Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/22/13 in all areas

  1. ეხლა ისე მაგრად მომინდა ხინკალი რო ამოვქექე ძველ ფოტოებში და შევხედე
    7 points
  2. კატა მაგარი არსებაა, ზუსტად ეგეთია ამ კნუტების დედა. - ანუბის მადლობა მე შენი სურათები მომწონს მაგრამ ძალიან იშვიათი სიამოვნება გახადე
    5 points
  3. i7 3930k Rampage IV Formula quadro 2000D Corsair Vengeance DDR3 16GB (4x4) Seasonic 850W SSD samsung 840 _ 120gb HDD 2Tb Corsair H100i Storm trooper ___________________ მადლობა NvidiaFan-ს !!! _______________________
    4 points
  4. 90 -იან წლებშია გადაღებული "ზენიტ"-ით , სოფელში მოშინაურებული ჩხიკვი გვყავდა თუ ვინმე სიგარეტს მოწევდა და არ მიაწოდებდა ეგრევე საშინელი ხმების გამოცემას იწყებდა , მიაწოდებდი ბრჭყალებში მოიქცევდა 5 წუთი და მერე დაწიწკნიდა...
    3 points
  5. ორგანიზმში ცხიმის პროცენტულობაა რაღაცა აპარატებით იზომება მაგრამ ვისაც ეგ აპარატები არ გვაქვს, სხვებს ვადარებთ თავს და ისე ვხვდებით დაახლოებით http://www.healthygrad.org/wp-content/uploads/2013/01/body-fat-percentage-men-women.png
    3 points
  6. ჩემი ქუთეისი bastera, აუ ფისოებზეგაამხსენდა მეც მოვიყვანე ეხლა სახში 1 პატარა საძაგელი კატა დაპუწა ყველაფერი სახში 1 დღესვე შემიყვარდა ისეთი მაგარი ტიპია
    3 points
  7. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ სათამაშო კლასის ნოუთბუქების მწარმოებელი კომპანია Eurocom ის უახლესი და შეიძლება ითქვას , რომ ამ ეტაპზე მსოფლიოს უძლიერესი ნოუთბუქი , რომელმაც ტესტების მიხედვით ყველა რეკორდი მოხსნა Intel ის და Nvidia ს უახლესი კომპონენტების დახმარებით. ეს უახლესი და უძლიერესი ნოუთბუქი გახლავთ მოდელი X5 , რომლის საკმაოდ ფართო კონფიგურაციით არჩევა შეუძლია მომხმარებელს და ამის შესაბამისად განსხვავდება ფასებიც , რომელზეც ბოლოს მოგახსენებთ. მაშ ასე Eurocom X5 ს აქვს : 17.3 ინჩიანი Full HD გაფართოების ( 1920x1080 ) მქონე LED Backlit ეკრანი , რომელიც მომხმარებლის სურვილის მიხედვით შეიძლება იყოს როგორც პრიალა ისე Glossy ( Glare ) ზედაპირით ნოუთბუქი დაფუძნებულია კომპანია Intel ის უახლეს HM87 Haswell ჩიპსეტზე და ამის შესაბამისად მასში შეიძლება მოთავსდეს მე-4 სერიის Core I7-4700/4800/4900 MQ სერიის 4 ბირთვიანი პროცესორები და მათ შორის დღეს არსებული უძლიერესი i7-4930MX Extreme 3GHz სიხშირით ( 3.9 Turbo ) . უმთავრესი კომპონენტი , ვიდეო ბარათი მომხმარებლის სურვილის მიხედვით შეიძლება იყოს კმპანია Nvidia ს უახლესი GTX 700 სერიის მოდელები როგორიცაა : GTX 765/770 და უძლიერესი 780M 4GB GDDR5 ვიდეო ბარათები , ასევე AMD ს 8970M . ნოუთბუქში კვლავ მომხმარებლის სურვილის მიხედვით შესაძლებელია მოთავსდეს 1600MHz სიხშირის მქონე 16/24 ან 32GB DDR3L ტიპის ოპერატიული მეხსიერება. რაც შეეხება მყარ დისკს აქ მართლაც , რომ ძალიან დიდი არჩევნია , ვინაიდან მას აქვს 3 სლოტი მყარი დისკისთვის თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ მყარი დისკი დაწყებული 500GB/1TB HDD ით და დამთავრებული 100GB/960GB SSD ტიპის მეხსიერებით თითო სლოტში , რაც მართლაც შთამბეჭდავ ტევადობას გვაძლევს. რაც შეეხბა სხვა კომპონენტებს : ნოუთბუქს , რა თქმა უნდა , აქვს : მანათობელი კლავიატურა , 2MP Full HD წინა კამერა , Blu-Ray წამკითხავი , ONKYO (2.2W)+ Subwoofer (2.5W) სპიკერები , DisplayPort 1.2 , ერთი eSATA/USB 3.0 , 3 ცალი USB 3.0 , ერთი USB 2.0 , FireWire-400 და RJ45 პორტები . ნოუთბუქის წონა 4.1 კილოგრამია. ბუნებრივია , რომ ასეთ მძლავრ ნოუთბუქს კარგი გაგრილების სისტემაც სჭირდება , სწორედ ამიტომ , როგოც ზემოთ ვხედავთ ეს ნოუთბუქი აღჭურვილია 4 ცალი ქულერით . ახლა კი რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ ტესტებს ! 3D Mark ის და Ungine Heaven ტესტების შედეგი მაქსიმაული კონფიგურაციით ! Eurocom X5 ის საწყისი ფასი 1559 დოლარია , მომხმარებელს სასურველი კონფიგურაციის არჩევა შეუძლია ოფიციალურ საიტზე > EUROCOM
    2 points
  8. მაგარი კაცი ყოფილა მოკვდა?
    2 points
  9. ვიწერ http://rutor.org/torrent/286384/gannibal_hannibal-s01-2013-web-dl-720p-webrip-720p-baibako
    2 points
  10. multiplayer ის gameplay სქრინშოთი გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში
    2 points
  11. 800 ლარი კარგი ფასია ამ სისტემისთვის
    2 points
  12. ნეჰალემიდან სენდიზე გადასვლა მართლა ღირდა ჩემი აზრით, თუ მხოლოდ თამაშები არ გაინტერესებს, თამაშებისთვის ჰენალემი კიდე რამოდენიმე წელი ძალიან საკმარისი იქნება აი ჰასველზე მხოლოდ თუ თავიდან აწყობ მაშინ
    2 points
  13. დღეს საკმარისია, ამოვწიოთ ეს თემა ცოტა
    2 points
  14. 2 points
  15. როგორ შევარჩიოთ კვების ბლოკი რჩევები დამწყებთათვის ფორუმზე ხშირად სვამენ შეკითხვას ეყოფა თუ არა კვების ბლოკი სისტემას, რომელი კვების ბლოკი ავარჩიო და ასე შემდეგ. ვეცდები გასაგებად ავხსნა როგორ შეიძლება კვების ბლოკის არჩევა. რაც დრო გადის სულ უფრო იზრდება PC კომპონენტების კვების ბლოკისადმი მოთხოვნა. ერთი პერიოდი ენერგიისადმი სისტემის მოთხოვნებმა ძალიან იმატა და ერთი ვიდეო კარტით სისტემას ზოგჯერ 650 ვატიც სჭირდებოდა თუმცა ეხლა ტექნოლოგიის განვითარებასთან ერთად სულ უფრო ნაკლებ ძაბვას მოიხმარენ High End ნაწილები, დღეისათვის 500 ვატი თითქმის ყველა სისტემას ეყოფა ერთი ვიდეო კარტით (ერთი GPU, Dual GPU ვიდეო კარტები არ იგულისხმება). განსაკუთრებით მომთხოვნია SLI და CrossFire კონფიგურაცია (მათთვის ვინც არ იცის: ორი ან მეტი ვიდეო კარტა Nvidia და ATI შესაბამისად) . დავიწყებ იქიდან, თუ როგორ გავიგოთ რამდენი ვატი დასჭირდება კონკრეტულ სისტემას. ზოგადად ყველაზე მეტ ვატებს მოიხმარს ვიდეო კარტა. ძველი ვიდეო კარტები სადღაც 50 ვატის ფარგლებში. თანამედროვე კი 200 ვატს და შეიძლება მეტსაც. შემდეგ მოდის პროცესორი (50-130 ვატი). რაც მეტია ბირთვების რაოდენობა მით მეტ ენერგიას მოიხმარს პროცესორი. მწარმოებლის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ კონკრეტული პროცესორის TDP (Thermal Design Power), შემდეგ მოდის დედა დაფა, ვინჩესტერი და ოპერატიული, რომელიც ყველაზე ნაკლებ ვატებს მოითხოვს. ერთი ცალი მოდული 5-10 ვატს მაქსიმუმ (DDR3 რეალურად უფრო ნაკლებს მოიხმარს ვიდრე DDR1 თუმცა განსხვავება მინიმალურია 1-2 ვატი). ასევე გასათვალისწინებელია, რომ overclocking-ი მნიშვნელოვნად ზრდის ენერგიის მოხმარებას. თუმცა ასე დათვლა მაინც ძნელია და საბედნიეროდ არსებობს უამრავი online power supply calculator-ები, რომლებიც დაგითვლიან თქვენი სისტემის მოთხოვნებს. მე პირადად ამ კალკულატორით ვსარგებლობ და მინდა ცოტა განვიხილო როგორ შეიძლება ამ კალკულატორით დათვლა http://www.extreme.o...culatorlite.jsp ესეც საიტი. ეს კალკულატორი მცირედ აჭარბებს რეალურ მოთხოვნებს მაგრამ მცირედი მარაგი სულაც არ არის ზემდეტი, მით უმეტეს თუ რაზგონს ვაპირებთ. დავუბრუნდები საიტს. პირველი რაც უნდა გავითვალისწინოთ System Type იგულისხმება რამდენ პროცესორიანია დედა დაფა. აქ უნდა მოვნიშნოთ single socket (ან იმის მიხედვით ვისაც რა გვაქვს) ანუ ერთ პროცესორიანი სისტემა. ასევე დედა დაფის ტიპი Motherboard: თუ თქვენი დედა დაფა Socket A და Socket 423-ზე არ არის შეგიძლიათ მონიშნოთ regular – desktop ან high end – desktop. მეორე ჯობია ისევ ძაბვის მარაგისთვის, თუნდაც ჩვეულებრივი დედა დაფა გვქონდეს. CPU: ამოვირჩევთ პროცესორს. CPU Utilization (TDP) აქ ჯობია 100% მოვნიშნოთ, მაგრამ თუ აჩქარებას არ აპირებთ შეგიძლიათ დატოვოთ 85%. აქვე არის Overclock my CPU! მონიშნავთ ”პწიჩკას” და შემდეგ უბრალოდ ჩაწერთ სიხშირეს და ძაბვას პროცესორზე. შემდეგ ამოვირჩევთ RAM-ს ოპერატიულის ტიპი (DDR) და რაოდენობა, FB Dimm-s შეგიძლიათ დაიკიდოთ, იგულისხმება Fully buffered ოპერატიული, რაც ვატების მხრივ არაფერს ცვლის. შემდეგ ამოვირჩევთ Video Card: და Video Type: SLI თუ cross-ი. აქ გაუგებარი არაფერია. მერე ვირჩევთ ვინჩესტერის ტიპს (IDE, Sata, SCSI) და რაოდენობას, შემდეგ SSD და ფლეშ დრაივები, CD, DVD, blue ray და მათი რაოდენობა. მოკლედ შემდგომში საკმაოდ გასაგებია (თუ რამე არ გვაქვს არც მოვნიშნავთ, მაგალითად დამატებითი PCI-e კარტა). ბოლოში არის System load აქ შეგიძლიათ მონიშნოთ 100% იმის გათვალისწინებით რომ კვების ბლოკი გვეყოფა სრულ დატვირთვაზეც და არ დაგვირესტარტებს. Capacitor Aging: (კონდენსატორების სიცოცხლის ხანგრძლივობა) აქ იგულისხმება რომ კვების ბლოკი მოხმარების ერთი წლის შემდეგ ნელნელა კარგავს ეფექტურობას და თუ კვების ბლოკს 1 წელზე მეტ ხანს არ გამოცვლით შეგიძლიათ 10-20% მიამოატოთ და 24/7-ზე თუ გვექნება ჩართული 1 წელზე მეტ ხნის განმავლობაში მაშინ 20-30%-ს მივუმატებთ და დავაჭერთ Calculate. რა ციფრსაც მივიღებთ რეალურად ოდნავ მაღალი იქნება ვიდრე სინამდვილეში დაგვჭირდება, მაგრამ მაინც წარმოდგენას გვაძლევს რამდენი ვატი დაგვჭირდება. ციტატა საიტიდან: The recommended total Power Supply Wattage gives you a general idea on what to look for BUT it is NOT a crucial factor in power supply selection! Total Amperage Available on the +12V Rail(s) is the most important, followed by the +5V amperage and then the +3.3V amperage. ანუ დაახლოებით წარმოდგენა გექნებათ რამდენი ვატი დაგჭირდებათ მაგრამ მხოლოდ ვატები არ არის მთავარი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს +12V განხრაზე ამპერაჟს და მხოლოდ შემდეგ +5V და +3.3V განხრებზე, თუმცა ამაზე დეტალურად ქვემოთ ვიტყვი. არსებობს კიდევ სხვა კალკულატორები მაგალითად Enermax და Corsair ოფიციალურ საიტებზე და შეგიძლიათ ნახოთ. http://www.enermax.outervision.com/ http://www.corsair.com/us/learn_n_explore/?psu=yes (უამრავი კალკულატორი არსებობს და ყველას ნუ ჩამომათვლევინებთ ) მთავარია გავიგოთ დაახლეობით რამდენ ვატიანი კვების ბლოკი ავარჩიოთ. ნებისმიერ სისტემას ერთი ვიდეო კარტით აჩქარების გარეშე თავისუფლად ეყოფა ხარისხიანი 500 ვატიანი კვების ბლოკი. გაითვალისწინეთ რომ ჩვეულებრივი სისტემაზე ერთი ვიდეო კარტით, თუ კვების ბლოკი 500 ვატი ან მეტია, ძალიან ძნელია ე.წ. Full load მდგომარეობის მიღწევა. და რეალურად იშვიათად გვექნება კვების ბლოკი 100%-ით დატვირთული. ახლა თვითონ კვების ბლოკზე. მაინც როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი კვების ბლოკი? საერთოდ რაც უფრო კარგია კვების ბლოკი მით უფრო ძვირი ღირს და პირველ რიგში ჯიბე უნდა მოვსინჯოთ რამდენის გადახდა შეგვიძლია. მე მაინც მგონია რომ ხარისხში ფულის ”გადაყრა” ღირს და აქ ვეცდები ხარისხზე გავამახვილო ყურადღება და არა ფასზე. ზოგადად კვების ბლოკებზე როცა მიდგება საქმე ჯერ გირჩევთ ამას გადახედოთ მაგრამ მე ცოტა სხვანაირად მივუდგები საკითხს. მწარმოებელი, რომელი ფირმის შევარჩიოთ? აუცილებლად გირჩევთ გადახედოთ ამ სიას http://www.80plus.co...u/psu_join.aspx ამ სიაში მოცემულია მწარმოებლები, რომლებიც მართლა ხარისხიან კვების ბლოკებს უშვებენ და ამათგან ნებისმიერის ყიდვა ღირს. საიტზე ყველა კვების ბლოკი არ არის, მარტო ის მოდელებია რომლებიც დატესტილია და 80+ მოთხოვნებს აკმაყოფილებს (ამაზე შემდეგში ვიტყვი). იგივე მწარმოებელს შეიძლება სხვა კვების ბლოკიც ქონდეს, თუნდაც 80+ სტანდარტებით მაგრამ ამ სიაში ვერ იპოვოთ თუ ჯერ არ დაუტესტავთ. ჩვენთვის საინტერესოა Multi-Output კვების ბლოკები. Single-Output სერვერებისთვისაა და მხოლოდ +12 და +5VSB არხები აქვთ და ფორმითაც ჩვეულებრივ კეისს არ მოერგება. ასევე საინტერესო სიაა ამ საიტზე http://www.xtremesys...ad.php?t=108088 აქ ე.წ. Tier-ებად არის დალაგებული კვების ბლოკები. tier 1 უკეთესია, tire 5 უარესი. მოკლედ გადახედეთ. ზოგადად პოპულარული ბრენდებია Enermax, Seasonic, Corsair, FSP (Fortron source), Antec, Silverstone, Be Quiet, Thermaltake, OCZ, Cooler Master, Rosewill, Super Flower, NZXT, EVGA. მოკლედ სია საკმაოდ დიდია და ყველას ვერ ჩამოვთვლი. ასევე შეგიძლიათ ხარისხიანი კვების ბლოკების მიმოხილვები ნახოთ ამ სატზე http://www.realhardtechx.com/index_archivos/Page541.htm არსებობს საიტი http://www.hardwares...com/article/370 რომელზეც აღწერილია როგორ დავადგინოთ კვების ბლოკის რეალური მწარმოებელი. ჩემის აზრით თუ კვების ბლოკი დატესტილია, ეფექტურია და მძლავრია, არ აქვს მნიშვნელობა რეალურად რომელ ქარხანაშია აწყობილი. მთავარია ვიცოდე რა სახელით იყიდება, თორემ რეალური მწარმოებლის სახელით მიგნება ძალიან გამიჭირდება პრინციპში აქ სტატიის დამთავრება უკვე შეიძლებოდა. გავიგებთ რამდენ ვატიანი კვების ბლოკი გვჭირდება და 80+ საიტიდან (არჩევანი საკმარისზე მეტია) ნებისმიერი კვების ბლოკი ხარისხიანია და აქვს ის მახასიათებლები რომლებსაც აწი ჩამოვთვლი. მაგრამ მაინც დავწერ დეტალებს რაც უნდა გავითვალისწინოთ კვების ბლოკის არჩევისას. ფორმა ATX ATX სტანდარტია რომელიც დესკტოპ სეგმენტზეა გათვლილი და ყველა კეისზე წავა, მაგრამ პატარა კეისებში Mini Tower, Micro ATX კვების ბლოკის ჩადგმა მოგვიწევს. სხვა შემთხვევაში ჩატევის პრობლემა არ იქნება. წონა როგორც წესი კვების ბლოკი რაც უფრო ხარისხიანია და მძლავრი მით უფრო მძიმეა. შეიძლება 10 კილომდეც იწონიდეს. თუმცა ზოგიერთ იაფფასიან კვებას სქელი კორპუსი აქვს და შეიძლება საკმაოდ მძიმეც მოგვეჩვენოს. კონექტორები და შნურები თანამედროვე კვების ბლოკებს ყველას აქვს sata, IDE, floppy კონექტორი, ასევე 24 პინიანი (20+4) დედა დაფისთვის და 4 (ან 4+4 პროცესორისთვის მაღალი TDP-თი) პინიანი პროცესორისთვის. საყურადღებოა ასევე კაბელის სიგრძე, ზოგჯერ Full Tower კეისებში კაბელის სიგრძე არ გვეყოფა. ასევე დიდი კომფორტია Modular კვების ბლოკები, რომლებსაც შეგვიძლია კაბელები მოვხსნათ თუ არ გვინდა რომ კეისში აბლაბუდა მოვაწყოთ. არსებობს სრულად და არასრულად (მაზერის 20+4 პინიანი და პროცესორის 4+4 პინიანი კაბელი არ ძვრება) Modular კვების ბლოკები. ყურადღება უნდა მივაქციოთ PCI-e კონეკტორებს (გააჩნია რა ვიდეო კარტა გვაქვს). ადრე ვიდეო დაფა კვებას იღებდნენ დედა დაფიდან. ეხლა უკვე ბევრი ვიდეო არსებობს ისეთი რომელსაც დამატებითი კვება სჭირდება (მაგალითად GTX 295 და HD4870X2 ორ-ორი PCI-e კონეკტორი სჭირდებათ). არის 6 პინიანი და 8 პინიანი PCI-e კონეკტორები 6+2 უნივერსალური კონეკტორი გამოდგება როგორც 6 ასევე 8 პინიანი ვიდეოსთვის. ზოგ ვიდეო კარტას სჭირდება ორი 6 პინიანი ხოლო ზოგს ერთი 6 და ერთიც 8 პინიანი კონექტორი ყველა კვების ბლოკს არ აქვს PCI-e კონექტორი ან აქვს მხოლოდ ერთი. ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ არჩევისას. მით უმეტეს თუ SLI და Crossfire სისტემას ვაწყობთ. კვების ბლოკს უნდა ქონდეს საკმარისი PCI-e კონექტორები. არსებობს IDE to PCI-e გადამყვანები, მაგრამ მაინც ჯობია ”ბუნებრივი” და არა გადამყვანით. ასევე გასათვალისწინებელია რომ რამოდენიმე ვიდეო კარტით სისტემებს 1000 ვატი და მეტი სიმძავრის კვების ბლოკი შეიძლება დასჭირდეს, გააჩნია ვიდეო კარტას. ვეტილატორები (Fan) და ხმაური რაც უფრო დიდია ვენტილატორი მით უფრო ჩუმი იქნება კვების ბლოკი. ამიტომ ჯობია შევარჩიოთ კვების ბლოკი 120 ან 140 მმ-იანი ვენტილატორით არსებობს კვების ბლოკები ორი 80 ან ორი 90 მმ-იანი ვენტილატორით, რომლებიც უფრო ჩუმი იქნება ვიდრე კვების ბლოკი მხოლოდ ერთი 80 მმ-იანი ვენტილატორით. მაინც ძნელია ზუსტად განსაზღვრო კვების ბლოკი ხმაურიანი იქნება თუ არა, დიდი ვენტილატორი როგორც წესი იძლევა იმის გარანტიას რომ კვება ჩუმია IDLE რეჟიმში მაინც, მაგრამ რაც უფრო იზრდება დატვირთვა და რაც მეტია სიმძლავრე მით უფრო ხმაურიანი ხდება კვების ბლოკი. კვების ბლოკზე ზოგჯერ არის ვენტილატორის ბრუნვის სიჩქარის რეგულატორი, რომელიც სითბოს გამოყოფის მატების შემთხვევაში უმატებს ბრუნებს. ამიტომ დატვირთვის გარეშე კვების ბლოკი შეიძლება ჩუმი იყოს მაგრამ დატვირთვაზე საკმაოდ ხმაურობდეს. ზოგიერთი კვების ბლოკი 1000 W დატვირთვაზეც კი საკმაოდ ჩუმი რჩება. აქ ისევ review-ების ნახვა დაგვეხმარება, სადაც შეგვიძლია ვნახოთ კონკრეტული კვება როგორ ხმაურობს. არსებობს კვების ბლოკები, რომლებსაც საერთოდ არ აქვთ ვენტილატორი მაგალითად Seasonic FSP, Enermax, Thermaltake უკვე უშვებენ ასეთი კვების ბლოკებს. კიდევ ბევრი მწარმოებელია, ყველას ვერ ჩამოვთვლი. მაგრამ ასეთი კვების ბლოკები დიდ სიმძლავრეს ვერ იძლევიან (350-500 ვატი), სამაგიეროდ ეფექტურია და აბსოლუტურად უხმაურო. Internals კვების ბლოკის გახსნის საშუალებას მაღაზიაში არავინ მოცემს, მაგრამ მაინც შეიძლება დაინახო შიგნით რა ხდება ასე გამოიყურება იაფფასიანი კვების ბლოკი შიგნიდან ეს კიდევ ხარისხიანი კვების ბლოკის ხედი, საკმაოდ მოზრდილი ალუმინის ფირფიტებით ეფექტური გაგრილებისთვის. მთავარია შიგნით შეხედვა მოახერხო და განსხვავებას აშკარად ნახავ. ეფექტურობა 80+ ზევით ვახსენე ეს საიტი. ეს არის ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი ორგანიზაცია, სადაც მწარმოებლებს თავისი სურვილით მიაქვთ კვების ბლოკი, რომლებიც იტესტება 20%, 50% და 100% დატვირთვაზე. ამ დროს ეფექტურობა (მ.ქ.კ.) უნდა იყოს 80%-ზე მეტი. თუ კვების ბლოკი ტესტებს გაუძლებს დაემატება სიაში. შეიძლება რომელიმე კვების ბლოკი აკმაყოფილებდეს ამ სტანდარტს მაგრამ სიაში არ მოხვდება თუ მისი გატესტვა არ მოხდება ამ ორგანიზაციის მიერ. ამიტომ ყველა კვების ბლოკი 80+ ეფექტურობით ამ საიტზე არ არის, მაგრამ არჩევანი საიტზე დიდია. არ უნდა აგვერიოს ეფექტურობა ე.წ. რეალური და არარეალური კვების ბლოკის მცნებაში. კვების ბლოკს აქვს Pick Watts და continuous power. Pick Watts ეს არის სიმძლავრე რასაც კვების ბლოკი იძლევა რამოდენიმე წამით ჩართვისას და შემდეგ უკვე სრულ დატვირთვაზე მას შეუძლია შედარებით დაბალი სიმძლავრის მოცემა ე.წ. continious power. სწორედ ეს არის რეალური ვატები, რომელიც უნდა იწერებოდეს კვების ბლოკზე, მაგრამ სამწუხაროდ მწარმოებლები სიმძლავრეს აწერენ თავისი შეხედულების მიხედვით. ხარისხიან კვებაზე არასდროს აწერია პიკური სიმძლავრე, მხოლოდ რეალური ანუ სიმძლავრე რომლის მოცემაც კვებას შეუძლია 24/7 დატვირთვაზე. ეხლა რას ნიშნავს ეფექტურობა. ავიღოთ ორი კვება, ორივე 800 ვატიანი და რეალური. პირველი კვების ეფექტურობაა 80%. იმისთვის რომ 800 ვატი მოგვცეს ეს კვება ხარჯავს 1000 ვატს ჩვენი დენის გადასახადიდან . ანუ კვებაში შედის 1000 ვატი და გამოდის 800 ვატი (80%) დანარჩენი იაკრგება სითბოს სახით. მეორე კვების ბლოკიც 800 ვატიანია მაგრამ ეფექტურობა 70%-ია (დაბალი ხარისხის კვების ბლოკების ეფექტურობა საშუალოდ 60-70%-ია ხოლმე) მაშინ უბრალო არითმეტიკა: ასეთი კვების ბლოკი დახარჯავს 1142 ვატს 800 ვატის მისაღებად. ასე რომ ორივე კვება ”რეალურია” მაგრამ ეფექტურობა რომელსაც მეტი აქვს ნაკლებ დენს ის დახარჯავს. ამის გარდა 80%-იანი ეფექტურობით კვების ბლოკში სითბოს სახით იკარგება 200 ვატი (1000-800), ხოლო 70%-იანის შემთხვევაში 342 (1142-800) ვატი. ამიტომ 80+ კვების ბლოკებს რეალურად გაგრილება ნაკლები დასჭირდებათ და ნაკლებადაც იხმაურებს, ამას თუ დავუმატებთ დენის ხარჯს საკმაოდ დიდი პლუსი გამოდის. ამ საიტზე ხუთი ტიპის კვების ბლოკებია ეფექტურობის მიხედვით standard, bronze, silver, gold და უკვე Platinium. (Platinium ეფექტურობა უკვე 92%-ს აღწევს, თუმცა უკვე გამოჩნდა Titanium ეფექტურობაზე 96%-მდე) http://en.wikipedia.org/wiki/80_Plus დეტალები შეგიძლიათ აქ იხილოთ. რაც უფრო მაღალია სტანდარტი, მით დიდია ეფექტურობა, მცირე სითბოს გამოყოფა და ჩვენი ხარჯებიც. გააჩნია რა ხარჯს ვიგულისხმებთ. ესეთი კვების ბლოკი უფრო ძვირიც ღირს თუმცა საბოლოოდ ასეთი კვების ბლოკები ბევრად მეტ დენს დაზოგავენ. PFC Power Factor Correction სიმძლავრის ფაქტორის კორექცია იმპულსურ კვების ბლოკებში (სწორედ ასეთი ტიპის კვების ბლოკები გამოიყენება კომპიუტერისთვის) PFC წარმოადგენს სქემატური ელემენტების ნაკრებს, რომელიც ამცირებს კვების ბლოკის მიერ რეაქტიული სიმძლავრის მოხმარებას. სიმძლავრის კოეფიციენტი (PF) ეწოდება აქტიური სიმძლავრის (სიმძლავრე რომელსაც კვების ბლოკი მოიხმარს) შეფარდებას სრულთან (ანუ აქტიური და რეაქტიული სიმძლავრის ვექტორულ ჯამთან). თავისი არსით სიმძლავრის კოეფიციენტი (არ აგერიოთ მარგი ქმედების კოეფიციენტში - მ.ქ.კ. ანუ ეფექტურობაში) ეს არის სასარგებლო და მიღებული სიმძლავრის შეფარდება და რაც უფრო ახლოს დგას ეს კოეფიციენტი ერთიანთან მით უკეთესია. PFC არსებობს ორი ტიპის - პასიური (Passive PFC) და აქტიური (Active PFC). იმპულსური კვების ბლოკი ყოველგვარი PFC-ს გარეშე ქსელის დენიდან მოიხმარს ენერგიას იმპულსების სახით, რომლებიც დაახლოებით ემთხვევიან ქსელის ძაბვის სინუსოიდის პიკებს. პირობით ოსცილოგრამაზე მწვანე ხაზი აღნიშნავს ქსელის ძაბვას, ხოლო უფრო ღია ხაზი კვების ბლოკის მიერ მოხმარებულ დენს. ასეთი სურათის დროს სიმძლავრის ფაქტორი (PF) 0.7-ს აღწევს ანუ ფაქტიურად სიმძლავრის მესამედი ქმნის დამატებით დატვირთვას ელექტრო გაყვანილობაზე ისე რომ არანაირ სასარგებლო სამუშაოს არ ასრულებს! შეიძლება კერძო პირებს ეს პრობლემას არ უქმნის რადგან სახლის ელექტრო მრიცხველი მხოლოდ აქტიურ სიმძლავრეს ითვლის, მაგრამ მსხვილ ოფისებში და ისეთ დაწესებულებებში სადაც ბევრი კომპიუტერი დგას იმპულსური კვების ბლოკები დაბალი სიმძლავრის კოეფიციენტით დიდ პრობლემას წარმოადგენენ, რადგან ყველა ელექტრო კაბელი და შესაბამისი მოწყობილობა გათვლილი უნდა იყოს სრული სიმძლავრეზე - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ 0.7 სიმძლავრის კოეფიციენტის დროს მათი სიმძლავრე ერთი მესამედით მეტი უნდა იყოს ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო! ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და გავრცელებულ მეთოდს ე.წ. პასიური PFC წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ჩვეულებრივ დროსლერს შედარებით მაღალი ინდუქტიურობით და ჩართულია წრედში თანმიმდევრობით კვების ბლოკის წინ. პასიური PFC შედარებით აგლუვებს დენის იმპულსებს, გაჭიმავს რა მათ დროში - თუმცა სიმძლავრის კოეფიციენტზე დიდი ზეგავლენისთვის საჭიროა დროსლერი დიდი ინდუქტიურობით, რომლის ზომებიც იმდენად დიდი იქნებოდა რომ ჩვეულებრივ კვების ბლოკში ვერანაირად ჩაეტევა. ხოლო მცირე ზომის დროსლერები რომლებიც კვების ბლოკში ეტევა იძლევიან მხოლოდ მაქსიმუმ 0.75 ტოლ სიმძავრის კოეფიციენტს. აქტიური PFC თავის მხრივ წარმოადგენს კიდევ ერთ იმპულსურ კვების წყაროს, რომელიც ზრდის ძაბვას. როგორც სურათზე ჩანს დენის ფორმა, რომელსაც მოიხმარს კვების ბლოკი აქტიური PFC-თი, ძალიან მცირედ განსხვავდება ჩვეულებრივი რეზისტული დატვირთვის მოხმარებისგან - საბოლოო ჯამში სიმძლავრის კოეფიციენტი სრულ დატვირთვაზეც კი 0.95-0.98-ს აღწევს. მართალია დატვირთვის კლებისას სიმძავრის კოეფიციენტიც კლებულობს 0.7-მდეც კი. თუმცა ბევრი Active PFC კვების ბლოკის მწარმოებელი 20%-ზე ნაკლებ დატვირთვაზეც კი გვპირდება 0.98 სიმძლავრის კოეფიციენტს. და პიკური დენის მოხმარება Active PFC კვების ბლოკებში მცირე დატვირთვაზეც კი მნიშვნელოვნად მცირეა ვიდრე Passive PFC კვების ბლოკების შემთხვევაში. გარდა იმისა რომ აქტიური PFC უზრუნველყოფს იდეალურთან ახლო სიმძავრის კოეფიციენტს, პასიურისგან განსხვავებით აუმჯობესებს კვების ბლოკის მუშაობას - დამატებით ახდენს შემავალი ძაბვის სტაბილიზაციას - და კვების ბლოკი ხდება მნიშვნელოვნად ნაკლებად მგრძნობიარე ქსელის ძაბვის ვარდნისადმი (ეს პირადად მინახავს თვალნათლივ, როცა სახლში ძაბვის ვარდნისას ყველა ელექტრო ხელსაწყო გათიშულა კომპიუტერის გარდა). ამას გარდა აქტიური PFC-თი უფრო ადვილია უნივერსალური კვების ბლოკის აწყობა, რომელშიც დასაშვები შემავალი სიმძლავრე 110-დან 230 ვოლტამდეა და აღარ არის საჭირო სპეციალური გადამრთველი (გასათვალისწინებელია რომ ასეთი კვების ბლოკების მუშაობისას იაფფასიან UPS-თან, რომლებიც საფეხურის ტიპის სიგნალს გამოიმუშავებენ, შესაძლოა სისტემაში პრეობლემები შეიქმნას დენის წასვლის და UPS-ის ელემენტზე გადასვლის შემდეგ, ამიტომ Active PFC კვების ბლოკებთან ერთად უმჯობესია მხოლოდ Smart კლასის UPS-ების გამოყენება რომლებსაც გამოსავალი დენის სიგნალი Pure სინუსოიდური ტიპის აქვთ) სხვა შემთხვევაში შეიძლება დენის წასვლისას სისტემა გაითიშოს. გარდა ამისა აქტიური PFC კვების ბლოკებს აქვთ გამოუჯობესებული რეაქცია ხანმოკლე (წამიერი) დენის წასვლების მიმართ - ასეთ მომენტებში კვების ბლოკი აგრძელებს მუშაობას მაღალვოლტიანი выпрямител-ის (ეს ვერ ვთარგმნე) კონდენსტაროების ენერგიის ხარჯზე, რომელთა მუშაობის ეფექტურობა იზრდება ორჯერ ან უფრო მეტადაც. აქტიური PFC კვების ბლოკების კიდევ ერთი დიდი პლუსია მაღალ სიხშირიანი ხარვეზების ძალიან დაბალი დონე გამოსავალ არხებზე, ანუ ასეთი კვების ბლოკები Highly რეკომენდებულია ისეთ კომპიუტერებში რომლებზეც მიერთებულია ანალოგური ტიპის აუდიო/ვიდეო აპარატურა. რაც შეეხება ეფექტურობას, რეალურად Active PFC-თი ეფექტურობა ანუ მ.ქ.კ. დაახლოებით 94%-ს შეიძლება აღწევდეს, მაშინ როცა Passive PFC-თი ეფექტურობა 96%-ს აღწევს, დიახ ბატონებო Passive PFC შეიძლება უფრო ეფექტური იყოს ვიდრე Active PFC თუმცა ამისთვის როგორც ზევით ვთქვი უზარმაზარი მოცულობის დროსლერია საჭირო რომელიც კვების ბლოკში ვერანაირად ვერ ჩაეტევა, ხოლო ის დროსლერი რომელიც კვების ბლოკში ეტევა იძლევა მხოლოდ 0.75 სიმძლავრის ფაქტორს და შესაბამისად იდეალურ შემთხვევაში მხოლოდ 70-75% ეფექტურობას. ასე რომ აირჩიეთ კვების ბლოკები Active PFC-თი. წყარო და ნაკადული http://www.nix.ru/su...&faq_topics=PFC http://en.wikipedia....on-linear_loads ძაბვის რეგულაცია Load regulation ATX სტანდარტით ძაბვის რეგულაცია უნდა იყოს ±5% დადებით განხრებზე (+3.3V; +5V; +12V; +5VSB) და ±10% უარყოფით განხრებზე (-12V). მაგალითად +12V ვოლტზე დასაშვებია ძაბვის ცვლილება 11.4-დან 12.6-მდე. ხარისხიანი კვების ბლოკებს დადებით განხრებზე რეგულაცია შეიძლება ±3% ქონდეთ, ხოლო საუკეთსოებს ±1% და ნაკლები აქვთ. დაცვები Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection ანუ დაცვა ძაბვის მატებისგან, ძაბვის ვარდნისგან და მოკლე ჩართვისგან. ესეთი მახასიათებლები ხარისხიან კვების ბლოკს აუცილებლად უნდა ქონდეს. ეს საშუალებას მოგვცემს მშვიდად ვიყოთ ძაბვის თამაშის დროსაც და არ გვექნება მოულოდნელი რესტარტები. ამპერები და ვატები +12V განხრებზე აქ მე მინდა ავხსნა როგორ შეიძლება ”ნაკლეიკის” წაკითხვა კვების ბლოკზე. ATX კვების ბლოკებს აქვთ შემდეგი ძირითადი განხრები +3.3V; +5V; +12V; -12V და მორიგე +5VSB. იყო დრო როცა მაზერი და პროცესორი აქტიურად იყენებდნენ +3.3V და +5V განხრებს. ეხლა უკვე პროცესორიც, მაზერიც და მით უმეტეს ვიდეო კარტაც ძირითადად +12v (პლიუს 12 და არა მინუს) განხრას იყენებენ. ამიტომ კვების ბლოკის შერჩევისას უნდა დავაკვირდეთ რამდენი ამპერია +12V-ზე. საერთოდ ვატები ასე მიიღება: ვოლტი გამრავლებული ამპერზე უდრის ვატებს. მაგალითად კვების ბლოკს +12V-ზე 40 ამპერით 12 ვოლტიან განხრაზე შეუძლია მოგვცეს 12*40=480W. რაც უფრო მეტი იქნება +12V ამპერები მით უკეთესია. უყურეთ ძირითადად ამ განხრას. იაფიან კვების ბლოკებს +3.3V და +5V განხრებზე უფრო მეტი ამპერი უწერიათ ხოლმე. მაგალითი 1 +12 ვოლტზე 34 ამპერი 34/12=408 ვატი ჯამში მაგალითი 2 360 ჯამური ვატი +12 ვოლტიან განხრებზე (სულ ორია) ანუ ჯამში გამოდის 360/12=30 ამპერი (და არა 20+18) დევიზი ასეთია: 12 ვოლტზე მეტი ამპერი. თუ რამოდენიმე განხრაა 12იანი,მაშინ ჯამური ამპერები რომელსაც მეტი აქვს +12 ვოლტზე ის ჯობია! ეგ არის მთელი ფილოსოფია ძალიან ბევრ ახალ კვების ბლოკს +12 ვოლტზე ჯამური ამპერები ან ვატები ცალკე აქვთ ხოლმე გამოტანილი რაც აადვილებს მათ შეფასებას. როგორც სურათზე ჩანს ჯამური ამპერაჟი +12 ვოლტიან განხრებზე 32 ამპერია და არა 22+22=44 ამპერი. მოკლედ კვების ბლოკის სიმძლავრე ყველა +12 ვოლტის სიმძლავრის ჯამის ტოლი არ არის ხოლმე და ახალ (და ხარისხიან) კვების ბლოკებს ყოველთვის უწერიათ რეალურად რამდენია მაქსიმალური ამპერაჟი ამ განხრაზე. http://forums.guru3d...ad.php?t=205763 ამ ლინკზე შეგიძლიათ ნახოთ კვების ბლოკების OEM მწარმოებლები და ასევე თითოეული მოდელზე +12 ვოლტზე კომბინირებული ამპერები, რითაც ადვილდება სხვადასხვა კვების ბლოკების შედარება. რომელსაც მეტი ამპერი აქვს ის აჯობებს. ლინკის მოწოდებისთვის დიდი მადლობა Ogaib-ს აქ რაც სურათებია, პირველი რაც ამოვყარე ინტერნეტიდან ისინია. არც ერთის რეკლამას არ ვეწევი, რომელიც გინდათ ის აარჩიეთ. რეკლამას გავუწევ ყველა კვების ბლოკს რომელიც 80Plus საიტზეა, ყველა კვების ბლოკი აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს რომლებიც ჩამოვთვალე (გარდა PCI-eკონეკტორების რაოდენობისა ზოგიერთ კვებას შეიძლება საერთოდ არ ქონდეს, რისი ნახვაც ყიდვისას შეიძლება). მწარმოებელი ფორმა ATX წონა კონეკტორები (შნურები) ვენტილატორები (Fan) და ხმაური Internals ეფექტურობა 80+ PFC ძაბვის რეგულაცია (Load regulation) დაცვები (Over Current, Over Voltage, Short-Circuit protection) ამპერები და ვატები +12V განხრებზე და ფასი ეს არის ორიენტირების მოკლე ჩამონათვალი, რომლითაც შეიძლება ასე თუ ისე გაარჩიო ხარისხიანი კვების ბლოკი. მოკლედ თუ არ დაეზარებათ და წაიკითხავენ, საკმაოდ გამოადგებათ დამწყებ overclocker-ებს და არა მარტო overclocker-ებს.
    1 point
  16. ჩვენი ტუტორიალი შეეხება თემას : "როგორ დავაყენოთ apk ფაილები ანდროიდ დევაისზე კომპიუტერიდან" თუ არ გვაქვს Wifi ქსელი , ან გვაქვს მაგრამ დევაისი არ უკავშირდება რატომღაც და ა.შ , ამ შემთხვევაში ჩვენ დაგვეხმარება "ბიგ ბაბოლი" ( ) , ხუმრობა იქით იყოს ... ამისათვის გვჭირდება კონკრეტული მოწყობილობის დრაივერები და ADB დრაივერები თავისივე Fastboot.exe-იანად (გადმოსაწერი ლინქი: http://bin.ge/dl/680...indows.zip.html ) როგორც ვიცი ეს ფაილები ყველა დევაისითვის ერთიდაიგივეა , მაგრამ თუ არაა მაშინ თქვენ თვითონ მოძებნეთ ახლა გადავიდეთ მთავარზე : Step 1) ჩართეთ debugging დევაისზე Step 2) ამოაარქივეთ zip ფაილი ნებისმიერ ადგილას C დისკზე (სასურველია C:\adb ) , ანუ შექმენით ფოლდერი სახელად adb , დისკ C-ზე და მასში ჩაყარეთ ის ფაილები Step 3)გადმოწერეთ სასურველი apk ფაილი და ჩააგდეთ იგივე დირექტორიაში (თუმცა დიდი მნიშვნელობა არ აქვს სად იქნება) ასე გამოიყურება ჩვენი ფოლდერი , უკვე დამატებული apk ფაილით Step 4) გამოიძახეთ Run.exe (windows/start-ის ღილაკი + R ღილაკი ერთდროულად) და აკრიფეთ შემდეგი ტექსტი "cd C:\adb" (ბრჭყალების გარეშე) , C:\adb < ამ ბრძანებით შევდივართ ჩვენს მიერ შექმნილ ფოლდერში Step 5) ამის შემდეგ აკრიფეთ შემდეგი ტექსტი adb install C:\adb/ფაილის სახელი .apk ვუალა , პროგრამა დევაისშია :)
    1 point
  17. Symbian OS Nokia-ს მობილური ოპერაციული სისტემაა მობილური მოწყობილობებისა და სმარტფონებისთვის. ის შემუშავებული იყო Symbian Ltd-ს მიერ, რომელიც დააარსეს კომპანიებმა Psion, Nokia, Ericsson და Motorola. 2008 წელს, ამ კომპნიებმა დააარსეს ახალი კონსორციუმი Symbian Foundation, რომელის მიზანია ღია კოდიანი მულტიპლათფორმული OS-ის შექმნა. Symbian LTD-ს დანარჩენი ნაწილი კი შეიძინა Nokia-მ. Symbin OS მუშაობს ექსკლუზიურად ARM პროცეორებზე, თუმცა აქვს ჯერ კიდევ დაურილიზებელი X86 პორტიც, ის არის არის ოპერაციული სისტმა EPOC32-ს შთამომავალი, რომელიც შექმნა Psion-მა თავისივე წარმოების ჯიბის კომპიუტერებისთვის. 1998-2000 წელს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწერა, რათა მოეხდინათ მისი სრულყოფა და ოპტიმიზაცია შეზღუდული აპარატურული რესურსების მქონე მოწყობილობებზე. შემქმნელებმა შეძლეს მიეღწით მეხსიერების მნიშვნელოვანი ეკონომიისთვის, კოდის კეშირების გაუმჯობესებისთვის და ამის შედეგად პროგრამების სისწრაფის მომატებისთვის შემცირებული ენერგომომხმარებლობის პირობებში. მწარმოებელებისთვის ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი ფაქტია API-ს დონეზე ობიექტ-ორიენტირებული არქიტექტურა, რეალური მულტიტასკინგი. Symbian-ის შექმნისას ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ ფაქტორებზე: მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებასა და საიმედო შენახვაზე მომხმარებლის დროის ეკონომიაზე ძალზე შეზღუდულ რესურსებზე მუშაობაზე დღესდღეობით Symbian OS-ს ბაზრის 40%-ზე მეტი უჭირავს. ძირითადი პროგრამირების ენაა C++, აქვს ასევე ჩაშენებული JAVA-ს მხარდაჭერაც.ასევე შესაძლებელია პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებაცL Python, Flash Lite, Ruby, .NET, Web Runtime (WRT).იყენებს მიკროკერნელს (მიკრობირთვს) არსებობს Symbian-ის რამდენიმე პლათფორმა: UIQ (User Interface Quartz)-Sony Ericsson და Motorola-ს სმარტფონების ძირითადი OS, მთავარი თავისებურებაა სენსორული ეკრანის მხარდაჭერა, 2006 წლიდან გადავიდა SE-ს საკუთრებაში, ხოლო 2008 წელს შეწყდა მისი განვითარება (მერე გადაერთო SE Windows Mobile-ზე) Series 60 (S60)-Nokia-ს ძირითადი პლათფორმა, თავიდან შექმნილი იყო სტანდარტული კლავიატურის მქონე სმარტფონებისთვი, თუმცა შემდეგ Nokia მთლიანად ამ სისტემის სრულყოფაზე გადაერთო, იყენებენ ასევე Samsung, Siemens და LG Series 80-Nokia იყენებდა QWERTY კლვიატურული სმარტფონებისთვის, თუმცა, შემდეგ შეწვიტა მუშაობა და S60-ის სრულყოფაზე გააგრძელა. FOMA (Freedom of Mobile Access)-გავრცელებულია იაპონიაში, იყენებს უმსხვილესი მობილური ოპერტატორი NTT DoCoMo, მას იყენებენ Mitsubishi, Fujitsu, Sony Ericsson და Sharp. გარდა ამისა არსებობს ცალკემდგომი მოწყობილობები, რომელიც იყენებს Symbian OS-ს, მაგალითად Nokia 7700, Nokia 7710 (Series 90) და SGH L870 მივყვეთ განვითარების ისტორიას: 1998 წელს დაარსდა Symbian LTD 1999 წელს კომპანია Psion უშვებს OS-ს EPOC Release 5, რომელმაც მიიღო დასახელება Symbian OS v5. ის გამოიყენებოდა მაგ SE-ს MC218-ში 2000 წელს გამოდის სისტემა EPOC5U (Symbian OS v5.1, u = Unicode) პირველად ის გამოიყენეს სმარტფონში Ericsson R380(ალბათ გახსოვთ ეს ტელეფონი) იმავე წელს გამოდის Symbian OS v6.0 და v6.1 ამავდროულად გამოდის პირველი სრულყოფილი Symbian -სმარტფონი Nokia 9210 იმ დროისთვის საოცნებო ტელეფონი 2004 წელს გამოჩნდა პირველი ვირუსი Symbian OS-ისთვის- Cabir, რომელიც თავისით ვრცელდებოდა ბლუთუსის საშუალებით და აზიანებდა მომხმარებლის ინფორმაციას იმავე წელს გამოვიდა Symbian OS v8.0, რომლის ძირითაი თავისებურება იყო ორი განსხვავებული ბირთვი: EKA1 და EKA2, ეს უკანასკნელი არ გამოიყენებოდა სმარტფონებში Symbian OS v8.1b-მდე. 2004 წელს გამოვიდა Symbian OS v9.0 ის იყენებდა EKA2 ბირთვს, ძირითადი ცვლილებები შეეხო უსაფრთხოებას: შემოღებული იქნა უსაფრთხოების სერთიფიკატები, რომელიც განსაზრვრავდა ამა თუ იმ აპლიკაციის წვდომის უფლებებს-როგორც აპარატურულს, ისე პროგრამულს და ასევე წვდომას მომხმარებლის მონაცემებთან. ასევე ამ ვერსიაში რეალიზებული იყო ARM5 პროცესორების მხარდაჭერა. თუმცა, ამ OS-ზე სმარტფონები გამოვიდა მხოლოდ 2006 წელს 2006 წლის პირველ კვარტალში გამოვიდა Symbian OS v9.2 Bluetooth 2.0 და OMA Device Management 1.2 მხარდაჭერით 2006 წლის 12 ივლისს გამოვიდა Symbian OS v9.3 იგივე S60 V3 HSDPA მხარდაჭერით. მაგალითად, მას იყენებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სმარტფონი N73 2006 წლის 16 ნოებბრისთვის გაყიდული იქნა 100 მილიონი სმარტფონი Symbian OS-ის მხარდაჭერით. Symbian OS 9.4 გამოვიდა 2007 წელს, მასში მხარდაჭერილია SQL SQLLite-ს საშუალებით, Wi-Fi,სენსორული ეკრანი ასევე ოპტიმიზირებულია კოდი, პროგრამები ირთვება 75%-ით უფრო სწრაფად ვიდრე Symbian 9.3-ში. ეს რილიზი ცნობილია როგორც S60 5th edition ანუ S60 V5. მას იყენებენ მოდელები: Samsung i8910 Omnia HD, Nokia N97, Nokia N97 mini, Nokia 5800 XpressMusic, Nokia 5530 XpressMusic, Nokia 5228, Nokia 5230, Nokia 5233, Nokia 5235, Nokia C6-00, Nokia X6, Sony Ericsson Satio, Sony Ericsson Vivaz და Sony Ericsson Vivaz Pro. Symbian OS 9.5 გამოვიდა მალევე, მასში მხარდაჭერილია ციფრული მობილური ტელევიზია DVB-H და ISDB-T ფორმატში Symbian^3-სულ ახალი პროდუქტია, წინავერსიებისგან განსხვავებით მას გააჩნია FullHD Output-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია ბრაუზერი, თაჩ-მენიუები, მხარდაჭერილია QWERTY და პრორტრეტული კლავიატურა,მულტითაჩი, მხარდაჭერილია ტექსტის შეყვანის SplitScreen რეჟიმი,Nokia-მ გამოაცხადა, რომ, Symbian^3-ს შემდგომი განახლებები დაფუძვნებული იქნება Qt Framework-ზე. პირველი სმარფონი ამ OS-ზე იყო Nokia N8, შემდეგ C7, C6-01 და ახალგამოსული Nokia E7. Symbian^3 ოჯახში შედიან Symbian Anna და Symbian Belle (ბოლო განახლება) 9.5(S60 v5.2) და 10.1(S60 v5.3) ვერსიები შესაბამისად.გამოსული Symbian Belles Future Pack 2, რომელშიც გაუმჯობესებულია User Experience, დამატებულია Homescreen-ები და Live ვიჯეტბი, ჩამოსაშლელი მენიუ, მოდერნიზებულია ნავიგაცია Nokia Maps-ით, გაუმჯობესებულია Status Bar,შემოტანილია ვიზუალური მულტიტასკონგი, ლოქსკრინზე შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანა, მხარდაჭერილია NFC დევაისები,დამატებულია ახალი აპლიკაციები, მოკლედ, ამ ბოლო განახლებით Nokia-მ Symbian-ს თანამედროვე სრულყოფილი მობილური OS-ის სახე მისცა, რა თქმა უნდა მთლად Android 4.1 ან WP 8-ს დონის ვერ არის, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება, იმ სმარტების მფლობელებს, სადაც მხარდაჭერილია Belle FP2, გირჩევთ განაახლოთ, (ფაქტიურად ყველა Symbian^3 სმარტფონისთვის) წყარო: Wikipedia სერტთიფიკატების დამზადება Symbian S60V3-დან: AllNokia.Ru საიტები Symbian-ის აპლიკაციებისთვის: AllNokia.Ru Smart60.Ru Smart60.Kiev.Ua
    1 point
  18. თამაში Titanfall დღეს ოფიციალურად დაანონსდა Microsoft-ის E3 კონფერენციაზე. დეველოპერი Respawn Entertaiment (რომელიც უმეტესად Infinity Ward-დან დათხოვილი პერსონალით არის შემდგარი) EA-სთან ერთად ამ თამაშს ექსკლუზიურად Xbox One-ზე 2014 წლის გაზაფხულზე გამოუშვებს. @VG247
    1 point
  19. 1 point
  20. სხვათაშორის ამ ნაწილმა Call of Juarez 2 ნაკლები შეფასება არ აიღო და გადმოვწერე ეს ნაწილიც, ისე კი 80%-ის ფარგლებში იღებენ ორივე ერთად ჯამში სადღაც, არ ვიცი ასე ძალიან რატომ მოეწონათ აბზორშიკებს მაგრამ იმენა აბზორებით ჯობნის კიდეც ეს ნაწილი მეორეს თუმცა გეიმერებს ის უფრო მოეწონათ ამ ახალზე, ზოგს შეიძლება არკადული ელემენტები ევასა, მეორეში რაღაც ადვენტურაც იყო ეკშენთან ერთად არკადული ელემენტების გარდა, აქ მგონი ჩისტა ეკშენ-არკადაა მინიმალური სიუჟეტით და კატსცენებით, ზაპასისთვის გამოდგება ბევრ ადგილს მაინც არ იკავებს, ყველაზე პრიკოლნი ისაა რომ პაჩი ლამის თამაშის ობრაზის ხელაა ზომაში კიდე ერთი პაჩი გამოუშვიათ ამ თამაშისთვის ისე http://store.steampowered.com/news/10912
    1 point
  21. dvi ჯობია გამოსახულების ხარისხით VGA ს
    1 point
  22. იდიოტია ბალოტელი :დ
    1 point
  23. ესეც Sleepy Kittens-ის თემა: Uploaded at ImageFra.me
    1 point
  24. ყველაზე ძვირიანი ვარიანტი ავირჩიე და $14394 გამომივიდა პ.ს. პრიალა და glossy ერთიდაიგივეა მაგ არაპრიალას anti-glare ქვია... ისე არ მესმის საერთოდ რატომ უშვებენ პრიალა ეკრანებს ან არჩევანი თუა რატომ არ უნდა აირჩიონ anti-glare მონიტორი
    1 point
  25. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=TA2uMyBgABg
    1 point
  26. ჩემი რჩევაა რომ ნახმარ SSD-ზე არც კი იფიქრო. დანარჩენი შენი გადასაწყვეტია
    1 point
  27. http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=gRxkBVrJWuQ
    1 point
  28. 10-15$ გამო 60-იანის აღებას აზრი არ აქვს. აიღე ის 90$-იანი სამსუნგი, 120 გბ სისტემას თავზე გადაუვა თავის პროგრამებიან-თამაშებიანად
    1 point
  29. reddit-ზე 300-ზე მეტი ხმა მისცეს და ვიღაცამ ეს მონტაჟი გააკეთა http://www.youtube.com/watch?v=7lBJ5GjvtbE&feature=youtu.be ui-ს მოდიფიცირებაც შეგიძლია, ბევრი რამ შეგიძლია მოაშორო ეკრანს ^^
    1 point
  30. მომილოცეთ კეი მაჩუქეს ალფა ტესტირების აუ სახლში როდის მივალ ელა ბლიად : Thanks for playing the Alpha Trial today! The servers will be available again at 20:00 (UTC+4) rodis chairtveba chveni droit vinmem daweret ra kacurad
    1 point
  31. აქ კი ნახავთ თუ როგორ მივიღე ორთავე კარტაზე ერთნაირი ტემპები 99%დატვირთვაზე აბა ვინ მომილოცავთ ჰავკების სლის ავისრულე როგორც იქნაოცნება PC მონაცემები CPU Intel Core i7-2700K COOLER CORSAIR H100 MB MAXIMUS IV GENE-Z68 VGA 2X MSI N560GTX-Ti Hawk RAM G.SKILL DDR3 1600Mhz 4X4GB PSU ENERMAX REVOLUTION85+ ERV1050EWT CASE CM 690 II HDD Seagate Barracuda 2 TB HDD SATA 6 Gb/s NCQ 64MB Cache Display ASUS VS229H SPEAKERS Microlab Solo 7C 2 CPU Intel Core i5-660 3.33GHz COOLER TX3 - Cooler Master MB Maximus III GENE VGA ZOTAC GeForce GTX 560 [ZT-50708-10M] RAM G.SKILL DDR3 1600Mhz 4X4GB PSU Rosewill Xtreme RX850 80 PLUS CASE IN WIN Dragon MicroATX HDD Seagate Barracuda 2 TB HDD SATA 6 Gb/s NCQ 64MB Cache Display Viewsonic VA2231wa ვინც კარგად ვერ ნახავთ
    1 point
  32. ვაიმე მე 6 კნუტი მყავს ცოცხლად მჭამენ ეს ისე რო არ დამვორნონ
    1 point
  33. პირველი ცდაა და მთლად კარგი არ გამომივიდა
    1 point
  34. დიდი სხვაობაა, თან საკმაოთ 1680 X 1050 = 1764000 1920 X 1080 = 2073600
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.