Jump to content

პროტოკოლები


Recommended Posts

ქსელის სტანდარტული პროტოკოლები

პროტოკოლი ანუ ოქმი - ეს წესებისა და პროცედურების ნაკრებია, რომლებსაც იყენებენ კომპიუტერები ერთმანეთთან კავშირისას ქსელში ჩართვისას. კომპიუტერები, რომლებიც მონაწილეობენ გაცვლის პროცესში მუშაობენ ერთი და იგივე პროტოკოლებით იმისათვის, რომ ინფორმაცია პირვანდელი სახით იქნეს მიღებული გადაცემის შემდგომ.

ქსელური ადაპტერის კავშირი ქსელის პროგრამულ უზრუნველყოფასთან ხორციელდება ქსელური ადაპტერების დრაივერების მეშვეობით. ქსელური დრაივერების წყალობით შესაძლებელია ქსელურმა პროგრამამ იმუშაოს ერთნაირად სხვადასხვა მიმწოდებლების პლატებთან და აგრეთვე სხვადასხვა ლოკალური ქსელების პლატებთანაც (Ethernet, Arcnet, token-ring და ა.შ.). OSI მოდელის შემთხვევაში ქსელური დრაივერები, როგორც წესი, ასრულებენ არხული დონის ფუნქციებს თუმცა ითავსებენ ქსელურ ფუნქციებსაც (ნახ.4.1.). მაგ. დრაივერები აგზავნიან პაკეტს ადაპტერის ბუფერულ მეხსიერებაში, შემდგომ კითხულობენ მოსულ პაკეტს, გასცემენ გადაცემის ბრძანებას და აინფორმირებენ კომპიუტერს პაკეტის მიღებაზე.

exghsichd78wciigqji5.jpg

დრაივერის პროგრამის დონეზე დიდად არის დამოკიდებული ძირითადად ქსელის მუშაობის ეფექტურობა მთლიანობაში.

ქსელური ადაპტერის შეძენისას აუცილებელია თავსებადი აპარატურის ჩამონათვალის (Hარდწარე ჩომპატიბილიტყ Lისტ, HჩL) გაცნობა. თუ HCL ჩამონათვალში არ შედის რომელიმე ტიპი, მისი შეძენა არ არის სასურველი.

მაღალი დონის პროტოკოლები:

არსებობს რამოდენიმე სტანდარტული პროტოკოლების ნაკრები (იგივე სტეკები), რომლებმაც ფართო გამოყენება ჰპოვეს:

• ISO/OSI პროტოკოლების ნაკრებიi;

• IBM System Network Architecture (SNA) – IBM სისტემური ქსელური არქიტექტურა;

• Digital DECnet;

• Novell NetWare;

• Apple AppleTalk;;

• Internet გლობალური ქსელის TCP/IP პროტოკოლების ნაკრებიi;

ჩამოთვლილი ნაკრების პროტოკოლები იყოფა სამ ძირითად ტიპად:

პროგრამული პროტოკოლები (რომლებიც ასრულებენ OSI მოდელის სამი ზედა დონის: პროგრამულის, პრეზენტაციის და სესიის ფუნქციებს);

• ტრანსპორტული პროტოკოლები (ახდენენ OSI მოდელის შუალედური დონეების: ტრანსპორტული და სესიის ფუნქციებს;

• ქსელური პროტოკოლები (რომლებიც ასრულებენ OSI მოდელის სამი ქვედა დონის ფუნქციებს).

გამოყენებითი პროტოკოლები უზრუნველყოფენ პროგრამებთან ურთიერთქმედებას და მონაცემების ურთიერთგაცვლას. ყველაზე პოპულარული პროტოკოლებია:

• FTAM (File Transfer Access and Management) – OSI-ის ფაილებტან წვდომის პროტოკოლიi;

• X.400 – CCITT-ის პროტოკოლი ელექტრონული ფოსტის საერთაშიროსიო გაცვლისათვის;

• Х.500 – CCITT-ის ფაილებისა და კატალოგების სამსახურის პროტოკოლი რამოდენიმე სისტემაზე;

• SMTP (Simple Mail Transfer Protocol) – Internet გლობალური ქსელის ელექტრონული ფოსტის გაცვლის პროტოკოლი;

• FTP (File Transfer Protocol) – Internet გლობალური ქსელის ფაილების გაცვლის პროტოკოლი;

• SNMP (Simple Network Management Protocol) – ქსელის მონიტორინგის, ქსელური კომპონენტების მუშაობის კოტროლისა და მათი მართვის პროტოკოლიi;

• Telnet – Internet გლობალური ქსელის პროტოკოლი დაშორებულ სერვერებზე რეგისტრაციისა და მასზე მონაცემების დამუშავებისათვის;

• Microsoft SMBs (Server Message Blocks, სერვერის შეტყობინებათა ბლოკები) და კლიენტური გარსები ანუ Microsoft ფირმის რედირექტორიები;

• NCP (Novell NetWare Core Protocol) და კლიენტური გარსები ანუ Novell ფირმის რედირექტორიები;

ტრანსპორტული პროტოკოლები უზრუნველყოფენ კავშირის სეანსებს კომპიუტერებს შორის და გარანტიას იძლევიან მონაცემები გაცვლის საიმედოობაზე მათ შორის. ფართოდ გავრცელებული პროტოკოლებია:

• TCP (Transmission Control Protocol) – TCP/IP პროტოკოლების ნაკრების ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გარანტირებულ მიწოდებას, დაყოფილს თანმიმდევრულად ფრაგმენტებად;

• SPX – IPX/SPX (Internetwork Packet Exchange/Sequential Packet Exchange) პროტოკოლების ნაკრების ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემების გარანტირებულ მიწოდებას, დაყოფილს თანმიმდევრულად ფრაგმენტებად, შემოთავაზებულს Nოველლ კომპანიის მიერ;

• NWLink – Microsoft კომპანიის IPX/SPX პროტოკოლის რეალიზაცია;

• NetBEUI – (NetBIOS Extended User Interface, NetBIOS-ის გაფართოებული ინტერფეისი) – ამყარებს სენსებს (Netbios)–ის კომპიუტერებს შორის და სთავაზობს ტრანსპორტულ მომსახურებას ზედა დონეებს.

ქსელური პროტოკოლები მართავენ დამისამართებას, მარშუტიზაციას, შეცდომების შემოწმებასა და მოთხოვნებს ხელმეორედ გადაცემაზე. მათ შორის ფართოდ გავრცელებულია:

• IP (Internet Protocol) – TCP/IP-პროტოკოლი ანუ პაკეტების არაგარანტირებული გადაცემის პროტოკოლი კავშირების დამყარების გარეშე;

• IPX (Internetwork Packet Exchange) – NetWare – Nეტჭარე კომპანიის პროტოკოლი ანუ პაკეტების გადაცემისა და მარშუტიზაციის არაგარანტირებული პროტოკოლი:

• NWLink – Microsoft კომპანიის IPX/SPX პროტოკოლის რეალიზაცია;

• NETBEUI – ტრანსპორტული პროტოკოლი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა ტრანსპორტირების სერვისებს Netbios-ის სენსებისა და პროგრამებისათვის.

განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული პროტოკოლები.

OSI მოდელი იყენებს ორ ძირითად მეთოდს აბონენტების ურთიეთქმედებისა ქსელში:

• ურთიერთქმედების მეთოდი ლოგიკური კავშირის გარეშე ( ანუ დეტაგრამების მეთოდი);

• ურთიერთქმედების მეთოდი ლოგიკური კავშირის მეშვეობით

დეიტაგრამების მეთოდი – ეს უმარტივესი მეთოდია, რომელშიც ყოველი პაკეტი განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ობიექტი (ნა.4.5.).

ამ მეთოდის შემთხვევაში პაკეტი გადაეცემა ლოგიკური არხის გარეშე, ე.ი. საინფორმაციო პაკეტების წინასწარი გაცვლის გარეშე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიმღების მზადყოფნაზე, აგრეთვე ლოგიკური არხის ლიკვიდაციის გარეშე, ე.ი. პაკეტის გარეშე, რომლეიც შეიცავს ინფორმაციას გადაცემის დამთავრების დადასტურებაზე. Pპაკეტი მიიღო თუ არა მიმღებმა - უცნობია (პაკეტის მიღების შემოწმება ევალება უფრო მაღალ დოენეებს).

Dდეიტაგრამების მეთოდის დროს აპარატურას წაეყენება მაღალი მოთხოვნები (რადგანაც მიმღები ყოველთვის მზად უნდა იყოს მიღებაზე). Aამ მეთოდის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ გადამცემი და მიმღები ფუნქციონირებენ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ამასთანავე პაკეტები გროვდება ბუფერში, შემდგომ გადაეცემა ერთდროულად, ასევე შეიძლება გამოვიყენოთ ფართომაუწყებლობითი გადაცემა ანუ პაკეტი ერთდოულად რამოდენიმე აბონეტს გადაეცემა. Mამ მეთოდის ნაკლოვანებებია – პაკეტის დაკარგვის შესაძლებლობა, აგრეთვე ქსელის გადატვირთვა პაკეტებით იმ შემთხვევაში თუ მიმღები მზად არ არის.

მეთოდი ლოგიკური შეერთებით (ნახ.4.6, ნახ.4.5), რომელიც უფრო ახალია ვიდრე დეიტაგრამების მეთოდი და გამოირჩევა ურთიერთქმედების უფრო რთული წესრიგით.

ამ Mმეთოდის დროს პაკეტი გადაეცემა მხოლოდ მას შემდეგ როგორც კი დამყარდება ლოგიკური შეერთება (არხი) მიმღებსა და გადამცემს შორის. ყოველ საინფორმაციო პაკეტს თან სდევს ერთი ან რამოდენიმე სამსახურებრივი პაკეტი (კავშირის დამყარება, მიღების დადასტურება, ხელმეორედ გადაცემის მოთხოვნა, შეერთების გაწყვეტა). ლოგიკური კავშირი მყარდება ერთი ან რამოდენიმე პაკეტის გადაცემის დროს.

go7a36fpfb2mnrkk1t1f.jpg

6njaembuhgung910fco.jpg

0w7ffx2ema40x30lovo9.jpg

ლოგიკური კავშირის მეთოდი, როგორც აღინიშნა უფრო რთულია, მაგრამ უფრო საიმედოც, რამდენადაც ლოგიკური არხის ლიკვიდაციისას გადამცემი დარწმუნებულია, რომ მისი ყველა პაკეტი მივიდა დანიშნულების ადგილზე წარმატებით. ამ მეთოდის დროს გამორიცხულია ქსელის გადატვირთვაც ზედმეტი პაკეტებით. ხოლო ამ მეთოდის ნაკლოვანება ისაა, რომ რთულია ისეთი პრობლემის გადაჭრა, როცა მიმღებ აბონენტს არ შეუძლია მიიღოს პაკეტი მაგ. კაბელის დაზიანების, კვების გამორთვის, ქსელური აბონენტის გაუმართაობის ან კომპიუტერის მწყობრიდან გამოსვლის გამო. Aამ დროს მოითხოვება გაცვლის ალგორითმი დაუდასტურებელი პაკეტის ხელმეორედ გადაცემისათვის რამოდენიმეჯერ და მისი ტიპი. გადაცემათა რიცხვი კი განსაზღვრულია. Mამ მეთოდს არ შეუძლია გადასცეს ფართომაუწყებლობითი პაკეტები, რადგანაც შეუძლებელია ლოგიკური არხების ორგანიზება ყველა აბონენტისთვის ერთდროულად.

დეიტაგრამების მეთოდით მომუშავე პროტოკოლებია - IP და IPX.

ლოგიკური მეთოდით მომუშავე პროტოკოლებია - TCP და SPX.

იმისათვის, რომ გაერთიანდეს ამ ორი მეთოდის ღირებულებები, ეს პროტოკოლები გამოიყენება შემდეგი ნაკრების სახით: TCP/IP და IPX/შPX, სადაც უფრო მაღალი დონის (TCP, SPX) პროტოკოლები, რომლებიც მუშაობენ უფრო დაბალი დონის (IP, IPX) პროტოკოლის ბაზაზე, უზრუნველყოფენ პაკეტების გარანტირებულ გადაცემას საჭირო თანმიმდევრობით.

IPX/SPX პროტოკოლები, რომლებიც შეიმუშავა კომპანია Nოველლ-მა, ქმნიან ნაკრებს (სტეკს), რომელიც ფართოდ გამოიყენება ქსელურ პროგრამულ საშუალებებში, რომლებსაც იყენებს Novell-ის (Netware) ლოკალური ქსელი. ეს შედარებით პატარა და სწრაფი პროტოკოლია, რომელიც უზრუნველყოფს მარშუტიზაციას. გამოყენებითი პროგრამები უშუალოდ მიმართავენ IPX დოენს, მაგ. ფართომაუწყებლობითი შეტყობინებების გადასაცემად, მაგრამ ძალიან ხშირად მუშაობენ SPX დონესთან, რომლებიც უზრუნველყოფენ პაკეტების სწრაფ და საიმედო გადაცემას. თუ სიჩქარე არ არის მნიშვნელოვანი, მაშინ გამოყენებითი პროგრამები იყენებენ უფრო მაღალ დოენს, მაგ, NetBIOS პროტოკოლს, რომელიც გვთავაზობს უფრო მოხერხებულ სერვისს. Microsoft-ის მიერ წარმოდგენილია IPX/SPX პროტოკოლის თავისივე ვერსია, რომელსაც ეწოდება NWlink. IPX/SPX и NWlink პროტოკოლებს იყენებენ NetWare და windows ოპერაციული სისტემები. ამ პროტოკოლების არჩევა უზრუნველყოფს ქსელში ნებიემიერი აბონენტების თავსებადობას მოცემულ ოპერაციულ სისტემებთან.

TCP/IP პროტოკოლების ნაკრები (სტეკი) სპეციალურად შემუშავებულია გლობალური ქსელებისათვის და ქსელთაშორისი კავშირებისათვის. ის თავიდანვე ორინტირებული იყო დაბალი ხარისხის არხებზე, შეცდომებისა და კავშირის გაწყვეტის დიდ ალბათობაზე. ეს პროტოკოლი მიღებულია მსოფლიო კომპიუტერულ ქსლეში – Internet, სადაც ნაწილი აბონენტებისა უერთდება ქსელს კომუტირებადი ხაზებით (ანუ ჩვეულებრივი სატელეფონო ხაზებით). როგორც IPX/SPX პროტოკოლი, TCP/IP პროტოკოლიც უზრუნველყოფს მარშუტიზაციას. მის ბაზაზე მუშაობენ უფრო მაღალი დონის პროტოკოლები, როგორიცაა SMTP, FTP, SNMP. TCP/IP პროტოკოლის ნაკლოვანებაა – მუშაობის უფრო დაბალი სიჩქარე IPX/SPX პროტოკოლთან შედარებით. თუმცა TCP/IP პროტოკოლები გამოიყენება ასევე ლოკალურ ქსელებშიც, იმისათვის რომ გამარტივდეს პროტოკოლების თანხმობადობა ლოკალურ და გლობალურ ქსლებში. დღესდგეობით ის ითვლება როგორც ძირითადი გავრცელებული პროტოკოლი ოპერაციულ სისტემებში.

TCP/IP პროტოკოლების სტეკი მოიცავს მარალი დონეების პროტოკოლებსაც (ნახ.4.7.). ამიტომაც შესაძლებელია ითქვას TCP/IP პროტოკოლების სტეკის ფუნქციონალურ სისრულეზე.

როგორც IPX პროტოკოლი, IP პროტოკოლიც დაბალი დონის პროტოკოლია, ამიტომაც ისინი უშუალოდ ახდენენ ინფორმაციის ინკაპსულაციას, რომელბსაც ეწოდება დეიტაგრამები, ქსელში გადასაცემი პაკეტის მონაცემთა ველში (იხ. Nნახ. 3.6.). ამასთანავე დეიტაგრამების თავსართში შედის უფრო მაღალი დონის აბონენტების (გადამცემის და მიმღების) მისამართი, ვიდრე MAჩ-მისამართები, - ეს IPX მისამართებია IPX პროტოკოლისათვის ან IP-მისამართები IP პროტოკოლისთვის. ეს მისამართები შეიცავენ ქსელისა და კვანძის, ჰოსტის ნომრებს (აბონენტის ინდივიდუალური იდენტიფიკატორი). ამასთანავე IPX-მისამართები (ნახ. 4.8.) უფრო მარტივია, გააჩნიათ ერნაირი ფორმატი, ხოლო IP-მისამართი (ნახ.4.9) შეიძლება შეიცავდეს სამ ფორმატს (A, B და Cკლასები), რომლებიც განსხვავდებიან პირველი სამი საწყისი ბიტით.

pxyhmlhfxkv90r2lpd7j.jpg

h7gsatu7n7ac58yjvx8m.jpg

საინტერესოა ის, რომ IP-მისამართს არავითარი კავშირი არა აქ MAC-მისამართიან აბონენტებთან. კვანძის ნომერი მასში აბონენტს ენიჭება მისი MAC-მისამართისაგან განსხვავებით. სადგურის იდენტიფიკატორის სახით IPX-მისამართი შეიცავს აბონენტის სრულ MAC-მისამრთს.

ქსელის ნომერი – ეს კოდია, რომელიც ენიჭება ყოველ კონკრეტულ ქსელს, ე.ი. ზოგადი ერთიანი ქსელის ფართომაუწყებლობით არეს. ფართომაუწყებლობითი არის ქვეშ იგულისხმება ქსელის ის ნაწილი, რომელიც გამჭვირვალეა ფართომაუწყებლობითი პაკეტებისათვის, და გაატარებს მათ შეფერხებების გარეშე.

NetBIOS პროტოკოლი (შეყვანა/გამოყვანის ქსელის ბაზური სისტემა) შემუშავებულ იქნა IBM კომპანიის მიერ IBM PC Network და IBM token-ring ქსელებისათვის პერსონალური კომპიუტერის BIOS სისტემის მიხედვით. ეს პროტოკოლი იქცა სტანდარტულ პაკეტად (ოფიციალურად არ არსი სტანდარტიზებული), მრავალი ოპერაციული სისტემა შეიცავს NetBIOS-ის ემულატორს თავსებადობის უზრუნველსაყოფად. თავდაპირველად NetBIOS ახდენდა სესიის, ტრანსპორტული და ქსელური დონეების რეალიზებას, თუმცა შემდგომ ქსელებში უფრო დაბალ დონეებზე გამოიყენება სტანდარტული პროტოკოლები (მაგ. IPX/SPX), ხოლო NetBIOS-ის ემულატორის წილი რჩება სესის დონეს. NetBIOS უზრუნველყოფს სერვისის უფრო მაღალ დონეს, ვიდრე IPX/SPX , მაგრამ მუშაობს უფრო ნელა.

NetBIOS-ის ბაზაზე შემუშავდა NetBEUI პროტოკოლი, რომელიც NetBIOS-ის სახეცვლილებაა ტრანსპორტულ დონემდე. თუმცა NetBEUI-ის ნაკლოვანება მდგომარეობს იმაში, რომ ის არ უზრუნველყოფს ქსელთაშორის ურთიერთქმედებას და მარშუტიზაციას. ამიტომაც მოცემული პროტოკოლი გამოიყენება მხოლოდ მარტივ ქსელებში, რომლებიც არ არიან გათვლილი Internet-თთან მიერთებაზე. რთული ქსელები ორიენტირებულია უფრო მეტად უნივერსალურ TCP/IP და IPX/SPX პროტოკოლებზე. NetBEUI პროტოკოლი ამჟამად ითვლება მოძველებულად, თუმცა Windows XP ოპერაციულ სისტემაში იხმარება, მაგრამ როგორც დამატებითი ოპცია.

1.რედირექტორი (ინგლ. redirector –მიმართულების შემცვლელი) – მოდული proxy-სერვერებში, რომელიც პასუხისმგებელია კლიენტებიდან სერვერებზე მოთხოვნების (URL) მისამართების ფილტრაციასა და დამუშავებაზე. შეიძლება იყოს, როგორც ჩაშენებულ proxy-სერვერებში, ასევე ცალკე გაშვებულ სკრიპტებზე.

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ეს თემა სად იპოვე არ ვიცი მაგრამ არსწორად წერია TCP/IP არის უსაფრთხო პროტოკოლი და არა პირიქით როგორც აქ წერია , IP (Internet Protocol) – TCP/IP-პროტოკოლი ანუ პაკეტების არაგარანტირებული გადაცემის პროტოკოლი კავშირების დამყარების გარეშე TCP/IP პროტოკოლი ჯერ კავშირს ამყარებს იმ "კლიენტთან" ვისაც უნდა გადასცე რაიმე ინფრომაცია თუ სხვა და მხოლოდ კავშირის დამყარების შემდეგ აგზავნის.და თუ წარმატებით გაიგზავნა პასუხსაც გიბრუნებს . მაგალითად როგორც ტელეფონი როდესაც მესიჯს აგზავნი მოდის პასუხი მოუვიდა თუ არა იმ აბონნეტს თქვენს მიერ გაგზავნილი შეტყობინება.მხოლოდ კავშირი დამყარების საფუძველზე მუშაობს TCP/IP

და ინფორმაციის გადაცემის "საფრთხიანი" არა გარანტირებული პროტოკოლი არის UDP რომელიც აგზავნის ინფორმაციას კავშირის დამყარების გარეშე და ინფორმაციის დაკარგვის შემთხვევაში არც პასუხს გიბრუნებს სამაგიეროდ გაცილებით სწრაფია TCP/IP პროტოკოლთან შედარებით . სწორედ მისი სისწრაფის გამო იყნებენ ამ პროტოკოლს კომპიუტერულ თამაშებში .

Link to comment
Share on other sites

და არა მხოლოდ თამაშებში არამედ ყველაფერში რაც ლაივში მიდის ანუ ესე ვთქვათ პირდაპირი ეთერი სადაცაა მაგრამ ეს თემა საიდან ამოქექე? :D

Link to comment
Share on other sites

ახლა რა ხდება... ეს არის ლექციების კურსი რომელსაც მე გავდივარ ამჟამად უნივერსიტეტში და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, უმორჩილესად გთხოვთ წაიკითხოთ და პოსტები თემასთან დაკავშირებით გააკეთოთ და არა მხოლოდ "საღოლ ჯამბო" და ა.შ თუნდაც იმიტომ რომ ეს ჩემი კი არ ჩემი ლექტორის დაწერილია

მიწერია პირველი ნაწილის თავში (და ახლა სარჩევშიც ჩავამატე)

ცოტა გამართულად დამიწერეთ სად და როგორ ჩავასწორო და ჩემი თავი გენაცვალოთ :D

Link to comment
Share on other sites

და უნივერსიტეტში როგორ ასწავლიან არ ვიცი მარა მე ვსწავლობ cisco-ს და იქ მასეა მითითებული და მაგიტო დავწერე 15 ისკენ საკვალიფიკაციო მაქვს და მაგიტო ამოვქექე ეს თემა რაღაცეებს ვეძებდი და :) კიდე ბოლომდე არ წამიხითხავს მერე დრო რომ მექნება ჩავუჯდები და თუ რამე ვიპოვე არასწორი დავწერ :) ისე თუ გინდათ სისკოს პირველ მოდულს დაგიწერთ ქართულ ენაზე :) თავიდან ბოლომდე :)

Link to comment
Share on other sites

და უნივერსიტეტში როგორ ასწავლიან არ ვიცი მარა მე ვსწავლობ cisco-ს და იქ მასეა მითითებული და მაგიტო დავწერე 15 ისკენ საკვალიფიკაციო მაქვს და მაგიტო ამოვქექე ეს თემა რაღაცეებს ვეძებდი და :) კიდე ბოლომდე არ წამიხითხავს მერე დრო რომ მექნება ჩავუჯდები და თუ რამე ვიპოვე არასწორი დავწერ :) ისე თუ გინდათ სისკოს პირველ მოდულს დაგიწერთ ქართულ ენაზე :) თავიდან ბოლომდე :)

ხო ნუ არ ვიცი , ასე ასწავლის ის კაცი მაღლივში :D

ხოდა თუ ჩასასწორებელია მითხარი სად და როგორ და ჩავასწორებ :)

ხო კიდე თუ არ გეზარება დაწერე , რა ჯობია მაგას :)

Link to comment
Share on other sites

ხო ნუ არ ვიცი , ასე ასწავლის ის კაცი მაღლივში :D

ხოდა თუ ჩასასწორებელია მითხარი სად და როგორ და ჩავასწორებ :)

ხო კიდე თუ არ გეზარება დაწერე , რა ჯობია მაგას :)

თუ საიდუმლო არაა რა ფაკულტეტზე გასწავლიან მაგას?

Link to comment
Share on other sites

  • Barca locked this topic
Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.