Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 08/04/13 in Posts

  1. შესავალი XXI საუკუნეში კომპიუტერი უდიდეს როლს თამაშობს ადამინის ცხოვრებაში და საქმიანობაში, მიუხედავად იმისა რომ ის თავდაპირველად შეიქმნა სამეცნიერო და სამხედრო მიზნებისთვის როგორც გამომთვლელი მოწყობილობა. გავიდა დრო და დღესდღეობით მას იყენებს ნებისმიერი ასაკის ადამინი სასურველი მიზნისთვის აქედან გამომდინარე უკვე გამოიკეთა ორი ძირითადი ჯგუფი: 1)პროგრამისტი(Programmers) 2) მომხმარებელი(Users). სანამ უშუალოდ პროგრამირებაზე დავიწყებდეთ საუბარს მოკლედ გადავავლოთ თვალი ამ ორ ჯგუფს: პროგრამისტი- პიროვნება რომელიც ქმნის კომპიუტერის პროგრამულ ნაწილს სხვადასხვა მეთოდებით( კოდებით, ბრძანებებით),სწორედ მათი წყალობით გვაქვს და ვსარგებლობთ კომპიუტერს როგორც არა მხოლოდ გამომთვლელ მანქანას არამედ გასართობ და შემეცნებითი შინაარსის მქონე პროდუქტს. მომხმარებელი- პიროვნება რომელიც სარგებლობს დეველოპმერების მიერ შექმნილ პროდუქტს, აფასებს მას ასევე დიდი წვრილი მიუძღვის მის განვითარებაში. მაგრამ ამ ჯგუფის წარმომადგენლების ნაწილს ხანდახან მცდარი წარმოდგენები აქვთ პროგრამისტებსა და პროგრამირებაზე. პროგრამირება(programming)- კომპიუტერული პროგრამების შექმნის პროცესი. ისტორია ძველ საბერძნეთში ანტიკურ ხელსაწყოებს მიეკუთვნებოდა გამომთვლელიც რომელიც სხდასხვა სახის იყო და სხვადასხვა ხერხებით ითვლიდნენ, მაგალითად იყენებდნენ მზის და მთვარის კალენდარს. პირველი პროგრამირებადი მანქანა-ჰუმანოიდი შექმნა ასტრონომმა და მათემატიკოსმა ალ ჯაზარმა(al-Jazarī) 1206 წელს მის მექანიზმს ჰქონდა დამჭერები,ბერკეტები და "მუხლები" მისი დახმარებით გადაჰქონდა ხის ყუთები ერთი ადგილიდან მეორეზე რაც ძალიან მოსახერხებელი იყო. პირველი პროგრამირებადი გამომთვლელი მოწყობილობა შეიმუშავა ჩარლზ ბებიჯმა(მაგრამ მისი შექმნა ვერ შეძლო). 1843 წლის 19 ივლისს გრაფინია ადა ავგუსტა ლავლეისმა დიდი ინგლისელი პოეტის ჯორჯ ბაირონის შვილმა პირველად დაწერა ისტორიაში პროგრამა ანალიტიკური მანქანისთვის. პროგრამირების ენები პროგრამისტების დიდი ნაწილი მუშაობის უმეტეს ნაწილს უთმობს და ანდომებს source კოდების წერას. სხვადასხვა პროგრამირების ენებს აქვთ სხვადასხვა სტილი პროგრამირების. დღესდღეობით შეგვიძლია გამოვყოთ ორი ჯგუფი: ვებ პროგრამირება და სისტემური პროგრამირება. ვებ პროგრამირებაში შედის შემდეგი ენები:HTML, PHP, ASP, ASPX, Perl, SSI, XML, DHTML, XHTML,Python, Ruby,JavaScript,VBScript,ActionScript,Java სისტემურ პროგრამირებაში კი შედის:c,c#,c+,c++,Pascal,Visual Basic (vb) და სხვა. ეხლა კი გადავიდეთ ზოგადად პროგრამისტებზე, მოგეხსენებათ 21-ე საუკუნე ითვლება ტექნოლოგიურ ხანად აქედან გამომდინარე ცნობილ ადამიანებს განეკუთვნებიან პროგრამისტებიც რომლებიც დიდ როლს თამაშობენ Hi-Tech სამყაროში. დონალდ კნუტი დონალდ ერვინ კნუტი(Donald Ervin Knuth) ამერიკელი მეცნიერი,სტენდფორტის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი და ასევე რამდენიმე სხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა ქვეყანაში, პროგრამირების მასწავლებელი და იდეოლოგი,19 მონოგრაფიის ავტორი(მათ შორის მთელი რიგი წიგნები პროგრამირების შესახებ) და 160 სტატიამდე ავტორი.ავტორი ალგორითმების მათემატიკური გამოთვლების და ასევე TEXდაMETAFONT-ის შემქმნელი. დაიბადა 1938 წლის 10 იანვარს ამერიკაში. მას ძალიან დიდი წვრილი მიუძღვის პროგრამირების დარგში, მის განვითარებასა და გავრცელებაში. მაცუმოტო იუკიხორო მაცუმოტო იუკიხორო(ასევე ცნობილია როგორც Matz) დაიბადა 1965 წლის 14 აპრილს. ცნობილია როგორც პროგრამირების ენის Ruby-ის შემქნელი. "Japan Inc-თან" ინტერვიუში ის აღნიშნავს რომ პროგრამირება ჯერ კიდევ სკოლაში როდესაც იყო მაშინ ისწავლა, დაამთავრა უნივერსიტეტი იაპონიაში ქალაქ ცუკუბში. სახელი გაითქვა ახალი პროგრამირების ენის შექმნით. დენის რიტჩი დენისი დაიბადა 1941 წლის 9 სექტემბერს ნიუ-იორკშI ამერიკაში,გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ევოლუციაში UNIX-ის. მად დაამატა ახალი სინტაქსები კენ ტომპსონის ენაშI "B" სწორედ ესე წარმოიშვა ახალი პროგრამირების ენა "С" რომელიც გახდა ფუნდამენტი UNIX ოპერაციული სისტემისა ეს მოხდა 1942 წელს კენისა და დენისი ერთობლივი მუშაობის შემდეგ როდესაც UNIX გადაწერეს "С" ენაზე. ვირტ ნიკლაუსი დაიბადა 1934 წლის 15 თებერვალს შვეიცარიაში, ბავშვობაში ავიამოდელიზმი იტაცებდა, 1954 წელს ჩააბარა შვეიცარიის ფედერალურ ტექნიკურ უნივერსიტეტში(ETH) სადაც მიიღო ბაკალავრი ელექტროტექნიკაში. მან და მისმა პერსონალმა შემნა პროგრამირების ენა Pascal რაც შემდეგ პოპულარული ნეა გახდა. ასევე ის ცნობილია როგორც PL360, ALGOL W, Euler, Modula-2, Oberon, Oberon-2 და Lola-ს შემქნელი. ჯეიმს გოსლინგი ჯეიმსი დაიბადა 1955 წლის 19 მაისს კანადაში. ავტორი და შემქნელი ობიექტზე ორიენტირებული და კროს-პლატფორმული პროგრამირების ენის Java-ს. ასევე ითვლება NeWS-ის და GoslingEmacs-ის ავტორი. 1977 წელს დაამთავრა კალგარის უნივერსიტეტი ინფორმატიკის ბაკალავრის სტატუსით. 2011 წლის 28 მარტს დაიწყო მუშაობა ინტერნეტ-გიგანტ კომპანიაში გუგლში(google) ხოლო 2011 წლის ბოლოს ცნობილი გახდა რომ დატოვა გუგლი და გადავიდა სტარტაპში. ბერნ სტრაუნსპურტ დაიბადა 1950 წლის 30 დეკემბერს დანიაში, ავტორი C++ პროგრამირებისა. სწავლობდა დანიაში არხუსკის უნივერსიტეტში შემდეგ კი კემბრიჯში. 2002 წლიდან მუშაობს AT&T (Computer Science Research Center of Bell Telephone Laboratories) კომპანიაში. ცნობილი გახდა С++ წყალობით მან დაწერა წიგნი "С++ პროგრამირების ენა" და "დიზაინი და ევოლუცია С++". ბერნი გახდა დასახელებული ჟურნალ"Fortune magazine" მიერ ერთ-ერთი 20 საუკეთესო ამერიკელ მოსწავლეთა შორის. სიდ მეიერი სიდი დაიბადა 1954 წლის 24 თებერვალს ამერიკაში, გაითქვა სახელი თამაშაშების დეველოპინგში. ჩააბარა მიჩიგანის უნივერსიტეტში. 1982 წელს დააარსა კომპანია MicroProse Software, Inc. და გამოუშვა პირველი თამაშები პერსონალური კომპიუტერისთვის Commodore 64,Apple II და Atari 800. 1996 წლიდან მუშაობდა დირექტორად Firaxis Games კომპანიაში. ამავე წელს მოამზედა პროექტი Dinosaurs რომელის რეალიზებაც ვერ მოხერხდა. ალან კეი დაიბადა 1940 წლის 17 მაისს-ამერიკელი მეცნიერი და ერთ-ერთი პიონერი ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების და გრაფიკული ინტერფეისის. შეიმუშავა Smalltalk პროგრამირების ენა სადაც პირველად იყო მიმართული ობიექტზე ორიენტირება. 2003 წელს ლაურენტი იყო ტიურენგის პრემიის. არის ერთ-ერთი One Laptop Per Child პროექტის შემქნელებისგან. სახელი გაითქვა სწორედ ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირების ჩამოყალიბებისთვის. მარტინ ფლაუერი დაიბადა ინგლისში 1944 წელს, არის ავტორი პროგრამული უზრუნველყოფის, ობიექტზე ორიენტირებული ანალიზის და ასევე UML პროგრამირების ენის ჩამოყალიბებაში მიუძღვის წვრილი. დაწერილი აქვს მრავალი წიგნი პროგრამირებაზე და მის ენებზე, აღწერილი აქვს 70 გზაზე მეტი რეფაქტორნიგის.
    3 points
  2. Qualcomm 8 ბირთვიანი პროცესორების დამზადება სისულელეთ მიაჩნიაო http://www.overclockers.ru/hardnews/55334/Qualcomm_schitaet_sozdanie_vosmiyadernyh_processorov_glupostju.html
    3 points
  3. იყიდება MSI 650 Ti Boost Edition OC 2GB იდეალურ მდგომარეობაში ვინც არ იცით ჩვეულებრივი 650 არ არის,660-ს ჩამოუვარდება ცოტათი, გრილი და ძლიერი ვიდეო არის, ქარხნულად დარაზგონებული.. 3 თვის წინ მაქვს ნაყიდი სულ ახალი არცერთხელ დამირაზგონებია ფაქტიურად თამაშებიც არ მითამაშია მოყვება ყველაფერი რაც ახალს გაცვლა მაწყობს ცოტათი ძლიერ კარტაში ჩემგან თანხის დამატებით ფასი 250 ლარი (არ დააკლდება) გზის ფული დამიკელი და მაიმუნობები არ გვინდა http://www.msi.com/product/vga/N650Ti-TF-2GD5-OC-BE.html
    2 points
  4. კაუჩუკივითაა მანქანა რა უნდა შეუცვალონ ამას ღადაობ??? ... აღარ ჩამოვთვლი კიდე რამდენი უაზრობები შევნიშნე... მთავარი ძრავი აგებულია უკვე და მაგას აღარ შეცვლიან, მარტო რაიმე დეტალები შეიძლება დაუმატონ ან გამოცვალონ.. პარამეტრები შეცვალონ და მსგავსი... ვფიქრობ სულ თავიდანაა დასაწერი ისე რომ იყოს როგორც უმეტესობა ელოდა... რაც არამგონია მოხდეს.. და ამას უკვე აღარც ალფა უშველის და აღარც სრული დაველოდოთ და ვნახოთ... შეიძლება გაუმჯობესება მოხდეს მაგრამ რეალიზმისკენ არა...
    2 points
  5. როგორც ცნობილია "სამაგიდო" Windows პირველად გადადის ARM პლატფორმაზე, როგორც Windows RTოპერაციული სისტემა,რომელზეც მომხმარებლებს შეეძლებათ დააყენონ მხოლოდ სენსორული აპლიკაციებიWindows Store-დან. "სამაგიდო" ვინდოუსიდან კი შემდეგი პროგრამები იქნება:Office RT და Internet Explorer 10. ამ პლატფორმით კომპანია Microsoft შეძლებს(ალბათ) დაუბრუნდეს ასპარეზს პლანშეტების ბაზარზე და გაუწიოს კონკურენცია მის კონკურენტებს. Windows 8-სთან ერთად ამ წელს გამოვა 5 პროდუქტი Windows RT-ს ბაზაზე:პლანშეტი Microsoft Surface RT და ასევე კიდევ რამოდენიმე მოწყობილობა პარტნიორ კომპანიებიდან. აპარატების პირველ ხაზში რომლებიც Windows RT-ზე იმუშავებს განსაკუთრებით ელიან თვით Microsoft-ის პროდუქტს-კომპანიამ გადაწყვიტა ყურადღება მიექცია ახალ პლატფორმაში ისეთ შესაძლებლობებზე რომლებსაც ყველა დადებითად შეაფასებდა. ეხლა კი ვარიანტები თუ რას გვთავაზობს მეგობარი კომპანიები Surface-ს ნაცვლად, ესენია: Dell XPS 10 Lenovo IdeaPad Yoga 11 ASUS Vivo Tab RT Samsung Ativ Tab მაშ ასე დავიწყოთ თითოეულის მიმოხილვა, პირველი ეს არის მაიკროსოფტის პლანშეტური კომპიუტერი Microsoft Surface RT: დიზაინი surface-ს აქვს ლამაზი,უბრალო და დახვეწილი დიზაინი, თვითონ პლანშეტი არის შავი ფერის,ხოლო კლავიატურა(Touch Cover) რომელიც ძალიან მოსახერხებელია თითქმის ყველა ფერში არის, მყიდველს შეეძლება თავისი სურვილისამებრ შეარჩიოს თუ რომელი ფერის უნდა. პლანშეტის წინა პანელზე განთავსებულია ზევითა ნაწილში ვიდეოთვალი, ქვევით კი მაიკროსოფტ ვინდოუსის ლოგო/ღილაკი. უკანა მხარეს კი საკმაოდ მოკრძალებული არის, აქვს ფოტოკამერა და ლოგო, აღჭურვილია მაგნიტური კორპუსით. გადავიდეთ დეტალებზე: წინა მხარე დაფარულია შუშითა, აქვს 10,6 დიუმიანი ეკრანი, დისპლეი არის ClearType HD მატრიცაზე, ქვემოთ როგორც ზევით ავღნიშნეთ აქვს ერთადერთი ღილაკი. პლანშეტის მარცხენა მხარეს განთავსებულია: 3.5მმ mini jack და ხმის მარეგულირებელი, მარჯვენა მხარეს კი USB 2.0 , micro HDMI პორტები და ასევე ჯეკი დასამუხტად. პროდუქტის ერთ-ერთი საინტერესო ინტერფეისის ნაწილია უკანა ხუფი რომელიც ძალიან მოსახერხებელია დასადგამად, მაგალითად ჰორიზონტალურ სიბრტყეზე დასადებად რითაც კიდევ უფრო შესაძლებელი ხდება მისი ჩანაცვლება ნეთბუქის მაგიერ. რამდენიმე სიტყვა Touch Cover-ის შესახებ : Touch Cover ეს არის მაიკროსოფტის ნაწარმი თავისივე პლანშეტისთვის, რითაც მან დიდი წვრილი შეიტანა სურფეისის პოპულიზაციაში, მისი თვით საფარის სისქეა 3მმ, რომელიც არის დამზადებული სასიამოვნო,ქსოვილის მასალისგან. ღილაკები ერთმანეთისგან ცოტათი დაცილებული არის, ასევე აქვს მულტითაჩ ტექნოლოგიაც. მისი ფასი ამერიკის ბაზრისთვის არის 119 ამერიკული დოლარი. ტექნიკური მახასიათებლები: ამჯერად კომპანია Microsoft-მა გადაწყვიტა Nvidia-სთან თანამშრომლობა, რის შედეგადაც პლანშეტს აქვს Tegra 3 ჩიპსეტი T30 მოდელის. რატომღაც პლანშეტის გამოსხვლამდე ეგონათ რომ გამოიყენებდენ Qualcomm-ის ჩიპსეტს რომელიც შედარებით უფრო წარმადობიანი არის, მაგრამ სამაგიეროდ მოწყობილობა აღიჭურვა 2გიგაბაიტის მოცულობის ოპერატიული მეხსიერებით რაც ბევრ Android-ზე მომუშავემოწყობილობას შეშურდებოდა. კიდევ ერთი საკითხი ეს არის ოპტიმიზაცია რაც ნამდვილად კარგად არის გაკეთებული, სისტემის ჩართვიდან 5-20 წამია საკმარისი რომ ნახო თუ როგორი სწრაფია ის თავის წინამორბედთან შედარებით. მწარმოებლებმა გადაწყვიტეს რომ surface RT-ში არ ჩაენერგათ 3G და LTE ქსელების მხარდაჭერა, მაგრამ აქვს Wi-Fi მოდული, ასევე მოწყობილობას აქვს bluetooth ტექნოლოგია მე-4 ვერსიის. მოკლე დახასიათება: პროცესორი- NVIDIA Tegra 3 (T30) პროცესორის ტაქტიკური სიხშირე- 1,3 GHz ოპერატიული მეხსიერება- 2 Gb შიდა მეხსიერება- 32 Gb ან 64 Gb პროგრამული აღჭურვილობა- ОС Windows RT,Office Home & Student 2013 RT ეკრანი- 10,6” ClearType HD, 1366 x 768 პიქსელი, 16:9 კამერა- ძირითადი და წინა კამერა 720p HD, 1 MP კომუნიკაცია- Wi-Fi (802.11a/b/g/n), Bluetooth 4.0, USB 2.0, microHDMI ბატარიის მუშაობის დრო- 8 სთ საშუალო რეჟიმში, 7-15 დღე Standby რეჟიმში ზომა- 275 x 172 x 10მმ წონა- 676გრ ღირებულება- $499,Touch Cover - $119 აშშ-ს ბაზრისთვის ეხლა კი გადავიდეთ და მოკლედ მიმოვიხილოთ პარტნიორი კომპანიების პლანშეტებიც Dell XPS 10 ამ მოწყობილობის შესახებ ჯერ კიდევ IFA 2012-სას გახდა ცნობილი, მოწყობილობას აქვს საკმაოდ კარგი დიზაინი, აქვს კლავიატურა რომელიც ეხსნება, რითაც შეგვიძლია გავხადოთ პლანშეტი ან თუკი პირიქით მოვხსნით გამოვიყენებთ როგორც პლანშეტს. როგორც ბევრი 10,1 დიუმიანი პლანშეტი XPS 10-იც მიიღებს სპორტულ შავ კორპუსს, მისი კლავიატურა ჰგავსAsus Transformer-ისას ღილაკების განლაგებით. კლავიატურა კომპანიის განცხადებით შევა კომპლექტაციაში. გადავიდეთ მის ჰარდზე, აქვს Qualcomm Snapdragon S4 პროცესორი, 1.5GHz ტაქტიკური სიხშირით, 10.1" HD დისპლეი 1366x768 გაფართოებით, წინა კამერა 2MP ხოლო უკანა კი 5 MP-ანი. პლანშეტს აქვს შემდეგი საკომუნიკაიო საშUალებები:Wi-Fi (802.11a/b/g/n),Bluetooth 4.0,LTE და HSPA+. გვერდითა მხარეს აქვს Micro-USB, micro-SD, micro-SIM და 3.5მმ მინი ჯეკ პორტები. ამერიკის ბაზრისთვის მისი ფასი შეადგენს 499 ამერიკულ დოლარს. Lenovo IdeaPad Yoga 11 Yoga 11-ის საწყისი ფასი იქნება $800. ამ აპარატს აქვს თავისი კლავიატურა რომლის გადაბრუნება შესაძლებელია 360 გრადუსით, ასე რომ ეს არის როგორც ულტრაბუკი ასევე პლანშეტი. ამ თანხაში მყიდველს ესეთი კონფიგურაცია ხვდება წილად:11.6 დიუმიანი დისპლეი 1366 x 768გაფართოებით,ოთხბირთვიანი Tegra 3 პროცესორი,2GB ოპერატიული მეხსიერება DDR3,64Gბ ჩაშენებული მეხსიერება,ასევე აქვს წინა კამერა 720p, HDMI და USB 2.0 პორტები. საკომუნიკაციო საშუალებებიდან მას აქვს:W-LAN 802.11 b/g/n და Bluetooth მოდული. Lenovo ჰპირდება მომხმარებლებს რომ მისი მოწყობილობას შეუძლია 13 საათამდე ავტონომიურ რეჟიმში მუშაობა. ASUS Vivo Tab RT ეს არის ტაივანური კომპანიის პირველი ნაწარმი რომელიც იმუშავებს windows RT ოპერაციულ სისტემაზე, მისი ფასი დაახლოებით $600 არის 32GB ვერსია ხოლო 64GB ვერსიის კი $700 ამერიკული ბაზრისთვის. სამწუხაროდ მას არ მოყვება ფიზიკური კლავიატურა რომელიც დამატებით ღირს $170—200. მის მონაცემბში შედის:ოთხბირთვიანი Tegra 3-ის პროცესორი,10,1 დიუმიანი IPS-მატრიცაზე მყოფი დისპლეი 1366 x 768გაფართოებით, 2GB ოპერატიული მეხსიერება, 32 Gბ შიდა მეხსიერება,ასევე 8 მეგაპიქსელიანი უკანა ხოლო წინა 2 მეგაპიქსელიანი კამერა. აქვს micro SD, HDMI USB 2.0 პორტები, ასევე ,ასევე მწარმოებლები მომხმარებლებს ჰპირდებიან 4G LTEვერსიასაც. Samsung Ativ Tab შესანიშნავი კონკურენტებისგან განსხვავებით კორეულმა კომპანია სამსუნგმა ახალი ორბირთვიანი ARM-პროცესორის Qualcomm Snapdragon S4 (APQ8060A) გამოყენება ამჯობინა რომლის ტაქტიკური სიხშირეა 1.5GHz,მოწყობილობას აქვს 10,1 დიუმიანი დისპლეი 1366x768 გაფართოებით, 2GB ოპერატიული მეხსიერება, ხოლო შIდა მეხსიერება კი 32 და 64 Gბ ექნება, ასევე მას აქვს USB, micro-HDMI, MircroSD პორტები,NFC ტექნოლოგიის მხადაჭერა, 8200mAh ბატარეა,Bluetooth 4.0 მოდულისმხარდაჭერა, 5მეგაპიქსელიანი კამერა LED განათებით, ხოლო წინა კამერა 1.9 მეგაპიქსელიანი, ასევე იქნება ხელმისაწვდომი 4G LTE ვერსიაც. მისი ფასი შეადგენს 600 ამერიკულ დოლარს.
    2 points
  6. ეგ ტემპერატურაზეა. ვირუსი აქ კომპიუტერს ალბათ დაასკანერე აბა malwarebyte-თ.
    2 points
  7. თავის ყუთით კაბელებით და ამბებით. 1 კვირაშ მექნება ახალი კარტა და ამას გაგატანთ ყველაზე იაფად 160 ლარად!!!!!!
    2 points
  8. თემის ვიზუალიზაციის შეცვლა ვიწერთ ფაილს http://axilles1987.spaces.ru/files/?LI=121132348449&LII=3423156505&LT=8&SN=1&from=search&link_id=526531&read=34231565 აქედან და ვათავსებთ sd კარტაზე, გადმოწერილ ფაილს ვუცვლით სახელს და ვაწერთ DefaultThemes.apk შემდეგ ვიწერთ http://dga9.spaces.ru/files/?LI=183929152737&LII=3874438005&LT=8&SN=1&from=search&link_id=626176&read=38744380 ვაინსტალირებთ და გადმოწერილ თემის ფაილს ვაკოპირებთ მისამართზე system . ფაილს ვაკლიკავთ ძიერად და ამოგდებულ ფანჯარაში ვირჩევთ premisions სადაც ვნიშნავთამ კონიგურაციის მიხედვით, უკვე მოდიფიცირებულ ფაილს ვაკოპირებთ system/app სადაც მოგვთხოვს აგდაწერას, დავეთანხმებით და ჩავწერთ, დავარესტართებთ ტელეფონს და უკვე გვაქვს მოდიფიცირებული თემები რომლებიც შეცვლიან ყველა backgrounds სისტემაში მოდერს ვთხოვ აპინოს თემა და ბარემ დავამთავრებ სტატიას
    2 points
  9. ამერიკული გიგანტი კომპანია რომელიც დაარსდა 1993 წელს და მისი შტაბ-ბინა მდებარეობს სანტა კლარაში, კალიფორნიის შტატში. კომპანიის დამფუძნებელია 3 ადამიანი ესენია : ჯენ-ჰსუნ ჰუანგი (Jen-Hsun Huang - კომპანიის უფროსი 2008წლიდან), წარმოშობით ტავიანელი მაგრამ ამერიკელი პიროვნება, რომელიც იყო CoreWare-ს დირექტორი კომპანია LSI Logic-ში და შემდეგ მიკროპროცესორების დიზაინერი Nvidia-ს ერთადერთ კონკურენტ კომპანიაში Advanced Micro Devices (AMD). კრის მალაჩოვსკი (Chris Malachowsky) - ელექტრო ინჟინერი, რომელიც მუშაობდა Sun Microsystems-ში. ეს იყო კომპანია რომელიც ყიდდა კომპიუტერებს, მის კომპონენტებს პროგრამულ უზრუნველყოფას და აწარმოებდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სერვისს. კერიტს პრიმი (Curtis Priem) წარსულში საინჟინრო ჯგუფის წევრი იყო და კომპანია Sun Microsystems გრაფიკულ ჩიპებზე მუშაობდა. ამ სამმა ადამიანმა კომპანიის დაარსებისათვის საჭირო კაპიტალი Sequoia Capital-გან მოიზიდა. Nvidia ცნობილია მისი გრაფიკული დამუშავების ჩიპებით (GPU). Nvidia და მისი კონკურენტი AMD გაბატონდნენ გრაფიკული ტექნოლოგიების სფეროში და მათ ბაზრის 90%-ზე მეტი უკავიათ, რადგან მათ დაჩრდილეს სხვა მცირე კომპანიების როლი, ამ სახის პროდუქტის წარმოებაში. Nvidia-ს ყველაზე ცნობილ და წარმატებულ GPU პროდუქტს სახელად "GeForce" ერთადერთი კონკურენტი ჰყავს და ეს არის AMD-ს ვიდეობარათების სერია სახელად "Radeon". გარდა ამისა GPU წარმოებაში აღსანიშნავია, რომ Nvidia-ს აქვს პარალელური დამუშავების შესაძლებლობები, რომლებიც მკვლევარებსა და მეცნიერებს საშუალებას აძლევს ეფექტურად ისარგებლონ მაღალი წარმადობის აპლიკაციებთ. ისინი დანერგილია სუპერ-კომპიუტერებში, მთელი მსოფლიოს მაშტაბით. კომპანიამ გააფართოვა წარმოების ჰორიზონტი და ახლა იგი გადაერთო მობილური სამყაროს ვიდეო ჩიპების ინდუსტრიაშიც და გვთავაზობს გრაფიკული პროცესორების სერიას - Tegra - გაცილებით ძლიერი მობილურებისა და ტაბლეტებისათვის. მისი კონკურენტი გარდა კომპანიისა AMD არიან კომპანიები Intel და Qualcomm. გარდა ამისა Nvidia-ს პროდუქტის პორტფოლიო შეიცავს: გრაფიკულ პროცესორებს, wireless კომუნიკაციურ პროცესორებს, პერსონალური კომპიუტერის ჩიპსეტებსა და ციფრული media player პროგრამულ უზრუნველყოფას. Nvidia-ს პროდუქტის მომხმარებელს მიაჩნია რომ ყველაზე ცნობილი და წარმატებულია GeForce სერიის ვიდეოდაფები, რომელშიც შედის ორივე სახის ვიდეო ბარათები: ბარათები დისკრეტული გრაფიკული ჩიპებით რომლებიც დედადაფებზეა განთავსებული და ასევე core-გრაფიკული ტექნოლოგია nForce - დედადაფებში, და რა თქმა უნდა Microsoft Xbox და Sony PlayStation 3 სათამაშო კონსოლები. Nvidia-ს ყველაზე გამოჩენილი პროდუქტის ოჯახებია: GeForce, სათამაშო გრაფიკული ბარათების სერია რომლის პოპულარობაზეც უკვე ვისაუბრეთ. Quadro გრაფიკული ბარათი რომელიც გამოიყენება დიზაინსა და ციფრულ სამყაროში სამუშაოდ. Tegra, მობილური მოწყობილობების გრაფიკული ბარათია და ერთ-ერთი წარმატებულიცაა ამ სფეროში. Tesla, ეს სერია მიძღვნილია მაღალი წარმადობის კომპიუტერებისათვის, რომელიც გამოიყენება სურათების დამუშავების აპლიკაციებისა და სამეცნიერო დანიშნულებისათვის. nForce სერია არის დედადაფის ჩიპსეტი, რომელიც კომპანიამ შექმნა AMD Athlon-ისა და Duron მიკროპროცესორებისათვის. პირველი Geforce სერიის ვიდეო ბარათი 1999 წლის შემოდგომაზე გამოვიდა ეს იყო GeForce 256 იგივე NV10, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი გახდა რადგან მას ინტეგრირებული ჰქონდა სინათლის გამომთვლელ-გადამამუშავებელი 3D მოწყობილობა. მისი სიხშირე 120 მეგაჰერცი იყო და მასში ჩანერგილი იყო 4 პიქსელიანი „მილსადენი“ (pipeline). ეს ვიდეობარათი დიდი რაოდენობით გაიყიდა და კომპანიას დიდი წარმატებაც მოუტანა. ამ წინსვლის შემდეგ Nvidia-მ ხელი მოაწერა კონტრაქტს იმის თაობაზე, რომ მას უნდა განევითარებინა Microsoft-ის Xbox სათამაშო კონსოლის გრაფიკული აპარატურა, ამ პროექტმა კომპანიას 200 მილიონი დოლარის ზრდა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეტანხმებამ ბევრი Nvidia-ს საუკეთესო ინჟინერი დააშორა სხვა პროექტებს, კომპანიამ მოკლე დროში მაინც მოახერხა ახალი GeForce2 GTS ვიდეობარათის გამოშვება და ეს მოხდა 2000 წლის ზაფხულში. 2000 წელს, Nvidia შეიძინა კომპანია 3dfx-ის აქტივები, რომელიც მისი იმდროინდელი კონკურენტი იყო და მოიაზრებოდა როგორც ერთ-ერთ გიგანტი მწარმოებლი 1990-იან წლებამდე. 2002 წლის ივლისსში კომპანიამ - Nvidia შეიძინა Exluna გაუმჟღავნებელი თანხით. Exluna-მ შექმნა პროგრამული უზრუნველყოფის ინსტრუმენტები და შემდეგ გადაიქცა გჯუფად სახელწოდებით Cg project. 2003 წლის აგვისტოში კომპანიამ - Nvidia შეიძინა MediaQ დაახლოებით $70 მილიონ დოლარად. 2004 წლის 22 აპრილს კომპანიამ - Nvidia შეიძინა iReady, მაღალი წარმადობის TCP/IP და iSCSI მომწოდებელი. 2004 წლის დეკემბერში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია Nvidia თანახმა იყო რომ კომპანია Sony-ის მისი გრაფიკული პროცესორები (RSX) დამოუკიდებლად ეწარმოებინა, რომელსაც გამოიყენებდნენ სათამაშო კონსოლში PlayStation 3. 2006 წლის მარტში კი ზუსტად გაირკვა რომ კომპანია Nvidia გადასცემდა RSX ჩიპის არქიტექტურას კომპანია Sony-ის და რა თქმა უნდა შეთანხმების მიხედვით RSX ტექნოლოგია გადავიდა Sony-ის ქარხნებში, ისევე როგორც die shrinks გამხდა 65 ნანომეტრი ზომის. კომპანია Nivdia-ს პრაქტიკა ვერ ათანხმბოდა ბიზნესის საკითხებს კომპანია Microsoft-თან, სადაც Nvidia ხელმძღვანელობდა Xbox-ის ვიდეობარათის წარმოებასა და საამქროების კონტრაქტებს, მესამე პირებთან. ამ დროს კომპანიამ - Microsoft კომპანიას - ATI ნება დართო დაემზადებინა საკუთარი ვიდეო ჩიპები Xbox 360 სათამაშო კონსოლის გრაფიკის უზრუნველსაყოფად, როგორც კომპანია Nintendo აწარმოებდა გრაფიკულ ბარათებს Wii კონსოლისათვის. 2005 წლის 14 დეკემბერს კომპანიამ - Nvidia შეიძნა ULI Electronics, რომელიც იმ დროს აწარმოებდა southbridge ჩიპსეტის ნაწილებს კომპანია ATI-სთვის, რომელიც კომპანია Nvidia-ს რეალური კონკურენტი იყო. 2006 წლის მარტში, კომპანიამ - Nvidia შეიძინა Hybrid Graphics . 2006 წლის დეკემბერში კომპანიამ - Nvidia, სასამართლო უწყება მიიღო ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტიდან და ამ უწყების ავტორი მუდამ მისი კონკურენტი AMD იყო (რომელმაც შეიძინა ATI) და ამ უწყებაში საუბარი იყო კომპანიისგან მოსალოდნელი შესაძლო მონოპოლიის შესახებ - გრაფიკული ბარათების ინდუსტრიაში. ჟურნალმა Forbes კომპანია Nvidia დაასახელა როგორც 2007 წლის კომპანია, ეს წელი მთლიანად „იმეორებდა“იმ ყველა ნაბიჯს რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში გადადგა კომპანიამ მომავლისაკენ. 2007 წლის 5 იანვარს კომპანიამ - Nvidia განაცხადა რომ მან დაასრულა კომპანია PortalPlayer შესყიდვა. 2008 თებერვალში, Nvidia-მ კომპანია Ageia Technologies შეიძინა უცნობი ღირებულებით. კომპანიის პრეზიდენტმა ჯენ-ჰსუნგ ჰუანგმა განაცხადა, რომ " ამ ჯგუფების გაერთიანებით შეიქმენება მსოფლიოს ყველაზე მაღალი წარმადობის GPU და physics ძრავის ბრენდი, ჩვენ შეგვიძლია 12 მილიონ მოთამაშეს შევთავაზოთ GeForce-აქსელერაციის PhysX ვიდეო ბარათი". 2009 წლის აპრილში, სასამართლომ გააერთიანა სხვადასხვა კლასის ღონისძიებები ერთ საქმეში და დაარქვა მას - "კომპანიის ვიდეობარათების დავა" - "The Nvidia GPU Litigation". კომპანია თანახმა იყო დაებრუნებინა წუნიანი ჩიპები ან თანხა გაეღო მათთვის ვინც უკვე შეუკვეთა ლეპტოპები ამ ჩიპებით და კომპანია თავისი ხარჯებით შეაკეთებდა მათ. გარდა ამისა Nvidia-მ შეკეთების ნაცვლად სხვა ახალი ლეპტოპები გადასცა მომხმარებელს. ეს ყველა პირობა შესრულდა მას შემდეგ რაც მთლიანად მოწესრიგდა საკითხები. ჩიპები როგორც საჩუქარი ისე ჩაანაცვლეს Dell-სა და HP-ს ლეპტოპების გარკვეულ რაოდენობაში, ასევე კომპანია Apple-ის ორი სახის MacBook Pro მოდელში. მიუხედავად იმისა რომ კომპანია Nvidia-ს ეს ყველაფერი მილიონობით დოლარი დაუჯდა, მომხმარებლის დიდი ნაწილი არ იყო კმაყოფილი კომპანიის ამ ნაბიჯებით და უამრავი ვებ-გვერდი და ბლოგი საუბრობდა ამ თემაზე. ერთ-ერთი ასეთი ვებ-გვერდი იყო სახელწოდებით - Fair Nvidia Settlement. 2011 წლის 10 იანვარს კომპანიამ - Nvidia გააფორმა 6 წლიანი „შეთანხმება“ კომპანიასთან - Intel, რაც განიხილავდა ამ ორ კომპანიას შორის სადავო თანხებს და ამ შეთანხმების მიხედვით Intel ვალდებული იყო რომ 1,5 მილიარდი დოლარი გადაეხადა 5 წელიწადში კომპანიისათვის - Nvidia. 2011 წლის 15 თებერვალს კომპანიამ - Nvidia დემონსტრირება გაუკეთა მის პირველ ოთხ-ბირთვიან პროცესორს მობილური მოწყობილობებისთვის და ეს მოხდა Mobile World Congress-ზე, ბარსელონაში. ეს ჩიპი უამრავ ტაბლეტში იქნა გამოყენებული 2011 წლის მეორე ნახევარში. 2011 წლის მაისში, ცნობილი გახდა რომ კომპანია Nvidia თანხმობას აცხადებდა კომპანიის - Icera შესყიდვაზე რომელიც იყო ჩიპების მწარმოებელი კომპანია ბრიტანეთში და მისი ღირებულება $367 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ყველაფერი იყო კომპანა Nvidia-ს მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამეთანხმებით, რომ მან მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. Nvidia-მ ადვილად შეძლო გაფართოვებულიყო და ამის შესახებ უამრავი კვლევა ჩატარდა, ერთ-ერთის (Jon Peddie Research) მიხედვით კი აღსანიშნავია რომ კომპანიამ - Nvidia გაყიდა 33 მილიონი გრაფიკული ჩიპი 2010 წლის პირველ კვარტალში, რაც შეადგენდა მთლიანი ბაზრის საზიარო 31.5%. კომპანიებმა AMD და Intel გაყიდეს 25.15 მილიონი ერთეული (24.0% ბაზრის საზიარო წილი) და 45.49 მილიონი ერთეული (43.5% ბაზრის საზიარო წილი) - თითოეულმა. კომპანიის წლიდან წლამდე ზრდა კი 41.9% იყო, რაც დამეთანხმებით რომ არნახული შედეგია. 2011 წლის აგვისტოში კომპანიამ იწინასწარმეტყველა, რომ მისი აქტივების ზრდა იქნებოდა 4% დან 6%-მდე ნაცვლად 4%-სა რაც ანალიტიკოსებმა ივარაუდეს. გამოდის რომ კომოპანიის ხელმძღვანელობას კარგი უნარი აღმოაჩნდა იმისა, რომ რეალურად განსაზღვროს თუ რა შეუძლია და ამის მიხედვით ყველაფერი სწორად წარმართოს. 2011 წლის სექტემბერში გაკეთებული განცხადების მიხედვით კი Nvidia ვარაუდობს, რომ მისი გაყიდვების მაჩვენებელი 2013 წელისთვის იქნება $4.75 მილიარდიდან $5 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ანალიტიკოსების აზრით ეს რიცხვი იქნება $4.45 მილიარდი, დაველოდოთ და ვნახოთ თუ ისევ ზუსტი აღმოჩნდება კომპანიის წინასწარმეტყველება. ეს იყო ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა გვეთქვა კომპანია Nvidia-ს შესახებ, როგორც გიგანტ მწარმოებელზე ვიდებარათების ინუსტრიაში და გავიგეთ თუ რა ადგილზე დგას იგი ბაზარზე, ასევე ვისაუბრეთ მის ისტორიაზე ახლა კი განვიხილოთ მისი პროგრამული უზრუნველყოფის რამდენიმე თავისებურება. open-source (ღია კოდის) პროგრამულ უზრუნველყოფასთან კომპანიას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს, Nvidia არ აქვეყნებს მისი ნაწარმის დოკუმენტაციას, რაც იმას ნიშნავს რომ პროგრამისტებს არ აქვსთ შესაძლებლობა დაწერონ open-source (ღია კოდის) და უფრო ეფექტური დრაივერები Nvidia-ს პროდუქციისათვის. ნაცვლად ამისა, Nvidia თავის კუთვნილ ინფორმაციას აწვდიდა კომპანიას X.Org რომელიც აწარმოებს GeForce სერიის დრაივერებს ისეთი სისტემებისათვის როგორიცაა Linux, FreeBSD ან Solaris - კერნელი და სხვა კერძო დრაივერები. Nvidia აგრეთვე აწვდიდდა და მალევე შეუწყვიტა open-source (ღია კოდის) დრაივერის მიწოდება იმავე კოპანიას და ეს დრაივერები განკუთვნილი იყო 2 განზომილებიანი მოწყობილობებისათვის. კომპანიის დრაივერების მესაკუთრულმა ნატურამ გამოიწვია free-software გაერთიანების უკმაყოფილება. ლინუს ტოვალდსმა (Linus Torvalds- ლინუქსის დეველოპერმა და ჰაკერმა) ღიად განაცხადა რომ : „Nvidia არის ყველაზე ცუდი და უსიამოვნო "წერტილი" მოწყობილობების მწარმოებლებს შორის“. ზოგიერთი Linux და BSD მომხმარებელი მოითხოვდა open-source დრაივერებს, მაგრამ კომპანიამ ეს დაჟინება „გაითვალისწინა“ მხოლოდ binary(არატქსტური ფაილი) ფაილების გაცემის გზით, რაც თითქმის არაფრის მომტანია დეველოპერებისათვის. სხვადასხვა მწარმოებლები კი ეჯიბრებიან ერთმანეთს (მაგ. Intel) და მომხმარებელს სთავაზობენ პროგრამულ მხარდაჭერას გარკვეული დოკუმენტაციით, რომელიც გამოადგებათ open-source დეველოპერებს, და სხვები (მაგ. ATI) აწარმოებენ ნაწილობრივ დოკუმენტაციას და აწვდიან ზოგიერთ აქტიურ დეველოპერულ ჯგუფს. დახურული ნატურის დრაივერების გამო კომპანია Nvidia-ს ვიდეო ბარათებს არ ჰქონდათ ადეკვატური შესაძლებლობები ზოგიერთ პლატფორმებსა და არქიტექტურაში, კომპანია მხოლოდ x86/x64 არქიტექტურას აწარმოებს. ამის შედეგად მხარდაჭერა 3 განზომილებიანი გრაფიკული აქსელერაციისათვის Linux-ზე სუპერ წარმადობის კომპიუტერში არ არის და ასევე არ აქვს მხარდაჭერა Linux-ის hypervisor-შეზღუდულ PlayStation 3 კონსოლში. გარკვეული სახის უკმაყოფილება მომხმარებლების მხრიდან ამ საკითხზე წარსულში არსებობდა, მაგრამ დღესდღეობით კომპანია მუდამ ცდილობს გაუმჯობესებული დრაივერები აწარმოოს რაც მომხმარებელს ძალიან ახარებს და არ უტოვებს საბაბს გამოთქვას უკმაყოფილება. გარდა ამისა ეს კომპანიის დიდი პლიუსია, რადგან მისი კონკურენტი ATI ნაკლებ ყურადღებას უთმობს დრაივერების განახლებას, რაც მისი მომხმარებლის იმედგაცრუებას იწვევს და გიგანტი Nvidia თავისკენ იზიდავს მომხმარებელს პროგრამული უზრუნველყოფის გამართული მხარდაჭერით, რაც დიდ პოპულარობას ანიჭებს მას. სტატიის დასასრულს კი მინდა აღვნიშნო, რომ ამ შემთხვევაშიც გემოვნებასთან გვაქვს საქმე, ზოგს ერთი კომპანია მოსწონს ზოგს კი მეორე მაგრამ საერთო ჯამში ყველა კომპანიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები ან უბრალოდ წარსულში ჰქონდა.
    1 point
  10. დავწეროთ ვინ რომელ CMS-ს ანიჭებს უპირატესობას ან რომელს იყენებს ასევე თუ რაიმე პრობლემა აქვს ვინმეს აქ დავეხმაროთ ერთმანეთს ვინც არ იცის, CMS (შიგთავსის მართვის სისტემა) არის საინფორმაციო სისტემა ან კომპიუტერული პროგრამა, რომლის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია: - ინსტრუმენტების უზრუნველყოფა შიგთავსის შესაქმნელად - შიგთავსის მართვა: შენახვა, კონტროლი, დაკვირვება, რედაქტირება, წვდომის კონტროლი და სხვა - ინფორმაციის გამოქვეყნება - წარმოადგინოს ინფორმაცია ხელსაყრელი ფორმით მოკლედ რომ ვთქვათ და მარტივად cms არის მზა ძრავი, რომლითაც შეძლებთ ვებ გვერდის შექმნას მოკლე დროში, გარკვეული შესაძლებლობებით იხილეთ მაგალითად: Wordpress, Joomla, Drupal, Datalife Engine
    1 point
  11. ამ თემაში დაწვრილებით აღვწერ ყველა იმ მეთოდს რომლითაც შეიძლება დავრუთოთ და მოდიიკაცია გავუკეთოთ android 4.0.4 built number 4.1.b.0.587 პრაშივკას 1. დარუთვა თავდაპირველად ვიწერთ flashtools http://dfiles.ru/files/mg00yu79b აქედან ან http://dfiles.ru/files/mg00yu79b აქედან ვიწერთ სტოკ კერნელს st 15 ის აქედან http://www.mediafire.com/download/r11d989a42y1ozc/ST15i_4.1.B.0.587_Kernel.ftf ვიწერთ დასარუთ კერნელს აქედან http://www.mediafire.com/download/16uxddet7r0x8i0/ST18i_4.1.A.0.562_kernel.ftf ვიწერთ ფაილს რომლითაც შესაძლებელია დარუთვა აქედან http://www.4shared.com/zip/mzM0gROA/DooMLoRD_v1_Xperia-2011-ICS-RO.html?refurl=d1url გადმოწერის შემდეგ შევდივართ Phone settings>Developer options>USB debugging და ვნიშნავთ წეროს ამის შემდეგ შვალთ settings>Xperia>connectivity settings>MTP mode და შევცვლით MSC ით აუცილებლად შევდივართ ეკრანის პარამეტრებში settings>Display>screen timeout და ვაყენებთ 10 წუთზე flaShtoll ის დაინსტალირების შემდეგ c დისკზე შევდივართ C:flashtoolfirmwares ამოვშლით ყველაფერს და ვწერთ გადმოწერილ ST15i & ST18i კერნელებს ვაინსტალირებთ adb drivers გავუშვებთ flashtools 32 ან 64 ბიტზე იმის მიხედვით რამდენბიტიან ვინდოუსს ვხმარობთ საასურველია დარუთვა xp32 ზე დრაივერების პრობლემა რომ არ შეგვექმნას გავუშვებთ flashmode როგორც სურათზეა ნაჩვენები ელვის ნახატზე მაუსის დაკლიკებით ავირჩევთ ray კერნელს მივყვებით ინსრუქციას გამოვადრობთ ტელეფონს უსბ დან გავთიშავთ შემდეგ დავაწვებიტ ხმის დაწევის კნომკას ქვემოთ ( flashmode ამ კნომკიტ ირთვება) და შევაერთევბთ უსბს დავინახავთ როპმ მწვანე ნათურა აინთება ტელეფონის თავთან ე.ი ტელეფონი წარმატებით შეერთდა დაფლეშვის შემდეგ ტელეფონი გადარესტარტდება და აინტება სჰავი ეკრანი მაგრამ არ შგვეშინდეს ეს ნორმალურია აუცილებლად გავთიშოთ flashtool გადაფლეშვის შემდეგ და გავუშვათ runme.bat როელიც http://www.4shared.com/zip/mzM0gROA/DooMLoRD_v1_Xperia-2011-ICS-RO.html?refurl=d1url ამ გადმოწერილ ფაილში არის მივყვებითინსტრუქციას და როდესაც დარუთვა დამთავრდება ტელეფონი გადარესტარტდება, მაგრამ ისევ სჰავ ეკრანს ამოგვიგდებს, არც ახლა ვინერვიულოტ, ამოვიგებთ ბატარეას და შვაერტებთ flashmodeze ზემოთ მითითებული კომბინაციით, შევალთ ისევ flashtool და გავუშვებთ st15კერნელს დასაფლეშად. როდესაც დაამტავრებს გამოვაძროთ ტელეფონი კომპს დავარესტართოთ და ჩვენი ანდროიდიც დარუთულია აპლიკაციებში გაჩნდება superuser მადლობა ყურადღებისთვის
    1 point
  12. ამ რევიუში $#^#(|დები რეალური შედარება გავაკეთო ამ ორ სტანდარტს შორის. თეორიულად 3.0 ვერსია თითქმის 10ჯერ სწრაფია 2.0 ზე.თუმცა რა მოაქვს ამ ყველაფერს რეალურ გარემოში და რა მატებას იძლევა შედეგების სახით? ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ ქვემოთ ჩატარებულ ტესტში. სატესტო სისტემა: Asus P8P67 Pro 2600K 4X2GB Team DDR3 4XHDD Raid0 Win7 64 შეჯიბრის მონაწილეები: Corsair Voyager 16 GB Mini USB 2.0 Corsair Voyager 16Gb USB 3.0 ჯერ სინთეტიკური და რეალური შედეგები: პირველ რიგში გავტესტე თუ რა შედეგს აჩვენებდა ორივე ფლეშ მეხსიერება USB 2.0 ზე ქვემოთ მოყვანილი ტესტები მთლიანად გატარებულია იუესბი 2.0 ზე 480 მბიტ გამტარობით და თეორიული 60მბაიტ/წმ მაქსიმუმით რეალური შედეგები ასეთია აქ გამოვიყენე აისო ფაილი ვინდოუსის DVD იმიჯიდან.ზომა 3.44GB 2.0 ფლეშ მეხსიერებას დასჭირდა 5 წუთი და 40 წამი,ხოლო 3.0 მეხსიერებამ იგივე ფაილი 2 წუთსა და 50 წამში ჩაიწერა საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 2.0 ფლეშკა 9.3 მეგაბაიტი/წამში 3.0 ფლეშკა 19.2 მეგაბაიტი/წამში გადავდივარ USB 3.0 შტეკერზე.ორივე ფლეშკა ერთდება ამჯერად 3.0 ბუდეში სადაც 3.0იანი ფლეშკა რა თქმა უნდა წესით თავის მაქსიმუმს გამოავლენს ფაილის ჩაწერაში ოდნავი სხვაობაც არ ყოფილა.ამის მიზეზი კი ისაა რომ თვით ფლეშ დრაივებს აქვს შიდა ლიმიტირება.ერთი მხოლოდ 9-10 მეგაბაიტ/წამს იწერს და მეორე 19-20ს და აქ უსბ 2.0 სავსებიტ საკმარისია მისი რეალური 35 მეგაბაიტ/წამი გამტარობით აი წაკიტხვაში კი უკვე დიდი სხვაობა ჩანს.თუმცა აქაც ისევ ფლეშ დრაივი ალიმიტებს,რომელსაც 70 მეგაბაიტ/წამზე მეტის წაკიტხვა არ შეუძლია.სავარაუდოდ ბევრად ძლიერი დევაისი იქნება საჭირო უსბ 3.0 ის ლიმიტებამდე მისაყვანად.აი 2.0 კი იოლად მივიდა საკუტარ ზღვარზე რაც მიახლოებით 35 მეგაბაიტ/წამს შეადგენს.თეორიული 60 დან 35მბაიტ/წმ მუშაობს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. © overclockers.ge westsider
    1 point
  13. ვყიდი ამ სისტემას წყლის გაგრილებაზე დეტალური თუ გაინტერესებთ მომწერეთ ან ამ თემაში ნახეთ წყლის გაგრილება + საბენჩაო მაგიდა ეს კი კონფიგი asus RAMPAGE IV FORMULA asus GTX670-DC2T-2GD5 seasonic X-series 1250w Corsair ForceGS CSSD-F180GBGS-BK CPU: Engineering Sample 8ბირთვი 16ნაკადი 2.5გჰზ ოპერატიული 1პლანკა 4GB უბრალო პროცესორის და ოპერატიულის გარეშე შემიძლია მოგცეთ ფასი სრულ კომფიგზე 2400GEL პროცესორის და ოპერატიულის გარეშე 1850GEL ესე გამოიყურება
    1 point
  14. მარტო მე ვაპირემ მილანი ჩელსის ყურებას 3 ის ნახევარზე?
    1 point
  15. მე პირადად დაველოდები სრულ ვერსიას და იმედი მაქვს ბევრად უკეთესი იქნება ვიდრე ეხლაა.
    1 point
  16. დღევანდელი ცხოვრება აუდიოს გარეშე წარმოუდგენელია, მაგრამ თუ წარსულისკენ გადავუხვევთ, ხმის ჩაწერა საუკუნეზე ოდნავ მეტს ითვლის. პირველი ხელსაწყო , რომელმაც ხმის ჩაწერაც და გადმოცემაც შეძლო , გამოიგონა ტომას ედისონმა და წარადგინა 1877 წელს-მას ფონოგრაფი ქვია. ჩაწერა ხდებოდა ხმის მექანიკური ზემოქმედებით ელასტიურ მემბრანაზე, რომელიც წვრილი , ნემსისმაგვარი თავის მქონე ბოლოთი თავსდებოდა ცვილის ცილინდრზე. დამყოლ მასალაზე(ცვილი) აღიბეჭდებოდა ხმის ბილიკი, რომლის(ცილინდრის) ნომინალური სიჩქარით ამოძრავებისას, ვიღებდით მოსაუბრის ხმას. სურათზე: ტომას ედისონი ფონოგრაფთან ერთად თავდაპირველად ფონოგრაფს არ ჰქონდა ცვილის ცლინდრი, რაც ინფორმაციის მატერებელი გახლდათ, იგი ალუმინის ფოლგით იყო აღჭურვილი. ჩამწერი ნემსი ხმის ბილიკს ალუმინის ზედაპირზე აღბეჭდავდა , რომელიც ცილინდრზე იყო დაფიქსირებული. ამ ფონოგრაფით პირველი ჩაწერილი სიტყვა გახლდათ „Mary had a little lamb“ , რის დემონსტრაციამაც ედისონს დიდი პოპულარობა მოუტანა. 1887 წელს ემილ ბერლინერომ სრულყო ხმის ჩამწერი ცილინდრი, რომლის ფორმა მან დისკოს ფორმით ჩაანაცვლა. ეს გამოგონება 1896 წელს დააპატენდა და მას „გრამოფონი“ ერქვა. მაგრამ, ფონოგრაფის გამოგონებამდე ედუარდ ლეონ სკოტ მარტენვილს ჰქონდა უკვე შექმნილი „ფონოავტოგრაფი“, რომელიც ზემოთხსენებული პრინციპით მუშაობდა. ხმა იწერებოდა შუშის ცილინდრზე , რომელიც დაფარული იყო მურით, ან ქაღლდით. ხელსაწყო იძლეოდა ხმის ვიბრაციის ვიზუალიზებას, მაგრამ მისი წაკითხვა არ იყო შესაძლებელი. ფონოავტოგრაფზე პატენტი 1857 წლის 25 მარტს იქნა გაცემული. ყველაზე ძველი სიმღერის აუდიო ჩანაწერი სწორედ ედუარდ მარტენვილს ეკუთვნის, ჩანაწერში ისმის 10 წამიანი სიმღერის(„მთვარის შუქი“) მონაკვეთი. ამ მუსიკაში ისმის მარტენვილის ხმა, რომელიც პარიზის მუზეომში აღმოაჩინეს 2008 წელს , იგი ჩაწერილი იქნა 1860 წელს , სადაც თავად გამომგონებელი მღერის ფრანგული ხალხური სიმღერის ფრაგმენტს : "Au Clair de la Lune" http://upload.wikime...Lune_(1860).ogg მართლაც გასაოცარია, პირველი ჩაწერილი ხმა ... ამ გამოგონებამ დიდი როლი ითამაშა ფონოგრაფისა და გრამაფონის გამოგონებაში, სადაც ვინილზე იწერებოდა მასალა: ეს გახლავთ ბგერის ბილიკი ვინილზე: ნემსი, რომელიც მოძრაობს ხმის ბილიკზე გავიხსენოთ თუ როგორ ხდება ხმის ჩაწერა და წაკითხვა მექანიკური ჩაწერისას : ბგერის ტალღამ რომ დატოვოს ცვილზე თუ ალუმინის ფოლგაზე ხმის ბილიკი, უნდა მოხდეს ბგერის ტალღის კონცენტრაცია მცირე მანძილზე, ამისათვის ბგერის ტალღა უნდა გაძლიერდეს. მისი მიმღები როლი აკისრია ელასტიურ მემბრანას, ნემსი კი, ახდენს დიდ ფართზე მოქმედი ზეწოლის პატარაზე ზემოქმედებას. მარტივი მაგალითი ავიღოთ: ნემსით ადვილად გახვრეტთ/გახევთ ქაღალდს, ვიდრე ჩაქუჩით იმავე ძლით ზემოქმედებისას. ბგერის წაკითხვა კი, უკუ პროცესია, სადაც ჩაწერილი ხმის ბილიკიდან ხდება ვიბრაციის გადაცემა ნემსზე, შემდეგ კი მემბრანაზე. ხმის “ ჩაწერისა და წაკითხვის“ მსგავსი უძველესი სისტემა საუკუნეების და მთელი ევოლუციის მანძილზე გამოცდილი და აპრობირებულია, ეს სასმენი ორგანოა, რომელიც ზუსტად იმავე პრინციპით მუშაობს, როგორც ზემოთმოყვანილნი . იმისათვის რომ უკეთ გავიგოთ, გავიხსენოთ თუ რა არის ბგერა: ბგერას გააჩნია ტალღები , რომლების ჰაერში(აირებში), მყარ , თხევად გარემოში ვრცელდება. მას გააჩნია სიჩქარე და სიხშირე, რომელიც იზომება ჰერცით. ადამიანის ყურს შეუძლია აღიქვას რხევა 16-20 ჰერციდან 15-20 კილოჰერცამდე , ანუ 16-20000 რხევის აღქმა წმ-ში. სმენის ზღურბლს ქვემოთ მყოფ ბგერას ინფრაბგერა ეწოდება, ულტრაბგერა კი 1 გიგაჰერცს ზემოთ. გავიხსენოთ მოკლედ თუ როგორ ხდება ბგერის გადაცემა და აღქმა: ბგერამ ყურის ნიჟარიდან გარეთა სასმენ მილს გაივლის(სურათზე 1), რის ბოლოში მოთავსებულია დაფის აპკი(2) . ეს გახლავთ მემბრანა, რომელიც რხევებს გადასცემს სასმენ ძვლებს (4): ჩაქუჩი, გრდემლი და უზანგი. ამ ძვლების მეშვეობით მექანიკური რხევა ძლიერდება და გადაეცემა ოვალურ ხვრელს, სადაც(შიგნითა ყურში) არის მოთავსებული წონასწორობის აპარატი და ლოკოკინა (5). რხევა, რომელიც გადაეცემა უზანგს, იწვევს წინასწორობის აპარატსა და ლოკოკინაში ნივთიერების(პერილიმფა,ენდოლიმფა) ამოძრავებას, რაც რხევებს გადასცემს ლოკოკინაში მოთავსებულ რეცეპტორებს (კორტის ორგანოს). კორტის ორგანოში მოთავსებულია ძაფისებრი უჯრედები, რომლებიც ნერვული უჯრედების დაბოლოვებაა. ბგერა ახდენს ზემოქმედებას გარკვეულ სიხშირეზე მოფუნქციონირე რეცეპტორზე, რომელიც ნერვულ იმპულსად აქცევს მექანიკურ რხევას, საბოლოოდ კი ანალიზდება იმპულსი ნერვის მეშვეობით თავის ტვინში. ხმის ჩაწერა/წაკითხვის მექანიკურმა სისტემამ გრამაფონითა და პატეფონით დაასრულა არსებობა და დადგა დრო ელექტრომექანიკური სისტემის წინსვლის, სადაც აუდიოდისკოს ბრუნვას უზრუნველყოფდა არა ზამბარა, არამედ ელ. ძრავი, ბგერების წაკითხვა კი თავიდან პეზოელექტრული(ვრცლად განხიილულია: აღმოჩენები, რომლებმაც შეცვალეს სამყარო: ნახევარგამტარი ), შემდეგ კი მაგნიტური წამკითხველით იქნა შესაძლებელი. 1925 წლისთვის კი გახდა შესაძლებელი ჩაწერა მიკროფონის მეშვეობით. ინფორმაციის ჩაწერა/წაკითხვის ახალი საფეხური მაგნიტური ჩაწერა გახლავთ, რომელიც 1878 წელს ინჟინერმა ობერლინ სმიტმა შექმნა, უფრო სწორად კი, სრულყო ედისონის ფონოგრაფი. მისი იდეის თანახმად, ინფორმაციის შემნახველად ბამბის ძაფზე მყარად დამაგრებული რკინის მავთულის ნაჭრებს გამოყენება , რომლებიც მიკროფონიდან დენის ძალის მოქმედებით იწყებდა დამაგნიტებას, მოახდენდა ნემსის ხმაურის გაქრობას და ხმას უფრო სრულყოფილს გახდიდა . იდეა სრულყოფაში მოიყვანა ვლადემარ პოულსენმა ექსპერიმენტების სერიის შემდეგ და მას ტელეგრაფონი დაარქვა. მან გამოიყენა მეტალის მავთული ინფორმაციის მატარებლად და 1898 წელს პატენტიც მოიპოვა. პოულსენის გამოგონება 1903 წლისთვის გერმანელმა გამომგონებელმა კურტ შტილემ სრულყო, სადაც დამატებული იქნა ელექტრონული გამაძლიერებელი , რაც მის დიქტოფონად გამოყენებას გახდიდა შესაძლებელს. მოგვიანებით ეს მავთული მეტალის ლენტით ჩაანაცვლეს. სურათზე პოულსენის ტელეგრაფონი 1927 წლისთვის გერმანელმა ინჟინერმა ფრიც ფლეიმერმა მთელი რიგი ექსპერიმენტების შემდეგ შექმნა მაგნიტური ლენტის კომპაქტური ვარიანტი, რომელიც რკინის ოქსიდით დაფარულ თხელ ქაღალდს წარმოადგენდა (აღნიშნული მონაკვეთი ვრცლად განხილული იქნა სტატიაში: „მაგნიტის აღმოჩენამ შეცვალა სამყარო “ ) . ფერომაგნიტური საფარით დაფარული მასალა უდევს საფუძვლად პლასტიკური ბარათების, კასეტების შექმნას, სადაც ფერომაგნიტურ შრეზე იწერება ინფორმაცია. დადგა დრო ციფრული ერის, სადაც ინფორმაციის მატარებელზე (ვინჩესტერი, ფლეშ ბარათი, კომპაქტ დისკო) ბგერა ბიტებით იწერება . 1937 წლიდან მათემატიკოსები, ფიზიკოსები და ქიმიკოსები თანდათანობით მიდიოდნენ ინფორმაციის ციფრული ჩაწერისკენ. მათ სრულყვეს და მოამზადეს ნიადაგი ციფრული ერის დასაწყისისთვის. ლაზერული სხივის დახმარებით ოპტიკურ მატარებელზე იწერება ციფრული ინფორმაცია და იქმნება სპირალისმაგვარი ბილიკი. ფოკუსირებული ლაზერის სხივი დისკოს ზედაპირზე ქმნის უსწორმასწორო ზედაპირს: ჩაღრმავებებსა(pits) და ველებს. ინფორმაციის წაკითხვა კი ხდება არეკლილი სხივის მეშვეობით, რადგან ჩაღრმავებები და ველები სხვაგვარად ირეკლავს სხივს, სადაც არის კოდირებული ინფორმაცია. ციფრული ჩაწერა მატარებელზე ხორციელდება ანალოგური სიგნალის ციფრულად გარდაქმნაში, ანუ აუდიოტალღის გარდაქმნა ხდება მსგავსად : 100110110101011110101010101010000 რასაც შეეფერება დისკოზე ლაზერის მიერ დატოვებული „გრავირება“ , წაკითხვა კი დეკოდერისა და დამატებითი უზრუნველყოფის მეშვეობით ხორციელდება. სტანდარტული DVD Rom-ი ჩაწერისთვის იყენებს წითელ ლაზერს, რისი ტალღის სიგრძე 650ნმ-ია . cd დისკოზე ჩაღრმავებების ზომა 0,83 მიკრონია ( 1 მკმ = 0.001 მმ) , dvd დისკოზე კი, ჩაღრმავებების სიფართე 0,4 მიკრონამდე შემცირდა, სწორედ აქედან გაიზარდა dvd-ს ტევადობა cd-სთან შედარებით. წაკითხვის პროცესში ჩაღრმავება იკითხება როგორც -0, ხოლო ველები, რომლებიც ირეკლავენ სხივს-1. ჩაწერის ამგვარი მეთოდი გამორიცხავს მექანიკურ კონტაქტს დისკოსთან, სადაც ჩაწერილი ინფორმაცია ხარვეზების გარეშე იწერება. დისკოზე ჩაწერილი ინფორმაცია ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ 1979 წლის მარტში პრესკომფერენციაზე philips-მა მოახდინა დემონსტრაცია კომპაქტ დისკოსი. 1 კვირაში კი sony-სთან გააფორმა ხელშეკრულება აუდიოდისკოს შექმნის სტანდარტზე. 1982 წელს philips-მა წარმოადგინა მათი პირველი კომპაქტ დისკოს პლეერი და ამავე წელს დაიწყო მათი მასიური წარმოებაც. მომდევნო წლებისთვის სხვა ციფრული სტანდარტებიც გავრცელდა: 1998 წლის იანვრისთვის DVD-Audio-ს პროექტიც წარადგინეს, შემდეგSuper Audio CD -ც გამოჩნდა, რომელიც ითავსებდა 2 ფორმატს 1 დისკოში. აუდიონაკადი ამ დისკოზე ინახებოდა Direct Stream Transfer-ტექნოლოგიის დახმარებით, რომელიც აუდიონაკადს ხარისხს არ უკარგავდა. დისკოს ტევადობის თანდათანობითმა გაზრდამ ( ორფენოვანი, ორმხრივი, ორმხრივი ორფენიანი დისკოები) მოითხოვა ლაზერის ცვლილებაც, სადაც წითელი და ინფრაწითლი სპექტრის ტალღის სიგრძე 650-780 ნმ-დან 405 ნანომეტრამდე დავიდა. ამ სპექტრის ლაზერის სხივს აღვიქვამთ როგორც ლურჯ ფრად, ლაზერის სხივის ამ ცვლილებამ კი გახადა შესაძლებელი დისკოს ტევადობა საგრძნობლად გაზრდილიყო (25გბ,50გბ ..). არის ასევე ხმის ჩაწერის მაგნიტურ-ოპტიკური ჩაწერის მეთოდი, რომელიც პირველად 1980 წელს გამოჩნდა. ეს გახლდათ ფერომაგნიტური შრით დაფარული დისკო სადაც ჩაწერა ხდება ლაზერის გამოსხივების მეშვეობით , რომელიც ახურებს დისკოს შრეს მაღალ ტემპერატურაზე (საშუალოდ 121 გრადუს ცელსიუსი) ,რის შედეგადაც ფერომაგნიტი იცვლის მაგნიტურ თვისებებს, რომელიც ოპტიკურ დისკოზე არსებული ჩაღრმავებების მსგავსია. ერთ-ერთი წარმომადგენელი მაგნიტურ-ოპტიკური ჩაწერის MiniDisc-გახლავთ, რომელიც პირველად კომპანია sony-მ 1992 წელს წამოადგინა. 2004 წლისთვის sony-მ დაანონსა Hi-MD მატარებელი, რომელიც მომდევნო თობა გახლავთ. ეს დისკო იტევს 1 გბ-მდე და გამოიყენება როგორც ხმის ჩაწერისთვის, ასევე ფოტო/ვიდეოს შესანახად .მას აქვს 3 რეჟიმი ჩაწერის, რომელიც ციფრული მასალის ხარისხზე აისახება. მომდევნო ეტაპზე კი გახდა შესაძლებელი ციფრული აუდიოფორმატების სრულყოფა , რომლის ბევრი სახეა : Dolby Digital (AC3), AAC, ADX , ASF ,AHX , AIFF , APE , AUD, DMF, DTS, FLAC, MIDI, MOD, MP1, MP2, MP3, MP4.... დღეს დღეობით კი აუდიოერა არ ჩერდება და სრულყოფა მუდამ მიმდინარეობს, რომელიც უამრავ მნიშვნელოვან წვრილმანს შეიცავს, ეს მასალა კი გახლავთ ზედაპირული, რისი თითოეული მონაკვეთის მიღმა "მარიანას ღრმული" იმალება.
    1 point
  17. [media=] რასაც ამ ვიდეოში ნახულობთ ეს არის Soft Body ფიზიკა. "Soft" - სხეული, რომელსაც გააჩნია დეფორმაციის უნარი, როგორც ამ მანქანას. შთამბეჭდავია მგონი : )
    1 point
  18. rato 10000 lari ar gaxdeba
    1 point
  19. მოსიარულე კუბოა მაგი. გიგიმ შეცდომაში არ შეგიყვანოთ ალლ. ხო სწორად ვთქვი?
    1 point
  20. მე მაგალითად ეს მირჩევნია მაგ 560-ს 448 CORE-იანს თავისი სიგრილისა და ენერგომოხმარების გამო. სადღაც 10%-თ ჩამორჩება 660-ს სტანდარტნი ვერსიას.
    1 point
  21. compatibility mode-თი გეცადა დრაივერის დაყენება
    1 point
  22. ესეც ამ კვირის თამაშების ინდუსტრიის მიმოხილვა: http://www.3dnews.ru/games/657333 ამ ინფოებს გამოვყოფდი პირველ რიგში: ასე გამოიყურება ამ კვირის თამაშების გაყიდვების ჩარტი ბრიტანეთში და რუსეთში: Minecraft: Xbox 360 Edition Pikmin 3 The Last of Us Animal Crossing: New Leaf Mario And Luigi: Dream Team Bros. FIFA 13 Far Cry 3 The Elder Scrolls V: Skyrim — Legendary Tomb Raider Lego Batman 2: DC Super Heroes Игры для РС: Total War: Rome II. Имперское издание Tom Clancy's Splinter Cell: Blacklist. The 5th Freedom Edition Total War: Rome II. Расширенное издание Меч и магия: Герои VI. Грани Тьмы Метро 2033: Луч надежды. Ограниченное издание Call of Juarez: Gunslinger Need for Speed: Most Wanted. Limited Edition (DVD-BOX) The Sims 3: Райские острова. Дополнение Crysis 3 Герои меча и магии VI: Набор приключений Игры и аксессуары для консолей: Grand Theft Auto V (PlayStation 3) Grand Theft Auto V (Xbox 360) FIFA 14. Ultimate Edition (PlayStation 3) FIFA 14 (PlayStation 3) FIFA 14. Ultimate Edition (Xbox 360) Путешествие. Коллекционное издание (PlayStation 3) God of War: Восхождение (PlayStation 3) EA SPORTS MMA (Xbox 360) Naruto Shippuden: Ultimate Ninja Storm 3 (PlayStation 3) Injustice: Gods Among Us. Soviet Edition (PlayStation 3) პრეორდერებით GTA5 უკვე პირველ ადგილზეა რუსეთში, კომპანია Electronic Arts Gamescom 2013 გამოფენაზე მიიღებსო მონაწილეობას, რომელიც 21-25 აგვისტოს კიოლნში უნდა ჩატარდეს, Titanfall, Battlefield 4, FIFA 14, The Sims 4, Need for Speed Rivals და Command & Conquer იგრებს აჩვენებენო მაგ ვისტავკაზე, Sony და Panasonic ახალი პაკალენიის Blu-ray დაანონსეს, დისკები მარტო 2015 წლისთვის გამოვლენო გაყიდვაში და 300GB მოცულობის იქნებიანო უკვე, 4K ფილმებისთვის სულ მცირე 100გბ ყოფილა საჭირო და ეხლანდელი აბიომები უკვე აღარაა მაგისთვის საკმარისი, მაგრამ ექნებათ თუ არა ახალი პაკალენიის მიკროსოფტის და სონი კონსოლებს მაგ დისკების მხარდაჭერა ჯერ-ჯერობით უცნობია, კომპანია სონიმ ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა PlayStation 4-ხე, იმ იგროკებს ვისაც PlayStation Network რეგისტრაცია ქონდათო PlayStation 3-ზე ძველი პროფილის გამოყენება შეეძლებათო ახალ კონსოლში, ამხანაგების სპისოკი 2000-მდე გაიზრდებაო და აგრეთვე გრუპავოი ჩატი დაემატებაო ერთმანეთში სალაპარაკოთ, ონლაინში ერთმანეთთან სათამაშოთ უკვე PS Plus იქნება საჭირო, აგრეთვე ახალ კონსოლს 3დ-ის და PlayStation Move კონტროლერის საპორტი ექნებაო, Grand Theft Auto 4 სერიის ყველაზე პოპულარულ ნაწილათ აღიარესო, უკვე თამაშის გამოსვლიდან 25 მილიონი კოპია გაყიდულა და მათ შორის თამაშის გამოსვლის პირველ კვირას 11 მილიონი, სულ კი უკვე 125 მილიონი კოპია გაუყიდიათ მაგ სერიიდან, ეგ ყველა პლატფორმებზე, მულტიპლეირ რეჟიმიანი ეკშენი Destiny გეიმერებს შესაძლებლობას მისცემსო თამაშის მარტოკა დახურვას, ანუ ვისაც არ აინტერესებსო მულტიპლერი ან კოოპერატივი მაშინ შეუძლია მარტომაც შეასრულოსო მისიები, თამაში კი 2014 წელს გამოვა ახალი პაკალენიის კონსოლებზე, Assassin's Creed 4: Black Flag ორი კოოპერატიული რეჟიმი იქნებაო, ერთი Discovery სადაც თამაშის სწავლა შეიძლებაო და მოკლე კამპანია ექნება, მეორე კი Unleashed სადაც კარგი ტიმ ტაქტიკა ყოფილა საჭირო მისიების დასახურათ, შეგახსენებთ რომ თამაში ამ წლის მეოთხე კვარტალში უნდა გამოვიდეს პს-ზე და კონსოლებზე აგრეთვე თამაშს Assassin’s Creed III: Liberation ექსკლუზივური კონტენტი ექნება პს4-ზე 3 მისიით და 1 საათიანი გეიმპლეით, Batman: Arkham Origins საინტერესო ონლაინ რეჟიმი ექნებაო რომელზეც სტუდია Splash Damage მუშაობსო, თამაში კი 25 ოქტომბერს უნდა გამოვიდეს პს-ზე და კონსოლებზე, Dragon Age 2 სეივების გადატანა Dragon Age: Inquisition-ში იქნებაო შესაძლებელი, ანუ მეორე ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებელი მესამე ნაწილში გადმოვაო, თამაში პს-ზე და კონსოლებზე 2014 წელს უნდა გამოვიდეს, სტუდია inXile ახალი ინფორმაცია წარადგინა Wasteland 2 თამაში დაახლოებით 40-50 ლოკაციას შეიცავსო როცა იგივე Fallout 2 მარტო 23 კარტა იყო, თამაშის ასნავნოი სიუჟეტის დასახურათ 20 საათი იქნებაო საჭირო, მაგრამ ვინც საიდმისიებსაც შეასრულებსო გაცილებით გაიზრდებაო მაშინ დახურვის დრო, თამაში პს-ზე 2 ნოემბერს უნდა გამოვიდეს უკვე, სტუდია Deep Silver Saints Row 4 ლიმიტირებული ვერსია დაანონსა საინტერესო ბონუსებით, ეგ ვერსია მარტო 5000 ეგზეპლიარით გამოვაო და 130$ ეღირებაო, თამაში კი უკვე 23 აგვისტოს უნდა გამოვიდეს პს-ზე და კონსოლებზე, Electronic Arts მალე ალბათ სტარ ვორსის სერიიდან ახალ თამაშს დაანონსებსო, მაგ ინფოში არ ეწერა რა თამაშზეა კონკრეტულათ ლაპარაკი მაგრამ ალბათ უფრო Star Wars: Battlefront გულისხმობდენ, კიდე ერთი ჭორი გავრცელდა რომ ვითომ მიკროსოფტი ახალი ბოქსის ფასის დაწევას 399$-მდე აპირებსო და დეტალები უკვე Gamescom 2013 გახდებაო ცნობილი, მაგრამ კინექტიანი ვერსია იქნება თუ უკინექტო ეგ უკვე აღარ ეწერა, ჟურნალისტების აზრით მარტო ეგ სიურპრიზი არ აქვსო მომზადებული მიკროსოფტს მაგ ვისტავკაზე და კიდე იქნებაო რამდენიმე საინტერესო ცვლილება ახალ ბოქსზე, კიდე რამდენიმე წვრილ-წვრილი ნიუსი იყო კონსოლების იგრებზე ძირითადათ და თქვენთვითონ გადახედეთ ვისაც ეგეთებიც აინტერესებს
    1 point
  23. ახალი სქრინები
    1 point
  24. ტურნირებისთვის და შეჯიბრებებისთვის გვაქვს დამატებითი განყოფილება: ყველაფერი PC თამაშების შესახებ pm-ში ვერ მოგწერე რადგან არ მუშაობს ჯერ-ჯერობით ეგ ფუნქცია ფორუმზე. შენი fifa-ს თემები წავშალე, კონსოლები განყოფილებაში იყო გახსნილი და ამასთან უკვე განვიხილავთ აქ. გადახედე თამაშების განყოფილებებს და ნახე სად რა თემები იხსნება. ასევე წესებს. ამ ჯერზე გეპატიება, შემდეგში წესის დარღვევის შემთხვევაში პოსტინგი შეგეზღუდება. კეთილი იყოს შენი შემოსვლა ამ ფორუმზე!
    1 point
  25. გავხსენი ისევ, კიდევ დავხურავ თუ pc ვერსიაზე დაიწყებთ ლაპარაკს max payne 3-ის სროლის მექანიზმთან შედარება: ახალი სურათები: ign განიხილავს სურათებს:
    1 point
  26. walkman player ინსტალაცია ვიწერთ http://www.4shared.com/android/fwddztNG/Xperia_CWM_Auto-installer.html და ვაინსტალირებთ ტელეფონში , შემდეგ შევდივართ პროგრააში და აუტო ინსტალაციას მივცემთ გადმოვიწერთ http://www.mediafire.com/download.php?cv84op25sxyca9g და http://www.mediafire.com/download.php?uf1ovye5m1lvdcl ამ ზიპ ფაილებს, რომლებსაც გადავაკოპირებთ ტელეფონის ჩიპზე გამოვრთავთ და ჩავრთავთ ტელეფონს და შეუჩრებლად ვაწვებით ხმის აწევის ღილაკს ზემოთ სანამ არ ამოგვიგდებს ასეთ სურათს, შევალთ install custom zip, შემდეგ choos zip from sd card da ვაინსტალირებთ ჩვენს მიერ გადმოწერილ ფაილებს, ვარესტარტებთ ტელეფონს და უკვე გვაქვს walkman player ვიზუალიზაციებით სუფთა ხმითა და ბასების კონტროლით
    1 point
  27. 12K gaming rig renders 1.5 billion pixels per second for just $17,000 http://www.guru3d.com/news_story/12k_gaming_rig_renders_1_5_billion_pixels_per_second_for_just_17000.html იგივე ინფო რუსულათ http://www.overclockers.ru/hardnews/55236/Igry_bez_granic_Radeon_HD_7970_i_tri_monitora_s_razresheniem_3840_na_2160.html
    1 point
  28. იმედია დადგება ისეთი დღე როცა ამის მსგავს თამაშებსაც კი აღარ გამოუშვებენ.
    -2 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.