Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/26/12 in all areas

  1. ახლა როდესაც ბევრ ჩვენგანს აქვს ტაბლეტები, სმარტფონები და ერთდროულად რამდენიმე პერსონალური კომპიუტერი, უკვე დასაფიქრებელია, რისი მეშვეობით მოვახდენთ მათ ერთმანეთთან სინქრონიზაციას და რომელ ღრუბელოვან მეხსიერებას გამოვიყენებთ ამის განსახორციელებლად. ბაზარზე ჯერჯერობით არის სამი დიდი მოთამაშე – Apple, Google და Microsoft, რომელთაც საკუთარი ღრუბელოვანი მეხსიერება შექმნეს და ხსენებულში ახორციელებენ მათივე პროდუქტების ურთიერთსინქრონიზაციას, მაშინ, როდესაც DropBox დიდი ხანია პოპულარული გადაწყვეტაა და თითქმის ყველა მათგანთან შეუფერხებლად მუშაობს. განვიხილავთ თითოეულ მათგანს და წარმოგიდგენთ თუ რას სთავაზობს ხსენებული ღრუბელოვანი სერვისები მომხმარებლებს. რასაკვირველია მათ უამრავი მსგავსი სერვისი და მახასიათებელი აერთიანებს თუმცა მაინც აუცილებელია გავმიჯნოთ ერთმანეთისგან რათა მკითხველმა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და მასზე დამოკიდებულებით გადაწყვიტოს რომელს მიანიჭოს უპირატესობა. DropBox: თავისუფალი სივრცე: 2GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 99$ ფაილების ზომის ლიმიტი: ულიმიტო პლატფორმა: Windows, Mac, Linux, iOS, Android, BlackBerry საუკეთესოა: უწყვეტი სინქრონიზაციისთვის Google Drive: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 59.88$ ფაილების ზომის ლიმიტი: 10GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android საუკეთესოა: ვებ აპლიკაციებისთვის Apple iCloud: თავისუფალი სივრცე: 5GB პრემიუმ სივრცე: 50GB ერთ წლით – 100$ ფაილების ზომის ლიმიტი: 25MB უფასო/250MB ფასიანი პლატფორმა: Windows, Mac, iOS საუკეთესოა: iTunes/Mac-ის უწყვეტი მომხმარებელთათვის Microsoft SkyDrive: თავისუფალი სივრცე: 7GB პრემიუმ სივრცე: 100GB ერთ წლით – 50$ ფაილების ზომის ლიმიტი: 2GB პლატფორმა: Windows, Mac, iOS, Android, Windows Phone საუკეთესოა: Windows/Office ინტეგრაციისთვის ამასთან გაითვალისწინეთ, რომ თითოეულ ღრუბელოვან მეხსიერებას პრემიუმ სივრცეზე სხვადასხვა ფასები აქვს შემოთავაზებული სხვადასხვა მოცულობასა თუ სერვისებზე, უბრალოდ მაგალითად თანაბარი ტიპის სერვისის ფასები მოვიყვანეთ. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება თავისუფალი მეხსიერების მოცულობაში: ზემოთხსენებული ღრუბელოვანი სერვისები თქვენს მოწყობილობებს შორის არა მხოლოდ მონაცემთა სინქრონიზაციას ახორციელებენ, არამედ ისინი ასევე შეგიძლიათ მოწყობილობის მარქაფისთვის გამოიყენოთ (ე.წ Backup). SkyDrive გთავაზობთ 7GB თავისუფალ სივრცეს, ღრუბელოვან მეხსიერებაში, Google Drive და iCloud – 5GB თავისუფალ სივრცეს, მაშინ როდესაც DropBox-ზე ეს სივრცე მხოლოდ 2GB-ით შემოიფარგლება, თუმცა ამ უკანასკნელზე სივრცის გაზრდა მეტნაკლებად შესაძლებელია მეგობრების მოწვევით, ბეტა ტესტირების გამოყენებითა და სხვა ხრიკებით. არსებობს ფასიანი, პრემიუმ მოცულობის დამატების შესაძლებლობა, თუკი არ გყოფნით უფასო მეხსიერება, თუმცა ამ შემთხვევაში ერთი წლით დამატებითი 100GB SkyDrive-ზე დაგიჯდებათ 50$, Google Drive-ზე 59.88$, ხოლო DropBox -ზე 99$. რაც შეეხება iCloud-ს აქ უკვე განახევრებული მეხსიერება, 50GB ღირს 100$ წლიურად. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება სინქრონიზაციის საკითხში: DropBox, SkyDrive და Google Drive გვაწვდის დესკტოპ კლიენტებს Windows-ისა და Mac-ისთვის (მათ შორის, DropBox გვთავაზობს ოფიციალურ linux-ის კლიენტსაც). თითოეული აპლიკაცია წარმოადგენს მყარი მეხსიერების საქაღალდეს, და ყველაფერი რაც თავსდება ამ საქაღალდეში ავტომატურად სინქრონიზირდება ღრუბლებში და სხვა მოწყობილობებში, რომელიც გაქვთ დაკავშირებული თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების ანგარიშთან. სინქრონიზაციის საკითხში მნიშვნელოვანი განსხვავება თითქოს არ არის, თუმცა DropBox უფრო სტაბილური და გლუვია მუშაობის პროცესში, შესაძლოა სწორედ ამან გამოაჩენინა Steve Jobs-ს მისი შეძენისადმი ინტერესი თავის დროზე. რაც შეეხება iCloud-ს, ეს სერვისი თავიდან ბოლომდე ინტეგრირებულია Mac OS ოპერაციულ სისტემაში და iOS აპლიკაციებში, და ფოკუსირებას ახდენს რომ იყოს შესანიშნავი სინქრონიზააციისა და მარქაფის გადაწყვეტა, ვიდრე ციფრული ჩამკეტი და დესკტოპზე მოთავსდეს საქაღალდის სახით. რაც შეეხება მობილურ მხარეს, SkyDrive ამჯერად ერთადერთი ღრუბელოვანი სისტემაა, რომელიც ოფიციალურად ხელმისაწვდომია Windows Phone მოწყობილობებზე. SkyDrive, Google Drive და DropBox, სამივე არის წარმოდგენილი iOS-სა და Android ოპერაციულ სისტემებზე, ხოლო iCloud მხოლოდ iOS ოპერაციულ სისტემაზე არის მიბმული და არ არის ხელმისაწვდომი სხვა პლატფორმებზე, თუმცა Windows-ისთვის საბაზისო ხელსაწყო გამოშვებულია და სინქრონიზაციის რამდენიმე ფუნქციას ესადაგება. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება ონლაინ აპლიკაციებსა და წვდომის საკითხში Google Drive-ის ძირითადი და მნიშვნელოვანი მახასიათებელი არის ონლაინ აპლიკაციების მომცველობა, ბოლო ბოლო ამ პლატფორმის იდეა ხომ Google Docs-იდან წარმოიშვა. Google Drive-ს გააჩნია სპეციალური ინტერნეტ გვერდთან ინტეგრირებული ხელსაწყოები დოკუმენტების, პრეზენტაციებისა და სხვა ოფისის ფაილებისთვის, რომელთა სინქრონიზაციაზე და ღრუბელოვან მეხსიერებაში მოთავსებაზე არ გეხარჯებათ უფასო GB-ები. რაც შეეხება SkyDrive-ს, იგი შეიცავს Word-ის, Excel-ისა და PowerPoint-ის ლიმიტირებულ ვერსიას, რომელიც ეშვება თავად ბრაუზერში. ეს არის მისი საბაზისო ხელსაწყოები, თუმცა ადექვატურია სხვა ჩვეულებრივი მომხმარბლებისთვისაც, რომლებიც მიჩვეულნი არიან სტანდარტულ ოფისთან მუშაობას. DropBox არ გვთავაზობს ბრაუზერის ბაზაზე რაიმე აპლიკაციას, თუმცა მას აქვს მორგებადი ვებ ინტერფეისი, რომელზეც საქაღალდეები და ფაილები მთლიანად არის წარმოდგენილი სიის სახით. ხსენებული ღრუბელოვანი სისტემა მთლიანად ფარავს უამრავი ტიპის ფაილს: PDF-ებს, დოკუმენტურ ფაილებს, ვიდეო, ფოტო და მუსიკალურ ფაილებს და ყველა მათგანის დათვალიერება შესაძლებელია პირდაპირ ბრაუზერში, მაშინაც კი, როდესაც რედაქტირების საშუალებას არ იძლევა თავად ფაილი. iCloud შეიცავს საბაზისო ჩანაწერებს, კონტაქტებს და კალენდრის ხელსაწყოებს, თუმცა არ გააჩნია ვებ ინტერფეისის ოფისის მსგავსი აპლიკაცია, და არანაირი ონლაინ ფაილების დათვალიერების შესაძლებლობა. DropBox-ის შემთხვევაში ფაილებისა და საქაღალდეების ინტერნეტში გაზიარების ფუნქცია არის სრულყოფილად შემუშავებული და ისეთივე მარტივია, როგორც URL-ის მიწოდება, იმისგან დამოუკიდებლად, ესა თუ ის მომხმარებელი თავად არის რეგისტრირებული DropBox-ში თუ არა. ამ მხრივ SkyDrive და Google Drive იძლევა ფაილების ნებისმიერი ადამიანის მისამართით გაზიარების საშუალებას, შეგიძლიათ იმუშაოთ დოკუმენტებზე, პრეზენტაციებზე სხვა მომხმარებლებთან ერთად ღრუბელში და სხვა, რაც საკმაო კომფორტს წარმოადგენს, როდესაც არ არის შესაძლებელი იმ მომენტში ფიზიკურად იმ ადამიანთან ერთად მუშაობა. რაც შეეხება iCloud-ს, იგი ისევ და ისევ არ გვთავაზობს ვებ წვდომას, ფაილების გაზიარების სიმარტივეს, თუმცა მეტად არის ფოკუსირებული კონკრეტულად მომხმარებელზე. ღრუბელოვანი მეხსიერებების შედარება: DropBox vs SkyDrive vs Google Drive vs iCloud: საბოლოო ვერდიქტი ძალიან ძნელია მოვახდინოთ ამ პროდუქტების ერთმანეთისთვის შედარება მჯობნის გამოვლენის მიზნით, ამასთან ნუ დაგავიწყდებათ, რომ iCloud-ს გააჩნია წვდომა თქვენს ყველა iTunes შესყიდულ მუსიკალურ თუ სხვა ფაილებთან და მათ მოცულობას არ თვლის თქვენი ღრუბელოვანი მეხსიერების კლიენტის მოცულობაში, ხოლო Google-ს აქვს საკუთარი მუსიკალური სერვისი, რისი მეშვეობითაც შეგიძლიათ თქვენი MP3 ფაილები ღრუბელოვან მეხსიერებაში უფასოდ მოათავსოთ, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არის რამდენიმე დეტალი, რაც უნდა გაითვალისწინოთ. iCloud შესანიშნავია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელი i-მოწყობილობების მომხმარებელია, თუმცა ჯერჯერობით სხვა პლატფორმების მხარდაჭერა და ვებ-წვდომა საკმაოდ სუსტად აქვს განვითარებული. SkyDrive-ის ძირითადი ინტერესი უფრო Microsoft-ის პროდუქტებზე ვრცელდება, შესანიშნავი ინტეგრაცია აქვს Windows 8 და Windows Phone პლატფორმასთან, ასევე ონლაინ ინტერნეტ ვერსიის ოფისის დოკუმენტების საკმაოდ გამოსადეგია თქვენი საქმიანობისთვის. მაშინ, როდესაც Google ცხოვრობს და იკვებება ინტერნეტით, არაა გასაკვირი, რომ Google Drive სწრაფი და ბრაუზერებთან მუშაობისას მეგობრულია, თუმცა მისი დესკტოპ და მობილური კლიენტები არ არის საკმარისად სრულყოფილი მიუხედავად იმისა, რომ ნორმალურად მუშაობს. გამოდის, რომ ისევ DropBox რჩება იმ ღრუბელოვან მეხსიერებად, რომელიც ერთნაირად ესადაგება ყველა ოპერაციულ სისტემას და ახორციელებს ყველგან ყველაფრის სინქრონიზაციას. საბოლოოდ, რთულია გამოვარკვიოთ რომელი რომელს ჯობია, ალბათ ყოველივე ზემოთხსენებულიდან ყველა ადამიანი ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას მიიღებს იქიდან გამომდინარე თუ რა მოწყობილობებთან უფრო ხშირად უწევს მუშაობა და რა ფუნქციები არის მისთვის მნიშვნელოვანი. ზემოთხსენებული ნათარგმნია მე - ნიკკის მიერ, იმედია გამოგადგებათ, მადლობთ ყურადღებისთვის
    5 points
  2. ვერც მივა ეგ სლიპინგ დოგი GTA ვერცერთ იგრასთან, ერთი ბალით უფრო სუსტი იგრაა საშვალოთ, აღარც კი გადმომიწერია დასახურათ, დაჟე GTA4 ჯობია მთლიანობაში პს ვერსია, კონსოლებზე კი სუპერხიტი იყო თავის დროზე 93%+ შეფასებებით და ეგეთი აცენკები არც კი დაესიზმრება მაგ მეორე თამაშს, 80%-ის ფარგლებში ძლივს აიღო, რაც კი იგრები გამოვიდა GTA გარდა პს-ზე მაფიას შემდეგ ალბათ მართლა საუკეთესო Saint Raw 3 გამოუვიდათ, ეხლა რაღაცას უბისოფტიც უშვებს მაგ სტილში და ვნახოთ რა დონის იქნება, მგონი ეგ თამაში GTA5 შემდეგ უნდა გამოუშვან თუმცა პს-ზე შეიძლება მაგ იგრაზე ადრეც კი გამოვიდეს უკვე, Watch Dogs ვგულისხმობ საერთოდ ეგეთი ტიპის თამაშები მაგარი მომწონს მაგრამ პს-ზე კარგი დონის მარტო პირველი მაფია და GTA სერია გამოუვიდათ აქამდე, Saint Raw 3 გაერთობა კაცი, დანარჩენები უფრო ნა ლუბიტელა იყო 75-80% დონის მაქსიმუმ, ეგ Sleeping Dogs ეხება და მეორე მაფიასაც, თამაში შეიძლება მაგრამ რომ არ ითამაშო არც რაღაცა გრანდიოზულს გამოტოვებ, შეიძლება ზოგიერთები არ დამეთანხმონ მაგაში მაგრამ უმრავლესობა ზუსტათ ეგრე ფიქრობს დარწმუნებული ვარ
    4 points
  3. იყიდება ფანები Scythe ultra kaze მაქვს 3 ცალი http://www.amazon.co...ords=ultra kaze თითო 10 ლარად ორი ცალი Panaflo NMB-MAT Hydro Wave Bearing 80მმ-იანი ფანი http://www.ebay.com/...X-/160777136689 ესეც თითო 10 ლარად DDR3 G.skill trident 3X1GB ანუ სამი ცალი 1GB-იანი 1600MHz CL6-7-6-18 1.6 ვოლტზე http://megaobzor.com...ti/trident1.jpg 30 ლარად 4GB G.Skill DDR3 PC3-12800 1600MHz RipjawsX ერთ-ერთი საუკეთესო კიტი სარაზგონოდ http://www.memoryc.c...channelkit.html 1600mhz 6-8-6 ტაიმინგებით 1.5 ვოლტზე 2X2GB ანუ 4GB 2133 სიხშირეზე დგება 1.65 ვოლტით და 9-11-9 ტაიმინგებით 50 ლარად ბენჩ მაგიდა Tech Station http://www.amazon.co...ds=tech station ზუსტად ესეთია 50 ლარად ესეც 593 90 44 80
    2 points
  4. Atrix რა თქმა უნდა ბევრად ძლიერი ჰარდი აქვს Captivate მხოლოდ ეკრანით ჯობია და იმით რომ CyanogenMod 10 გამოდის მაგისთვის მაგ ორიდან მეც Atrix ვიყიდე და მშვენივრად ვერთობი ჯერ თამაში არ ყოფილა გაეჭედა + Fingerprint მაგრად გამომადგა ეკრანის ხარისხს ალბათ სხვა არაფრით ჯობია და :D
    2 points
  5. ხარისხში რას გულისხმობ?
    2 points
  6. რაღაცები დასახვეწია. სხვა ვერსია გადაწყდა და აღარ გადავყევით ამას
    2 points
  7. HTC Inspire 4g იყიდე, მეც მაქვს და ჩემ ძმასაც და უმაგრესი ათავის ფასში. აქ 250-300-ში იყიდი მშვენიერ მდგომარეოაბში ნახმარს. სამსუნგს არ გირჩევდი. სამსუნგის მინუსები: რადიო - არ აქვს წინა კამერა არ აქვს - სკაიპით ლაპარაკისას მზღუდავს, არადა ხშირად ვიყენებ, მოსახერხებელია, როცა სმარტფონს წინა კამერა აქვს კაპტივეიტებს აქვთ ქარხნული წუნი, ერთ-ერთი ვინტი არის მოჭერილი ზედმეტად და ხშირად ამის გამო ეკარგება კონტაქტი დინამიკს და აქვს ხოლმე ხმის ჩავარდნები... ადვილად ამოსაცნობია, უკანა მხარეს დინამიკის რეშოტკასთან ზედაპირი არის მოცვეთილი, რადგან ამ ხმის ჩავარდნას თითის მარტივი დაჭერა შველის და იცრიცება ამ მიჭერ-მოჭერისგან რა )) ნუ მაგის გასწორებაც არ არის ძნელი ზევით, უსბ კაბელის შესაერთებელთან ხშირად ტყდება პლასტმასი, ძალიან ვიწროა და თუ უხეშად მოეპყრობი ეგრევე იბზარება, დიდი არაფერი, მაგრამ ნაკლია რა ელემენტიც დიდი ვერაფერი, 1500 მილიამპერიანი მოყვება, თუმცა შეგიძლია ს2_ს 1800 მილიამპერიანი დააყენო, ასევე არის სხვა ნორმალური ბრენდების უფრო მეტ ტევადობიანი ელემენტებიც, ჩინურ ნაგავს არანაირად არ გირჩევ არ აქვს ვსპიშკა - ეს ძალიან დიდი მინუსი პირველ ორთან ერთად, არადა ხშირად მჭირდება
    2 points
  8. მე დილით ვჭამ ცოტას ძალიან. სახლიდან სანამ გავალ ეგრევე. მხოლოდ წყალს ვასხავ და ოდნავ მარილს. მთავარია კარგი იყიდო. გერმანული იყიდე კარგი გემო აქ
    1 point
  9. და ეს სამსლოტიანია :D სლოტი რა. ყველა ვიდეო კარტა ერთ სლოტიანია. უბრალოდ შეიძლება იმ სისქე იყოს რო მის გვერდით სხვა სლოტიც დაფაროს. MSI'ს ლაითენინგები ორ სლოტიანებია. ესეთი მაქ და ორ სლოტს იკავებს კვებაზე გუპასუხეს უკვე.
    1 point
  10. დღეს გავაკეთე 1 დღEა რაც ვამუღამებ
    1 point
  11. ესეც კიდო 2 ჩემხელა წონიანი შტანგით ჯდება მგონი პირველი მაგარი კაია, აი მეორე იმენა მართლა ცირკის ძიშოვკა ტაშტი ედიშენი პუტანკის ტანზეა :lol:
    1 point
  12. კარგი ნამუშევარია ნიკი კიდევ ერთს დავამატებდი Sugarsync, მე ვიყენებ დროპბოქსთან ერთად და კმაყოფილი ვარ
    1 point
  13. teritoriulad sad xar, DVD wamkitxvels gatxovebdi ide ze, + disks windows 7 dark editions :)
    1 point
  14. აბა ასე სცადე, აქ შედი და ან დააედით ან წაშალე და თავიდან შეავსე ეგ ველი
    1 point
  15. ჩვეულებრივ დარეგისტრირდი ახლიდან და მიაბი ეგ მისამართი მე ერთი მისმართი მაქ 10 ამაზონის ექაუნთზე მიბმული ეგ არაა პრობლემა
    1 point
  16. მისიების დროს გახსნის
    1 point
  17. მე სლეპინ დოგსი მომეწონა ხელჩართული ბრძოლის კამო მაგრაა აქვთ გაკეთებული დანარჩენი ისეთი არაფერი უბრალოდ კაი შIნაარსის თამაშია მაგრამ მოკლეა და მალე იხურება როგორც ჩანს GTA4 ჯობს მე არ დამიხურია ეხლა ველდოები 1 საატში გადმოწერს პირველ ვერსიას არაფერი დამატებული არა ხოლო Saint Raw რაც შეეხება მე არმომეწონა რაღაცნაირი ბავშური იგრაა აი Watch Dogs კი მაგრად ველოდები მანამდე ახალი სისტემაც მექნებაა და სრულად დავტკბები მაგ თამაშის შესაძლებლობებით მემგონია რო Watch Dogs GTA5 ზე კარგი იქნება...
    1 point
  18. ესეც Sugar and Spice-ის თემა: Uploaded at ImageFra.me
    1 point
  19. ძაან ძვირია, 200 ლარია მაგის ფასი
    1 point
  20. http://www.tomshardware.co.uk/forum/302064-10-tron-case-build :blush:
    1 point
  21. ნაგავია ეგ კვება შეღებე და გადააგდე ან ჩასვი ეგ კარტა მანდ და უყურე ნელ-ნელა როგორ კვდება შენი 260 არა რაღაც გამომრჩა ქულერი ამოაცალე გამოგადგება მერე შეღებე კვება და გადააგდე :D
    1 point
  22. ეგრე თამამადაც ნუ ილაპარაკებ :დ მანდედან მინიმუმ 30-40 % დრამზე შევა :bis:
    1 point
  23. რაგინდა ძმაო მერე იბლატავებს i7 მაქვსო :D იყიდოს ეგ არაა ცუდი. რო მიხვდება რომ თურმე ფოტოშოპიც დაჭირდა ან რამე HD ვიდეოს დეკოდერთან ან რენდერაციასთან აქვს საქმე მერე მიხვდება შენ გეთანხმები, განა i5 განსხვავდება i7-სგან GAMING-ში. არამედ ძალიან პატარა სხვაობაა, მაგრამ ცალკე სხვაც ხო უნდა არა. აი რენდერაციაში ის უფრო სწრაფგამტარია და ძლიერი. მე აუცილებლად i7-ს ავიღებდი. თან 150 დოლარი სადღაც დავტოვე კიდე და იყიდოს სხვა ვიდეო თუ უნდა მაგრამ ეს ცუდი არ უნდა იყოს! მეტი რათ უნდა?!
    1 point
  24. 1 point
  25. იძულებითი ყოფნა XP-ზე :@
    1 point
  26. ცოტა წავიფოტოშოპე, მაგრამ ჩემ მონიკს დიდი გარჩევადობა არ აქვს, და შეიძძლება რამე ცუდად დავარედაქტირე...
    1 point
  27. წინასაახალწლო ნამუშევარი რკინოლოგისგან სკაიპის ხრენი კამერითაა, რეალში გააცილებით უკეთესია
    1 point
  28. გიგიმაც მკითხა კახა ეგ, ჰოოდა რაც არ მეხერხება საჭმლის დამზადებაა მწვადის შეწვა ვითავე წინაზე ზამთარში გარეთ, რავარია ახლა ეტილავე როდის შეიწვება ხორცი, ასე 20 წუთის მერე ენთუზიაზმი ჩაქრა და პრაგმატიზმი მეჯახა: ნაკვერჩხლებზე დავდე შამფური და ზედაც დავაყარე ნაკვერჩხლები ,5 წუთში მწვადი მზად იყო. კაროჩე ნახშირი გამოვიტანე რა, ვინც გაბედა და გასინჯა ,პირის მიდამოში აფრო ამერიკელს ჰგავდა , ნახევარზე მეტი კიდე გადასაყრელი მექნა. დავასრულე "ყინულის ჩირაღდანი", ვფიქრობ არანაირი ცვლილების შეტანა არ მომიწევს (ეს საკიდი აწყობისას მქონდა ინტეგრირებული და იდეა როგორც მეჯახა, შეასრულა შემქმნელის ნება ) ეს სუულ თავიდან ახლა:
    1 point
  29. AMD-მ ცოტა წარმადობა უნდა გაზარდოს და კვლავ დაიბრუნებს პოზიციებს
    1 point
  30. +1 მე მქონდა 9500 და უმრავლესობა ძველ თამაშს გაგიქაჩავს მაღალ სეთინგებზე 40–60 ფპს–ის ფარგლებში. და ახალ თამაშებს დაბალ სეთინგებზე ითამაშებ
    1 point
  31. გტ 9500 ნებისმიერ თამაშს გაქაჩავს ძალიან დაბალ სეთინგებზე, 2008 წლის თამაშებს კიდევ საშუალო სეთინგებზეც გაქაჩავს. ჩემს ძმაკაცს აქვს და ვიცი.
    1 point
  32. geomaster1 ნაწილ-ნაწილ თუ გაწყობს აწყობა ოპერები შემიძლია შემოგთავაზო...... ესენი 8GB 80 ლარი, მაქვს ჩვეულებრივებიც 8GB 70 ლარად აი ესენი....... http://www.gskill.com/products.php?index=314
    1 point
  33. 2011 რო ვერ ენდომება ეგ ფაქტია ნახმარი თუ გინდა 1156 კარგი სისტემა მოგივა. 1155-ზეც მოგივა ოღონდ ეგეც ნახმარი და რა ნაწილებიც გაქვს შერჩეული ამ ეტაპზე ეგეთი მონაცემების სსისტემური ბლოკის აწყობას აზრი არ აქვს. ძალიან სუსტია ყველაფერი
    1 point
  34. მაგ ნაწილების ყიდვა დიდი სისულელე იქნება ყველაფერი აქ ჯობია ამჯერად იყიდო ნახმარი . ფორუმ.გე ზე დარეგისტრირდი იქ გახსენი ტემა და ეხლა ჩამოვწერ რეები დაითრიო პირველ რიგში ეს ბარათი უნდა იყიდო რა http://forum.ge/?f=54&showtopic=34431788 არ გამაზო თუ გაქ თანხა ხელზე.შენ რა ვიდეოც დადე ეგეთს 2 ცალს აჯობებს თავზე დაახევს ყველაგფერს. მერე თუ სენდის პროცესორები გინდა ნახმარს აქ ი3 2120 ესე 180 ლარად იყიდი. შენ რაც დაწერე იმას ბევრად ჯობია. ეგ მაზერი აქ მააღაზიაში 88 ლარი ღირს ნახმარი ესე 55 ლარად უნდა იყიდო.დარჩენილი თანხით ანუ 140 ლარით თუ გინდა მაღაზიაში გაყიდინებ კაი კვებას და უფრო ნაკლენბად ესე 100ლარამდე იმავე ფორუმზე კაი კვებას იშოვიიი. ese http://www.amazon.co...ower supply­­es kveba kai kvebaa Sensas jobia da rom chamoitano ese 90 lari dajdeba. operatiulebistvisac dagrcheba fuliiii. ვინჩესტერი გაააქ გვერდზე რა კომპიც გიწერია მგონი პრეისტორიულიააააააააა უფრო ნაკლებადაც შეილება გამოსვლა დაწერე რა სოკეტი გინდააა
    1 point
  35. გაგიმარჯოთ! მოდინგის მოყვარულებს ყველას გვჭირდება "ტაჩილა" ,რისი ფართო არჩევანიცაა,თუმცა,ნორმალური ტაჩილა რომ იყიდოთ,არანაკლებ 100 ლარი გინდათ. პრინციპი მუშობის მარტივია და არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს,რაც დაგვჭირდება,მონდომება და დეტალებია. ეს ტაჩილა მე დამიჯდა 20 ლარი,ამ ფასად კი ვერაფერს იშოვით,60 ლარიანი ტაჩილებზე ხარისხით ეს გაცილებით უკეთესია. როგორ შევარჩიოთ ძრავი და რამდენ ვატიანი გვინდა: პატარა სალესი მოხერხებულია ჩემთვის,დეტალების ზუსტად დასამუშავებლად,დანების ,სვერლოს გასალესად და სხვა,თუ თქვენც მსგავსი ტაჩილა გნებავთ ,დაგჭირდებათ :ძრავი გვინდა 100 ვატიანი ,ალუმინის დახურული გარეკანით,ბრუნი/წთ 1500,ან 2800,რომელიც შეგხვდებათ,ორივე წავა,ჩემი 1500ბრუნიანია. ახლა ამაზე ქვა მესამედია დარჩნილი,ახალი ქვა,გაცილებით უკეთ გამოიყურება ამ ტაჩილაზე დგება ბალგარკის ქვები,რაც კაი ხანს ძლებს,საკმაოდ. ჩვეულებრივი სალესი ქვები კი რაც იყიდება,არის ცუდი ხარისხის,ძალიან,იფშვნება,არათუ ცვდება ქვა. ძრავი დამიჯდა 8 ლარი ბალგარკის ქვას აქვს ბევრი პლიუსი: 1)დიდხანს გყოფნით,იაფია კარგი ხარისხის ქვა(bosch -ის 115-იანი 3,5 ლარია,rqdex-იმავე ხარისხის-2,5 ლარი) 2)არაა იმის საშიშროება,რომ ეს ქვა დაიფშვნება,რადგან 11000 ბრუნი/წმ-ს უძლებს,აქ კი 1500 ია. 3)იოლად იშოვება ბალგარკის ქვები,ვიდრე სალესი პატარა ქვები. ღერძი,რაზეც ქვა დგება: ღერძის გაჩარხვა ხარატთან იმაზე ძვირი ჯდება,ვიდრე მზას ყიდვა,ამისთვის გვინდა გაფუჭებული დიდი ბალგარკის ღერძი ასეთ დიდ ბალგარკებს აქვს ეგ ღრძი,დაშლილები სავსეა,ძერძი კი პრაქტიკულად არ ცვდება და არაა იმდენად გაყიდვადი,შესაბამისად იაფია. ეს ღერძი 3 ლარი დამიჯდა,შაიბები ორივე კიდევ 3 ლარი(ამ შიბებით ქვა მაგრდება) სულ 6 ლარის სიამოვნება ამ ღერძს მოვახერხავთ ,ან ხარატს მივუტანთ და მოაჭრის. დარჩენილი ნაწილი ,რეზბიანი გვჭირდება. ხარატთან მიგვაქვს და ვახვრეტინებთ ძრავის ღერძის შესაბამის ზომაზე,ჩემი ტაჩილის ღერძი 10მმ-იყო,შესაბამისად ესეც 10 მმ-ზე ჩავახვრეტინე,გაითვალისწინეთ სიღრმე,თუ რამდენზე უნდა ჩაიხვრიტოს,ნამატით არ ჩაახვრეტინოთ ხარატს,ზუსტად ზომა. წითლად მოხაზული ღერძის მოჭრიანად 5 ლარი დამიჯდა. რეზბის მოსაჭრელი ხელსაწყოები,დრელი თუ გაქვთ,ქვემოთ მოყვანილს თვენც იზამთ სახლში,თუ არა,ხარატი და ეგაა. ისრით მონიშნულის ადგილას,სადაც წითელი მართკუთხედია,ვხვრეტთ და ვჭრით რეზბას,ეს იმიტომ,რომ ღერძზე თუ არ მოვჭრით რეზბას,იგი მოვარდება ბრუნვისას . რეზბა მე მოვჭერი m5. ასე გამოიყურება: ჩავთვალოთ,რომ ღერძი უკვე გავაკეთეთ და დავამაგრეთ. ძრავი უნდა ჩავრთოთ ახლა და ბრუნი მივუთითოთ ჯერ ვარკვევთ იმას,თუ საიდან ეჭირება რეზბა ქვის დასამაგრებლად და ვაკეთებთ შემდეგნაირად როცა მარჯვენამხრივია რეაბა,მარცხენამხრივზე პირიქით(იხ. სურათი). მთავარი მომენტია აქ ის,რომ ძრავის ბრუნვისას ქვა გაიკას უნდა უჭერდეს. ძრავის ჩაერთებისთვის გვინდა კონდენსატორი,მე მქონდა ჩემ მარაგში და არ დამჭირდა ყიდვა ,ისე მგონი 1-2 ლარი ღირდეს. კონდენსატორი ძრავის "დასაქოქად" გვინდა ცვალებადი დენის,4 მიკროფარადის ტევადობის 100 ვატზე თუ ასე ჩააერთებთ,როგორც სურათზეა,ვოლტაჟი კი 400-ის ქვემოთ არ უნდა იყოს,რადგან დაბალ ვოლტიანს გახეთქვა ახასიათებს. ისარით მონიშნული კონდენსატორის სადენის ცვლილებით შეგვიძლია ბრუნვის მიმართულების ცვლილება,თუ ისრით მონიშნული წვერი s2-ზეა დამაგრებული და გრუნავს სიტყვაზე მარჯვნივ,თუ ამ წვერს გადავიტანთ s1-ზე,დაბრუნდება საპირისპირო მხარეს. კონდენსატორი არასდროს ჩახსნათ ძრავიდან როცა მუშაობს ისე,რადგან არ განიმუხტება და პოლუსებზე ხელის შეხებისას დენს დაგარტყამთ. თუ კონდენსატორს მეტი ტევადობისას ჩააერთებთ,ძრავი მალე გახურდება,ამიტომ,ნომინალურად უნდა შევურჩიოთ. ჩავთვალოთ რომ ძრავი უკვე ჩავაერთეთ ,ბრუნიც გავარკვიეთ,ღერძიც დავაყენეთ,თითქმის ტაჩილა გამოგვივიდა.ახლა ძირი გვინდა,რასაც უკვე არაფერი უნდა . ჩემს ტაჩილაზეც ხის ძირი მქონდა დროებით,მერე უკვე რკინისგან გავაკეთე დანარჩნები. ჩამრთველი გამოიყურება ასე,თქვენც მასევე გირჩევთ ,მოხერხებულია და შესახედაობასაც აძლევს ქვემოდან გამოიყურება ასე: უკნიდან გამოიყურება ასე: +18 ქვემოთ ძალიან მოსახერხებელია დასადები დეტალის,რომელსაც ლესავთ,ამის დამზადებაზე მე კაი 3 საათი დამჭირდა,თუმცა ღირდა შრომად. გაითვალისწინეთ: თუ არ გეხერხებათ ხელი არ მოკიდოთ,დენთან შეხება თუ არ გქონიათ,არც გირჩევთ,ყოველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი,გადაამოწმეთ ნებისმიერი მასალა მოყვანილი და მერე გააკეთეთ ,ან გაიარეთ კონსულტაცია ,ან სხვას გააკეთებინეთ თუ არ გეხერხებათ. ძრავი,რომელიც მეტალის კორპუსითაა,საჭიროებს დამიწებას.
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.