Jump to content

DDR3 + Core i7 წარმადობა


Recommended Posts

ავტორი მიშა

დიდი ხანია ამ განყოფილებაში ერთი გემრიელი სტატია არ დამიდია. როგორც ამ განყოფილების ფანი და გულშემატკივარი, წარმოგიდგენთ DDR3 მეხსიერების მორიგ წარმადობის ტესტს... ოღონდ არ იფიქროთ, რომ ეს უინტერესო იქნება ;) .

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

triple-channel-ddr3.jpg

რათქმაუნდა ყველამ კარგად იცით, რომ Core 2 "ოჯახის" პროცესორები DDR3 მეხსიერების მაღალ გამტარობას ვერ ეწეოდა და "ბოთლის ყელად" იქცეოდა. ამის უკეთ გასაგებად მარტივ მაგალითს მოვიყვან:

პროცესორი Core 2 Duo E8500, რომლის FSB 333-ის ტოლია, წამში 1333000000 (განსაკუთრებით საზრიანებისთვის სიტყვიერად ვწერ: ერთი მილიარდ სამას ოცდა ცამეტი მილიონ) ინფორმაციის გადაგზავნის ოპერაციას ასრულებს. იმის გამო, რომ FSB 64-ბიტიანია, საბოლოო ინფორმაციის გამტარობის შედეგი იქნება 10.6GB/s (1333x8). აი სწორედ აქაა პრობლემა - 333MHz-იან FSB-ს შეუძლია 10.6GB/s, ანუ იმდენი ინფორმაციის გატარება, რამდენის გატარებაც DDR2-800 მეხსიერებას შეუძლია ორარხიან რეჟიმში.

ამ ყველაფრის მიხედვით გამოდის, რომ ორარხიან DDR2-1066-ს აზრი არ აქვს მოცემულ სისტემაზე, რადგან მისი გამტარობა - 17GB/s, აღემატება პროცესორის შესაძლებლობებს. DDR3 მეხსიერების გამოჩენის შემდეგ ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მაღალი სიხშირეები და ინფორმაციის გამტარობა. მაგალითად DDR3-1333-ს 21.3GB/s თეორიული გამტარობა აქვს, 1600MHz-იანს - 25.6GB/s, რომელიც ორჯერ აღემატება 333MHz-იანი FSB-ს გამტარობას. ეს ჩემი გამოგონილი ზღაპრები არაა, სტატიაში ეწერა და ყველა პრეტენზიით მიაკითხეთ სტატიის ავტორს...

ალბათ გაგიკვირდებათ, თუ როგორ უმკლავდება თანამედროვე პროცესორის FSB მეხსიერების გაზრდილ ინფორმაციის გამტარობას. საქმე იმაშია, რომ FSB-მ ეს თავისი უფლება-მოვალეობა IMC-ს, ანუ მეხსიერების ინტეგრირებულ კონტროლერს (Integrated Memory Controller) გადააბარა :chojinfc: , ხოლო რამდენად კარგად ართმევს თავს IMC მასზე დაკისრებულ "საშვილიშვილო მისიას", ამის გარკვევა, როგორც უკვე მიხვდით, დღევანდელი სტატიის მთავარი მიზანი გახლავთ.

გადავხედოთ სატესტო სისტემას

CPU - Intel Core i7 965 Extreme Edition დღეისთვის ერთ-ერთი უძლიერესი სერიული საბრძოლო ერთეული :spiteful:

RAM - x3 2GB DDR3-1333 G.Skill (ტაიმინგები: 7-7-7-20) არც ისე სწრაფი მოდულები...

Motherboard - Asus P6T Deluxe (Intel X58) ან ეს მაზერია ცუდი, ან მე ვარ ლამერი :user:

PSU - OCZ GameXStream, 700 watt

HDD - Seagate 500GB 7200-RPM (SATA300)

Video Card - ASUS GeForce GTX 280 (1GB)

Microsoft Windows Vista Ultimate SP1 (64-bit)

Nvidia Forceware 180.70 Beta

ტესტი 4 ფაზად ჩატარდება:

1. საერთო წარმადობა;

2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით;

3. ლატენტურობის ტესტი;

4. არხის წარმადობა.

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

1. საერთო წარმადობა

მეხსიერება

General_Memory_01.png

როგორც ხედავთ, DDR3-ს მართლაც შეუძლია Core i7 სისტემაზე საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა 1600MHz სიხშირეზე. შემდეგ კი თქვენ ხედავთ DDR3-ის გამტარობას შემცირებულ სიხშირეებზე, თუმცა 800MHz-ზე დაყვანა მარაზმულ იდეას უფრო ჰგავს... ევერესტის მონაცემები ცოტა უფრო დამაინტრიგებელია:

General_Memory_02.png

გარდა ამისა აღმოჩნდა, რომ SuperPI-სთვის "სულ ერთია" რა სიხშირეზე იმუშავებს მეხსიერება

General_Memory_03.png

წარმადობა პროგრამებში

General_Synthetic_01.png

General_Synthetic_02.png

General_Synthetic_03.png

როგორც ხედავთ, აქ 1600 და 1333MHz-იანი მეხსიერების წარმადობაში დიდი სხვაობა არ არის. 1066-იანი და 800-იანი DDR3 მეხსიერება ჩემს მიერ არ განიხილება, რადგან ამ სიხშირეზე არცერთი თქვენგანი არ იმუშავებს.

გეიმინგი

General_Gaming_01.png

General_Gaming_02.png

General_Gaming_03.png

გეიმინგისთვის სიხშირეებს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია...

2. სიხშირეთა ტესტირება ერთნაირი ტაიმინგით

მეხსიერება

Frequency_Memory_01.png

Frequency_Memory_02.png

Frequency_Memory_03.png

წარმადობა პროგრამებში

Frequency_Synthetic_01.png

Frequency_Synthetic_02.png

Frequency_Synthetic_03.png

გეიმინგი

Frequency_Gaming_01.png

Frequency_Gaming_02.png

Frequency_Gaming_03.png

3. ლატენტურობის ტესტი

აქ რატომღაც მხოლოდ 1066MHz-იანი მოდულები დაიტესტა. აი შედეგებიც:

Latency_Memory_01.png

Latency_Memory_02.png

Latency_Memory_03.png

წარმადობა პროგრამებში

Latency_Synthetic_01.png

Latency_Synthetic_02.png

Latency_Synthetic_03.png

გეიმინგი

Latency_Gaming_01.png

Latency_Gaming_02.png

Latency_Gaming_03.png

4. არხის წარმადობა

მეხსიერება

Channel_Memory_01.png

Channel_Memory_02.png

Channel_Memory_03.png

წარმადობა პროგრამებში

Channel_Synthetic_01.png

Channel_Synthetic_02.png

Channel_Synthetic_03.png

გეიმინგი

Channel_Gaming_01.png

Channel_Gaming_02.png

Channel_Gaming_03.png

-----------------------------------------------------------------------------------------------------------

მგონი ტესტებმა ნათლად აჩვენა, რომ Core i7 სისტემას მართლაც შეუძლია დაიტიოს და გამოიყენოს DDR3 მეხსიერების მთელი შესაძლებლობები, თუმცა SiSoft Sandra-მ და Everest-მა საკმაოდ განსხვავებული შედეგები აჩვენა და რომელს ვენდო ვერ გადავწყვიტე :xeli: . რაც შეეხება გეიმინგს, აქ მეხსიერების დიდ "ხარჯვას" არ ვხვდებით. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თამაშებში აქცენტი მაინც GPU-ზე კეთდება. ჩემდა გასაკვირად ერთ-, ორ- და სამარხიან მეხსიერების მუშაობაში არ დაფიქსირებულა რადიკალური სხვაობა. მე ვიცოდი, რომ სხვაობა დაახლოებით 15-25% უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალურად რაც მივიღეთ მგონი თავადაც კარგად ხედავთ.

იმედია ამ სტატიამ ოდნავ მაინც მოჰფინა ნათელი იმას, თუ რამდენ მეხსიერებას იყენებს კომპიუტერი, თუნდაც "ოჰოი უძლიერესი" Core i7 სისტემა გეიმინგში და პროგრამებთან "ურთიერთობისას", ასევე დაინახეთ ისიც, თუ რამდენად უფრო ეფექტურია სამარხიანი მეხსიერება ორ- და ერთარხიანთან შედარებით.

ყველას დიიდი მადლობა ყურადღებისთვის.

სოსო, გადახედე სტატიას და თუ რამე არასწორადაა ჩამისწორე რა :user:

  • Upvote 3
Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

ეხლა შეიძლება აქ არ უნდა დამეპოსტა მაგრამ დამეხმარეთ რაა... ეს ოპერები კარგი ოპერებია?? ცოტა ხნის წინ ვიყიდე ფორუმზე: http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820145263 50 ლარად ;)

Link to comment
Share on other sites

კარგი ოპერატიულებია :)

თან რა კარგ ფასად გიყიდია

Link to comment
Share on other sites

ხო მეც გამიკვირდა ეგრე იაფად რო მაძლევდა და ეგრევე გავტესტე რო მივიტანე :))

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...

მაგრად მაინტერესებს ოპერატიულის გამტარობა როგორ გამოითვლება თუნდაც ამ ოპერატიულების აქ რომ დაიდო 

 

http://www.newegg.com/Product/Product.aspx?Item=N82E16820145263

Link to comment
Share on other sites

DDR3 1600 (PC3 12800)

ტაქტური სიხშირე 800 მეგაჰერცია 

რადგან DDR-ია ანუ dual data rate 

ორზე მრავლდება 800 და გამოდის DDR 1600

 

თეორიული გამტარობა მიიღება ასე 1600*8(ბიტების რაოდენობა ბაიტში)=12800 მეგაბიტი გამტარობა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.