდაჭერა აქვს AMD Mantle, AMD TrueAudio, PCI Express 3.0 x16 და DirectX 11.2-ის. მისი გაყიდვა დაიწყება აპრილის ბოლოს საორიენტაციო ფასი აშშ-ში კი იქნება $1500 ეს კი ორჯერ იაფია ახლახან დააანონსებული NVIDIA GeForce GTX TITAN Z-ზე რომელსაც ბორტზე აქვს 12Gb მეხსიერება და თეორიული გამოთვლებით მისი წარმადობა 8ტერაფლოპსს შეადგენს. (Good job AMD!)
    7 points
  2. ყველა ვერ მიხვდებით, მაგრამ ვინც მიხვდებით ჩაიხოცებით
    3 points
  3. გამარჯობათ. ვყიდი ჩემს ცუნცულას Galaxy GTX 460 OC 768 MB ... გაყიდვის მიზეზი: მინდა უკეთესი და მაგიტომ ....მუშაობს იდეალურად არც დიდად დამიგრუზია ( არ მცალია და იმიტომ :დ ) ... ბევრ თამაშს დღემდე მათამაშებს ულტრაზე )) ... სრულ ზაგრუზკაზე 80 გრადუს არ ცდება ტემპერატურა . მოყვება ყუთი დრაივერების დისკი , DVI - VGA გადამყვანი და საბუთები. ფასი 100 გელა
    2 points
  4. http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/kuriozi/43787-maghali-quslebis-qmskhverpliq-gogona-thbilisis-quchidan.html
    2 points
  5. http://yversy.com/e-store/detail.php?ELEMENT_ID=52827 ეს მაქვს მე პირადად და საკმაოდ ჩუმია. დიდი დიამეტრის პროპელერი აქვს და სწრაფად ბრუნვა არ ჭირდება დაბალბრუნზეც მშვენივრად აგრილებს, შესაბამისად ხმაურიც ნაკლები აქვს ბრუნვათა რიცხვის სიმცირის გამო. 100% დატვირთვაზე 60 გრადუსზე ადიოდა მაქსიმუმ ზამთარში ახლა აღარ შემიმოწმებია. მაგ ფასში მემგონი ნორმალურია.
    2 points
  6. ნვიდიამ ახალი ბეტა დრაივერი გამოუშვა შემდეგი ხაილაიტსებით: New in GeForce 337.50 Beta drivers Performance - Introduces key DirectX optimizations which result in reduced game-loading times and significant performance increases across a wide variety of games. Results will vary depending on your GPU and system configuration. Here are some examples of measured gains versus the previous 335.23 WHQL driver: GeForce GTX 700 Series (Single GPU): Up to 64% in Total War: Rome II Up to 25% in The Elder Scrolls V: Skyrim Up to 23% in Sleeping Dogs Up to 21% in Star Swarm Up to 15% in Batman: Arkham Origins Up to 10% in Metro: Last Light Up to 8% in Hitman Absolution Up to 7% in Sniper Elite V2 Up to 6% in Tomb Raider Up to 6% in F1 2013 GeForce GTX 700 Series (SLI): Up to 71% in Total War: Rome II Up to 53% in Sniper Elite V2 Up to 45% in Aliens vs. Predator Up to 31% in Sleeping Dogs Up to 20% in CoD: Black Ops 2 Up to 10% in Hitman Absolution Up to 9% in F1 2013 Up to 7% in Far Cry 3 Up to 6% in Metro: Last Light Up to 6% in Batman: Arkham Origins SLI Technology Total War: Rome II – added profile War Thunder – added profile Watch Dogs – updated profile Diablo III – updated profile Gaming Technology Supports GeForce ShadowPlay™ technology Supports GeForce ShadowPlay™ Twitch Streaming SHIELD Supports NVIDIA GameStream™ technology 3D Vision Supports new “3D Compatibility Mode” for 3D Vision that enables us to improve the 3D experience for many key DirectX 10 and 11 games. 3D Vision Profiles Path of Exile – rated “Good” KickBeat – rating now “Excellent” 3D Compatiblity Mode Profiles Assassin’s Creed Liberation – previously “Not Recommended”, now rated as “Excellent” Sniper Elite: Nazi Zombie Army – previously “Good”, now rated as “Excellent” Sniper Elite: Nazi Zombie Army 2 – previously “Good”, now rated as “Excellent Strike Suit Zero – previously “Not Recommended”, now rated as “Good” Watchdogs – rated as “Good” ოფიციალური ამ დრაივერის პრეზენტაცია http://www.geforce.com/whats-new/articles/nvidia-geforce-337-50-beta-performance-driver ტესტები არ იტყუებიან, ბევრმა დატესტა უკვე ფორუმებზე და რეალურათ აქვს მაგ იგრებში მსგავსი მატება, უბრალოთ რა სიძლიერის პროცესორი გიყენია მაგაზეც ყოფილა პერფორმანსის მატება დამოკიდებული სლი იქნება თუ ერთი კარტა,ესეც ოფიციალური ჩეინჯლოგი თუ რეებია დაფიქსული წინა ოფიციალური 335.23 დრაივერის შემდეგ: Windows Vista/Windows 7/Windows 8/Windows 8.1 Fixed Issues  [GeForce GTX 650][steam In-Home streaming]: OpenGL errors occur when streaming an OpenGL game. [1454236]  [GeForce GTX 680][surround][sid Meier's Civilization Railroads]: The game crashes when launched in Surround mode. [1421938]  [sLI][GeForce GTX 260]: 3D games flicker when run at 1920x1080i resolution. [1203614] სკაირიმში დავტესტე და ჩემ სისტემაზე 7ფპს-იანი მატება მომცა სრაზუ, ასწორებს მაგარი კაკრაზ სკარიმისთვის ოპტიმალური დრაივერია ძველ კარტებისთვისაც კი, ესეთი ოპცია აქვს ისე დამატებული სეტინგებში: Uploaded at ImageFra.me ანუ დაჟე DX9 იგრებში აქვს მატება ძველ კარტებზე არა მარტო ძლიერი DX11 ახალ კარტებზე: ძირითადათ მატება მაგ იგრებშია დიდი რაც უწერიათ ხაილაიტებში მაგრამ პატარა მატება სხვა იგრებშიც ყოფილა, სპეციალურ პაპკას ქმნის თამაშს თუ ჭირდება მაგ კეშირებული ფაილებისთვის C:Users----AppDataLocalTempNVIDIA CorporationNV_Cache უზერის ფოლდერში, ესეც გადმოსაწერი ლინკები: Windows 7 32-bit, Windows 8.1 32-bit, Windows 8 32-bit, Windows Vista 32-bit http://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/74635/en-us Windows 7 64-bit, Windows 8.1 64-bit, Windows 8 64-bit, Windows Vista 64-bit http://www.nvidia.com/download/driverResults.aspx/74636/en-us სკაირიმში დავტესტე და ძველ დრაივერზე თუ 20ფპს-ის ფარგლებში უბერავდა გახსნილ ლოკაციებში ძირითადათ ეხლა 27ფპს აჩვენა და თითქმის არ ქონია ჩავარდნები სადაც ადრე ჭედავდა ხოლმე, ასწორებს მაგარი ეგეთი მატება რომ აქვს დაჟე სკაირიმშიც კი ჩემნაირ კარტაზე, ვიდეოკარტის რაზგონზე 3ფპს-მდე მოემატა ლოლ ამ ახალმა დრაივერმა კი ლამის 7ფპს მატება მომცა, ვინც სკაირმს თამაშობს ეგ დრაივერი დააყენოს აუცილებლათ, კასპერსკის გამოც ჭედავდა ისე ცოტას და რაღაც ნასტროიკა ვიპოვე და ეხლა უფრო კარგათ უბერავს როცა ვუშვებ თამაშს, ლოადინგებიც ასწრაფდა თან
    1 point
  7. იყიდება ოთხბირთვიანი პროცესორი i7 920 2.66 Ghz ზე 8 ნაკადით Asrock ის ბრენდის დედაპლატასთან Asrock Extreme X58 SuperComputer ერთად. ორივე დეტალი არის იდეალურ მდგომარეობაში დატესტილი და შემოწმებული. პროცესორი გამოირჩევა რაზგონის (Overclock) დიდი პოტენციალით, კარგ გაგრილებაზე სტაბილურად მუშაობს 4.0 Ghz ზე. რაც შეეხება დედაპლატას აქვს CrossFireX და SLI ფუნქცია, რითაც შეგიძლიათ რამოდენიმე ვიდეოკარტა ერთდროულად ამუშაოთ, ასევე აქვს ექვსი USB პორტი, ექვსი SATA პორტი და ორი ინტერნეტის პორტი. დედაპლატის ბიოსი გადაფლეშილია ბოლო ვერსიაზე. დამატებითი ინფორმაციისა და კითხების შემთხვევაში შეგიძლიათ დაწეროთ აქ ან მომწეროთ PM ფასი არც მეტი არც ნაკლები 390 ლარი, შესაძლებელია გადაცვლაც უფრო სუსტ დეტალში თანხის დამატებით სურვილისამებრ შესაძლებელია 8 GB ოპერატიულის და პროცესორის ქულერის დამატებაც, შესაბამისი თანხის დამატებით გაყიდვისას დეტალები შემოწმდება მყიდველთან ერთად დედაპლატის და პროცესორის დეტალური მონაცემები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთმოცემულ ბმულებზე პროცესორი http://ark.intel.com/products/37147/Intel-Core-i7-920-Processor-8M-Cache-2_66-ghz-4_80-gts-Intel-qpi დედაპლატა http://www.asrock.com/mb/overview.asp?Model=X58%20SuperComputer
    1 point
  8. გამარჯობა,მოკლედ ჩამოვიტანე ზურგჩანთა, სამწუხაროდ, ჩემი ღიპის გამო, ცოტა პატარა აღმოჩნდა.ფასს რაც შეეხება რაც დამიჯდა იგივე ფასად გავყიდი ესეც ლინკი http://www.ebay.com.au/itm/40L-3P-Outdoor-Backpack-Camouflage-Waterproof-Cycling-Rapack-Rucksack-Brand-New-/181306606560
    1 point
  9. ეს სურათი რატომღაც გამომრჩა ადრე... შთამბეჭდავია. ველოდები პარასკევის განახლებას
    1 point
  10. http://www.amazon.com/gp/product/B00CMSR696/ref=s9_simh_gw_p193_d0_i3?pf_rd_m=ATVPDKIKX0DER&pf_rd_s=center-2&pf_rd_r=1P6X197PZS681VBZ5XJF&pf_rd_t=101&pf_rd_p=1688200382&pf_rd_i=507846 korriban-ო და აჰა შენ დარქ საიდი ))
    1 point
  11. 1 point
  12. ეს რა არის ის რა არის კითხვას ჯობს გადახედო და შეისწავლო. http://www.file.ge/?p=19472 http://ful.ge/index.php?newsid=520 http://magliveli.files.wordpress.com/2011/03/e1839ae18394e183a5e183aae18398e18390-2biosi.pdf აქედან გაცილებით ბევრს ისწავლი.
    1 point
  13. ყველა ბეტას და ყველა სრულ დრაივერეს ვაყენებ, თუმცა რამე სხვაობა ვერ შევნიშნე დღემდე სრულს და ბეტას შორის. მგონი სახელს უცვლიან მარტო.
    1 point
  14. http://www.amazon.com/Kensington-Backpack-14-Inch-Ultrabooks-K62591AM/dp/B00BHDX6XM/ref=zg_tr_335604011_45
    1 point
  15. როგორ გამოიყურებოდნენ ბიტოვი პრიბორები ადრე http://bigpicture.ru/?p=498375 1960-80 წლების საბჭოთა მოდა http://bigpicture.ru/?p=499253 ალმაზების დამუშავება http://bigpicture.ru/?p=498990 ლონდონში გასეირნება http://bigpicture.ru/?p=497778
    1 point
  16. სამსუნგის ახალ სმარტფონს 2560 х 1440 რაზრეშენიის ეკრანი ექნებაო http://www.overclockers.ru/hardnews/59896/Novyj_smartfon_Samsung_poluchit_ekran_s_razresheniem_2560_h_1440_pikselej.html ეპლი ნერვიულობს ანდროიდ-სმარტოფნების პოპულარობის გამო http://www.overclockers.ru/hardnews/59943/Apple_obespokoena_populyarnostju_Android-smartfonov.html
    1 point
  17. ECS Launches new AMD FM2+ Platform Motherboards http://www.guru3d.com/news_story/ecs_launches_new_amd_fm2_platform_motherboards.html
    1 point
  18. გაგიმარჯოთ ფორუმელნო! კარგადაა ცნობილი რომ მობილური არის ელ.მაგნიტური გამოსხივების წყარო(არ დავიწყებ ახსნას თუ რა შეუძლია გამოიწვიოს,რადგან ყველასათვის ცნობილია თითქნმის,ყველა მობილურს ეს მახასიათებელი სხვადასხვა აქვს, რომლებიც იზომება SAR(Specific Absorption Rates)-ერთეულით. SAR-ეს არის სპეციფიური შთანთქმის კოეფიციენტი,გამოსხივების დოზას კი განსაზღვრავს ელექტრომაგნიტური ველი,რომელიც შთაინთქმება ქსოვილებით 1 წმ-ში. მისი საზომი ერთეულია ვატი კილოგრამზე ამ მახასიათებლით იზომება მობილურის მავნე გამოსხივება ადამიანზე: ევროპაში ეს მაჩვენებელი არის 2ვტ/კგ-ზე 10გრამი ქსოვილისათვის აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი არ აღემატება 1,6 ვტ/კგ-ს 1 გრამ ქსოვილთათვის რუსეთში კი იზომება ვატებში კვადრატულ სანტიმეტრზე. მაჩვენებელი SAR დგინდება ტელეფონის მაქსიმალური დატვირთვის დროს,პრაქტიკაში კი სიმძლავრე გადამცემის დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე,ამის თანახმად კი,თუ უკეთესი ხარისხის კავშირია,მაშინ მობილურის გამოსხივებაც ნაკლებია(ნაკლები ენერგია იხარჯება და იმიტომ).გადამცემის სიმძლავრე მობილურ ტელეფონზე GSM სადგურიდან იმართება. რეგულირების დიაპაზონი პიკური სიმძლავრის GSM ტელეფონებზე 2 ვატიდან 20მილივატამდეა. მობილური ტელეფონის გამოყენებისას,უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მარტივი წესები,რომლებიც საშვალებას გვაძლევს მობილურის გადაცემის სიმძლავრე დაყვანილ იქნას მინიმუმამდე კონკრეტული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. #თანამედროვე ტელეფონებში ანტენა შიგნითვეა ინტეგრირებული,უფრო ხშირად,ეს ადგილი არის მობილურის სხეულის ზედა,ზოგჯერ კი შუა მესამედი. ამიტომ,საუბრისას უმჯობესია არ შევეხოთ ამ ადგილს. #როდესაც შენობა-ნაგებობაში იმყოფებით,სადაც მიღება ნაკლებია,უმჯობესია ფანჯარასთან ახლოს მიხვიდეთ. #როდესაც "მობილურის დაჭერა" არის ნახევარი,ან ამ მაჩვენებლის ფარგლებში,უმჯობელია საუბრის ხანგრძლივობა დაყვანილ იქნას მინიმუმამდე,ან საერთოდ სმს-ი გამოიყენოთ ამ შემთხვევაში. #თუ ხშირად გიხდებათ ავტომობილში საუბარი მობილურით,მანქნის მეტალის სხეული ახშობს რადიოსიგნალს ტელეფონიდან სადგურამდე,ამიტომ სიმძლავრეც იზრდება კომპენსაციისათვის,რაც იწვევს მომხმარებლის დასხივებას,ამისათვის კი უმჯობესია გადასატანი ანტენა. მობილურის ანტენა ავტომობილისათვის სხვადასხვა ვარიაცია-ტუნინგით გამოდის,ეს კი ერთერთთაგანი: თუ ეს არა ასეთ სტილში #როდესაც კავშირი მყარდება GSM ტელეფონები მუშაობენ მაღAლ სიმძლავრეზე,ვიდრე კავშირის დამყარებისას,ამიტომ გამავალი ზარისას უმჯობესია თუ მობილურს ყურთან რამდენიმე წამის შემდეგ მიიტანთ. #ის პირები,რომლებსაც ნერვული დაავადებები,ძილის დარღვევა აწუხებთ,უმჯობესია მობილურის გამოყენება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი... #თუ ჩინური მობილი გაქვს(და არა ჩინეთში დამზადებული ნოკია ან სხვა მწარმოებლის მიერ) მაშინ ეგ მობილურები სპეციფიური გამოსხივების კონტროლს არ გადის შესაბამისას 2 ვატ/კგ ზე მეტია გამოსხივება 10გრ ქსოვილისთვის,რისი შედეგიც შესაძლოა გამოვლინდეს უფრო სწრაფად ეს კი მობილურის მოდელთა გამოსხივების მაჩვენებელია SAR საზომი ერთეულით(არ დაგავიწყდეთ,2 ვატზე ზევით არ უნდა იყოს გამოსხივება) ეს მაჩვენებელი არის მოცემული ევროპისათვის,ტელეფონები კი GSM 900 სტანდარტში მომუშავეებია 1 SAR-ზე ზევით გამოსხივების არასასურველი მაჩვენებელია Nokia მობილურები Motorolla sonyericsson Blackberry Samsung Lg NEC Alcatel Sharp Siemens Sony თუ აქ ვერ იპოვეთ თქვენი მობილურის მოდელი,ოფიციალურ საიტზე მოძებნეთ თუნდაც,ეს: http://sar.nokia.com/sar/index.jsp ესეც sonyericsson-ისათვის http://www.sonyericsson.com/cws/support/phones/detailed/key.SupportSubject.SARdocumentation?lc=ru&cc=ru
    1 point
  19. razr m ბევრად ჯობია ლუმიას ჩემი აზრით. ძალიან მაგარია
    1 point
  20. SK Hynix develops 128GB DDR4 RAM module 128GB
    1 point
  21. ვინც პოკერი იცის მიხვდება
    1 point
  22. mail10, პროცესორს არ შეუძლია მაგ სიხშირეზე ამუშაოს და მაზერს თუნდაც 9000 ეწეროს XMP პროფილი ჩაურთე და ხელით გაუწერე პარამეტრები, ნახე 2133-ზე თუ იმუშავებს, თუ არა და დააკელი მე მქონდა i5 3470 და 2000-ზე ამუშავებდა ოპერებს მეტს ვერ ქაჩავდა იმჟამინდელი ოპერა პლატის კომბინაციით
    1 point
  23. შევასვენოთ შსს-ს თანამშრომლები ერთი საათით! მომეწონა
    1 point
  24. თითქმის 4 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს სიხშირის რეკორდი, 7350.5 მჰც დადეს ჩვენი გუნდის წევრებმა, OgaiB-მ და HANNIBAL-მა. შემდეგ პასიურობის პერიოდი იყო, არც აღარავის უცდია რეკორდის გაუმჯობესება. თუმცა, ცოტა ხნის წინ, FreeUni/AgrUni-ს ოვერქლოქინგის ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყდა, რომ ექსტრემალური ოვერქლოქინგი ფართო მასებისთვის გვეჩვენებინა და საქართველოს რეკორდიც გაგვეუმჯობესებინა. ფართო მასებთან პრეზენტაცია არ გამოვიდა სამწუხაროდ, დედაპლატა არ ჩაირთო შოუს დროს, მაგრამ რეპეტიციისას საქართველოს რეკორდი მაინც მოიხსნა და 8000 გჰც-ს მივუახლოვდით. რეალურად, 8000 გჰც-საც გადავცდი რამდენიმე მჰც-ით, თუმცა ვალიდაცია არ არის. მაქსიმალური ვალიდაციაგატარებული სიხშირე, რაც დავდე არის 7999.39 მჰც, Celeron 356-ზე. ჰარდი: მობო: Gigabyte GA-P35-DS4 პროცი: Intel Celeron 356 - Batch: 5634B341 ტუბი: Kingpin Cooling Dragon F1 თერმოპასტა: GC Extreme ოპერები: 1 x Team Xtreem 512 MB, Micron D9GMH GPU: Zotac GeForce 9500 GT PSU 1: Inter-Tech Coba NitoX 750 Watts PSU 2: Codegen 350 Watts - ვენტილატორებისათვის OS: Windows XP SP3 - ზე-კასტრირებული ეს ვალიდაცია: http://valid.canardpc.com/e9z107 ესეც ვიზუალურად: შედეგი დაიდო HWBot-ზეც, სადაც მოვიდა: Global Points (UGP) 78th - 22.3 Points Hardware Points (UHP) 9th using Celeron LGA775 356 - 10.8 Points + დღეს ოვერქლოქინგ ლაივ სესიაა, შეიძლება გავაუმჯობესოთ კიდევ რეკორდი: https://www.overclockers.ge/index.php?/topic/31213-832244-მჰც-საქართველოს-ახალი-რეკორდი-და-top-ადგილები-მსოფლიო-რეიტინგში/
    1 point
  25. აგერ დამაინტერესდა და პაწია ავწიე სუ რაღაც 80 მეგაჰერცი და ცოტა სისტემა მოვამზადე შედეგი კი 2K+ რაც სერიოზულია Gogla1990 - P37131 - R9 280X Sapphire @ (1100/1500)/i7 3770 3.4GHz @ 4435MHz | Photo ადმინ დაამატე-ჩაასწორე ეს შედეგები რომ შემოიხედავ
    1 point
  26. რატომ იცით ჩაციკვლა სხვისი ნივთების ფასზე? თან თქვა კაცმა 50 ლარად წაიღეთო და 20 ლარის გადახდა თუ გიღირს ახალში, ამაზონის გზა კი იცი. კიდევ ერთხელ წაიკითხეთ წესები: თუ გინდათ რომ იყოთ დაცული
    1 point
  27. 1 point
  28. მობილურის ,ზოგი ტელევიზორის და სხვა ელ. ნივთების ელ. მაგნიტური ტალღების ზემოქმედება ეფუძნება თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას ორგანიზმში,რისი ხანგრძლივი ზემოქმედებაც იწვევს მავნე ცვლილებებს ორგანიზმში. რადიოაქტიური იზოტოპი იქნება თქვენს ჯიბეში თუ მობილური.... არ აქვს ამას მნიშვნელობა,ყველა ეს გამოსხივება ეფუძნება 1 მავნე ფაქტორს: იონიზაციას,რასაც ელექტრომაგნიტური ტალღები იწვევენ. ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას მიეკუთვნება : რადიოტალღები,ინფრაწითელი,ხილული,ულტრაიისფერი,რენტგენის და გამა გამოსხივება. იონიზაცია ეწოდება მოლეკულისა თუ ატომის მიერ ელექტრული მუხტის შეძენას. ატომში პროტონი დადებითად დამუხტულია,ნეიტრონი-ელ. ნეიტრალურია,ელექტრონი კი უარყოფითად დამუხტული გახლავთ. დადებითად თუ უარყოფითად დამუხტვა ატომის თუ მოლეკულის,დამოკიდებულია ელექტრონების შეერთებაზე და დაკარგვაზე. მაგ:დადებითად დამუხტვა მიიღწევა ელექტრონ(ებ)ის ჩამოცილებით. თვალნათლივ მარტივი მაგალითი გახლავთ ეს სურათი,სადაც როცა ელექტრონს ჩამოვაცილებთ,მივიღებთ დადებით მუხტს და პირიქით. დადებითად დამუხტული ნაწილაკი, ანუ თავისუფალი რადიკალი, ცდილობს შეივსოს ელექტრონთა რიცხვი სხვის ხარჯზე, შესაბამისად, ორგანიზმში მოხვედრისას, იგი „გამოგლიჯავს“ ელექტრონებს სხვა მოლეკულას თუ ატომს და "წყნარდება" ელექტრონების შევსების შემდეგ, ორგანიზმში კი, ის ნაწილაკი, რომლისგანაც შეივსო ელექტრონი, თავადვე იწყებს იმავე ტიპის ქმედებას, რადგან დადებითად დამუხტული ხდება, ეს კი იწვევს ორგანიზმში უჯრედის გენურ დონეზე ცვლილებებს, თუ გენის დაზიანება მოხდა. სიმსივნური პროცესები ხომ უჯრედში გენეტიკური აპარატის გაუმართაობის-დაზიანების შედეგია. დადებითად დამუხტული იონები მავნებელია ორგანიზმისთვის, რადგან თავისუფალი რადიკალების(დადებითად დამუხტული იონები) შებოჭვა ვერ ხერხდება, ამისთვის უარყოფითი იონებია აუცილებელი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ახდენს გავლენას (მობილური,ულტრაიისფერი სხივები,რენტგენის სხივები...) უჯრედშიდა ცვლილებებზე: უჯრედში მაიონიზირებელი გამოხივება იწვევს თავისუფალი რადიკალების გაჩენას. თავისუფალი რადიკალი(ანუ დადებითად იონიზირებული ატომი) ეწოდება აქტიურ მოლეკულას თუ ატომს,რომელიც იწვევს პათოგნომურ ცვლილებებს ორგანიზმში,რადგან მან უნდა შეივსოს ელექტრონული შრე. ელექტრომაგნიტური ტალღების მოქმედებით წყლის მოლეკულა უჯრედში ( H2O-ს) იშლება H,O,HO2,H2O2 და სხვა ნაერთებად,ეს იონები კი ცდილობენ ელექტრონული შრის შევსებას და აზიანებენ უჯრედს. იონიზაციის ფაქტორი რადგან ავხსენით,გადავიდეთ მათ გამომწვევებზე: როგორ შევარჩიოთ მობილური ელექტრომაგნიტური გამოსხივების მაჩვენებლის გათვალისწინებით მაჩვენებელი განსაზღვრულია მობილურებისთვის SAR(Specific Absorption Rates) ერთეულით-ეს არის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ძალა, რომელიც გამოიყოფა ქსოვილებში 1 წამში. მისი საზომი ერთეულია ვატი/კგ ამ მახასიათებლით იზომება მობილურის მავნე გამოსხივება ადამიანზე ევროპაში ეს მაჩვენებელი არის 2ვტ/კგ-ზე 10გრამი ქსოვილისათვის აშშ-ში - არ აღემატება 1,6 ვტ/კგ-ზე 1 გრამი ქსოვილისთვის ნებისმიერი ბრენდი მობილურის პიკური sar ერთეული, რომელიც GSM დიაპაზონში მუშობს, 2 ვატს არ უნდა აღემატებოდეს. მაჩვენებელი SAR დგინდება ტელეფონის მაქსიმალური დატვირთვის დროს, პრაქტიკაში კი გადამცემის სიმძლავრე დამოკიდებულია კონკრეტულ პირობებზე: თუ უკეთესი ხარისხის კავშირია,მაშინ მობილურის გამოსხივებაც ნაკლებია(ნაკლები ენერგია იხარჯება კავშირის დასამყარებლად). ნებისმიერი მობილურის sar ერთული შეგიძლიათ ნახოთ მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე. მობილური ტელეფონის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი მარტივი წესები, რომლებიც საშვალებას გვაძლევს ელექტრომაგნიტური გამოსხივების მოქმედება დაყვანილ იქნას მინიმუმამდე : 1)თანამედროვე ტელეფონებში ანტენა შიგნითვეა ინტეგრირებული,უფრო ხშირად,ეს ადგილი არის მობილურის სხეულის ზედა, ზოგჯერ კი შუა მესამედი. ამიტომ, საუბრისას უმჯობესია არ შევეხოთ ამ ადგილს. 2)როდესაც შენობა-ნაგებობაში იმყოფებით, სადაც მიღება ნაკლებია, უმჯობესია მოძებნოთ ადგილი , სადაც მიღება მეტი იქნება. 3)როდესაც მობილურის დაჭერა არის ნახევარი, ან ამ მაჩვენებლის ფარგლებში, უმჯობესია საუბრის ხანგრძლივობა დაყვანილ იქნას მინიმუმამდე, ან საერთოდ სმს-ი გამოიყენოთ ამ შემთხვევაში. 4)თუ ხშირად გიხდებათ ავტომობილში საუბარი მობილურით, მანქანის მეტალის სხეული გარკვეულწილად ახშობს რადიოსიგნალს ტელეფონიდან სადგურამდე,ამიტომ სიმძლავრეც იზრდება კომპენსაციისათვის, ამისათვის კი უმჯობესია გადასატანი ანტენა. 5)როდესაც კავშირი მყარდება, GSM ტელეფონები მუშაობენ მაღალ სიმძლავრეზე,ვიდრე კავშირის დამყარებისას,ამიტომ ზარის გასვლის შემდეგ უმჯობესია თუ მობილურს ყურთან რამდენიმე წამის შემდეგ მიიტანთ. 6)მობილურს საძინებელ ოთახში თავთან ახლოს ნუ დადებთ,უმჯობესია გაიტანოთ იგი ოთახიდან ,ან მოშორებითით დადოთ. 1 SAR-ზე ზევით გამოსხივება არასასურველად მიიჩნევა და შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი მობილური,რომელიც ამ მაჩვენებელს აკმაყოფილებს. მომდევნო ელექტრომაგნიტური გამოსხივენის ფაქტორი,რაც ყოველდღიურობაში გვხვდება,ტელევიზორია,ყველაზე მეტად კი კინესკოპური ტელევიზორი თუ მონიტორი. მარტივად რომ ვთქვათ,აქ გვაქ საქმე რენტგენის გამოსხივებასთან და სხვა ტალღებთან,რომელიც პროეცირდება მონიტორზე ,მონიტორი შთანთქავს რენტგენის გამოსხივების გარკვეულ ნაწილს,ის ნაწილი კი,რაც ხვდება ეკრანს გარეთ,ახდენს ჰაერის დეიონიზაციას,ანუ უარყოფითი იონების მინიმუმამდე დაყვანას ან გაქრობას,რაც ასე ძლიან სჭირდება ადამიანს,რადგან სუნთქვისას მივითვისებთ მხოლოდ უარყოფით იონებს და არა დადებითს(დადებითი იონების ზემოქმედება ყველას გვექნება გამოცდილი:დახუთულ კლასში ან აუდიტორიაში შესვლისას) . კინესკოპური ტელევიზორი ასხივებს რენტგენის სხივებით არამარტო მონიტორის წინ, არამედ უკანაც და უფრო ინტენსიურად ვიდრე წინა მხარეს, ამიტომ ჩართულ მონიტორზე არაა სასურველი ამ ადგილას გაჩერება. ამ ტიპის ტელევიზორის დადგმა არცაა სასურველი თაბაშირმუყაოს პანელებით გადატიხრულ ოთახში კედელთან,რადგან კედელს მიღმაც ატანს ელ.მაგნიტური ტალღები(ეს მონიტორი ხომ უკანა მხრიდან უფრო ასხივებს),სასურველია ამ ადგილიდან მოშორება,ხოლო როცა რკინა-ბეტონის კედლის კუთხეში მიიტანთ ტელევიზორს 0,5 მეტზე ახლოს,აქ საქმე გამოსხივების არეკლვასთნ გვაქვს. თუნდაც როდესაც მიიტანთ მონიტორთან ხელს, თმებს იზიდავს, სწორედ ეს არის დადებითად იონიზირებული ჰაერი, რითაც ჯერდება ოთახი კინესკოპური ტელევიზორის ხანგრძლივი მუშობისას. ამიტომ,მონიტორიდან უნდა ვიყოთ დაშორებულები არანაკლებ 50სმ-სი. რაც შეეხება თხევადკრისტალურ მონიტორებს,მათთან ასეთი პრობლემა არ არის,ისინი არ ასხივებს რენტგენის სხივებით,ისევე როგორც სისტემური ბლოკი კომპიუტერების,მათი ელექტრომაგნიტური გამოსხივება იმდენად მცირეა,როგორიც მაცივრის ან მტვერსასრუტის ... ჰაერის დეიონიზაციის პრობლემების აღმოსაფხვრელად,იყენებენ იონიზატორებს,რადგან ეს აუცილებელია ქალაქში,სადაც უარყოფითი იონების დაბალი მაჩვენებელია,რაც გულ-სისხლძრღვთა სისტემაზეც აისახება . იონიზატორი გამოიყურება ამგვარად,არის ასევე კონდინციონერებში ინტეგრირებულიც იონიზატორების სხვადასხვა ტიპი არსებობს,რომელსაც მუშობის სხვა და სხვა პრინციპი აქვს,ამიტომ შეძენამდე აუცილებლად გაეცანით მის ხმარების წესებს. იმისათვის, რომ ზემოთხსენებული მასალა გავაანალიზოთ,ელექტრომაგნიტურ გამოსხივების გასაზომად იყენებენ საერთაშორისო ერთეულს:ზივერტს (აგრეთვე სხვა ერთულებსაც,მაგრამ ხშირად ხმარებაში ეს ერთეულია). ზივერტი ,მარტივად რომ ვთქვათ,არის ენერგიის რაოდენობა,რომელსაც შთანთქავს კილოგრამი ბიოლოგიური ქსოვილი. მაიონიზირებელი გამოსხივების დოზა, რომელსაც შთანთქავს ორგანიზმი წელიწადში 2,4 მილიზივერტს არ უნდა აღემატებოდეს. მაგ: 0,03 მილიზივერტი დასხივება არის კბილის რენტგენოგრამის გადაღებისას 0,1 მილიზივერტი,გამოსხივების დოზა 1 სთ. მზეზე გარუჯვისას 0,005 მილიზივერტი,ტელევიზორის ყურება (კინესკოპური) 1 წლის განმავლობაში,ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში. 10 მილიზივერტი,გულ-მკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიის გადაღების შედეგად. თუ ადამიანმა მიიღო 50 მილიზივერტზე მეტი დასხივება,მან არ უნდა გადაიღოს რენტგენი(ელ.მაგნიტურ გამოსხივებას უნდა მოერიდოს),100 მილიზივერტზე მეტი დასხივებისას კი,საერთოდ არც კი გაირუჯოს. ადამიანის ორგანიზმში ელექტრომაგნიტური გამოსხივების ერთი და იმავე დოზა არ იწვევს მსგავს შედეგს,რადგან თითოეული ჩვენგანის ორგანიზმი სხვადასხვაგვარად რეაგირებს.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.