Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 01/03/12 in all areas

  1. დღეს უამრავი ტერმინი არსებობს,რომელთა განმარტებები არ ვიცით,მაგრამ საქმისთვის გვჭირდება და მოძებნაც გვეზარება ქვემოთ მოცემულია რამოდენიმე ათეული ტერმინი თავისი განმარტებითურთ: ზოგადად: GSM - გლობალური ციფრული სტანდარტი მობილური კავშირგაბმულობისათვის, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა გაცვლას ორ მობილურ მოწყობილობას შორის. არსებობს GSM სტანდარტის სხვადასხვა სიხშირეები 850/1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ამერიკის ბაზრისთვის და 900 / 1800/1900 მეგაჰერცი (MHz) - ევროპის ბაზრისთვის. Dual Band - ორსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს - ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800 MHz - ზე და 850/1900 MHz - ზე ამერიკა და კანადა. Tri Band - სამსიხშირიანი ტელეფონები მუშაობს ევროპა, აზია, აფრიკა, ავსტრალია 900/1800/1900 MHz _ზე და 850/1800/1900 MHz _ზე ამერიკა და კანადა. Quad Band - ოთხსიხშირიანი ტელეფონები - აქვს ყველა დიაპაზონის მხარდაჭერა 850/900/1800/1900 MHz GPRS - (General Packet Radio Service) მონაცემთა გადაცემის ტექნოლოგია GSM ქსელებში, მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 150 კბ/წმ. GPRS ითვლება როგორც 2.5 თაობის ტექნოლოგია. EGPRS/EDGE - (Enhanced Data rules for Global Evvolution) ეს არის GSM/GPRS/TDMA ტექნოლოგიის განვითარების შემდგომი ეტაპი, თეორიულად ამ ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია მონაცემთა გადაცემა განხორციელდეს 473.6 კბ/წმ_მდე. 3G - მესამე თაობის ქსელი, იგულისხმება მონაცემთა გადაცემა - მიღების მაღალი სიჩქარე მობილური ინტერნეტის საშუალებით და გაუმჯობესებული ხმოვანი შესაძლებლობები, მონაცემების გადაცემის სიჩქარე მესამე თაობის ქსელებში შეადგენს დაახლოებით 386 კბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე, მაგრამ რეალურად სიჩქარე დამოკიდებულია მომსახურე ოპერატორების სერვისზე. <> მესამე თაობის ქსელის დანერგვამ შემოიტანა დამატებითი სერვისები, ისეთები როგორიც არის ვიდეო ზარის განხორციელება, ვიდეო კონფერენციების მოწყობა და ა.შ. არსებობს 3G ტექნოლოგიის რამდენიმე სტანდარტი, რომელთაგანაც ყველაზე გავრცელებულია UMTS, WCDMA, CDMA2000 CDMA - (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) ციფრული უკაბელო ტექნოლოგიის ტიპი, რომელიც იძლევა საშუალება მონაცემების და ხმის დიდი მოცულობით გაგზავნას. Dual-Mode - ორმაგი რეჟიმი, ამ რეჟიმით ტელეფონს შეუძლია მონაცემების მიღება და გაგზავნა ორი სხვადასხვა გზით. მაგალითად: ტელეფონის ორმაგი რეჟიმი შეიძლება იყოს GSM და UMTS. WCDMA - (Wideband Code Division Multiple Access - ფართომაშტაბიანი CDMA (CODE DIVISION MULTIPLE ACCESS) - არის გაუმჯობესებულ GSM ქსელს და CDMA ტექნოლოგიას ერთობლიობა. მონაცემთა გადაცემის სიჩქარე მობილური ტელეფონის საშულებით WCDMA სტანდარტის გამოყენების აღწევს 8 კბ/წ_დან 2მბ/წ _მდე. UMTS - (Universal Mobile Telecommunications System) - არის მობილური ტელეკომუნიკაციის უნივერსალური სისტემა - ეს არის ერთერთი სტანდარტი რომელიც შეიმუშავა სატელეკომუნიკაციო სტანრადტების ევროპის ინსტიტუტმა (ETSI), რომელიც საჭირო იყო 3G სისტემის დასანერგად ევროპაში. იგი მჭიდროდაა დაკავშირებული GSM/GPRS/EDGE ტექნოლოგიებთან მეტიც, ყველა UMTS ტელეფონებს აქვთ მხარდაჭერა GSM ტექნოლოგიის, რომელიც საშუალებას აძლევს შეასრულოს dual-mode ოპერაცია. ამიტომ UMTS ხანდახან ბაზარზე მოიხსენიება როგორც 3GSM. HSCSD - (High Speed Circuit Switched Data) GSM ტექნოლოგიის გაუმჯობესება, რომელიც იძლევა საშუალებას მონაცემთა გადაცემის სიჩქარე გაიზარდოს 9,6 კბ/წმ_დან 57.6 კბ/წმ_მდე. HSUPA - ( High-Speed Uplink Access) მესამე თაობის ერთ-ერთი სტანდარტი რომელიც საშუალებას იძლევა მონაცემთა გადაცემა იყოს 5,76 მბ/წმ_მდე. HSDPA - (High Speed Downlink Packet Access) მონაცემთა გადაცემის მაღალსიჩქარიანი ტექნოლოგია, ერთ-ერთი მესამე თაობის სტანდარტი, რომელის საშუალებითაც მონაცემთა გადაცემის სიჩქარე იზრდება 3.6 მბ/წმ_დან 14.4 მბ/წმ_მდე. IMEI - (International Mobile Equipment Identity) მობილური ტელეფონის საერთაშორისო იდენთიფიკატორი, რომელიც აქვს ყველა ტელეფონს, ძირითადად ელემენტის ქვეშ, აგრეთვე ყუთზე, ტელეფონში იმეის ნახვა შესაძლებელია *#06# კომბინაციით. SAR - (Specific Absorption Rate) საზომი ერთეული, რომელიც ზომავს მობილური აპარატის სიმძლავრეს და გამოყოფილ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას, რომელისაც შთანთქავს ადამიანის სხეული, უსაფრთხოების მაქსიმალური მაჩვენებელია 2.0 ბტ/კგ, თანამედროვე აპარატების უმრავლესობას აქვთ SAR 0.5_დან 1.6_ბტ/კგ (რაც უფრო მაღალია მოდელის ეს მაჩვენებელი მით უფრო მაღალია მოდელის სიხშირის მიღების დონე) Browser - ტელეფონში არსებული სპეციალური პროგრამა , რომლის მეშვეობითაც ხდება wap და web ინტერნეტ გვერდების დათვარიელება მობილური ინტერნეტის საშუალებით. Browser_ებია: Opera, Safari, Internet Explorer და ა.შ. HTML - ეს არის ბრაუზერის ტიპი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი, web საიტების ნახვას მობილურ ტელეფონებში. WAP - (Wireless Application Protocol - უკაბელო დაშვების პროტოკოლი) - ეს არის საშუალება ინფორმაციის მიღების ინტერნეტ რესურსებიდან მობილური ტელეფონების საშუალებით, ინტერნეტიდან ინფორმაცია გადაიცემა ტელეფონის ეკრანზე. ტექნიკურად თუ მობილური ტელეფონით შესაძლებელი იქნებოდა იმხელა ინფორმაციის ჩვენება ეკრანზე როგორც კომპიუტერი, მაშინ WAP არაფრით არ იქნებოდა განსხვავებული ჩვეულებრივი WEB გვერდების ჩვენებისას. მაგრამ მობილური ტელეფონის დისპლეი არის პატარა ამიტომ ინფორმაცია გადაიცემა დაბალი გრაფიკით, და ინფორმაცია დაყვანილია აბსოლიტურ მინიმუმამდე. VoIP - (voice over IP) ტექნოლოგია გვაძლევს საშუალებას გაერთიანდეს არსებული ქსელი ერთიან ქსელში ხმის და მონაცემების ერთდროულად გადასაცემად, მაგალითად VoIP_ს საშუალებით შესაძლებელია Skype_თ განვახორციელოდ ზარი მობილური ტელეფონის საშუალებით. PTT - (Push-to-Talk) - რაციის ფუნქცია მობილურ ტელეფონში. ფორმ-ფაქტორი - მობილური ტელეფონის ფიზიკური სახე, ფორმა, როგორებიცაა მაგ: მონობლოკი (კლასიკური), სლაიდერი, გვერდითა სლაიდერი, გასახსნელი და ა.შ. QWERTY კლავიატურა - ეს არის კლავიატურა რომელზეც განლაგებულია სიმბოლოები, ანბანი და ყველა ის ღილაკი რომელიც განლაგებულია პერსონალურ კომპიუტერზე და ნოუთბუკზე. Li-Ion - ლითიუმის იონი. ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა, რომელიც გამოირჩევა ნაკლები წონით და მუშაობის ხანგრძლივობით. Li-Po - (ლითიუმის პოლიმერი) - ბატარეის (ელემენტის) ერთერთი სახეობა მახასიათებლებით თითქმის იგივეა რაც Li-Ion ტიპის ბატარეა. მაგრამ მისგან განსხვავებით შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის mAh (მილიამპერი საათში) - ელემენტის სიმძლავრის საზომი ერთეული ლაპარაკის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, საუბრის დროს, განსხვავებული ციფრებია მეორე და მესამე თაობის ქსელებში მუშაობის დროს ლოდინის რეჟიმი - ეს არის ბატარიის მაქსიმალური ხანგძლივობა, ჩართულ მაგრამ პასიურ მდგომარეობაში OLED - მობილური ტელეფონების ეკრანის ტიპი, ამ ტიპის ეკრანებს ახასიათებს მსუბუქი წონა, თხელი ზომები, ნათელი და მკვეთრი ფერები, ამასთან ერთად მოსი წარმოება არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს და მოიხმარს ნაკლებ ენერგიას ვიდრე LCD (TFT , STN) ტიპის ეკრანები AMOLED - (Active-matrix organic light-emelling diode - აქტიური მატრიცა ორგანული შუქდიოდების ბაზაზე) არის ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას იძლევა დამზადდეს ეკრანები, რომელიც საჭიროებს, ტრადიციული LCD ეკრანებისგან შედარებით, უფრო დაბალ ენერგომოხმარებას, არის ძალიან თხელი და აქვს გაუმჯობესებული ფერების გადაცემა და მაღალი კონტრასტულობა, შესაძლებელია დამზადდეს გამჭვირვალე ტიპის. STN - (Super Twisted Nematic) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. TFT ეკრანებისაგან განსხვავებით მისი წარმოება გაცილებით ნაკლებ სახსრებს მოითხოვს და აგრეთვე ნაკლებ ენერგიასაც ხარჯავს , მაგრამ გამოსახულების ხარისხიც გაცილებით ნაკლებია ვიდრე TFT -ეკრანების გამოსახულება. TFD - (Thin Film Diode) ამ ტიპის ეკრანების ხარისხი შეესაბამება TFT ეკრანების ხარისხს, ხოლო ელექტრო ენერგიას მოიხმარს STN ტიპის ეკრანების მსგავსად . TFT - (Thin Film Transistor) LCD ეკრანების ერთ-ერთი ტიპი. STN ტიპის ეკრანებთან შედარებით გამოსახულება უკეთესია, მაგრამ მოიხმარს მეტ ენერგიას და უფრო ძვირი საწარმოებელია. Monochrome - სიტყვასიტყვით "ერთი ფერი". ეკრანები, რომელთაც აქვს მხოლოდ თეთრი და შავი ფერი Pixel - წერტილები, რომლისგანაც შედგება ეკრანი რეზოლუცია - პიქსელების რაოდენობა ეკრანზე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად, მაგ: 320 x 240, 240 x 320, 360 x 640, 640 x 960 და ა.შ დიუმი (ინჩი) - სიგრძის ზომის საზომი ერთეული, რომლიცაც იზომება ეკრანები. (1 დიუმი = 2,54 სმ) 65K, 256K, 16M - ფერების რაოდენობა ეკრანში. (K = 1000; M = 1 000 000) Multi-touch - სენსორული ეკრანის ტიპები, რომელზე მუშაობაც შესაძლებელია ერთდროულად ორი ან მეტი თითის მოქმედებით Accelerometer (აქსელერომეტრი) - ეკრანის ავტომატური შემოტრიალების ფუნქცია MP (Mega Pixel) - კამერის რეზოლუცია VGA (640 x 480), QWGA (320 x 240), 720P - ვიდეოს რეზოლუციები TV out - ეს არის ტექნოლოგია რომელის საშუალებითაც შესაძლებელია მობილურში არსებული ინფორმაცია (ვიდეო რგოლები, მუსიკალური ფაილები, თამაშები, მოკლე ტექსტური შეტყობინებები, თამაშები და ა. შ.) გამოისახოს ტელევიზორის ეკრანზე სპეციალური კაბელის საშუალებით. FM Transmater - მობილური ტელეფონის ფუნქცია, რითიც ხდება მობილური ტელეფონის და რადიო მოწყობილობის დაკავშირება, რომელიმე თავისუფალ სიხშირეზე და მობილურში არსებული მუსიკალური ფაილების გაჟღერება რადიოს დინამიკებში, მოქმედების რადიუსი შეადგენ 10 მეტრს. USB - პორტი, რომელიც გამოიყენება ტელეფონის დასაკავშირებლად კომპიუტერთან სპეციალური კაბელის მეშვეობით. მისი მეშვეობით ხდება ტელეფონსა და კომპიუტერს შორის ფაილების გაცვლა. არსებობს სხვადასხვა სახის პორტები: microUSB, miniUSB და სხვები. Irda - (Infrared Data Association) ინფრა წითელი პორტის დანიშნულებას წარმოადგენს ორი სხვადასხვა მოწყობილობის დაკავშირებას ოპტიკური სხივის საშუალებით. ინფრა წითელი პორტის საშუალებით რომ მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, ორივე მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ინფრა წითელი პორტი და მოწყობილობები უნდა იყვნენ განლაგებულნი ერთმათის პირისპირ და ინფრა წითელი პორტებით უყურებდნენ ერთმანეთს, გადაცემის მანძილი განისაზღვრება 5 - 50 სმ. სიჩქარე 16 მბ/წმ_მდე. Bluetooth - არის ტექნოლოგია რომელიც განკუთვნილია მონაცემთა გასაცვლელად ორ ან რამდენიმე მოწყობილობებს შორის რადიო ტალღების საშუალებით, რადიო ტალღების სიხშირე წარმოადგენს 2.40 GHz. მისი მოქმედების რადიუსი შეადგენს საშუალოდ 10 მეტრს (მობილური ტელეფონებისათვის და Bluetooth-ს გარნიტურებისათვის). Bluetooth-ს ტექნოლოგიით მონაცემთა გადაცემის სიჩქარე წარმოადგენს 1 მბ/წმ_დან 55 მბ/წმ_მდე. A2DP - (Advanced Audio Distribution Profile - აუდიო ფაილების გაფართოებული განაწილების პროფილი) - ეს პროტოკოლი წარმოადგენს ისეთ ტექნოლოგიას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მოვუსმინოთ მაღალი ხარისხის სტერეო ჟღერადობის მუსიკებს Bluetooth გარნიტურის საშუალებით. Wi-Fi/Wlan - ტექნოლოგია გამოიყენება მონაცემთა გადასაცემად საჰაერო გზით რადიო ტალღების საშუალებით (მონაცემთა გადაცემაში იგულისხმება - ინტერნეტ კავშირი) აქვს რამდენიმე სტანდარტი: IEEE 802.11 a/b/g/n, მაგრამ რეალურად მობილურ ტელეფონებში გამოიყენება მხოლოდ სამი სტანდარტი: IEEE 802.11b მუშაობს 2.40 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 11 მბ/წმ. IEEE 802.11 g სტანდარტები მუშაობენ 2.4 GHz სიხშირეზე და მონაცემთა გადაცემის სიჩქარე შეადგენს 108 მბ/წმ_მდე. IEEE 802.11n მუშაობს 2.40 GHz და 5 GHz მონაცემთა გადაცემის სიჩქარე აღწევს 100 - 600 მბ/წმ-მდე. WiMAX - (Worldwide Interoperability for Microwave Access) არის სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგია, რომელიც ადგილმდებარეობის მიუხედავად, უსადენოდ უზრუნველყოფს დიდ მანძილზე მონაცემების გადაცემას და მიღებას, მონაცემთა გადაცემა აღწევს 40 მბ/წმ_მდე. GPS - Global Positiong System) დედამიწაზე ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი გლობალური სისტემა ნავიგაციის და ადგილმდებარეობის განსაზღვრის გლობალური ქსელი, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს ინფორმაციით მის აგდილმდებარეობის ზუსტი მონაცემების მიწოდებით მთელი მსოფლიოს მაშტაბით. A-GPS (Assisted GPS) - ესაა GPS მიმღების ფუნქცია, რომელიც უზრუნველყობს GPS სიგნალის გაძლიერებას, როდესაც სიგნალი სუსტია ან მიმართავს ალტერნატიულ საშუალებებს, მონაცემთა გადაცემას, Bluetooth GPS თან კავშირს და ა.შ. Geo-tagging - არის GPS_ზე დაფუძნებული ფუნცია, რის დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოს გადაღების დროს ფოტოზე დაიტანოს გეოგრაფიული მდებარეობა (კოორდინატები). ოპერაციული სისტემა - ესაა სატელეფონო პროგრამების საბაზო კომპლექსი, რომელიც უზრუნველყოფს აპარატის მართვას, ფაილებთან მუშაობას, სპეციალურად კონკრეტული ოპერაციული სისტემისათვის დაწერილი პროგრამების გაშვებას. არსებობს ოპერაციული სისტემების რამდენიმე ვერსია: Symbian, Windows Mobile, MAC, Android, Maemo და სხვები. Symbian OS - არის ერთ - ერთი ოპერაციული სისტემა, რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში. Symbian OS შემუშავებულია და დანერგილია კომპანია Symbian-ს მიერ Symbian OS აქვს ოპერაციული სისტემის რამდენიმე მოდიფიკაცია, რაც დაკავშირებულია სხვადასხვა მოწყობილობის განსხვავებულ ტიპებზე, მათგან ყველაზე გავრცელიბული მოდიფიკაცია არის: Series 60, Series 90 და FOMA (რომელიც მხოლოდ იაპონიის ბაზრისთვის მზადდება) MAEMO OS - არის ოპერაციული სისტემა რომელიც გამოიყენება სმარტფონებში და კომუნიკატორებში, შექმნილია NOKIA_ს მიერ Debian Linux_ის ბაზაზე. უახლეს ვერსიას წარმოადგენს Maemo 5. ANDROID OS - არის ოპერაციული სისტემა მობილური ტელეფონებისთვის, შექმნილია კომპანია ANDROID - ის მიერ, ამჟამად წარმოადგენს კომპანია GOOGLE_ს სისტემას, არსებობს ANDROID_ის შემდეგი ვერსიები: ANDROID 1.5; 1.6; 2.0; 2.1; 2.2; 2,3; 3.0 iOS - (ადრინდელი სახელწოდებით iPhone OS) არის Apple_ის მობილური ოპერაციული სისტემა iPhone_სთვის , აგრეთვე გამოიყენება iPod Touch და iPad_ში. Windows Mobile - არის ოპერაციული სისტემა პორტატული მობილური მოწყობილობებისთვის, შემუშავებული Microsoft_ის მიერ. აქვს ორი გამოკვეთილი ვერსია Windows Mobile Standard და Windows Mobile Professional, რომელსაც ახასიათებს სენსორული ინტერფეისი Linux - ოპერაციული სისტემა. არსებობს ოპერაციული სისტემები მობილური მოწყობილობებისთვის რომლებიც Linux-ზეა დაფუძნებული (მაგ: Android და Maemo). Java - არის პროგრამირების ენა, იგი შემუშავებულია კომპანია Sun Microsystens მიერ. მისი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ Java პროგრამირების ენით დაწერილი პროგრამების და აპლიკაციების ჩაწერა და გაშვება შესაძლებელია ნებისმიერ ტელეფონზე რომელსაც Java _ს მხარდაჭერა. MIDP - ( Mobile Information Device Profile) არის კომპაქტური აპლიკაცია რომელიც დაწერილია ჯავა პროგრამირების ენაზე. MIDP_ს სპეციფიკაცია განისაზრვრება შემდეგი ფუნქციებით: საციცოხლო ციკლი (ინსტალაცია, წაშლა, განახლება, გაშვება, შეჩერება, პაუზა) საფრთხო და ავტორიზირებული გამოყენება მობილური აპარატის გარკვეული ფუნქციების (მაგალითად კომუნიკაციების ფუნქციები) გრაფიკული ინტერფეისი KB (კილობაიტი), MB (მეგაბაიტი), GB (გიგაბაიტი) - ინფორმაციის საზომი ერთეულები AAC - (Advanced Audio Coding) ციფრული, აუდიო ფორმატის ფაილი. MP3 ის მსგავსი, მაგრამ გამოირჩევა უკეთესი ხარისხით და ფაილის პატარა ზომით. შემდეგი ვერსიებია: AAC + და AAC + + MP3/WMA/WAV - აუდიო ფორმატები DivX/XviD/MP4/H.264/H.263/WMV - ვიდეო ფორმატები CPU - მიკროპროცესორი, რომლის დანიშნულებაა მასში შესული ინფორმაციის დამუშავება და განაწილება. მობილურებში გამოიყენება ARM 11, Qualcomm, Samsung_ის და სხვა ფირმის პროცესორები. RAM - (Random-access memory) - დროებითი მეხსიერების ტიპი, რომელსაც იყენებს მოწყობილობა კონკრეტული სამუშაოს შესრულების დროს. ROM - (Read-only memory) - მეხსიერების ტიპი, სადაც სისტემისთვის საჭირო და აუცილებელი მონაცემები ინახება. ხელს უწყობენ სისტემის ჩატვირთვას და მუშაობას. MMC, M2, SD, XD, PRO DUO ,microSD, miniSD, MMC - მეხსიერების ბარათების სახეობები, ამათგან თანამედროვე მობილურ ტელეფონებში გამოიყენება: microSD და M2 Sony ericsson_ის გარკვეულ მოდელებში. Cyber-Shot - ეს არის ციფრული ტექნოლოგია (ლინზები, პროგრამული უზრუნველყოფა, სერვისები). Cyber-Shot პროდუქციაა: ციფრული ფოტოკამერები და Sony Ericsson_ს მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის კამერით. Walkman - ეს არის მულტიმედიური ფლეერები, მუსიკალური და ვიდეო ფორმატების მხარდაჭერით. ასევე დიდი მეხსიერებით და პროფესიონალური პროგრამული უზრუნველყოფით. Walkman პროდუქციაა: მულტიმედიური ფლეერები და მობილური ტელეფონები, მაღალი ხარისხის მუსიკალური მონაცემებით. TrackID - ამ ფუნქციით შესაძლებელია დადგინდეს ინფორმაცია (დასახელება, შემსრულებელი და ა.შ.) ნებისმიერ მელოდიაზე ინტერნეტის საშუალებით. Smile Shutter - ეს არის ღიმილის დეტექტორი. დეტექტორი აფიქსირებს ღიმილს და დაფისირების შემდეგ ავტომატურად იღებს ფოტოს. გამოიყენება Sony_ის ფოტოაპარატებში და Sony Ericsson_ის ტელეფონებში Cyber-Shot სერიიდან. ტერმინები,რომლებიც გამოიყენება Android OS-ში: ADB - (Android Debug Bridge) ეს არის ხელსაწყო,რომელიც ყენდება Android SDK-სთან ერთად და გვეხმარება მოწყობილობის მართვაში Android OS-ის ბაზაზე. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ის ამოარქივებული SDK-ს <Tool>ის ფოლდერში. Bootloader – ოპერაციული სისტემის ჩამტვირთავი - სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა,რომელიც უზრუნველყოფს ოპერაციული სისტემის ჩატვირთვას. Clocworkmod Recovery - მოფიცირებული არაოფიციალური რექოვერი, რომელსაც უშვებენ თითქმის ყველა მოწყობილობისთვის.მას გააჩნია გაცილებით უფრო მეტი ფუნქცია,ვიდრე ქარხნულ რექოვერის. ზოგ მოწყობილობაზე იგი ყენდება ქარხნული რექოვერის ნაცვლად,ზოგზე - პარალელურად. მისი მეშვეობით შესაძლებელია დაყენდეს არაოფიციალური „პრაშივკები“, დაიფლეშოს ოპერაციული სისტემის შესწორებები .Zip ფორმატში, იწმინდება სისტემის და Dalvik ქეში,შესაძლებელია გაკეთდეს სისტემის და სამომხმარებლო მონაცემების სარეზერვო კოპია (Backup), გაიყოს მეხსიერების ბარათი ნაწილებად და მრავალი სხვა. Dalvik - Java-ს ვირტუალური მექანიზმი,რომელიც გამოიყენება პროგრამების გასაშვებად (მხოლოდ APK ფორმატში) Dalvik Cache – ყველაზე ხშირად გაშვებული პროგრამების შედეგი,რომელიც არის ოპტიმიზირებული დალვიკის ვირტუალურ მანქანაში. Kernel - ეს არის სისტემის ბირთვი. როგორც წესი მისი „დაპრაშივკება“ შესაძლებელია ,მოდიფიცირებული რექოვერიდან ან ბუთლოუდერიდან. Recovery- ზემოთნახსენები Clockwork Recovery.რექოვერის რამოდენიმე სახე არსებობს,ერთ-ერთია Clockwork Recovery. Root - (სუპერმომახმარებელი) ეს არის სპეციალური აქაუნთი UNIX-ის მსგავს სისტემებში.მისი მეშვეობით შესაძებელია განხორციელდეს ყველა ოპერაცია შეზღუდვების გარეშე. Wipe - ეს არის მთლიანი პარამეტრების ჩამოყრა (Hard Reset-ის ანალოგი). ამ დროს იწმინდება ფოლდერები /data და /cache, ანუ იშლება ყველა დაინსტალირებული პროგრამა, და ყველა სისტემური პარამეტრი. ჩამატებულია ლინკები ვიკიპედიიდან და გასწორებულია ზოგიერთი ტერმინის განმარტება
    7 points
  2. ესეიგი ავდექი ასე დილაუთენია და გადავწყვიტე ეს Review დამეწერა, წესით გუშინ უნდა დამედო მარა ჩვენ თელასს სინათლე ბედობაზე რომ არ გაეთიშა არ შეეძლო FC BARCELON-ას Review-ს მიხედვით უკვე წარმოდგენა შეგვექმნა თუ რა პოტენციალი აქვს AMD-ეს ამ უახლეს ვიდეო ბარათს ახლა განვიხილავთ, თუ რა წარმადობა ექნება HD 7970-ს 2 way crossfire-ზე. სანამ ტესტების შედეგებს დავდებ უნდა აღინიშნის რომ ბოლო წლებში AMD მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Crossfire-ის Seting-ი ( სავარაუდოთ ეს ისევ ATI-ის ინჯინრებმა ქნეს და არა AMD-ეს ) ქვემოთ მოყვანილ ტესტებში ზემოთ ხსენებული ვიდეობარათი შესანიშნავ შედეგს აჩვენებს. სატესტო სისტემა პროცესორი - Core i7 965 Extreme @ 3750 MHz ოპერატიული მეხსიერება - 6144 MB (3x 2048 MB) DDR3 Corsair @ 1500 MHz დედა დაფა - MSI Big Bang XPower X58 კვების ბლოკი - OCZ ZX Series (1250w) თამაშების ბენჩმარქების ჩამონათვალი Battlefield 3 Battlefield Bad Company 2 Far Cry 2 Call of Duty: Modern Warfare 2 Crysis 2 Anno 1404 3DMark Vantage 3DMark 11 Metro 2033 Alien vs Predator Lost Planet 2 Hard Reset ორი სიტყვით ბარათის ენერგო მოხმარებასაც შევეხოთ. დაუტვირთავ მდგოარეობაში ბარათის ენერგო მოხმარეობაა 166 W სრული დატვირთვისას 567 W რეკომენდაციები: AMD HD 7970-სთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 550W კვების ბლოკი AMD HD 7970 crossfire-სთვის რეკომენდირებულია მინიმუმ 750W ახლა ტემპერატურასაც შევეხოთ: ტემპერატურა დაუტვირთავ მდგომარეუბაში: ტემპერატურა დატვირთვისას: ახალ განვიხილოთ ვიდეობარათის "ხმაურიანობა" დაუტვირთავი მდგომარეობა: დატვირთული მდგომარეობა: ტესტები DX9: Hard Reset DirectX 9 Ultra Quality settings 4x MSAA 16x AF Internal benchmark DX10: Far Cry 2 Level Ranch Small high-quality DX10 mode 8x AA (Anti-aliasing) 16x AF (Anisotropic Filtering). DX10: Anno 1404 - Dawn of Discovery enable everything enable the highest possible image quality settings. DirectX 10 mode 4x Anti-Aliasing enabled. Use campaign build mode and have built three islands with extensive sizes cities. DX10: 3DMark Vantage DX11: Metro 2033 - The Last Refuge DX11: Battlefield Bad Company 2 Level Upriver DirectX 11 enabled 8x Multi-sample Anti-aliasing 16 Anisotropic filtering All image quality settings enabled at maximum DX11: 3DMark 11 DX11: Crysis 2 - High Res Textures DirectX 11 High Resolution Texture Pack Ultra Quality settings 4x AA Level - Times Square (2 minute custom time demo) DX11: Battlefield 3 DX11 Ultra mode 4xMSAAAA enabled 16x AF enabled HBAO enabled Level: Operation Swordbreaker DX11: Alien Versus Predator DX11: Lost Planet 2 შეჯამება მე პირადად ძალიან მომეწონა AMD -ეს ამ ვიდეო ბარათის წარმადობა მართლაც რომ საშუალოდ Scaling-ი 1.6X-2.0 X-ამდეც კი აღწევდა რაც შესანიშნავი შედეგია, ზოგ ტესტებში HD7970 Crossfire-ზე 4 ბირთვიან HD 6990 და GTX 590-აც კი ჯობნის. 2560-1600 რეცოლუციაზე Crysis 2 HD texture pack-ის ულტრა სეთინგზე 70FPS-ით თამაში მართლაც რომ საოცარია! აბა როგორც იტყვიან ჩემს მიერ ეს კომფიგი გამართლებულია და Thumbs up for HD 7970 !!!
    6 points
  3. მობილურშიც მოგწერე, რომ ვიცოდი შენ რომ გახსნიდი თემას გმადლობ სეხნიავ გმადლობ ნიკა ^^ არ ვიცი ბოლომდე თუ გავუყვები სამედიცინო გზას, ჯგუფლები სულ იმას მეუბნებიან რა გინდოდა სამედიცინოზეო გმადლობ ^^ გმადლობ ^^ გეთანხმები ხო, ლევანი მირჩევნია რომ დამიძახოთ კლასელებმა შემარქვეს თავის დროზე "ბერო" გმადლობ ლაშა შენც ასევე ^^ გმადლობ ბექა ^^ გმადლობ, ხვიჩა :* გმადლობ გიგი გაიხარე, გაგა გმადლობ სოსო გმადლობ ზუბა გაიხარე! ^^ გმადლობ : ) გმადლობ გიო ^^ გმადლობ :* გმადლობ ჯამბო გმადლობ ბექა გმადლობ დავით ჩემი მესამე დაბადების დღის თემაა, 3 წელია თქვენთან ვარ გმადლობ ყველას ^^
    5 points
  4. მოგესალომებით ყველას ,გილოცავთ ახალ 2012 წლის მოსვლას და ამ წლის პირველივე დღეს გთავაზობთ კომპანია AMD ს ერთ-ერთი უახლესი ვიდეო ბარათის Radeon HD 7970 ის მიმოხილვას. როგორც სურათზე ვხედავთ ამ ახალი HD 7000 სერიის ვიდეო ბარათის დიზაინი კვლავ მსგავსია წინა სერიებისა და მისი გაგრილების სისტემა შედეგება კვლავ ერთი Fan ისგან.ამ ვიდეო ბარათში გამოყენებულია რამოდენიმე ახალი ტექნოლოგია ,პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რომ ეს გახლავთ AMD ს ახალი Southern Islands ოჯახის წარმომადგენელი რომელიც დამზადებულია 28 ნანომეტრ ტექნოლოგიით ,რაც ერთ-ერთი მთავარი სიახლეა HD 7000 სერიის ვიდეო ბარათებში,გარდა ამისა ამ ვიდეო ბარათს პირველს ექნება Microsoft DirectX 11.1 API ტექნოლოგიის და PCI Express 3.0 x16 მაკავშირებლის მხარდაჭერა ,ყოველივე ეს თავიდანვე მიგვანიშნებს იმაზე ,რომ აღნიშნული ვიდეო ბარათი წარმაოდგენს ახალი ტექნოლოგიების შედეგს ,რომელიც როგორც შემდეგ ვნახავთ თავისი შედეგით ბევრს გააოცებს. ამ ვიდეო ბარათის GPU დამზადებულია ახალი არქიტექტურით ,რომლის კოდური დასახელებაა : "Tahiti". კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტია ის ,რომ აქამდე AMD ს ვიდეო ბარათებში გამოყენებული იყო 256 bit ინტერფეისის მქონე GDDR5 მეხსიერება ,ხოლო ამ ახალ ვიდეო ბარათში უკვე გამოეყნებულია 384 bit ინტერფეისის მქონე GDDR5 ტიპის მეხსირება რომლის მოცულობაა 3072MB ანუ 3GB ,რაც სრულიად საკმარისია ყველა სახის ოპერაციისთვის ,იქნება ეს თამაში თუ სხვა რამ და მისი მეხსიერების გამტარობის მაჩვენებელია 264 GB/წამი. რაც შეეხება HD 7970 ის სხვა მონაცემებს : მას აქვს 2048 ერთეული Shader - ი ანუ Stream პროცესორი , ტრანზისტორების რაოდენობა არის 4310 მილიონი, რითაც იგი ჩამორჩება მხოლოდ 2 ბირთვიან ვიდეო ბარათებს ,მისი პროცესორის სიხშირეა 925MHz , მეხსიერების 1375 MHz ,ხოლოდ GDDR5 მეხსიერების 5.5 GHz . როგორც ზემოთ აღვნიშნე HD 7970 დამზადებულია 28 ნმ. ტექნოლოგიით და ახალი არქიტექტურით ,რომლის კოდური სახელწოდებაა Tahiti ,მასში შესულია რამოდენიმე ნიშვნელოვანი ცვლილება რაც განაპირობებს ამ ვიდეო ბარათის მაღალ ეფექტურობას . ეს გახლავთ ამ ახალი არქიტეტურის მონაცემების ამსახველი სურათები: ამ არქიტეტურაში გაუმჯობესებულია უამრავი რამ ,როგორიცაა ვექტორული ერთეულები , Stream პროცესორების ფუნქციონირება , გეომეტრიული ძრავი ,GCN ტესლაცია ,ქეშ მეხსიერების ფუნქციონირება და მრავალი სხვა . HD 7970 ს გააჩნია მე-9 თაობის გეომეტრიული ძრავი. ერთი სიტყვით HD 7970 ის არქიტეტურაში სრული გაუმჯობესებაა რაც როგორც შემდეგ ვნახავთ ტესტებში აისახება კიდეც. მოდით გადავიდეთ ვიდეო ბარათის ვიზუალურ მხარეზე და ვნახოთ როგორია მისი აგებულება. ეს მისი წონა და უკანა მხარე: ვიდეო ბარათის სიგრძე 27.5 სანტიმეტრია. იგის საჭიროებს 2 სლოტს დედა დაფაზე. რაც შეეხება მის პორტებს ,მას აქვს თითო-თითო DVI და Mini-HDMI ,2 ცალი mini-Display მაკავშირებელი ,მასში ინტეგრირებულია HDMI ხმის სისტემა რომლის ინტერფეისია HDMI 1.4a და რა თქმა უნდა იგი თავსებადია Blu-ray 3D მასალასთან. ეს კი მისი PCB ს წინა და უკანა მხარე : როგორზ ზემოთ აღვნიშნე ამ ვიდეო ბარათის გაგრილების სისტემა შედგება ცალი Fan ისგან ,მის PCB ზე მოთავსებულია თერმული ბალიშები რომლებიც აგრილებს მეხსიერების 12 ჩიპს ,ასევე ალუმინის Fin ები. ვიდეო ბარათი საჭიროებს თითო-თითო 8 და 6 პინიან PCI-Express ენერგიის მიმღებ კაბელებს . ძაბვის საკონტროლებლად ვიდეო ბარათს აქვს CHiL CHL8228 ჩიპი . GDDR5 ტიპის მეხსიერების ჩიპები დამზადებულია Hynix ის მიერ და მისი მუშაობა შესძლებელია 1500 MHz (6000 MHz GDDR5 effective) სიხშირეზე რაც აქვე მიანიNსებს იმაზე რომ ამ ვიდეო ბარათის Overclocking საკმაოდ მოხერხებულია უნდა იყვეს . ეს კი AMD ს 28 ნმ.ტექნოლოგიაზე დამზადებულია პირველი GPU 4.31 მილიარდი ტრანზისტორით. ყურადღება ! ახლა კი დროა გავიგოთ მისი რეალური ძალა ტესტების მეშვეობით,თუმცა მანამდე მინდა გითხრათ ,რომ სულ ტესტები ჩატარდება 3 ეტაპად .ტესტების პირველი ნაწილი ჩატარდება უახლეს სისტემაზე რათა გავარკვიოთ ამ ვიდეო ბარათის სრული შესაძლებლობები ,მეორე ნაწილში მე გიჩვენებთ I7-920 ზე ნაჩვენებ სხვადასხვა შედეგებს და საბოლოო დასკვნას ,ხოლო მესამე ნაწილში ერთმანეთთან შედარებული იქნება კომპანია Intel ის 2 პროცესორი ერთი Nehalem არქიტექტურაზე დამზადებულია Core I7 - 920 4 ბირთვით და 8 ნაკადით ,მეორე Sandy Bridge არქიტეტურაზე დამზადებული Core i5-2500K 4 ბირთვით და მესამეც კომპანია AMD ს უახლეი 8 ბირთვიანი პროცესორი FX-8150. მაშ ასე ტესტების პირველი ნაწილი ,სადაც გამოყენებულია უახლესი სისტემა. სატესტო სისტემა : პროცესორი - Intel Core i7-3960X Extreme Edition (3.30GHz) ოპერატიული მეხსიერება - x4 2GB G.Skill DDR3-1600(CAS 8-8-8-20) დედა დაფა - Gigabyte G1.Assassin2 (Intel X79) კვების ბლოკი - OCZ ZX Series (1250w) მეხსიერება - Crucial m4 512GB (SATA 6Gb/s) ვიდეო ბარათები : - AMD Radeon HD 7970 (3072MB) - Gigabyte Radeon HD 6970 (2048MB) Crossfire - Gigabyte Radeon HD 6990 (4096MB) - Gigabyte Radeon HD 6970 (2048MB) - VisionTek Radeon HD 6950 (2048MB) - Asus Radeon HD 6870 (1024MB) - HIS Radeon HD 5870 (1024MB) - Gigabyte GeForce GTX 580 (3072MB) SLI - Gigabyte GeForce GTX 590 (3072MB) - Gigabyte GeForce GTX 580 (1536MB) - Gigabyte GeForce GTX 570 (1280MB) - Gigabyte GeForce GTX 560 Ti (1024MB) - Inno3D GeForce GTX 480 (1536MB) - Palit GeForce GTX 470 (1280MB) ოპერაციული სისტემა და ვიდეო ბარათის დრაივერები: - Microsoft Windows 7 Ultimate SP1 64-bit - Nvidia Forceware 285.62 - AMD Catalyst 11.12 3Dmark 11 Aliens vs. Predator Metro 2033 Battlefield 3 Call Of Duty : Modern Warfare 3 Crysis 2 Dragon Age II Deus Ex: Human Revolution DiRT 3 Just Cause 2 The Witcher 2 : Assasins of Kings ენერგო მოხმარება დაუტვირთავ და დატვირთულ რეჟიმში : ტემპერატურა დაუტვირთავ და დატვირთულ რეჟიმში : Overclocking ის შედეგი : შეჯამება: პროცენტული სხვაობა ამ ტესტის მიხედვით სხვა ვიდეო ბარათებთან შედარებით: როგორც ვხედავთ HD 7970 ტესტების უდიდეს ნაწილში ჩამორჩება მხოლოდ 2 ბირთვიან Radeon HD 6990 ს და GeForce GTX 590 ს ,ასევე GTX 580 ების SLI კონფიგურაციას.ამ შედეგებიდან გამომდინარე უნდა ითქვას ,რომ GTX 580 აღარ წარმოადგენს მსოფლიოს უძლიერეს ერთბირთვიან ვიდეო ბარათს ,ეს სტატუსი ახლა სწორედ HD 7970 ს ეკუთვნის. ტესტების პირველი ეტაპი ასეთი გახლდათ ,მგონი ყველა დარწმუინდა იმაში რომ HD 7970 საუკეთესო ერთბირთვიანი ვიდეო ბარათია მსოფლიოში. მეორე ეტაპი და სატესტო სისტემა : ამ სატეტსო სისტემაზე აღნიშნული ვიდეო ბარათი ვერ აჩვენებს სრულად თავის მონაცემებს რადგან აქ გამოყენებულია შედარებით ძველი სისტემა როგორიცაა I7 - 920 პროცესორი ,სწორედ ამიტომ ამ ტესტებიდან მე განახებთ მხოლოდ ენერგო მომხარებას სხვადასხვა რეჟიმში ,ტემოერატურას ,Fan ის ხმაურიანობას ,Overclocking ს და საბოლოო შეჯამებას. აღნიშნული ტესტი ჩატარებულია საიტ Techpowerup.com ის მიერ ენერგო მოხმარება სხვადასხვა რეჟიმში : Fan ის ხმაურიანობა სხვადასხვა რეჟიმში : Overclocking Overclocked Performance ტემპერატურა : ვიდეო ბარათის დადებითი და უარყოფითი მხარეები : დადებითი : შედეგიანობის დიდი მატება წინა თაობის ვიდეო ბარათებთან შედარებით დაბალი ენერგო მოხმარება Overclocking ის კარგი პოტენციალი აქვს Dual BIOS მისი მეხსიერების სიდიდეა 3 GB რაც სრულიად საკმარისია ყველაფრისთვის მასში შესულია 2 ახალი ტექნოლოგია PCI-Express 3.0 და DirectX 11.1 უარყოფითი მხარეები : ხმაურიანია 3D რეჟიმში აქვს მაღალი ფასი http://www.techpowerup.com ის მიხედვით ამ ვიდეო ბარათის შეფასება 9.0 ია . და ბოლოს მინდა გაჩვენოთ ტესტი 3 სხვადასხვა თაობის პროცესორის გამოყენებით ,აღნშნული პროცესორებია შემდეგი : გამომდინარე აქედან ჩვენს ბოლო ტესტში წარმოდგენილია კიდევ 3 სატესტო სისტემა : ტესტი ჩატარებულია 5 სხვადასხვა ეკრანის რეზოლუციაზე : Batman: Arkham City Battlefield 3 DiRT 3 Crysis 2 3DMark 11 აღნიშნული პროცესორების შედეგიანობა ყველა რეზოლუციაზე HD 7970 თან ერთად . როგორც ვხედავთ Sandy Brodge არქიტექტურით აგებული I5-2500K სჯობს დანარჩენ 2 პროცესორს ,მას მოსდევს Nehalem არქიტექტურაზე ააგებულია I7-920 და ბოლო ადგილზეა AMD ს 8 ბირთვიანი FX-8150 ,რომელიც აგებულია Bulldozer არქიტექტურაზე. საბოლოო შეჯამებამდე მინდა წარმოგიდგინოთ HD 7970 ის შედარება სხვა ვიდეო ბარათებთან: საბოლოო შეჯამება : მაშ ასე ამით 3 ეტაპიანი ტესტი კომპანია AMD ს უახლეს 28 ნმ.ტექნოლოგიით აგებულ ვიდეო ბარათ Radeon HD 7970 ზე დასრულებულია ,ჩვენ ვიხილეთ მსოფლიოში ამ ეტაპზე უძლიერესი ერთბირთვიანი ვიდეო ბარათი 3GB მეხსიერებით და უამარავი ახალი შესაძლებლობებით ,როგორიცაა : PCI-Express 3.0 და DirectX 11.1 ,ასევე მის ახალ არქიტექტურას რომლის კოდუსი სახელია Tahiti გააჩნია ბევრი გაუმჯობესებული დეტალი ,რაც საბოლოო განაპიროებებს ამ ვიდეო ბარათის ეფექტურობას ,მას ასევე აქვს Overclocking ის კარგი პოტენციალი და არც ისე მაღალი ენერგო მოხმარება და ბოლოს რაც მთავარია ამ შესანიშნავი ვიდეო ბარათის ფასი არაა კატასტროფულად დიდი ,იგი მხოლოდ 50 დოლარით ძვირია GTX 580 ზე თუმცა მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ეს რეალურიცაა.ჩვენ ასევე ვიხილეთ ტესტი სადაც აღებული იყო 3 სხვადასხვა არქიტექტურაზე აგებული პროცესორი ამ ვიდეო ბარათთან ერთად და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში ,რომ Sandy Bridge არქიტექტურაზე აგებული პროცესორი მართლად იდელაურია როგოც თამაშებისთვის ასევე სხვა სახის ოპერაციებისთვის,ჩვენს მთავარ ტესტში სადაც გამოყენებული იყო Intel ის უახლესი Sandy Brdige E არქიტექტურაზე აგებული Core i7-3960X Extreme Edition დამტკიცდა რომ HD 7970 ამ ეტაპზე მართლაც უძლიერესია ერთბირთვიან ვიდეო ბარათებში . მისი ფასია : 550 ამერიკული დოლარი მაშ ასე მიმოხილვა დასრულებულია ,კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას 2012 წლის მოსვლას ,ეს გახლდათ ჩემი პირველი მიმოხილვა 2012 წელში . Copyright © FC BARCELONA - OverClockers.Ge !
    3 points
  5. მომივიდა იდეა,რომ ეს ჩვენს ფორუმს აკლდა,ასე რომ გადავწყვიტე შემექმნა ეს თემა და როგორც თქვეს თუ აქტოვობა დიდი იქნება ცალკე განყოფლებაც გვექნება.შევუდგეთ საქმეს. მოდით დავიწყოთ კითხვებით: რაში გვჭირდება? ქალაქში თუ განსაკუთრებით სოფელში ,ყველგან შეგვიძლია მისი წაღება და გამოყენება დიდი წარმატებით,დაიჭერს ყველგან!(რა თქმა უნდა თუ წინ წინაღOბა არ ექნება შენობების სახით) ხარისხიანია. იაფია მისი მეშვეობით შეგვიძლია "დავიჭიროთ" მსოფლიოს ყველაზე პოპულარული არხები კაპიკების ფასად (უფრო დეტალურად მოგვიანებით) და არსებობს ასევე უამრავი არხი,ც სრულიად უფასოდ მიმდინარეობს. რისგან შედგება კომპლექტი? 1)სატელიტური თეფში გამოიყენება სატელიტური თანამგზავრის სიგნალის ასარეკლად 2)"გალოვკა"-თავაკი-LBNF (კონკრეტული PAUXIS-ს ფირმისაა და ღირს 10 ლარი ) ის გამოგვადგება უმეტესი სატელიტური თანამგზავრებისათვის,მაგრამ მაგალითად NTV+ პაკეტისათვის საჭირო არის მსგვასი,ოღონდ წრფივი პოლარიზაციის თავაკი გამოიყენება სიგნალის უშუალოდ მიღებისათვის და receiver-ისთვის მისაწოდებლად. 3)მიმღები-receiver (კონკრეტული dreambox DM500 ,ეს ცნობილი და კარგი მოდელია თუმცა არსებობენ უფრო იაფფასიანი მიმღებებიც (კლონები) რომელთა ფასი დაახლოებით 60 ლარია და უმეთესობა ქართული ბაზრისა გლობოს კლონია თუ არ ვცდები) გამოიყენება მიღებული სიგნალის დეკოდირებისათვის,გამოსახულებისსა და ხმის მოსაცემად შერჩეული მეთოდით(ეს იქნება AV "წულპანები" თუ HDMI) 4)diseq (optional-საჭიროებისამებრ) გამოიყენება რამდენიმე თავაკის შემთხვევაში მათ გასაერთიანებლად.მიმღების კონფიგურაციისას აუცილებლად მითითებული უნდა იყოს თუ დისეკის რომელ შესასვლელზე რომელი თანამგზავრი "ჯდება". როგორ გავასწორო თეფში?საით მივატრიალო? ამ საქმეში დაგეხმარებათ ეს საიტი : http://www.dishpointer.com/ სად ვნახო რომელ თანამგზავრზე რა არხია? მსგავსი ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო ვარიანტებია: 1)http://www.lyngsat.com/ 2)www.flysat.com/ აქ შეგიძლიათ ნახოთ სატელიტური თანამგზავრების ჩამონათვალი,არხები,პაკეტები და ა.შ. მთავარი,რის გამოც სატელიტური ტელევიზია უნდა გვქონდეს სახლში და ქალაქში ეს არის ქარდშეარინგი.ყველას გვინდა კარგი გადაცემების და არხები ყურება,ბევრი თქვენგანი საკმაოდ დიდ თანხასაც იხდის ალბათ ამისთვის(15 ლარი საკმაოდ დიდია ამ საქმეში!35ზე და მეტზე რომ არაფერი ვთქვათ)ბევრს "საკაბელო" ც ექნება. კარდშეარინგის მეშვეობით კი თქვენს ნაცვლად 67სა,ნაცვლად 99ისა მიიღებთ ასობით არხს და ისიც არა 15ად,არა 35,არა 35,არამედ მაქსიმუმ 4$ად (მე შევიძინე 4$იანი ნტვ+ პაკეთი რომელშიც 317 არხი შედის) ასე მუშაობს კარდ შარინგი დრიმბოქსის ethernet პორტიან რესივერებზე. რატომ ასე იაფი და როგორ მუშაობს? სინამდვილეში ასეთი სიკარგის და ყველგან მიღწევადობის გამო მთლად იაფი არ ღირს ეს ქარდები (მგონი ერთი 900 რუბლიც ღირდა)და სწორედ აქ დგება ქარდ შეარინგის იეა თავის როლში.არის ერთი ადამიანი,რომელიც ყიდულობს ერთ ბარათს და სპეციალური ქარდ რიდერით ან დრიმის რისივერით ქმნის სერვერს,ჩვენს ვირჩევთ მის მიერ შექმნილ პაკეტს და ვყიდულობთ კაპიკებად,რის შედგეაც ვიღებ პარამეტრებს კონფიგურაციისათვის.ჩვენ ჩვეულებრივად მოვმართავთ ანტენას სასურველ თანამგზავრზე.ვუკავშირებთ რისივერს კომპუტერს (თუ არაერთხელ ნახსენები ინტერნეტ პორტით აღჭურვილი ფუფუნება არ გვაქვს).ვირჩევთ სასურველ არხს და ვუყურებთ ჩვეულებრივად, კომპიუტერი მინიმალური სისტემური დანახარჯებით (რადენიმე კბ) გადაცემს რისივერს გასაღებებს და ვოლია ძვირად ღირებული მაღალ ხარისხიანი არხები კაპიკებად! პირადად ჯერ არ გამიტესტია,მარა ვისაც უნახავ აქებს ამას http://billing.zargacum.net/ ასევე კარგი ვარიანტი card sharing RU ყურადღება!ჩვენ/მე არ მოგიწოდებთ იქონიოთ ან არ იქონიოთ კარდშარინგი,უბრალოდ გაწვდით ინფორმაციას ამ "ტერმინის" არსებობის შესახებ... ////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////// updated+added transpodner info მეტი თეორია განვმარტოთ რამდენიმე მთავარი ცნება,რომელიც დაგვეხმარება გავიგოთ,რა არის სატელიტური ტელევიზია,როგორ ამოვირჩიოთ და ა.შ. სატელიტური თანამგზავრი - კოსმიური აპარატი,რომელიც იმყოფება დედამიწის გეოსტაცინარულ ორბიტაზე და აგზავნის სატელევიზიო სიგნალს დედამიწის გარკვეულ ტერიტორიაზე "ტრანსპორდერის" მეშვეობით.ისინი იმყოფებიან ერთსა და იმავე განედზე,მაგრამ სხვადასხვა გრძედზე.სახელწოდებას სთან ერთად მათ აბრივიატურაში გვხვდება მათი განედიც.მაგალითად EUTELSAT 36E,ეს ნიშნავს,რომ თანამგზავრის სახელია eutelsat,მაგრამ ის იმყოფება 36 გრადუსზე აღმოსავლეთის განედზე. იმის გათვალისწინებით,რომ რომ თანამგზავრები იმყოფებიან მუდამ ერთ ადგილად ორბიტაზე,მათ შესაბამისად აქვთ დედამიწაზე დაფარვის გარკვეული ზონაც. "ტრანსპონდერი"-- ეს არის მიღებ,გადამცემი,რომელიც აყენია სატელიტურ თანამგზავრზე.მისი მახასითებლებია სხივის მიმართულება და სამუშაო სიხშირე.მაუწყებლობა ხორციელდება ორი ძირითადი სტანდარტით - C და Ku.C(4გიგაჰერცი)-ს გამოყენებით უმეტესად მაუყობლობენ ამერიკული და რუსული თანამაგზავრები,ხოლო Ku(10.700-12.750 გიგაჰერცი) ევროპული თანამგზავრები.ამასთან სიგნალის გადაცემა ხდება ორი ტიპით : წრფიული და წრიული პოლარიზაციით,რომლებიც თავის მხრივ,კიდევ იყოფიან ვერტიკალურ(V) და ჰორიზონტალურ(H),ხოლო წრიულის შემთხვევაში მარცხენა (L) და მარჯვენა ®.მაგალითად,როცა ამბობენ "ტრანსპონდერის სიგნალი 11766H" გულისხმობენ,რომ ის მაუწყობლეობს 11766 სიხშირეზე ჰორიზონტალური პოლარიზაციით,მსგავსი შემთხვევაა 11766L-ზე და ა.შ. ტრანსპორნდერები თანამგზავზე რამდენიმე ათეულიც შეიძლება იყოს... მუშაობის მაგალითი ჰორიზონტალური პოლარიზაცია: ვერტიკალური: მარჯვენა პოლარიზაცია: მარცხენა პოლარიზაცია: სატელიტური თეფში - მთავარი ელემენტი აბონენტის სატელიტური სისტემისა სიგნალის მისაღებად.ის მარტივად რომ ვთქვათ ირეკლავს თანამგზავრიდან მიღებულ სუსტ სიგნალს ზედაპირით და მის ერთ წერტილში ფოკუსირებას ახდენს,სადაც კონვერტორი("გალოვკა","თავაკი") ყენდება.თეფშების ყველაზე გავრცლებული სახეებია ცენტრფოკუსური და ოფსეტური.მათ შორის განსხვავებაა ის ,რომ პირველნი წარმოადგენენ პარაბოლურ სარკეს,ფოკუსით გეომეტრიულ ცენტრში,ხოლო ოფსეტურებს ფოკუსი გეომეტრიულ ცენტრზე ცოტა ქვემოთ აქვთ,სურათზე მოცემულია მათი შედარება ა)ცენტრ პირდაპირ ფოკუსიანი(ცენტრფოკუსიანი როგორც გაგიხარდებათ) ბ)ოფსეტური. Uploaded with ImageShack.us შესაბამისად,ცენტრფოკუსიან თეფშზე კონვერტორი აყენია ცენტრში,ხოლო ოფსეტურებზე - უფრო ქვემოთ.მომხმარებლების უმეტესობას ოფსეტური აქვს,რადგან მათი დაყენება-გამართვა გაცილებით მარტივია და ფასითაც უფრო იაფი ღირს.ანტენები მზადდება სხვადასხვა მეტალისგან,სხვადასხვა დიამეტრის.მატერიალი ,როგორც წესი ალუმინი ან ფოლადია.არსებობენ უძრავი (მტკიცედ დამაგრებული) და მოძრავი (მოტორიზებული) ანტენები.ამძრავი ატრიალებს ანტენას,რაც იძლევა ბევრი თანამგზავრის დაჭერის საშუალებას,თუმცა უკანასკნელის დაყენება-გამართვა არც თუ ისე ადვილია დამწყებისათვის.თეფშის დიამეტრი ირჩევა ინდივიდუალურად,იმის და მიხედვით,თუ რა სიმძლავრის სიგნალი არის საჭირო სიგანლის წარმატებით მისაღებად დაახლოებით 60% სიგნალის სიძლიერე უკვე ნორმალურია).ანტენა გარკვეული "დანაზოგით" (უფრო გრძელი დიამეტრი) უნდა შევიძინოთ,რადგან ნალექიანი ამინდი (ძლიერი წვიმა,ღრუბლიანობა,თოვლი)სერიოზულ ხარვეზებს უქმნის ხარვეზებს უქმნის სატელიტურ სიგნალს.ეს განსაკუთრებით Ku დიაპაზონის სიგნალს ეხება.მაგრამ არ არის საჭირო გადამეტება,როდესაც 90 სანტიმეტრიანი თეფში სავსებით საკმარისია და არ არის აუცილებელი 1.5მეტრიანის ყიდვა,ის უფრო ძვირიცაა და მეტ ადგილს იკავებს და ქარის მსხვერპლიც უფრო ადვილად ხდება. კონვერტორი(იგივე გალოვკა,თავაკი)-მოწყობილობა,რომელიც განკუთვნილია სატელიტური თეფშის მიერ არეკლილი სიგნალის მისაღებად და დამონტაჟებულია სპეციალურ დამჭერზე თეფშის "ფოკუსში".კონვერტორის მთავარი დანიშნულება არის გარდაქმნას მიღებული სიგნალის ისე,რომ მისი სიმძლავრის დანაკარგი კაბელში რაც შეიძლება ნაკლები იყოს.იმის გათვალისწინებით,რომ თანამგზავრიდან გამოგზავნილი სიგნალი საკმაოდ სუსტია,კონვერტორის მეორე მთავარი მიზანი-დანიშნულება არის გაძლიერება სიგნალისა რისივერის "მისაღებ" დონემდე.ნებისმიერ კონვერტორს სიგნალში შეაქვს გარკვეული წილი "ხმაური"-სა,მაგრამ ეს კონვერტორები არიან "დაბალ ხმაურიანები"-LNB(low noise block).კონვერტორები გამოიყენებიან წრფივისა და წრიული პოლარიზაციის სიგნალებთან,მათ ვარჩევთ იმის მიხედვით,რომელი პოლარიზაციის ტრანსპონდერით მაუწყებლობს თანამგზავრი.(მაგალითად,ჩვენთვის ასე საყვარელი და სასურველი ნტვ+ პაკეტი მდებარეობს eutelsat 36E-ზე,რომელიც წრიული პოლარიზაციით მაუწყებლობს და აქ არანაირი წრიული პოლარიზაცის გალოვკა არ გიშველით გინდაც უნივერსალური ეწეროს,არის მეთოდები, ცხელ წყალში ჩადების და შემდეგ თავში პატარა თხელი ამრეკლი ნივთის ჩAდების,მარა საწვალებელია,და უმეტეს შემთხვევაში ამლე გაფუჭდება,ასე რომ რეკომდენირებულია შესაბამისის გალოვკა,კონვერტორი).თუ კონვერტორი უნივერსალურია,მაშინ ის გადაერთვება რისივერის მიერ მიწოდებულ 13-18 ვოლტზე(13-ვერტიკალურ პოლარიზაციაზე,18-ჰორიზონტალურზე.კიდევ ერთი ნიუანსი:კონვერტორები არის 1 გამოსასვლელით,2,3 და ა.შ. იმის მიხედვით,თუ რამდენ დამოუკიდებელ ადგილას გვინდა სხვადასხვა გადაცემის ყურება,კონვერტორების გამოსასვლელები დამოუკიდებელია. მულტიფიდი - დამჭერი დამატებითი კონვერტორისთვის.იმის გამო,რომ თანამგზავრები განთავსებულნი არიან გეოსტაციონარულ ორბიტაზე,ერთმანეთთან შედარებით ახლოს მდებარეობენ და ამიტომ შესაძლებელია მულტიფიდის მეშვეობით,ერთი თეფშით და მულტიფიდით(რამდენიმე კონვერტორი) რამდენიმე ახლოს მდებარე თანამგზავრის ერთდროულად დაჭერა.ყველაზე კლასიკური ,ნაცნობი მაგალითი არის 3 თანამგზავრის (Hotbird 13E, Astra 4A 4.8E, Amos 4W) მულტიფიდი.ამ შემთხვევაში მთავარ დამჭერზე,ფოკუსზე ყენდება კონვერტერი astraსთვის,პირვბველ მულიფიდზე ყენდება Hotbird 13E,მეორეზე- Amos 4W. in progress რაზეც შემეძლება გაგცემთ პასუხს და დადეხმარებით აბა +ები და პოპულარობა ტოპიკს ახალი განყოფილების შესაქმნელად ამისთვის ©ბუბა მამფორია იგივე თქვენი მონა მორჩილი L1nux :)
    2 points
  6. როგორ არ ვარგა კაცო, თუ ტემპერატურა ნორმალურია დატვირთვის დროს და სტაბილურია ტესტების დროს დატოვე, არაფერი არ მოუვა. prime95 გაატარე 1 საათი, ან ლინX 30წუთი, ოცც არ გინდა, მაგარი ლეღვი სტაბილტესტია.
    2 points
  7. უკვე დიდი ხანია რაც ქართული ტექნოლოგიური საიტების აქტიური მომხმარებელი გავხდი, მაგრამ ჯერჯერობით ვერსად ვნახე სტატია სადაც დეტალურად იყოს ახსნილი თუ როგორ შევქმნათ რობოტი საკუთარი ხელებით, რობოტი რომელსაც ექნება შასი, კამერა და მართვა bluetooth-ჯოისტიკის საშუალებით. შეიძლება ითქვას, რომ რატომ უნდა ავაწყო რობოტი მაშინ, როცა შევუკვეთავ და ჩამომივა? პირველ რიგში, ეს მაინცდამაინც საინტერესო არ არის, თავად პროცესი, რობოტის შექმნა საკუთარი ხელებით უდიდეს სიამოვნებას მიანიჭებს ნებისმიერს. მორე, შეუკვეთო რობოტი, რომელიც თქვენს მოთხოვნებს სრულიად დააკმაყოფილებს ძალიან რთული თუ საერთოდ შესაძლებელია და მესამე სახლის პირობებში შექმნილი რობოტი შედარებით იაფია, ვიდრე ნაყიდი. მოკლედ თუ თქვენც ერთხელ მაინც გიფიქრიათ მსგავსი რამ და ჭანჭიკები და კლუჩები თქვენი ახლო მეგობარია, მაშინ მოიმარჯვეთ სანიშნეები, &#036;#^#(|დები რაც შეიძლება მარტივ და გლეხურ ენაზე ავხსნა ყოველი დეტალი. მაშ ასე, მთლიანი პროცესი დავყოთ სამ ნაწილად: 1. რობოტის ნაწილები 2. საბორტო მიკროკონტროლერის პროგრამირება 3. პერსონალური კომპიუტერიდან მართვის პროგრამირება როგორც ვიცით, რობოტს არ შეუძლია გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება, ანუ ჩვენ უნდა გადავცეთ ვიდეოსიგნალი იმისთვის, რომ მან შეძლოს ნებისმიერი მოძრაობის განხორციელება. საქმის ამ ეტაპამდე მიყვანა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, უბრალოდ საჭიროა დავამატოთ სენსორი და დავწეროთ ლოგიკა საბორტო კომპიუტერისათვის. პლატფორმა გათვლილია ამაზე. ჩვენ დაგვჭირდება: რობოტის შასისთვის 1. ორძრავიანი კოლოფი რედუქტორით — Tamiya Twin Motor Gearbox (TAM70097) 2. ხრახნები და კოჭები — Tamiya Track and Wheel Set (TAM70100) 3. პლატფორმა და სამაგრი — Tamiya Universal Plate Set (2) (TAM70157) საბორტო ელექტრონიკა Arduino Duemillanove/ Freeduino 2009 — ჩვენი რობოტის ტვინი რადგან ამაზონზე ვერ ვნახე Atmega168-ის ბაზაზე შექმნილი ჩვენი რობოტის ტვინი, გალინკული მაქ Atmega328P-ზე, თუმცა თუ თქვენ არ აპირებთ ძალიან სრულყოფილი ლოგიკის დაწერას, ან Arduino-ის გამოყენებას სხვა ექსპერიმენტებისთვის, სადაც 16 კბ ფლეშ მეხსიერება შეიძლება არ გეყოთ, მაშინ Atmega168-იც გეყოფათ (თან უფრო იაფია). 2. ძალური მოდული Motor Shield V2 ან V3 (900 р), ძრავის სამართავად. მე V3-ს გირჩევთ, ის ბევრად მოქნილია. 3. Sensor shield V4 — სენსორების ამამუშავებელი მოხერხებული მოდული. 4. SmartBluetooth საჭიროა პერსონალური კომპიუტერთან ან ნოუთბუქთან დასაკავშირებლად. 5. Bluetooth dongle — თუ დავაპირებთ პერსონალურიდან მართვას და მასში არ არის Bluetooth-ინტერფეისი, მაშინ აუცილებლად უნდა ვიყიდოთ. 6. ასევე აუცილებელი აპარატის კვება. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი АА ბატარეა, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება «RPMS & AA» ან კრონის ტიპის 9v ბატარეა. თუმცა მე მაინც გირჩევთ ბევრად მოხერხებულ LiPoly აკუმულატორებს: აწყობის პროცესი მოკლედ ვიღებთ Tamiya 70100-ს და М3х10 ჭანჭიკების გამოყენებით მოხერხებულად ვამაგრებთ Tamiya universal plate set-ის პლატფორმაზე. შემდეგ ვიწყებთ Tamiya Twin Motor Gearbox-ის (TAM70097) აწყობას. ჩვენ გვაქ "კარობკის" აწყობის ორნაირი გადაცემათა ფარდობები. 58:1 ძალიან სწრაფად დარბის, თუმცა დაბალ სიჩქარეზე ძლივს მიეთრევა, ხოლო როგორც კი დავტვირთავთ პლატფორმას შეიძლება საერთოდ მოკვდეს. ამიტომ მე გირჩევთ 201:1–ს, ასე ჩვენი «ტანკი» ვერ ირბენს თუმცა ივლის შეუფერხებლად, თუმცა მექანიზმის ხმაური ოდნავ მაღალი იქნება. შემდეგ, ექვს შასს ვსვამთ ექვს ღერძზე. ამის შემდეგ გადამყვანებით ვაერთებთ ძრავს კვების წყაროსთან. შემდგომ ვამაგრებთ მეორე პლატფორმას ელექტრონიკის დასამაგრებლად. პრინციპში შეიძლება ერთსართულიანიც გავაკეთოთ, თუმცა მანდ თავისუფალი ადგილი ძალიან ცოტა რჩება, აქედან გამომდინარე მოერე პლატფორმა ბევრად მოხერხებულია. მეორე სართულზე М3х10 ჭანჭიკების გამოყენებით ვამაგრებთ Arduino/Freeduino–ს. მანდვე ვამაგრებთ MotorShield. პლატფორმის ხვრელების გავლით, ძრავიდან გამოგვყავს მავთულები და ვამაგრებთ М3 და М4 პორტებზე — გვერდითა კბილანები, შუა გამოუყენებელი რჩება (ის მოსიარულე ძრავებისთვის არის განკუთვნილი). ძრავის ჩართვის პოლარულობას ჯერჯერობით დიდი მნიშვნელობა არ გააჩნია, ასე რომ არევის არ შეგეშინდეთ. ბოლოს, Bluetooth მოდული მიამაგრეთ გვერდითა პანელზე და საბოლოო ჯამში უნდა გამოგივიდეთ აი ასეთი ბუტერბროდი: Arduino USB პორტით დაამაგრეთ პლატფორმის კიდეზე, იმისთვის, რომ მერე მოხერხებულად შეაერთოთ კაბელი და დააპროგრამოთ რობოტიდან მოუხსნელად. ვიდეოსისტემა: იმისათვის, რომ გავისეირნოთ ჩვენი რობოტით აუცილებლად დაგვჭირდება ვიდეოკამერა, რადიოგადამცემი (ტრანსმიტერი) და მიმღები (რესივერი) ვარიანტი საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა ყოველ შემთხვევაში მე გირჩევთ 1.2 გ.ჰ.ც-ზე მომუშავე მოწყობილობას და არა 2.4 გ.ჰ.ც, რადგან თავიდან ავიცილოთ bluetooth მოდულის ხარვეზები და WiFi, რომელიც უკანასკნელ სიხშირეზე მუშაობს. აი მაგალითად ასეთი კომპლექტი: ყველა ასეთ CMOS კამერების გამოსახულებას მაინცდა მაინც გადასარევი გამოსახულება არააქ, აქედან გამომდინარე შეგიძლიათ შეუკვეთოთ აი ასეთი: გარდა ამისა უნდა გვქონდეს სამაგრები: როგორც სურათზე წარწერა გვეუბნება სერვო კომპლექტში არ შედის, აქედან გამომდინარე მისი ცალკე შეძენა მოგვიწევს. დაგვჭირდება ორი ცალი, თუმცა უმჯობესია შევიძინოთ მესამეც თუ რომელიმე გაფუჭდა. ცენტრალური აკუმულატორი რადგან 9 ვოლტიანია, ჩვენი კამერა კი 11.1–ს მოითხოვს, დაგვჭირდება დამატებითი ელემენტი შეგვიძლია რესივერი პირდაპირ ტელევიზორს მივაერთოთ, თუმცა ვმართოთ კომპიუტერიდან, მაგრამ ტელევიზორიდან ყურება მაინცდამაინც მოხერხებული არ არის, ამიტომ დაგვჭირდება ვიდეოგამოსახულების ციფრირების მოწყობილობა. ჩვენდა სასიხარულოდ ის ძალიან კომპაქტურია, იკვებება USB პორტიდან, ყველა კაბელი და სოფტი კომპლექტში შედის: ... და ბოლოს, როგორც ყველა ელექტრო მოწყობილობას აქაც დაგვჭირდება გამომრთველი მოკლედ ნელნელა დასასრულს უახლოვდება ჩვენი სტატია. მე &#036;#^#(|ადე რაც შეიძლება დაწვრილებით აღმეწერა ჩვენი რობოტის აწყობის სქემა. შეიძლება რაღაც დეტალი გამომრჩა, მაგრამ იმედია კომენტარების სახით შეავსებთ დანაკლისს. გარდა ამისა გამოვიყენე სხვადასხვა ინტერნეტ მაღაზია, თუმცა შეიძლება ეს ნაწილები ერთ რომელიმეშიც ყოფილიყო, თუმცა ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუ სად შეიძენთ და რა ფასად, რადგან ყველგან სხვადასხვანაირი ფასებია. სასიამოვნო აწყობის პროცესს გისურვებთ! ;)
    2 points
  8. გილოცავთ ყველას ახალ წელს!
    2 points
  9. ტაივანურმა მწარმოებელმა Biostar-მა ამ კვირაში მომხმარებლებს გააცნო LGA2011 დედა დაფა TPower X79, რომელიც გამიზნულია ენთუზიასტებისთვის, ოვერქლოქერებისთვის. და გეიმერებისათვის. Biostar-ის ახალი დედა დაფა არის ATX ფორმ-ფაქტორის, იგი მხარს უჭერს Intel-ის Sandy Bridge E პროცესორებს, და გააჩნია 9-ფაზიანი ძაბვის დიზაინი, 8 ფენა, 2 oz სპილენძის PCB, ოთხი DDR3-2400 მეხსიერების სლოტი, და სამი PCI-Express x16 3.0 სლოტი რომელიც საშუალებას იძლევა Quad CrossFireX და 3-way SLI კონფიგურაციას. TPower X79-ს ასევე გააჩნია 8-პინიანი EPS კონექტორები, ერთი PCI სლოტი და ორი PCIe x1 სლოტები, სამი SATA 3.0 გბ/წმ და ოთხი SATA 6.0 გბ/წმ პორტები, ერთი eSATA კონექტორი, Gigabit Ethernet, ექვსი USB 3.0 ინტერფეისის მქონე პორტები, 7.1-არხიანი აუდიო, debug LED, UEFI BIOS, და on-board Power, Reset, და Clear CMOS ღილაკკები. Biostar-ის ახალი დედა დაფა მაღაზიებში ალბათ შემდეგ თვეში გამოჩნდება.
    1 point
  10. იყიდება კომპიუტერი. კარგ მდგომარეობაში არაფერი არ ჭირს. გამართულად მუშაობს. დედადაფა: Asus p5gc-mx/1333 ვიდეო დაფა: Club 3d HD 4850 512MB ოპერატიული მეხსიერება: Kingston 2gb 800mhz HDD: samsung 160gb 7200rpm პროცესორი: Intel core 2 duo e7400 კეისი და კვება: Codegen მონიტორი: Samsung 2032bw (1680x1050 გაფართოებით, 20 დიუმიანი) 2 მილიწამით. ძალიან კარგი მონიტორია პს: ასევე მოყვება კლავიატურა, მაუსი, ვიდეო თვალი, დინამიკები, მიკროფონი... ყველაფერი Genius-ის ფირმის. ფასი: 800 ლარი
    1 point
  11. გადავწყვიტე სრულიად გავყიდო ჩემი საბენჩაო სისტემა რომელიც უკვე კარგა ხანია დაშლილია და თავთავის ყუთებში ალაგია. მოგახსენებთ შემადგენლობას და მთლიანის ფასს. ასევე ფასს შესაძლებელ დაყოფას კომბო ელემეტებად. სისტემის ყველა კომპონენტი გამოიყენებოდა მხოლოდ საბენჩაოდ, ანუ 24/7-არასოდეს გამოყენებულა. ჩათვალეთ რომ 2 თვის სისტემას ყიდულობთ ყველა კომპონეტი არის თავ-თავის ორიგინალ ყუთში სრული კომპლექტაციით. მაშ ასე, დავიწყოთ პროცესორი: Core i7 920 D0 გამოუყენებელი ბოქს ქულერით, ქარხნული თერმოპასტაც ზედვე აქვს დედაპლატა: EVGA X58 SLI Micro. ფაქტიურად ახალი ოპერატიული მეხსიერება: Super Talent DDR3-2200 2GB CL8 - 3 ცალი ვიდეოკარტა: MSI GeForce GTX 460 HAWK Talon Attack - 2 ცალი კვების ბლოკი: NZXT HALE90 80 Plus Gold 750 http://www.amazon.com/HALE90-Power-Supply-Modular-HALE90-750-M/dp/B003YFIUEG/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1325596144&sr=8-1 პროცესორის ქულერი ThermoLab Baram 2010 http://thermolab.co.kr/product_eng/8514 კეისი Lian-Li Case PC-7FNB: http://www.amazon.com/Lian-Li-PC-7FNB-Tower-microATX-Retail/dp/B002T3DRWE/ref=sr_1_cc_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1325596206&sr=1-1-catcorr http://www.xoxide.com/lili-7fnb.html სულ ახალია, კიევიდან ჩამოვიტანე და ჯერ არ ამიწყვია სისტემა ყველაფრის ფასი ერთად: 1250$ სისტემა აბსოლიტურად სტაბილურია 24/7-ზე სამუშაოდ: cpu : 4Ghz, BCLK : 200, HT : enable, Turbo : Oფფ, memory : 1000Mhz 7-7-7-21 vcore : 1.3v cpu vtt: 1.31v DRAM voltage: 1.65v Video card core : 900Mhz, Memory : 1000Mhz
    1 point
  12. შვიდი თვის უკან კომპანია Thermaltake-მა Computex გამოფენაზე წარადგინა თავისი პროცესორის ქულერი Frio Extreme რომლის დებიუტიც ამ თვეში შედგება. Frio Extreme-ის მაქსიმალური გაგრილების სიმძლავრე 250 ვატია და იგი მხარს უჭერს შემდეგ სოკეტებს Intel LGA 775, 1155, 1156, 1366, 2011 და AMD Socket AM2(+), AM3(+) და FM1. Thermaltake-ის ქულერის ზომებია 148.2 (L) x 151 (W) x 160 (H) მმ და გააჩნია dual-tower დიზაინი, 0.4 მმ-იანი ალუმინის ფარფლები, სპილენძის ბაზა ექვსი 6 მმ-იანი U-ფორმის სპილენძის სითბური მილაკები, და ორი 140 მმ-იანი PWM ფუნქციის მქონე ფენები რომლებიც მუშაობენ 1200-დან 1800 ბრ/წთ-მდე და მათი მაქსიმალური ხმაურის დონე შეადგენს 39 დეციბელს. Frio Extreme-ის შეფუთვაში შედის თერმო პასტა და VR და PWM ფუნქციის მქონე ფენ-კონტროლერი ხოლო ქულერის ფასი კი უცნობია.
    1 point
  13. გილოცავ ბერო მრავალს დაესწარი!
    1 point
  14. გილოცავ, ლევან :miyvarxar:
    1 point
  15. ლომსა რა ხამია დიიიიჰიიი პოსტავობანა დიიიიიიიიიჰიიი :lollol: :lollol:
    1 point
  16. ატლანტის ბოტანიკური ბაღს საკმაოდ მოუხდა ორიგინალური სადღესასწაულო გაფორმება. კომპანია Lighting Science Group-მა და CD + M Lightning and Design Group-მა ერთიანი ძალისხმევით შექმნეს შთამბეჭდავი განათების სისტემა, რომელსაც “Garden Lights, Holiday Nights” უწოდეს. ბოტანიკური ბაღის დიდ გაზონზე განათავსეს ფუტურისტული კონსტრუქციების მთელი რიგი, რომლებსაც ბუჩქებისა და ხეების ფორმა აქვს. მილიონობით მანათობელს მართავს კომპიუტერი, რომელიც ცვლის განათებას მუსიკალური გა- ფორმების მიხედვით. უბრალოდ წარმოიდგინეთ ეს სანახაობა, მანათობლებს შეუძლიათ შექმნან 16.7 მლნ. ფერი! ასევე აღსანიშნავია, რომ კარკასებისგან შექმნილი ხეები და საახალწლო ნაძვისხეები ეკოლოგიურად სუფთა არიან და ექვემდებარებიან სრულ გადამუშავებას. ატლანტის ბოტანიკური ბაღის ამ სიახლემ დაამყარა, ეკოლოგიურობისა და ენერგოეფექტურობის, ახალი ტენდეცია. წყარო: 3DNews.ru
    1 point
  17. გილოცავ ბერო ') მრავალს დაესწარი :thumbsup:
    1 point
  18. გილოცავ მრავალს დაესწარი, სულ ჯანმრთელი და ბენდიერი ყოფილიყავი.
    1 point
  19. ყჩაღ ლევან :thumbsup: :thumbsup: კარგია, ფასები კიდევ დაიწევს.
    1 point
  20. ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ ! მესიამოვნა PINNED!
    1 point
  21. გილოცავ, ყველაფერს კარგს გისურვებ
    1 point
  22. 1 point
  23. სინგლში მე ეს მირჩევნია მულტიში ფიფა ბევრად ჯობია
    1 point
  24. გილოცავ კარგო ადამიანო :cekva: :cekva: :cekva: :cekva: :cekva: :cekva: :cekva: :cekva:
    1 point
  25. გილოცააავ :cekva: :cekva:
    1 point
  26. გილოცავ ბერო, მრავალს დაესწარი :cekva:
    1 point
  27. Radeon HD 7970 Overclocked to 1.70 GHz Core, 8.00 GHz mem http://guru3d.com/news/radeon-hd-7970-overclocked-to-170-ghz-core-800-ghz-mem/ EKWB Radeon HD 7970 Water Block http://guru3d.com/news/ekwb-radeon-hd-7970-water-block-/ Custom Gigabyte 7970 spotted http://guru3d.com/news/custom-gigabyte-7970-spotted/ Sapphire 7970 Atomic 1335mhz + possible 2304SP 7980? http://guru3d.com/news/sapphire-7970-atomic-1335mhz--possible-2304sp-7980/ ისე გაყიდვაში მაღაზიებში თებერვლაში გამოდისო ხო მგონი თუ იანვრის ბოლოს უკვე, იგივე ნიუეგზე მაგალითად, აქ მემგონი ჩიპების დეფიციტი არაა 28 ნანომეტრზე და მემგონი კეპლერიც არ დაიგვიანებს ნამეტარი მაგის გამო
    1 point
  28. გილოცავ ბერო მრავალს დაესწარი
    1 point
  29. GF ATX-F12B-USB/Audio (glossy black) + ATX 420W (12cm/silent) CE PFC PSU SAMSUNG SH-222AB/BEBE DVD-RW/ 22x DVD+R/ Bare type/ SATA Cooler Master Cooler for INTEL LGA 1155/56 socket, TDP 73-84 W, with screws ASUS P8H61-M LX2/SI, bulk / Intel H61(B3) / 2 x DIMM, Max 8GB, DDR3 1333/1066 Samsung HD322GJ/Z4 3.5'' 320GB/ 7200rpm/ 16MB/ SATA II Intel Core i3 2100/ 2 Core/ 4 Threads/ 3,10 Ghz/ 3MB Cache / 32 nm / DDR3-1066/1333/ Sandy Bridge Crucial Rendition 2GB DDR3 1333 DIMM CL9 240-PIN 256Mx64 PC3-10600 (Bulk) 635 ლ 500 HDD + 30 ლარი 2GB რამი +20 ლ GF ATX-F12B-USB/Audio (glossy black) + ATX 420W (12cm/silent) CE PFC PSU SAMSUNG SH-222AB/BEBE DVD-RW/ 22x DVD+R/ Bare type/ SATA Cooler Master Cooler for INTEL LGA 1155/56 socket, TDP 73-84 W, with screws ASUS P8H61-M LX2/SI, bulk / Intel H61(B3) / 2 x DIMM, Max 8GB, DDR3 1333/1066 Samsung HD322GJ/Z4 3.5'' 320GB/ 7200rpm/ 16MB/ SATA II Intel Celeron Dual Core G530, Threads2 / 2.40GHz/ 2MB/ Sandy Bridge Crucial Rendition 2GB DDR3 1333 DIMM CL9 240-PIN 256Mx64 PC3-10600 (Bulk) ZOTAC GTS450 1GB DDR3, 128 bit, 810 / 1600, HDCP, DVI, DP, HDMI, Lite Pack 700 ლ მოჟნა ასეცე 775 ზე , თუ გვინდა დავიYვლი
    1 point
  30. გილოცავ! უფალი გფარავდეს მუდამ!
    1 point
  31. გილოცავ ბერო, ყველაფერ კარგს გისურვებ, მრავალს დაესწარი
    1 point
  32. გილოცავ ბერო მრავალს დაესწარი :)
    1 point
  33. 1 point
  34. გილოცავ ლევანჩიკ, მრავალ ბედნიერ დაბადების დღეს დაესწარი :)
    1 point
  35. გილოცავ ყველაფერს პირველ რიგში დაბადების დღეს მრავალს დაესწარი :miyvarxar:
    1 point
  36. ლევაააან გილოცავ!!! მრავალს დაესწარი.........ყოველივე საუკეთესოს და ბედნიერ წელს გისურვებ :miyvarxar:
    1 point
  37. ბერო ( ანუ ლევან ) გილოცავ მრავალს დაესწარი ჯანმრთელი ,ბედნიერი და გახარებული :miyvarxar:
    1 point
  38. გილოცავ, მრავალს დაესწარი :)
    1 point
  39. ნაშები არა :chojinfc:
    1 point
  40. აბა ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ, დანარჩენი ამაზონზე იყიდება ))
    1 point
  41. იმიტო რო MSI ასპონსორებს მე პირადად asrock ს ავიღებდი, ვნახავდი როგორია, ცუდი რო არ არის ფაქტია მარა მაინც სულ სხვაა შენით რო ნახავ რისი მაქნისია :thumbsup:
    1 point
  42. გილოცავ დამდეგს პ.ს
    1 point
  43. მოკლედ 700 ლარი გადავწყვიტე და როგორი ფასია? :mellow:
    1 point
  44. იღებ ტელფონს კრეფ მოცემული ნომრებიდან რომელიმეს 898 55 03 52 ან 35 60 71 და ეკითხები გაგიკვირდება და უმარტივესია
    1 point
  45. ოჰ თორე მოდის და გაძლევს რა :lollol:
    1 point
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.