
დღეისთვის ცნობილია რამდენიმე მცირე დეტალი მომდევნო თაობის iPhone-ზე, აი რას უნდა ველოდოთ მისგან:
Dual Core is coming:
iPhone 5 წესითა და რიგით ორბითვიანი A5 პროცესორით აღიჭურვება, მართალია ორბირთვიანი "ჭკვიანი მობილურები" მწვანეებს(ანდროიდებს) უკვე რამდენიმე თვეა ჰყავთ, თუმცა სტატიის ავტორი (Darrell Etherington) ძალაზე დგას, გინდა თუ არა ყველაზე მაგარი იქნება (დრო გვიჩვენებს ყველაფერს) და იმუშავებს iOS 4.3-ზეო. ბატონი ვაშლი არაფერს ამბობს ოპერატიული მეხსიერების შესახებ, ზედმეტი ვარაუდებით თავს არ შეგაწყენთ თუმცა iPhone 4-ის ოპერატიული მეხსიერება შეადგენს 512 MB-ს, iPad-ის - 256 MB-ს, შემდეგი თაობის iPad-ის 512MB-ს და ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ iPhone 5-ს ექნება 1GB.
More Space:
მომდევნო ჭორი ეხება მეხსიერებას, რაც გამოიწვია ჩინელი ინჟინრების მიერ iPhone4-ზე 64GB ფლეშ-მეხსიერების ნიმუშის შემუშავებამ. ზემოთხსენებულის გათვალისწინებით, Apple გასულ წელს ითვალისწინებდა გამოეშვა iPhone მეტი მეხსიერებით, თუმც უცნობია მიზეზი რის გამოც მოხდა 32GB-მდე მისი ლიმიტირება.iPad და iPod Touch უკვე გვთავაზობს 64GB ტევადობის პროდუქტს და დროა iPhone 5-იც შეუერთდეს მათ.
Big screen Same body:
გაჟონა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც iPhone 5 უნდა იყოს უფრო მოზრდილი ეკრანით. რეპორტების თანახმად საერთო დიაზინი დარჩება იგივე, ნაპირების ზომის შემცირების ხარჯზე

White Sale:
გამოვა iPhone-ს თეთრი ვერსია. ამგვარი ვარაუდის საფუძველს გვაძლევს Apple-ს მიერ თეთრი მინის წარმოების ტექნოლოგიების შეmuშავება, რაც გამოიხატა თეთრი iPad2-ის გამოშვებაში.
Dual mode:
წინა მოდელისგან განსხვავებით, სადაც განცალკევებული იყო Verizon da AT&T ქსელები, ახალ iPhone5-ში მოსალოდნელია მათი გაერთიანება ფიჭური ქსელის ჩიპის გამოყენებით, რომელიც მას შესძენს ორმაგ რეჟიმში კომუნიკაციის საშუალებას.
No NFC:
U.K-ს მთავარი მობილური ოპერატორების წყაროების მტკიცებით, ახალ iPhone5-ში არ იქნება შემოთავაზებული NFC ტექნოლოგია (http://en.wikipedia....d_communication).
რაც შეეეხება ახალი iPhone5-ის გამოსვლის თარიღს, არსებობს 2 ვარიანტი, ზოგნი ამტკიცებენ, რომ პრეზენტაცია იქნება ივნისში, მეორე ნაწილი კი ასახელებს სექტემბერს... ვნახოთ რას გვიმზადებს სტივ ჯობსი

ინფო:
http://gigaom.com/ap...-apple-iphone-5

















