Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 02/28/13 in all areas

  1. 100 წლის ხალხს არ ახსოვს აქ თოვლი
    9 points
  2. დადიოდა ჭორები იმის თაობაზე რომ უბისოფტი 2013 წელს აპირებდა სერიის კიდევ ერთი თამაშის გამოშვებას...მაგრამ ვერავინ იფიქრებდა თუ ეს იქნებოდა "IV" ნაწილი დღეს დადასტურდა რომ მეკობრეების თემაზე შექმნილი ასასინის მეოთხე სერიას წლის ბოლოს ვიხილავთ Ps3-Xbox 360-PC-WiiU პლატფორმებზე თამაშს გადავყავართ წარსულში 1715 წელს....ახალი პროტაგონისტი გახლავთ Edward Kenway(ჰეიტემის მამა და კონორის ბაბუა) როგორც ჩანს ის მეკობრე და ასასინთა გილდიის ლიდერია თამაშის სიუჟეტი განვითარდება კარიბის ზღვის კუნძულებზე დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი
    4 points
  3. გაიხარე! ესეც რამდენიმე დღის წინ დავამზადე:
    4 points
  4. 4 points
  5. კარგა ხანია "გამოიყენეთ დრო"-სთვის არ მომიცლია, ასე 70%-ით არის დასრულებული , ციფერბლატმა და ქანქარამ განიცადა დამუშავება . ესეც ვიდეო, ზოგი საათი რომ ვნახე youtube-ზე, ისეთი შთბეჭდილება დამრჩა, თითქოს ხელის გაკვრის ინერციით მოძრაობდა ქანქარა, ჰოდა, ცოტა სხვაგვარად გადავიღე: [media=]
    3 points
  6. xosito საგოლ დზაან მაგრად გაქ დამოდინგებული. ჯარგი კომპია +1 ფანები და კონტროლერი დამჩა და მოვრჩები მოდინგს
    3 points
  7. შენ ახალი იუზერი ხარ და ამიტომ არ იცი ჯერ აქაური წესები, აქ ესე ცალცალკე ყველა სასაცილო ვიდეოზე თუ სურათზე თემები არ იხსნება, ამისთვის არსებობს "ზოგადი დისკუსიები" ის განყოფილება სადაც არის "სასაცილო სურათები და ვიდეოები V"-ის თემა და ამ თემაში შეგიძლია სურვილსამებრ დაპოსტო ვიდეოები:
    3 points
  8. [media=] აეეე )) მესია მაგის დედა მოვდგან
    3 points
  9. ირაკლო ჩემი ფანები მივგრილე
    3 points
  10. უკვე საქართველოდანაც შესაძლებელია Google Play-ზე სასურველი მომსახურეობის შეძენა (აპპები, მუსიკა, ფილმები, დევაისები), ამიტომ გადავხაზე Market Unlocker-ის შესახებ ინფო, უიმისოდაც იყიდით, თუმცა თუკი კონკრეტული ქვეყნის მარკეტისთვის განკუთვნილი აპლიკაცია გინდათ, მაშინ მაინც გამოგადგებათ. გაითვალისწინეთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა Billing Information-ისთვის ამერიკული (არა ქართული) მისამართი და Google Wallet-ზე დარეგისტრირებული ბარათის პარამეტრების ცვლილებისას გაჭრით 1 $-ს! საქართველოში ყველა მიჩვეული ვართ იმას, რომ ზოგადად პროგრამებში და თამაშებში ფულს არ ვიხდით, თუმცა ნელნელა სიტუაცია იცვლება და ხალხს უნდა ჰქონდეს ლიცენზირებული ორიგინალი პროგრამები თუ თამაშები მწარმოებლის მხარდაჭერით, განახლებებით და ა.შ სამწუხაროდ Google Play-დან ჯერ-ჯერობით პირდაპირ არ ხერხდება საქართველოდან აპლიკაციების ყიდვა, თუკი დესკტოპ კომპიუტერიდან შეხვალთ Play Store-ზე ფასიანი პროგრამის ლინკზე, გიწერთ, რომ არაა თქვენს ტელეფონთან თავსებადი, ხოლო Android-ის Play Store საეღტოდ არ გაჩვენებთ ფასიან აპპებს, არის ამ შეზღუდვის გვერდის ავლის გზა, ამისათვის დაგვჭირდება: Google Play-ს ანგარიში Visa/MasterCard/Amex ბარათი ამერიკული მისამართი (საჭიროა ჯერაც) Market Unlocker დარუთული ტელეფონი / ტაბლეტი განვიხილოთ სათითაოდ: Google Play-ს ანგარიშის საჭიროებას ახსნა არ სჭირდება, ის იგივეა რაც Gmail ექაუნთი, თუ არა გაქვთ, შექმენით ამ მისამართზე იმავე ანგარიში უნდა შეიყვანოთ თვითონ ტელეფონის ან ტაბლეტის Play Store-ში. საკრედიტო/სადებეტო ბარათად გამოდგება ნებისმიერი Visa/MasterCard/American Express ბარათი რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ (მაგ amazon.com-ზე შეუძლიათ ყიდვა), მაგალითად ნებისმიერი Visa Clasic, ბევრი Visa Electron-იც მუშაობს, ამის დაზუსტება შეგიძლიათ ბარათის გამცემ ბანკში. ამერიკული მისამართი საჭიროა Google Wallet-ზე Billing Information-ში შესაყვანად, მისი აღება შეგიძლიათ მაგალითად USA2GEORGIA.COM-ზე რეგისტრაციით (ან თქვენი ფავორიტი სხვა საფოსტო/საშუამავლო ფირმის მიერ მოცემული ამერიკული მისამართი გამოიყენეთ) Market Unlocker-პროგრამა, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოხსნათ შეზღუდვა ფასიანი აპლიკაციების ყიდვაზე, მისი ბოლი 1.2.4 ვერსია შეგიძლიათ გადმოიწეროთ აქედან: Market Unlocker Pro v1.2.4 ტელეფონი / ტაბლეტის დარუთვა საჭიროა იმისთვის, რომ Market Unlocker-მა შეცვალოს Play Store-ს მონაცემები რათა მოხსნას შეზღუდვები. დარუთვის ინსტრუქციებს აქ ვერ დავწერ, მოძებნეთ თქვენი დევაისის და ანდროიდის ვერსიისთვის თვითონ ყურადღება! დარუთვით ბათილდება მწარმოებლის გარანტია, ასევე შეიძლება დაზიანდეს ტელეფონი/ტაბლეტი, ამიტომ ყველა პასუხისმგებლობა არის მხოლოდ თქვენზე! იმედია დააკმაყოფილეთ ყველა საჭირო წინაპირობა, დავიწყოთ საქმე: შედით Google Wallet-ის საიტზე (ავტორიზაციისთვის გამოიყენეთ Gmail / Play.Google.com-ის მომხმარებლის სახელი და პაროლი) მარცხენა სიიდან აირჩიეთ Payment Methods და შემდეგ ADD CARD OR ACCOUNT შემდეგ გადახვალთ ეკრანზე, სადაც უნდა შეიყვანოთ ბარათის მონაცემები და მისამართი (რომელიც ახსნილია მესამე პუნქტში) ყურადღება!!! თუკი ბარათი წარმატებით დაემატა, ანგარიშიდან მოგაჭრით ავტომატურად 1 დოლარს (1 USD / 1$) ყურადღება!!! თქვენი ბარათი აწი მიბმულია Google-ს ექაუნთზე, ამიტომ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეთ რათა არ მოხდეს არასანქცირებული წვდომა თქვენს ექაუნთსა და შესაბამისად ბარათზე! შემდეგი საფეხურია Market Unlocker-ის დაყენება, იმედია იცით თუ როგორ უნდა, მოკლედ ავხსნი: გადმოწერილი APK ფაილი გადაიტანეთ ტელეფონში/ტაბლეტში დევაისის Setting-ებში Security განყოფილებაში მონიშნეთ Unknown Sources რომელიც ნებისმიერი APK ფაილის ინსტალაციის საშუალებას გაძლევთ ფაილ-მენეჯერით გახსენით ტელეფონში გადატანილი Market Unlocker Pro 1.2.4.apk , გაიხნება ინსტალატორი, მიჰყევით ინსტრუქციებს ჩართეთ WiFi და დაუკავშირდით WiFi ქსელს, მობილური ინტერნეტით Market Unlocker არ იმუშავებს, საერთოდ რეკომენდირებულია ტელეფონის Flight Mode-ში გადაყვანა და მერე WiFi-ს ჩართვა. ჩართეთ დაინსტალირებული Market Unlocker გაიხსნება პროგრამის Home ეკრანი: თუკი ზედმეტი წვალების გარეშე გვინდა მარკეტზე შეზღუდვის მოხსნა, დააჭირეთ Enable Unlocker-ს (1), ამ დროს ნება დართეთ Superuser-ის შეტყობინებაში Market Unlocker-ს სისტემურ ფაილებთან წვდომის (საჭიროა მხოლოდ ერთხელ), აი რატომაა საჭირო დარუთული ტელეფონი. უკვე თქვენ გაქვთ გახსნილი Verizon (USA)-ს მარკეტი (როგორც სურათზეა), შეგიძლიათ გამორთოთ პროგრამა, ჩართოთ Play Store, მოძებნოთ და შეიძლინოთ ფასიანი აპლიკაციები, გადახდა იწარმოებს Google Wallet-ზე მიბმული ბარათიდან ავტომატურად. უსაფრთხოების გამო, Play Store მოგთხოვთ თქვენი მომხმარებლის პაროლის შეყვანას ყიდვის გასაგრძელებლად შეძენის დასრულების შემდეგ სასურველია დაბრუნდეთ საწყის მარკეტზე, ამისთვის ისევ ჩართეთ Market Unlocker (თუკი გამორთული იყო) და დააჭირეთ Back to Default Market. (2) Market (3) განყოფილება საშუალებას გაძლევთ აირჩიეთ კონკრეტული ქვეყნის/ოპერატორის მარკეტი. Proxy (4) კი საშუალებას იძლევა პროქსი სერვერების დაკონფიგურირების, როგორც წესი არც დაგჭირდებათ. დიდი მადლობა OverDozeD-ს და Blaster-ს ინსტრუქციების და Market Ulocker-ისთვის P.S: თქვენ არ დაწერეთ და მე დავწერე ბოლო-ბოლო ასევე Blaster-ის რჩევით შემოგთავაზებთ პროგრამას AppSales, რომლებიც იძლევა ინფორმაციას ფასდაკლებულ სოფტზე, ისინი კი დამიჯერეთ უამრავია საშობაო სეზონზე! იმ შემთხვევაში თუ არ მუშაობს market unlocker გამოიყენეთ ეს ინსტრუქცია:
    2 points
  11. Best Motion Picture of the Year: Argo (2012) Best Performance by an Actor in a Leading Role Daniel Day-Lewis for Lincoln (2012) Best Performance by an Actress in a Leading Role Jennifer Lawrence for Silver Linings Playbook (2012) Best Performance by an Actor in a Supporting Role Christoph Waltz for Django Unchained (2012) Best Performance by an Actress in a Supporting Role Anne Hathaway for Les Misérables (2012) Best Achievement in Directing Ang Lee for Life of Pi (2012) Best Writing, Screenplay Written Directly for the Screen Django Unchained (2012): Quentin Tarantino Best Writing, Screenplay Based on Material Previously Produced or Published Argo (2012): Chris Terrio Best Animated Feature Film of the Year Brave (2012): Mark Andrews, Brenda Chapman Best Foreign Language Film of the Year Amour (2012)(Austria) Best Achievement in Cinematography Life of Pi (2012): Claudio Miranda Best Achievement in Editing Argo (2012): William Goldenberg Best Achievement in Production Design Lincoln (2012): Rick Carter, Jim Erickson Best Achievement in Costume Design Anna Karenina (2012/I): Jacqueline Durran Best Achievement in Makeup and Hairstyling Les Misérables (2012): Lisa Westcott, Julie Dartnell Best Achievement in Music Written for Motion Pictures, Original Score Life of Pi (2012): Mychael Danna Best Achievement in Music Written for Motion Pictures, Original Song Skyfall (2012): Adele, Paul Epworth("Skyfall") Best Achievement in Sound Mixing Les Misérables (2012): Andy Nelson, Mark Paterson, Simon Hayes Best Achievement in Sound Editing Skyfall (2012): Per Hallberg, Karen M. Baker Zero Dark Thirty (2012): Paul N.J. Ottosson Best Achievement in Visual Effects Life of Pi (2012): Bill Westenhofer, Guillaume Rocheron, Erik De Boer, Donald Elliott Best Documentary, Feature Searching for Sugar Man (2012): Malik Bendjelloul, Simon Chinn Best Documentary, Short Subject Inocente (2012): Sean Fine, Andrea Nix Best Short Film, Animated Paperman (2012): John Kahrs Best Short Film, Live Action Curfew (2012/I): Shawn Christensen
    2 points
  12. ერთს ვიტყვი რა.. 256 მბ რამით 7300GT ით, რო uncharted 3 ს და ა.შ თამაშებს აკეთებდნენ რატო არ შეიძლება 8GB რამით და Jaguarით უსერიოზულესი იგრები გამოუშვან? და ამ PC შ დააახიოს თავი ? : )) მე კონსოლის მხარეს ვარ იმიტომ რომ კონსოლის თამაშები ჩემთვის ვაბშე სხვა სამყაროა და რა ვქნა : ))
    2 points
  13. მაგარი იქნება კარიბის ზღვაზე და პირატებზე
    2 points
  14. Movie 43-ს ვუყურე და მაგარი უაზრო ფილმია, იმენა *ობაა ეხლა Flight-ს ვიწერ, იმედია კარგი იქნება, დენზელას მუღამით ვუყურებ :D
    2 points
  15. ახალი დეტალები გახდა ცნობილი: -36 ედნდინგი ექნება -3 ეპილოგი ექნება თამაშს თითოეული მინიმუმ 1 საათიანი -წინა თამაშის სეივის პორტირება შეგეძლებათ მაგრამ ბექსთორის ვერ შეცვლით -თამაშში შესაძლებელი იქნება ცხენების ყიდვა -გერალტი უფრო მოქნილი გახდა....მას შეუძლია ხტუნვა და ასვლა რაზეც მოგესურვებათ -ტყე იქნება ცოცხალი..უამრავი ცხოველი და მცენარე..რომლის გამოყენებაც სურვილისამებრ შეგეძლებათ..ნადირობა,კრაფტინგი და ასე შემდეგ -მარტო მთავარი სთორილაინი და ქუესტები იქნება მინიმუმ 50 საათის(საიდქუესტების და ექსპლორეიშენში დახარჯული დროის გარდა) -ახალი გეიმფლეი მექანიკა იქნება დამატებული...სლოიმოუშენ კომბატის მსგავსი როგორც Fallout სერიებს ახასიათებს -გერალტს ამჯერად შეეძლება 60 ლეველამდე განვითარება -PC და კონსოლებს ექნებათ განსხვავებული იუზერ ინტერფეისი -ახალი ორი მინიგეიმი:ნაჯახების სროლა და ბანქოს თამაშები
    2 points
  16. ra tqma unda magis gamo gadaido rom ertad gamovides axal da dzvel consolze tore ager martshi iyo anonsi da uceb gadades wlis bolosken eg unda gvixarodes yvelas ragdgan pc arqiteqtura aq axal consols da yvela developerma agnishna rom uadvilesia pc portirebao da ufro daxvewao
    2 points
  17. ვფიქრობ წითელი ლედ სტრიპიც მოუხდება ან თეთრი ბობ მარლის კიდევ რკინის კაცი აჯობებს ალბათ ზოგგან სადაც კარგად "წავა" ეს დააკარი Red Metro 3D Flexible Carbon Fiber V...
    2 points
  18. ხიდვა არ ჭირდება თამაშს, გადმოსაწერი ვერსია პირველ პოსტში დევს... სერვერს რაც შეეხება საღამოს 7-8 საათიდან ღამის 1-2 საათამდე სულ ჩართულია, დღესაც გავხსნი საღამოს და დავწერ აქ...
    2 points
  19. დღეს უამრავი ტერმინი არსებობს,რომელთა განმარტებები არ ვიცით,მაგრამ საქმისთვის გვჭირდება და მოძებნაც გვეზარება ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ათეული ტერმინი თავისი განმარტებითურთ: ზოგადად: GSM - გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850/1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ამერიკის ბაზრისთვის და 900 / 1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ევროპის ბაზრისთვის. Dual Band - ორსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს - ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800 MHz - ზე და 850/1900 MHz - ზე ამერიკა და კანადა. Tri Band - სამსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800/1900 MHz _ზე და 850/1800/1900 MHz _ზე ამერიკა და კანადა. Quad Band - ოთხსიხშირიანი ტელეფონები - აქვს ყველა დიაპაზონის მხარდაჭერა 850/900/1800/1900 MHz GPRS - (General Packet Radio Service) მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია GSM ქსელებში, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 150 კბ/წმ. GPRS ითვლება როგორც 2.5 თაობის ტექნოლოგია. EGPRS/EDGE - (Enhanced Data rules for Global Evvolution) ეს არის GSM/GPRS/TDMA ტექნოლოგიის განვითარების შემდგომი ეტაპი, თეორიულად ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია მონაცემთა გადაცემა განხორციელდეს 473.6 კბ/წმ_მდე. 3G - მესამე თაობის ქსელი, იგულისხმება მონაცემთა გადაცემა - მიღების მაღალი სიჩქარე მობილური ინტერნეტის საშუალებით და გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები, მონაცემების გადაცემის სიჩქარე მესამე თაობის ქსელებში შეადგენს დაახლოებით 386 კბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე, მაგრამ რეალურად სიჩქარე დამოკიდებულია მომსახურე ოპერატორების სერვისზე. <> მესამე თაობის ქსელის დანერგვამ შემოიტანა დამატებითი სერვისები, ისეთები როგორიც არის ვიდეო ზარის განხორციელება, ვიდეო კონფერენციების მოწყობა და ა.შ. არსებობს 3G ტექნოლოგიის რამდენიმე სტანდარტი, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია UMTS, WCDMA, CDMA2000 CDMA - (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) ციფრული უკაბელო ტექნოლოგიის ტიპი, რომელიც იძლევა საშუალება მონაცემების და ხმის დიდი მოცულობით გაგზავნას. Dual-Mode - ორმაგი რეჟიმი, ამ რეჟიმით ტელეფონს შეუძლია მონაცემების მიღება და გაგზავნა ორი სხვადასხვა გზით. მაგალითად: ტელეფონის ორმაგი რეჟიმი შეიძლება იყოს GSM და UMTS. WCDMA - (Wideband Code Division Multiple Access - ფართომაშტაბიანი CDMA (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) - არის გაუმჯობესებულ GSM ქსელს და CDMA ტექნოლოგიას ერთობლიობა. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მობილური ტელეფონის საშულებით WCDMA სტანდარტის გამოყენების აღწევს 8 კბ/წ_დან 2მბ/წ _მდე. UMTS - (Universal Mobile Telecommunications System) - არის მობილური ტელეკომუნიკაციის უნივერსალური სისტემა - ეს არის ერთერთი სტანდარტი რომელიც შეიმუშავა სატელეკომუნიკაციო სტანრადტების ევროპის ინსტიტუტმა (ETSI), რომელიც საჭირო იყო 3G სისტემის დასანერგად ევროპაში. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული GSM/GPRS/EDGE ტექნოლოგიებთან მეტიც, ყველა UMTS ტელეფონებს აქვთ მხარდაჭერა GSM ტექნოლოგიის, რომელიც საშუალებას აძლევს შეასრულოს dual-mode ოპერაცია. ამიტომ UMTS ხანდახან ბაზარზე მოიხსენიება როგორც 3GSM. HSCSD - (High Speed Circuit Switched Data) GSM ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რომელიც იძლევა საშუალებას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაიზარდოს 9,6 კბ/წმ_დან 57.6 კბ/წმ_მდე. HSUPA - ( High-Speed Uplink Access) მესამე თაობის ერთ-ერთი სტანდარტი რომელიც საშუალებას იძლევა მონაცემთა გადაცემა იყოს 5,76 მბ/წმ_მდე. HSDPA - (High Speed Downlink Packet Access) მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგია, ერთ-ერთი მესამე თაობის სტანდარტი, რომელის საშუალებითაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე იზრდება 3.6 მბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე. IMEI - (International Mobile Equipment Identity) მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა შესაძლებელია *#06# კომბინაციით. SAR - (Specific Absorption Rate) საზომი ერთეული, რომელიც ზომავს მობილური აპარატის სიმძლავრეს და გამოყოფილ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომელისაც შთანთქავს ადამიანის სხეული, უსაფრთხოების მაქსიმალური მაჩვენებელია 2.0 ბტ/კგ, თანამედროვე აპარატების უმრავლესობას აქვთ SAR 0.5_დან 1.6_ბტ/კგ (რაც უფრო მაღალია მოდელის ეს მაჩვენებელი მით უფრო მაღალია მოდელის სიხშირის მიღების დონე) Browser - ტელეფონში არსებული სპეციალური პროგრამა , რომლის მეშვეობითაც ხდება wap და web ინტერნეტ გვერდების დათვარიელება მობილური ინტერნეტის საშუალებით. Browser_ებია: Opera, Safari, Internet Explorer და ა.შ. HTML - ეს არის ბრაუზერის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი, web საიტების ნახვას მობილურ ტელეფონებში. WAP - (Wireless Application Protocol - უკაბელო დაშვების პროტოკოლი) - ეს არის საშუალება ინფორმაციის მიღების ინტერნეტ რესურსებიდან მობილური ტელეფონების საშუალებით, ინტერნეტიდან ინფორმაცია გადაიცემა ტელეფონის ეკრანზე. ტექნიკურად თუ მობილური ტელეფონით შესაძლებელი იქნებოდა იმხელა ინფორმაციის ჩვენება ეკრანზე როგორც კომპიუტერი, მაშინ WAP არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული ჩვეულებრივი WEB გვერდების ჩვენებისას. მაგრამ მობილური ტელეფონის დისპლეი არის პატარა ამიტომ ინფორმაცია გადაიცემა დაბალი გრაფიკით, და ინფორმაცია დაყვანილია აბსოლიტურ მინიმუმამდე. VoIP - (voice over IP) ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გაერთიანდეს არსებული ქსელი ერთიან ქსელში ხმის და მონაცემების ერთდროულად გადასაცემად, მაგალითად VoIP_ს საშუალებით შესაძლებელია Skype_თ განვახორციელოდ ზარი მობილური ტელეფონის საშუალებით. PTT - (Push-to-Talk) - რაციის ფუნქცია მობილურ ტელეფონში. ფორმ-ფაქტორი - მობილური ტელეფონის ფიზიკური სახე, ფორმა, როგორებიცაა მაგ: მონობლოკი (კლასიკური), სლაიდერი, გვერდითა სლაიდერი, გასახსნელი და ა.შ. QWERTY კლავიატურა - ეს არის კლავიატურა რომელზეც განლაგებულია სიმბოლოები, ანბანი და ყველა ის ღილაკი რომელიც განლაგებულია პერსონალურ კომპიუტერზე და ნოუთბუკზე. Li-Ion - ლითიუმის იონი. ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით. Li-Po - (ლითიუმის პოლიმერი) - ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა მახასიათებლებით თითქმის იგივეა რაც Li-Ion ტიპის ბატარეა. მაგრამ მისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის mAh (მილიამპერი საათში) - ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული ლაპარაკის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, საუბრის დროს, განსხვავებული ციფრებია მეორე და მესამე თაობის ქსელებში მუშაობის დროს ლოდინის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, ჩართულ მაგრამ პასიურ მდგომარეობაში OLED - მობილური ტელეფონების ეკრანის ტიპი, ამ ტიპის ეკრანებს ახასიათებს მსუბუქი წონა, თხელი ზომები, ნათელი და მკვეთრი ფერები, ამასთან ერთად მოსი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე LCD (TFT , STN) ტიპის ეკრანები AMOLED - (Active-matrix organic light-emelling diode - აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე) არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს ეკრანები, რომელიც საჭიროებს, ტრადიციული LCD ეკრანებისგან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა, შესაძლებელია დამზადდეს გამჭვირვალე ტიპის. STN - (Super Twisted Nematic) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. TFT ეკრანებისაგან განსხვავებით მისი წარმოება გაცილებით ნაკლებ სახსრებს მოითხოვს და აგრეთვე ნაკლებ ენერგიასაც ხარჯავს , მაგრამ გამოსახულების ხარისხიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე TFT -ეკრანების გამოსახულება. TFD - (Thin Film Diode) ამ ტიპის ეკრანების ხარისხი შეესაბამება TFT ეკრანების ხარისხს, ხოლო ელექტრო ენერგიას მოიხმარს STN ტიპის ეკრანების მსგავსად . TFT - (Thin Film Transistor) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია. Monochrome - სიტყვასიტყვით "ერთი ფერი". ეკრანები, რომელთაც აქვს მხოლოდ თეთრი და შავი ფერი Pixel - წერტილები, რომლისგანაც შედგება ეკრანი რეზოლუცია - პიქსელების რაოდენობა ეკრანზე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, მაგ: 320 x 240, 240 x 320, 360 x 640, 640 x 960 და ა.შ დიუმი (ინჩი) - სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლიცაც იზომება ეკრანები. (1 დიუმი = 2,54 სმ) 65K, 256K, 16M - ფერების რაოდენობა ეკრანში. (K = 1000; M = 1 000 000) Multi-touch - სენსორული ეკრანის ტიპები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია ერთდროულად ორი ან მეტი თითის მოქმედებით Accelerometer (აქსელერომეტრი) - ეკრანის ავტომატური შემოტრიალების ფუნქცია MP (Mega Pixel) - კამერის რეზოლუცია VGA (640 x 480), QWGA (320 x 240), 720P - ვიდეოს რეზოლუციები TV out - ეს არის ტექნოლოგია რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მობილურში არსებული ინფორმაცია (ვიდეო რგოლები, მუსიკალური ფაილები, თამაშები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თამაშები და ა. შ.) გამოისახოს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით. FM Transmater - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც ხდება მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკალური ფაილების გაჟღერება რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი შეადგენ 10 მეტრს. USB - პორტი, რომელიც გამოიყენება ტელეფონის დასაკავშირებლად კომპიუტერთან სპეციალური კაბელის მეშვეობით. მისი მეშვეობით ხდება ტელეფონსა და კომპიუტერს შორის ფაილების გაცვლა. არსებობს სხვადასხვა სახის პორტები: microUSB, miniUSB და სხვები. Irda - (Infrared Data Association) ინფრა წითელი პორტის დანიშნულებას წარმოადგენს ორი სხვადასხვა მოწყობილობის დაკავშირებას ოპტიკური სხივის საშუალებით. ინფრა წითელი პორტის საშუალებით რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, ორივე მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ინფრა წითელი პორტი და მოწყობილობები უნდა იყვნენ განლაგებულნი ერთმათის პირისპირ და ინფრა წითელი პორტებით უყურებდნენ ერთმანეთს, გადაცემის მანძილი განისაზღვრება 5 - 50 სმ. სიჩქარე 16 მბ/წმ_მდე. Bluetooth - არის ტექნოლოგია რომელიც განკუთვნილია მონაცემთა გასაცვლელად ორ ან რამდენიმე მოწყობილობებს შორის რადიო ტალღების საშუალებით, რადიო ტალღების სიხშირე წარმოადგენს 2.40 GHz. მისი მოქმედების რადიუსი შეადგენს საშუალოდ 10 მეტრს (მობილური ტელეფონებისათვის და Bluetooth-ს გარნიტურებისათვის). Bluetooth-ს ტექნოლოგიით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე წარმოადგენს 1 მბ/წმ_დან 55 მბ/წმ_მდე. A2DP - (Advanced Audio Distribution Profile - აუდიო ფაილების გაფართოებული განაწილების პროფილი) - ეს პროტოკოლი წარმოადგენს ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის მუსიკებს Bluetooth გარნიტურის საშუალებით. Wi-Fi/Wlan - ტექნოლოგია გამოიყენება მონაცემთა გადასაცემად საჰაერო გზით რადიო ტალღების საშუალებით (მონაცემთა გადაცემაში იგულისხმება - ინტერნეტ კავშირი) აქვს რამდენიმე სტანდარტი: IEEE 802.11 a/b/g/n, მაგრამ რეალურად მობილურ ტელეფონებში გამოიყენება მხოლოდ სამი სტანდარტი: IEEE 802.11b მუშაობს 2.40 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 11 მბ/წმ. IEEE 802.11 g სტანდარტები მუშაობენ 2.4 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 108 მბ/წმ_მდე. IEEE 802.11n მუშაობს 2.40 GHz და 5 GHz მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღწევს 100 - 600 მბ/წმ-მდე. WiMAX - (Worldwide Interoperability for Microwave Access) არის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც ადგილმდებარეობის მიუხედავად, უსადენოდ უზრუნველყოფს დიდ მანძილზე მონაცემების გადაცემას და მიღებას, მონაცემთა გადაცემა აღწევს 40 მბ/წმ_მდე. GPS - Global Positiong System) დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა ნავიგაციის და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით მის აგდილმდებარეობის ზუსტი მონაცემების მიწოდებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით. A-GPS (Assisted GPS) - ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყობს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია ან მიმართავს ალტერნატიულ საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას, Bluetooth GPS თან კავშირს და ა.შ. Geo-tagging - არის GPS_ზე დაფუძნებული ფუნცია, რის დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოს გადაღების დროს ფოტოზე დაიტანოს გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). ოპერაციული სისტემა - ესაა სატელეფონო პროგრამების საბაზო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის მართვას, ფაილებთან მუშაობას, სპეციალურად კონკრეტული ოპერაციული სისტემისათვის დაწერილი პროგრამების გაშვებას. არსებობს ოპერაციული სისტემების რამდენიმე ვერსია: Symbian, Windows Mobile, MAC, Android, Maemo და სხვები. Symbian OS - არის ერთ - ერთი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში. Symbian OS შემუშავებულია და დანერგილია კომპანია Symbian-ს მიერ Symbian OS აქვს ოპერაციული სისტემის რამდენიმე მოდიფიკაცია, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მოწყობილობის განსხვავებულ ტიპებზე, მათგან ყველაზე გავრცელიბული მოდიფიკაცია არის: Series 60, Series 90 და FOMA (რომელიც მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის მზადდება) MAEMO OS - არის ოპერაციული სისტემა რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში, შექმნილია NOKIA_ს მიერ Debian Linux_ის ბაზაზე. უახლეს ვერსიას წარმოადგენს Maemo 5. ANDROID OS - არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის, შექმნილია კომპანია ANDROID - ის მიერ, ამჟამად წარმოადგენს კომპანია GOOGLE_ს სისტემას, არსებობს ANDROID_ის შემდეგი ვერსიები: ANDROID 1.5; 1.6; 2.0; 2.1; 2.2; 2,3; 3.0 iOS - (ადრინდელი სახელწოდებით iPhone OS) არის Apple_ის მობილური ოპერაციული სისტემა iPhone_სთვის , აგრეთვე გამოიყენება iPod Touch და iPad_ში. Windows Mobile - არის ოპერაციული სისტემა პორტატული მობილური მოწყობილობებისთვის, შემუშავებული Microsoft_ის მიერ. აქვს ორი გამოკვეთილი ვერსია Windows Mobile Standard და Windows Mobile Professional, რომელსაც ახასიათებს სენსორული ინტერფეისი Linux - ოპერაციული სისტემა. არსებობს ოპერაციული სისტემები მობილური მოწყობილობებისთვის რომლებიც Linux-ზეა დაფუძნებული (მაგ: Android და Maemo). Java - არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystens მიერ. მისი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ Java პროგრამირების ენით დაწერილი პროგრამების და აპლიკაციების ჩაწერა და გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე რომელსაც Java _ს მხარდაჭერა. MIDP - ( Mobile Information Device Profile) არის კომპაქტური აპლიკაცია რომელიც დაწერილია ჯავა პროგრამირების ენაზე. MIDP_ს სპეციფიკაცია განისაზრვრება შემდეგი ფუნქციებით: საციცოხლო ციკლი (ინსტალაცია, წაშლა, განახლება, გაშვება, შეჩერება, პაუზა) საფრთხო და ავტორიზირებული გამოყენება მობილური აპარატის გარკვეული ფუნქციების (მაგალითად კომუნიკაციების ფუნქციები) გრაფიკული ინტერფეისი KB (კილობაიტი), MB (მეგაბაიტი), GB (გიგაბაიტი) - ინფორმაციის საზომი ერთეულები AAC - (Advanced Audio Coding) ციფრული, აუდიო ფორმატის ფაილი. MP3 ის მსგავსი, მაგრამ გამოირჩევა უკეთესი ხარისხით და ფაილის პატარა ზომით. შემდეგი ვერსიებია: AAC + და AAC + + MP3/WMA/WAV - აუდიო ფორმატები DivX/XviD/MP4/H.264/H.263/WMV - ვიდეო ფორმატები CPU - მიკროპროცესორი, რომლის დანიშნულებაა მასში შესული ინფორმაციის დამუშავება და განაწილება. მობილურებში გამოიყენება ARM 11, Qualcomm, Samsung_ის და სხვა ფირმის პროცესორები. RAM - (Random-access memory) - დროებითი მეხსიერების ტიპი, რომელსაც იყენებს მოწყობილობა კონკრეტული სამუშაოს შესრულების დროს. ROM - (Read-only memory) - მეხსიერების ტიპი, სადაც სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება. ხელს უწყობენ სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას. MMC, M2, SD, XD, PRO DUO ,microSD, miniSD, MMC - მეხსიერების ბარათების სახეობები, ამათგან თანამედროვე მობილურ ტელეფონებში გამოიყენება: microSD და M2 Sony ericsson_ის გარკვეულ მოდელებში. Cyber-Shot - ეს არის ციფრული ტექნოლოგია (ლინზები, პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები). Cyber-Shot პროდუქციაა: ციფრული ფოტოკამერები და Sony Ericsson_ს მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის კამერით. Walkman - ეს არის მულტიმედიური ფლეერები, მუსიკალური და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერით. ასევე დიდი მეხსიერებით და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფით. Walkman პროდუქციაა: მულტიმედიური ფლეერები და მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის მუსიკალური მონაცემებით. TrackID - ამ ფუნქციით შესაძლებელია დადგინდეს ინფორმაცია (დასახელება, შემსრულებელი და ა.შ.) ნებისმიერ მელოდიაზე ინტერნეტის საშუალებით. Smile Shutter - ეს არის ღიმილის დეტექტორი. დეტექტორი აფიქსირებს ღიმილს და დაფისირების შემდეგ ავტომატურად იღებს ფოტოს. გამოიყენება Sony_ის ფოტოაპარატებში და Sony Ericsson_ის ტელეფონებში Cyber-Shot სერიიდან. ტერმინები,რომლებიც გამოიყენება Android OS-ში: ADB - (Android Debug Bridge) ეს არის ხელსაწყო,რომელიც ყენდება Android SDK-სთან ერთად და გვეხმარება მოწყობილობის მართვაში Android OS-ის ბაზაზე. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ის ამოარქივებული SDK-ს <Tool>ის ფოლდერში. Bootloader – ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავი - სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა,რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვას. Clocworkmod Recovery - მოფიცირებული არაოფიციალური რექოვერი, რომელსაც უშვებენ თითქმის ყველა მოწყობილობისთვის.მას გააჩნია გაცილებით უფრო მეტი ფუნქცია,ვიდრე ქარხნულ რექოვერის. ზოგ მოწყობილობაზე იგი ყენდება ქარხნული რექოვერის ნაცვლად,ზოგზე - პარალელურად. მისი მეშვეობით შესაძლებელია დაყენდეს არაოფიციალური „პრაშივკები“, დაიფლეშოს ოპერაციული სისტემის შესწორებები .Zip ფორმატში, იწმინდება სისტემის და Dalvik ქეში,შესაძლებელია გაკეთდეს სისტემის და სამომხმარებლო მონაცემების სარეზერვო კოპია (Backup), გაიყოს მეხსიერების ბარათი ნაწილებად და მრავალი სხვა. Dalvik - Java-ს ვირტუალური მექანიზმი,რომელიც გამოიყენება პროგრამების გასაშვებად (მხოლოდ APK ფორმატში) Dalvik Cache – ყველაზე ხშირად გაშვებული პროგრამების შედეგი,რომელიც არის ოპტიმიზირებული დალვიკის ვირტუალურ მანქანაში. Kernel - ეს არის სისტემის ბირთვი. როგორც წესი მისი „დაპრაშივკება“ შესაძლებელია ,მოდიფიცირებული რექოვერიდან ან ბუთლოუდერიდან. Recovery- ზემოთნახსენები Clockwork Recovery.რექოვერის რამოდენიმე სახე არსებობს,ერთ-ერთია Clockwork Recovery. Root - (სუპერმომახმარებელი) ეს არის სპეციალური აქაუნთი UNIX-ის მსგავს სისტემებში.მისი მეშვეობით შესაძებელია განხორციელდეს ყველა ოპერაცია შეზღუდვების გარეშე. Wipe - ეს არის მთლიანი პარამეტრების ჩამოყრა (Hard Reset-ის ანალოგი). ამ დროს იწმინდება ფოლდერები /data და /cache, ანუ იშლება ყველა დაინსტალირებული პროგრამა, და ყველა სისტემური პარამეტრი. ჩამატებულია ლინკები ვიკიპედიიდან და გასწორებულია ზოგიერთი ტერმინის განმარტება
    1 point
  20. მიზეზი რატომაც უმეტესობა Surface Pro Windows 8 პლანშეტს ანიჭებს უპირატესობას iPad-სა და Android პლანშეტის მაგივრად, საკმაოდ მარტივია - სრულყოფილი PC-ის შესაძლებლობები შეხამებულია პლანშეტის პორტაბელურობასთან ამ მოწყობილობაში. ზედა ვიდეოში მარტინი ამ შესაძლებლობის დემონსტრაციას ახდენს Counter-Strike: Global Offensive-ის თამაშით. ის აღნიშნავს რომ თამაში შთამბეჭდავად ეშვება, მაგრამ ვიდეოში ჩანს მისი შეზღუდულობა კლავიატურის გამო, რისი გამოსწორებაც საკმაოდ მარტივია თუ თქვენ გაქვთ მაუსი ან თუნდაც X360-ის კონტროლერი. @Microsoft News Microsoft-ის ოფიციალური ვიდეო, მაგრამ ისეთ თამაშებს უკეთებენ რეკომენდაციას რომლებიც საუკეთესოდ ეშვება, მაგალითად Age of Empires 2: Crysis-ის, War Thunder-ის (Surface Pro), Battlefield 3-ისა და Battlefield 4-ის (Surface Pro 2) ერთპირიანი კამპანიის ვიდეოები: ერთიანი Youtube-ის არხი რომელიც მიძღვნილია Surface Pro-ს თამაშებისთვს @SurfaceProGaming
    1 point
  21. [media=] უი გადავედით მეასე გვერდზე :D
    1 point
  22. http://en.wikipedia.org/wiki/1960_European_Nations%27_Cup_squads#Soviet_Union Wiki (აქ სირცხვილი ჩვენ რომ ვიკიზე რუსებს უფრო მეტი უწერიათ მესხზე ვიდრე ჩვენ... ქართველებს) პ.ს. ეს ისე რომ ნაწილობრივ ვიცოდეთ ვინ იყო მიხეილ მესხი...
    1 point
  23. ტვინი უნდა მოტყნან მერე ცუდია აბა რაარი.
    1 point
  24. რატომ ღმერთო ისევ pc console ჯობნა არ ჯობნაზე ლაპარაკობენ :facepalm:
    1 point
  25. შედი ამ საიტზე და თემა გახსენი რომ იყიდი 4GB ოპერატიულს და გადაიხდი 40ლარს ეგ შენი 1GB ვაბშე გაყიდე ხოლო ფირმას რაც შეეხება იყიდე kingston ან corsair
    1 point
  26. WPtvis 512mb sakmarisia, uketesat iyenebs hards, magram ar aris ise uxvat aplikaciebi rogorc androstvis. ramdenSi ginda yidva dawere da vecdebi girCio, axali tu meoradi.
    1 point
  27. Console Console Console PC
    1 point
  28. არა საქართველოს მარაზიებში არ აქვტ შემოტანილი... ძვირი ეღირება ძალიან და მასეთი დონის ხმის სისტემების მყიდველთა რაოდენობა ცოტაა ჩვენთან, უმეტესობა კომპიუტერზე "ნორმალურ" 5.1-ს ან 2.0, 2.1-ს ყიდულობს... UP
    1 point
  29. გიბსონ წადი რა მარიო ითამაშე შენ თუ რეალიზმი არ მოგწონს ჩვენ რას გვერჩი შენობის აფეთქება არაა პრობლემა რამდენადაც პატრულის თვალწინ გიჟობებს რო აკეთებ რეაქცია არ აქ და პატარააზე რო პოლიცია გაკაწრო დაგაპატიმრებენ და ელოდე ლოადინგებს Ticket და მორჩა ბაზარი რთულს ვითხოვ რამეს ;)
    1 point
  30. Command & Conquer соберет все вселенные франшизы вместе http://www.3dnews.ru/software-news/642104
    1 point
  31. პირველად შევიდა ტიპი ლიფტში :D
    1 point
  32. http://www.newegg.co...gwater 760 plus thermaltake ეს ჯობია თუ corsair h100?
    1 point
  33. არესს თუ ავიღებდი იმას უნდოდა 1 კვება მთლიანად ორ ცალს მაგრამ 690 თუ აიღებს არ დასჭირდება ორი კვება! რაც შეეხება აქსესუარებს ეგ პრობლემა არა მაგას კიდე აარჩევს იოლად
    1 point
  34. ტესტები ვნახე და 690 მარტო ფიზიკით აჯობა სხვა ყველაფერში ის ძლიერია up up
    1 point
  35. მე პირიქით ვარ თუ არის საშუალება აუცილებლად stealth-ით ვთამაშობ. ბევრად მეტი მუღამი აქვს და თამაშის პროცესსაც გაცილებით საინტერესოს ხდის. ჩვეულებრივი შუთერები არ მომწონს ზედმეტი სიმარტივის გამო. რო გაიქცევი და დახურავ რა მუღამი აქვს მაგას :D
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.