LEON Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 2002 წელს ჰონგ-კონგში არსებულმა კომპანია Pine Technology Holdings Limited-მა დაარსა შვილობილი კომპანია XFX, რომელიც თავიდანვე მოწოდებული იყო იმისთვის, რომ ეწარმოებინა მაქსიმალურად მაღალი ხარისხის და ეფექტურობის მქონე ჰარდი. თავად XFX-ის სათაო ოფისი კი კალიფორნიის შტატის ქალაქ ონტარიოში მდებარეობს 2007 წლისთვის კომპანიის ბრუნვა 280 მილიონ დოლარს შეადგენდა. ეს ციფრი დრეს რასაკვირველია დიდად იქნება გაზრდილი. თუ თქვენ გაქვთ XFX-ის ლოგოთი დამშვენებული კომპიტერის ნებისმიერი დეტალი, მაშინ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ თქვენს ხელთაა შესანიშნავი დიზაინის და სიმძლავრის ჰარდი. განსაკუთრებით თუ საქმე ეხება ვიდეობარათებს, სადაც XFX ერთ-ერთი ლიდერია და უნაკლო რეპუტაციით სარგებლობს მომხმარებლებში. XFX-ის პროდუქციას განსაკუთრებით ეტანებიან ენთუზიასტები და კომპიუტერზე შეყვარებული ხალხი, რადგან მათ კარგად იციან ამ ბრენდის საიმედოობის და უძლეველობის შესახებ. მე ვეცდები რაც შეიძლება მოკლედ მოგაწოდოთ ინფორმაცია ამ შესანიშნავი კომპანიის მიერ გამოშვებული აპარატურის შესახებ. აუცილებლად უნდა დავიწყოთ ვიდეობარათებით, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა XFX-ის სული. აღსანიშნავია, რომ იგი ერთდროულად თანამშრომლობს ორივე დაპირისპირებულ ბანაკთან: ATI-სთან და NVIDIA-სთან (თუმცა ამ უკანასკნელთან 4XX სერიის ფარგლებში ტანამშრომლობა შეწყვიტა გასაგები მიზეზების გამო). NVIDIA-სთან თანამშრომლობა XFX-მა GeForce FX5200-ის გამოშვებით დაიწყო, რომელიც ორიგინალური დიზაინის შეფუთვაში იყო მოთავსებული და მყიდველებს უხმობდა: მიყიდეთო XFX GeForce 6200, რომელიც გაფორმებული გახლდათ საკმაოდ მკვეთრ ფერებში: XFX GeForce 6200 TC XFX GeForce 6200 LE NVIDIA-სთან თანამშრომლობა GeForce 7 სერიაშიც გაგრძელდა სულ 13 ვიდეობარათი იქნა გამოშვებული. აქედან რამდენიმე გამორჩეულ მოდელს წარმოგიდგენთ. XFX GeForce 7900 GT XFX GeForce 7900 GTX, სერიოზული ვიდეობარათი, რომელიც ამ სერიაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ და 7-ე სერიის გვრგვინი: XFX GeForce 7950 GX2 NVIDIA-ს 8-ე სერია XFX-მა სრულად აითვისა და რამდენიმე მეტად საინტერესო მოდელი შემოგვთავაზა, რომელთაგანაც აღნიშვნის ღირსია: XFX GeForce 8800 GT Alpha Dog, რომელიც შეფუთული იყო XFX-ის საფირმო ფერებში (შავი და მწვანე) გაფორმებულ ყუთში საკმაოდ მძლავრი მოდელი XFX GeForce 8800 GTS, რომელიც თამამად ეჭიდავება 9-სერიის სერიოზულ წარმომადგენლებს XFX-ითვის ერთობ უცნაური დიზაინის მქონე GeForce 8800 GTX, რომელიც სიმართლე გითხრათ არ მომეწონა შესახედაობით და 8-ე სერიის ყველაზე მძლავრი GPU-ს მქონე XFX GeForce 8800 Ultra 9-ე სერია გამორჩეული გახლდათ მისი სიმძლავრით და კარგზე კარგი დიზაინით. მე წარმოგიდგენთ მხოლოდ რამოდენიმე მოდელს, რომლებიც ღირსშესანიშნავად ვცანი XFX GeForce 9600(GSO) Far Cry® 2. ეს ვიდეობარათი სპეციალურად ამ თამაშის სარეკლამო აბრევიატურით გამოვიდა. მას რაღათქმაუნდა თან მოყვებოდა Far Cry® 2-ის ორიგინალი დისკი. XFX-მა ტრადიციად დანერგა მოაყოლოს კომპლექტაციაში თავის ვიდეობარათებს სხვადასხვა თამაშების თუ ბენჩმარკების ორიგინალი დისკები. XFX-ის მიერ გამოშვებული ერთ-ერთი საუკეთესო ვიდეობარათი GeForce 9800 GTX, რომელიც საქართველოში არაერთმა მფლობელმა მოიწონა და უკვე იშვიათობად ქცეული ორთავიანი მონსტრი GeForce 9800 GX2. როცა იგი მოთავსებულია კეისში, ჯობია შორს დაჯდეთ მისგან: გეშინოდეთ მისი სიმხურვალის როდესაც NVIDIA-მ ზოგიერთ G92 ბირთვზე არსებულ ვიდეობარათს სახელი გადაარქვა 9800GTX+ გახდა GTS250. XFX-მა გამოუშვა ჩემის სუბიექტური და ალბათ ბევრის ობიექტური აზრით საუკეთესო მოდელი 250-ებში - GeForce GTS 250 Core Edition, როგორც დიზაინით, ისე სიმძლავრით. ეს მოდელი გამოირჩევა კომპაქტურობით, სილამაზით, სიმძლავრით და .... სიცხით ზაფხულში. ამ ვიდეობარათს დირკა რომ ქონდეს და ტოლმის გაკეთება იცოდეს, ცოლად მოვიყვანდი © სოსო GT200 ბირთვზე გამოშვებულ ყველა ბარათში XFX-მა არ დაიშურა დიზაინი და სიმძლავრე. მარალი ხარისხის პროდუქციაში ენთუზიასტები და ჰარდის ოდნავ აზრზე მყოფი მოყვარულები ხშირად ანიჭებდნენ XFX-ს უპირატესობას ამ სერიაში. XFX GTX 260 და GTX 260 black edition (მეტა: Blaster), რომელიც მართალია ცხელი გახლდათ (გრილი XFX არ არსებობს), მაგრამ მძლავრი და ეფექტური დიზაინის მქონე. XFX GTX 275, ლამაზი და მძლავრი ვიდეობარათი ენთუზიასტებისთვის XFX GTX 280 (ნერწყვისჩაყლაპვასმაილი) XFX GTX 285 და ორბირთვიანი ვიდეობარათების ყოფილი მეფე: GTX 295 სამწუხაროდ XFX-მა უარი თქვა NVIDIA-ს უახლესი 4XX სერიის წარმოებაზე, რადგან.... რადგანაც ATI-ს კი საკმაოდ გაუმართლა, რადგან XFX-მა აწარმოა მისი როგორც 4-სერია, ისე ბოლო 5-ე სერია. ამ შემთხვევაში კომპანია იძულებული გახდა უარი ეთქვა საფირმო მწვანე და შავ ფერებზე და მწვანე წითელმა ჩაანაცვლა. დავიწყოთ 4XXX-ით. ამ სერიის ეგიდით გამოშვებული იქნა საკმაოდ ბევრი ვიდეობარათი, დაწყებული უსუსტესი HD 4350-ით და დამთავრებული მძლავრი HD 4890 Black Edition-ით. XFX HD4850 სავარაუდოდ იოლად შეწვავდა მასზე დადებულ ტაფაში კვერცხს XFX HD4870X2 ძალიან მძლავრი და ლამაზი ვიდეობარათი გამოვიდა. ბევრი ATI-ს ქომაგი ისურვებდა მის ქონას. XFX HD 4890 Black Edition იყო პირველი ვიდეობარათი მსოფლიოში, რომლის GPU-ს სიხშირე 1GHz-ს შეადგენდა(!). სიამოვნებით ვიქონიებდი ამ ჰარდს. 5-სერიის გამოჩენისთანავე კომპანია აქტიურად ჩაერთო მის წარმოებაში და ალბათ საუკეთესო ვერსიები სწორედ მან გამოუშვა. HD5450-დან დაწყებული HD5970-ით დამთავრებული მან ყველა ვიდეობარათი გამოუსვა, მათ შორის ზოგიერთი უნიკალური მოდელი. XFX HD5750 (მეტა: მიშა) XFX HD5770, რომელიც ორი ვერსია გამოვიდა: რეფერენს მოდელი და "მომრგვალებული" მოდელი (კვერცხს ვერ ვკადრებ) HD5850 - კარგზე კარგი ვიდეობარათი (ჰკითხეთ ზვიადს, ჩემი თუ არ გჯერათ) HD5870, რომელიც 480-ის მთავარ მოწინააღმდეგედ განიხილება ორთავიანი მონსტრი, რომლის დამარცხებაც ჯერ-ჯერობით ვერავინ შეძლო, წარმოგიდგენთ XFX HD5970-ს და მსოფლიო რეკორდის მფლობელი ფასის მხრივ XFX HD5970 black edition, რომელიც აუქციონზე 10000 დოლარს გადაცდა. ვინმე ჩემნაირი ფანი თუ იყიდდა, ოღონდ ფულიანი ვიდეობარათების გარდა, XFX აქტიურად აწარმოებდა დედაპლატებს, განსაკუთრებით კი nForce ჩიპსეტებზე. 5-ე, 6-ე და 7-ე სერია სრულად იქნა ათვისებული. მაგალითისთვის ავიღოთ მეშვიდე სერიის საუკეთესო წარმომადგენელი: XFX nForce® 790i Ultra X58 ჩიპსეტზე XFX არ აქტიურობდა და მხოლოდ ერთი X58i დედაპლატა გამოუშვა, რომელზეც თემა შემოგთავაზეთ კიდეც კვების ბლოკების სეგმენტში XFX წარმოდგენილია ორი სერიით: black edition და XXX. XXX სერიაში მხოლოდ ორი მოდელია წარმოდგენილი. ორივეს 650 ვატი სიმძლავრე აქვს და მათ შორის განსხვავება მხოლოდ დიზაინშია. მეორე სერია black edition უფრო მდიდარია მოდელებით და უფრო მძლავრიცაა. აქ წარმოდგენილია როგორც 750, ისე 850 ვატიანი PSU-ები, რომელთა შესახებ მიშამ გვამცნო თავის დროზე ეს სერია გამოირჩევა მაღალი ამპერებით და ეფექტურობით --------------------------------------------------- ამით კომპანია XFX-ზე საუბარი ამოწურულია, თუ რამეს დაამატებთ, ძალიან გამახარებთ კარგი იქნება, თუ თქვენც წარმოადგენთ რომელიმე სერიოზულ კომპანიას ჩვენს ფორუმზე და შექმნით მის პროფილს. p.s. ლანძღვა-გინებისაგან რომელიმე ბრენდის მისამართით გთხოვთ თავი შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ :vikingi: 2 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
მიშა Posted November 8, 2010 Share Posted November 8, 2010 ამით კომპანია XFX-ზე საუბარი ამოწურულია, თუ რამეს დაამატებთ, ძალიან გამახარებთ კარგი იქნება, თუ თქვენც წარმოადგენთ რომელიმე სერიოზულ კომპანიას ჩვენს ფორუმზე და შექმნით მის პროფილს. p.s. ლანძღვა-გინებისაგან რომელიმე ბრენდის მისამართით გთხოვთ თავი შეიკავოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ დაგეხმარები, როგორ არა! საშინელი ბრენდია! Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted January 18, 2011 Author Share Posted January 18, 2011 ამ ლამერს ახლა ერთი კაი ვარნი ხო ეკუთვნის? როგორ ხარ, მიშა? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ზუბა Posted January 21, 2011 Share Posted January 21, 2011 ლეონ არ გრცხვენია? ეგ თემა უამისოდ აქ როგორ გადმოიტანე http://www.youtube.com/watch?v=CW4u5jbUGnc&playnext=1&list=PLC1E2C316A1B14105&index=57 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
LEON Posted January 22, 2011 Author Share Posted January 22, 2011 ლეონ არ გრცხვენია? ეგ თემა უამისოდ აქ როგორ გადმოიტანე http://www.youtube.com/watch?v=CW4u5jbUGnc&playnext=1&list=PLC1E2C316A1B14105&index=57 მე არ გადმომიტანია, ნიკამ (NEIRON)გადმოიტანა :) Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
iliko1990 Posted January 22, 2011 Share Posted January 22, 2011 მაგარი ნაწილებია მაგარია ლეონ,საღოლ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
L3onidas Posted January 22, 2011 Share Posted January 22, 2011 XFX -მა ყოველთვის იცოდა რა ნაწარმს უშვებდა. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Heartbreaker Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 XFX-ს დიდ პატივს ვმცემ Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ray_ban Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 ძალაინ მაგარი ბრენდია..ეხლა აღარ უშვებს ხო ჰარდს?? Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted June 11, 2011 Share Posted June 11, 2011 რატომ არ უშვებს უბრალოთ ნვიდიას მაგივრათ ატის კარტებს უშვებენ ეხლა, სიმართლე რომ გითხრათ არასდროს მომწონდა ეს ბრენდი და არა მარტო იმიტომ რომ ცხელი კარტები ქონდა სულ, რაღაცნაირი გაპაპსავიკებული იმიჯი ქონდა სულ, ნუ შეიძლება EVGA ეგეთი იმიჯი აქვს მაგრამ ამას ისევ ეგ ბრენდი მირჩევნია მე, ფასიც გაბერილი ედო ხოლმე ყოველთვის, ერთი მაინტერესებს რა პარამეტრებით ჯობია იგივე ზოტაკს, ფინანსებს და მასეთ რაღაცეებს რომ თავი დავანებოთ და მარტო კარტებზე ვისაუბროთ და მაგათ ხარისზე Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
beso Posted May 21, 2017 Share Posted May 21, 2017 მინდა ოვერქლოქინგის გაკეთება XFX RADEON RX 480-ze. იქნებ გამარკვიოთ როგორ გავაკეთო. Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
ottko Posted May 21, 2017 Share Posted May 21, 2017 7 minutes ago, beso said: მინდა ოვერქლოქინგის გაკეთება XFX RADEON RX 480-ze. იქნებ გამარკვიოთ როგორ გავაკეთო. ჯეიზის ვიდეოს უყურე უთუბზე კარგი ვიდეო აქვს გაკეთებული დამწებებისთვის გეიმინგში თუ გონია რომ შედეგს მოგცემს და მაგიტომ არაზგონებ ასე არაა ჰაჰა 2-4 კადრმა მოიმატოს იგრას გააჩნია Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
beso Posted May 21, 2017 Share Posted May 21, 2017 მაინინგზე მინდა Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.