Jump to content

DDR2 და DDR3 ტიპის მეხსიერების შედარებითი ტესტირება AMDს სოკეტზე AM3


kloud

Recommended Posts

იმისთვის რომ მოხდეს მაქსიმალურად სამართლიანი და იდეალური შედარება მეხსიერებებისა აუცილებელია რომ სისტემა სრულიად იდენტური იყოს და მხოლოდ ოპერატიული მეხსიერებები იცვლებოდეს, ამგრამ ამ შემთხვევაში რადგან გვაქ 2 სხვადასხვა ტიპის DDR2 და DDR3 ტიპის მეხსიერებები გამოყენებული იქნება 2 დედაპლატა. ეს დედაპლატებია ASUS M4A79T Deluxe და ASUS M4A79 Deluxe.ეს ორი დედაპლატა სრულიად იდენტურია თუ არ ჩავთვლით იმას რომ მათ აქვთ სხვადასხვა სტანდარტის მეხსიერების მხარდაჭერა.

ახალ კი ერთი ორი სიტყვა ვთქვათ სატესტო მეხსიერებებზე. DDR2-ის ღირსებას იცავს Corsair DDR2 TWIN2X2048-8500C5 ხოლო DDR3-დან ამ ტესტში წარმოდგენილი იქნება DDR3-1066 Qimonda & A-Data AD31600X001GU

90a1b0793f0c77613cff43eae077c725.jpg

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ რო მოპერატიული მეხსიერების სახელწოდება და მისი საწყისი სიხშირე რეალობასთან სუსტადაა კავშირში, რაც გამოიხატება იმაში, რომ კორსაირის მეხსიერებას ნებისმიერი დედაპლატა AM2+ზე აღიქვამდა როგორც DDR 800,ეს იდეალურია იმ შემთხვევაში თუ გვინდა დედაპლატის გატესტვა მაგრამ რადგან ჩვენ გვინდა გამოვავლინოთ რომელი ტიპის მეხსიერებაა უფრო სწრაფი მოგვიწევს მისის სიხშირეების ხელოვნურად რეგულირება.

შეილეაბ ვინმეს დაებადოს კითხვა: კი მაგრამ რატო მარ აყენებს დედაპალტა მაქსიმალურ სიხშირეს? აქ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე საინტერესო მომენტი.პირველ რიგში დაბალი სიხშირე ზრდის მხარდაჭერილი მეხსიერების მოდულების არეალს, რაც ზრდის ამ დედაპალტის გაყიდვების რაოდენობას, მაგრამ ეს ყოველთვის არ ამართლებს მაგალითად M4A79 Deluxe არ ჩაირთო G.Skill F2-6400CL4D-2GBHK.მეორეს მხრივ უფრო მაღალი სიხშირე ყოველთვის არ უზრუნველყოფს მაღალ წარმოებლურობას რადგან სიხშირესთან ერთად იზრდება ტაიმინგებიც, რაც იწვევს ზოგ პროგრამაში წარმადობის გაუმჯობესებას ზოგში კი პირიქით გაუარესებას.

მოვიყვანოთ მაგალითი: Corsair-ის მეხსიერების დაყენებისას M4A79 Deluxe პლატაზე, პლატა აყენებს 5-5-5-18-22-2T ტაიმინგებს. სიხშირის DDR2-1066მდე გაზრდა იწვევს ტაიმინგების გაზრდას 5-7-7-24-30-2T.ანალოგიური სურათია AM3 სოკეტის შემთხვევაშიც.

Qimonda-ს DDR3 -1066-ის ტაიმინგებია 7-7-7-20-27-1T, ხოლო სიხშირის DDR3-1333-მდე გაზრდა იწვევს ტაიმინგების 9-9-9-25-34-1T-მდე გაზრდას.

გადავიდეთ უშუალოდ ტესტზე

ამ ტესტში ოპერატიული მეხსიერების მოდულები შედარებული იქნა შემდეგ რეჟიმებში DDR2-800, DDR2-1066(დარაზგონებულ იქნა Corsair-ის მოდულები), DDR3-1066, DDR3-1333(ამ სიხშირეზე დაიტესტა ოპერატიული მეხსიერების 2 მოდული: A-Data რომლისთვისაც ეს სიხშირე ქარხნულია და Qimonda რომელიც იქნა დარაზგონებული) და DDR3-1600(დარაზგონებულ იქნა A-Data-ს მოდულები, რადგან Qimonda-მ ვერ გაქაჩა ამ სიხშირეზე). რადგან M4A79T Deluxe პლატამ ტაიმინგები ძაან გაზარდა A-Data-ს მოდულების DDR3-1600-მდე გაზრდის დროს, რამაც გამოიწვია წარმადობის საგრძნობი ვარდნა DDR3-1333-თან შედარებით და საჭირო იქნა Vmem-ის 1,88 V-მდე გაზრდა.

ტესტირებისას გამოყენებულ იქნა შემდეგი კონფიგურაცია

პროცესორი AMD Phenom II X3 720 (2,8 GHz; ბირთვი Deneb)

ქულერი Gigabyte 3D Cooler GP Edition

ვიდეოდაფა ASUS 8800 GT (GeForce 8800 GT; PCI Express x16)

დრაივერის ვერსია : 180.48 WHQL

მყარი დისკი Samsung HD160JJ

ოპერატიული 2x 1024 Мб Corsair DDR2 TWIN2X2048-8500C5

მეხსიერება 2x 1024 Мб Qimonda DDR3-1333

2x 1024 Мб DDR3-1600 A-Data AD31600X001GU

კვების ბლოკი FSP 550 Вт

ოპერაციული სისტემა Windows Vista

ახლა კი გადავხედოთ ტესტების შედეგებს

9f836c685c98e12fbe23ed72235e6068.gif

5c6467a0e1d8608f7f75a99b15b040cf.gif

271abde3e32b6e53622160754c391268.gif

97f85318f4ee09c3d48e82aa3717f76f.gif

899b0fa7bf277e7fafc8ccf4d0ea57a5.gif

766927b3a4f99a39d0ee691742fa0255.gif

6a715c4f5acf48a0332d889860fb31fc.gif

WinRAR-ში ითვლებოდა კბ/წ ფაილის შეკუმშვა ანუ მეტი უკვეთესია

05bb41e5cb42c1295751ac030a851b94.gif

ac2101e5d355b0ddebba2b7cca06f001.gif

ვიდოეს კოდირება(DivX, Xvid) იზომებოდა წამებში ანუ ნაკლები უკეთესია

ახლა კი თამაშების ტესტსი შედეგები

6e5282a1336c8f48adfc20baa01cdfdd.gif

b96de44680186cd63a396001b006e980.gif

7f04e5543bc5b4cdd4cd2013e6279107.gif

399819468fdde88eaa8dfe3533ca4595.gif

d30e5ce91dced74c13e37b016d7d11fe.gif

4e20a0df688da1417ea2fccc65580616.gif

6971881a36cc8f4574522b2516d02d45.gif

75700ec584b3bbdcd7b6a2aa5b211a1f.gif

დასკვნა:ზედაპირულად თუ შევხედავთ ტესტებ ვერანაირ საგრძნობ სხვაობა ვერ შევამჩნევთ განსხვავებული სიხშირის და სტანდარტის მეხსიერებების წარმადობას შორის, მაგრამ თუ დავუკვირდებით შევამჩნევთ რომ ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის DDR3 ტიპის მეხსიერება უფრო ხელსაყრელია,თან აღსანიშნავია ისიც რომ ოპტიმალური შეფარდება ტაიმინგებსა და სიხშირეს შორის არის მწარმოებლის მიერ არჩეულ რეჟიმში. თუ მომხმარებელი მეხსიერების პარამეტრებში ასე თუ ისე ერკვევა მას არ გაუჭირდება DDR2 მეხსოიერების წარმადობის გაზრდა DDR3-1066-ის დონემდე. ამის მიღწევა ორნაირადაა შესაძლებელი DDR2-800 სიხშირეზე ტაიმინგების მაქსიმალური დაწევა ან სიხშირის DDR2-1066-მდე გაზრდა საშუალო ტაიმინგებით.

ხოლო ოვერქლოქერებისთვის ყველაზე კარგი გადაწყვეტილებაა AMD Socket AM3-ზე DDR3-1600 დაბალი ტაიმინგებით.რა თქმა უდნა საუბარია ძვირიან მოდელებზე რომლებიჩ ითხოვენ Vmem საგრძნობ გაზრდას და დედაპლატებთან ოპტიამლურ შესაბამისობას, თან ეს რეჟიმი ითვლება არასტანდარტულად და შეიძლება ზოგიერთ დედაპლატას აქ ქონდეს კიდეც მისისმხარდაჭერა, მითუმეტეს რომ მისი პოტენციალი შეილეაბ ნათლად გამოჩნდეს პროფესიონალური მრავალნაკადიანი პროგრამების გამოყენებისას ან ექსტრემალურ ოვერქლოქერულ სისტემაში.

გამოყენებული წყარო 3DNEWS.RU

წყაროს მოწოდებისთვის დიდი მადლობა სოსოს.

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.