Jump to content

ATI Fire


Recommended Posts

სანამ ამ სტატიის თუ რევიუს(რაც გინდათ ის დაარქვით) კითხვას დაიწყებდეთ, სასურველია გულმოდგინედ გადაიკითხოთ მიშას მიერ დაწერილი ეს სტატია.

თქვენის ნებართვით, მცირე შესავალს გავაკეთებ ზოგადად ATI-ს Fire სერიაზე. დღეისთვის მსოფლიოში გაყიდვების რაოდენობით და ზოგადად წარმოების მოცულობითაც ლიდერობენ საოფისე და ე.წ. გეიმერული დანიშნულების ვიდეობარათები. ძირითად მწარმოებლებად გვევლინებიან რაღათქმაუნდა NVIDIA და ATI. მათ საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მქონე მეტოქეობა აკავშირებთ ერთმანეთთან. მაგრამ ჩვენდა საბედნიეროდ ეს ტექნოლოგიური დაპირისპირება სცდება უბრალო, ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებად ვიდეობარათთა სფეროს. გარდა გეიმერებისა და ტექნოლოგიური საოცრებების ნაკლებად მომთხოვნი საზოგადოებისა, ამქვეყნად არსებობენ ისეთი პროფესიის ხალხი, როგორებიცაა: არქიტექტორები, ინჟინრები, დიზაინერები და სხვ. მათი საქმიანობისთვის ჩვეულებრივი ვიდეობარათები მარტივად რომ ვთქვათ მიუღებელია. სწორედ ამიტომ ორივე კომპანია თავის დროზე ქმნის წარმოების სეგმენტებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალი გამოთვლითი შესაძლებლობების მქონე მოწყობილობების შექმნაზე. კორპორაცია NVIDIA-ს მიერ შემუშავებული სერია Quadro სწორედაც რომ ამ ტიპის გამოთვლების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. კანადურ კომპანია ATI-ს რასაკვირველია გააჩნია მისთვის ღირსეული პასუხი: სერია Fire.

ისტორია 1996 წელს იწყება, როდესაც მსოფლიოში კარგად ცნობილმა კომპანია Diamond Multimedia-მ შეიმუშავა პირველი FireGL ვიდეობარათი, რომელიც კომპანია 3Dlabs-ის მიერ გამოშვებულ GLINT 3D პროცესორის ჩიპს იყენებდა. აღნიშნული სერია შეიქმნა CAD (Computer Aided Design) და DCC (Digital Content Creation) ტიპის პროგრამების შესასრულებლად, გამომდინარე მათი სპეციფიკურად რთული და აპარატული რესურსებისადმი მომთხოვნი ხასიათიდან. პირველი FireGL ბარათს სახელად FireGL 1000 ეწოდა. იგი 4/8 MB მოცულობის მეხსიერებით იყო აღჭურვილი და ასე გამოიყურებოდა:

90999e7c2240.jpg

1997 წელს იმავე კომპანია Diamond Multimedia-მ გააუმჯობესა FireGL 1000 და გამოუშვა Fire GL 1000 Pro. იგი წინამორბედისგან განსხვავებით დაფუძნებული იყო 3DLabs-ის Permedia 2 ჩიპზე. ვიდეობარათზე დამონტაჟებული გახლდათ 8 MB მოცულობის SGRAM ტიპის მეხსიერება. მოწყობილობა ასე გამოიყურებოდა:

7d71566a76a5.jpg

ეს კი მის მიერ დარენდერებული გამოსახულებაა:

6603da82deb8.jpg

FireGL 2000 უკვე 3Dlabs-ის GLINT 300SX + S3 86C968/86c868 ჩიპზე გამოვიდა, მეხსიერება კი შემდეგნაირად იყო განაწილებული: 8 MB VRAM + 8-12 MB DRAM. სამწუხაროდ ამ ვიდეობარათის სურათი არ მომეპოვება, ამიტომ მხოლოდ მის ნახაზს დავდებ. დაინტერსებულ პირებს ეს უფრო გამოადგებათ

78527e525ce1.png

FireGL 3000 უკანასკნელი ბარათი იყო FireGL სერიიდან, რომელიც 3Dlabs-ის ჩიპით გამოვიდა. ბოლო ჩიპს სახელად Glint 500TX + Glint Delta ერქვა. მეხსიერების სტრუქტურა კი ასეთი გახლდათ: 8 MB VRAM+ 8/16/32 MB. გამოსახულების გაშლა მაქსიმუმ 1600 x 1200 რეზოლუციაზე ხდებოდა და დედაპლატასთან 32 ბიტიანი PCI ინტერფეისით გახლდათ დაკავშირებული.

af34fe4b095b.png

FireGL 4000 უკვე კომპანია მიცუბიშის 3Dpro/2MP ჩიპით იყო აღჭურვილი და მეხსიერების ტიპი კი 15 3D RAM/ 4-16 CDRAM გახლდათ. ინტერფეისი კვლავინდებურად PCI.

db660bc8f565.jpg

FireGL 5000, რომელიც iMPAC-GE ჩიპზე გამოვიდა. სურათები და სპეციფიკაციები დიდი მცდელობისდა მიუხედავად ვერ მოვიძიე.

FireGL სერია გაგრძელდა FireGL 1-ით, რომელიც IBM Oasis Rasterizer ჩიპზე იყო აწყობილი და მეხსიერება 32 MB ჰქონდა. ინტერფეისი გახლდათ როგორც AGP, ისე PCI. სურათზე თქვენ ხედავთ კომპანია Diamond Multimedia-ს მიერ გამოშვებულ მოდელს:

5ca894b5fc2a.jpg

FireGL 2, იგი IBM RC1000(120 MHz)+ GT1000(190 MHz) ჩიპზე გახლდათ დაფუძნებული. მეხსიერება 64 MB DDR (120 MHz). ინტერფეისი: AGP 4x

580b820a1e81.jpg

ეს კი მისი გამოყენების კონკრეტული მაგალითი:

f637f93fb197.jpg

FireGL 3, წინამორბედის მსგავსად IBM RC1000(120 MHz)+GT1000(190 MHz)ჩიპით იყო აღჭურვილი და გაუმჯობესებულ 128 MB DDR (120 MHz) მეხსიერებას იყენებდა. ინტერფეისი: AGP 4x Pro

FireGL 4, რომელსაც IBM RC1000(150 MHz)+GT1000(205 MHz) ჩიპი და 128 MB DDR (150 MHz) მეხსიერება ჰქონდა.

0956e4ac1589.jpg

FireGL V3600 რომელიც RV630 Pro ბირთვზეა აგებული და დესკტოპ ვიდეობარათებიდან Radeon HD 2600 Pro-ს შეესაბამება. მას DirectX® 10 და OpenGL 2.1-ის მხარდაჭერა ჰქონდა. 256MB GDDR4 ტიპის ვიდეო მეხსიერების მეშვეობით იგი წარმატებით ართმევდა თავს მასზე დაკისრებულ ამოცანებს.

7faa7cd7e39a.jpg

FireGL V5600, რომელიც RV630 XT GPU-თი იყო აღჭურვილი და 512 MB GDDR4 ტიპის ვიდეო მეხსიერება ჰქონდა. მხარდაჭერილი იყო როგორც DirectX® 10, ისე OpenGL 2.1; იგი Radeon HD 2600 XT (512 MB GDDR4 version)-ს შეესაბამებოდა.

12858aa68de7.jpg

FireGL V7600. დაფუძნებულია R600 GT GPU-ზე და შეესაბამება Radeon HD 2900 GT-ს.

baeec2d3e1fb.jpg

FireGL V7700. მას გამოსახულების გაშლა მაქსიმუმ 2560 x 1600 რეზოლუციაზე შეეძლო და GDDR4 ტიპის 512 MB ვიდეო მეხსიერება გააჩნდა.

ffd5ad01826b.jpg

FireGL V8600. იგი R600 XT ბირთვს იყენებდა და Radeon HD 2900 XT (1 GB GDDR4 version)-ს შეესაბამებოდა.

a67620df4cc2.jpg

2008 წელს კომპანია ATI-მ სერია FireGL-ს სახელი გადაარქვა და FirePro უწოდა. ამ სერიის ქვეშ გამოვიდა ყველაზე ძლიერი "ცეცხლოვანი" ვიდეობარათები.

FirePro V3700. DirectX® 10.1 და OpenGL 3.0-ის მხარდაჭერით. 40 ნაკადოვანი პროცესორი. PCI Express X16 ინტერფეისი. 256MB GDDR3 ტიპის ვიდეო მეხსიერება.

81ee37b3ef5b.jpg

FirePro V3750. მას PCI Express® 2.0 x16 ინტერფეისი მხარდაჭერა ჰქონდა. ჩამონტაჟებული GDDR3 ტიპის მეხსიერების მოცულობა 256 MB გახლდათ.

b39c3870f625.jpg

FirePro V3800. მას 400 ნაკადოვანი პროცესორი გააჩნდა. მეხსიერების ინტერფეისი 64 ბიტი იყო. DirectX®: 11 და OpenGL®: 3.2 რათქმაუნდა მხარდაჭერილია. დესკტოპ ვიდეობარათებიდან შეესაბამება Radeon HD 5570.

262a223a7b0f.jpg

FirePro V4800. Redwood XT ბირთვი. მხარდაჭერილია ტესელაცია. ბარათს გააჩნია 400 ნაკადოვანი პროცესორი და 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება. შეესაბამება HD5670-ს

fcd2eb549ac9.jpg

FirePro V5700. მას 320 ნაკადოვანი პროცესორი და 512MB GDDR3 ტიპის მეხსიერება ჰქონდა.

48308b3ba14e.jpg

FirePro V5800. 800 ნაკადოვანი პროცესორი, 1GB GDDR5 ტიპის მეხსიერება და 64.0GB/S გამტარობა. DirectX® : 11.0-ის მხარდაჭერა. ბირთვი Juniper XT გახლავთ. ეს ვიდეობარათი HD5770-ს შეესაბამება.

879a6e1e059c.jpg

FirePro V7750. 320 ნაკადოვანი პროცესორი და 1 გიგაბაიტი GDDR3 ტიპის ვიდეომეხსიერება გააჩნია. ასევე გათვალისწინებულია DirectX® 10.1-ის მხარდაჭერა.

1116164f6d67.jpg

FirePro V7800. მისი GPU აგებულია Cypress Pro ბირთვზე. გააჩნია 1440 ნაკადოვანი პროცესორი და 2GB GDDR5 ვიდეო მეხსიერება. გამტარობა 128GB/s-ია. შეესაბამება HD5850-ს.

9a7c9c05ff7f.jpg

FirePro V8700. 800 ნაკადოვანი პროცესორი. 1GB GDDR5 მეხსიერება. მხარდაჭერილია DirectX® 10.1. GPU-ს სიხშირე 750MHz-ს შეადგენს. გამტარობა 108 GB/s-ია.

01d0f79a378a.jpg

FirePro V8750. 800 ნაკადოვანი პროცესორი. GPU 750MHz-ზე მუშაობს. 2GB GDDR5 მეხსიერება. გამტარობა 115 GB/s.

ee454c9bc4f3.jpg

დაბოლოს ყველაზე მძლავრი FirePro V8800 (ამ მოდელზე რევიუს ცალკე შემოგთავაზებთ). მას 1600 ნაკადოვანი პროცესორი გააჩნია. მეხსიერება 2GB GDDR5-ია შეესაბამება HD5870-ს.

74d5cdcd2c0d.jpg

FirePro Mobility სერია შეიქმნა სპეციალურად ნოუთბუქებისთვის და მასში წარმოდგენილია ძირითადად FireGL და FirePro სერიის ვიდეოდაფები. შესაბამისად ამ სერიაზე არ შევჩერდები და გადავალ გაცილებით საინტერესო ტექნოლოგიაზე: CrossFire Pro. ეს ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ ერთმანეთთან FirePro სერიის ორი იდენტური GPU-ს მქონე ვიდეობარათი და ერთიორად გავზარდოთ წარმადობა, რომელიც ისედაც მაღალია.

917fbcef9640.gif

ტექნოლოგია FirePro Multi-View საშუალებას გვაძლევს ერთდროულად რამდენიმე ეკრანზე იქნეს გამოტანილი გამოსახულება. ამ სერიაში 7 ვიდეობარათია წარმოდგენილი. მე ყველა მათგანს წარმოგიდგენთ.

FireMV 2250

99c6c630663d.jpg

FireMV 2260

09931b5e8184.jpg

FireMV 2400

3b28eed990b9.jpg

FirePro 2400 PCIe Multi-View

0ee833119862.jpg

FirePro 2450 PCIe Multi-View

8657d582961a.jpg

FirePro 2460 Multi-View Professional

328b6d2aef61.jpg

ამ ყველაფრის გარდა სერია FirePro-ს ფარგლებში შემუშავებულ იქნა მოწყობილობა FirePro S400 Synchronization Module. მისი მთავარი დანიშნულება ორ ტექნოლოგიაში გამოიხატება. პირველი მათგანი სახელად Genlock უზრუნველყოფს GPU-ს სინქრონიზაციას გარე წყაროებთან, მაგ: ვიდეოკამერასთან. მეორე ტექნოლოგია Framelock უკვე დამუშავებული მონაცემების დარენდერებას უზრუნველყოფს სხვადასხვა სისტემებზე, რის დროსაც იგი იყენებს multi-GPU სისტემას, ანუ ერთდროულად რამდენიმე ვიდეობარათს.

df208e603583.jpg

FirePro RG220 Remote Workstation Graphics. დასახელებიდანვე ჩანს, რომ იგი შექმნილია მძიმე გამოთვლების შემსრულებელი რამდენიმე ვიდეობარათის დისტანციური მართვისთვის. მონაცემთა გადაცემისთვის იგი იყენებს IP პროტოკოლს.

df4f9fde38ef.jpg

FireStream. ტექნოლოგია, რომელიც გულისხმობს GPU-ს გამოყენებას პარალელური გამოთვლებისთვის, რომლებიც ესოდენ ესაჭიროებათ მეცნიერებს, ინჟინრებს და ა.შ.

FireStream 9170 GPU Compute Accelerator -ს გააჩნია 320 ნაკადოვანი პროცესორი და 2GB GDDR3 ტიპის მეხსიერება.

46674A_Firestream_9170_315W_RGB.jpg

FireStream 9250 GPU Compute Accelerator

46674A_Firestream_9250_315W_RGB.jpg

FireStream 9270 GPU Compute Accelerator 800 ნაკადოვანი პროცესორი. 2GB მოცულობის GDDR5 ტიპის მეხსიერება.

46674A_Firestream_9270_315W_RGB.jpg

FireStream 9370. ამ მოწყობილობაზე ცალკე შემოგთავაზებთ ინფოს.

P.S. ამ თემაში მაქსიმალურად ვეცადე თქვენთვის გამეცნო ATI-ს Fire სერიის ყველა მოწყობილობა, იმედია გამოგადგებათ.

overclockers.ge-ზე არსებული ATI-ს ფანებისთვის თემაზე ტვინი დაასხა LEON-მა

Link to comment
Share on other sites

  • 6 months later...

სად ეგდო და მალაიზიაში. ეხლაც იქაა :D ეხლა quadro fx რომ უფრო წარმატებულია ვიდრე ატის firegl რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი. თან ატიზე სერიოზული სარენდერო პროგრამები არცაა გაწერილი.

Link to comment
Share on other sites

სად ეგდო და მალაიზიაში. ეხლაც იქაა :D ეხლა quadro fx რომ უფრო წარმატებულია ვიდრე ატის firegl რად უნდა მაგას ბევრი ლაპარაკი. თან ატიზე სერიოზული სარენდერო პროგრამები არცაა გაწერილი.

O_o რასაა რო ამბობ? :P

Link to comment
Share on other sites

ნუ რა მნიშვნელობა აქვს ატი ადრე იყო თუ ინვიდია. მთავარია ეხლა ვინ ლიდერობს. და ვინ ლიდერობდა კაი ხანი.

Link to comment
Share on other sites

სწორეა ატი იყო და აღარ არის რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ,თვით ბრენდიც კი ATI გაქრა და AMD წარმოადგენს ახლა მათ .ფაქტია რომ დღესდღეობით გრაფიკოების უდიდესი ნაწილი Quadro ს უფრო ირჩევს ვიდრე ამას .

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ვახ რა მაგარი თემაა :) +1 ავტორს.

ბოლოში რომ ვიდეო დაფები იყო ისინი ალბათ Nvidia Quadro-ს ვარიანტებია ხომ? (თუ პირიქით - საკითხავიც ეგ არის :ugly_confused2: )

Link to comment
Share on other sites

ვახ რა მაგარი თემაა :) +1 ავტორს.

ბოლოში რომ ვიდეო დაფები იყო ისინი ალბათ Nvidia Quadro-ს ვარიანტებია ხომ? (თუ პირიქით - საკითხავიც ეგ არის :ugly_confused2: )

Quadro-ს კონკურენტებია.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.