ანუ რა ხდება: სადიპლომოს ვწერ ვიდეობარათებზე. უკვე დავწერე მთლიანი თემის უდიდესი ნაწილი. განხილვაზე რომ გავიტანე, დამიწუნეს რომ მთლიანად ინტერნეტიდან აღებული მასალები გაქვსო და თვის ბოლომდე მომცეს ვადა რომ ჩემით დავტესტო ეს ორი ზემოთხსენებული ვიდეობარათი და აღვწერო შედეგები და დავამტკიცო რომ მართლა ჩემი გაკეთებულია და ჩავამატო უკვე დაწერილ თემაში. ეს თემა ყველაზე მარტივი იყო და იმიტომ ავიღე, მაგრამ ახლა ამ მოთხოვნის გამო მაგრად გავიჭედე.
კაი იქნება ვინმეს ეს ორივე ერთად რომ ჰქონდეს და პლუს ინტეგრირებულ გრაფიკიანი Core i7 სისტემა, უფრო გამიადვილდება საქმე.