All Activity

This stream auto-updates     

  1. Past hour
  2. 1430/2250 კაი მატება მომცა. ქრიუ 2 გაქაჩა 60 ფპს ულტრა.
  3. Today
  4. p.s. პახოდუ ძაან მენანება და ტვინი არავინ მომიტყნას ძვირიაო ან პლატიზე ბევრად უფრო იაფიაო. აქვე დავწერ ბარემ და იყიდება ასევე ჩემი პირადი ტელეფონი google pixel თეთრი ფერის. 32გბ ვერსია იდეალურ მდგომარეობაში 450 ლარად. ეს აპარატებიც ამაზე იაფად არის მარკეტზეც და ფორუმზეც, მაგრად ვიმეორებ არის უიდეალურეს მდგომარეობაში. არანაირი ბარნი შმარნი ნაკაწრი ნატეხი ან დეფექთი არა აქ არცერთ მხარეს
  5. როგორც იქნა გამოუშვა მიკროსოფტმა 17763.292 აბდეიტი https://thecommunity.ru/microsoft/windows/windows10/6461-microsoft-vypustila-novoe-nakopitelnoe-obnovlenie-dlja-windows-10-october-2018-update-17763292.html
  6. ვყიდი ჩემს პირად ექაუნთებს. გადმოგეცემათ აბსოლიტურად ყველაფერი მეილიან ფასვორდიან საიდუმლო კითხვიან იტოგში ყველაფრიანად. არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ 200 ლარი სტიმზე მაქ: call of duty black ops shadow of the tomb rider doom 2016 social club-ში მაქ GTA V ფასს რაც შეეხება არის 200 ლარი და არაფერს არ დავაკლებ. ვიცი რო ექაუნთია და ასეთი ექაუნთები პალტიზე ყრია კაპიკებში, მაგრამ განსხვავება ისაა და თან დიდი განსხვავება რო, პლატიდან ნაყიდ ექაუნთს როდის ვინ დაგახევს არ იცი, და ჩემს შემთხვევაში 100% გარანტიას ვიძლევი რო არცერთ თამაშზე არანაირი პრობლემა არ შეგექმნებათ არასდროს. თუ რაღაც მოხდა და აქა არა ვარ?!
  7. STI-228

    Unreal Engine 4

    Unreal Engine 4.21 released
  8. კომპანია Apple-მა, როგორც ჩანს, მოახდინა უსადენო დამტენის - Airpower-ის გამოშვების ორგანიზება. ყოველ შემთხვევაში, წარმოების დაწყების შესახებ იტყობინება რესურსი Digitimes-ი იმ წყაროების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მომწოდებელთა არხებიდან გახდა ცნობილი. უსადენო დამტენის, Airpower-ის წარდგენა მოხდა ჯერ კიდევ 2017 წელს. Apple-ის ჩანაფიქრით, ამ დამტენმა უნდა შეძლოს ერთდროულად რამოდენიმე გაჯეტის დამუხტვა - მაგალითად, სმარტ-საათის Apple Watch-ისა და iPhone-ის. AirPower-ის კომერციულ ბაზარზე გამოსვლა თავდაპირველად დაგეგმილი იყო 2018 წლისთვის, თუმცა მოწყობილობამ ტექნიკის მაღაზიებამდე ვერ მიაღწია. ცნობილი გახდა, რომ Apple-ის მოწყობილობას პრობლემები აღმოაჩნდა: დამტენის გადახურება, ხარვეზები და ა.შ. მოკლედ, თუკი Digitimes-ის ინფორმაცია რეალობას შეესაბამება, Apple-მა შეძლო ხარვეზების გამოსწორება და ამჟამად უსადენო დამტენი Airpower-ი უკვე მზადაა გაყიდვაში გაეშვას - ეს მოხდება „მოგვიანებით 2019 წელს“. თავად კომპანია Apple ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. https://3dnews.ru/981487
  9. 20 თებერვალს კომპანია Samsung-ი წარადგენს რამოდენიმე ფლაგმანს Galaxy S10 სერიიდან. სხვადასხვა ინფორმაციით, მიმდინარე წელს სამხრეთკორეულმა კომპანიამ უნდა დააანონსოს სამიდან ექვსამდე ახალი მოწყობილობა. ამჟამად კი უკვე ცნობილი გახდა Galaxy S10-ის, აგრეთვე Lite და Plus-ვერსიების ევროპული ფასები. გაჟღერდა დასაკეცი სმარტფონის - Galaxy Fold-ის ღირებულებაც. სამივე „ჩვეულებრივი“ სმარტფონი იმუშავებს ოპერაციულ სისტემა Android Pie-სა და საფირმო One UI-ზე. ფლაგმანების საფუძველი იქნება ერთკრისტალიანი სისტემა Exynos 9820 ან Snapdragon 855 იმის მიხედვით, თუ რომელი რეგიონისთვის იქნება სმარტფონი განკუთვნილი. ამ დროისთვის ცნობილია მომავალი სმარტფონების ფასები იტალიური ბაზრისთვის. ევროპის სხვა ქვეყნების ფასები პრაქტიკულად მისგან განსხვავებული არ იქნება, თუმცა დიდ ბრიტანეთში შესაძლოა 10-20 %-ით ძვირი აღმოჩნდეს. მაშ ასე, მომავალი სამი სმარტფონის ფასები ამგვარია: Samsung Galaxy S10 Lite – 6 გბ ოპერატიული + 128 გბ ფლეშ-მეხსიერება – 779 ევრო; Samsung Galaxy S10 – 6 გბ ოპერატიული + 128 გბ ფლეშ-მეხსიერება – 929 ევრო; Samsung Galaxy S10 – 8 გბ ოპერატიული + 512 გბ ფლეშ-მეხსიერება – 1179 ევრო; Samsung Galaxy S10 Plus – 6 გბ ოპერატიული + 128 გბ ფლეშ-მეხსიერება – 1049 ევრო; Samsung Galaxy S10 Plus – 8 გბ ოპერატიული + 512 გბ ფლეშ-მეხსიერება – 1299 ევრო; Samsung Galaxy S10 Plus – 12 გბ ოპერატიული + 1 ტბ ფლეშ-მეხსიერება – 1599 ევრო. როგორც ვხედავთ, უფროსი მოდელი 12 გიგაბაიტიანი ოპერატიული და 1 ტერაბაიტი ფლეშ-მეხსიერებით იქნება წარმოდგენილი. ამ დროისთვის ბაზარზე მსგავსი მოწყობილობა ჯერ არ არსებობს. არის მოდელები, რომელთაც აქვთ ცალკე 12 გბ ოპერატიული მეხსიერება ან 1 ტბ სამომხმარებლო. ასეთებია Lenovo Z5 Pro GT და Smartisan R1, შესაბამისად. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ მეათე თაობის მოდელები ბევრად ძვირადღირებული იქნება წინამორბედებთან შედარებით. ფასების ზრდა იმის ფონზე, რომ სმარტფონებზე მოთხოვნა მცირდება - ამგვარი ქმედება Samsung-ს მხრიდან ცოტა უცნაურად გამოიყურება. და ბოლოს - სამივე მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება შავ, თეთრ და მწვანე ფერთა ვარიაციებად. თუმცა, Samsung Galaxy S10 Lite-ის ყვითელი ვარიანტის შეძენაც შესაძლებელი იქნება, Plus-ვერსია კი კერამიკული კორპუსით იქნება წარმოდგენილი. მომავალი ფლაგმანების გაყიდვა დაიწყება 2019 წლის 8 მარტიდან. რაც შეეხება დასაკეც სმარტფონს - Samsung Galaxy Fold-ს, მისი ფასი დაახლოებით 2 ათასი ევრო იქნება. https://overclockers.ru/blog/mpanasovsky/show/23680/flagmany-samsung-galaxy-s10-budut-stoit-ot-779-do-1599-evro-a-sgibaemyj-smartfon--2000-evro
  10. სერვისმა Lyft-მა დააპატენტა XR ტექნოლოგია - ეს არის AR და VR სისტემების ერთობლიობა. ტექნოლოგიას ავტომობილით მგზავრობისას გამოიყენებენ - წერს TechCrunch. პატენტის აღწერაში ნათქვამია, რომ მგზავრმა, რომელიც ავტომობილში ჩაჯდება, უნდა დაიხურის VR-ჰედსეტი და მოხვდეს თამაშთა სამყაროში, რომელიც დაკავშირებულია იმ ადგილებთან, რა მარშრუტითაც ტაქსი გადაადგილდება. თამაშების მთელი მექანიკა სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. მარშრუტის შესაბამისად, მგზავრი ამოირჩევს ისტორიულ მონაცემებს გზების შესახებ, დააფიქსირებს მოსახვევებსა და უსწორმასწორობებს. რეალობასთან თანამოქმედების მორიგ მექანიკას წარმოადგენს ყველა იმ მგზავრის ერთმანეთთან კომუნიკაცია, რომლებიც Lyft-ის ტაქსებით მგზავრობენ. რეალური სარგებელი აქედან არაფერია, თუმცა მგზავრებს შეეძლებათ ერთმანეთთან ისაუბრონ და გაიგონ, როგორ მიმდინარეობს მგზავრობა სხვა ავტომობილებში. https://hightech.fm/2019/01/21/lyft-xr https://techcrunch.com/2019/01/17/how-lyft-envisions-bringing-vr-and-ar-to-your-ride/
  11. კომპანია Amazon-მა თავისი თანამშრომლებისთვის შექმნა სპეციალური ჟილეტები, რომელთა საშუალებითაც შემცირდება ადამიანების და რობოტების შეჯახების ალბათობა და შესაბამისად - დაზიანებები მუშაობის დროს - წერს TechCrunch. სპეციალური ჟილეტებისგან რობოტები მიიღებენ სიგნალს, რომ სიახლოვეში ადამიანი იმყოფება - შედეგად შემცირდება შემთხვევითი „თანაქმედება“ ადამიანსა და რობოტს შორის - ეგრეთ წოდებული Human-robot interaction, HRI. ამჟამად კომპანიის საწყობში მუშაობენ 130-კილოგრამიანი რობოტები, რომელთაც შეუძლიათ გადაიტანონ 280 კილოგრამამდე ტვირთი 7,5 კმ/სთ სიჩქარით. შესაბამისად, ადამიანის ვერშემჩნევისა და არასწორი მანევრირების შემთხვევაში ამგვარ რობოტებს სერიოზული დაზიანების მიყენება შეუძლიათ. ადამიანის სიახლოვის ამომცნობი სენსორები უკვე დამონტაჟებულია რობოტებზე, თუმცა არის იმის ალბათობა, რომ შესაძლოა მოწყობილობა მწყობრიდან გამოვიდეს - მაგალითად, დაზიანდეს სქემები, რომლებიც პასუხისმგებელია სენსორების მუშაობაზე. ამისათვისაა სწორედ საჭირო დამატებითი სენსორები ჟილეტებზე, რომლებიც იმუშავებს იმის მიუხედავად, რა მდგომარეობაშია რობოტი. მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კომპანია Amazon-ი მეტად აღარ გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს თანამშრომელთა სიის დაკომპლექტებისთვის, რადგან იგი ახდენდა ქალების დისკრიმინაციას. 2014 წელს Amazon-ის ინჟინრებმა დაწერეს ალგორითმი, რომელსაც უნდა შეერჩია თანამშრომლები კომპანიისთვის. მათ შექმნეს 500 მოდელი, რომლებიც ეძებდნენ შესაფერის კანდიდატებს ღია ბაზაში დაახლოებით 50 ათასი საკვანძო ტერმინის საფუძველზე. 2015 წელს კი გაირკვა, რომ ალგორითმი არჩევდა რაოდენობრივად უფრო მეტ მამაკაცს, ვიდრე ქალს. https://hightech.fm/2019/01/21/amazon-save https://techcrunch.com/2019/01/18/amazon-built-an-electronic-vest-to-improve-worker-robot-interactions/
  12. Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელებს მოუწევთ შედარებით მეტი გადაიხადონ თავიანთი ავტომობილების დამუხტვისას. ელექტრომანქანების მწარმოებელმა ფასები გაზარდა თავის დამტენ სადგურებზე - Supercharger-ებზე მას შემდეგ, რაც დანერგა ანგარიშსწორების ახალი სტრუქტურა. ამ დრომდე, კომპანია მძღოლებს უწესებდა ფასებს შტატების/რეგიონების საგადასახადო სქემის მიხედვით. ამჯერად კი კომპანია გადადის დამტენი სადგურების ინდივიდუალური ფასის სტრუქტურაზე იმის გათვალისწინებით, თუ როგორია ადგილობრივი მოთხოვნა და ტარიფები ელექტროენერგიაზე. საიტი Electrek-ი, რომელმაც ეს ინფორმაცია გააჟღერა, ასევე მიუთითებს, რომ ნიუ-იორკელ მძღოლებს უწევდათ 0.24 დოლარის გადახდა კვტ/სთ-ზე, ბოლო პერიოდში კი ფასმა 0,32 დოლარამდე აიწია (გაიზარდა 33%-ით). ევროპაში მცხოვრები მძღოლებიც აღნიშნავენ მათთვის ფასის მატებას. გასულ წელს Tesla-მ 20-დან 40 პროცენტამდე ყველგან გაზარდა ფასი pay-per-use-მომხმარებლებისთვის. კომპანიის პრეს-მდივანმა Electrek-ს განუცხადა, რომ კომპანია „ახდენს Supercharging-ის ფასების კორექტირებას, რათა უკეთ აისახოს განსხვავება ელექტროენერგიის ადგილობრივ დანახარჯებსა და გვერდით გამოყენებას შორის“, ამავე დროს მან განაცხადა, რომ კომპანია არ აპირებს Supercharging-სადგურები „მოგების ცენტრად“აქციოს. ფასების სქემაში ცვლილებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც გენერალურმა დირექტორმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანია დაასრულებს თავის რეფერალურ პროგრამას მომხმარებლებისთვის. კომპანიის მხრიდან ეს ნაბიჯი წარმოადგენს ხარჯების შემცირების მცდელობას: როგორც ცნობილია, ბოლო ორი წლის განმავლობაში მხოლოდ გასული წლის შემოდგომა იყო კომპანიისთვის მოგების მომტანი. https://www.theverge.com/2019/1/20/18190802/tesla-supercharger-station-price-raise
  13. CCN.com-ის თანახმად, კრიპტოვალუტების ბაზარი იმყოფება გზაზე - გამოსცადოს ყველაზე გრძელვადიანი „დათვების მარკეტი“ თავისი ათწლიანი არსებობის ისტორიაში. როგორც CNBC-ის წამყვანმა კრიპტო-ტრეიდერმა, Ran Neuner-მა განაცხადა, თუკი მიმდინარე bear-მარკეტი კიდევ ერთი თვე გაგრძელდება, იგი გადააჭარბებს 420-დღიან კორექციას, რომელიც კრიპტო-მარკეტმა განიცადა 2014-2015 წლებში. „თუკი ეს bear-მარკეტი კიდევ ერთი თვით გაგრძელდება, იგი ყველაზე ხანგრძლივი იქნება ისტორიაში. 2014-2015 წლებში იგი 420 დღე გაგრძელდა, 2018-2019 წელს კი - უკვე 390 დღეა“ - თქვა ნოინერმა. 2017 წელს კრიპტოვალუტების სექტორზე დაფიქსირდა ყველაზე დიდი bull-მარკეტის დემონსტრაცია. ბიტკოინის ფასი 1000-დან 20 ათას დოლარამდე გაიზარდა, დანარჩენი უმსხვილესი კრიპტო-აქტივები კი, მაგალითად Ethereum-ი და Ripple – 12 თვის მანძილზე ორასჯერ გაიზარდა. 2017 წლის დეკემბერში, როდესაც კრიპტო-ბაზარმა ფასის რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - 800 მილიარდ დოლარზე მეტს - ეთერიუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, Vitalik Buterin-მა ივარაუდა, რომ ბაზრის ღირებულება არ არის მდგრადი იმ პროგრესის არარსებობის გამო, რომელიც მიიღწევა ბლოკჩეინის საბაზისო პროტოკოლებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციებისგან (dApps). Buterin-მა ასევე განაცხადა: „ამრიგად, კრიპტოვალუტების ერთობლივი საბაზრო კაპიტალიზაცია დღესდღეობით აღწევს 0,5 ტრილიონ დოლარს. მაგრამ ეს ჩვენ გამოვიმუშავეთ? რამდენი აპლიკაცია შევქმენით, რომელთაც არსებითი გამოყენება აქვთ? ამ კითხვებზე პასუხი უმნიშვნელოვანესია. ეს მაჩვენებელი - 0,5 ტრილიონი - არ არის საკმარისი“. მას შემდეგ კრიპტო-ბაზრის ფასი 500 მილიარდიდან 119 მილიარდამდე ჩამოვიდა, რაც 76,2%-ზე მეტ კლებას შეადგენს. ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით კი კრიპტოვალუტების ბაზრის ღირებულება 85%-ით შემცირდა. ბაზარმა პიკს 2017 წლის ბოლო პერიოდში მიაღწია და შეადგინა 0,8-ტრილიონიანი მაჩვენებელი. მიმდინარე bear-მარკეტი, სავარაუდოდ, კორექტირების ყველაზე გრძელვადიანი პერიოდი იქნება ცნობადობის იმ დონის გამო, რომელიც აქტივების კლასმა მიიღო 2017 წლის ბოლოს. უამრავი ახალი ინვესტორი და ინდივიდუალური მოვაჭრე შევიდა კრიპტოვალუტების სეგმენტში ბაზრის ღირებულების პიკის დროს და მცირე პერიოდში მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა. Vinny Lingham-მა, რომელიც საწარმოო კაპიტალის ინვესტორი და Civic-ის გენერალური დირექტორია, განაცხადა, რომ bear-მარკეტის გამო ინვესტორების ფსიქოლოგიის აღდგენას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს, რაც თავის წვლილს შეიტანს კორექტირების ვადაში 2019 წელს. 2018 წელს Lingham-მა განაცხადა: „ვფიქრობ, რომ ფასი დარჩება 3 ათასიდან 5 ათასის დიაპაზონში სამი-ექვსი თვის განმავლობაში. არ მგონია, რომ ამჟამად გავარღვევთ 3-ათასიან დონეს. ვთვლი, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში უამრავი შესყიდვაა ამ ნიშნულის ირგვლივ. თუკი უახლოესი სამი-ექვსი თვის განმავლობაში არ გავალთ bear-მარკეტის ციკლიდან, 3-ათასდოლარიანი დონე შეიძლება დავკარგოთ“. თუკი თებერვლის ბოლოს კრიპტო-ბაზარი დარჩება 100-დან 400 მილიარდამდე დიაპაზონში, ეს წელი ოფიციალურად დასახელდება ყველაზე ცუდ წელიწადად და ყველაზე გრძელვადიანი bear-მარკეტის პერიოდად ისტორიის მანძილზე https://www.ccn.com/why-crypto-is-en-route-to-the-longest-bear-market-in-history/
  14. ძალიან დამეხმარე დიდი მადლობა.
  15. Yesterday
  16. G1ORG1

    The Crew (2014)

    ასტორებს. კაი გასართობია. G1ORG1980 ესე ვარ. ჯერ არ მცალია ამისთვის, მანქანაც ჯართი მყავს, მაგრამ ვისაც ნაყიდი გაქვთ დამამატეთ მაინც.
  17. lomsa

    Off-Topic

    როგორ გიკითხოთ ❤️
  18. ეგ იმას ნიშნავს, რომ ვიდეო დაფები 4K რეზოლუციაზე კვდება სამწუხაროდ ჯერ არ არის ისეთი ვიდეო, რომელიც 4K-ზე 60 FPS-ზე მეტს აჩვენებს. ამის გამო თამაშებიც რეალურად ვერ მიდის წინ. ერთი 5 წელი არც არაფერი არ ეშველება ამ ამბავს... მე რასაც ვხედავ, პროგრესი ძალიან ნელია.
  19. სულ ახლის ყიდვას თუ აპირებ 1070 ტი მოგივა გაუხსნელი ქარხნული შეფუთვით მარკეტზე .1060 ჯობია კარგად აი ნახე
  20. nvidia_ს საიტზე რატომ ღირს RTX 2060 იგივე ფასი რაც bestbuy_ზე GTX 1060 ? დავალედო 1060_ზე ფასის დაწევას თუ ეს ვიდეო ბარათი ვიყიდო თუ არ მომცემს დიდი სხვაობას რას მირჩევთ?
  21. Gobro

    Resident Evil 7 (2017)

    Resident Evil 2-ის შეფასებები http://gamebomb.ru/gbnews/27315 თამაში გამოდის 25 იანვარს PlayStation LifeStyle — 10 из 10 Guardian — 10 из 10 We Got This Covered — 10 из 10 God is a Geek — 10 из 10 SomosXbox — 9,7 из 10 The Games Machine — 9,6 из 10 Atomix — 9,5 из 10 Game Informer — 9,5 из 10 PlayStation Universe — 9,5 из 10 EGM — 9,5 из 10 Hobby Consolas — 9,2 из 10 MondoXbox — 9,2 из 10 SpazioGames — 9,1 из 10 VideoGamer — 9 из 10 USgamer — 9 из 10 TheSixthAxis — 9 из 10 Destructoid — 9 из 10 PC Gamer — 8,9 из 10 IGN — 8,8 из 10 Vandal — 8,8 из 10 Game Over Online — 8,8 из 10 Merlin'in Kazanı — 8,6 из 10 Wccftech — 8,5 из 10 CGMagazine — 8,5 из 10 GamesBeat — 8,5 из 10 Digital Trends — 8 из 10 Push Square — 8 из 10 M3 — 8 из 10 Screen Rant — 8 из 10 Gamer.no — 7 из 10
  22. Bitcoin Price Today USD Live: How much is Bitcoin worth? Latest Price Chart Analysis and Bitcoin Price Prediction 2019 https://smartereum.com/1917/bitcoin-price-today-usd-live-how-much-is-bitcoin-worthlatest-price-chart-analysis-and-bitcoin-price-prediction-2019-tue-jan-22/ Bitcoin price prediction: Retreats from intraday lows, eyes locked on $3,800- Confluence Detector https://www.fxstreet.com/cryptocurrencies/news/bitcoin-price-prediction-retreats-from-intraday-lows-eyes-locked-on-3-800-confluence-detector-201901221353
  1. Load more activity