Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 12/03/11 in all areas

  1. ბავშვური არა ისე გენიალური იგრაა, ნეტა ყველა ახალი თამაში რასაც პს-ზე უშვებენ ამ თამაშის დონის გამოსდიოდეთ, ჟანრს არა აქვს დიდი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში მაგრამ ამ ჟანრისთვის მგონი იდეალური თამაში გამოუვიდათ მინიმალური მინუსებით
    2 points
  2. ვთვლი, რომ სამი თვის მანძილზე დაგროვილი ცოდნა უფლებას მაძლევს, შემოგთავაზოთ მორიგი თემა, რომელიც დაამშვენებას "ტექნოლოგიების" სტატიას... თემა ეხება პროფესიონალური ციფრული აპარატების დახასიათებას და წესითა და რიგით მან უნდა "დაგანახოთ", თუ რის მიხედვით შეგიძლიათ შეაფასოთ ესა თუ ის ფოტოკამერა და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი... -------------------------------------------------------------------- უწინ და შემოგთავაზეთ სტატიები, სადაც ზოგადად განვიხილეთ ციფრული ფოტოკამერის მოწყობილობა. ჩავთვალოთ, რომ ეს ორი თემა უკვე გადაიკითხეთ, იცით, რა არის სენსორი, მეგაპიქსელი, "კომპაქტური", "ჰიბრიდული" და "სარკიანი" ციფრული ფოტოაპარატები და რა განსხვავებაა მათ შორის, ასე რომ ზედმეტი საუბრისგან გავთავისუფლდები და გადავალ პირდაპირ საქმეზე... 1. გინდათ თუ არა სარკიანი ციფრული ფოტოკამერა? თვით ეს შეკითხვაც კი ზოგიერთებისთვის მეტისმეტად მარტივი, სხვათათვის კი - საკმაოდ რთულია ხოლმე... და მართლაც, ხართ თუ არა მზად, რომ მოისროლოთ საკუთარი საფულიდან მინიმუმ 500 აშშ დოლარი იმ ნივთში, რომლის, ერთი შეხედვით ანალოგებიც ორ-სამჯერ უფრო იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ? ზოგი იტყვის "კი", ზოგი - "არა" და ამას სრულიად გაუცნობიერებლად, ერთი ხელის მოსმით იზამს. სინამდვილეში კი ყველაფერი დაიყვანება თქვენს საჭიროებამდე. მოდით, ვნახოთ, ვის რა სჭირდება! კომპაქტური, იგივე სამოყვარულო, იგივე "სასაპნე" ციფრული აპარატი სჭირდება მას, ვისაც უნდა მინიმალური დანახარჯით მიიღოს მაქსიმალური შედეგი. ამ "მაქსიმალურ შედეგში" მოიაზრება მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა (MP), ვიდეოგადაღების უნარი, "ზუმის" მისაღები დონე (როგორც წესი 3-4x) და სახის დეტექცია. ყველა ამ მონაცემის მქონე ციფრული ფოტოკამერის შეძენა შეგიძლიათ 150 დოლარიდან "ზევით". ამასთან უნდა გაითვალისწინოთ, რომ მსგავსი მონაცემების მქონე ციფრულებში Nikon-ის მოწყობილობა ყოველთვის უფრო იაფია, ვიდრე Canon-ისა. თუმცა ამ უკანასკნელს ყოველთვის აქვს რაღაც უპირატესობები, ასე რომ სჯობს ჯერ კარგად გადაავლოთ მახასიათებლებს თვალი... რათქმაუნდა არსებობს Sony, რომელიც ცდილობს თქვენს მოხიბლვას Carl Zeiss-ის ლინზებით (კარლ ცაისი მართლაც ერთ-ერთ საუკეთესო ოპტიკას აწარმოებს), Panasonic, რომელიც ცდილობს ჩაგითრიოთ HD Video-თი და Samsung, რომელიც სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რით "გახუჭუჭებთ", მაგრამ ფაქტია, რომ გახუჭუჭებთ! შემდეგ მოდის Olympus, Pentax, HP და სხვა მოდელები... მოკლედ, "სასაპნეებში" არჩევანი დიდია და თუ თქვენი მოთხოვნები მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რაც ცოტა მაღლა მსხვილად გამოვყავი, მაშინ დაანებეთ სტატიის კითხვას თავი, ტყუილად დაიღლით თავს. ჰიბრიდული ციფრული კამერა სჭირდება მას, ვისაც არ ეზარება ისეთი აპარატის ქონა, რომელიც არ ეტევა შარვლის ჯიბეში, ლიფის შესაკრავში, ნიფხავში... უნდა, რომ მის კამერას ქონდეს მაქსიმალურად შესაძლებელი გარჩევადობა, კარგი ხარისხის ვიდეოს გადაღების და დიდი "ზუმი" (10-24x), გარდა ამისა ჰქონდეს რამოდენიმე სასიამოვნო "ბონუსი" გამოსახულების სტაბილიზატორის, მძლავრი მაშუქის, ცუდი განათებისას კარგი სურათის გადაღების საშუალების და სხვა მსგავსი რამეების სახით. რათქმაუნდა მას ამ ყველაფერში მინიმუმ 300 დოლარის გადახდა მოუწევს და ეს თანხა არამც და არამც არ უნდა ენანებოდეს, თორემ თუ კარგად დაფიქრდა, მიხვდება, რომ ქარს ატანს ფულს... კამერების არჩევანი აქაც საკმაოდ დიდია და არცერთი ბრენდის უგულებელყოფა არ შეიძლება - ბევრია კარგი კამერა, თითი ბრენდში მინიმუმ 3-4 დასახელებისა, ამიტომ, თუკი ჭეშმარიტების ძიებაში არ გინდათ ერთი კვირა დახარჯოთ, ჯობია ისარგებლოთ პრინციპით "ეს ქენონია და იმიტომ მინდა ყიდვა" და იყიდოთ თქვენი სანუკვარი ძვირი სათამაშო... დაბოლოს, ვის სჭირდება პროფესიონალური ფოტოკამერა? იმას, ვისაც შეგნებული აქვს, რომ ცხოვრება მარტო კომპაქტურობა არ არის, და არც ფოტოაპარატია მარტო "მეგაპიქსელი" და "ზუმი"... ასეთი ხალხი სურათის მაქსიმალური ხარისხის (ხარისხის და არა ზომის) მისაღწევად არ ერიდება მინიმუმ 500 გრამიანი კამერის, დამატებით 500 გრამი ობიექტივების და სხვა რაღაცების და ხშირ შემთხვევაში - 2-3 კილოგრამიანი შტატივის "თრაქვას" წაღმა-უკუღმა და ხშირად სასურველ შედეგსაც იღებს!.. თუ რათქმაუნდა, გადაღება იცის... თუკი მსგავსი ფოტოკამერის შეძენა განგიზრახავთ, გულწრფელად გილოცავთ იმიტომ, რომ ჯერ ერთი, საკუთარი თავის დარწმუნება - "დახარჯე 1500 ლარი" (მინიმუმ!), არც ისე იოლია... მერე მეორეც, თუკი ეს გააკეთეთ, გიჟი ხართ! ( ) მერე მესამეც, შეგიძლიათ სტატიის კითხვა განაგრძოთ! 1. DSLR: ფიზიკური მხარე "ზოგადსაკაცობრიო" ენაზე პროფესიონალურ ციფრულ ფოტოკამერას DSLR ქვია, რაც გრძლად იშიფრება, როგორც "Digital single-lens reflex camera", ანუ ქართულად "ციფრული ერთობიექტივიანი სარკიანი კამერა" (თარგმანი არაპირდაპირია!). გარეგნულად (და შიგნიდანაც) იგი ძლიერ წააგავს "სავეცკი" "ზენიტ"-ებს, "კიევ"-ებს და სხვა დანარჩენ ფირიან პროფესიონალურ ფოტოკამერებს, რომლებთან შეხებაც შეიძლება გქონიათ კიდეც. სარკიანი ფოტოკამერის ძირითადი სისტემის მოწყობილობა ასეთია: 1. ობიექტივი; 2. მოძრავი სარკე; 3. ჩამკეტი; 4. სასურათე სიბრტყე; 5. ფოკუსირების ეკრანი; 6. "გადამყვანი" ლინზა; 7. პენტაპრიზმა; 8. მაძიებელი (ხედის). ციფრული ფოტოკამერა ფირიანისგან ერთადერთი რამით განსხვავდება: მას არ აქვს ფოტოფირი, ასე რომ არ ჭირდება არც ფირის გადამხვევი მექანიზმი და სასურათე სიბრტყეზეც ფოტოფირის მაგიერ სურათის ციფრული სენსორი "პოზირებს"... ისევ და ისევ წმინდა ტექნიკური სპეციფიკიდან გამომდინარე, ობიექტივის გარდა ციფრული კამერის წარმადობაზე გავლენას ახდენს მისი სენსორი, პროცესორი და სხვათა შორის მეხსიერების ჩიპიც. ობიექტივს დროებით შევეშვები, მასზე ცალკე ვისაუბრებ. რაც შეეხება დანარჩენ ნაწილებს. სენსორი სენსორი არის გარკვეული ზომების მქონე შუქმგრძნობიარე ფირფიტა, რომელიც იღებს გამოსახულებას და გადასცემს მას ბუფერში, შემდეგ კი პროცესორში. წინა ორ სტატიაში მშვენივრად იყო განმარტებული რა და რა ტიპის სენსორები არსებობს, ასე რომ ტიპებს აღარ გავარჩევ და აღარც მათ დადებით/უარყოფით მხარეებზე შევჩერდები... კამერის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ სენსორის ზომა. როგორც წესი, სენსორის ზომა მითითებულია ხოლმე ამა თუ იმ მიმოხილვის საიტებზე. ზომა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც რაც უფრო დიდი ზომისაა სენსორი, მით უფრო მკვეთრი გამოსახულების "ჩაბეჭდვა" შეუძლია შეცდომების გარეშე. მაგალითად, თუ გაქვთ ორი სენსორი, ერთი 8x16მმ ზომის, ხოლო მეორე - 10x19მმ ზომის, ორივე მათგანი აბსოლუტურად იდენტურ პროცესორზეა მიერთებული და ორივეს ერთნაირი გარჩევადობა აქვს (ვთქვათ, 10MP), დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ 10x19მმ-იანი სენსორი უკეთეს ფოტოს გადაიღებს. ერთი შეხედვით ეს არ გამოჩნდება, მაგრამ რეალურად ეს ასე იქნება. ზევით, სურათზე ხედავთ Nikon D60-ის "DX" ფორმატის სენსორს. მისი ზომებია 23.6x15.8მმ. ახლა, გლეხური ენიდან ისევ სამეცნიეროზე გადავალ და ვიტყვი, რომ სენსორის "ზომას" სინამდვილეში სენსორის ფორმატი ჰქვია. ბუნებაში სენსორების 25 ფორმატი არსებობს. მათგან ამჟამად აქტუალურია 10. ამ 10 ფორმატიდან 4 კონკრეტული ცოფრული ფოტოკამერისთვისაა შექმნილი და სხვა არსად გამოიყენება. დანარჩენები - 1", 4/3", APS-C, APS-H, DX და 35mm ფართოდ გამოიყენება თანამედროვე ციფრულ ფოტოკამერებში. ცხრილში ხედავთ სხვადასხვა ფორმატის სენსორების ზომებს: ძირითადად, DSLR-ებში გამოიყენება: Full-frame digital SLR, რომელიც 35მმ-იანი ფირიანი აპარატის ფორმატის ექვივალენტურია. Canon APS-H ფორმატი პროფესიონალური DSLR-ებისთვის (crop factor 1.3) Leica M8 და M8.2 (crop factor 1.33). APS-C ყველაზე მრავლისმომცველი დასახელებაა, რომელიც მოიცავს Nikon DX, Pentax, Konica Minolta, Sony α, Fuji-ს წარმოების კამერებს (crop factor 1.5) Canon entry-level DSLR formats (crop factor 1.6) Foveon X3, რომელიც Sigma SD სერიის DSLR-ებში გამოიყენება (crop factor 1.7) 4/3 - "Four Thirds" ფორმატი (crop factor 2.0) მტვრის მოცილების სისტემა ხშირად ობიექტივის გამოცვლისას სენსორზე მტვრის უმცირესი ნაწილაკები რჩება, რაც აფუჭებს გამოსახულებას, პიქსელებს ამუქებს და ა.შ. ამიტომ, მტვრის მოცილების მიზნით შემუშავებულ იქნა რამდენიმე ტექნოლოგია. დღესდღეობით ყველა მსხვილი მწარმოებელი (Canon, Nikon, Olympus, Sony, Sigma, Pentax) იყენებს სხვადასხვა ტექნოლოგიას. მაგალითად Sigma-ს კამერებს ობიექტივის გამოცვლის წინ სარკე ეფარება სენსორს, რათა დაიცვას იგი მტვრის მოხვედრისგან. Olympus-ის ტექნოლოგია "Supersonic Wave Filter (SSWF)" გულისხმობს სენსორზე თხელი ფირფიტის არსებობას, რომელიც არ უშვებს მტვერს სენსორამდე, იკრავს მას და შემდეგ, კამერის ყოველი ჩართვისას ულტრაბგერითი რხევების მეშვეობით იცილებს მტვრის ნაწილაკებს. სურათზე სწორედ ასეთი სენსორია გამოსახული: სხვათა შორის Olympus-მა პირველმა გამოიგონა და დანერგა მსგავსი ტექნოლოგია. სხვა მწარმოებლების ტექნოლოგიები სენსორის რხევას, სენსორის თავზე გამწმენდის გადატარებას და ა.შ. გულისხმობს, მაგრამ ყველაზე დახვეწილი მაინც SSWF-ია. გარდა ავტომატური სისტემებისა, არსებობს სპეციალური კომპლექტები, რომლებშიც საწმენდი სითხე, "ოყნა" (ჰაერის შესაბერად) და ფუნჯია მოთავსებული იმისთვის, რომ სენსორი ხელით გაწმინდოთ. Crop Factor/FOV Crop დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ სენსორების მონაცემებში ერთ-ერთი გახლავთ "Crop Factor". მას მგონი ქართული შესატყვისი არ აქვს, ამიტომ ჩამოჭრის ფაქტორს ვუწოდებ (თუ ვინმეს უკეთესი ვერსია ექნება, სიამოვნებით გამოვცვლი ). ჩამოჭრის ფაქტორი ეწოდება ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირისა (36x24მმ) და ციფრული სენსორის თანაფარდობას. ჩამოჭრის ფაქტორი გავლენას ახდენს კადრში მოსაქცევ სცენაზეც. ეს კარგად ჩანს შემდეგი ფოტოდან: აქ წითელი ჩარჩო 35მმ-იანი ფოტოფირის მიერ ხილვადი არეა, ხოლო ლურჯი - 1.6 ჩამოჭრის ფაქტორის მქონე სენსორის ხედვს არე. სხვათა შორის ამ მონაცემით სენსორის ზომების დადგენაც შეგიძლიათ. ჩვეულებრივი 35მმ-იანი ფოტოფირის კადრი 36x24მმ ზომისაა, ჩამოჭრის ფაქტორი კი 1.6. ესე იგი სენსორის სიგანე გახლავთ 36:1.6=22.5, ხოლო სიგრძე - 24:1.6=15. ვუალა! არ გჭირდებათ არსად ქექვა ციფრული ფოტოკამერის სენსორის ზომების დასადგენად! რათქმაუნდა იმასაც მიხვდებოდით, რომ რაც უფრო მცირეა ჩამოჭრის ფაქტორი, მით უფრო ახლოსაა იგი 35მმ-იან ფირთან და მით უკეთესია სენსორიცა და კამერაც. მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ დიდი ზომის სენსორი კამერის ზომებსაც ზრდის! ქვედა სურათზე ხედავთ "APS-C" (მარცხნივ) და "Full Frame" (მარჯვნივ) ფორმატის ციფრული ფოტოკამერებს. ახლა, გადავიდეთ პროცესორზე. მართალია ეს პროცესორი აჩქარებას არ ექვემდებარება (სოსო, შეგიძლია გახვიდე თემიდან, საშენო აქ არაფერია ), მაგრამ არანაკლები სამუშაო აქვს შესასრულებელი, ვიდრე კომპიუტერის პროცესორს... ციფრული ფოტოკამერის პროცესორს ევალება: 1. სენსორიდან სურათის მიღება. ამ ეტაპზე იგი სენსორის თითოეული პიქსელიდან იღებს კოდირებულ სიგნალს. სინამდვილეში ყველა სენსორი "შავ-თეთრია" - ისინი ფერად გამოსახულებას არ იჭერენ, რადგან ფოტოდიოდებისგან შედგებიან. ფოტოდიოდები "ხედავენ" მხოლოდ ნაცრისფრის ტონალობაში და ამა თუ იმ პიქსელზე ინფორმაციასაც ბაიერის ფილტრის გავლით გადასცემენ პროცესორს. ბაიერის ფილტრი (გამომგონებლის პატივსაცემად დაერქვა) პიქსელებს ფერებზე ინფორმაციას "აწებებს" და პროცესორს უკვე შეუძლია ამ პიქსელებიდან ფერადი გამოსახულების აწყობა. 2. დემოზაიცია (demosaicing). ეს სპეციალური პროგრამული ალგორითმია, რომლის მეშვეობითაც პროცესორი ცალკეული პიქსელებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ერთიან სურათს ქმნის. ამ დროსვე ხდება სურათის საერთო დამუშავება, გამისა და ფერებით გაჯერების რეგულირება, რათა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი გამოსახულება იქნეს მიღებული. 3. ხმაურის მოშორება, ან შემცირება. აქ იგულისხმება არა აკუსტიკური, არამედ ელექტრული "ხმაური", რომელიც სენსორიდან პროცესორში ინფორმაციის გადაგზავნისას წარმოიქმნება. სურათზე ხმაური წინწკლების, ან გადღაბნილი ლაქების სახით გამოიხატება და ამახინჯებს მას. ხმაურის მოშორების ალგორითმის ხარისხზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად სუფთა სურათებს გადაიღებს ფოტოკამერა არამხოლოდ მაღალი შუქმგრძნობელობის პარამეტრებისას (ISO 800 და მეტი), არამედ დაბალი შუქმგრძნობელობის დროსაც (ISO 400 და ნაკლები). 4. გამკვეთრება. ამ ეტაპზე ფოტოს ეძლევა სიმკვეთრე, რათა არ იყოს ბუნდოვანი და უკეთ გადმოსცემდეს გადაღების ობიექტს. 5. სისწრაფე. რათქმაუნდა ოთხივე სტადიის დასრულებას და შემდეგ საბოლოო სურათის ჩიპზე შენახვას გარკვეული დრო სჭირდება. ამ დროზეა დამოკიდებული, თუ რამხელა ბუფერი დაჭირდება ფოტოკამერას, წამში რამდენი კადრის გადაღებას შეძლებს მიყოლებით და ა.შ. ხშირად პროცესორის სისწრაფე ბევრს წყვეტს, ასე რომ სანამ რამის ყიდვას გადაწყვეტდეთ, გირჩევთ გადახედოთ მიმოხილვების საიტებს და ნახოთ რა პროცესორი უდგას თქვენთვის სასურველ კამერას... ჩიპი. მართალია ეს ფოტოკამერის უშუალო დეტალი არ არის, მაგრამ ნაწილობრივ (უფრო სწორად კი, ნახევრად) მასზეა დამოკიდებული, თუ რა სისწრაფით გაიცლება ფოტოკამერის ბუფერი და შეძლებთ ახალი ფოტოს გადაღებას. პროფესიონალურ კამერებში დღეისათვის პოპულარულია CF და SD/SDHC, თუმცა CF ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს და მასზე ყურადღებას არ გავამახვილებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ფორმატის ჩიპები ძალიან უყვარს კომპანია Canon-ს. რაც შეეხება SD-სა და SDHC-ს, ეს ორი ჩიპი ერთმანეთისგან გარეგნულად არ განირჩევა, უბრალოდ SDHC (HC - High Capacity) არსებობს 4-32GB ტევადობისა მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი SD მხოლოდ 4GB-მდე ტევადობისაა. SDHC მოწყობილობაში SD ჩიპიც მუშაობს. პირიქით - არა. ამიტომ ამას ყურადღება მიაქციეთ. გარდა ამისა, ჩიპები რამდენიმე "კლასად" არის დაყოფილი. დღესდღეობით ეს გახლავთ Class 2, Class 4, Class 6 და Class 10. კლასის აღმნიშვნელი რიცხვები ჩაწერის სიჩქარეს "გვკარნახობენ". ანუ Class 2-ს აქვს 2მბ/წმ ჩაწერის სიჩქარე, Class 4-ს - 4მბ/წმ და ა.შ. როგორც წესი, ჩიპს ზედვე აწერია ხოლმე კლასი. მაგალითად, ზედა სურათზე წარმოდგენილი ჩიპი მეოთხე კლასისაა.
    1 point
  3. AMD - ახალი CEO Rory Read როგორც ჩანს GPU-ს CPU- ვით გადაგდებას არ აპირებს და დაიტერესებულია ბაზრით რომელშიც AMD-ეს წამყვანი როლი უჭერია ამიტომაც გაჩნდა ინფორმაცია რომ წითლები ახალი Geoforce GTX 560 TI 448 cores-ის კონკურენტის გამოშვებას გეგმავენ რომელიც სავარაუდოდ HD 6930-ის სახელით იქნება ცნობილი. ისევე როგორც მწვანეებმა მოახდინეს GTX 570 -ის "დიეტაზე" დასმა, ასევე AMD მომავალ ვიდეოდაფას შედარებით სუსტი Caymen-ის ბირთვის აღჭურვას, რომელსაც ერქმევა Cayman CE GPU და როგორც წყაროები იუწყებიან ის 1280 stream processor-ს უნდა შეიცავდეს. შეიძლება ერთი შეხედვით სერიოზული ცვლილება stream processor-ებში (HD 6950-ს 1536 აქვს) შეიძლება არაგამართლებულად ჩაითვალოს მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია რომ წითლები ამ ბირთვების დასამზადებლად დაწუნებულ Caymen core-ებს გამოიყენებენ. რაც შეეხება ფასს ის ჯერჯერობით უცნობია მაგრამ სავარაუდოდ Geoforce GTX 560 TI 448 cores-ის ეკვივალენტული იქნება.
    1 point
  4. ინფორმაციულმა წყარომ მოიპოვა გვერდები ASUS-ის საფირმო ბუკლეტიდან, რომლებზეც საუბარია ორ ახალ ნეტბუქ - Eee PC 1025C და 1025CE-ზე და როგორც იტყობინებიან, ისინი გაყიდვაში საშობაო დღესასწაულების წინ გამოჩნდებიან. ისინი დაფუძნებულნი იქნებიან Intel Cedar Trail პლატფორმაზე, გვპირდებიან რამდენადმე განსხვავებულ დიზაინს (წინამორბედებთან შედარებით) და მიიღებენ რვა (1025C-ის შემთხვევაში) ან სამ (1025CE-ში) ფერთა გაფორმებას. დისპლეები საკმაოდ ტრადიციულია და შეადგენს 10,1 დუიმს, ხოლო გაფართოება კი - 1024 х 600 პიქსელს. კონფიგურაციებში აგრეთვე შევა ენერგოეფექტური პროცესორები Intel Atom N2600 (1,66 გჰზ) და N2800 (1,83 გჰზ), რომლებიც 6-სექციან ელემენტთან ერთად, უზრუნველყოფენ 12 სთ-მდე მუშაობას ავტონომიურ და 21 სთ-მდე - მომლოდინე რეჟიმში. გარდა ამისა, ადგილზეა Wi-Fi 802.11b/g/n და Bluetooth 3.0 მოდულები, HDMI და USB 3.0 პორტები, მყარი დისკი 250-დან 500 გბ-მდე ტევადობით და 1-2 გბ ოპერატიული მეხსიერება. საინტერესოა, რომ ოპციონალურ შემადგენლობის სახით, ხელმისაწვდომია Blu-ray დისკების კითხვის უნარის მქონე, ოპტიკური წამყვანი, რომელიც შეიძლება დაყენდეს სტანდარტულ CD/DVD-ებთან თავსებად მოწყობილობის ნაცვლად. ნეტბუქების მასა შეადგენს 1,25 კგ, ხოლო ზომები კი - 262 х 178 х 20,7-34,4 მმ. ფასები უკვე ცნობილია: ASUS Eee PC 1025C ბაზური კომპლექტაციით ხელმისაწვდომი იქნება 249, ხოლო Eee PC 1025CE - 299 ევროდ. eeepc.it, IXBT
    1 point
  5. გამარჯობათ! ზოგს,dvd player-ზე ალბათ შეგქმნიათ პრობლემა,რომ თქვენს ჩაწერილს არ კითხულობს,კომპზე კი არ აქვს პრობლემა წაკითხვისას + პირდაპირ ჩაწერილ მეთოდს,არ აქვს სხვადასხვა ფუნქციები,რაც უფრო სრულყოფს პროექტს. ამისათვის ვიყენებთ nero-ს http://www.nero.com/rus/downloads-previousproducts.html გადმოტვირთეთ აქედან და მორჯულება თქვენზეა ვხსნით ნერო-ს და ვირჩევთ ამ პუნქტს: http://a.pix.ge/t/9ca0t.png ამ პროექტს,სლაიდ შოუს,ვტოვებთ. http://a.pix.ge/j/bckrj.png აქ ვირჩევთ სურათზე მონიშნული ქმედებების თანმიმდევრობას,ვამატებთ ვიდეოს და ვაგრძელებთ აქ ვირჩევთ მენიუს გაფორმებას http://b.pix.ge/p/y5gjx.png სურათზე 2-დ მონიშნულს ვაწვებით და ვირჩევთ ფონს,შრიფტს,მელოდიის დართვას მენიუში http://b.pix.ge/w/og759.png მელოდიის დართვა ხდება ასე: http://b.pix.ge/h/wm6m5.png ამ ყველაფრის არჩევის შემდეგ,გადავდივართ შემდეგ პუნქტზე და ვიწყებთ ჩაწერას დისკზე. ჩაწერას უფრო მეტი დრო უნდა,ვიდრე პირდაპირ "ჩაყრილ" ვიდეოებს,დისკზე კი იმ ფილმთა ნახევარი ეტევა,რაც ჩაქეტეოდა,ჩვეულებრივი მეთოდით ჩაწერისას. ეს თემა აქ გავხსენი და აქ გავხსნათ მსგავსნი,ვიდეო,მუსიკა თუ სურათის დამუშავებაზე,რადგან ცოტა გამოცოცხლება უნდა ტოპიკს,არაფლეიმური გარემოთი.
    1 point
  6. პირველი 290 სერიის ბეტა დრაივერები გამოუშვა ნვიდიამ შემდეგი ხაილათსებით: This is the first beta release from the Release 290 family of drivers. You can read more about this family of drivers on GeForce.com. This driver package supports GeForce 6, 7, 8, 9, 100, 200, 300, 400, and 500-series desktop GPUs as well as ION desktop GPUs. New in R290 Drivers NVIDIA Ambient Occlusion Adds NVIDIA Control Panel ambient occlusion support for The Elder Scrolls V: Skyrim. See the comparison screenshots on GeForce.com. Adds NVIDIA Control Panel ambient occlusion support for Call of Duty: Modern Warfare 3. See the comparison screenshots on GeForce.com. NVIDIA PhysX Updates PhysX System Software to version 9.11.11.07 for the best PhysX experience in Batman: Arkham City. NVIDIA Surround Enables NVIDIA Surround support for Intel X79 SLI-certified motherboards. NVIDIA SLI Added or updated SLI profiles for Crysis 2, Heroes and Generals, Inversion, Stronghold 3, and Syndicate. 3D Vision Adds support for 3D Vision over native DisplayPort 1.1 connection - available on BenQ XL2420T and BenQ XL2420TX monitors. Added or updated the following 3D Vision game profiles: Call of Duty: Modern Warfare 3 – rated Good Cang Sheng (苍生) – rated Good Diablo 3 – rated Good Fei fei (飞飞) – rated Good Final Combat (大冲锋) – rated Good L.A. Noire – updated rating to 3D Vision Ready LEGO Harry Potter: Years 5-7 – rated Fair Qian Nv You Hun Online (倩女幽魂Online) – rated Good QQ Xi You (QQ西游) – rated Good Sonic Generations – rated Good Xian Tu (仙途) – rated Good Yong Bing Tian Xia Online (拥兵天下 Online) – rated Good HD Audio Updates HD Audio driver to version 1.3.9.0. Some Key Bug Fixes Fixes random flickering as Windows boot logo is loading or fading away. Fixes corruption in Crysis 2 with SLI and lower quality shadow settings. Fixes ability to set Surround resolutions to 5760x1080 using custom resolutions. Fixes some random instances of triangular artifacts when playing Battlefield 3. Fixes corruption seen in Settlers 7 with 275.33 drivers. Other Details Supports multiple languages and APIs for GPU computing: CUDA C, CUDA C++, CUDA Fortran, OpenCL, DirectCompute, and Microsoft C++ AMP. Supports single GPU and NVIDIA SLI technology on DirectX 9, DirectX 10, DirectX 11, and OpenGL. Users without US English operating systems can select their language and download the International driver here. ესეც სრული ჩეინჯლოგი 285.62 ბეტა დრაივერის შემდეგ რაც დაამატეს: Changes and Fixed Issues in Version 290.36 The following sections list the important changes and the most common issues resolved since version 285.62. This list is only a subset of the total number of changes made in this driver version. The NVIDIA bug number is provided for reference.  [surround] [GeForce 500/400 series]: The user cannot set the Surround resolution to 5760x1080 using the NVIDIA Control Panel, even though each of the three displays supports 1920x1080. [887587]  [GeForce 500 series]: Playback of videos or live TV using Windows Media Center results in a black screen. [893436]  [GeForce 500 series][settlers 7]: There is rendering corruption in the game. [845955]  [GeForce 500 series] [battlefield 3]: There is corruption/flickering of some objects in the SP_New_York map when antialiasing is enabled. [883353]  [GeForce 500/400 series]: When booting to Windows, the screen flickers with horizontal or vertical bars as the Windows logo appears and fades away. [835912]  [GeForce 500/400 series]: When attempting to set the resolution to 1920x1080 @ 60Hz PC mode, the HD mode 1080p 1920x1080 @ 59Hz is applied instead. [878521]  [GeForce 200M series (notebook)] [stereoscopic 3D]: With stereoscopic 3D enabled, flickering occurs while playing the photo slide show from 3dvisionlive.com using the Firefox or Chrome browsers. [869256]  [GeForce GTX 280]: With DualView mode enabled, after attempting to set the resolution to 1080p HD resolution, the PC resolution (1920x1080) gets applied instead. [724778]  [sLI][ 3DTV Play] [GeForce 500 series]: With SLI enabled using 3DTV Play, the mouse cursor flickers and shakes on the main menu of various 3D games, such as Crysis 2, Battlefield Company 2, Deus Ex, and Civilization 5. [869715] დავაყენე უკვე და გლუკები არ შემიჩნევია, ფერებიც კარგი აქვს და იგრებშიც აქებს ხალხი გურუ3დ-ის ფორუმზე, ესეც გადმოსაწერი ლინკები: XP 32: http://www.nvidia.com/object/winxp-290.36-beta-driver.html XP 64: http://www.nvidia.com/object/winxp64-290.36-beta-driver.html Vista/Win7 32: http://www.nvidia.com/object/win7-winvista-32bit-290.36-beta-driver.html Vista/Win7 64: http://www.nvidia.com/object/win7-winvista-64bit-290.36-beta-driver.html ფიზიკის დრაივერიც განუახლებიათ ისე, ერთი სიტყვით კარგი დრაივერი ჩანს ნამდვილათ
    1 point
  7. ეგრეა. ისეთი დონის პროგერის დაქირავება,რომელიც პროფესიონალია და გამართულ კოდს წერს (მინიმალური შეცდომები და და ა.შ) სერიოზული $$$ ჯდება. და ვიღაც "კამპიუტერშიკის" დაწერილი კოდის გამოყენებას ჯობია ისევ მზა ძრავი გამოიყენო.
    1 point
  8. 2X460-ს 700ვატიანი კვებაც დაძრავს ტავისუფლად, მაგ კვებაზე შეგიძლია 2X580 ამუშავო თავისუფლად. მაგრამ ისე რომ იცოდე ამპერები აქვს ცოტა 900,1000 ვატისტვის 70 ამპერი საკმაოდ ცოტაა, ჩემს კვებას აქვს 840 ვატზე 70 ამპერი.
    1 point
  9. http://9gag.com/gag/877599/?add_post=success მიალაიქეთ თუ მოგწონთ :D
    1 point
  10. "იმენა" მაღლივში 150 მიდის (რ.მ.) კიდევ ყვითელი სამარშრუტო ტაქსი - 2 ნომერი. ასევე ქავთარაძისა და სანდრო ეულის ქუჩის გადაკვეთაზე გაივლის 88 და 140(ავტობუსები), შეგიძლია მანდ ჩამოხვიდე და ასე 300-400 მეტრი ფეხით გაიარო. Click
    1 point
  11. წადი წამოწექი დაისვენე
    1 point
  12. Physx CPU ქულაზე მოქმედებს და არა GPU-ზე :)
    1 point
  13. ამხელა ხალხი რა ბეტმენს თამაშობთ მართლა :chojinfc:
    1 point
  14. რო დაარესტარტე კომპიუტერი ავტომატურად თავის სიხშირეებზე დააბრუნა ვიდეო, ბევრი მოგივიდა რაზგონი ეტყობა აღარ აუწიო მაქამდე სიხშირეები და ცოტა მოუმატე
    1 point
  15. 30 მაქვს სტაბილურად ვერტიკალური სინქრონიზაციით და 2X-ზე თამაშისას მენიუში 60 სტაბილურად 1920x1080-ზე.
    1 point
  16. უბრალოდ ტექს ედიტორია, ნოუტპედის მსგავსი, სინტაქსის მარკირებას აკეთებს, კომპილაციისთვის (და ზოგადად პროგრამირებისთვის) გამოუსადეგარია. ისე სკრიპტებისთვის კი notepad++ შეუდარებელია.
    1 point
  17. 1 point
  18. არ მაინტერესებს Game Of The Year !!! უნდა გახდეს !!! ესეთი მაგარი თამაში ძალიან ცოტაა თან კომიქსები თუ გევასება და ბოსები და პერსონაჟები იცი საერთოდ გამაგიჟებლად მაგარია :E ისე მაგრად არის ყველა გაკეთებული
    1 point
  19. მევასება ასეთი პაპები :wub:
    1 point
  20. http://www.youtube.com/watch?v=n5LJWG-sQys I wish that you would just leave 'Cause your presence still lingers here And it won't leave me alone These wounds won't seem to heal This pain is just too real There's just too much that time cannot erase Don't try to fix me I'm not broken Hello I'm the lie living for you so you can hide Don't cry Suddenly I know I'm not sleeping Hello I'm still here All that's left of yesterday
    1 point
  21. http://www.overclockers.ge/index.php?/topic/1129-%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%90%e1%83%9e%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%95%e1%83%90/ გადახედე ამას .
    1 point
  22. დავხურე ასასინი, ძალიან მომენატრება ეციო და ალტაირი, შემდეგ ნაწილში თუ გამოვიდა ეს ორი მთავარი პერსონაჟი აღარ ითამაშებს. Assassin's Creed Revelations THE END
    1 point
  23. +666 25 ქულიან ტექსტის გააზრებაში და მსჯელობაში პროგრესი მაქვს თავიდან 25/0 3 გაკვეთილის შემდეგ 25/3 2 გაკვეთილის შემდეგ 25/6 4 გაკვეთილის შემდეგ 25/9 დღეს ანუ 2 გაკვეთილის შემდეგ 25/13 წლის ბოლომდე კიდევ დავხვეწავ და კარგი გამოვა იმედია საბოლოო ჯამში :)
    1 point
  24. First 1600 COD MW3 cheaters banned http://guru3d.com/news/first-1600-cod-mw3-cheaters-banned-/ <iframe width="640" height="360" src="http://www.youtube.com/embed/WS7sKQYed0k?feature=player_embedded" frameborder="0" allowfullscreen></iframe>
    1 point
  25. აი ესც ჩემი გაკეთებულები. შეაფასეთ. ოღონდ ძაან კრიტიკულებიც ნუ იქნებით ჯერ ბეგინერის დონეზეც არ ვიცი ფოტოშოფი
    1 point
  26. სუპერმენის ნაშა :ugly_confused2:
    1 point
  27. AndroniX, ყოჩაღ მაგრად მომეწონა.
    1 point
  28. ეს მე ვარ :baby:
    1 point
  29. აგერ მეც გამოვჩნდები ცოტა ცუდი ხარისხისაა ზოგი, ფბ-დან ვლინკავ
    1 point
  30. ჩემი მოკრძალებული და სამოყვარულო 2D :user:
    1 point
  31. დიდი ხანი მოვუნდი და ბოლოს მივაფუჩეჩე ცოტა :chojinfc:
    1 point
  32. აჰა გიგი, ეს ერთი: ეს კი მეორე: პოსტის რედაქტირების უფლება არ მაქვს და...
    1 point
  33. იქნებ დაგეწერე 25წელზე ზემოთ რომელი თამაში იცი? ყველას იმფატილიზმი გვჭირს დავიჯერო?
    0 points
  34. მაინც ჩამაწერინა ძმაკაცმა .... იმენა 12-15 წლის ბავშვების თამაშია ეს რაარი ბეტმენი არა სპაიდერმენი კიდე :D
    -9 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.