Jump to content

SKYPE - ის შესახებ...


Recommended Posts

skype_logo_online.png



ამ სტატიაში მოგითხრობთ დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ სერვისის - Skype ს შესახებ,რომელსაც დღეისათვის მსოფლიოში ინტერნეტ მომხარებელთა უდიდესი ნაწილი იყენებს ,მათ შორის ჩვენს ქვეყანაში.


Skype (სკაიპი) - არის უფასო (კერძო) პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფასო საუბარი,ჩათი (მიმოწერა) როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების (სმარტფონების,პლანშეტების) საშუალებით.ზარები თავად სერვისში უფასოა თუმცა სკაიპიდან დარეკვა ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონზე ფასიანია რისთვისაც გამოიყენება სკაიპის სპეციალური ანგარიში.skype პოპულარული გახდა მისი სხვა დამატებითი ფუნქციების გამო ,როგორიცაა :ფოტო,ვიდეო,აუდიო და სხვა სახის ფაილების სწრაფი გადაგზავნა ადრესატთან ,ხშირ შემთხვევაში skype გამოიყენება ვიდეო კომფერენციების მოსაწყობადაც.კომპანიის ოფიციალური სახელია "skype limited" რომლის მთავარი ოფისი მდებარეობს ლუქსემბურგში და მას ნაწილობრივ ფლობს ebay მიუხედავად ამის კომპანია კერძო საკუთრებად ითვლება .

კომპანიის მთავარი ოფისი:

skype-office-7.jpg

სერვისში თითოეული დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის არსებობს განსაკუთრებული skype Name ანუ სკაიპის სახელი რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სხვადასხვა მონაცემების გადაგზავნა ნებისმიერ skype ს სხვა მომხმარებელთან ვიდეო ზარით სარგებლობა ,skype ტექსტის მეშვეობით შესაძლებელია ჯგუფური ან ინდივიდუალური საუბარი ტექსტური შეტყობინებებით. skype ს ბოლო ვერსიების წყალობით შესაძლებელია offline ჩეთი.

მსოფლიოს რამოდენიმე ქვეყანაში skype ს მომხმარებლებს აქვთ საშუალება მიიღონ ჩვეულებრივი სატელეფონო ზარები თავიანთ კომპიუტერში ან მობილურში რისთვისაც თითოეულ მოხმარებელს გააჩნია skype ნომერი თუმცა ეს სერვისი მუშაობს მხოლოდ შემდეგ ქვეყნებში: ავსტრალია, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია, დანია, დომენიკის რესპუბლიკა, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია , ჰონგ კონგი, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, იაპონია, მექსიკა, ახალი ზელანდია, პოლონეთი, რუმინეთი, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, შვედეთი, შვეიცარია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამ ქვეყნებში მცხოვრებ skype მომხმარებლებს შესაძლებლობა ქვთ მიიღონ ზარები ჩვეულებრივი ადგილობრივი ტელეფონოთ ან თავად განახორციელონ.

skype მოხმარებლებს ვიდეო კომფერენციით სარგებლობა შეუძლიათ 2006 წლის იანვრიდან მაშ შემდეგ რაც შეიქმნა skype ის ვერსია Windows და Mac os x პლათფორმებისათვის ,2008 წელს კი შეიქმნა skype 2.0 linux ოპერაციული სისტემისათვის .სულ ბოლოს კი 2010 წლის 13 მაისიდან გამოვიდა skype 5 beta 1 ვერსია რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ერთდროულად 5 skype მომხმარებლის ჩართვა ვიდეო საუბრისას.Skype For windows დაწყებული ვერსია 3.6 დან გამნოირჩევა მაღალი ხარსხის ვიდეო სერვისით ,skype audio სერვისით სარგებლობა კი 25 სკაიპის მომხმარებელს შეუძლია ერთად.

ამჟამად შეწყვეტილი ფუნქციის Skypecasting ის საშუალებით რომლის საშუალებით შესაძლებელი იყო აუდიო და ვიდეო ფაილების ჩაწერა და სასურველი პირისთვის გადაგზავნა,სერვისი ხელმისაწვდომი იყო 2006 წლიდან თუმცა 2008 წლის 1 სექტემბრიდან კომპანიის მესვეურებმა გადაწყვიტეს სერვისის გაუქმება.

სამწუხაროდ skype არ იძლევა საშუალებას განახორციელო ზარები სასწრაფო დახმარების ან პოლიციის ნომრებზე როგორიცაა 911 ამერიკაში ,111 ახალ ზელანდიაში ,000 ავსტრალიაში ,და სხვა ქვეყნებში .თუმცა აშშ ფედერალური კომუნიკაციების კომისია გამოვიდა ინიციაატივით რომ ამ სერვისით დახმარება შეეძლოთ skype მომხმარებლებს მხოლოდ სარეზერვო შემთხვევაში .

2007 წლიდან skype სერვისის გამოყენება შესაძლებელია მობილური სისტემებისათვის რისთვისაც skype კომპანიამ დაიწყო skype phone გამოშვება რომელიც მუშაობს brew os სისტემაზე 2008 წლიდან შესაძლებელია სკაიპის სხვა მობილურ პლათფორმებზე გამოყენება როგორიცაა Nokia N800,N810 და N900 რომლებიც MAEMO ოპერაციულ სისტემებზე მუშაობს ,ასევე skype სერვისი ხელმისაწვდომია PSP 3000 და GO სათამაშო პლათფორმისათვისაც.





Skype Sony PSP:

0001.jpg


Skype Mac OS:

hero-mac28-bg.jpg
Skype Linux:

e19e066c1595.png

ბოლო ხანებში კი ზემოთ აღნიშნული სერვისით სარგებლობა შესაძლებელია Android , Windows Phone 7.5 და IOS მობილური სისტემებზეც და ახალ მინი სათამაშო კონსოლ PlayStation Vita ზე.


Skype Android

skype-android-1.jpg


Skype WP 8


skypewp8.jpg




Skype IOS

gsmarena_001.jpg



Skype PS Vita


skype-comes-to-psvita-600x300.jpg



Skype Windows :

1062684717-1.jpg



Skype History:



skype დაარსდა 2003 წელს შვედი Niklas Zennström და მისი დანიელი პარტნიორის Janus Friis მიერ ,მისი პროგრამული უზრუნველყოფა კი შემუშავდა ესტონეთის დეველოპერების მიერ :Ahti Heinla,Priit Kasesalu და Jaan Tallinn 2003 წელს შეიქმნა skype.com და skype.net სერვისი ოფიციალური საიტები ამავე წლის აგვისტოში პირველი საჯარო ბეტა ვერსია გამოვიდა.

2005 წელს საკიპი აიკრძალა სამხრეთ ჩინეთში ,ამავე წელის ოქტომბერში ომპანია ebay მ შეიძინა skype ,2006 წელს სერვისში დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რიცხვმა მიაღწია 100 მილიონს ამავე წლის ოქტომბერში გამოვიდა სერვისის 3.0 ვერსია რომელიც უკვე სრულიად უფასო იყო.

2007 წელს გამოვიდა skype რამოდენიმე განახლება სადაც დამატებული იქნა რამოდენიმე ახალი სერვისი როგორიცაა ზარის გადატანა,skype ძებნა,auto redial და სხვა .2007 წლის აგვისტოში სერვისი ვერ დაუკავშირდა ყველა მომხმარებელს რაც ძალიან დიდი კატასროფა იყო.ეს გამოწვეული იყო მომხმარებლთა რაოდენობის მასიური ზრდით რის შედეგაქდაც მათ დაკარგეს ბევრი მომხმარებელი .

2008 წელს გამოვიდა სერვისი კიდევ რამოდენიმე განახლება სადაც აღმოფხვრილი აქნა ბევრი პრობლემა.

2009 წელს კი გამოჩნდა skype 4.0 სადაც ebay ს გადაწყვეტილებით ამოღებული აქნა სერვისის ზოგიერთი ფუნქცია რის შედაგადაც სერვისი კიდევ უფრო პოპულარული გახდა.

2010 წელს კი TeleGeography ის კვლევის შედეგად ცნობილი გახდა რომ skype to skype ზარები აღრიცხულია 13% .ასევე 2009 წლის მონაცემებით 406 მილიარდი საერთაშორისო წუთი მიმდინარე წელს კი გამოჩნდა skype iphone განახლებული ვერსია.
აღსანიშნავია რომ 2005 წლისთვის სკაიპის მომხმარებელთა რიცხი იყო დაახლოებით 75 მილიონი 2010 წლისთვის კი ამ ნიშნულმა 600 მილიონამდ მიაღწია.

2011 წლის სექტმებრსითვის კი ზემოთ აღნიშნულ სერვისს 663 მილიონი დარეგისტირებული მომხარტებელი ჰყავდა.ეს რიცხვი დღესდღეობით კიდევ უფრო დიდია.

ამავე 2011 წლის 10 მაისიდან კი კომპანია Microsoft მა მიაღწია შეთანხმებას ,რის შედეგადაც იგი Skype ის მთავარი დეველოპერი გახდა ,ამჟამად სწორედ Microsoft ს ევალება სერვისის პროგრამული უზრუნველყოფა , დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი 500 კაცზე მეტია.

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა არც იცის მაგრამ skype დღეს დღეობით მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე უსაფრთხო სერვისია რადგან შეუძლებელია skype საუბრების და ჩანაწერების გაშიფრა hacker ების მიერ თუმცა ბოლო დროს hacker ები აქამდეც მივიდნენ მიუხედავად ამის სერვისი მაინც ყველაზე უსაფრტხოდ ითვლება.და ბოლოს მინდა გითხრათ რომ 2010 წლის ოქტომბერში გამოვიდა Skype 5.0 რომელსიც გაუმჯობესებულია ვიდეო საუბრის ხარისხი ,ასევე მისი საშუალებით მომხმარებელს აქვს საშუალება ისარგებლოს სოციალურ ქსელ Facebook ით და სხვა დამატებითი სერვისებით.

Skype For Windows :

skype-facebook.jpg





აღნიშნული სერვისით დღეისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში უამრავი მომხმარებელი საერგებლობს რომელთა რიცხვიც თანდათანობით კიდევ უფრო იზრდება ,რაც მეტწილად გამოწვეულია სერვისის ხელმისაწვდომობით თითქმის ყველა მობილურ და კომპიუტერულ ოპერაციულ სისტემებზე ,როგორც ზემოთ აღვნიშნე კომპანიის ერთადერთი დეველოპერი ამჟამად Microsoft ია .

სერვისით სარგბელობა შეუძლია ყველა ინტერნეტმომხარებელს ,სერვისით სარგბელობისთვის საჭიროა სპეციალური აპლიკაცია ,რომელიც სერვისის ოფიციალურ საიტზეა განთავსებული ყველა პლატფორმისთვის.


Skype.com


© Overclockers.Ge - FC BARCELONA

  • Upvote 6
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

ახალი რეკორდი დაამყარეს 22 ნომებერს სკაიპში ერთდორულათ შემოსული უზერების რაოდენობის http://lenta.ru/news/2010/11/24/skype/

Link to comment
Share on other sites

ახალი რეკორდი დაამყარეს 22 ნომებერს სკაიპში ერთდორულათ შემოსული უზერების რაოდენობის http://lenta.ru/news/2010/11/24/skype/

არ მეგონა თუ კიდევ ასეთი პოპულარული იყო ეს სერვისი მოწყენა იცის :chojinfc:

Link to comment
Share on other sites

  • 1 year later...
  • 11 months later...

ვინც არ იცით გეტყვით , რომ სკაიპის ბოლო განახლებების წყალობით უკვე შესაძლებელია 1080P ხარისხში ვიდეო საუბარი 

Link to comment
Share on other sites

კი დესკტოპ ვერსიაზე უკვე კარგა ხანია ეგეთი ბილდი გამოსულია, ბლოგზე იყო მითითებული უბრალოთ ვინდოუს 8 სკაიპის ვერსიაში მგონი ბოლო ბილდში დაემატა მაგის საპორტი

Link to comment
Share on other sites

ვინდოუს 8 ზე ყველანაირი სკაიპი ვცადე და ვერც ვრეკავ და ვერც ვიდეოკამერით ვრეკავ...

 

ვერც სხვა მირეკავს, ეგრევე ითიშება რისი ბრალია ხო ვერ მეტყვით ??

Link to comment
Share on other sites

სწორათ გიყენია სკაიპის ნასტროიკებში მიკროფონი და სპიკერები, თუ კი შეიძლება ხმისკარტის დრაივერზე ახურებდეს, მეც ვინდოუს 8 მიყენია და სკაიპის ბოლო ვერსია მშვენივრათ მუშაობს ჩემთან, ვინდოუს 8 სკაიპი არც დამიყენებია

Link to comment
Share on other sites

  • 3 months later...

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.