Jump to content

Recommended Posts

zjrjz.png

Symbian OS Nokia-ს მობილური ოპერაციული სისტემაა მობილური მოწყობილობებისა და სმარტფონებისთვის. ის შემუშავებული იყო Symbian Ltd-ს მიერ, რომელიც დააარსეს კომპანიებმა Psion, Nokia, Ericsson და Motorola. 2008 წელს, ამ კომპნიებმა დააარსეს ახალი კონსორციუმი Symbian Foundation, რომელის მიზანია ღია კოდიანი მულტიპლათფორმული OS-ის შექმნა. Symbian LTD-ს დანარჩენი ნაწილი კი შეიძინა Nokia-მ.

Symbin OS მუშაობს ექსკლუზიურად ARM პროცეორებზე, თუმცა აქვს ჯერ კიდევ დაურილიზებელი X86 პორტიც, ის არის არის ოპერაციული სისტმა EPOC32-ს შთამომავალი, რომელიც შექმნა Psion-მა თავისივე წარმოების ჯიბის კომპიუტერებისთვის. 1998-2000 წელს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიწერა, რათა მოეხდინათ მისი სრულყოფა და ოპტიმიზაცია შეზღუდული აპარატურული რესურსების მქონე მოწყობილობებზე. შემქმნელებმა შეძლეს მიეღწით მეხსიერების მნიშვნელოვანი ეკონომიისთვის, კოდის კეშირების გაუმჯობესებისთვის და ამის შედეგად პროგრამების სისწრაფის მომატებისთვის შემცირებული ენერგომომხმარებლობის პირობებში. მწარმოებელებისთვის ამ ყველაფერთან ერთად, განსაკუთრებით მიმზიდველი ფაქტია API-ს დონეზე ობიექტ-ორიენტირებული არქიტექტურა, რეალური მულტიტასკინგი.

Symbian-ის შექმნისას ყურადღება გამახვილებული იყო შემდეგ ფაქტორებზე:

  • მომხმარებლის მონაცემების უსაფრთხოებასა და საიმედო შენახვაზე
  • მომხმარებლის დროის ეკონომიაზე
  • ძალზე შეზღუდულ რესურსებზე მუშაობაზე

დღესდღეობით Symbian OS-ს ბაზრის 40%-ზე მეტი უჭირავს.

ძირითადი პროგრამირების ენაა C++, აქვს ასევე ჩაშენებული JAVA-ს მხარდაჭერაც.ასევე შესაძლებელია პროგრამირების სხვადასხვა ენების გამოყენებაცL Python, Flash Lite, Ruby, .NET, Web Runtime (WRT).იყენებს მიკროკერნელს (მიკრობირთვს)

არსებობს Symbian-ის რამდენიმე პლათფორმა:

  • UIQ (User Interface Quartz)-Sony Ericsson და Motorola-ს სმარტფონების ძირითადი OS, მთავარი თავისებურებაა სენსორული ეკრანის მხარდაჭერა, 2006 წლიდან გადავიდა SE-ს საკუთრებაში, ხოლო 2008 წელს შეწყდა მისი განვითარება (მერე გადაერთო SE Windows Mobile-ზე)

  • Series 60 (S60)-Nokia-ს ძირითადი პლათფორმა, თავიდან შექმნილი იყო სტანდარტული კლავიატურის მქონე სმარტფონებისთვი, თუმცა შემდეგ Nokia მთლიანად ამ სისტემის სრულყოფაზე გადაერთო, იყენებენ ასევე Samsung, Siemens და LG

  • Series 80-Nokia იყენებდა QWERTY კლვიატურული სმარტფონებისთვის, თუმცა, შემდეგ შეწვიტა მუშაობა და S60-ის სრულყოფაზე გააგრძელა.

  • FOMA (Freedom of Mobile Access)-გავრცელებულია იაპონიაში, იყენებს უმსხვილესი მობილური ოპერტატორი NTT DoCoMo, მას იყენებენ Mitsubishi, Fujitsu, Sony Ericsson და Sharp.

  • გარდა ამისა არსებობს ცალკემდგომი მოწყობილობები, რომელიც იყენებს Symbian OS-ს, მაგალითად Nokia 7700, Nokia 7710 (Series 90) და SGH L870

მივყვეთ განვითარების ისტორიას:

  • 1998 წელს დაარსდა Symbian LTD
  • 1999 წელს კომპანია Psion უშვებს OS-ს EPOC Release 5, რომელმაც მიიღო დასახელება Symbian OS v5. ის გამოიყენებოდა მაგ SE-ს MC218-ში

eb0en.png

  • 2000 წელს გამოდის სისტემა EPOC5U (Symbian OS v5.1, u = Unicode) პირველად ის გამოიყენეს სმარტფონში Ericsson R380(ალბათ გახსოვთ ეს ტელეფონი)

xk4wp.jpg

  • იმავე წელს გამოდის Symbian OS v6.0 და v6.1 ამავდროულად გამოდის პირველი სრულყოფილი Symbian -სმარტფონი Nokia 9210 იმ დროისთვის საოცნებო ტელეფონი

wtjmu.jpg

  • 2004 წელს გამოჩნდა პირველი ვირუსი Symbian OS-ისთვის- Cabir, რომელიც თავისით ვრცელდებოდა ბლუთუსის საშუალებით და აზიანებდა მომხმარებლის ინფორმაციას

  • იმავე წელს გამოვიდა Symbian OS v8.0, რომლის ძირითაი თავისებურება იყო ორი განსხვავებული ბირთვი: EKA1 და EKA2, ეს უკანასკნელი არ გამოიყენებოდა სმარტფონებში Symbian OS v8.1b-მდე.

  • 2004 წელს გამოვიდა Symbian OS v9.0 ის იყენებდა EKA2 ბირთვს, ძირითადი ცვლილებები შეეხო უსაფრთხოებას: შემოღებული იქნა უსაფრთხოების სერთიფიკატები, რომელიც განსაზრვრავდა ამა თუ იმ აპლიკაციის წვდომის უფლებებს-როგორც აპარატურულს, ისე პროგრამულს და ასევე წვდომას მომხმარებლის მონაცემებთან. ასევე ამ ვერსიაში რეალიზებული იყო ARM5 პროცესორების მხარდაჭერა. თუმცა, ამ OS-ზე სმარტფონები გამოვიდა მხოლოდ 2006 წელს

  • 2006 წლის პირველ კვარტალში გამოვიდა Symbian OS v9.2 Bluetooth 2.0 და OMA Device Management 1.2 მხარდაჭერით

  • 2006 წლის 12 ივლისს გამოვიდა Symbian OS v9.3 იგივე S60 V3 HSDPA მხარდაჭერით. მაგალითად, მას იყენებს საქართველოში ყველაზე გავრცელებული სმარტფონი N73

  • 2006 წლის 16 ნოებბრისთვის გაყიდული იქნა 100 მილიონი სმარტფონი Symbian OS-ის მხარდაჭერით.

  • Symbian OS 9.4 გამოვიდა 2007 წელს, მასში მხარდაჭერილია SQL SQLLite-ს საშუალებით, Wi-Fi,სენსორული ეკრანი ასევე ოპტიმიზირებულია კოდი, პროგრამები ირთვება 75%-ით უფრო სწრაფად ვიდრე Symbian 9.3-ში. ეს რილიზი ცნობილია როგორც S60 5th edition ანუ S60 V5. მას იყენებენ მოდელები: Samsung i8910 Omnia HD, Nokia N97, Nokia N97 mini, Nokia 5800 XpressMusic, Nokia 5530 XpressMusic, Nokia 5228, Nokia 5230, Nokia 5233, Nokia 5235, Nokia C6-00, Nokia X6, Sony Ericsson Satio, Sony Ericsson Vivaz და Sony Ericsson Vivaz Pro.

  • Symbian OS 9.5 გამოვიდა მალევე, მასში მხარდაჭერილია ციფრული მობილური ტელევიზია DVB-H და ISDB-T ფორმატში

  • Symbian^3-სულ ახალი პროდუქტია, წინავერსიებისგან განსხვავებით მას გააჩნია FullHD Output-ის მხარდაჭერა, გაუმჯობესებულია ბრაუზერი, თაჩ-მენიუები, მხარდაჭერილია QWERTY და პრორტრეტული კლავიატურა,მულტითაჩი, მხარდაჭერილია ტექსტის შეყვანის SplitScreen რეჟიმი,Nokia-მ გამოაცხადა, რომ, Symbian^3-ს შემდგომი განახლებები დაფუძვნებული იქნება Qt Framework-ზე. პირველი სმარფონი ამ OS-ზე იყო Nokia N8, შემდეგ C7, C6-01 და ახალგამოსული Nokia E7. Symbian^3 ოჯახში შედიან Symbian Anna და Symbian Belle (ბოლო განახლება) 9.5(S60 v5.2) და 10.1(S60 v5.3) ვერსიები შესაბამისად.გამოსული Symbian Belles Future Pack 2, რომელშიც გაუმჯობესებულია User Experience, დამატებულია Homescreen-ები და Live ვიჯეტბი, ჩამოსაშლელი მენიუ, მოდერნიზებულია ნავიგაცია Nokia Maps-ით, გაუმჯობესებულია Status Bar,შემოტანილია ვიზუალური მულტიტასკონგი, ლოქსკრინზე შეიძლება სხვადასხვა ინფორმაციის გამოტანა, მხარდაჭერილია NFC დევაისები,დამატებულია ახალი აპლიკაციები, მოკლედ, ამ ბოლო განახლებით Nokia-მ Symbian-ს თანამედროვე სრულყოფილი მობილური OS-ის სახე მისცა, რა თქმა უნდა მთლად Android 4.1 ან WP 8-ს დონის ვერ არის, მაგრამ არც ძალიან ჩამოუვარდება, იმ სმარტების მფლობელებს, სადაც მხარდაჭერილია Belle FP2, გირჩევთ განაახლოთ, (ფაქტიურად ყველა Symbian^3 სმარტფონისთვის)

წყარო: Wikipedia

სერტთიფიკატების დამზადება Symbian S60V3-დან:

AllNokia.Ru

საიტები Symbian-ის აპლიკაციებისთვის:

AllNokia.Ru

Smart60.Ru

Smart60.Kiev.Ua

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

ჩემი საყვარელი მობილური OS :bow:

Symbian 3^ გამოვიდა ახლახანს ისეთ მობილებში როგორიცაა Nokia N8,C6-01,E7 და ა.შ ამ მოდელებს ბევრად მეტი რამ შეუძლიათ ვიდრე წინა მოდელებს N8 აქვს 12 მეგაპიქსელიანი კამერა ამას გარდა ყველა Symbian 3^ ში მიდის ის თამაშები რომლებიც აიპონებზე ოღონ განსხვავებული ფრომატით :thumbsup:

მე პირადად 3 წელია რაც მაქვს NOKIA N82 Symbian 9.2 S60 V 3.1 :rolleyes:

Link to comment
Share on other sites

Symbian-ის აპლიკაციები SIS/SISx გაფართოებითაა, ასევე მასზე მიდის JAVA ფორმატის JAD და JAR გაფართოების აპლიკაციები,

ხოლო თუკი პითონის, ან სხვა რომელიმე პროგრამირების ენასაც დააყენებ, მათი შესაბამისი გაფართოების ფაილების გაშვებაც შეიძლება

Link to comment
Share on other sites

Symbian-ის აპლიკაციები SIS/SISx გაფართოებითაა, ასევე მასზე მიდის JAVA ფორმატის JAD და JAR გაფართოების აპლიკაციები,

ხოლო თუკი პითონის, ან სხვა რომელიმე პროგრამირების ენასაც დააყენებ, მათი შესაბამისი გაფართოების ფაილების გაშვებაც შეიძლება

i know this :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

E75-ზე ფონტები როგორ შევცვალო FontRouter-ის გარეშე იცით ვინმემ?

Resource/Fonts ფოლდერში ბევრი ფონტია (S60V3-ში კი სულ 4)

Sylfaen რომ ავიღო და გადავარქვა სახელი იმის მიხედვით რა ფონტებიცაა იმუშავებს?

Link to comment
Share on other sites

E75-ზე ფონტები როგორ შევცვალო FontRouter-ის გარეშე იცით ვინმემ?

Resource/Fonts ფოლდერში ბევრი ფონტია (S60V3-ში კი სულ 4)

Sylfaen რომ ავიღო და გადავარქვა სახელი იმის მიხედვით რა ფონტებიცაა იმუშავებს?

მეც იგივე პრობლემა მაქვს N82 ზე :(

Link to comment
Share on other sites

FontRouter-ით კი გამოვიდა მშვენივრად, მაგრამ მაინც მინდოდა ხელით თუ შეიძლებოდა რამის გაკეთება....

Link to comment
Share on other sites

FontRouter-ით კი გამოვიდა მშვენივრად, მაგრამ მაინც მინდოდა ხელით თუ შეიძლებოდა რამის გაკეთება....

ისე მე უნდა ვცადო მაგ პროგით ადრე ხელით ვცადე და არ გამოვიდა

მობი გატეხილი მაქვს რაც მთავარია

Link to comment
Share on other sites

რად გინდა გატეხვა

ზემოთ ლინკი მაქვს სერთიფიკადების და მიასერთიფიცირე ყველაფერი

მაინც არაა მთლად უსაფრთხო OS-ის შეტეხვა....

Link to comment
Share on other sites

რად გინდა გატეხვა

ზემოთ ლინკი მაქვს სერთიფიკადების და მიასერთიფიცირე ყველაფერი

მაინც არაა მთლად უსაფრთხო OS-ის შეტეხვა....

ხო ვიცი მეც სერთიფიკატით მაქვს რამდენი ხანია :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

გამარჯობათ, მე მაქვს NOKIA 5228 და ერთი პრობლემა მაქვს ბევრ პროგრამას და თამაშს არ აინსტალირებს რაგაც Certificate-ს მთხოვს და მეშველება რამე? :user:

Link to comment
Share on other sites

გამარჯობათ, მე მაქვს NOKIA 5228 და ერთი პრობლემა მაქვს ბევრ პროგრამას და თამაშს არ აინსტალირებს რაგაც Certificate-ს მთხოვს და მეშველება რამე? :user:

გაეტხვა უნდა თუმცა თუ არ ვცდები მაგ მოდელის გატეხვა ჯერ ჯერობით შეუძლეველია

Link to comment
Share on other sites

გამარჯობათ, მე მაქვს NOKIA 5228 და ერთი პრობლემა მაქვს ბევრ პროგრამას და თამაშს არ აინსტალირებს რაგაც Certificate-ს მთხოვს და მეშველება რამე? :user:

პირველივე პოსტის ბოლოს მიწერია Symbian-ების სერთიფიკატების მისაღები ლინკი

სერტთიფიკატების დამზადება Symbian S60V3-დან:

AllNokia.Ru

საიტები Symbian-ის აპლიკაციებისთვის:

AllNokia.Ru

Smart60.Ru

Smart60.Kiev.Ua

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

შეიძლება რომ სისტემიდან Ovi Store ამოვშალო საერთოდ?

Link to comment
Share on other sites

ნახე Application Manager-ში, თუ არის Ovis Store და აქვს დეინსტალაციის საშუალება, ამოშლი, თუ არ აქვს, ვერა

Link to comment
Share on other sites

ჩემი N82 ის მოდიპიკაცია მაქვს უმაღლეს დონეზე გაკეთებული :D

35.0 ვერსიამდე პროგრამის განახლება(საკმაოდ სწრაფია მობილი ამ განახლების მერე) ,ქართულად წერა-წაკითხვა ინტერნეტში და ისეც (+ ლამაზი ფონტი ),სერთიფიკატი გატეხილი ფაილებისთვის ,Ngage :xelebi: ,ყველანაერი ვიდეო ფაილის გახსნა Smart Movie თი ,და უმარავი პროგრამა

ხო კიდე Opera 5.1 ინტერფეისით პრაქტიკულად 10.1 ვერსიაა და ხედავს ქართულ შრიფტს ინტერნეტში ასე რომ ვისაც 10.1 მოსოწნს გამოიყენოს 5.1 ვერც იგრძნობთ განსხვავებას :thumbsup:

Link to comment
Share on other sites

  • 4 months later...

NOKIA 5230 მაქვს და ვერანაირად ვერ ვტეხავ. სერთიფიკატებს ვერ ვშოულობ. იქნებ დამეხმაროთ :(

Link to comment
Share on other sites

NOKIA 5230 მაქვს და ვერანაირად ვერ ვტეხავ. სერთიფიკატებს ვერ ვშოულობ. იქნებ დამეხმაროთ :(

რთული საქმეა მაგის გატეხვა ,მხოლოდ სერთიფიკატით ტყდება მაგრამ დიდი შანსია რომ ვერ გამოვიდეს სერთიფიკატის დაყენების მერე

მე ზუსტად არ ვიცი როგორ კეთდება სერთიფიკატის შექმნის მერე პროგრამის Sign

Link to comment
Share on other sites

რა არის ესეთი ეს 9.4. ყველა მაგას ამბობს ძნელად ტყდებაო მაგრამ გაუტეხავი ხო არ არის. ხო უნდა იყოს რამე საშუალება . x-plorer საც კი აგარ მიყენებს. ვადა გაუვიდა სერთიფიკატსო გამახარა

Link to comment
Share on other sites

რა არის ესეთი ეს 9.4. ყველა მაგას ამბობს ძნელად ტყდებაო მაგრამ გაუტეხავი ხო არ არის. ხო უნდა იყოს რამე საშუალება . x-plorer საც კი აგარ მიყენებს. ვადა გაუვიდა სერთიფიკატსო გამახარა

მაგას მხოლოდ ერთი რამ უშველის ,სრული Restore

ჯერ შეინახე ინფორმაცია,კონტაქტები მობილის მეხსიერებიდან და მერე აკრიფე კოდი *#7370# და OK ,აღდგება სისტემა მთლიანად როგორიც თავიდან იყო :)

Link to comment
Share on other sites

  • 2 weeks later...

აუ ტელეფონზე კოდი როგორ შევცალო მითხარით რა.. ვიცი რომ ეცლება და როგორ არა:) აი 12345 რომ აქვს ნოკიებს ამის შეცვლა მინდა მე რაც მინდა იმიტ და თუ იცით დაწერეთ კარიოჩე :)

Link to comment
Share on other sites

აუ ტელეფონზე კოდი როგორ შევცალო მითხარით რა.. ვიცი რომ ეცლება და როგორ არა:) აი 12345 რომ აქვს ნოკიებს ამის შეცვლა მინდა მე რაც მინდა იმიტ და თუ იცით დაწერეთ კარიოჩე :)

Settings/Securety ში უნდა იყოს

რომელი მობილია ?

Link to comment
Share on other sites

ნუ ნოკია ნ73 და პინ კოდიზე არ ვამბობ თვითონ ნოკიას კოდი როა12345 იმის შEცვლა და სეცურითი-ში ვერ ვნაახე სად უნდა შევიდე დაწერე დაწვრილებით :xeli:

Link to comment
Share on other sites

ნუ ნოკია ნ73 და პინ კოდიზე არ ვამბობ თვითონ ნოკიას კოდი როა12345 იმის შEცვლა და სეცურითი-ში ვერ ვნაახე სად უნდა შევიდე დაწერე დაწვრილებით :xeli:

ეგ N82 ზე ეგრეა და N73 არ მახსოვს კარგად ,მანდ უნდა იყოს Settings ში სადმე ,ვიცი რაზეც ამბობ Lock Code ის შეცვლა გინდა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.