Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/21/12 in all areas

  1. 35-70მანუალ ფოკუსს შედევრ :დ
    4 points
  2. სავარაუდოდ 3 წლის წინანდელი ნამოქმედარი არანაირი სპეც ხელსაწყო ძალიან ნუ გამაკრიტიკებთ Project "Lamborghini" P.S. Just for fun
    2 points
  3. გიაჩხეო შენი კეისი პროექტი ვნახე და ძალიან მომეწონა ძმაო საღოლ მაგრამ დასრულებილი კეისი ვერსად ვნახე, თუ გაქვს დადებული სადმე დალინკე რა მაგრად მაინტერესებს რა გამოვიდა საბოლოდ NEIRON განათება ჩავსვი რგოლებში, საკაიფო გამოვიდა ძალიან. დიოდები თეთრი დავაყენე დროებით (დამეზარა ორი დიოდისთვის ამ სიცხეში ხეტიალი ) დაახლოებით მანქანის დაჩიკები რომ არის ისეთი ტიპები გამოვიდნენ გამოყენებული მასალა : ნაყინის ყუთი და სუპერ წებრი!
    2 points
  4. მაგ პრობლემა მარტივად არის გადაჭრილი ჩვენს რელიგიაში ნუ განიკითხავს სხვას
    2 points
  5. <iframe width="560" height="315" src="http://www.youtube.com/embed/Md69x93tmTU" frameborder="0" allowfullscreen></iframe> epiiiiiiiiic GOW III-ის მერე არ ველოდი თუ ასე გააუმჯობესებდნენ კიდევ ვიზუალს ^^ მისი ძრავის გაუმჯობესებულ ვერსიას იყენებს: ახალი ტექსტურები, მატერიალები და გაუმჯობესებული განათება. ხო, ეს ვიდეო მულტიფლეირიდან არის ამოღებული დეველოპერებმა "გარისკეს" ასე ვთქვად და მოახდინეს მისი რეალიზება. ერთპირიანი კამპანია შედარებით პატარა იქნება წინა ნაწილებთან შედარებითო, მაგრამ ისეთივე ხარისხის და ისეთივე ბრუტალურიო ისტორია მოგვითხრობს კრატოსის ახალგაზრდობის შესახებ. თუ რა სურდა მას ცხოვრებისგან და რისკენ იღწვოდა. თამაშის მოქმედება იწყება ნახევარი წლის შემდეგ ოჯახის ამოხოცვიდან. ის ამთავრებს არესთან მოლაპარაკებს და ღებულობს " ქაოსის ხანჯალს" (Blades of Chaos). GAMETECH
    2 points
  6. ვთვლი, რომ სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა უფლებას მაძლევს, შემოგთავაზოთ მორიგი თემა, რომელიც დაამშვენებას "ტექნოლოგიების" სტატიას... თემა ეხება პროფესიონალური ციფრული აპარატების დახასიათებას და წესითა და რიგით მან უნდა "დაგანახოთ", თუ რის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ ესა თუ ის ფოტოკამერა და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი... -------------------------------------------------------------------- უწინ და შემოგთავაზეთ სტატიები, სადაც ზოგადად განვიხილეთ ციფრული ფოტოკამერის მოწყობილობა. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი თემა უკვე გადაიკითხეთ, იცით, რა არის სენსორი, მეგაპიქსელი, "კომპაქტური", "ჰიბრიდული" და "სარკიანი" ციფრული ფოტოაპარატები და რა განსხვავებაა მათ შორის, ასე რომ ზედმეტი საუბრისგან გავთავისუფლდები და გადავალ პირდაპირ საქმეზე... 1. გინდათ თუ არა სარკიანი ციფრული ფოტოკამერა? თვით ეს შეკითხვაც კი ზოგიერთებისთვის მეტისმეტად მარტივი, სხვათათვის კი - საკმაოდ რთულია ხოლმე... და მართლაც, ხართ თუ არა მზად, რომ მოისროლოთ საკუთარი საფულიდან მინიმუმ 500 აშშ დოლარი იმ ნივთში, რომლის, ერთი შეხედვით ანალოგებიც ორ-სამჯერ უფრო იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ? ზოგი იტყვის "კი", ზოგი - "არა" და ამას სრულიად გაუცნობიერებლად, ერთი ხელის მოსმით იზამს. სინამდვილეში კი ყველაფერი დაიყვანება თქვენს საჭიროებამდე. მოდით, ვნახოთ, ვის რა სჭირდება! კომპაქტური, იგივე სამოყვარულო, იგივე "სასაპნე" ციფრული აპარატი სჭირდება მას, ვისაც უნდა მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ამ "მაქსიმალურ შედეგში" მოიაზრება მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა (MP), ვიდეოგადაღების უნარი, "ზუმის" მისაღები დონე (როგორც წესი 3-4x) და სახის დეტექცია. ყველა ამ მონაცემის მქონე ციფრული ფოტოკამერის შეძენა შეგიძლიათ 150 დოლარიდან "ზევით". ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი მონაცემების მქონე ციფრულებში Nikon-ის მოწყობილობა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე Canon-ისა. თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს რაღაც უპირატესობები, ასე რომ სჯობს ჯერ კარგად გადაავლოთ მახასიათებლებს თვალი... რათქმაუნდა არსებობს Sony, რომელიც ცდილობს თქვენს მოხიბლვას Carl Zeiss-ის ლინზებით (კარლ ცაისი მართლაც ერთ-ერთ საუკეთესო ოპტიკას აწარმოებს), Panasonic, რომელიც ცდილობს ჩაგითრიოთ HD Video-თი და Samsung, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რით "გახუჭუჭებთ", მაგრამ ფაქტია, რომ გახუჭუჭებთ! შემდეგ მოდის Olympus, Pentax, HP და სხვა მოდელები... მოკლედ, "სასაპნეებში" არჩევანი დიდია და თუ თქვენი მოთხოვნები მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რაც ცოტა მაღლა მსხვილად გამოვყავი, მაშინ დაანებეთ სტატიის კითხვას თავი, ტყუილად დაიღლით თავს. ჰიბრიდული ციფრული კამერა სჭირდება მას, ვისაც არ ეზარება ისეთი აპარატის ქონა, რომელიც არ ეტევა შარვლის ჯიბეში, ლიფის შესაკრავში, ნიფხავში... უნდა, რომ მის კამერას ქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა, კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღების და დიდი "ზუმი" (10-24x), გარდა ამისა ჰქონდეს რამოდენიმე სასიამოვნო "ბონუსი" გამოსახულების სტაბილიზატორის, მძლავრი მაშუქის, ცუდი განათებისას კარგი სურათის გადაღების საშუალების და სხვა მსგავსი რამეების სახით. რათქმაუნდა მას ამ ყველაფერში მინიმუმ 300 დოლარის გადახდა მოუწევს და ეს თანხა არამც და არამც არ უნდა ენანებოდეს, თორემ თუ კარგად დაფიქრდა, მიხვდება, რომ ქარს ატანს ფულს... კამერების არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია და არცერთი ბრენდის უგულებელყოფა არ შეიძლება - ბევრია კარგი კამერა, თითი ბრენდში მინიმუმ 3-4 დასახელებისა, ამიტომ, თუკი ჭეშმარიტების ძიებაში არ გინდათ ერთი კვირა დახარჯოთ, ჯობია ისარგებლოთ პრინციპით "ეს ქენონია და იმიტომ მინდა ყიდვა" და იყიდოთ თქვენი სანუკვარი ძვირი სათამაშო... დაბოლოს, ვის სჭირდება პროფესიონალური ფოტოკამერა? იმას, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება მარტო კომპაქტურობა არ არის, და არც ფოტოაპარატია მარტო "მეგაპიქსელი" და "ზუმი"... ასეთი ხალხი სურათის მაქსიმალური ხარისხის (ხარისხის და არა ზომის) მისაღწევად არ ერიდება მინიმუმ 500 გრამიანი კამერის, დამატებით 500 გრამი ობიექტივების და სხვა რაღაცების და ხშირ შემთხვევაში - 2-3 კილოგრამიანი შტატივის "თრაქვას" წაღმა-უკუღმა და ხშირად სასურველ შედეგსაც იღებს!.. თუ რათქმაუნდა, გადაღება იცის... თუკი მსგავსი ფოტოკამერის შეძენა განგიზრახავთ, გულწრფელად გილოცავთ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, საკუთარი თავის დარწმუნება - "დახარჯე 1500 ლარი" (მინიმუმ!), არც ისე იოლია... მერე მეორეც, თუკი ეს გააკეთეთ, გიჟი ხართ! ( ) მერე მესამეც, შეგიძლიათ სტატიის კითხვა განაგრძოთ! 1. DSLR: ფიზიკური მხარე "ზოგადსაკაცობრიო" ენაზე პროფესიონალურ ციფრულ ფოტოკამერას DSLR ქვია, რაც გრძლად იშიფრება, როგორც "Digital single-lens reflex camera", ანუ ქართულად "ციფრული ერთობიექტივიანი სარკიანი კამერა" (თარგმანი არაპირდაპირია!). გარეგნულად (და შიგნიდანაც) იგი ძლიერ წააგავს "სავეცკი" "ზენიტ"-ებს, "კიევ"-ებს და სხვა დანარჩენ ფირიან პროფესიონალურ ფოტოკამერებს, რომლებთან შეხებაც შეიძლება გქონიათ კიდეც. სარკიანი ფოტოკამერის ძირითადი სისტემის მოწყობილობა ასეთია: 1. ობიექტივი; 2. მოძრავი სარკე; 3. ჩამკეტი; 4. სასურათე სიბრტყე; 5. ფოკუსირების ეკრანი; 6. "გადამყვანი" ლინზა; 7. პენტაპრიზმა; 8. მაძიებელი (ხედის). ციფრული ფოტოკამერა ფირიანისგან ერთადერთი რამით განსხვავდება: მას არ აქვს ფოტოფირი, ასე რომ არ ჭირდება არც ფირის გადამხვევი მექანიზმი და სასურათე სიბრტყეზეც ფოტოფირის მაგიერ სურათის ციფრული სენსორი "პოზირებს"... ისევ და ისევ წმინდა ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტივის გარდა ციფრული კამერის წარმადობაზე გავლენას ახდენს მისი სენსორი, პროცესორი და სხვათა შორის მეხსიერების ჩიპიც. ობიექტივს დროებით შევეშვები, მასზე ცალკე ვისაუბრებ. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს. სენსორი სენსორი არის გარკვეული ზომების მქონე შუქმგრძნობიარე ფირფიტა, რომელიც იღებს გამოსახულებას და გადასცემს მას ბუფერში, შემდეგ კი პროცესორში. წინა ორ სტატიაში მშვენივრად იყო განმარტებული რა და რა ტიპის სენსორები არსებობს, ასე რომ ტიპებს აღარ გავარჩევ და აღარც მათ დადებით/უარყოფით მხარეებზე შევჩერდები... კამერის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სენსორის ზომა. როგორც წესი, სენსორის ზომა მითითებულია ხოლმე ამა თუ იმ მიმოხილვის საიტებზე. ზომა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო დიდი ზომისაა სენსორი, მით უფრო მკვეთრი გამოსახულების "ჩაბეჭდვა" შეუძლია შეცდომების გარეშე. მაგალითად, თუ გაქვთ ორი სენსორი, ერთი 8x16მმ ზომის, ხოლო მეორე - 10x19მმ ზომის, ორივე მათგანი აბსოლუტურად იდენტურ პროცესორზეა მიერთებული და ორივეს ერთნაირი გარჩევადობა აქვს (ვთქვათ, 10MP), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 10x19მმ-იანი სენსორი უკეთეს ფოტოს გადაიღებს. ერთი შეხედვით ეს არ გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ეს ასე იქნება. ზევით, სურათზე ხედავთ Nikon D60-ის "DX" ფორმატის სენსორს. მისი ზომებია 23.6x15.8მმ. ახლა, გლეხური ენიდან ისევ სამეცნიეროზე გადავალ და ვიტყვი, რომ სენსორის "ზომას" სინამდვილეში სენსორის ფორმატი ჰქვია. ბუნებაში სენსორების 25 ფორმატი არსებობს. მათგან ამჟამად აქტუალურია 10. ამ 10 ფორმატიდან 4 კონკრეტული ცოფრული ფოტოკამერისთვისაა შექმნილი და სხვა არსად გამოიყენება. დანარჩენები - 1", 4/3", APS-C, APS-H, DX და 35mm ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ციფრულ ფოტოკამერებში. ცხრილში ხედავთ სხვადასხვა ფორმატის სენსორების ზომებს: ძირითადად, DSLR-ებში გამოიყენება: Full-frame digital SLR, რომელიც 35მმ-იანი ფირიანი აპარატის ფორმატის ექვივალენტურია. Canon APS-H ფორმატი პროფესიონალური DSLR-ებისთვის (crop factor 1.3) Leica M8 და M8.2 (crop factor 1.33). APS-C ყველაზე მრავლისმომცველი დასახელებაა, რომელიც მოიცავს Nikon DX, Pentax, Konica Minolta, Sony α, Fuji-ს წარმოების კამერებს (crop factor 1.5) Canon entry-level DSLR formats (crop factor 1.6) Foveon X3, რომელიც Sigma SD სერიის DSLR-ებში გამოიყენება (crop factor 1.7) 4/3 - "Four Thirds" ფორმატი (crop factor 2.0) მტვრის მოცილების სისტემა ხშირად ობიექტივის გამოცვლისას სენსორზე მტვრის უმცირესი ნაწილაკები რჩება, რაც აფუჭებს გამოსახულებას, პიქსელებს ამუქებს და ა.შ. ამიტომ, მტვრის მოცილების მიზნით შემუშავებულ იქნა რამდენიმე ტექნოლოგია. დღესდღეობით ყველა მსხვილი მწარმოებელი (Canon, Nikon, Olympus, Sony, Sigma, Pentax) იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. მაგალითად Sigma-ს კამერებს ობიექტივის გამოცვლის წინ სარკე ეფარება სენსორს, რათა დაიცვას იგი მტვრის მოხვედრისგან. Olympus-ის ტექნოლოგია "Supersonic Wave Filter (SSWF)" გულისხმობს სენსორზე თხელი ფირფიტის არსებობას, რომელიც არ უშვებს მტვერს სენსორამდე, იკრავს მას და შემდეგ, კამერის ყოველი ჩართვისას ულტრაბგერითი რხევების მეშვეობით იცილებს მტვრის ნაწილაკებს. სურათზე სწორედ ასეთი სენსორია გამოსახული: სხვათა შორის Olympus-მა პირველმა გამოიგონა და დანერგა მსგავსი ტექნოლოგია. სხვა მწარმოებლების ტექნოლოგიები სენსორის რხევას, სენსორის თავზე გამწმენდის გადატარებას და ა.შ. გულისხმობს, მაგრამ ყველაზე დახვეწილი მაინც SSWF-ია. გარდა ავტომატური სისტემებისა, არსებობს სპეციალური კომპლექტები, რომლებშიც საწმენდი სითხე, "ოყნა" (ჰაერის შესაბერად) და ფუნჯია მოთავსებული იმისთვის, რომ სენსორი ხელით გაწმინდოთ. Crop Factor/FOV Crop დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სენსორების მონაცემებში ერთ-ერთი გახლავთ "Crop Factor". მას მგონი ქართული შესატყვისი არ აქვს, ამიტომ ჩამოჭრის ფაქტორს ვუწოდებ (თუ ვინმეს უკეთესი ვერსია ექნება, სიამოვნებით გამოვცვლი ). ჩამოჭრის ფაქტორი ეწოდება ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირისა (36x24მმ) და ციფრული სენსორის თანაფარდობას. ჩამოჭრის ფაქტორი გავლენას ახდენს კადრში მოსაქცევ სცენაზეც. ეს კარგად ჩანს შემდეგი ფოტოდან: აქ წითელი ჩარჩო 35მმ-იანი ფოტოფირის მიერ ხილვადი არეა, ხოლო ლურჯი - 1.6 ჩამოჭრის ფაქტორის მქონე სენსორის ხედვს არე. სხვათა შორის ამ მონაცემით სენსორის ზომების დადგენაც შეგიძლიათ. ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირის კადრი 36x24მმ ზომისაა, ჩამოჭრის ფაქტორი კი 1.6. ესე იგი სენსორის სიგანე გახლავთ 36:1.6=22.5, ხოლო სიგრძე - 24:1.6=15. ვუალა! არ გჭირდებათ არსად ქექვა ციფრული ფოტოკამერის სენსორის ზომების დასადგენად! რათქმაუნდა იმასაც მიხვდებოდით, რომ რაც უფრო მცირეა ჩამოჭრის ფაქტორი, მით უფრო ახლოსაა იგი 35მმ-იან ფირთან და მით უკეთესია სენსორიცა და კამერაც. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი ზომის სენსორი კამერის ზომებსაც ზრდის! ქვედა სურათზე ხედავთ "APS-C" (მარცხნივ) და "Full Frame" (მარჯვნივ) ფორმატის ციფრული ფოტოკამერებს. ახლა, გადავიდეთ პროცესორზე. მართალია ეს პროცესორი აჩქარებას არ ექვემდებარება (სოსო, შეგიძლია გახვიდე თემიდან, საშენო აქ არაფერია ), მაგრამ არანაკლები სამუშაო აქვს შესასრულებელი, ვიდრე კომპიუტერის პროცესორს... ციფრული ფოტოკამერის პროცესორს ევალება: 1. სენსორიდან სურათის მიღება. ამ ეტაპზე იგი სენსორის თითოეული პიქსელიდან იღებს კოდირებულ სიგნალს. სინამდვილეში ყველა სენსორი "შავ-თეთრია" - ისინი ფერად გამოსახულებას არ იჭერენ, რადგან ფოტოდიოდებისგან შედგებიან. ფოტოდიოდები "ხედავენ" მხოლოდ ნაცრისფრის ტონალობაში და ამა თუ იმ პიქსელზე ინფორმაციასაც ბაიერის ფილტრის გავლით გადასცემენ პროცესორს. ბაიერის ფილტრი (გამომგონებლის პატივსაცემად დაერქვა) პიქსელებს ფერებზე ინფორმაციას "აწებებს" და პროცესორს უკვე შეუძლია ამ პიქსელებიდან ფერადი გამოსახულების აწყობა. 2. დემოზაიცია (demosaicing). ეს სპეციალური პროგრამული ალგორითმია, რომლის მეშვეობითაც პროცესორი ცალკეული პიქსელებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთიან სურათს ქმნის. ამ დროსვე ხდება სურათის საერთო დამუშავება, გამისა და ფერებით გაჯერების რეგულირება, რათა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი გამოსახულება იქნეს მიღებული. 3. ხმაურის მოშორება, ან შემცირება. აქ იგულისხმება არა აკუსტიკური, არამედ ელექტრული "ხმაური", რომელიც სენსორიდან პროცესორში ინფორმაციის გადაგზავნისას წარმოიქმნება. სურათზე ხმაური წინწკლების, ან გადღაბნილი ლაქების სახით გამოიხატება და ამახინჯებს მას. ხმაურის მოშორების ალგორითმის ხარისხზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად სუფთა სურათებს გადაიღებს ფოტოკამერა არამხოლოდ მაღალი შუქმგრძნობელობის პარამეტრებისას (ISO 800 და მეტი), არამედ დაბალი შუქმგრძნობელობის დროსაც (ISO 400 და ნაკლები). 4. გამკვეთრება. ამ ეტაპზე ფოტოს ეძლევა სიმკვეთრე, რათა არ იყოს ბუნდოვანი და უკეთ გადმოსცემდეს გადაღების ობიექტს. 5. სისწრაფე. რათქმაუნდა ოთხივე სტადიის დასრულებას და შემდეგ საბოლოო სურათის ჩიპზე შენახვას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროზეა დამოკიდებული, თუ რამხელა ბუფერი დაჭირდება ფოტოკამერას, წამში რამდენი კადრის გადაღებას შეძლებს მიყოლებით და ა.შ. ხშირად პროცესორის სისწრაფე ბევრს წყვეტს, ასე რომ სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტდეთ, გირჩევთ გადახედოთ მიმოხილვების საიტებს და ნახოთ რა პროცესორი უდგას თქვენთვის სასურველ კამერას... ჩიპი. მართალია ეს ფოტოკამერის უშუალო დეტალი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ (უფრო სწორად კი, ნახევრად) მასზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით გაიცლება ფოტოკამერის ბუფერი და შეძლებთ ახალი ფოტოს გადაღებას. პროფესიონალურ კამერებში დღეისათვის პოპულარულია CF და SD/SDHC, თუმცა CF ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ფორმატის ჩიპები ძალიან უყვარს კომპანია Canon-ს. რაც შეეხება SD-სა და SDHC-ს, ეს ორი ჩიპი ერთმანეთისგან გარეგნულად არ განირჩევა, უბრალოდ SDHC (HC - High Capacity) არსებობს 4-32GB ტევადობისა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი SD მხოლოდ 4GB-მდე ტევადობისაა. SDHC მოწყობილობაში SD ჩიპიც მუშაობს. პირიქით - არა. ამიტომ ამას ყურადღება მიაქციეთ. გარდა ამისა, ჩიპები რამდენიმე "კლასად" არის დაყოფილი. დღესდღეობით ეს გახლავთ Class 2, Class 4, Class 6 და Class 10. კლასის აღმნიშვნელი რიცხვები ჩაწერის სიჩქარეს "გვკარნახობენ". ანუ Class 2-ს აქვს 2მბ/წმ ჩაწერის სიჩქარე, Class 4-ს - 4მბ/წმ და ა.შ. როგორც წესი, ჩიპს ზედვე აწერია ხოლმე კლასი. მაგალითად, ზედა სურათზე წარმოდგენილი ჩიპი მეოთხე კლასისაა.
    1 point
  7. Video Card Overclocking Guide The way it's meant to be oveclocked! ________________________________________________________________________________ Version 2.0 (By Nodar Svanidze) • შესავალი ვიდეო დაფის დარაზგონება ანუ Overclocking-ი გულისხმობს ქარხნული სიხშირეების გაზრდას დამატებითი სიმძლავრის მისაღებად. მწარმოებელი ხშირად არ იყენებს მაქსიმალურ სიხშირეებს, რათა ვიდეო დაფამ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, შესაბამისად ნაკლებად გახურდეს და უფრო სტაბილური იყოს. ჩვენ გვაქვს საშუალება შევცვალოთ სიხშირეები უფრო მაღალზე, რათა მივიღოთ დამატებითი სიმძლავრე. ვიდეო დაფის არასწორი დარაზგონებისას შესაძლებელია თქვენმა სისტემამ სტაბილურობა დაკარგოს, გაჩნდეს არტეფაქტები (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ), ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გადაიწვას რომელიმე კომპონენტი. თუ თქვენ ყველაფერს ამ სტატიის მიხედვით გააკეთებთ არანაირი პრობლემა შეგექმნათ. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I Nvidia-ს ვიდეო დაფებს გააჩნიათ 2 ძირითადი სიხშირე: Core Frequency და Memory Frequency. ჩვენ საშუალება გვაქვს ვაკონტროლოთ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. Memory Frequency ეს არის თქვენს ვიდეო დაფაზე განთავსებული მეხსიერების სიხშირე. Nვიდია-ს ვიდეო დაფებზე თქვენ შეგხვდებათ ასეთი მეხსიერების ძირითადად 2 ტიპი: GDDR2 და GDDR3. განსხვავება ამ ორ მეხსიერებას შორის საკმაოდ დიდია. თუ თქვენი ვიდეო დაფა აღჭურვილია GDDR3 ტიპის მეხსიერებით მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ გაცილებით მაღალ სიხშირეებს ვიდრე GDDR2-ზე. ჩორე ფრექუენცყ ეს არის ვიდეო დაფის ბირთვი. Nვიდია-ს მომხმარებლები შეხვდებიან ასეთი ჩიპების უამრავ სახეობას. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩიპი G92-ია. ამ ჩიპზე აწყობილია უამრავი ვიდეო დაფა დაწყებული 8800GT-თი და დამთავრებული 9800GX2-ით. წინა თაობის ჩიპებისგან განსხვავებით G92-ს გააჩნია Shader Frequency (Shader Frequnecy მე-8 სერიის ვიდეო დაფების გამოსვლის შემდეგ გაჩნდა). ეს არის მე-3 ძირითადი სიხშირე თქვენს ვიდეო დაფაზე. რეალურად იგი მიბმულია ბირთვის სიხშირეზე მამრავლით (მამრავლი სხვადასხვა ჩიპებზე განსხვავებულია, ძირითადად 2.3-ის ტოლია), ანუ როდესაც თქვენ ცვლით Core Frequnecy-ის, მასთან ერთად იცვლება Shader Frequency-იც. Nvidia-ს მე-8 თაობის ვიდეო დაფების გამოსვლისას ჩვენ ჯერ არ გვქონდა პროგრამა რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვერაზგონებინა Shader Frequency დამოუკიდებლად. მაგრამ მალევე, Riva Tuner-ის ახალი ვერსიის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ახალი Slyder-ი რომლის საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოდ სჰადერ-ის სიხშირე. თეორიული რაზგონიდან გადავიდეთ პრაქტიკულზე და შევუდგეთ რაზგონს. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II Nvidia-ს ვიდეო დაფების დასარაზგონებლად ჩვენ დაგვჭირდება პროგრამა Riva Tuner-ი. Riva Tuner 2.09: Download პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ დაინახავთ მსგავს ფანჯარას და მარტივად ნომრების მიხედვით მიყებით ინსტრუქციას. 1. შევდივართ პირველ Customize-ში. 2. ვხსნით Hardware Monitoring-ს. ახლა ჩვენ ვხედავთ მიმდინარე სიხშირეებსა და ტემპერატურას. 3. შევდივართ მეორე Customize-ში. 4. ვხსნით System Settings. 5. ვნიშნავთ პტიჩკით პირველივე უჯრას Enable Driver-Level Hardware Overclocking და ვრწმუნდებით რომ ჩამონათვალში მონიშნულია Performance 3D. 6. ვარეგულირებთ Core-ის სიხშირეს. Core Clock-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში ან ბენჩმარკი. ყველაზე ძლიერი ტესტი არტეფაკტებზე უდავოდ ATi Tool-ია. იმისათვის რომ შეამოწმოთ თვქვენი რაზგონი არტეფაკტებზე საკმარისია დააჭიროთ ღილაკს Scan For Artifacts. თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით. სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHz-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე. შემდეგ დააბრუნეთ Core-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Shader-ისა და Memory-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას. საბოლოოდ დააყენეთ 3-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე და 7. მონიშნეთ უჯრა: Apply Overclocking at Windows StartUp. Driver-Level რაზგონი დასრულებულია. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I Nvidia-ს ვიდეო დაფების მსგავსად, Aთი-საც აქვს იგივე 2 ძირითადი სიხშირე. Aთი-ის ვიდეო დაფებზე ჩვენ ვხვდებით გაცილებით მეტ მეხსიერების სახეობას GDDR2-ისა და GDDR3-ის გარდა არსებობს GDDR4-ი ვერსიებიც და სულ ახალი GDDR5-ი. რა თქმა უნდა ყოველი მომდევნო მის წინამორბედზე უფრო სწრაფია. განსაკუთრებით მაღალი სიხშირეებით გამოირჩევა GDDR5-ი, რომელიც 3600MHz-ზეც კი მუშაობს. რაც შეეხება ჩიპებს, ყველაზე პოპულარულია RV670. ამ ჩიპზეა აწყობილი HD3850, HD3870 და HD3870X2. Nvidia-სგან განსხვავებით, ATi-ის Shader-ის სიხშირე დამოუკიდებლად არ კონტროლდება. Core-ის სიხშირის ზრდასთან ერთად, პარალელურად იზრდება Shader-იც. ATi-ს ვიდეო დაფების დასრაზგონებლად არსებობს ბევრი პროგრამა, თუმცა საუკეთესო მაინც Riva Tuner-ია. სამწუხაროდ, ამ პრგოგრამას ჯერ-ჯერობით HD4**0 სერიის ვიდეო დაფების მხარდაჭერა არ გააჩნია და მათ დასარაზგონებლად უნდა გამოვიყენოთ სხვა პროგრამა: AMD GPU Clock Tool. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II ყველა ვიდეოს დარაზგონება HD4**0 სერიამდე ხდება ზუსტად Nvidiaს მსგავსად, იმ განსხვავებით რომ System Settings (მე-4 პუნქტი Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში) არის პირველ ჩუსტომიზე-ში. ბოლო თაობის ვიდეოების დასარაზგონებლად როგორც უკვე ავღნიშნე საჭიროა: AMD GPU Clock Tool v0.9.8: Download აქაც მარტივად ინსტრუქციის მიხედვით ვზრდით სიხშირეებს. ჩორე ჩლოცკ-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში, ბენჩმარკი, ან ATITool-ი (ამ უკანასკნელის გამოყენების ინსტურქცია იხილეთ Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში). თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით. სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHზ-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე. შემდეგ დააბრუნეთ ჩორე-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Mემორყ-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას. საბოლოოდ დააყენეთ 2-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე. Driver-Level რაზგონი დასრულებულია. • ვიდეო კარტის BIOS-ის დაფლეშვა ჩვენ უკვე დავარაზგონეთ ვიდეო კარტა ოპერატიული სისტემიდან. მაგრამ თქვენ ვიდეო დაფას კიდევ აქვს ამოუწურავი პოტენციალი, რომელიც საჭიროა რეკორდების მოსახსნელად. თქვენი ვიდეო დაფის ბოლომდე გაწურვისთვის დაგჭირდებად მისი ბიოსის დაფლეშვა. დღეს უკვე არსებობს პროგრამები რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავფლეშოთ ბიოსი პირდაპირ ოპერატიული სისტემიდან, თუმცა ეს მეთოდი არც თუ ისე უსაფრთხოა. შედარებით უფრო სანდო არის DOS-იდან დაფლეშვა. თქვენ დაგჭირდებათ Bootable CD/DVD, ფლოპპყ ან USB “ფლეშკა”. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III • ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და nvflash თქვენს Bootable დისკზე. • შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით nvflash -b 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის. • გაუშვით nvflash –f ბიოსის-სახელი.bin • გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III • ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და ATI flashing utility თქვენს Bootable დისკზე. • შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით atiflash -s 0 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის. • გაუშვით atiflash -p 0 ბიოსის-სახელი.bin • გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია თუ დაფლეშვის ასეთი ვარიანტი თქვენთვის არც თუ ისე მიმზიდველია შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე ხერხი, კერძოდ დაფლეშოთ თქვენი ვიდეო დაფა ბიოსიდან. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ: ATI Winflash Utility: Download აქ ყველაფერი უმარტივესია. თქვენ უბრალოთ ტვირთავთ თქვენთვის სასურველ ბიოსის ფაილს Load Image ღილაკზე დაჭერით და აჭერთ Program-ს. თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია ორი მაუსის წკაპუნში. ჩემი რჩევა იქნება დაფლეშვამდე დახუროთ ყველა ზედმეტი პროგრამა.p
    1 point
  8. Microsoft-მა დღეს თავისი ბრენდირებული ტაბლეტები: Surface for Windows RT და Surface for Windows 8 Pro წარადგინა. სურათები: განსხვავება მოდელებს შორის: [media=] Windows RT ვერსია გამოდის Windows 8-სთან ერთად, ხოლო Pro მოდელი Win 8-ის გამოსვლიდან სამი თვის შემდეგ, ფასი მოგვიანებით დადასტურდება. სურათები პრესკოფერენციიდან: ვისაც აინტერესებს შეუძლია სრულ პრესკოფერენციას უყუროს. ბევრი საინტერესო დეტალი გაახმაურეს: მაგალითად, ის რომ Touch Cover Keyboard არის ყველაზე მგრძნობიარე კლავიატურაა მთელს დედამიწაზე. პროტოტიპების შექმნას თვეებს ანდომებდნენ. რატომ აქვს 22 გრადუსიანი დახრილები გვერდებზე და ა.შ. : )
    1 point
  9. ინტერნეტ მაღაზია ამაზონმა პირველმა დადო ინფორმაცია ახალი God of War ის შესახებ. თამაშის ახალ სერიას ერქმევა God of War: Ascension. თამაში გამოჩნდა მაღაზიის გვერძე მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ წაშალეს. წინასწარი ინფორმაციით Ascension იქნება პრიქველი პირველი სამი ნაწილისა და მოგვიყვება სპარტანელი კრატოსის ცხოვრებაზე, თუ როგორ დაკარგა ოჯახი და ომი გამოუცხადა ღმერთებს. ამაზონმა რელიზის თარიღად დაასახელა 2013 წელი ექსკლუზიურად PlayStation 3 ზე ესეც ტიზერი
    1 point
  10. მადლობა ჩვენ ფორუმელ ZV1 - ს რათა მოგვაწოდა ეს იდეა. ასევე დაგვეხმარა Andgula. მე კი ამ იდეის განმახორციელებელი Lomsa გახლავართ . დავიწყოთ. გაფრთხილებთ : ჩვენ გტავაზობთ მხოლოდ იქაურ ფასებს! ამაშI არ შედის ჩამოტანის/განბაჟების გადასახადები! მოდი დავყოთ კატეგორიებად. Low (საწყისი) MId (საშუალო) High (მაღალი) ჩვენ გამოვიყენებთ საიტს http://www.amazon.com/, იმიტომ რომ საქართველოში კომპ.მაღაზიების Price List წელიწადში ერთხელ იცვლება. low - mid - high - შეპირებული სტატია ჩაიბარეთ, და ახლებო თუ რამე ვერ გაიგეთ დაწერეთ კომენტარებში UPDATED THank You Zv1
    1 point
  11. უძლიერესი სისტემა 2011 სოკეტზე M/B: Gigabyte X79 UD5 CPU: Intel Xeon 26xx @ 3.0 ( 4 ბირთვი, 8 ნაკადი, 3.2 Ghz ტურბობუსტით ) Cooler: Antec Kuhler 620 RAM: G.Skill 4x4gb 2133 C9 VGA: 2 x ASUS GTX 570 SLI SSD: OCZ RevoDrive 120GB HDD: Seagate Barracuda 1TB 7200.12 ODD: LG DVD-RW PSU: Enermax LEPA 850W 80+ Active PFC Case: Antec 900 V2 + 3x 120mm LED Fans + 200mm LED Fan 3000 ლარი ნაწილების ამოკლება, დამატება, შეცვლა და მაგდაგვარები შეიძლება, შესაბამისად ფასიც შეიცვლება. გაცვლა არაფერში არ მაწყობს... არ მინდა 775 და 1156 და 1366 და არც 1155 სოკეტი. 1155 ზე კიდე 3 სისტემა მაქ სხვა ნაწილები რომ არ ჩავთვალო და მეყოფა... 598 400 364 ლაშა
    1 point
  12. რა კაია სკოლაში ვაბშე რო არ მიდიხარ
    1 point
  13. ყველაზე ძალიან რაც გამიხარდა 2გბ-ის ნაცვლად 50გბ სტორიჯი მაჩუქა სამსუნგმა dropbox-ზე :)
    1 point
  14. ბრაკი არააა. თუ V არ ემატება მაგას ესეიგი არ რაზგონდება ნუ რა სიხშირეზეც სვავ შენ მაგ სიხშირეზე სტოკ ვოლტით სტაბილური არაა და მაგიტომაც ჭედავს. დეფაულტზე დააყენე და შეეშვი :D
    1 point
  15. საქართველოში მხოლოდ თბილისი ანათებდა და ვერ გავიგე 1 წუთი როგორ იყო 4 წუთზე მეტი გამოვიდა მე რაც ვნახე...
    1 point
  16. Adobe Flash Player 11.3 ახურებსო მელაკუდასთან http://www.3dnews.ru/software-news/631168/ Firefox and Adobe Flash 11.3 causing crashes http://guru3d.com/news/firefox-and-adobe-flash-113-causing-crashes-/
    1 point
  17. ევენკია სოფელი ბაიკიტი რუსეთში http://feelek.livejournal.com/75518.html მანდვე მოგზაურობა ქვიან ტუნგუსკში http://feelek.livejournal.com/76126.html
    1 point
  18. http://www.youtube.com/watch?v=EhoBPeWrZJM&feature=player_detailpage Leon gameplay ^^ :wub:
    1 point
  19. ბრატციიი ახალი მითი აგაძრე i3 4 ბირთვიანიო და მასტთან იმენა ხიპიში მომივიდა არ არსებობსთქო რომ ვუთხარი რატო მეღრიჭებიო და დაასერიოზულა მასტმა :rofl: :rofl: :rofl: იტოკში ხვალე მაგას დედა აქ მოწტყბული მარაა მაგრად კი ვიკაიფე e-სერიის პროცესორია i3-იო 4 ბირთვიანიო :D
    1 point
  20. ოქეი გადავხედავ,რაც შეეხება ჰარდ როკს ვერ ავუღე ამ მიმდინარებას მუღამი ,(ჯო სატრიანი) პირველივე მოსმენა როკ ინსტრუმენტალის და მაგნიტივით მიმიწეპა ,კარგი მოსასმენია თან ხარისხიც იგრძნობა შესრულების ,ამ საქმეში დღესდღეობით ნომერპირველია ჯო სატრიანი ესც მისი გიჟი შესრულაბა ბოლოს მასტი კბილებით უკრავს :D
    1 point
  21. voltis momatebas itxovs razgonze rogorc chans msi afterburner gadmowere an Nvidia inspector maqedan auwie V s da mere gazarde sixshireebi tempebs miaqcia yuradgeba
    1 point
  22. ზაკ ვაილდი ესეც გიჟი მაგარ სოლოებს ჩითავს
    1 point
  23. ძალიან კარგი ქულერები აქვთ. ამათი გამოგონილია Direct touch ტექნოლოგია, ანუ თერმომილაკები პირდაპირ რომ ეხება ცპუ/გპუ-ს. საკმაოდ კარგი კეისები აქვთ და საშუალო დონის კვების ბლოკები
    1 point
  24. არ მინდოდა ლაქები რო დამჩნეოდა(სუფთად ვერ ვმუშაობ ჯერ) ---------------------- მიხარია ცოტა კრიტიკა რო მხვდება სურვილი მიჩდება მეორე დავდო დამერე ის გააკრიტიკოთ და ასე წავალთ წინ :^^ ---------------------
    1 point
  25. არა არა. იმენა ძალიან სუსტია. მაგრად არ გამისწორდა მე პრიადად. ის ატმოსფერო არ იყო რაც წინებში
    1 point
  26. გაუმარჯოს ბიჭებს,ეს ლინკიც ნახეთ,იქნებ გამოგადგეთ
    1 point
  27. გარყვნეს ტოპიკი მანქანაზე საუბრით :SNEMOTICON13:
    1 point
  28. ცხენი რომ სხვა პატრონს დაისვამს ის თივასაც შეჭამს :mad:
    1 point
  29. Mozilla Firefox - faster, more secure, easier to use and sporting a new look, this latest Firefox release sets a new standard for web browser innovation. Mozilla Firefox project (formerly Firebird, which was formerly Phoenix) is a redesign of Mozilla's browser component, written using the XUL user interface language and designed to be cross-platform. It is small, fast and easy to use, and offers many advantages over other web browsers, such as the tabbed browsing and the ability to block pop-up windows. Firefox has the most ways to customize your online experience specifically for the way you use the web. There are more than 6,000 Add-ons (little extras that augment Firefox to meet your unique needs) just waiting out there to help you do more, have more fun and be more creative online. Firefox keeps your personal info personal and your online interests away from the bad guys. Simply put, your security is our top priority. What makes Firefox different? Most importantly, we’re open. That means anyone around the world (and we have thousands of experts watching our back) is able to look into our code and find any potential weak spots in our armor. And when we hear about a problem, we roll up our sleeves and get to work fixing it right away. It’s in your best interest (and ours) to take care of the issue, even if it means admitting we’re a little less than perfect. The TraceMonkey javascript engine brings screaming fast performance to Firefox 3.5. With javascript that's more than twice as fast as Firefox 3 and 10x faster than Firefox 2, you’ll be able to see the difference without breaking out your stopwatch. Faster, Safer, Smarter, Better Things move quickly online, and we’ve beefed up the engine that runs Firefox to make sure you can keep up: Firefox 3.5 is more than twice as fast as Firefox 3, and ten times as fast as Firefox 2. As a result, Web applications like email, photo sites and your favorite social networks will feel snappier and more responsive. More Ways to Keep You Safe Keeping you safe while you surf is our top priority, which is why we’ve upgraded our anti-phishing and anti-malware technologies and have added private browsing and “forget this site” options to ensure your privacy. Plus, our open source security process means we have experts around the globe working around the clock to keep you (and your personal information) safe. One Size Doesn’t Fit All Everybody uses the Web differently, so why should your browser be exactly like the next guy’s? Whether you’re into chatting, cooking or coding, Firefox has more than 6,000 add-ons to help you customize it to fit your exact needs. Advancing the Web We’ve been working hard to make sure Firefox 3.5 brings you the best of the modern web. With new features like private browsing, tear-off tabs and enhancements to the Awesome Bar, plus major performance enhancements, you’ll enjoy life on the cutting edge. DOWNLOAD Mozilla Firefox
    1 point
  30. Overclockers.ge Hall of Fame Editor By Davit Dvali დღეიდან ჩვენი მომხმარებლები შეძლებენ გაცილებით მარტივად დააფიქსირონ თავისი შედეგები ამა თუ იმ Ranking-ში HOF Editor-ის საშუალებით. HOF Editor-ი შექმნილია დავით დვალის მიერ (იგივე HANNIBAL) სპეციალურად Overclockers.ge-სთვის. აბსოლუტურად ყველა Ranking-ისთვის არის უნიკალური გენერატორი რომელიც დაამუშავებს თქვენს შედეგს. ამ სიახლის მეშვეობით ჩვენი Ranking-ები განახლდება უფრო ხშირად, შედეგების დაფიქსირება გამარტივდება, რანკინგში შეცდომები გამოირიცხება. Overclockers.ge-ს ადმინისტრაცია Rankings Supporting HOF Ed.: CPU Overclocking Database Random Access Memory Overclocking Database 3Dmark Ranking (FUTUREMARK) EVEREST - Bechmark Fritz Chess SuperPI & Wprime HD Tach
    1 point
  31. ფორუმის წესები ფორუმი: დააფასეთ ყველანაირი ნაშრომი; ასევე, პატივი ეცით სხვის ინტელექტუალურ საკუთრებას - დაიცავით საავტორო უფლებები; აკრძალულია დამცინავი/შეურაცხმყოფელი პოსტები; აკრძალულია ქართული პირატული ნაწარმის ფორუმზე გავრცელება; აკრძალულია პოლიტიკური თემების გარჩევა; აკრძალულია რელიგიური თემების გარჩევა; აკრძალულია პორნოგრაფიული და უცენზურო შინაარსის მქონე თემების გახსნა, პოსტების შემთხვევეაში შეეცადეთ ცენზურა დაადოთ, სპოილერში ჩასვათ და 18+ დააწეროთ; კომენტარის გაკეთება (პოსტი): სასტიკად იკრძალება გინება და ყოველგვარი უცენზურო გამონათქვამი/სურათი/ვიდეო. ამისათვის შეგიძლია გამოიყენოთ Skype, PM, FB ან სხვა ნებისმიერი, მაგრამ არა ფორუმი; უაზრო პოსტის გაკეთება არ შეიძლება, პოსტი უნდა შეიცავდეს დასრულებულ აზრს; აკრძალულია ზედიზედ პოსტვა (FLOOD); ნუ გამოიყენებთ ტექსტის დიდ ზომას და "ჭრელ" ფერებს; აკრძალულია რეკლამა; თემის გახსნა: ტოპიკი აუცილებლად უნდა გახსნათ სათანადო ადგილას, თუ მოგივათ შეცდომა მიწერეთ განყოფილების მოდერს და ის სათანადო მოქმედებებს განახორციელებს; არ უნდა შეიცავდეს რეკლამას; არ უნდა გახსნათ ისეთი ტოპიკი რომელიც უკვე არსებობს; თემის სათაური უნდა იყოს შინაარსიანი; არ გახსნათ თემა უაზრო და არაფრისმთქმელი სათაურით (მაგ: "დამეხმარეთ" და ა.შ.); კაბინეტი ავატარი/ხელმოწერა - აკრძალულია უცენზურო ავატარის/ხელმოწერის დაყენება ავატარში/ხელმოწერაში რეკლამა (რომელიმე ვებ-საიტის და ასე შ.) მოდერის/ადმინის ქმედება და წესების სტატუსი ზემოთ მოცემული წესები შეგიძლიათ ჩათვალოთ ზოგად ჩარჩოდ. კონკრეტულ შემთხვევებში მოდერებსა და ადმინებს აქვთ ინდივიდუალურად გადაწყვეტილების მიღების უფლება, თუ მათი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ფორუმის საერთო წესებს. თუ კი მაღლა მითითებული წესები არ შესრულდება რომელიმე წევრის მიერ, მის მიმართ გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქციები (გაფრთხილება (ვორნი), წვდომის შეზღუდვა (ბანი) და ა.შ.)
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.