Jump to content

Single HDD VS Raid0 VS 3-Way Raid0


westsider

Recommended Posts

განხილვის საგანი გახლავთ HDD წარმადობა ცალ და მულტი რეჟიმში

როგორც ცნობილია , შესაძლებელია HDD-ების გადაბმა და ამით ან დამატებითი წარმადობის ან ინფორმაციის უსაფრთხოების მიღწევა

დღევანდელი რევიუს მიზანია წარმადობის გამოკვლევა. დროის სიმწირის გამო წარმოუდგენლად რთულია რისკის გამოთვლა უსაფრთხოების თვალსაზრისით

ტესტში უფრო კონკრეტულად მინდოდა შემედარებინა 2HDD შექმნილი მასივი და 3HDDსგან შექმნილი მასივი სტრიპინგ რეჟიმში

სტრიპინგის დროს ხდება თეორიულად წარმადობის გაორმაგება.ანუ თუ 2 HDD გაქვთ ამ რეჟიმში ,ავტომატურად მოხდება ორივეს ვირტუალური გაერთიანება და წარმადობა გაორმაგდება.

აი რა მოხდება თუ 3 HDD შევაერთებტ ასე?ღირს კი 4HDD დასმა ამ რეჟიმში?იქნებ 3HDD უკვე ლიმიტის ზღვარზე მიდის?

ამ კითხვებზე მინდოდა პასუხი გამეცა ამ რევიუში

სხვათაშორის, ვერცერთ ფორუმზე თუ რევიუების საიტზე ვერ ვნახე 3 HDD თი შექმნილი მასივის ტესტი

გასაგებია რომ 3HDD ზე უფრო ჭკვიანურია რაიდ5 შექმნას კაცმა,რადგანაც ამ შემთხვევაში ორმაგ წარმადობას 50% უსაფრთხოებაც ემატება

თუმცა როგორც უკვე ითქვა, აქ აქცენტი წარმადობაზეა ,რადგანაც ოვერქლოქერების ფორუმზე ხიფათი დიდად არ გვადარდებს მგონი .

სატესტო სისტემა:

სამსუნგის 750Lჯ სატა2 HDD 750GB თითო 300 მბ/წმ დაკავშირება

ინტელის ინტეგრირებული რაიდ კონტროლერი

DFI T3eH8

Core i7 920

6GB DDR3 1600MHz

Windows 7 64

ბენჩმარკების სია:

1.HDD Crystalmark

2.HD Tach

3.Everest HDD Read Suite

4.Sandra HDD Benchmark

5.HD Tune

დავიწყოთ კონკრეტული ტესტების შედარება:

1.კრისტალმარკი

Single HDD

4ca4e5493652.jpg

Raid0 2 HDD

e89cbf199638.jpg

Raid0 3HDD

34bfc6433afa.jpg

2.HD Tach

Single HDD

Quick Bench

3305a4afff4e.jpg

Long Bench

55efc1f25c26.jpg

Raid0 2HDD

Quick Bench

c2f3d1d8dbeb.jpg

Long Bench

c7643882a154.jpg

Raid0 3HDD

Quick Bench

d82c0747f1be.png

Long Bench

5262e75befcc.jpg

3.Everest HDD Read Suite

Single HDD

22ddb71860bb.jpg

Raid0 2HDD

1b4ea847cd01.jpg

Raid0 3HDD

45f5e8c192ad.jpg

4.Sandra HDD Benchmark

Single HDD

223605c50a1c.jpg

Raid0 2HDD

dab5f2763ebf.jpg

Raid0 3HDD

f16f031d3a2a.jpg

5.HD Tune

Single HDD

e51a388434a4.jpg

Raid0 2HDD

963050ca5112.jpg

Raid0 3HDD

97f3bda7ee00.jpg

დასკვნა

საკმაოდ გამიჭირდა ამ ტესტებიდან გამომდინარე 100% ობიექტური დასკვნის გამოტანა

რეალური მატება რაიდ0 ის დახმარებით ჩანს დიდი ფაილების გადაყრის დროს,ასევე თამაშების ჩატვირთვისას ,ასევე მძიმე პროგრამებთან მუშაობისას და ა.შ.

თუმცა 3HDD აშკარად ძლიერ მატებას იძლევა

რეალური გათვლებით თუ ავიღებთ 1 HDD წარმადობას პირობით 100% ად მაშინ 2HDD რაიდ0ში აშკარა 200% წარმადობაა სახეზე

ყველაფერი გაორმაგდა და ამავდროულად რეაქციის დროც არ გაუარესებულა

ზოგიერთ ტესტში ,განსაკუთრებით 4კბ ფაილებთან მუშაობისას მატებამ 250% საც გადააჭარბა

აი,რაც შეეხება მესამე HDD საქმეში ჩართვას ,აქ უკვე მატება ამხელა აღარაა

გამომწვევი მიზეზები უფრო ინტეგრირებული კონტროლერის შიდა ლიმიტაციაში უნდა ვეძებოთ

აქ 3 HDD ამოწურვა უფრო პისიაი ექსპრეს კონტროლერით იქნებოდა შესაძლებელი სადაც გამტარიანობის სუფთა ლიმიტი 250 მბაიტ/წმ ზე გადის

აქ უკვე შეიძლებოდა ამ 3 HDD სგან მიახლოებით 200+ სუფთა წაკითხვის ამოღება

მესამე HDD რეალური მატება წარმოადგენს ~15-50% აქედან საშუალოდ უფრო 30% ზე ნაკლებს

გამომწვევ მიზეზებზე მხოლოდ სპეკულაციაა შესაძლებელი და რადგანაც მე შესაბამისი კონტროლერი არ მაქვს ,ეს ტესტი ვერ შედგება

ახლა იმაზე თუ რამდენად სასურველია ეს კონფიგურაცია

ასე ვთქვათ,რაიდ0 არაა იმათთვის მოგონილი ვინც გიგაბაიტობით მპ3 ებს და ფილმებს ელოლიავება

ესაა სუფთა წარმადობის ბუსტერი

ასე რომ აქ უფრო წარმადობის მოყვარულებისთვისაა ინტერესი დამალული

ჩემი პირადი მოსაზრებით აზრი აქვს 2HDDსგან შექმნილ რაიდ0

მესამე HDD იმდენად მცირე მატებას იძლევა რომ ,აზრს კარგავს ასეთი სისტემის შეძენა

ნუ ვისაც უკვე აქვს 3 მსგავსი HDD იმისთვის რა თქმა უნდა სულაც არაა ცუდი ოპცია

რაიდი შესაძლებელია არამხოლოდ ერთნაირი დისკებისგან.თუნდაც სხვადასხვა ზომის დისკებიდანაც გაკეთდება

თუმცა უნდა ვიანგარიშოთ უფრო ნელი HDD სიჩქარე X2 და მისი ზომა X2

ანუ 500+750გბ რაიდ0=1ტბ

და რომელიც უფრო ნელი იქნება იმის სისწრაფეს გაიმეორებს მეორე

ამიტომ თუ დასტრიპავთ HDD ებს ,აჯობებს იდენტური მოდელები იყოს და წინასწარვე შეარჩიეთ სწრაფი დისკები რევიეუებიდან

ასევე თვალში მომხვდა რეაქციის დროის ცვლილება

რამდენადაც ცნობილია სტრიპინგის დროს რესპონზი მატულობს.ანუ რადგანაც 2 და მეტი HDD ერთდროულად უნდა წაკითხულ იქნას ,შესაბამისად იზრდება დაყოვნება

თუმცა ტესტებმა პირიქით ანახა შედეგები

დაყოვნებამ არათუ მოიმატა,არამედ პირიქით დაიკლო

თუმცა მე არ ვადასტურებ რომ ეს შედეგი 100% სწორია

სავარაუდოდ სოფტვეა შეცდომაა

რეკომენდაცია რაიდ0 წარმადობაში ეკუთვნის

3 HDD რეჟიმს გავუწევდი რეკომენდაციას მხოლოდ მართლა ექსტრემალებისთვის

ამ რეჟიმში ამოიწურება ინტეგრირებული კონტროლერის მაქსიმალური ზღვარი და ვინდოუსის ჩატვირთვის და მუშაობის დრო არანორმალურად ასწრაფდება

მე მგონი ტესტების შესაბამისად ,შეიძლება ითქვას რომ 3ზე მეტი HDD გაკეთება რაიდ0 ში უკვე მართლა ფულის ტყუილი ყრაა

3 HDD ზეც თითქმის იგივე შეიძლება ითქვას ,მაგრამ ის 25% მაინც არის

დიდი მადლობა ყურადღებისთვის

© westsider

20.10.2009

  • Upvote 7
Link to comment
Share on other sites

  • 3 years later...

raid0 რეჟიმში ჩასართავად 2 ვინჩო რომ გაქვს, პირდაპირ ეშვება ბიოსიდან მითითებით, თუ ფიზიკურად სხვანაირად უნდა ჩაირთოს ?

Link to comment
Share on other sites

ბიოსიდან უნდა დააკონფიგურო რაიდი

ყველა მაზერს თავის მანუალში უწერია ზუსტად როგორ ყენდება კონკრეტული რაიდი 0, 1, 10 თუ რაც იქნება

ერთხელ დააყენებ და ეგ არის ბიოსის აბდეითამდე ხელის ხლება არ უნდა

ისე ამ შეკითხვისთვის არის HDD/RAM განყოფილებაში თემა

Link to comment
Share on other sites

ბიოსიდან უნდა დააკონფიგურო რაიდი

ყველა მაზერს თავის მანუალში უწერია ზუსტად როგორ ყენდება კონკრეტული რაიდი 0, 1, 10 თუ რაც იქნება

ერთხელ დააყენებ და ეგ არის ბიოსის აბდეითამდე ხელის ხლება არ უნდა

ისე ამ შეკითხვისთვის არის HDD/RAM განყოფილებაში თემა

ჩემი მაზერის ბიოსში კი მივაგენი სად უნდა მიუთითო და სხვამხრივ ორივე ვინჩოს მივაერთებ სულ ეს არის ხო ?

 

ამ დროს ინფორმაციის დაკარგვის საფრთხე იზრდება თუ მცირდება ერთ ვინჩოსთან შედარებით ?

Link to comment
Share on other sites

ჩემი მაზერის ბიოსში კი მივაგენი სად უნდა მიუთითო და სხვამხრივ ორივე ვინჩოს მივაერთებ სულ ეს არის ხო ?

 

ამ დროს ინფორმაციის დაკარგვის საფრთხე იზრდება თუ მცირდება ერთ ვინჩოსთან შედარებით ?

რაიდ 0-ში დაკარგვის შანსი იზრდება

რაიდ 1-ში პირიქით მცირდება მაგრამ სამაგიეროდ რაიდ 0-ში სიჩქრეა მეტი

გააჩნია შენ რა გირჩევნია

Link to comment
Share on other sites

ჩემი მაზერის ბიოსში კი მივაგენი სად უნდა მიუთითო და სხვამხრივ ორივე ვინჩოს მივაერთებ სულ ეს არის ხო ?

 

ამ დროს ინფორმაციის დაკარგვის საფრთხე იზრდება თუ მცირდება ერთ ვინჩოსთან შედარებით ?

ერთნაერი ვინჩესტერები გინდა.

Link to comment
Share on other sites

2 წელი მქონდა რაიდ0 4 ცალი ჰარდდისკით და ერთხელაც არ დამკარგვია რამე ინფორმაცია

უპრობლემოდ მუშაობდა ყველანაირად

Link to comment
Share on other sites

4 ცალი 2 TB-იანი მაქვს სამსახურში სერვერზე raid 10-ში ადრე 5-ში მქონდა და ერთი გაფუჭდა და გამოვცვალეთ. 2 ვინჩოში raid 0-ს დროს რომ დაემართოს ვსო მთელი ინფორმაცია დაიკარგა. შანსი ხომ 2-ჯერ იზრდება ერთ ვინჩესტერთან შედარებით რამის კი არადა ყველაფრის დაკარგვის, მაგრამ სიჩქარეც 2-ჯერ იზრდება.

Link to comment
Share on other sites

ნუ 1 ვინჩესტერზე რომ თეირულად რისკის 5 პროცენტი ავიღოთ

2 ვინჩესტერზე 10 პროცენტია

4 ვინჩესტერზე 20 პროცენტია ინფორმაციის დაკარგვის

 

 

მე ვაგრილებდი ოთხივეს და როგორც ვთქვი უპრობლემოდ მუშაობდა ყველაფერი

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.