Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/08/13 in all areas

  1. დაანონსდა ახალი Game Of Thrones ი http://www.youtube.com/watch?v=mT6eZtG4xnw დეველოპერი:Tellate გამოსვლის თარიღი 2014 წელი
    6 points
  2. მოგესალმებით! ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოპერაციული სისტემის მფლობელებს ხშირად ექმნებათ პრობლემა Play store-დან აპლიკაციების გადმოწერის და ინსტალაციის რეგიონალური შეზღუდვის გამო, დღეს გაგაცნობთ ერთ-ერთ მეთოდს რითაც მოვაგვარებთ ამ პრობლემას. ამისათვის გვჭირდება VPN კლიენტი და მოდიფიცირებული Google Play. სანამ უშუალოდ ინსტალაციას განვიხილავთ ვთქვათ რამდენიმე სიტყვა მუშაობს პრინციპზე, VPN(Virtual Private Network) - კერძო ვირტუალური ქსელი ტექნოლოგია რომლის მეშვეობით ხდება ერთის ან რამდენიმე ქსელის დაკავშირება ერთმანეთთან, როგორც წესი ამ ტექნლოგიას იყენებენ უნივერსიტეტებში, სკოლებში, კომპანიებში მაგრამ ჩვენ შემთხვევაშიც ძალიან გამოსადეგია, მისი მეშვეობით შევიცვლით IP მისამართს(მაგალითად მივიღებთ აშშ-ს აიპს გუგლიც აღიქვამს ამერიკის მოქალაქედ და ნებას დაგვრთავს გადმოვიწეროთ აპლიკაცია). პირველ რიგში გადმოვიწეროთ VPN კლიენტი მაგალითად Hotspot Shield შემდეგ მოდიფიცირებული ფლეი სთორი Vending. გადავიტანოთ ორივე app ტელეფონში შემდეგ: შევიდეთ Settings > Application manager დაინსტალირებულ აპლიკაციებში ვნახოთ Google Play Store და Google Play Services წავშალოთ ორივე დავაინსტალიროთ Hotspot shield და ჩავრთოთ VPN-ს ჩართვის შემდეგ დააინსტალირეთ Vending სულ ეს არის ამის შემდეგ გავხსნით Play store-ს და გადმოვიწერთ სასურველ აპლიკაციას. დამატებითი ინფორმაცია: გადმოსაწერი ლინკები საჭიროა დარუთული გქონდეთ ტელეფონი შედეგი ასევე გამოიყენეთ Hola VPN მარკეტისთვის ან სხვა ალტერნატიული VPN კლიენტი გადმოიწერეთ VPN Client შემდეგ შედით Setting > app > google play service დაასტოპეთ და გაასუფთავეთ მისი cache/data ჩართეთ VPN შემდეგ კი Play store სულ ეს არის Sh/ OC.GE
    5 points
  3. ქეისში რო ჩავალაგებ მერე შემოგთავაზებთ დანარჩენ ფოტოებს MB :asus Z9PE-D8 WS CPU:2X Xeon E5-2680 v2 10c 20t COOLER: 2XCorsair H80I RAM: 8X8GB 1600mhz ECC Reg VGA:GTX780TI-3GD5 SSD: 6X Crucial M500 240GB raid10 PSU: Corsair AX1200i
    5 points
  4. თამაში დაანონსდა 2013 წლის E3 ზე, დეველოპერი Remedy Entertainment გამომცემი Microsoft Studios ძრავი Northlight Engine პლატფორმა Xbox One ჟანრი Action ფორმა Single-player ეს კი გეიმფლეის სქრინები თამაში არის Xbox Oneის ექსკლუზივი. როგორც VGX 2013 ზე განაცხადეს თამაში არის Max Payn ის და Alan Wakeს მიქსი ჟანრობრივად.
    4 points
  5. გთავაზობთ Spike VGXის შეფასებებს და ხალხის არჩევანს. ​
    3 points
  6. გილოცავ მრავალს დაესწარი შენს ახლობლებთან და ფორუმელებთან ერთად :დ
    3 points
  7. ვაააა, ძირსელონა გილოცავ სეხნა, მრავალს დაესწარი, ბედნიერი ჯანმრთელი ყოფილიყავი შენ ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად
    3 points
  8. 3 points
  9. უძლიერესია
    3 points
  10. ინტელმა დაანონსა ახალითაობის Ivy Bridge-EP ‘Xeon E7 Ivytown სერიის 15 ბირთვიანი პროცესორი c600 სერიის ჩიპსეტზე დაფუძნებული. მას ექნება 15 ბირთვი და 30 ნაკადი. top პროცესორი იქნება E7-8800 Ivytown. მასთან ერთად გამოვლენ E7 8800/4800/2800 v2 პროცესორები. ინტელის თქმით ეს პროცესორები იმუშავებენ 8 სოკეტიან სისტემაზე. ამ ახალ პროცესორებს ექნებათ ახალი თაობის მემორი კონტროლერი მაქსიმუმ ECC DDR3-1600 and DDR4-2133/2400/3200 სასერვერო ოპერატიული მეხსიერებების მხარდაჭერით. ასევე მას ექნება წინა Quick Path 1.0 ინტერფეისის განახლებული ვარიანტი Quick Path 1.1 ინტერფეისი. მიუხედავად ბირთვების ამდენი რაოდენობისა ის მაინც აგებს ომს (ბირთვების რაოდენობაში მხოლოდ) AMD-სთან რომელსაც უკვე აქვს top კლასის Piledriver არქიტექტურაზე დაფუძნებული 6300 სერიის 16 ბირთვიანი პროცესორი. წარმადობით რათქმაუნდა ინტელი აჯობებს თან მაგრად თავისი ivy bridge არქიტექტურაზე დაფუძნებული 15 ბირთვიანი და 30 ნაკადიანი პროცესორით. ინტელს არ დაუსახელებია კონკრეტული თარიღი ამ პროცესორების გამოსვლის თუმცა სავარაუდოდ ამ თვეში მეტი ინფორმაცია გავრცელდება მათ შესახებ.
    2 points
  11. გილოცავ მრავალს დაესწარი, შენს ოჯახთან და საყვარელ ხალხთან ერთად, უფალი იყოს შენი და შენი ოჯახის მფარველი
    2 points
  12. გილოცავ !!!
    2 points
  13. ლევან გილოცაავ !
    2 points
  14. გილოცავ ლევან, მრავალს დაესწარი
    2 points
  15. გილოცავ ლევან, დაესწარი მრავალს სულ ჯამრთელად და ბედნიერად იყავი შენს ოჯახთან ერთად...)
    2 points
  16. გილოცავ მრავალს დაესწარი შენ ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად და წარამტებები შენ საყვარელ კლუბს(ოღონდ ესპანეთში მარტო ) :დ
    2 points
  17. gilocav leo mravals daeswari janmrtelada da bednierad
    2 points
  18. ლევან გილოცავ , მრავალს დაესწარი, ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ
    2 points
  19. ვაა ლევან გილოცავ, მრავალს დაესწარი, სულ მაგრათ და გახარებული ყოფილიყავი ) ბექა გილოცავ ძამიკოს დაბდღეს :დ
    2 points
  20. გილოცავ! ცხოვრებაში წინსვლას გისურვებ! მრავალს დაგასწროს უფალმა, იხარე შენს ახლობლებთან ერთად ორსავ სოფელსა შინა!
    2 points
  21. მეც გილოცავ, მრავალს დაესწარი.
    2 points
  22. ლევან გილოცავ აქაც მრავალს დაესწარი
    2 points
  23. გილოცავ, მრავალს და ბედნიერად დაესწარი
    2 points
  24. გილოცავ ძმა მრავალს დაესწარი
    2 points
  25. ოღჩ რა არის ეს? შენია??? თუ კი არ მოგილოცავ თუ ბენჩებს არ გაატარებ! რა კეისში ალაგებ? გაჩითეთ 780ტი-ები და მოხსენით რეკორდები ეს ვორნი რომ არ დავიმსახურო, თორემ რა მოსატანია ამ კონფიგთან
    2 points
  26. ჰაი დედასა მტრისასა :დდდ დარწმუნებული ვარ სკაირიმის მსგავსი უაზრო და არაფრის მაქნისი დამატებითი მისიები ამ თამაშს არ ექნება და უმეტესებო ძირითად სთორისთან იქნება კავშირში, როგორც ამის წინა ნაწილში იყო. ME და ეს N1 RPG. დარქ სოულსი სხვა განზომილებაა კიდე :დ
    2 points
  27. მონიტორი - ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია გამოსახოს ინფორმაცია ვიზუალურად. მონიტორს, ინფორმაციის გამოსახვისთვის მიეწოდება ფორმირებული ვიდეო სიგნალი ელექტრონული მოწყობილობიდან. თანამედროვე მონიტორი შედგება: 1) გამოსახულება (Display) 2) ელექტრომომარაგება (Power Supply) 3) მაკონტროლებელი დაფა (Control Board) 4) კორპუსი - რომელშიც მოთავსებულია ყველა მაღლა ნახსენები შემცველობა მიუხედავად ბევრი ტიპის მონიტორებისა, ჩვენ განვიხილოთ ჩვენთვის აქტუალური და გამოყენებადი LCD (Liquid Crystal Display / თხევადკრისტალური გამოსახულება) მონიტორები. --- LCD (თხევადკრისტალური გამოსახულება / Liquid Crystal Display) LCD - შედგება თხევადი კრისტალებისგან, რომელსაც იყენებენ გრაფიკული ან ტექსტური ინფორმაციის გამოსახვისთვის. LCD არამარტო კომპიუტერისთვის განკუთვნილ მონიტორებში არამედ შეგხვდება სხვადასხვა მოწყობილობებშიც, მაგ: ტელევიზორები, ტელეფონები, ციფრული ფოტოაპარატები, ელექტრონული წიგნები, ნავიგაციური მოწყობილობები, ელექტრონული გადამცემები, კალკულატორი, საათები და კიდევ სხვა მრავალი მოწყობილობები. ისტორია: LCD განვითარდა 1963 წელს, დევიდ სარნოვის (David Sarnoff) კომპანიაში RCA. დასაწყისში LCD-ის გამოყენებდნენ საათებში და კალკულატორებში და მსგავს მცირე ზომის მოწყობილობებში. დიდი ზომის ეკრანების ფართოდ გამოყენება დაიწყეს, როდესაც გავრცელდა და დიდი მოთხოვნა იყო ლეპტოპებზე. ტექნიკური მახასიათებლები: LCD-ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები: - მატრიცის ტიპები: ტექნოლოგია, რომლითაც წარმოებულია LCD - გაფართოება: ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზომები, გამოსახული პიქსელებათ. განსხვავებით CRT (cathode ray tube / ელექტრონული სხივური მილები)-სგან, LCD-ის აქვს ერთი ფიქსირებული გაფართოება, დანარჩენი მიიღწევა ინტერპოლაციით - პიქსელის ზომა: მეზობელი პიქსელების ცენტრში დაშორება, პირდაპირ კავშირშია პიზიკურ გაფართოებასთან - ეკრანის თანაფარდობა (პროპორციული ზომა): სიგანე და სიმაღლის თანაფარდობა (5:3, 4:3, 3:2 (15:10), 8:5 (16:10), 5:3 (15:9), 16:9 და სხვა) - კონტრასტულობა: ყველაზე ნათელი და ყველაზე მუქი წერტილების სიმკვეთრის დამოკიდებულება განათების მოცემულ სიმკვეთრეზე. - სიკაშკაშე: ეკრანიდან გამოსხივებადი სინათლის რაოდენობა - რეაგირების დრო: მინიმალური დრო, რათა კონკრეტულმა პიქსელმა მოახდინოს თავისი განათების შეცვლა. რეაგირების დრო შედგება ორი ფასეულობისგან: 1. ბუფერაციის დრო (შეტანის შუალედი / input lag): მაღალი მაჩვენებელი ხელს უშლის დინამიურ თამაშებს; 2. გადართვის დრო: სწორედ ეს მიუთითებს მონიტორის მახასიათებლებს. მაღალი მაჩვენებელი აფუჭებს ვიდეოს ხარისხს. ამჟამად პრაქტიკულად ყველა მონიტორზე გადართვის დრო მერყეობს 2-დან 6 მილიწამამდე. - ხედვის კუთხე: კუთხე, როდესაც მიაღწევს ნიშნულს, კონტრასტულობა იწყებს დაცემას. სხვადასხვა ტიპის მატრიცაზე და სხვადასხვა მწარმოებელი გამოირჩევიან ერთმანეთისგან და ხშირად არ ემთხვევათ ერთმანეთის ხედვის კუთხე. ხშირად ხედვის კუთხის პარამეტრები ასე გამოიყურება : CR 5:1 — 176/176°, CR 10:1 — 170/160°. აბრევიატურა CR (Contrast Ratio) აღნიშნავს ხედვის კუთხეზე კონტრასტულობის დონეს ეკრანის პერპენდიკულარულად. 170°/160° ხედვის კუთხეზე კონტრასტულობა ეკრანის ცენტრში მცირდება 10:1-ზე დაბლა, ხოლო 176°/176°-ზე 5:1-ზე დაბლა. ძირითადი ტექნოლოგიები: TN+film, IPS (SFT, PLS) და MVA. მოცემული ტექნოლოგიები განსხვავდებიან ზედაპირის გეომეტრიით, პოლიმერით, სამართავი დაფებით და წინა ელექტროდით. დიდი მნიშნველობა ენიჭება სიხშირეს და თხევადი კრისტალების თვისებების მქონე პოლიმერს, რომელიც კონკრეტული წარმოებისას გამოიყენება. TN (Twisted Nematic) ყველაზე უბრალო ტექნოლოგია. აქამდე მოიხსენიებდნენ როგორც TN+film, სიტყვა film-ზე დამოკიდებულია დამატებითი შესაძლებლობა, რომელიც გამოყენებულია ხედვის კუთხის გასაზრდელად (დაახლოებით - 90-დან 150°-მდე). ამჟამად სიტყვა film-ს ხშირად აღარ ხმარობენ და უბრალოდ მოიხსენიებენ როგორც TN. საშუალება იმის რომ გაზარდონ კონტრასტულობა და ხედვის კუთხე ჯერ ვერ იპოვეს, მაგრამ რეაგირების დრო ამჟამად TN პანელს ერთერთი საუკეთესო აქვს, ხოლო კონტრასტულობის დონე არ აქვს მოწოდების სიმაღლეზე. მატრიცა TN + film მუშაობს შემდეგნაირად: თუ საბპიქსელებს არ ერთვის ძაბვა, თხევადი კრისტალები (და პოლარიზებული სინათლე, რომელსაც ისინი უშვებენ) ბრუნდებიან ერთმანეთის მიმართულებით 90°-ზე ჰორიზონტალურად ორ ფირფიტებს შორის სივრცეში. რადგან პოლარიზაციის ფილტრის მიმართულება მეორე ფირფიტაზე შეადგენს 90° კუთხეს, ხოლო მისი მიმართვა პირველი ფირფიტისკენ გაივლის მეორე ფირფიტას. თუ წითელი, მწვანე და ლურჯი საბპიქსელები სრულიად არიან განათებული, ეკრანზე გამოისახება თეთრი წერტილი. IPS (In-Plane Switching) ტექნოლოგია შეიმუშავა კომპანიებმა Hitachi და NEC. აღნიშნული კომპანიები ამ ტექნოლოგიას იყენებენ სხვადასხვა დასახელებით, NEC იყენებს როგორც “SFT”, ხოლო Hitachi ამჟამად გავრცელებული დასახელებით “IPS”. ტექნოლოგიის ამოცანა იყო განთავისუფლება იმ ხარვეზებისგან რაც TN + film-ს ჰქონდა. IPS-ის მეშვეობით შესაძლებელი გახდა, როგორც ხედვის კუთხის გაზრდა 178°-მდე, ასევე მაღალი კონტრასტულობა და ფერების გადმოცემის შესაძლებლობა, მაგრამ არც IPS გამოდგა უნაკლო, რომელსაც რეაგირების დრო TN-თან შედარებით მაღალი აქვს. თუ IPS მატრიცას არ ერთვის ძაბვა, თხევადი კრისტალები არ ბრუნდებიან ერთმანეთის მიმართულებით. მეორე ფილტრი ყოველთვის მობრუნდება პირველის პერპენდიკულარულად, მაგრამ სინათლე არ გადის მასში. ამიტომ შავი ფერის გამოსახულება ახლოს არის იდეალურთან. IPS ტრანზისტორის წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში “გატეხილი” პიქსელი იქნება არა თეთრი, არამედ შავი ფერის. ანალოგიური ქმედება ხდება TN მატრიცაზეც. თუ IPS-ს ერთვის ძაბვა, თხევადი კრისტალები ბრუნდებიან თავიანთი საწყისი მდგომარეობის პერპენდიკულარულად და ატარებენ სინათლეს. ამ დროისთვის IPS შეცვლილია H-IPS ტექნოლოგიით, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ყველა უპირატესობა IPS ტექნოლოგიის, ამავე დროს ამცირებს რეაგირების დროს და ზრდის კონტრასტულობას. H-IPS და მასთან შედარებით იაფასიანი e-IPS მატრიცა, აქტიურად გამოიყენებიან 20 და კიდევ უფრო დიდი ზომის პანელებში. AS-IPS (Advanced Super IPS) - ასევე შეიმუშავა Hitachi კორპორაციამ 2002 წელს. ძირითადად AS-IPS ითვალისწინებს S-IPS მატრიცის კონტრასტულობის დონის გაუმჯობესებას, რომელიც მიახლოვდა S-PVA პანელის კონტრასტულობასთან. H-IPS (Horizontal IPS) - შემუშავებული იქნა LG-ის მიერ NEC კორპორაციისთვის. H-IPS პანელი წარმოადგენს ფერთა ფილტრს TW (True White), რათა თეთრ ფერს მიენიჭოს მეტი რეალურობა და გაეზარდოს ხედვის კუთხე, გამოსახულების დამახინჯების გარეშე. აღნიშნული ტიპის პანელებს გამოიყენებენ მაღალი ხარისხის, პროფესიონალური მონიტორების შესაქმნელად. AFFS (Advanced Fringe Field Switching, არაოფიციალური დასახელებით - S-IPS Pro) - მორიგი გაუმჯობესებული IPS მატრიცა, შემუშავებული იქნა BOE Hydis კომპანიის მიერ, 2003 წელს. ელექტროენერგის ძაბვის გაზრდის მეშვეობით, შესაძლებელი გახდა უკეთესი ხედვის კუთხის და სიკაშკაშის მიღება, ასევე შემცირდა შიდა პიქსელთა დაშორების მანძილი. AFFS ძირითადად გამოიყენება Tablet PC-ზე. IPS ტექნოლოგიის განვითარება Hitachi-ის მიერ დასახელება: Super TFT მოკლე დასახლელება: IPS წელი: 1996 უპირატესობა: ფართო ხედვის კუთხე გამჭირვალობა/კონტრასტულობა: 100/100 საბაზისო დონე შენიშვნა: უმეტეს პანელებს აქვთ რეალისტური ფერთა გადაცემის მხარდაჭერა (8-ბიტი თითო არხზე). ეს გაუმჯობესება გამოჩნდა მაღალი რეაგირების დროის გადაცემის ფასად, დასაწყისისთვის დაახლოებით 50ms --- დასახელება: Super-IPS მოკლე დასახლელება: S-IPS წელი: 1998 უპირატესობა: არ აქვს ფერთა ცვლა გამჭირვალობა/კონტრასტულობა: 100/137 შენიშვნა: IPS შეცვლილი იქნა S-IPSით, რომელიც შეიცავს IPS-ის ყველა უპირატესობას, ამასთან ერთად შემცირებული აქვს რეაგირების დრო --- დასახელება: Advanced Super-IPS მოკლე დასახლელება: AS-IPS წელი: 2002 უპირატესობა: მაღალი გამჭირვალობა გამჭირვალობა/კონტრასტულობა: 130/250 შენიშვნა: AS-IPS ძირითადად გაუმჯობესებული აქვს კონტრასტულობა, ტრადიციული S-IPS პანელებთან შედარებით, რითიც მიუახლოვდა S-PVA პანელს და დაიკავა მეორე ადგილი მის შემდეგ. --- დასახელება: IPS alpha მოკლე დასახლელება: IPS-Pro წელი: 2008 უპირატესობა: მაღალი კონტრასტულობა შენიშვნა: მომავალი თაობა IPS-Pro --- დასახელება: IPS alpha next gen მოკლე დასახლელება: IPS-Pro წელი: 2010 უპირატესობა: მაღალი კონტრასტულობა შენიშვნა: ტექნოლოგიის ახალი მლობელი გახდა Panasonic IPS ტექნოლოგიის განვითარება LG-ის მიერ დასახელება: Super-IPS მოკლე დასახლელება: S-IPS წელი: 2001 შენიშვნა: უმეტეს პანელებს აქვთ რეალისტური ფერთა გადაცემის მხარდაჭერა (8-ბიტი თითო არხზე). ეს გაუმჯობესება გამოჩნდა მაღალი რეაგირების დროის გადაცემის ფასად, დასაწყისისთვის დაახლოებით 50ms --- დასახელება: Super-IPS მოკლე დასახლელება: S-IPS წელი: 1998 შენიშვნა: LG რჩება Super-IPS ტექნოლოგიის მთავარი მწარმოებელი --- დასახელება: Advanced Super-IPS მოკლე დასახლელება: AS-IPS წელი: 2005 შენიშვნა: გაუმჯობესდა კონტრასტულობა და გაფართოვდა ფერთა გამა --- დასახელება: Horizontal IPS მოკლე დასახლელება: H-IPS წელი: 2007 შენიშვნა: კიდევ უფრო გაუმჯობესდა ფერთა კონტრასტულობა და ეკრანის ჩვენება ზედაპირზე, ასევე განვითარდა ხედვის კუთხე. გამოიყენება გრაფიკასთან სამუშაოდ --- დასახელება: Enhanced IPS მოკლე დასახლელება: e-IPS წელი: 2009 შენიშვნა: აქვს ფართო დიაფრაგმა, რათა გაზარდოს ფერთა გამტარობა სრულად გახსნილ პიქსელებში --- დასახელება: Professional IPS მოკლე დასახლელება: P-IPS წელი: 2010 შენიშვნა: უზრუნველყოფს 1.07მილიარდ ფერებს (30-ბიტი ფერების სიღრმე). საუკეთესო True Color ფერთა გადაცემა. --- დასახელება: Advanced High Performance IPS მოკლე დასახლელება: AH-IPS წელი: 2011 შენიშვნა: გაუმჯობესებული ფერთა გადაცემა, გაზრდილია გაფართოება და პიქსელების სიმჭიდროვე (PPI - pixels per inch / pixel density). გაზრდილი აქვს სიკაშკაშე და შემცირებული აქვს ენერგიის მოხმარება VA/MVA/PVA ტექნოლოგია VA (Vertical Aligment) წარადგინა Fujitsu კომპანიამ 1996 წელს. თუ VA მატრიცის თხევად კრისტალებს არ დაერთვის ძაბვა, ისინი გასწორებულნი არიან პერპენდიკულარულად მეორე ფილტრის მიმართ და არ ატარებენ სინათლეს. თუ ძაბვა დაერთვის, კრისტალები ბრუნდებიან 90°-ით და ეკრანზე გამოისახება თეთრი წერტილი. IPS-ის მსგავსათ, წყობიდან გამოსვლის შემთხვევაში, ეკრანზე ჩნდება შავი წერტილები. VA ტექნოლოგიის მემკვიდრე გახდა MVA (Multi-domain Vertical Alignment), რომელიც შემუშავებული იქნა როგორც TN და IPS ნაზავი. ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხედვის კუთხეები MVA მატრიცაზე შეადგენს 160° (თანამედროვე მონიტორებზე 176-დან 178°-მდე), ამასთან ერთად, ამაჩქარებელი ტექნოლოგიის (RTC) დახმარებით, დიდად არ ჩამოუვარდება TN+film-ს რეაგირების დროით. ისინი შესამჩნევად ზრდიან ფერთა სიღრმეს და მათ ზუსტად გამოსახულებას. MVA მატრიცის ღირსება გახლავთ შავი ფერის სიღრმე (პერპენდიკულარული ხედვით), ხვეული კრისტალების სტრუქტურის და ასევე ორმაგი მაგნიტური ველის არ ქონა. MVA-ს ნაკლი S-IPS მატრიცასთან შედარებით გახლავთ: დეტალების გაქრობა ჩრდილებში პერპენდიკულარული ხედვით და ფერთა ბალანსის საჭიროება კუთხის ხედიდან. MVA-ს ანალოგი ტექნოლოგიები გახლავთ: - PVA (Patterned Vertical Alignment) - მწარმოებელი Samsung - Super PVA - მწარმოებელი Sony-Samsung - Super MVA - მწარმოებელი CMO - ASV (Advanced Super View), ასევე ცნობილია როგორც ASVA (Axially Symmetric Vertical Alignment) - მწარმოებელი Sharp MVA/PVA მატრიცა ითვლება როგორც TN და IPS ნაზავი, როგორც ფასით, ასევე სამომხმარებლო თავსებადობით. PLS (Plane-to-Line Switching) PLS მატრიცა შემუშავებული იქნა კომპანია Samsung-ის მიერ, როგორც IPS-ის ალტერნატივა და პირველად წარდგენილი იქნა 2010 წელს დეკემბერში. სავარაუდოდ ეს მატრიცა იქნება 15%-ით იაფი, ვიდრე IPS. უპირატესობები: - პიქსელების სიმჭიდროვე, შედარებით მეტი ვიდრე IPS-ზე (ანალოგიურად მეტი VA/TN-თან შედარებით) - მაღალი სიკაშკაშე და კარგი ფერთა გადაცემა - ფართო ხედვის კუთხე - დიაპაზონის სრული დაფარვა sRGB - დაბალი ენერგიის მოხმარება, TN-თან შედარებით შეზღუდვები: - რეაგირების დრო (5-10ms), უკეთესი ვიდრე VA, მაგრამ უარესი ვიდრე TN
    1 point
  28. სულ ცოტა ხნის წინ კომპანია Apple მ გაყიდვაში ჩაუშვა პლანშეტ Ipad ის ახალი წარმომადგენელი Ipad Air , რომელიც გამოირჩევა თავისი ლამაზი დიზაინითა და დახვეწილობით. გარდა ტექნიკური მახასიათებლებისა ახალ Ipad ში გაუმჯობესებულია პროგრამული უზრინვეყოფაც , მას მოყვება Apple IOS 7 ის ბოლო ვერსია 7.0.3 , რომელიც მას უფრო მოქნილს და კომფორტულს ხდის. Ipad Air ის საწყისი ფასი მხოლოდ WiFi ვერსიისთვის არის 499 ამერიკული დოლარი , ხოლო +4G ქსელის მხარდაჭერით 639 დოლარი. დანარჩენი ვერსიის ფასები შეგიძლიათ იხილოთ > ოფიციალურ საიტზე. სანამ გადავიდოდეთ IOS 7 ზე მანადე მიმოვიხილოთ ახალი Ipad დეტალურად და დავიწყოთ მისი ტექნიკური მახასიათებლებით. Ipad Air ს გააჩნია 9.7 ინჩიანი Retina ტიპის LED-backlit IPS LCD სენსორული ეკრანი 264 პიქსელით თითოეულ ინჩზე , რომლის საერთო რეზოლუცია კვლავ საკმად მაღალია და შეადგენს 2048 x 1536 პიქსელს , რაც ამ პლანშეტის ერთ-ერთი უდიდესი პლიუსია. პლანშეტი დაფუძნებულია კომპანია Apple ს A7 ჩიპზე , რომელიც დაფუძნებულია 64-ბიტიან არქიტეტურაზე , რაც კიდევ ერთი სიახლეა ზოგადად პლანშეტების სფეროში. A7 ში ერთიანდება 2 ბირთვიანი 1.4 GHz Cyclone (ARM v8-based) პროცესორი M7 მიკრო პროცესორთან ერთად და 4 ბირთვიანი PowerVR G6430 გრაფიკული ჩიპი. მისი ოპერატიული მეხსიერების მოცულება კვლავ 1GB არის. რაც შეეხება წინა და უკანა კამერას , Ipad Air აღჭურვილი იქნება უკანა 5MP იანი კამერით 1080P ვიდეო გადაღების ხარისხით და წინა 1.2MP იანი 720P კამერით. კამერის გამოყენება შესაძლებელი იქნება ვიდეო ზარებისთვის სკაიპის მეშვეობით მის WiFi ს გააჩნია ყველა სახის არსებული სტანდარტი 802.11 a/b/g/n , მასში WiFi კავშირისთვის ჩაშენებულია 2 ცალი მიმო ანტენა. Ipad Air ს ასევე გააჩნია Bluetooth 4.0 , GPS with A-GPS და GLONASS საკომუნიკაციო სისტემები , თუმცა აღსანიშნავია ერთი რამ , რომ GPS გააჩნია მხოლოდ WiFi+4G ვერსიის მქონე მოდელებს. რაც შეეხება მის ზომებს და წონას, ახალი Ipad ის სისქე მხოლოდ 7.5 მილიმეტრია , სიგრძე 24 სმ და სიგანე 17 სმ. წონა მხოლოდ 469 გრამი . წინა მოდელებთან შედარებით ზომები მართლაც უკეთესია. Ipad 4 და Ipad Air სისქე კვლავ Ipad 4 VS Ipad Air გრდა პლიუსები Ipad Air ს აქვს უარყოფითი მხარეები : მისი მეხსიერრების გაზრდა კვლავ შეუძლებელია , აუცილებელია Itunes ის გამოყენება ფაილების მიმოცვლისთვის , გააჩნია მხოლოდ Apple Lightning პორტი , WiFi ვერსიებს არ აქვს GPS. Apple კვლავ გვთავაზობს თავის Smart Cover ებს პლანშეტისთვის , რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია. მოდით ვნახოთ რეალურად რა შეუძლია Ipad Air ის პროცესორს და გრაფიკულ ჩიპს. CPU Tests > GPU Tests > გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia ს სათამაშო მოწყობილობა Shield ს . ეკრანის რამდენიმე ტესტი > Ipad Air ით გადაღებული სურათები > WiFi ბტარეის ტესტი > დატენვის დრო ცოტა რამ Apple IOS 7 ზე > ამ ახალ სისტემაში Apple მ ბევრი ცვლილება განახორციელა , ძირითადად ვიზუალის თვალსაზრისით. მისი ხმოვანი "მბრძანებელი" Siri ახლა უფრო უკეთესია მართალია IPad Air არ იძლევა დარეკვის საშუალებას თუმცა ეს არაა პრობლემა Iphone ებზე , მათზე კი Phonebook სე გამოიყურება > Email Text სურათების გალერეა Iphoto , Imovie , Music Player , Icloud Safari Browser Iwork , Pages , Calendar რუკები და App Store Ipad Air ვიდეო მიმოხილვა > ამით ჩვენი მიმოხილვა Apple Ipad AIr სა და IOS 7 ზე დასრულებულია , რა შეიძლება ითქვას ? ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ლამაზი დიზაინის მქონე პლანშეტი Apple სგან , რომლის საწყისი ფასი 500 ამერიკული დოლარია , კომპანია Apple ს ამ პლანშეტს გააჩნია ყველა საჭირო ფუნქცია რომელიც IOS 7 ის მეშვეობით ხორციელდება ,გრაფიკულ ტესტებში Ipad Air ჩამორჩება Nvidia Shield ს , თუმცა მას მაინც საკმაოდ კარგი ადგილი უჭირავს ზოგადი თვალსაზრისით , უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ მხოლდო WiFi ვერსიის Ipad Air ს არ აქვს GPS , მისი მეხსიერების მომატება კვლავ შეუძლებელია რითაც Apple ახდენს აწესებს სხვადასხვა ფასს ერთ მოდელზე , ეს შეიძლება მინუსად ჩაითვალოს , რადგან აღნუშნული ფასის ფარგლებში Ipad Air ს ეყოლება ისეთი კონკურენტები როგორიცაა: Nokia Lumia 2520 , რომელსაც ანალოგიურ ფასშI აქვს 4G მხარდაჭერა , Samsung ის 10.1 ინჩიანი ახალი Galaxy Tab და Sony ს Xperia Z Tablet , თუმცა მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხიბლავს Apple ს ულამაზესი და მოქნილი Ipad Air თავის IOS 7 თან ერთად , რომელმაც საკმაო ცვლილებები განიცადა წინა ვერსიებთან მიმართებაში.
    1 point
  29. ედო 660tiზე ნაკლებს არ გირჩევ, კი 580 ძალაინ კარგი კარტაა, მაგრამ 660 კიდე იხვეწება დრაივერების ხარჯზე. ჯობია გაყიდო და 660ტი იყიდო ან უკეთესი. თან ჩემი 580 მხეც ვერსიათ ვაქციე :დ
    1 point
  30. UFG-მ საშობაო საჩუქრად Triad Wars(სავარაუდო Sleeping Dogs-ის) off-screen ფოტო დადეს
    1 point
  31. სკაირიმში როგორ იყო ბრწყინვალედ გაკეთებული ყველა დანჯენი ერთმანეთს ჰგავდა ერთიდაიგივეში გაგზავნიდნენ 2 ჯერ რომ გაივლიდი უკვე იცოდი სხვა დანჯენი როგორი იქნებოდა პირველი რამდენიმე საათი ბრწყინვალე იყო მერე მოსაბეზრებელი და ერთფეროვანი
    1 point
  32. დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი იყიდის ამას პკ-ზე მათ შორის მეც ვიქნები
    1 point
  33. ზოგიერთ ნაწილს არაფერი განსხვავება არ აქვს ნახმარს და ახალს. მაგალითად პროცესორს და ოპერატიულს (მაღაზიაში საკმაოდ ძვირებია) ვიდეოსაც შეამოწმებ და ეგაა რა. ასე დავწერ ნახმარი მოგდის: i5 3470 - 240-250 ლარი ესეთ ფასებში იყიდება ფორუმზე ვერ ვნახე ამ წუთას RAM 2X4 GB 1600 100 ლარი Gskill აგერ აქვთ http://forum.ge/?f=54&showtopic=34600662 MB-P8P67 --120 ლარი http://forum.ge/?f=54&showtopic=34600889 GTX 560--150 ლარი http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=9_56_121&product_id=5284332 სულ 620 ლარი კვება აგერაა http://gitec.ge/p/14106/fortron-fsp500-60apn-500w-85 კისრამდე ეყოფა მაგ სისტემას. უი ვინჩო გამომრჩენია (ეს ძველი სისტემიდან ჩააგდე ღირს ეს მსხვერპლი მაგ კონფიგისთვის დამიჯერე) მაზერის გამოცვლაც შეიძლება რამე უბრალო h61 ჩიპსეტით და ეგეც 50 ლარს დაგიზოგავს ანუ ჯამში კვებიანად 660 ლარი გამოგივა ახლები რაც მოგდის ამ კომპზე ბეევრად სუსტი იქნება.
    1 point
  34. აუ რამაგარი იქნება ველოდები
    1 point
  35. მოგესალმებით კიდევ ერთი ახალი ნიუსით დღესდღეობით ვიდეობარათებისა და ტელევიზორების ციფრული სიგნალის გადასაცემი და მისაღები პორტებია VGA, DVI, HDMI და displayport. რათქმაუნდა არის სხვადასხვა სტანდარტების მქონე ერთიდაიგივე პორტები და სწორედ ერთ-ერთი მათგანის შესახებ ვწერ დღეს. ჩვენ მალე ვიხილავთ ახალი სტანდარტის displayport 1.3-ს რომელსაც მის წინამორბედ 1.2 სგან განსხვავებით აქვს უფრო მაღალი გამტარობა 8.1 Gbit/s 1.2-ს 5.4 Gbit/s-ს წინააღმდეგ. displayport 1.3 იქნება HBR3 (High Bit Rate x 3) დღეს არსებული ყველა სტანდარტის displayports აქვს RBR, HBR (High Bit Rate), და HBR2 (High Bit Rate 2), რომელსაც აქვს 4K 60Hz-ს მხარდაჭერა, ან 4-მდე 1080p მონიტორის მხარდაჭერა მულტიმონიტორულ რეჟიმში. HBR არის 2.7 Gbps, HBR2 არის 5.4 Gbps ხოლო HBR3 კი როგორც ზემოთ აღვნიშნე 8.1 Gbit/s როგორც ხედავთ 1.3-ში არ არის ორმაგი მატება როგორც ეს იყო 1.1-დან 1.2-ზე რაც განპირობებულია კაბელში გამოყენებულ მასალით (სპილენძი) ეს საბოლოოდ ნიშნავს კაბელის მაქსიმუმ თეორიულად 32.4 Gbit/s - ს პრაქტიკულად კი დიდი შანსია ვნახოთ 29 Gbit/s გამტარობა. ამ პორტის მთავარი მიზანია 8k გაფართოება რაც სავარაუდოდ იქნება 7680 × 4320 (16:9) (33.1 megapixels) ან 8192 × 4320 (~17:9) (35.3 megapixels) შთამბეჭდავია... დღესდღეობით 1.2-ს სრული გამტარობა გამოიყენება 4k გაფართოებაზე ამ ახალი სტანდარტით კი სურთ რომ ორი 4k ეკრანით ისარგებლოონ ან 4k 3D-თი, ასევე 8K ეკრანითაც. 8k-ს მხარდასაჭერად საჭიროა 12 bit პიქსელზე. 2013-2014-ში 1.2 პორტი იქნება სტანდარტი 4k გაფართოებაზე და 1.3 იქნება სამომავლოდ გათვლილი ისე როგორც ადრე 1.2 პორტი იყო 1.3 პორტში აპირებენ რომ გაზარდონ ძაბვა რათა მუშაობის პარალელურად დატენონ ამ პორტზე მომუშავე მოწყობილობები რასაც დღეს MHL, MyDP და Dockport უკვე აკეთებენ. ასევე მათ შეუძლიათ შეხების ინფორმაცია (touch screen-ებისთვის) გადასცენ AUX არხებით, რაც შეამცირებს BOM ფასს (ვერ გავიგე რა არის მაგრამ ეკრანებთანაა დაკავშირებული) ასევე eDP 1.4-ს ექნება PSR (panel Self-Refresh) რაც საშუალებას აძლევს GPU-ს რომ გაითიშოს. ეს კი მობილური მოწყობილობებისთვის დიდი დახმარებაა ენერგომოხმარების შესამცირებლად. Displayport 1.3 სტანდარტი გამოცხადდება 2014 წლის მეორე მეოთხედში ჩვენ კი ალბათ 2015-მდე ვერ ვიხილავთ მას მუშა მდგომარეობაში. მადლობთ ყურადღებისთვის.
    1 point
  36. გაიხარე დიდი მადლობა, კი კმაყოფილი ვარ მაგარი, ჩემთვის საკმარისზე მეტიც არის ეს აპარატი ჯერჯერობით მეტი ამბიცია არამაქვს სხვაობას ვერ გეტყვი რადგან არ მქონია შეხება 5100-თან, თუ დააპარიბეთ კვლავ ფორუმელები გასვლას სადმე ჩასაკარტოჩკებლად, მეც გამოვალ და შევადაროთ, ალბათ ძირეული სხვაობა არ ექნება.
    1 point
  37. ჩინური გრაფიკული ბარათების მწარმოებელი კომპანია Colorful ენთუზიასტებისთვის ამზადებს ახალ ვიდეო ბარათს Geforce GTX 780 Ti პრემიუმ ვერსიას - iGame GTX 780 Ti Kudan. კომპანიის ინჟინრებმა დაუმონტაჟეს Nvidia GK110-425-B1 გრაფიკული ჩიპი სამსლოტიანი სისტემური გაგრილებით რომელშიც შედის ალუმინის რადიატორი ექვსი სპილენძის სითბური მილაკი, სამი ვენტილიატორი, წ ყ ლის ბლოკი შუქდიოდური განათებით, შესაძლებელია როგორც წ ყ ლის ბლოკით ასევე მის გარეშეც მუშაობა. ვიდეო ბარათის სიხშირეებთან დაკავშირებით ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ არის, ცნობილია რომ Colorful iGame GTX 780 Ti Kudan-ის არსენალში იქნება 2880 ნაკადიანი პროცესორი, 384-ბიტიანი 3Gb GDDR5 მეხსიერება. კვებისთვის ექნება ორი PCI-E Power 8 კონექტორი ინფორმაცია ფასზე და თარიღზე თუ როდის ჩაეშვება გაყიდვაში ჯერ-ჯერობით არ არის.
    1 point
  38. ilia uneli როგორ და მარჯვნივ დაბლა არ აქ ენები კომპიუტერს? იქიდან შეცვალე და ისე დაწერე
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.