Jump to content

Leaderboard

Popular Content

Showing content with the highest reputation on 07/18/11 in all areas

  1. როგორც ჩვენთვის ცნობილია, წყლის გაგრილების მზა მინი-ნაკრებებ ან ჩაკეტილ სისტემებზე დიდი მოთხოვნაა, მიუხედავად მათი უფრო ნაკლები ეფექტურობისა (ჰაერის გაგრილების ტოპ-სისტემების ფასსა და ეფექტურობასთან შედარებით). ბევრ მომხმარებელს იზიდავს ასეთი მოწყობილობების გარეგნული მხარე, ხოლო ზოგიერთს კი სურს, რომ ამგვარად, საკუთარი თავი ენთუზიაზისტების რიცხვს მიეკუთვნოს. ობიექტურად რომ ვისაუბროთ, აღნიშნულ პროდუქტებს გააჩნიათ დადებითი მხარეები: უმძლავრეს ჰაერის ქულერებთან შედარებით, პროცესორზე დაყენებისას, ისინი იკავებენ უფრო მცირე ადგილს და იძლევიან მაღალი რადიატორების მქონე, ოპერატიული მეხსიერების დაუბრკოლებლად ჩადგმის საშუალებას. კიდევ ერთი პლიუსი, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლებელია იყოს სითბოს მოცილება, სისტემური ბლოკის კორპუსის გარეთ. ვებ-გვერდი TechPowerUp იუწყება, რომ ცნობილმა კომპანია Thermaltake-მა განაახლა Big Water სერიის წყლის გაგრილების სისტემები. მათ შორის ერთ-ერთი, სახელწოდებით Big Water 760 Plus-ის დაყენება შესაძლებელია კეისის ორ 5.25-დუიმ ზომის განყოფილებაში და შედგება 500 ლ/სთ-მდე წარმადობის მქონე პომპებისაგან, მცირე რეზერვუარისა და რადიატორისაგან 120 მმ ფენით. ამგვარ სისტემებს ის ადრეც უშვებდა, თუმცა ამჯერად გამოიყენება განსაკუთრებული ახალი და თხელი ბლოკი, რომელსაც კომპანია მაღალეფექტურს უწოდებს. გარდა ცალკეული გაყიდვებისა, Big Water 760 Plus ხელმისაწვდომი იქნება კორპუს Level 10 GT LCS-ის კომპლექტთან ერთად. მეორე ნაწარმია მოდელი Big Water A80, რომელიც შედგება წინასწარ შევსებულ და ჰერმეტიულად დახურულ გაგრილების სისტემისაგან, სადაც სითბომომცილებელში მოთავსებულია მცირე ზომის პომპაც. გარდა ამისა, ის აღჭურვილია 120 მმ-იანი რადიატორით, ხოლო ნაკრებში შესულია 2500 ბრ/წთ-მდე სიჩქარის მქონე, აღნიშნული ფორმ-ფაქტორის ფენი, რომლის ხმაურის მაქსიმალური დონეც 43 დბ-ია. ოფიციალურ საიტზე მოცემულია გაგრილების სისტემის მცირე შედარება - ყველაზე დიდ დატვირთვაზე და შტატური სიხშირეებით მომუშავე, პროცესორ Intel Core i7-965-ის ქარხნულ ქულერთან. შედეგად, გამარჯვებულის წოდება მოიპოვა წყლის გაგრილების პროდუქტმა და მეტოქეზე 10O ცელსიუსით უკეთესი შედეგი აჩვენა. Big Water 760 Plus-მაც გაიარა ანალოგიური ტესტირება და გამოდგა 16O-ით ეფექტური. ორივე ახალი ნაწარმი, კორპუსთან ერთად, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში ჩაეშვება გაყიდვაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა, ინფორმაცია ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია. Overclockers.ru
    4 points
  2. ნოუთბუქი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი კომპიუტერი მუდმივად საჭიროებს სათანადო ყურადღებასა და შესაბამის პერიოდულ პროფილაქტიკურ მომსახურებას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ნოუთბუქის მწყობრიდან გამოსვლის მთავარი მიზეზი თავად მისივე მომხმარებელია, რომელსაც სისტემა ექსპლუატაციის რეკომენდირებული პირობების გვერდის ავლით ფატალურ შედეგამდე მიჰყავს, რადგან ძირითადად ნოუთბუქის არასტაბილური მუშაობა უმეტესად სისტემის ზედმეტი გადახურებით არის გამოწვეული. ყველა ნოუთბუქი აღჭურვილია გაგრილების სისტემით, რომელიც როგორც წესი შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: - გამარგილებელი კონტური (რადიატორები და სითბური მილები); - ქულერები (ვენტილატორები); - თერმოპასტა (სითბოს გადამცემი ნივთიერება); - სავენტილაციო არხები. ჩამოთვლილთაგან, თითოეული დეტალი საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებასა და შესაბამის პროფილაქტიკურ მომსახურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ-ერთი ნებისმიერი კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლაც კი სისტემის სრულ დესტაბილიზაციას გამოიწვევს. ნოუთბუქის გადახურების პირველი ნიშნები და სიმპტომები: 1) ნოუთბუქის კორპუსი ქვედა ნაწილში და კლავიატურის მიდამოებში საგრძნობლად ცხელდება. 2) ქულერი მუდმივად ხმაურობს ან/და მუშაობს მთელი სიმძლავრით. 3) ნოუთბუქი მუშაობის პროცესში მოულოდნელად ითიშება ან „რესტარტდება“. 4) ოპერაციული სისტემა მუშაობს ძალიან ნელა, ხშირად „ეკიდება“, გამოაქვს „ლურჯი ეკრანი“. 5) თამაშის დროს ეკრანზე ჩნდება ხაზები, კუბიკები და სხვა „არტეფაქტები“. 6) მწყობრიდან გამოდის ზოგიერთი კომპონენტები (USB პორტები, ტაჩპედი და ა.შ.) 7) ნოუთბუქიდან გამოიყოფა პლასტმასის სპეციფიური სუნი. ნოუთბუქის გადახურების მიზეზები: 1) ცუდად დაპროექტებული გაგრილების სისტემა. ნოუთბუქები ერთმანეთისგან დიზაინისა და ტექნიკური მახასიათებლების გარდა, გაგრილების სისტემითაც განსხვავდებიან. ზოგიერთ მათგანში გაგრილების სისტემა სათანადოდ კარგად არის დაპროექტებული, ხოლო ზოგიერთში კი პირიქით, შესაბამისად გარკვეული მათგანი ნაკლებად ხურდება, ხოლო დანარჩენი კი გაცილებით უფრო მეტად. 2) გაგრილების სისტემაში დაგროვილი მტვერი და სხვა ნარჩენები. ნოუთბუქის გაგრილებისას, ქულერის მიერ სისტემაში ჰაერის ნაკადის პარალელურად ხდება მტვრის ნაწილაკების შედინებაც, რომელიც დროთა განმავლობაში რადიატორის კედლებზე გროვდება. განსაკუთრებით მძიმე შეთხვევებში მტვრის ფენის სისქე სხვა მცირე ნარჩენებთან ერთად 3-5 მილიმეტრამდე აღწევს და ბუნებრივია გაგრილების სისტემის ეფექტურობაც ამ შემთხვევაში ნულის ტოლია. შესაბამისად პროცესორის, ვიდეო ადაპტერის და სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტების ტემპერატურა საგრძნობლად მატულობს, რის გამოც შეიძლება მიაღწიოს კრიტიკულ ზღვარს. 3) პროცესორსა და გამაგრილებელ სისტემას შორის არსებული დაშორება. თერმოპასტა, რომელიც სითბოს გადაცემის მიზნით დატანილია პროცესორსა და რადიატორს შორის, დროთა განმავლობაში კარგავს თავის უნიკალურ თვისებას და იწყებს გამოშრობას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კავშირშორისი ნაპრალი, რაც ხელს უშლის სითბოს ეფექტურად გადაცემას, რის შედეგადაც ხდება დედაპლატის ჩიპსეტის, ასევე ცენტრალური და გრაფიკული პროცესორის გადახურება. 4) ნოუთბუქის არასწორი ექსპლუატაცია. ნოუთბუქების უმეტესობა აგებულია ისე, რომ ჰაერი შიდა კომპონენტებს გასაგრილებლად კორპუსის ქვემოდან ან გვერდითა მხრიდან მიეწოდებათ, შესაბამისად ნოუთბუქის მუხლებზე ან/და რბილ ზედაპირზე (მაგ: ლოგინი) გამოყენებისას ხდება სავენტილაციო გზების დახშობა, ამ დროს გაგრილების სისტემას ჰაერი არასაკმარისი რაოდენობით მიეწოდება, შესაბამისად ვერ ხერხდება ცხელი ჰაერის გარეთ გამოდინებაც, რის გამოც ცირკულირებს შიგნით და იწვევს სისტემის გადახურებას. საბედნიეროდ თანამედროვე პროცესორებს, ჩიპსეტებს, ვიდეო ბარათებს და მყარ დისკებს გაჩნიათ ტემპერატურის სენსორები, რომლებიც მუდმივად ახდენენ ტემპერატურის მონიტორინგს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური პროცესორის ტემპერატურა გადააჭარბებს მაქსიმალურ დასაშვებ ზღვარს, ამოქმედებას იწყებს დაცვის მექანიზმი, რის საფუძველზე ხდება ნოუთბუქის სპონტანური გათიშვა ან სისტემის გადატვირთვა. ნოუთბუქის სისტემური კომპონენტების დასაშვები ტემპერატურა: 1) პროცესორი: 75-85°C-მდე დატვირთვის დროს. 90°C და მეტის შემთხვევაში - სისტემის გადახურება. 2) ჩიპსეტი: 85-90°C -მდე დატვირთვის დროს. 3) ვიდეო ადაპტერი: 70-90°C-მდე დატვირთვის დროს. 4) მყარი დისკი: 50-55°C -მდე დატვირთვის დროს. 60°C და მეტის შემთხვევაში - სასურველია ინფორმაციის სხვაგან გადატანა, რადგან არსებობს მათი დაკარგვის რისკი. P.S.- გაითვალისწინეთ რომ კომპონენტების მაქსიმალური დასაშვები ტემპერატურა მოდელისა და ბრენდის მიხედვით შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. როგორ გავზომოთ ნოუთბუქის ტემპერატურა? ნოუთბუქის ტემპერატურის გაზომვა შესაძლებელია სპეციალური HWMonitor პროგრამით, რომელიც შეგიძლიათ უფასოდ გადმოწეროთ ქვემოთ მოცემული ბმულიდან: 32-ბიტიანი სისტემისთვის http://www.cpuid.com.../1.18-32bit.zip 64-ბიტიანი სისტემისთვის http://www.cpuid.com.../1.18-64bit.zip HWMonitor - ამ პროგრამის საშუალებით შეგიძლიათ გაიგოთ სისტემური კომპონენტების საწყისი, მიმდინარე და მაქსიმალური ტემპერატურა. კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ მაქსიმალური ტემპერატურა, რომელიც უშუალოდ სისტემის ძლიერი დატვირთვის შედეგად მიიღება, რისთვისაც აუცილებელია ნოუთბუქის როგორც მინიმუმ 20-30 წუთის განმავლობაში ინტენსიურად გამოყენება (მაგ: თანამედროვე თამაშები, გრაფიკული პროგრამები და ა.შ). მაშ ასე, ექსპერიმენტის დაწყების წინ გახსენით HWMonitor პროგრამა და პარალელურად გაუშვით რომელიმე აპლიკაცია (თამაში ან სხვა), რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მაქსიმალურ დატვირთვას. გარკვეული პერიოდის, კერძოდ 20-30 წუთიანი ინტენსიური გამოყენების შემდეგ შეგიძლაით ნახოთ შედეგები. HWMonitor პროგრამის ტერმინები და მათი მნიშვნელობები: 1) TZ00, TZ01 (ზოგ შემთხვევებში როგორც-„SYSTIN“) - დედაპლატის ჩიპსეტის ტემპერატურა. 2) Core #0, Core #1, - ცენტრალური პროცესორის ბირთვების ტემპერატურა. 3) Package (ზოგ შემთხვევებში როგორც-„CPUTIN“)- ცენტრალური პროცესორის ტემპერატურა. 4) Assembly, Air Flow - მაყრი დისკის (ვინჩესტერი) ტემპერატურა. 5) TMPIN0 - ვიდეო ადაპტერის (გრაფიკული პროცესორი) ტემპერატურა. როგორ მოვიქცეთ ნოუთბუქის გადახურებისას? 1) ჰაერგამტარი სადგამის გამოყენება. სპეციალური ჰაერგამტარი სადგამის გამოყენებით, მანძილი ნოუთბუქის ძირსა და მაგიდის ზედაპირს შორის იზრდება, რის გამოც უმჯობესდება ჰაერის ცირკულაცია. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი სადგამი არსებულ მომენტში რთულად ხელმისაწვდომია, მიმართეთ პოპულარულ ტრიუკს და ნოუთბუქის კორპუსის უკანა ნაწილის ასამაღლებლად გამოიყენეთ ნებისმიერი მცირე ზომის საგანი. შედეგად სისტემის მაქსიმალური ტემპერატურა უნდა შემცირდეს 5-10°C _ით. 2) გამაგრილებელი სადგამის გამოყენება. ნოუთბუქის გამაგრილებელი სადგამის გამოყენების დროს, სადგამში ჩამონტაჟებული ქულერების დახმარებით ხდება, ჰაერის ნაკადის კორპუსის ძირზე მიმართვა, საიდანაც ჰაერი სავენტილაციო გზების საშუალებით ხვდება სისტემაში, რის შედეგადაც გაგრილების სისტემაში ჰაერის მასების ცირკულაცია მატულობს, რომელიც აგრილებს ნოუთბუქის შიდა კომპონენტებს და რადიატორს. ამგვარი სადგამის გამოყენება სისტემის საერთო ტემპერატურას 5-15°C _ით ამცირებს. 3) გაგრილების სისტემის მტვრისგან გაწმენდა. მომხმარებლების დიდი ნაწილი ნოუთბუქის მტვრისგან გაწმენდის მიზნით როგორც წესი მტვერსასრუტს იყენებს ხოლმე, რაც ყოვლად ეწინააღმდეგება კომპიუტერული ტექნიკის ექსპლუატაციის პირობებს. გახსოვდეთ, ნუ ეცდებით მტვერსასრუტით ნოუთბუქის მტვრისგან გაწმენდას, რადგან ხშირ შემთხვევაში მისი გამოყენებით შესაბამის ეფექტს ვერ მიიღებთ. უფრო მეტიც, ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლის მიერ მტვერსასრუტის გამოყენების შედეგად მოხდა სტატიკური დენის მიკროსქემაზე გადაცემა, რამაც გამოიწვევია დედაპლატის დაზიანება, რომლის შეცვლაც როგორც მოგეხსენებათ დაკავშირებულია საკმაოდ ძვირადღირებულ რემონტთან. ამიტომ მსგავს უსიამოვნებებს რომ თავი აარიდოთ, ნოუთბუქის მტვრისგან გასაწმენდად საჭიროა სავენტილაციო სისტემაში ჰაერის წნევით შებერვა, რისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ შეკუმშული ჰაერით დამუხტული სპეციალური ბალონი, რომელიც განკუთვნილია უშუალოდ კომპიუტერული ტექნიკისთვის. წმენდის ასეთი მეთოდის ჩატარება შეგიძლიათ პერიოდულად, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ ნოუთბუქის მტვრისგან სრულად გაწმენდა სავალდებულოა ყოველ 6 თვეში ერთხელ, რა შემთხვევაშიც უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით დაუყონებლივ მიმართოთ შესაბამის ავტორიზებულ სერვის ცენტრს, რათა თავი აარიდოთ მოულოდნელ უსიამოვნებებს. 4) თერმოპასტის შეცვლა. თერმოპასტის შეცვლისა ჩასატარებელი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე სასურველია თქვენზე ბევრად კვალიფიციურმა სპეციალისტმა უზრუნველყოს, რა შემთხვევაშიც უნდა მიმართოთ შესაბამის ავტორიზებულ სერვის-ცენტრს. თერმოპასტის შეცვლა საშუალოდ 2 წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ნოუთბუქის გამოყენება გამომშრალი თერმოინტერფეისით, გამოიწვევს სამუშაო ტემპერატურის ეტაპობრივ ზრდას და სისტემური კომპონენტების მუდმივ გადახურებას. თერმოპასტის საჭიროებისამებრ გამოყენება უზრუნველყოფს პროცესორის ტემპერატურის 15-25°C _მდე შემცირებას. 5) ოპერაციული სისტემის განახლება. ოპერაციული სისტემის (Windows) განახლება სასურველია ყოველ 6 თვეში ერთხელ. შედეგად აჩქარდება ნოუთბუქის მუშაობა, რაც ასევე დადებითად იმოქმედებს სისტემური კომპონენტების ტემპერატურაზე. გახსოვდეთ რომ ელემენტარული წესების დაცვა და მცირეოდენი ყურადღება დაგეხმარებათ თავი აარიდოთ ნოუთბუქის გადახურებასთან დაკავშირებულ უსიამოვნო პრობლემებს.
    3 points
  3. SONY DSLR-α580 სარკული ფოტოაპარატი მოსახსნელი ობიექტივით დღეს, თქვენთან ერთად განვიხილავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი და წამყვანი ტექნიკის მწარმოებელი კომპანიის ახალ, Sony Alpha DSLR-α580 მოდელის სარკულ ფოტოაპარატს, რომელიც გაყიდვაში პირველად 2010 წლის აგვისტოს თვის ბოლოს გამოჩნდა. აღნიშნული მწარმოებლის სარკული ფოტოაპარატების წინა მოდელები გამოირჩეოდნენ არა მხოლოდ მაღალი ხარისხის ფოტოგადაღებით, მოდერნიზირებული დიზაინითა და კარგად მოფიქრებული ერგონომიკით, არამედ სამწუხაროდ ვიდეო გადაღების ფუნქციის არქონითაც, ხოლო სონის ახალ მოდელში აღნიშნული „ნაკლის“ აღმოფხვრისა და მისი სრულყოფის მიზნით დამატებული იქნა არაერთი სასიამოვნო სიახლე, რის შემდეგადაც სამყაროს მოევლინა კიდევ ერთი ახალი α580_ის სარკული ფოტოაპარატი მაღალი დეტალიზაციის Full HD ვიდეო გადაღების ფუნქციით, რომელსაც სონის მიერ წარმოდგენილი „კლასიკური“ სარკული ფოტოაპარატების ჯგუფში პირველ ადგილი უკავია. დეტალური განხილვა: 16,2 მეგაპიქსელი (4912 x 3264): - თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ასახოთ დაუჯერებელი დეტალიზაცია და ხარისხი მაღალი გაფართოების ფოტოზე. სონის APS-C (Advanced Photo System type-C) სენსორის ზომისა და Exmor APS HD CMOS ტექნოლოგიის წყალობით ფოტოაპარატი აჭარბებს მაღალ დასაშვებ შესაძლებლობებს და მიუხედავად არასაკმარისი განათების პირობებისა უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ფოტო და ვიდეო გადაღებას. SONY BIONZ პროცესორი BIONZ processor (გამოსახულების პროცესორი): – უახლესი თაობის ძლიერი პროცესორი, რომელიც გამოსახულების დამუშავებისას უზრუნველყოფს ფერების ხმაურის შემცირებას, მაღალ ხარისხს და ნახევარტონების მდიდრულ ფერთა პალიტრას. Sony Exmor APS HD CMOS სენსორი Sony Exmor sensor (სონის “Exmor” სენსორი): – გამოსახულების სტანდარტული სენსორები იყენებენ მხოლოდ მცირე რაოდენობის ანალოგურ-ციფრულ კონვერტორებს, რომლებიც ანელებენ თქვენს სამუშაო პროცესს. სონის Exmor სენსორი კი უზრუნველყოფს 4000-ზე მეტი რაოდენობის პარალელური მწკრივის ანალოგურ-ციფრულ კონვერტირებას, რაც ზრდის მიმდევრობითი ფოტო გადაღების შესაძლებლობებს. Sony DT 18-55mm F3,5-5,6 SAM ობიექტივი Sony DT 18-55mm F3,5-5,6 SAM ობიექტივი: – კომპაქტური და უნივერსალური სტანდარტ კლასის ზუმ-ობიექტივი იდეალურია ყოველდღიური ფოტო გადაღებისთვის. ობიექტივში ჩაშენებული ავტოფოკუსირების SAM (Smooth Auto-focus Motor) სისტემა უზრუნველყოფს მექანიზმის მშვიდ და ჩუმ მუშაობას. Speed-Priority რეჟიმი Speed-Priority mode (სისწრაფის პრიორიტეტის რეჟიმი): – ეს არის მაღალი სისწრაფის მიმდევრობითი ფოტო გადაღების რეჟიმი 7 კადრი წამში, რომელიც საშუალებას გაძლევთ წამის მეათედებში ასახოთ კადრზე თითოეული მოძრაობა. Full HD ვიდეო მხარდაჭერა Full HD video mode (მაღალი დეტალიზაციის ვიდეო გადაღების რეჟიმი): – სონი α580 გახლავთ ერთერთი უიშვიათესი მოდელი იმ მცირე სარკული ფოტოაპარატების ჩამონათვალიდან, რომელიც აღჭურვილია მაღალი დონის დეტალიზაციის Full HD ვიდეო გადაღების ფუნქციით. აპარატი უზრუნველყოფს გამოსახულების მაღალი რეზოლუციით 1920×1080 ვიდეო გადაღებას, სიჩქარით – 30 კადრი წამში და თქვენი სურვილისამებრ ახდენს მის AVCHD (Advanced Video Coding High Definition) 1080i ან MP4 ფორმატში შენახვას. SONY DSLR-α580 Full-HD ვიდეო ტესტი SONY DSLR-α580 Full-HD ვიდეო ტესტი 2 SONY DSLR-α580 Full-HD ვიდეო ტესტი 3 შემოქმედებითი MOVIE ფუნქცია Creative MOVIE function (შემოქმედებითი ვიდეო გადაღების ფუნქცია): - ვიდეო გადაღებისთვის ფოტოაპარატის კორპუსზე გამოყოფილი MOVIE ღილაკის მეშვეობით შესაძლებელია ლამაზი ეფექტებისა და მხატვრული რეჟიმების შერჩევა. Optical Viewfinder (ოპრიკური ხედიმაძიებელი) Optical Viewfinder (ოპტკური ხედისმაძიებელი): - ბრწყინ­ვა­ლე ოპტიკური ხედიმაძიებელი ხედვის არის 95%_იანი აღქმით უზრუნველყოფს ენერგომოხმარების ხარჯვის საგრძნობლად შემცირებას და სტანდარტული ფუნქციების გამოყენებისას ავტონომიურ რეჟიმში გაძლევთ საშუალებას გადაიღოთ 1050 კადრამდე. სპეციალური სენსორები რომელიც მოთვასებულია ოპტიკურ ხედისმაძიებელთან, მომენტალურად რეაგირებს მიახლოებისას და უზრუნველყოფს LCD ეკრანის განათების ავტომატურ გათიშვას, ენერგომოხმარების ზედმეტი ხარჯვის დაზოგვის მიზნით. ოპტიკური ხედისმაძიებლის გამოყენებისას მსუბუქად დააჭირეთ თითი გადასაღებ ღილაკს, ხედის სიღრმის სრულყოფილად დასაფიქსირებლად. Live View-OVF (Optical Viewfinder) გადამრთველი Quick AF Live View mode (ხედის დათვალიერების გაუმჯობესებული რეჟიმი): – კორპუსის ზედა ნაწილში მექანიკური (Live View-OVF) გადამრთველის გამოყენებისას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ხედის შესარჩევად ოპტიკურ ხედისმაძიებელს იყენებთ თუ LCD ეკრანს, რადგან სხვა კონკურენტული ფირმის ფოტოაპარატებისგან განსხვავებით სონის α580_ის მაღალი გარჩევადობის LCD ეკრანზე გამოსახულება ისევე სწრაფად რეაგირებადია, როგორც ოპტიკურ ხედისმაძიებელში გახედვისას. SONY DSLR-α580 მუშაობის პრინციპი ჰორიზონტალური სისწორის მაჩვენებელი ინდიკატორი Live View mode (ფოკუსირების დათვალიერების რეჟიმი): – ფოტოაპარატის კორპუსზე მოთავსებულ Focus Check LV (Live View) ღილაკის გააქტიურებით შეგიძლიათ ნახოთ გამოსახულება როგორც LCD ეკრანზე ასევე ოპტიკურ ხედისმაძიებელში გახედვისას კადრის ავტომატური ფოკუსირების სიზუსტის შესამოწმებლად, ხოლო მექანიკური ფოკუსირების რეჟიმის დროს გამოსახულება უშუალოდ ცენტრალური Exmor სენსორის გავლით მიიღება, რადროსაც LCD ეკრანზე ჰორიზონტალური სისწორის მაჩვენებელი ინდიკატორის გააქტიურება საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ ფოტოაპარატის დახრის კუთხე. პანორამული ხედი (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ) პანორამული ხედი (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ) პანორამული ხედი (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ) Sweep Panorama & 3D Sweep Panorama mode (ხედის პანორამული და სამგანზომილებიანი პანორამული რეჟიმი): – სასურველი პანორამული ხედის დასაფიქსირებლად გადასაღებ ღილაკზე თითის დაჭერის პარალელურად ამოძრავეთ ფოტოაპარატი თანაბრად, ჰორიზონტალური ან ვერტიკალური მიმართულებით. ამ პროცესის დროს ხდება ვრცელი მიდამოს ხედის ფრაგმენტებად ასახვა 3D ეფექტის პრინციპით როგორც მარჯვენა ისე მარცხენა თვალისთვის, ხოლო მოქმედების დასრულებისთანავე ფრაგმენტების ავტომატური შეერთების შედეგად ვიღებთ ერთ მთლიან სამგანზომილებიან პანორამულ ფოტოსურათს. ISO Low-Ligth Noise Reduction ISO 100-12800: – ხმაურის შემცირების მაღალი მგრძნობელობის გაუმჯობესებული ფუნქცია მიუხედავად არასაკმარისი განათების პირობებისა უზრუნველყოფს გამოსახულების ბუნებრივი ფერების ასახვას თქვენს ფოტოსურათზე. 15-Point Auto Focus Sensor (ავტოფოკუსირების სენსორი) 15-Point Auto Focus Sensor (15 წერტილოვანი ავტოფოკუსირების სენსორი): – ფართო დიაპაზონის მქონე კადრის შემთხვევაში ვითარების უკეთესი ფოტო გადაღებისთვის, α580 იყენებს ავტოფოკუსირების 11 ძირითად წერტილს, ხოლო დანარჩენი 4 ასრულებს დამხმარის ფუნქციას. ეს არის ბოლო გამოგონების ავტოფოკუსირების სისტემა სამი ჯვარედინი ფორმის სენსორის სახით, გამოსახულების სწრაფი და ზუსტი ფოკუსირებისთვის. იგი მოსახერხებელია როგორც ოპტიკური ხედისმაძიებლის ასევე LCD ეკრანის გამოყენებისას. SteadyShot INSIDE stabilization სისტემა SteadyShot INSIDE stabilization (გამოსახულების სტაბილიზაციის ჩაშენებული სისტემა): – ფოტო გადაღების მომენტში გამოსახულების სტაბილიზაციის სისტემა უზრუნველყოფს აპარატის რხევების კომპრესირებას, რისი წყალობითაც ფოტოები აღარ ხასიათდებიან გადღაბნილი და ბუნდოვანი დეფექტებით. ტიპიური DSLR (digital single-lens reflex) სისტემები სურათის სტაბილიზატორს იყენებენ მხოლოდ კონკრეტულ ობიექტივებში, ხოლო სონის α580 მოდელში აღნიშნული ტექნოლოგია ჩაშენებულია უშუალოდ აპარატის კორპუსში. Dual Anti-Dust სისტემა Dual Anti-Dust System (მტვრისგან დაცვის გაორმაგებული სისტემა): - მტვერის საწინააღმდეგო სისტემა დაგეხმარებათ მატრიცის ზედაპირის სუფთად შენარჩუნებაში. თავდაპირველად სენსორზე ანტი-სტატიკური საფარის დაბალსიხშირული ფილტრი განდევნის მტვერს, შემდეგ კი ავტომატური ვიბრირების მექანიზმი ფოტოაპარატის ყოველი გამორთვისას ახდენს მტვერის ნაწილაკების მოშორებას, რაც ობიექტივის ყოველი გამოცვლისას უზრუნველყოფს მატრიცის ზედაპირის სუფთად შენარჩუნებას. Tiltable Xtra Fine LCD Screen Tiltable 3.0″ Xtra Fine LCD Screen (3 დუიმიანი (7,6სმ) მოძრავი თხევადკრისტალური ეკრანი): – მაღალი გაფართოების LCD ეკრანი (921 ათასი შემადგენელი წერტილი) არეკვლის საწინააღმდეგო მრავალშრიანი საფარით, სინათლის სხივის ზემოქმედების მიუხედავად უზრუნველყოფს მკაფიო და ნათელი გამოსახულების ჩვენებას. მრავალფუნქციური ეკრანი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იძლევა 90 გრადუსიანი დახრის კუთხის პოზიციონირების მრავალ შესაძლებლობებს. ამგვარად ეკრანი შეგიძლიათ ამოძრაოთ როგორც დაბლა ასევე მაღლა, რაც ნებისმიერი სირთულის ფოტოგადაღების პირობებში მოგანიჭებთ კომფორტულობის სრულ განცდას. Face Detection ფუნქცია Face Detection (სახის ამოცნობის ფუნქცია): - იდეალური სოლო და ჯგუფური ფოტო პორტრეტის გადასაღებად სახის ამოცნობის ფუნქცია ავტომატურად უზრუნველყოფს კადრში 8 პიროვნების სახის ერთდროულად დაფიქსირებას, მათ ავტოფოკუსირებას, თეთრი ფერის ბალანსს და ექსპოზიციისა და განათების ოპტიმალური პარამეტრების დაყენებას. ასევე შესაძლებელია უფროსი ადამიანის ან ბავშვის სახის ამოცნობის პრიორიტეტად დაყენებაც. Smile Shutter ფუნქცია Smile Shutter (ღიმილის დაფიქსირების ფუნქცია): – ამ ფუნქციის წყალობით კიდევ უფრო საინტერესო გამოდის თქვენი და თქვენი მეგობრების ფოტო პორტრეტები, რადროსაც კადრში ღიმილის დაფიქსირებისთანავე ფოტოაპარატი ავტომატურად რეაგირებს და ახდენს გადაღებას. HDR რეჟიმი HDR (High dynamic range) mode (მაღალი დინამიური დიაპაზონის რეჟიმი): – აღნიშნული ფუნქცია იძლევა გამოსახულების უფრო მაღალი დინამიური დიაპაზონის მიღების საშუალებას ვიდრე სტანდარტული წესით ფოტოს ერთჯერადად გადაღებისას. სამი მიმდევრობითი ერთიდაიგივე კადრის სინთეზის შედეგად ხდება მისი ერთ კადრად ჩამოყალიბება. სინთეზის პროცესში ატომატური შერჩევის პრინციპი გულისხმობს საუკეთესო დეტალების, ნახევარტონებისა და ჩრდილების ოპტიმიზაციას. Multi-Frame Noise Reduction რეჟიმი Hand-held Twilight mode Multi-Frame Noise Reduction და Hand-held Twilight mode (ხმაურის ჩახშობის რეჟიმი): – გამოცადეთ დაუჯერებელი ფოტო გადაღება არასაკმარისი განათების პირობებში ფლეშ გამანათებლის გამოყენების გარეშე. ხმაურის ჩახშობის მაღალი სისწრაფის მიმდევრობითი ფოტოგადაღების რეჟიმი 6 კადრი წამში, რომელიც პროცესის დასრულებისთანავე ერთიანდება ერთ მაღალხარისხიან ISO 25600 ექვივალენტის მქონე გამოსახულებაში. D-Range რეჟიმი D-Range Optimiser (დინამიური დიაპაზონის ოპტიმიზატორი): - კორპუსის ზედა ნაწილში გამოყოფილი D-Range ღილაკის გააქტიურება უზრუნველყოფს რეალურ დროში გამოსახულების ანალიზს -კადრზე ჩამქრალი საგნების გაუმჯობესებას, ჩრდილში დამალული დეტალების აღდგენას, სიკაშკაშისა და კონტრასტულობის პარამეტრების ოტიმიზაციას. Auto Pop-Up Flash (ფლეშ გამანათებელი) Auto Pop-Up Flash (ავტომატურად გახსნადი ფლეშ გამანათებელი): – ეფექტური ფოტო გადაღებისთვის ფოტოაპარატის კორპუსში ჩაშენებული ავტომატურად გახსნადი ფლეშ გამანათებელი მოქმედებს საჭიროებისდამიხედვით მაშინ, როცა აპარატზე დაყენებულია ხედის შესაბამისი პარამეტრები. ექსპოზიციის რეჟიმები Exposure modes (ექსპოზიციის რეჟიმები): - α580 გვთავაზობს აპარატის მართვის შესაძლებლობების ფართო სპექტრს: Program (პროგრამირების რეჟიმი), Aperture priority (დიაფრაგმის პრიორიტეტის რეჟიმი), Shutter Priority (საკეტის პრიორიტეტის რეჟიმი), Manual (მექანიკური რეჟიმი), პანორამული გადაღების რეჟიმი, SCN (მოქმედების ადგილი), სადაც თავმოყრილია გადაღების სხვადასხვა რეჟიმები: Portrait (პორტრეტი), Sports action (სპორტული მოქმედება), Macro (მაკრო), Landscape (პეიზაჟი), Sunset (მზის ჩასვლა), Night view (ღამის ხედი), Night portrait (ღამის პორტრეტი), Hand-held twilight (ღამით გადაღება). რიგით მომდევნო გახლავთ ფლეშ განათების დეაქტივაციის რეჟიმი. თუმცა აქ ჩამოთვლილი რეჟიმებიდან პარამეტრების დაყენების სიმარტივის მიხედვით ყველაზე ფართოდ გავრცელებულია AUTO (ავტომატური) რეჟიმი, რომლის გამოყენებაც გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს განსაკუთრებით მოყვარული დონის მომხმარებლებში. 15-Point Auto Focus Sensor (ავტოფოკუსირების სენსორი) Creative Styles settings (შემოქმედებითი სტილის პარამეტრების დაყენება): - ხედის ვითარებიდან გამომდინარე შესაძლებელია 6 განსხვავებული მზა პარამეტრიდან შესაბამისი სტილის შერჩევა: სტანდარტული (Standard), კაშკაშა (Vivid), პორტრეტი (Portrait), პეიზაჟი (Landscape), მზის ჩასვლა (Sunset) და შავ-თეთრი (B&W). ასევე შესაძლებელია პარამეტრების გემოვნების მიხედვით დაკონფიგურირება. HDMI, USB, Mic In, Remote Controller კონექტორები HDMI Output (ციფრული გამომავალი კონექტორი): - მაღალი სიზუსტის მულტიმედიური ინტერფეისის გამოყენება ყოველგვარი დანაკარგების გარეშე გაძლევთ საშუალებას უყუროთ მაღალი ხარისხის ფოტო და ვიდეო გამოსახულებას თანამედროვე HD და Full HD_სთან თავსებად თხევადკრისტალურ ეკრანზე. მეხსიერების ბარათის სლოტები მეხსიერების ბარათის სლოტები: – ინფორმაციის შენახვის უფრო მეტი კომფორტულობის მიზნით α580 აღჭურვილია მეხსიერების ბარათის 2 დამოუკიდებელი სლოტით. თავსებადი სტანდარტები: Memory Stick Pro Duo, Memory Stick Pro-HG Duo და SD, SDHC, SDXC (რეკომენდირებული 4 Class და მეტი). სლოტების გვერდით განთავსებული მექანიკური გადამრთველის მეშვეობით შეგიძლიათ მართოთ თქვენთვის სასურველი მედია ტიპი. SONY Alpha 2010-2011 Collection (სურათის გასადიდებლად, დაკლიკეთ) დასკვნა: ჩვენს წინაშეა ბრწყინვალე სარკული ფოტოაპარატი, რომელიც აკმაყოფილებს ფოტოხელოვნებით გატაცებული ნებისმიერი ფოტომოყვარულის მოთხოვნებს. მისი შესაძლებლობების პოტენციალი ძალიან მაღალია. Sony α580_ის შემქმნელებმა შეძლეს მრავალი მოხერხებული ფუნქციის რეალიზება მოეხდინათ აღნიშნულ ფოტოაპარატში და თითქმის დააჯილდოვეს პროფესიონალური გამოყენების თვისებებით, თუმცა მაღალი მახასიათებლების მიუხედავად მას არ შეუძლია გაცილებით ძვირფასი პროფესიონალური მოდელებისთის კონკურენციის გაწევა, რომლებიც ძირითადად განკუთვნილია მხოლოდ პროფესიონალებისთვის. სამაგიეროდ „კლასიკურ“ სარკულ ფოტოაპარატებს შორის გვევლინება ერთ-ერთ ლიდერად, როგორც მაღალხარისხიანი ფოტო და ვიდეო გადაღებით ისე ფუნქციონალური მნიშვნელობითაც. SONY DSLR-A580L ტექნიკური მახასიათებლები (თუ ფაილს ვერ ხსნით, დაკლიკეთ აქ.) SONY DSLR-α580_ის სადემონსტრაციო ვებ-გვერდი.SONY Alpha DSLR-α580
    3 points
  4. მიუხედავად რეგულარულად გავრცელებელი ხმების, დესქტოპ-პროცესორ AMD FX-Series (Bulldozer)-ების გამოსვლის გადადებასთან დაკავშირებით, რომელთა დებიუტიც, ბოლო მონაცემებით, შესაძლებელია ოქტომბრამდე არ შედგეს, კომპანია ASRock-მა გადაწყვიტა არ დალოდებოდა ზღვის ამინდს და ოფიციალურად დაანონსა სისტემური დაფა Fatal1ty 990FX Professional, რომელიც განკუთვნილია აღნიშნულ CPU-ებთან მუშაობაზე. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, ნაწარმი დამზადებულია ვიდეოთამაშების სფეროში განთქმულ გურუ - ჯონათან 'Fatal1ty' ვენდელთან თანამშრომლობით, ხოლო საფუძვლად მას უდევს ჩიპსეტი AMD 990FX. ATX ფორმ-ფაქტორში აგებული დედადაფა უნდა გახდეს ტაივანური მწარმოებლის ფლაგმანური გადაწყვეტილება AM3+ პლატფორმაზე და შეუძლია შემოგვთავაზოს მყარი კონდენსატორების მქონე ციფრული V12+2 ფაზური კვების სისტემა და Fatal1ty Mouse Port - მოთხოვნის რეგულირებად სიხშირეს 125-დან 1000 ჰზ-ის ფარგლებში, გეიმერული მაუსების დაკავშირებისათვის. გარდა ამისა, პროდუქტის აღჭურვილობაში შედის სამი PCI-Express x16 გაფართოების სლოტი - CrossFireX და SLI რეჟიმების მხარდაჭერით, ოთხი ცალი - DDR3 2100 მოდულებისათვის, 32 გბ მეხსიერების ტევადობით და ექვსი SATA 6.0 Gbps პორტი. ASRock Fatal1ty 990FX Professional-ის შემადგენლობაში მოიპოვება Gigabit Ethernet-ის ორმაგი გასასვლელი XFast LAN გადაწყვეტილებით - ქსელური შესაძლებლობების მართვისათვის და ასევე, საერთო ჯამში, ექვსი USB 3.0 პორტი - XFast USB ტექნოლოგიით, რომელიც იძლევა მონაცემთა გადაცემის სისწრაფის ზრდას. გარდა ამისა, ადგილზეა PCI-Express x1 და PCI სლოტების წყვილი, ერთი FireWire და ორი eSATA, ფუნქცია Graphical UEFI, 7.1-არხიანი ხმის მხარდაჭერა და გადადების შუქდიოდური ინდიკატორი - Power, Reset და Clear CMOS ღილაკებთან ერთად. 305 x 244 მმ ზომების მქონე დაფის გაყიდვების დაწყების თარიღისა და ღირებულების შესახებ, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. TC Magazine, Ferra.Ru
    2 points
  5. იტოკში დრეს ვიყავით წასულები კიდობანში და ვიყიდეთ დინამიკები, კლავიატურა მაუსი და მონიტორი, George აუ ბრატ შენ რომ მონიტორი ჩამაწერინე ხო იცი, ულტრაში სამსუნგის 23-იანი, ეგეთი დავითრიეთ, FULL HD 1980X1020-ზე გაფართოებით, პროსტა იქ 23-იანია ხო ღირდა 499 ლარი და ჩვენ 24-იანი ვიყიდეთ იღადავე 480 ლარში, იტოკში ძალიან მაგარი რამეა რა ხალხო, სპასიბა George რჩევისთვის. იმენა ჩვენება აქ, რაღაც ძაან მაგარი რა, იქ გავსინჯეთ, გავტესტეტ, იტოკში მაგარი მონიტორია ძაან: ხო ეხლა დინამიკები ვიყიდეთ MICROLAB M-700 70 ლარად, ძაან მაგარი დინამიკები არის რა, ხმა აქ მაგარი და ფასიც იაფი ღირს რა. http://ultra.ge/product_details.php?id_products=5693 და კლავიატურა და მაუსი კიდე X7-ის დავითრიეთ ორივე, იტოკში 90 ლარი დაჯდა ორივე რა, ეხლა ხვალ ველოდებით კეისის აწყობას, დრეს ვერ მოხერხდა დედაპლატის საკიტხი, P8P67 LE დრეს არ ქონდათ მაღაზიაში და ხვალ იქნებაო ეგ დილითო შემოტანილიო და ავაწყობთო, ყველაფერს გავტესტავთო და ჩაგაბარებტო და პლიუს მეც გავტესტავ ხვალ 3D მარკშიც და სხვა პროგრამებშიც, ყველაფერს და იუმატაც მოგაწვდით. ხო ეხლა აჰა ტხოვნას გისრულებთ და დაპირებული მისამართი: 577-50-10-88 გიორგი, მაღაზია: № 59A გამოუშვი ეხლა +1-ები :D
    2 points
  6. პროგრამების ბაზა CPU Benchmarks: Disk Drive Benchmark: GPU Benchmarks: Monitoring & Info Tools: Overclocking Tools: GPU Overclocking Tools: VGA BIOS Tools: Stability & Stress Tests: Program Versions: მოკლე ბმული ამ გვერდზე: http://bit.ly/ocsoft
    1 point
  7. პირველ რიგში მოგესალმებით! არ ვიცი რამდენად საჭირო თემა იქნება ამ ფორუმისთვის, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ ჩემთვის ვთარგმნი და ვწერ, რომ როცა დამჭირდება, გადავხედო და შევიხსენო რაღაცები... საქმე ეხება ციფრული ფოტოკამერისთვის ლინზების შერჩევას (საერთოდ "ლინზას" ობიექტივი ეწოდება, მაგრამ "ლინზა" უფრო კარგად ხვდება ყურში, დასაწერადაც უფრო მარტივია და ამიტომ მეც "ლინზას" გამოვიყენებ). -------------------------------------------------------------------------------------------------------------------- თუკი ოდესმე გქონიათ სარკიან ციფრულ ფოტოკამერებთან შეხება, ალბათ დამეთანხმებით, რომ სხვადასხვა ლინზის მორგების წყალობით იგი საკმაოდ მოქნილ სისტემას წარმოადგენს. მაგალითად, შეგიძლიათ მაკრო ლინზით გადაიღოთ ბუზ-პეპლები, ლოკოკინები, ობობები (ვეჰ ) და ა.შ., შემდეგ დაამაგროთ კამერაზე ტელეფოტო ლინზა და თქვენი ფანჯრიდან გადაიღოთ მეზობელი, რომელიც ნიფხავს იცვლის და ა.შ. ზოგიერთს შეიძლება პარადოქსულად მოეჩვენოს, მაგრამ მაღალი დონის კამერის ლინზები ხშირად თვით კამერაზე ძვირი ღირს და თუკი კამერაში 800$-ს გავიმეტებთ, ლინზებზე ვეღარ ვიმეტებთ ვერც 800-ს, ვერც 500-ს და ზოგჯერ ვერც 200-ს. ასეთ დროს ორი გამოსავალი გეძლევათ - ან დარჩეთ იმ ლინზაზე, რომელიც გაქვთ და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვათ უკეთესი ფოტოების გადაღების პერსპექტივას, ან შეიძინოთ ნახმარი ლინზა დაბალ ფასად. ზუსტად აქ წარმოიშვება პრობლემა - როგორც სხვა ყველა ნახმარი ნივთი, ნახმარი ლინზაც გარკვეულ დეფექტებს შეიცავს, რომელიც საქმეში ჩაუხედავმა ადამიანმა შეიძლება ვერც კი შენიშნოს. სწორედ ამ დეფექტების მიმოხილვას ვაპირებ დღევანდელ თემაში. 1. ნაკლული დეტალები და აქსესუარები. დეფექტებიდან ყველაზე უწყინარია ნაკლული აქსესუარები. ეს შეიძლება იყოს ლინზის წინა/უკანა ხუფები, მზისგან დამცავი (lens hood), ინსტრუქცია, გარანტია, ყუთი და ა.შ. რათქმაუნდა ხუფები და დამცავი არ არის რთული საშოვნელი, მაგრამ ორიგინალი აქსესუარი შეიძლება სოლიდური თანხა ძვირდეს, ხოლო "არაორიგინალი" არც ისე ლამაზი იქნება (თუმცა არც ჯიბეს გაგიცარიელებთ). განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, რომ დიდი ზომის ტელეფოტო ლინზებს უნდა მოყვებოდეთ შტატივის სამაგრი. ეს გახლავთ "საყელური", რომელიც უმაგრდება ტელეფოტო ლინზას და მისი მეშვეობით ხდება ლინზის და კამერის შტატივზე დამაგრება. გამოიყენება იმიტომ, რომ დიდი ზომის ტელეფოტო ლინზა საკმაოდ მძიმეა, ცვლის სისტემის სიმძიმის ცენტრს, რის გამოც კამერის სამაგრით მთლიანი სისტემის შტატივზე დამაგრება ვეღარ ხერხდება (ლინზა "ყვინთავს" ქვევით). "საყელური" ასე გამოიყურება: ის შეიძლება საკმაოდ რთული საშოვნელი და ძვირი გახლდეთ, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ლინზას აუცილებად მოყვებოდეს... 2. ფილტრის დაზიანებული სამაგრი. იმედია იცით, რომ ლინზას აქვს ფილტრის სამაგრი, რომელზედაც მაგრდება ფერადი, ულტრაიისფერი, ინფრაწითელი, ვარსკვლავური და ა.შ. ფილტრები, რომლებიც ფოტოებს გარკვეულ სპეცეფექტებს ამატებენ, ან აუმჯობესებენ გამოსახულებას. ეს სამაგრი ლინზის წინა ნაწილშია განთავსებული და ლინზის დავარდნისას დიდია მისი დაზიანების ალბათობა. რასაკვირველია ლითონისგან დამზადებულ ლინზებს სამაგრიც ლითონის აქვთ და მათი დაზიანება არც ისე ადვილია, მაგრამ პლასტმასის ლინზები ამ შემთხვევაში მართლაც პრობლემური გახლავთ. სურათზე - ფილტრის სამაგრი: თუკი ფილტრების გამოყენებას არ გეგმავთ, მაშინ შეგიძლიათ თამამად იყიდოთ მოტეხილსამაგრიანი ლინზა, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ თუკი მის გაყიდვას მოისურვებთ, შეიძლება გაგიჭირდეთ, მედალს ხომ ორი მხარე აქვს 3. მორყეული გადამრთველები. ბევრ ლინზას ზედვე აქვს ვიბრაციის შემცირების, ან ავტო/ხელის ფოკუსის გადამრთველები. ამოსაღები კბილივით მოფამფალებული გადამრთველი შეიძლება ერთ არც ისე მშვენიერ დღეს სულაც გაფუჭდეს, ამიტომ კარგი იქნება ყურადღების მიქცევა მათ გამართულობაზე. ისე, ჩემ კამერას კორპუსზე აქვს ორი მორყეული გადამრთველი, თავიდანვე მოჯღანული იყო და ჯერ-ჯერობით არ გაფუჭებულა (თფუ თფუ თფუ). 4. მტვერი ლინზაში. ყოვლისმომცველი და ყველასგან მოძულებული სუბსტანცია, სახელად "მტვერი", ლინზებშიაც აღწევს. განსაკუთრებით ბევრი მტვერი გროვდება ზუმ ლინზებში (კონსტრუქციის თავისებურებებიდან გამომდინარე). შედარებით ნაკლები მტვერი გვხვდება ფიქსირებული ფოკუსის მქონე ლინზებში, მაგრამ მათი შემოწმებაც საჭიროა. ლინზაში ჩაგროვილი მტვრის დასანახად პირველ რიგში ლინზის გარედან გაწმენდაა საჭირო (რომ გარედან მოდებული მტვერი შიგნიდან ჩამჯდარში არ აგერიოთ), შემდეგ კი ლინზას სინათლეზე უნდა გახედოთ. როგორც წესი, ლინზაში დაგროვილი მტვერი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ფოტოს ხარისხზე კატასტროფული გავლენა არ აქვს. თუკი თქვენ მიერ გადაღებულ ფოტოს ნაცრისფერი ლაქები ადევს, იცოდეთ, რომ ლაქები მტვრიანი სენსორის ბრალია და არა მტვრიანი ლინზის! 5. მორყეული/დაზიანებული მართვა, ფოკუსი, ზუმი. პროფესიონალურ ლინზებს ზუმის, ფოკუსის და ზოგჯერ დიაფრაგმის კონტროლები ზედვე აქვთ. მათში შეიძლება მტვერი ჩაგროვდეს, ან ზედმეტი ხმარებისგან მოირყეს. მართვების დაზიანება პოტენციური და საკმაოდ სერიოზული საფრთხეა. თავად განსაჯეთ - რად გინდათ ლინზა, რომელზეც ფოკუსს ვერ გაასწორებთ, ვერ "მიაზუმებთ"... ერთის მხრივ, გაუხეშებული მართვის შემთხვევაში ლინზა შეგიძლიათ დააშლევინოთ, დააზეთინოთ და "გააკეთილშობილოთ", ხოლო მეორეს მხრივ - მორყეული მართვა სერიოზულ ჩარევას საჭიროებს და შეიძლება ასეთი ლინზის რემონტი ძვირი დაგიჯდეთ, ან სულაც ვერ შეაკეთოთ. 6. ზეთიანი, ჩაჭედილი ან დაზიანებული დიაფრაგმა. დიაფრაგმა ლინზის ერთ-ერთი უმთავრესი და ფაქიზი დეტალია. მისი შეკეთება/გამოცვლა ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ თუკი ლინზის დიაფრაგმა დაზიანებულია, არ უნდა იყიდოთ. ხოლო დაზიანება შეიძლება რამდენიმე სახის იყოს. ესენია: დიაფრაგმის ზეთიანი ფრთები (ამ შემთხვევაში ზეთი შეიძლება ჩახმეს და დიაფრაგმის პარალიზება გამოიწვიოს), დიაფრაგმის მოშლილი მართვა (ასეთ დროს დიაფრაგმის რეგულირება შეუძლებელია), დაზიანებული/ჩაშლილი დიაფრაგმა (მგონი ხვდებით რაზეცაა საუბარი). 7. ლინზის დამცავი საფარველის დაზიანება, ლინზის ნაკაწრები. დამცავი საფარველი ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, რომელიც ბავშვობაში ყოველთვის მომწონდა თავისი ფერადოვნების გამო, მნიშვნელოვნად ცვლის ფოტოს ხარისხს. იგი აკავებს მავნე სხივებს, აცილებს გამოსახულებას "ზედმეტ" სინათლეს, აქრობს ზედმეტად ინტენსიურ უბნებს და ა.შ. ფოტოებზე ხედავთ დაზიანებულ საფარველს და მისით გამოწვეულ დეფექტს: საფარველი დროის გასვლასთან ერთად იცრიცება და ფაქტობრივად შეუძლებელია დაუზიანებელი საფარველის მქონე ნახმარი ლინზის პოვნა. მცირე დაზიანება საშიში არ არის, მაგრამ რაც უფრო დიდია საფარველის დაზიანება, მით მეტია ფოტოს ხარისხის გაფუჭების ალბათობაც. რისკის გამოსარიცხად საჭიროა გადავიღოთ ცის ფოტო მინიმალური დიაფრაგმით და დავაკვირდეთ მას. თუკი დეფექტებს აღმოაჩენთ, შეიძლება ლინზაზე უარის თქმა მოგიხდეთ. კიდევ უფრო სერიოზულ პრობლემასთან გექნებათ საქმე გაკაწრული ლინზის შემთხვევაში (ასეთი რამე მაშინ ხდება, როცა ლინზას "ცუდად ექცევი" და ძირს აგდებ). მცირე ნაკაწრები ფოტოს არ აუარესებს, მაგრამ დიდი, ღრმა ნაკაწრები და განსაკუთრებით ამომტვრეული მინა საგანგაშოა არადა ნაკაწრებისგან თავის დაცვა უადვილესია - უბრალოდ იყიდეთ ნეიტრალური ფოტოფილტრი და დაუმაგრეთ ობიექტივს (თუ ფილტრის სამაგრი არ გაქვთ გატეხილი ). 8. ლინზის გაფცქვნა, ჩხრიალი. რთული (და კარგი ხარისხის) ლინზები (ლინზები და არა ობიექტივი) მინის რამდენიმე ფენისგან მზადდება და დროთა განმავლობაში ეს ფენები ერთმანეთს სცილდება. შედეგად ლინზა იფცქვნება და გამოსახულება მახინჯდება. ასევე ყურადსაღებია ლინზების წანაცვლება. ამის შემოწმება საკმაოდ მარტივია - აიღეთ ლინზა, გააქნიეთ. თუ დაიჩხრიალა, ე.ი. კომპონენტები მოშვებულია და წანაცვლებული. როგორც წესი, ერთი ელემენტის წანაცვლება საშიში არ არის, მაგრამ ერთზე მეტი დეტალის წანაცვლება საგანგაშოა. 9. დაობებული ლინზები. ერთი შეხედვით შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ობი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, რომელიც საწყის ეტაპზე შეიძლება არც კი ჩანდეს. მოგეხსენებათ ობი სოკოა და თანდათანობით იზრდება. ჩნდება ლინზის შიდა მხარეს, აბუნდოვანებს გამოსახულებას და უკარგავს ხარისხს. მასთან ბრძოლა შეუძლებელია - შეგიძლიათ თავი გაიჭირვოთ, გახსნათ ლინზა, გამოწმინდოთ, გამორეცხოთ ყველაფერი და შემდეგ ისევ ააწყოთ, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ ობი კვლავ გაჩნდება, ასე რომ არ გირჩევთ დაობებული ლინზის შეძენას... ნახმარი ლინზები ბლომად იშოვება როგორც ფოტო ფორუმებზე, ასევე მშრალ ხიდზე და უცხოურ ვებ-საიტებზე. და თუკი თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ ლინზა, რომელიც საქართველოში იყიდება, იგივეს ვერ იზამთ იმ ლინზაზე, რომელსაც საზღვარგარეთული ინტერნეტ-მაღაზიები გთავაზობენ. მაგრამ სამაგიეროდ მათ აქვთ ნახმარი პროდუქციის შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც შეგიძლიათ სასურველი ფასის მქონე პროდუქტის ხარისხზე გარკვეული წარმოდგენა შეიქმნათ. დღეისათვის სულ ეს იყო, გმადლობთ ყურადღებისთვის!
    1 point
  8. ეს არის Nintendo Wii-ს და GameCube-ს ემულატორი რომლითაც შეგიძლიათ ითამაშოთ ამ ორი პლათფორმის თამაშები უპრობლემოდ და ძალიან ადვილად )) ემულატორის ლინკი: http://www.dolphin-emulator.com/ ემულატორი სულ ახლდება და უფრო და უფრო კარგად მუშაობს თან აქვს ისეთი ფუნქციები რაც არ აქვს Nintendo Wii მაგალითად anti aliasing-ის ფუნქცია ამ ვიდეოში ახსნილია თუ როგორ დავაყენოთ ისეთი კონფიგურაცია რომ ჩვენმა PC-მ ადვილად წაიღოს თამაშები როგორ დავაყენოთ კონტროლერი (არ ვიცი თვითონ Wii Remote როგორ უნდა დავაყენო იმიომ რომ მე კონტროლერით ვთამაშობ ისეთ თამაშებს რომლებსაც wii classic controller-ის supprort-ი აქვს) როგორ დავაყენოთ GameCube-ს კონტრლერი (იმ შემთხვევაშია საჭირო თუ GameCube-ს თამაშს ვთამაშობთ) ემულატორმა გაშვებისას ერორი რომ არ მოგცეთ, აუცილებლად უნდა დააყენოთ: DirectX-ის Runtime: WEB Installer Offline Installer და ასევე Microsoft Visual C++ 2010 Redistributable: 32 Bit 64 Bit FAQ რავი მეტი რა დავწერო თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდათ დაწერეთ და გიპასუხებთ )) პს: რატომღაც აქ ვიი ს არასერიოზულად უყურებენ რადგან არ აქვს ძალიან მაგარი გრაფიკა არადა მართლა ძალიან მაგარი კონსოლია და ნინტენდომ იცის თუ იცის თამაშების გაკეთება ყველაზე მეტი კონსოლი ნინტენდოს აქვს გაყიდული და კიდევ იმდენი ძალიან მაგარი ფრენჩაიზია ვიიზე რომ მეტი არ შეიძლება მაგალითად Zelda, Metroid, Super mario bros, No More Heroes, Monster Hunter............ და კიდევ ძალიან ბევრი რიმეიკია არაა მთავარი თამაშში ქონდეს სუპერ რეალისტური გრაფიკა მთავარია გეიმფლეი მე პირადად ზელდა 30 კრიზისს მირჩევნია ერთად აღებულს :D
    1 point
  9. ფოტოინდუსტრიაში ჩემმა ერთ-ერთმა ფავორიტმა კომპანია Pentax-მა დააანონსა საშუალო ფორმატის პროფესიონალური ციფრული ფოტოკამერის - Pentax 645D-ს შეზღუდული ვერსია, სახელწოდებით "Pentax 645D Grand Prix limited edition". ეს გახლავთ 40 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერის სპეციალური გამოშვება, რომელიც Camera Grand Prix-ის წლევანდელ ცერემონიაზე იქნა წარდგენილი (თუ ჯერ არ იქნა და მომავალში იქნება, ზუსტად არ ვიცი როდის ტარდება ზემოხსენებული მოვლენა ). მწარმოებელი გვიმალავს ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა რაოდენობით გამოუშვებენ ამ წითელ კუბიკს. თუმცა ის იღბლიანები, ვინც 645D GPLE-ს შეძენას შეძლებენ, აუცილებლად იამაყებენ ხის ყუთში ჩადებული, ლაკით დამშვენებული წითელი კორპუსის მქონე კამერით, რომელსაც ტყავის "საყელურიც" მოყვება. კამერის განსაკუთრებული ღირსშესანიშნაობებია გალაკული კორპუსი, Pentax-ის მოოქროვილი ლოგო, ტყავის (სინთეტიური ტყავის ) საყელური წარწერით "Camera GP 2011 Camera of The Year" და PENTAX 645D-ს ლოგოთი, ინდივიდუალური სერიული ნომრით, რომელიც შეზღუდულ სერიაზე მიგვითითებს, პრიალა შავი ხუფით, რომელიც სპეციალურად ამ სერიისთვის შექმნეს და Backlight-ით აღჭურვილი LCD დისპლეი. აპარატი თავსებადია O-GPS1 მოდელის GPS მოწყობილობასთან. შეგახსენებთ, რომ Pentax 645D კომპანიის ფლაგმანია, იგი საშუალო ფორმატის კატეგორიის 40 მეგაპიქსელიანი (7264x5440) ფოტოკამერაა, რომელზედაც "D FA" და "645" სერიის ნებისმიერი ობიექტივი დგება, იღებს 14-ბიტიან RAW ფაილებს, აქვს თარაზო (კამერის გასწორებისთვის) და ბევრი სხვა სასარგებლო დეტალი. სტანდარტული ვერსია 10000$ ღირს, ხოლო რა ეღირება GPLE - ცნობილი არ არის. P.S. დიდი მადლობა მათ, ვინც იპარავს სიახლეებს ჩვენი საიტიდან. თქვენ გამო მომიწია ფოტოების ჩვენი საიტის ლოგოთი დამახინჯება :xelitavi:
    1 point
  10. ალფა ვერსიის სქრინები მოიპარეს: BF3Blog იმედია გრაფიკის განხილვას არ დაიწყებთ, რადგან საბოლოო ვერსიას ამაზე ბევრად უფრო კარგი გრაფიკა ექნება + ისიც არ ვიცით ეს ვერსია რა ცვლილებებზე არის ჩართული.
    1 point
  11. ხოდა მაგიტომაც ალბათ შენც Trial დააყენე და მერე დაკრეკე, ან ვაბშე Free ვერსია
    1 point
  12. უახლესი დეტალები გახდა ცნობილი: მოკლედ Sandy E ს Core i7 იქნება LGA 2011 სოკეტზე ,გამოვა 2 ცალი X და K სახელებით ,X აღნიშნავს Extreme ს და K იქნება Unlocked ვერსიები. ერთ-ერთი ვერსია იქნება Core i7-3960X Extreme Edition ,6 ბირთვით და 12 ნაკადით With HTT, ასევე სიხშირე ექნება 3.30 GHz და ტურბო რეჟიმით 3.90 GHz, 15 MB of L3 ქეში შემდეგი მოდელი იქნება Core i7-3930K ასევე 6 ბირთვით და 12 ნაკადით , სიხშირე 3.20 GHz ტურბოთი 3.80 GHz და ექნება 12 MB of L3 ქეში ხოლო ყველაზე სუსტი ვარიანტი იქნება (ამას თუ სუსტი ჰქვია ) Core i7-3820 ,4 ბირთვი და 8 ნაკადი ,ასევე 3.60 GHz სიხშირე ტურბოთი 3.90 GHz და 10MB ც ქეში ,ამას BClk დაკეტილი ექნება ყველას ექნება PCI-Express 3.0 ის მხარდაჭერა !
    1 point
  13. რავიცი ლექსო, 2009 წლის ზაფხულში ეგრე იყო და... თუ გაქვს ვარიანტი გაიკითხე, ჩემი ახლობელი იყო შარშან და ხვალ იმასაც ვკითხავ.
    1 point
  14. მანქანებს თავისით ხსნის ვერ იყიდი ჯანქიარდი ქვია როგორც მახსოვს მანდ უნდა შეხვიდე
    1 point
  15. მე ვურჩევდი რო ეს ჩამოიტანონ, გაგრილების ამბავში რა 6$ ია სხვაობა იმედია დამეთანხმები რო ღირს
    1 point
  16. დააყენე ინგლისური MUI და დროებით მაგით გააკეთე
    1 point
  17. კარგი თემაა ნამდვილად ,ბევრს გამოადგება :)
    1 point
  18. 1 point
  19. სიდერების დეფიციტი ყავს :E http://torrentz.eu/edb8f8ebdb6be8e15e6e6681590871dde9d88485 და კონფიგში რაღაცეები მოაკლეს საერთოდ და და რავიცი მიხვდები ნელ ნელა PS იე wii ზე მართლა ძალიან ცოტაა კარგი თამაში :| პროსტა კონტროლერ რომ მქონდეს მაინც გაასწორებდა და კიდევ ბევრ კარგს მოუშენ კონტროლი ჭირდება D:
    1 point
  20. აქვე ვამატებ: თურქულმა ინფორმაციულმა წყარო Donanim Haber გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ გრაფიკული გადაწყვეტილებები, რომლებიც შესულნი იქნებიან სერია AMD Radeon HD 7000-ში, იქნებიან თავსებადი მომდევნო თაობის PCI Express ინტერფეისთან. სამაგიდო სისტემებისთვის განკუთვნილი 3D-ბარათები მიიღებენ PCI Express 3.0 x16-ს, ამასთან, შენარჩუნდება სრული საპირისპირო თავსებადობა სტანდარტის წინა თაობებთან. სპეციფიკაცია PCI Express 3.0 მიღებულ იქნა ორგანიზაცია PCI-SIG-ის მიერ, წინა წლის ნოემბრის თვეში. გამტარობის უნარიანობის მხრივ, PCI Express 3.0 ორჯერ აღემატება თავის წინამორბედს. თითოეულ ხაზზე (x1), ერთი მიმართულებით, შესაძლებელია მონაცემთა გადაგზავნა 1 გბ/წმ სიჩქარით, ამგვარად, x16 კონფიგურაციის მაქსიმალური გამტარობის დონე მიაღწევს 32 გბ/წმ-ს. ამასთან, კოდირების ახალი სქემის გამოყენებით, არხის სასარგებლო ჩატვირთვის კოეფიციენტი გაიზრდება 25%-ით და უახლოვდება 100%-ს. როგორც თქვენთვის ცნობილია, AMD Radeon HD 7000 ბარათებს საფუძვლად დაედება 28 ნმ გრაფიკული პროცესორები, რომლებიც ასევე ცნობილნი არიან Southern Islands-ის სახელწოდებით.
    1 point
  21. ინტერნეტში უკვე გავრცედა ინფორმაცია xperia-ს სერიის რევულოციური გაგრძელების შესახებ. ეს არის Sony Ericsson Xperia Duo 1,4 Ghz-იანი 2 ბირთვიანი პროცესორით. ეს იქნება xperia-ს სერიის პირველი 2 ბირთვიანი ტელეფონი რომელსაც აგრეთვე ექნება 12MP კამერა მეორე თაობის სენსორით Exmor CMOS და რაც აღსანიშნია ექნება აკუმულატორი 2500!!! MAH ტევადობით. მოსალოდნელია რომ რომ DUO 2011 წლის ბოლოს გამოვა. ფასი ჯერ-ჯერობით უცნობია. მდინარე: 3DNEWS.RU
    1 point
  22. მომეწონა თემა, კარგი იქნება კატალოგს თუ დაემატება.
    1 point
  23. არაფერია მანდ საჩალიჩო, გადააყენე და შემდეგ MYcomp/manage/disk managment მანდ იქნება დისკები შესაბამისად E თუ D რაც ერქვათ და ისევ მაგ სახელებს დაარქმევ change drive letter and fath მანდედან :)
    1 point
  24. სევენზე ჩემთან სულ ეგრე შვრება დისკების მენეგმენტიდან გამოაჩენ უპრობლემოდ.
    1 point
  25. ერთს დავამტებ ტემპ გამზოველ პროგებთან დაკავშირებით. პირველად მეც hwmonitor ვხმრობდი მაგრამ რაც ასუსის ოფ. ფორუმზე ვნახე ყველა ამას ხმარობდა HWiNFO უფრო ამომწურავი ინფორმაციასიძლევა და არა მარტო ტემპერატურაზე... HWiNFO32 Download HWiNFO64 Download ორივეს ერთდროუყლად გადავუღე;
    1 point
  26. აი ეგღა აკლდათ ყველაზე თესლებსაც კი გადაუჯოკრა :D
    1 point
  27. სამწუხაროდ Cooler Pad არ შველის ბევრად ტემპერატურის დაწევას. ამას წინათ შევიძინე Massive23 LX და განსხვავებას ვერ ვხედავ. ერთს დავამატებ ჩემი სამწუხარო გამოცდილებიდან; დაუტვირთავზე ტემპერატურის მატება. კატასტროფულად აიწია 90 C ახწევდა ბოლოს GPU და CPU. აღმოჩნდა გაგრილების სისტემა იყო დაზიანებული ზუსტად სახელს ვერც გეტყვით (აი ასე მომწერეს ventola termal kit (იტალიურად) თარგმანით ასე გამოდის термальных комплект вентилятора - termal fan kit) თემაც მქონდა გახსნილი G73JH კარგი ხანია ასეთი საჭირო თემა არ გახსნილა ფორუმზე. მადლობა ცოდნის გაზიარებისთვის.
    1 point
  28. Timings VS MHz პატარა გამოძიება Overclockers.ge-სგან სანამ ვანო ყინავს ყველაფერს, პრაქტიკული აჩქარებით არის დაკავებული და გუნდისთვის ვედროებით მოაქვს ქულები , მანამდე მე თეორიულ ნაწილს ვაწვები და პატარა გამოძიებას შემოგთავაზებთ. ყველას აინტერესებს მაინც რომელი ჯობია, დაბალი ტაიმინგები თუ მაღალი სიხშირეები. რა თქმა უნდა ვიცით რომ გააჩნია თანაფარდობას, ყველაფერი შედარებითია. რაც უფრო დაბალია ტაიმინგები უკეთესია, ასევე უკეთესია მაღალი სიხშირე, მაგრამ ზოგჯერ გვიწევს კომპრომისზე წასვლა; მაღალი სიხშირისთვის უნდა შევწიროთ ტაიმინგები და პირიქით, დაბალი ტაიმინგებისთვის უნდა გავწიროთ მაღალი სიხშირე. ხოდა დღეს ჩემი ოპერებით OCZ 1333 CL8 ვნახე დაახლოებით როგორი თანაფარდობაა სიხშირეს და ტაიმინგებს შორის. სატესტო სისტემა: Memory - OCZ 1333, CL8 CPU - i7 860 MB - P7P55D Deluxe HDD - Hitachi 320GB, 7200 rpm GPU - 8600 GS PSU - TX850 CPU Cooling - Ultra 120 OS - Windows XP SP3 ვტესტავდი პირველ რიგში Everest ბენჩმარკში, მთავარი ყურადღება გავაახვილე memory read, write და copy-ზე, ასევე გავტესტე superpi 1MB და wprime 32mb მაგრამ შედეგები საკმაოდ არაერთგაროვანი იყო თავიდან გავტესტე BCLK 133-ზე, პროცესორის მამრავლი 22 დავაფიქსირე და გამოვრთე ენერგოდამზოგველი ფუნქციები რომ სიხშირეს არ ეთამაშა. ძაბვა ყველგან ხელით დავაფიქსირე რომ დედა დაფას თავის ჭკუაზე არ ეცვალა CPU voltage - 1.15v IMC voltage - 1.26v DRAM voltage - 1.65v ეხლა ვნახოთ შედეგები 1066MHz CL 7-7-7-21 1333 Mhz CL 8-8-8-24 1600 Mhz CL 9-9-9-27 ეხლა კიდევ დავაჯამოთ ეს შედეგები მეტი უკეთესია რა შეიძლება ითქვას ამ ცხრილზე?! ფაქტია რომ სიხშირის მატება და იმავდროულად ტაიმინგების მატება წარამდობას ზრდის, როგორც ჩანს სიხშირე პრიორიტეტულია ტაიმინგებზე ასეთი თანაფარდობით. ანუ ამ შემთხვევაში ტაიმინგების შეწირვა ჯობია სიხშირის შეწირვას. ეხლა ვნახოთ wprime და superpi (მარტო მილიწამები მაქვს გამოტანილი რათა სხვაობა უფრო თვალსაჩინო ყოფილიყო სინამდვილეში wpriem-ს პლუს 8 წამი და superpi-ს პლუს 14 წამი სჭირდებათ) ნაკლები უკეთესია აი აქ კი სრული ქაოსი დამხვდა და შემდგომშიც ასე გაგრძელდება ამ ბენჩებში. superpi თუ კლებულობს (ანუ უკეთესი შედეგია) wprime მატულობს (ანუ უარესია). შემდეგში გადავედი უკვე სხვა სიხშირეზე (რადიო სიხშირეებზე არ ვამბობ ) მოკლედ მაინტერესებდა 2000 სიხშირეც შედარებისთვის, მაგრამ აჩქარების გარეშე 2000MHz ოპერებზე არ დგება ამიტომ მომიწია BCLK-ს გაზრდა 167-მდე და სხვა ტესტებშიც ამ BCLK-ზე ტესტების გატარება. 1333 და 2000 ამ სიხშირეზე მაქვს გატარებული, ძაბვა არ შემიცვლია, მხოლოდ მამრავლი დავაყენე 17 ხელით რათა პროცესორის სიხშირეც არ შეცვლილიყო. დივაიდერის პრობლემის გამო 1600MHz-ზე BCLK-160 Multiplier-18 ხოლო 1800MHz სიხშირეზე ისევ მომიწია BCLK შეცვლა რადგან DRAM:BCLK დივაიდერი არ მქონდა შესაბამისი, მოკლედ ამ სიხშირეზე BCLK-150 ასევე მამრავლი 19 რათა პროცესორის სიხშირე ყველგან თანაბარი ყოფილიყო. ევერესტი მტკივნეულად განიცდის ძირითადი სალტის სიხშირის ცვლილებებს, ამის გამო 1800-იანი სიხშირის მონაცემი შედარებით რიგიდან "ამოვარდნილი" იყო მაგრამ მაინც საინტერესო. მოკლედ გადავედი შედეგებზე BCLK 167 1333MHz CL 8-8-8-24 1600MHz CL 9-9-9-27 აქაც BCLK ვიმსხვერპლე და 160 1800MHz CL 10-10-10-30 და როგორც გითხარით BCLK 150 2000MHz CL 11-11-11-30 BCLK-167 ისევ ეს ტაიმინგები და სიხშირეები ჩემი ოპერების ზღვარია ფაქტიურად მაქსიმალური რაც შეეძლოთ ის გამოვწურე და შედეგებიც ასე დავალაგე. ბოლო კონფიგურაცია 11-11-11-30 შემთხვევით არ არის 33 მაგალითად ვერ მივეცი მაქსიმუმი 31 იყო და დავტოვე ბოლო ტაიმინგი ხელუხლებლად. ეხლა ისევ დავაჯამოთ შედეგები მეტი უკეთესია ალბათ ყველაზე საინტერესო გრაფიკი ეს არის. როგორც ხედავთ სიხშირის ზრდა ისევ პრიორიტეტულია. ჯობია ტაიმინგებით ვიზარალოთ ვიდრე სიხშირით. საინტერსოა რომ CL8 1333-ს ჯობია CL10 მაგრამ 1800 სიხშირეზე და დაბალ BCLK-ზეც კი. თითქოს CL9 1600 უკეთესია ვიდრე CL 10 1800 მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ CL9-ზე BCLK 160 იყო, ხოლო 1800-ზე 150 მაშინ თამამად შემიძლია ვთქვა რომ BCLK 160-ზე და CL 10 ტაიმინგებზე 1800MHz-ს უპირატესობა ექნებოდა, ვიდრე 1600MHz. მით უემეტს, რომ memory copy უკეთესია 1800-ზე, ხოლო memory write საერთოდ ყველა ტესტში კლებულობს, მხოლოდ 2000 სიხშირეზე ეწევა 1333-ს. არც ვიცი ეს რას დავაბრალო კიტის სისუსტეს თუ კიდევ რამე სხვა უზუსტობას... მოკლედ სხვა კიტზე აუცილებლად ვნახავ რა სხვაობა მექნება. ეხლა ვნახოთ ისევ Superpi და Wprime ტესტები ნაკლები უკეთესია აქ საერთოდ უცნაურად დალაგდა შედეგები. საუკეთესო შედეგი ქონდათ 1600 CL9 კონფიგურაციას. ხოლო ყველაზე უარესი 2000 CL11-ს. პრინციპში 1333 CL 8-ს 2000-ზე უარესი შედეგი ქონდა Superpi-ში. ვიცი იდეალური ტესტები არ არის მაგრამ არც ოპერებია იდეალური. რაც მთავარია ზოგადი წარმოდგენა შემექნა, რომ მაღალი სიხშირე უკეთეს შედეგს იძლევა ვიდრე დაბალი სიხშირე და დაბალი ტაიმინგები. Wprime და Superpi ტესტების შედეგზე გავლენა ალბათ იამანაც იქონია რომ ჩემი ოპერებისთვის 2000 სიხშირე სრულიად არაბუნებრივია და ფაქტია 1600 CL9-ზე უკეთესი შედეგები მქონდა ვიდრე 1333 CL8-ზე. მოკლედ მაღლა სიხშირე და ძირს ტაიმინგები ! იდეაში ტაიმინგებიც მაღლა, ძირს იდეოლოგიურად და არა პირდაპირი მნიშვნელობით. :D
    1 point
  29. უფლისციხე კარგი არჩევანია,თუ ბოლომდე შეინარჩუნა ლიდერობა
    1 point
  30. ერთი კაი მამა-პაპური ვორნი ალალია ახლა შენზე "აბანო" გვერდით ფორუმზეა P.S. ზედმეტი პოსტები დაიმალა. არაა ეს დასაფლუდი თემა.
    1 point
  31. ... ანუ კარგად გეყოლეთ. "ნაშების" ფორუმი არაა ეს.
    1 point
  32. მაგარ ნაშებს თუ აყრით თქვენან ვარ თუ არადა კარგად მეყოლეთ :rofl: :rofl:
    1 point
  33. კომპანია Toshiba გამოსაშვებად ამზადებს მულტიდემიურ-სათამაშო პორტატულ კომპიუტერს Qosmio X770-ს Intel Sandy Bridge-ის პლატფორმაზე. ნოუთბუქი აღჭურვილია ოთხბირთვიანი Core i7-2630QM პროცესორით და ტაქტური სიხშირით 2,0 გჰც (2,9 გჰც-მდე Turbo-რეჟიმში); ოპერატიული მეხსიერების მოცულობა — 8 გბ. შესაძლებელია ორი «შემგროვებლის» დაყენება: მყარი დისკი მოცულობით 750 გბ და 500 გბ-ანი ჰიბრიდული «ვინჩესტერი» ფლეშ-მეხსიერების მოდულით. ქვესისტემის მონაცემების შენახვის მაქსიმალური მოცულობა არის 1,25 ტბ. გრაფიკის დაუმშავებას უზრუნველყოფს დისკრეტული ამაჩქარებელი GeForce GTX 560M 1,5 გბ მეხსიერებით; დისპლეის გააჩნია 17,3-დიუმიანი დიაგონალი Full HD-გარჩევადობით 1920×1080 პიქსელი. მხარდაჭერილია ტექნოლოგია nVidia 3D Vision, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია მოცულობით კონტენტთან მუშაობა. ნოუთბუქის არსენალში შედის: ოპტიკური Blu-ray-მიმღები, Wi-Fi და Bluetooth 3.0 ადაპტერები, ვებ-კამერა, HDMI ინტერფეისი, USB 3.0 პორტი და სამი USB 2.0 პორტი. სიახლის ზომები — 410×270×28–42 მმ, წონა — 3,4 კგ. OS — Windows 7 Home Premium. ნოუთბუქის ღირებულება შეადგენს 1 300 ევროს.
    1 point
  34. მაინც სონი ერიქსონია და თუ გინდა 10 ბირთვი ჩატენონ შიგნით :givi:
    1 point
  35. ვერ ვიტან SE-ს დიზაინს.
    1 point
  36. არა. აქ რაც ღირს შესაბამისი ფასი დაადო სჯობს ;)
    1 point
  37. თუ გაჩუქეს ჩამოტანის ფასი რაში "გვაინტერესებს" ? :D
    1 point
  38. ამხელა კაცი, მე-3 ადგილის გულისთვის მივასკდი კომპიუტერს?! ყველაზე მოხუცი "მრბოლელი" მე ვარ და სირცხვილი არ არის დამჩაგროთ? ვიღაცამ რომ იკითხოს, ამხელა კაცს მეტი საქმე არ აქვსო, თქვენც უთხარით, არ აქვსთქო.
    1 point
  39. კაი იგრაა გასართობად მაგრამ გრაფიკულად ბლუაააასხ
    -1 points
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.