Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 06/03/12 in all areas

  1. windows media player :D
    2 points
  2. [media=] And each small candle Lights a corner of the dark... Each small candle lights the dark side of every human mind...
    2 points
  3. http://torrent-games.net/news/max_payne_3_complete_edition_2012_pc_124_licenzija/2016-10-04-56401 ინფორმაცია თამაშზე: გამოშვების თარიღი: 1 ივნისი 2012 ჟანრი: Action (Shooter) / 3D / 3rd Person თამაშის ოფიციალური საიტი: RockstarGames.Com/MaxPayne3 მწარმოებელი: Rockstar Vancouver გამომცემელი: Rockstar Games ინტერფეისის ენა: ინგლისური, რუსული გახმოვანების ენა: ინგლისური გამოცემის ტიპი: რეპაკი წამალი: არ საჭიროებს თამაშის შესახებ: Max Payne 2-ის მოვლენების შემდეგ გავიდა 8 წელი. მაქსი პოლიციელი აღარაა - იგი ლოთი, გატეხილი, განადგურებული, მიზნის გარეშე დარჩენილი, ტკივილგამაყუჩებლებზე მიჯაჭვული უმუშევარია. თუმცა ბრაზიალიაში შემთხვევით მოხვედრილი, სამუშაოდ მიდის კერძო დაცვის სააგენტოში და იღებს მისიას დაიცვას უძრავი ქონებით მოვაჭრის ოჯახი. მაქსს მალე საკუთარ ტყავზე მოუწევს განიცადოს არა მხოლოდ ნიუ-იორკი, არამედ საკუთარ წესებზე მცხოვრები სან-პაულუც... სისტემური მოთხოვნილებები: ოპერაციული სისტემა: Windows XP/Vista/Se7en 32/64 bit პროცესორი: Dual Core 2.4 GHz ვიდეოკარტა: nVIDIA GeForce 8600 GT / AMD Radeon HD 3400 ადგილი მყარ დისკზე: 35 Gb ოპერატიული: 2გბ
    1 point
  4. ხო ხო სწორედ წაიკითხეთ, დღეს საქართველოში პირველად დაფიქსირდა სიხშირე რომელიც სცდება 7 Ghz-ს წინა რეკორდი მთელი 800 Mhz-ით გაუმჯობესდა ეს კი კონფიგი: CPU: Intel Celeron 356 MB: Gigabyte P35-DS4 დანარჩენი არაა საინტერესო მოკლედ მაზერმა თავიდან ცოტა არ იყოს და გაგვაწვალა, მარა შემდეგ მოხერხდა მისი მორჯულება და ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე აკეთებდა იმას რასაც ვეუბნებოდით აღსანიშნავია ისიც რო პროცესორი გამოდგა კარგი, პირველად საქართველოში intel-ის პროცესორზე დაიდო -186 გრადუსი, არანაირი ქოლდბაგი და არც ქოლდბუთი არ აქვს პროცესორს ამ სიხშირის მიღწევა კი არც თუ ისე მარტივი იყო, თავიდან ჩვენი მიზანი იყო რომ 7Ghz-ზე ავსულიყავით, როცა დავაფიქსირეთ ეს სიხშირე ამის შემდეგ პროცესორის ვოლტაჟი ავიყვანეთ 2.1 ვოლტზე(სხვათაშორის ესეც პირველად მოხდა საქართველოში ) რის შემდეგაც, შევძელისთ 7.2-ამდე ასვლა, ამის შემდეგ კაი ხანი ვეჩალიჩეთ და მოხერხდა 7.25-ის დაფიქსირება, რის იქითაც უკვე აღარ მიდიოდა და გადავწყვიტეთ მოგვესპო Explorer.exe-ს პროცესი (ოპერატიულის მოხმარებამ დაიწია 31MB-ამდე ) რამაც საშუალება მოგვცა თავიდანვე დაგვეფიქსირებინა 7.3Ghz და ცოტა ჩალიჩის შემდეგ უკვე დავაფიქსირეთ 7.35Ghz ვალიდაცია: http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1176480 RANK CPU-Z rank: 75th out of thousands, good for 23.4 points. CPU-Z Celeron LGA775 356 rank: 12th out of 62, good for 3.8 points.
    1 point
  5. გამარჯობათ გადავწყვიტე ეს თემა გამეხსნა. ჩავატაროთ პატარა ჩემპი დირთ 3 ში, ტრასის დროებზე. პ.ს ვისაც სეივ ფაილი არ აქ : http://www.allshares...p?id=353C431D70 სეივ ფაილის დაყენების ინსტრუქცია : DiRT3 ფოლდერს ვაგდებთ : C: Users % username% /Documents /My Games Xlive ფოლდერს : Users % username% AppData /Local / Microsoft სახელის შეცვლა ადვილადაა შესაძლებელი ოპშენებიდან. -- 3 ქულა -- 2 ქულა -- 1 ქულა ეხლა თვითონ ტრასები : 1 ეტაპი : CLOSED Finland Tupasentie ნებისმიერი მანქანა პრო კლასიდან Setup & Assistants შეგიძლიათ!!! 1 ეტაპის დროები : Lomsa -----> 2:27:277 screenshot Razer -------> 2:27:323 screenshot Extrem-Hunter ------>2:28:574 screenshot Name --------> 2:30:397 Screenshot Gajaviki ---> 2:30:651 Screenshot sti228 ------- 2:30.926 Screenshot Kashmir ---------> 2.31.902 screenshot 2 ეტაპი : Kenya / MWATATE ნებისმიერი მანქანა OPEN კლასიდან Razer -----> 2:29:72 Screenshot Gajaviki-----> 2:31:009 Screenshot Extrem-Hunter ---------> 2:31:139 Screenshot Lomsa ------> 2:32:227 ScreenShot STI-228 ----> 2:33:397 Screenshot Name -------> 2:33:439 Screenshot
    1 point
  6. ხო ხედავ ზედმეტ კითხვებმა რა შედეგი მოიტანა :D ეს ხუმრობით თორე მეც მიყვარს ეგ კითხვა "ბოლო ფასია?"
    1 point
  7. დღეს გავაკეთე გვერდითა პანელი,ფოტოს ხარისხისთვის ბოდიშს გიხდით
    1 point
  8. მოვითხოვ აიპინოს ეს თემა. რითია მუსიკა კინოზე ნაკლები? <_<
    1 point
  9. Open Air-ზე უსაქმურობის ნაცვლად რაღაცეებს ვცდილობდი
    1 point
  10. მუსიკალური ალბათ Winamp მაგრამ მაგას არ ვიყენებ მე PotPlayer ვიყენებ ვიდეოსთვისაც და მუსიკისთვისაც
    1 point
  11. საკმაოდ ნორმ. კეისია ესეც ანანდტექის რევიუ: http://www.anandtech.com/show/5867/bitfenix-prodigy-review-the-affordable-performable-miniitx Asus Maximus V GENE ისე, ეს კეისი მიკრო ATX არაა, mini ITX-ია ნიუსებს შენით თარგმნი ხოლმე თუ გუგლ ტრანსლეიტს იყენებ?
    1 point
  12. vaa ra lamazad gagiformebia tema instruqciac magari aqvs :thumbsup:
    1 point
  13. ეგ სისტემური ფაილია და მეეჭვება ეგრე ადვილათ წაგაშლევინოს, სეიფ მოდიდან შეიძლება ცდა რაიმე პროგრამით რომელიც დაბლოკილ ფაილებსაც შლის, გუშინ მთელი დღე ვინდოუს 8 ვანასტროიკებდი, კატასტროფა იყო იმენა, აღარც მივეკარები კიდე რამდენიმე თვე სანამ ყველაფერს არ დაფიქსავენ და ნორმალური აუდიო-ვიდეო დრაივერები არ გამოვა და KIS2013 ფინალური ვერსია, დამატებით დეტალებს ვინდოუს 8 თემაში დავწერ
    1 point
  14. პირველი სურათი ახალი NFS Most Wanted
    1 point
  15. ვინმეს თუ არ მოეწონება, ცუდს არ ნიშნავს.
    1 point
  16. დაველოდები 1-2 დღე, ცოტა წესიერი გამოვა იმედია, არადა რა პატარაა CS:S-ს ხელა ინსტალაციაა ლამის :D
    1 point
  17. ეს ფოტოები თემის წამოსაწევად და საკუთარი თავის გასამხნევლებლად
    1 point
  18. ამ სტატიის გამოტოვება არაფრით არ შემეძლო, რადგან ვფიქრობ, რომ ის ერთგვარ 'MUST HAVE' კატეგორიას ეკუთვნის და საიტზე აუცილებლად უნდა იყოს... შესავალი მინდა ავღნიშნო Radeon ვიდეოკარტების ათი წლის იუბილე და თუ ნებას დამრთავთ, წარსულში მცირეოდენ ექსკურსიას შევასრულებ. აგრეთვე, საკადრისი პატივი ვცეთ ბრენდ ATI–საც, რომლის სახელიც ბოლოს და ბოლოს უბრალოდ გაქრა ბაზრებიდან მას შემდეგ, რაც ის კომპანია AMD–ემ შეიძინა და გაშვებულ იქნა Radeon HD 6000 სერია. 25 წლის მანძილზე წარმატებებისა და ვარდნების, ფანების აღფრთოვანებებისა და ოპონენტების კრიტიკის შემდეგ, დასასრულს მიუახლოვდა ATI–ის მოღვაწეობა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ითვლებოდა ძალიან აქტიურ მოთამაშედ ვიდეოკარტების სეგმენტში. მოდით, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ATI–ს ყველა მნიშვნელოვან პროდუქტს. რასაკვირველია, კომპანიის ყველა ნაწარმზე ვერ ვისაუბრებთ, აქცენტს მხოლოდ დესქტოპ–კომპიუტერების ვიდეოკარტებზე გავაკეთებ. დავიწყოთ 1987 წლიდან... 1987 – EGA Wonder ATI–ს პირველი ვიდეოკარტა, რომელიც მუშაობდა EGA გრაფიკით. 1988 – VGA Wonder ერთი წლის შემდეგ, ATI–მ გამოუშვა 16–ბიტიანი ვიდეობარათი ISA, რომელიც მუშაობდა 8–ბიტიანი სლოტში. მას ჰქონდა კონექტორები – ანალოგურ და ციფრული ვიდეოსათვის, ასე, რომ მასთან შესაძლებელი იყო სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული მონიტორების მიერთება. 1991 – Mach8/Mach32 Mach8 ATI–მ ბაზარზე 1991 წელს გამოიტანა, რომელიც თავდაპირველად იყო თანაპროცესორი, ხოლო შემდეგ ხელმეორედ გამოიშვებულ იქნა როგორც ინტეგრირებული პროცესორი Mach32–ის სახით. 1992 წელს კომპანიამ პირველი თავისი 2D-ამაჩქარებელი გვიჩვენა. 1994 – Mach 64/ Rage I თავისი პირველი 64–ბიტიანი პროცესორი March64, ATI–მ 1994 წელს გამოუშვა. ამ პროდუქტებს გააჩნდათ ისეთი ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად ფერის კონვერსია და როგორც მძლავრი 2D–ამაჩქარებლები, ისინი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. 1995 წელს, ეს ვიდეოკარტა აღჭურვილ იქნა 3D-პროცესორით და ბაზარზე გამოჩნდა Rage I სახელწოდებით. 1995 – ახალი სახელწოდება, ახალი ლოგოტიპი Rage 3D ჩიპების გამოშვებას თან უძღოდა ყუთებზე ახალი ლოგოტიპის გაჩენას. 1996 – Rage II ამ ჩიპს ჰქონდა შესანიშნავი 2D-წარმადობა (ძველი Mach64–ის მეშვეობით), მაგრამ 3D–ში ეს მაჩვენებელი ზომიერი იყო. პროდუქტი ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ბაზარზე, თუმცაღა არსებობდა გარკვეული პრობლემები დრაივერების კუთხით. 1997 – Rage Pro ATI–ს კიდევ ერთი კონკურენტუნარიანი ვიდეოკარტა გახლდათ Rage Pro. Rage II თითქმის ისეთივე სწრაფი იყო, როგორც nVidia Riva 128, რითაც ეს საკმაოდ იაფფასიანი ბარათი გახდა ძალიან პოპულარული. 1997 – Rage XL ეს ვიდეოკარტა იგივე Rage Pro–ა, მხოლოდ ძალიან შეკვეცილი წარმადობით და ორიენტირებულია ОЕМ–ბაზრებისათვის. 1998 – Rage 128 ამ ვიდეოკარტის ტექსტურის შეკუმშვის არასაკმარისი შესაძლებლობებისა და დრაივერების პრობლემების გამო, რომლებიც ძალიან აწუხებდათ მომხმარებლებს, შეამცირა მისი პოპულარობა. ეს იყო ATI Rage ხაზის დასასრულის დასაწყისი. 1999 – Rage Fury Maxx ATI–ს პირველი ვიდეოკარტა ორი GPU–თი. სამწუხაროდ, ბეჭდურ პლატაზე დაყენებულმა ორმა ჩიპმა ვერ შეძლეს სათანადო წარმადობის დონის ჩვენება სამგანზომილებიან აპლიკაციებში. მართალია, კოლექციონერებისათვის დღეს ის პოპულარული ობიექტი გახდა, მაგრამ იმ წლებში, ენთუზიაზისტებისთვის ის არც ისე კარგ არჩევანს წარმოადგენდა. 2000 – ახალი ერა, Radeon 8000 2000 წელს, პირველად იწყება ვიდეოკარტების გაყიდვა ახალ ბრენდ Radeon–ის სახელწოდებით. Rage–ი ძალიან კომპრომეტირებული აღმოჩნდა. ახალი სახელი, ახალი იღბალი? მოდით გავიხსენოთ... 2000 – Radeon 7500 მართალი რომ ვთქვათ, ამ ვიდეოკარტის წარმადობამ მომხმარებლები არ გააოცა. თუმცა, Radeon–ი მაინც იქცა საკმაოდ სერიოზულ ნაწარმად ბაზარზე. 2001 – Radeon 8500 არც თუ ისეთი ურიგო შემოსავალმა, რაც კომპანიამ მიიღო Radeon–ების გამოშვების შემდეგ, განაპირობა ამ სერიის მომდევნო მოდელების რელიზიც. LE ბარათები განკუთვნილი იყო საწყისი დონისათვის, ხოლო ХТ ვერსიები კი – ჰაი–ენდისათვის. 2002 – Radeon 8500 All-In-Wonder All-In-Wonder ბარათში, ATI–მ გააერთიანა გრაფიკული 3D–ბარათი – ანალოგური ტელე და რადიო–ტუნერით. ეს გახლდათ ОЕМ ბაზრისკენ მიმართული ძალიან წარმატებული ნაბიჯი, სადაც nVidia წარმატებული არასოდეს ყოფილა. 2002 – Radeon 9000: საწყისი დონის GPU Radeon 9000 სერია გაშვებულ იქნა 2002 წელს, რომლის ყველაზე უმცროსი მოდელიც იყო 9000. 2003 – Radeon 9600 Pro: ყველაზე პოპულარული 9000 სერიის რამდენიმე სუსტი მოდელის შემდეგ, ვიდეობარათი Radeon 9600 Pro გახდა იმ დროის საშუალო დონის ყველაზე პოპულარული ვერსია. ეს მართლაც კარგი პროდუქტი იყო, კადრების ცვლის ღირსეული სიხშირით და მისი ერთადერთი ნაკლი მხოლოდ ის იყო, რომ მას არ გააჩნდა Shader Model 3.0–ის მხარდაჭერა. 2003 – Radeon 9800 XT: ATI Hot Iron ‘კომეტა’ სახელწოდების მქონე ვიდეოკარტა ძალიან სწრაფი იყო, მაგრამ არც ისე ჩუმი და რაც მთავარია, ძალიან ცხელდებოდა. 2004 – Radeon X700: Xs–ის გამოჩენა Х700–ის გამოშვებით, კომპანია ATI–მ შექმნა ბაზრის სრულიად ახალი სეგმენტი – საშუალო დონის ზედა ნაწილი. საკმაოდ მისაღები ფასის მქონე ვიდეოკარტებს არ ჰქონდათ 3.0 შეიდერების ვერსიის მხარდაჭერა, რაც უარყოფითად მოქმედებდა nVidia–ს GeForce 6 სერიის პროდუქტებთან კონკურენციაზე. nVidia–ს ბარათები გვთავაზობდნენ უფრო მეტ 3D-ეფექტებს Shader Model 3.0–ით და რაც კიდევ უფრო საინტერესოა, საზრიან მომხმარებლებს შეეძლოთ უბრალოდ განებლოკათ GeForce 6600 – GeForce 6800 (საწყისი დონის)–მდე. 2005 – Radeon X850 XT: "ღუმელი" შეზღუდული ფუნქციონალურობით Radeon X850 XT – ეს გახლდათ კომპანია ATI–ს პასუხი nVidia FX 5800–ზე. ძალიან სწრაფი ვიდეოკარტა, რომელიც სჯობდა GeForce 6800 GT–ს ყველა პარამეტრში, როდესაც საქმე ეხებოდა Shader Model 2.0b–ს. სიტუაცია უფრო გასაგები გახდება, თუ გავითვალისწინებთ Shader Model 3.0–ს და იმას, რომ ბევრი თამაში უბრალოდ არ მუშაობს AMD–ს მოწყობილობებთან. თუ თქვენ გსურთ Bioshock–ის გაშვება Radeon X850 XT–ზე, მაშინ მოგიწევთ მოცდა (დიდი ხნით), სანამ ამ თამაშს არ გატეხავენ. 2005 – X1300 Pro: ნელი სტარტი 2006 – X1650 Pro: საშუალო დონის თანაბარსვლიანობა ATI ცდილობდა GeForce–ის მეშვიდე თაობის ბარათებთან კონკურენციას, საშუალო დონის სეგმენტში მაინც – Radeon X1650 Pro–ს საშუალებით. 2006 – X1950 XTX: მძლავრი ქმნილება გზა დაუთმეთ! სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს: გამოჩნდა ნამდვილი მძლავრი ვიდეოკარტა ATI–საგან. X1950 XTX–ის გამოყენებით, ATI პრაქტიკულად ანადგურებს nVidia–ს GeForce 7 სერიის ბარათებს და ისაკუთრებს პირველობის გვირგვინს. ეს პროდუქტი იყო ძალიან პოპულარული და სწრაფი, მაგრამ ამავდროულად ძვირადღირებული და საკმაოდ ცხელიც. ასეა თუ ისე, Radeon X1950 XTX გახდა პირველი ბარათი, რომელიც გვაგონდება, როგორც კონკურენტის აშკარა დამამარცხებელი. GeForce 8800 გახდა პირველი ვიდეოკარტა, რომელსაც შეეძლო მასთან წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ის ისედაც ძალიან კაშკაშა პროდუქტი იყო. ასე დაიწყო უნიფიცირებული შეიდერული არქიტექტურის მქონე გრაფიკული ბარათების ეპოქა. 2007 – HD Radeon 2600 Pro: უნიფიცირებული შეიდერი, გამარტივებული ვარიანტი GeForce 88xx ვიდეოკარტების სერიას არ შეხვედრია სერიოზული კონკურენცია Radeon HD 2600 Pro–ს მხრიდან. 8600 GTX–საც კი შეეძლო არხეინად ყოფნა. თუმცა, ATI–ს ბარათები პირველად იძლეოდნენ აუდიოს გამოტანის შესაძლებლობას DVI-ს მეშვეობით. არც თუ ისე ურიგო არგუმენტია დაწყებითი НТРС–ვიდეოკარტებისათვის. ისეთი მწარმოებლები, როგორც HIS–ი, აწესებდნენ ახალ სტანდარტებს – გაგრილების მძლავრი და ჩუმი პროდუქტებისათვის. 2007 – HD 2900 XT: GeForce–ზე მონადირე ATI–ს ფანების გარდა, მომხმარებელთა ფართო მასებიც კი გაოცებულნი იყვნენ, რომ გამოშვების შემდეგ, ეს ვიდეოკარტა არ იყო საკმაოდ პოპულარული, თავისი შესანიშნავი წარმადობის მიუხედავად. ღირსეული ადგილის დამკვიდრება მან მხოლოდ ადეკვატური დრაივერების გამოჩენის შემდეგ შეძლო. ის იყო ხმაურიანი, ცხელი და არც თუ ისე წარმატებული. 2007 – HD 3850: მესამე ცდა Radeon HD 3850 – ეს არ არის ATI–ს სიმძლავრის რეკორდი, თუმცა გახლდათ საკმაოდ ნორმალური ვიდეოკარტა. თავისი წარმადობის დონით, მას არ შეეძლო GeForce ბარათებთან კონკურენცია, მაგრამ ზომიერი ფასის მეშვეობით, ის გახდა ძალიან პოპულარული პროდუქტი საშუალო კლასში. 2007 – HD 3850 AGP: ნიშური გადაწყვეტილება პიკური სიმძლავრის ნაცვლად აიღეთ ჩიპი და გადააკეთეთ თანამედროვე PCIe-ბარათი – AGP–თავსებადად. ეს იყო შესანიშნავი გადაწყვეტილება, მაგრამ მას კვლავაც გააჩნდა დრაივერების პრობლემა. ვერაფრით ვერ ხერხდებოდა უპირატესობის მოპოვება Catalyst–ის ბოლო დრაივერებით, ამიტომ მომხმარებლები ან წყვეტდნენ AGP ვიდეოქვესისტემის წარმადობის ზრდას, ან საერთოდ უარს ამბობდნენ ამ ინტერფეისზე. 2008 – HD 3870 X2: კვლავ გამარჯვება! აუცილებელი იყო ძალიან კარგი ვიდეოკარტის შექმნა იმისათვის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო ღირსეული კონკურენციის გაწევა – nVidia GeForce–ის დომინირებასთან, იმ მომენტში. მათი G80 იქცა კიდევ უფრო ეფექტურ G92–ად. ATI–ს საბედნიეროდ, Radeon HD 3870 X2 ვიდეოკარტები საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მას დაბრუნებოდა ლიდერობა წარმადობაში, თუმცა ამ მიზნის მისაღწევად, დაიხარჯა არც თუ ისე ცოტა რაოდენობის სილიკონი. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ბარათის ენერგომოხმარება საკმაოდ მაღალი იყო. 2008 – HD 3850 X2: ეგზოტიკა Asus–ისაგან Asus–მა, Radeon HD 3850–ის ორი ჩიპის საფუძველზე შექმნა თავისი საკუთარი ვიდეობარათი, მაგრამ მან ვერ შეძლო მყიდველთა დაინტერესება. 2008 – HD 4670: ხელმეორედ გააზრება საშუალო დონეში კვების დამატებითი გასასვლელების არმქონე, ენერგოეკონომიური ვიდეობარათი HD 4760 გახდა ATI–ს ძალიან საინტერესო პროდუქტი – НТРС–ის მოყვარულთა ფართო წრისათვის. ისეთი თამაშის პროცესიც კი, როგორიცაა ‘Assassin’s Creed’–ი, 1680х1050 გაფართოებაში ყოველგვარი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობდა. 2008 – HD 4870: ძალზედ პოპულარული, მისაღები ფასით, მაგრამ ძალიან ცხელი Radeon HD 4870–ის გამოშვების შემდეგ, კომპანია ATI–მ კვლავაც მოახერხა რეალურად ჩაბმულიყო ბრძოლაში, წარმადობაში ლიდერობის მოსაპოვებლად. მან აჯობა nVidia–ს კონკურენტ ბარათს რამდენიმე ტესტში, მაგრამ კომპანია მაინც უკან ჩამორჩა. ვიდეობარათის ოდნავ დაბალი ფასი გახდა ისეთი პრობლემების მიზეზი, როგორიცაა უფრო მაღალი ენერგომოხმარება თავისუფალ რეჟიმში და სითბოს გამოყოფის დონე. 2008 – HD 4870 X2: კიდევ ერთი ორსლოტიანი ვიდეობარათი ვაუ! ზომას რომ მნიშვნელობა ჰქონდეს, ეს ორსლოტიანი ვიდეობარათი უბრალოდ ვარსკვლავი იქნებოდა (ყოველ შემთხვევაში იქ, სადაც დრაივერებს გააჩნიათ CrossFire–ის მხარდაჭერა). მისი შეძენის სიამოვნება დიდად იყო დამოკიდებული შესაფერისი პროგრამული უზრუნველყოფის ქონით. 2009 – HD 4890 აიღეთ წარმატების ნებისმიერი ისტორია, სულ ოდნავ შეამცირეთ და... არა, G92–ზე სულაც არ ვსაუბრობთ. მხედველობაში მაქვს Radeon HD 4890, რომელიც დაფუძნებულია იგივე არქიტექუტრაზე, როგორც Radeon HD 4870. 2009 – HD 5770: ძალიან საინტერესო საშუალო კლასი ATI–მ შეძლო Juniper ხაზი ექცია საშუალო დონის მიმზიდველ ვარიანტად. ენერგომოხმარების დაბალმა დონემ ‘Idle’ რეჟიმში და ზომიერმა – დატვირთვის დროს, ასევე არამაღალმა ფასმა (Sweet Spot სახელწოდების მქონე სტრატეგიის შედეგი), ATI–ს (მაშინ უკვე AMD–ს შემადგენლობაში) არც თუ ისე ურიგო შემოსავალი მოუტანა. 2009 – HD 5870: ცხელი შემოდგომის დროს გამოსული პროდუქტი high-end–ისათვის ნოემბრის თვეში, ATI–მ გამოუშვა Radeon HD 5870, ეს იყო high-end ბარათი, თანაც საკმაოდ ხელმისაწვდომი და მისი დამარცხება მხოლოდ ორი GPU–ს მქონე nVidia GeForce GTX 295–ს თუ შეეძლო. 2009 – HD 5970: გემრიელი სენდვიჩი Double X–ის გარეშე ATI–მ კვლავ მოიპოვა ლიდერის პოზიციები წარმადობის მხრივ – ორი GPU–თი აღჭურვილი Radeon HD 5000 სერიის ბარათების გამოშვებით. ხოლო ორსლოტიანი HD 5970–ის გამოთვლითი სიმძლავრის მეშვეობით, ის მოხვდა საუკეთესო წარმადობის მქონე ვიდეოკარტების ათეულში, სხვადასხვა რეიტინგებში. 2010 – HD 5670: თავიდან ბოლომდე გაჩნდა ახალი სეგმენტი – საშუალო დონის ქვედა ნაწილი? ATI–ს ასორტიმენტის ისეთი ფართო სპექტრი აქვს, რომ სხვადასხვა კლასები უკვე ერთმანეთში არევას იწყებენ. თუმცა, სანამ საბოლოო მომხმარებლები ბედნიერები არიან და შეუძლიათ მათი გარჩევა, HD 5670 ტიპის ბარათები წარმატებით გაიყიდება. 2010 – ბრენდ ATI–ს დასასრული წელიწადი დასასრულს უახლოვდება და მხოლოდ ბრენდი Radeon–იღა რჩება (თუმცა თავიდან Stream–საც ჰქონდა შანსი). 25 წლის შემდეგ, ATI საბოლოოდ იქცა AMD–ედ. ეს სერიოზული აქციაა, მაგრამ AMD–სათვის ამას მნიშვნელობა აქვს. კომპანია, რომელმაც როდესღაც ჩაყლაპა თავისი ისეთი წარმატებული კონკურენტები, როგორებიცაა Tseng Labs–ი და ArtX–ი, სრულად მოახდინა ATI–ს ათვისება. ნახვამდის ATI, გამარჯობა AMD! 2010 – HD 6850: x800 ხდება საშუალო კლასი ის, ვინც ფიქრობს, რომ ახალი HD 6850 და HD 6870 ვიდეობარათები მაღალ კლასს განეკუთვნება, როგორც მიიჩნევს AMD–ს დასახელების ადრინდელი კონვენცია, ძალიან ცდება. ამ პროდუქტებით AMD აღნიშნავს ახალ საშუალო დონეს, მაშინ როდესაც Radeon HD 5700 სერია განაგრძობს ღირებულების შუა სეგმენტის ქვედა ნაწილში ყოფნას. 2010 – HD 6870: პატარა ბარათი დიდი შესაძლებლობებით Radeon HD 6870 აჩვენებს არც თუ ისე ურიგო წარმადობის დონეს მისაღებ ფასად, ისეთი შესაძლებლობებით, როგორიცაა ოთხ მონიტორთან მუშაობა. რასაკვირველია ჩვენთვის ცნობილია, რომ Radeon HD 6900 ვიდეოკარტების მომდევნო სერია, AMD–ს არქიტექტურას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის და სულ ცოტა ხანში Radeon HD 6990–იც იმისთვის გამოჩნდება, რომ მოახდინოს დემონსტრირება, თუ რა შეუძლია Cayman ხაზის ბირთვებზე მომუშავე ორპროცესორიან ბარათს. THG
    1 point
  19. გადავცვლი მეც ალბათ :D
    1 point
  20. მაგიტომ ვთამაშობ ხოლმე ყველაფერს ადვილზე ნერვები კი არ მეშლება, მეზარება ხოლმე ერთი და იგივე ადგილის რამდენჯერმე გასვლა :D
    1 point
  21. Bratcii vtamashobdi da shupi chaqvra pizdec ashushenia iyo yvela fanari damjdaria :gigi:
    1 point
  22. აუუ მგონია რომ კინოს ვუყურებ მაღარ ბიუჯეტიან მაგრად გადაღებულს უჟასს. საღოლ მაიკროსოფტს ვინცხამ გამიტეხეთ კომპი და წაშალეთ ეს თამაში :დ მეძინება და ვერ ვთიშავ :D
    1 point
  23. ქენთ ვეით თუ ინსტალლ :xelebi:
    1 point
  24. მაგარია ნიკა, მაგრამ ყველაზე მეტად მიხატული მაკრატელი მომეწონა :D
    1 point
  25. ორი მაზერი მაქვს ეხლა სახლში ერთი P8P67 pro და მეორე Maximus IV Gene-z სამი 2600K მაქვს ზედ დატესტილი და აბსოლუტურად ერთნაირად დარაზგონდა ორივე მაზერზე პროცესორები
    1 point
  26. არა, მსოფლიოზე გასვლას 8GHZ უნდა http://valid.canardpc.com/show_oc.php?id=1564038
    1 point
  27. ეს სად წაიკითხე ? როგორც გატყობ ფიზიკა ქიმიასთან ძალიან მწყრალად ხარ მშრალი ყინული აცოტონთან ერთად იმიტომ იხმარება რომ მშრალ ყინულს აქვს სუბლიმაციის უნარი ანუ სუბლიმაცია ნიშნავს მყარიდან პირდაპირ აირად მდგომარეობაში გადსვლას ნივთიერებათა 99%-ს მყარიდან აირადში გადასვლამდე თხევადი მდგომარეობის გავლა უწევთ მაგრამ მშრალი ყინული ან კიდევ არის მაგალითად ნაფტალინია ეგეთი სუბლიმაციას რომ განიცდის მოკლედ მუღამი რა არის აორთქლებაზე იხარჯება დიდი ენერგია ანუ აორთქლება მოითხოვს სითბოს წართმევას თხევადიდან აირადში გადასვლას დიდი ენერგია უნდა ხოლო მყარიდან პირდაპირ აირადში კიდევ უფრო დიდი ენერგია უნდა ამიტომ გამოიყენება მშრალი ყინული, რომლის აორთქლებაზეც ბევრი ენერგია იხარჯება რომელსაც ეს ყინული ამ შემთხვევაში პროცესორს წაართმევს ანუ კარგად გაყინავს აცეტონს რაც შეეხბეა აცეტონი ადვილად აქროლადია ანუ თხევადიდან აირადში გადადის ადვილად და ისევ სითბოს წართმევის პონტშI კარგი ვარიანტია ისევე როგორც ალკოჰოლიო ბევრად კარგი აქროლადია ვიდრე წყალი მაგიტომ ხმარობენ მშრალ ყინულთან ერთად აცეტონს და არა წყალს ეფექტი გაცილებით ნაკლები იქნებოდა წყალთან ერთად რაც შეეხება აზოტს აზოტი აირია რომელიც თხევად მდგომარეობაში რომ გადაიყვანო ძალიან დაბალი ტემპრეატურაა საჭირო ხოდა როცა ორთქლდება აზოტი ძალიან დიდი ენერგიას მოითხოვს ეგ პროცესი და შესაბამისად ბევრად უკეთ ყინავს ვიდრე მშრალი ყინული და აცეტონი სხვათაშორის ჟანგბადიც ძალიან ეფექტური იქნებოდა უბრალოდ ჟანგბადი წვას უწყობს ხელს და მაგიტომ ცუდი არჩვენაი ცეცხლი რომ არ Gაჩნდეს მაგ პონტში უკეთესი არჩევანია ჰელიუმი რომელიც აზოტივით ინერტული აირია და ადვილად არ შედის ბმაში სხვა ნივთიერებებთან უფრო სწორად ძალიან ძნელად შედის, წარმოუდგენლად ძნელად ინერტული მაგიტომ ქვიათ ინერტული აირები აზოტს და ჰელიუმს მოკლედ აზოტი და მშრალი ყინული აბსოლუტურად სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებებია და ერთმანეთში არ გადადიან აუ რამდენი ვიბაზრე :D
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.