westsider Posted November 1, 2010 Share Posted November 1, 2010 Video Card Overclocking Guide The way it's meant to be oveclocked! ________________________________________________________________________________ Version 2.0 (By Nodar Svanidze) • შესავალი ვიდეო დაფის დარაზგონება ანუ Overclocking-ი გულისხმობს ქარხნული სიხშირეების გაზრდას დამატებითი სიმძლავრის მისაღებად. მწარმოებელი ხშირად არ იყენებს მაქსიმალურ სიხშირეებს, რათა ვიდეო დაფამ ნაკლები ელექტროენერგია მოიხმაროს, შესაბამისად ნაკლებად გახურდეს და უფრო სტაბილური იყოს. ჩვენ გვაქვს საშუალება შევცვალოთ სიხშირეები უფრო მაღალზე, რათა მივიღოთ დამატებითი სიმძლავრე. ვიდეო დაფის არასწორი დარაზგონებისას შესაძლებელია თქვენმა სისტემამ სტაბილურობა დაკარგოს, გაჩნდეს არტეფაქტები (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ), ან ყველაზე ცუდ შემთხვევაში გადაიწვას რომელიმე კომპონენტი. თუ თქვენ ყველაფერს ამ სტატიის მიხედვით გააკეთებთ არანაირი პრობლემა შეგექმნათ. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I Nvidia-ს ვიდეო დაფებს გააჩნიათ 2 ძირითადი სიხშირე: Core Frequency და Memory Frequency. ჩვენ საშუალება გვაქვს ვაკონტროლოთ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. Memory Frequency ეს არის თქვენს ვიდეო დაფაზე განთავსებული მეხსიერების სიხშირე. Nვიდია-ს ვიდეო დაფებზე თქვენ შეგხვდებათ ასეთი მეხსიერების ძირითადად 2 ტიპი: GDDR2 და GDDR3. განსხვავება ამ ორ მეხსიერებას შორის საკმაოდ დიდია. თუ თქვენი ვიდეო დაფა აღჭურვილია GDDR3 ტიპის მეხსიერებით მაშინ თქვენ შეგიძლიათ მიაღწიოთ გაცილებით მაღალ სიხშირეებს ვიდრე GDDR2-ზე. ჩორე ფრექუენცყ ეს არის ვიდეო დაფის ბირთვი. Nვიდია-ს მომხმარებლები შეხვდებიან ასეთი ჩიპების უამრავ სახეობას. დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჩიპი G92-ია. ამ ჩიპზე აწყობილია უამრავი ვიდეო დაფა დაწყებული 8800GT-თი და დამთავრებული 9800GX2-ით. წინა თაობის ჩიპებისგან განსხვავებით G92-ს გააჩნია Shader Frequency (Shader Frequnecy მე-8 სერიის ვიდეო დაფების გამოსვლის შემდეგ გაჩნდა). ეს არის მე-3 ძირითადი სიხშირე თქვენს ვიდეო დაფაზე. რეალურად იგი მიბმულია ბირთვის სიხშირეზე მამრავლით (მამრავლი სხვადასხვა ჩიპებზე განსხვავებულია, ძირითადად 2.3-ის ტოლია), ანუ როდესაც თქვენ ცვლით Core Frequnecy-ის, მასთან ერთად იცვლება Shader Frequency-იც. Nvidia-ს მე-8 თაობის ვიდეო დაფების გამოსვლისას ჩვენ ჯერ არ გვქონდა პროგრამა რომელიც მოგვცემდა საშუალებას დაგვერაზგონებინა Shader Frequency დამოუკიდებლად. მაგრამ მალევე, Riva Tuner-ის ახალი ვერსიის გამოსვლის შემდეგ გაჩნდა ახალი Slyder-ი რომლის საშუალებას გვაძლევს ვაკონტროლოდ სჰადერ-ის სიხშირე. თეორიული რაზგონიდან გადავიდეთ პრაქტიკულზე და შევუდგეთ რაზგონს. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II Nvidia-ს ვიდეო დაფების დასარაზგონებლად ჩვენ დაგვჭირდება პროგრამა Riva Tuner-ი. Riva Tuner 2.09: Download პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ დაინახავთ მსგავს ფანჯარას და მარტივად ნომრების მიხედვით მიყებით ინსტრუქციას. 1. შევდივართ პირველ Customize-ში. 2. ვხსნით Hardware Monitoring-ს. ახლა ჩვენ ვხედავთ მიმდინარე სიხშირეებსა და ტემპერატურას. 3. შევდივართ მეორე Customize-ში. 4. ვხსნით System Settings. 5. ვნიშნავთ პტიჩკით პირველივე უჯრას Enable Driver-Level Hardware Overclocking და ვრწმუნდებით რომ ჩამონათვალში მონიშნულია Performance 3D. 6. ვარეგულირებთ Core-ის სიხშირეს. Core Clock-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში ან ბენჩმარკი. ყველაზე ძლიერი ტესტი არტეფაკტებზე უდავოდ ATi Tool-ია. იმისათვის რომ შეამოწმოთ თვქვენი რაზგონი არტეფაკტებზე საკმარისია დააჭიროთ ღილაკს Scan For Artifacts. თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით. სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHz-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე. შემდეგ დააბრუნეთ Core-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Shader-ისა და Memory-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას. საბოლოოდ დააყენეთ 3-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე და 7. მონიშნეთ უჯრა: Apply Overclocking at Windows StartUp. Driver-Level რაზგონი დასრულებულია. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი I Nvidia-ს ვიდეო დაფების მსგავსად, Aთი-საც აქვს იგივე 2 ძირითადი სიხშირე. Aთი-ის ვიდეო დაფებზე ჩვენ ვხვდებით გაცილებით მეტ მეხსიერების სახეობას GDDR2-ისა და GDDR3-ის გარდა არსებობს GDDR4-ი ვერსიებიც და სულ ახალი GDDR5-ი. რა თქმა უნდა ყოველი მომდევნო მის წინამორბედზე უფრო სწრაფია. განსაკუთრებით მაღალი სიხშირეებით გამოირჩევა GDDR5-ი, რომელიც 3600MHz-ზეც კი მუშაობს. რაც შეეხება ჩიპებს, ყველაზე პოპულარულია RV670. ამ ჩიპზეა აწყობილი HD3850, HD3870 და HD3870X2. Nvidia-სგან განსხვავებით, ATi-ის Shader-ის სიხშირე დამოუკიდებლად არ კონტროლდება. Core-ის სიხშირის ზრდასთან ერთად, პარალელურად იზრდება Shader-იც. ATi-ს ვიდეო დაფების დასრაზგონებლად არსებობს ბევრი პროგრამა, თუმცა საუკეთესო მაინც Riva Tuner-ია. სამწუხაროდ, ამ პრგოგრამას ჯერ-ჯერობით HD4**0 სერიის ვიდეო დაფების მხარდაჭერა არ გააჩნია და მათ დასარაზგონებლად უნდა გამოვიყენოთ სხვა პროგრამა: AMD GPU Clock Tool. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II ყველა ვიდეოს დარაზგონება HD4**0 სერიამდე ხდება ზუსტად Nvidiaს მსგავსად, იმ განსხვავებით რომ System Settings (მე-4 პუნქტი Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში) არის პირველ ჩუსტომიზე-ში. ბოლო თაობის ვიდეოების დასარაზგონებლად როგორც უკვე ავღნიშნე საჭიროა: AMD GPU Clock Tool v0.9.8: Download აქაც მარტივად ინსტრუქციის მიხედვით ვზრდით სიხშირეებს. ჩორე ჩლოცკ-ის რეგულირებისას მოვუმატოთ სიხშირე 10MHz-ით და დავაჭიროთ Apply-ს. შემდეგ შევამოწმოთ თუ რამდენად სტაბილურია სიხშირის გაზრდა, ამისათვის საკმარისია გავუშვათ რომელიმე თამაში, ბენჩმარკი, ან ATITool-ი (ამ უკანასკნელის გამოყენების ინსტურქცია იხილეთ Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი II-ში). თუ არანაირი პრობლემა არ არის ასეთივე პრინციპიკით მოვუმატოთ კიდევ 10MHz-ი, და გავაგრძელოთ ასე სანამ სისტემა არ დაეკიდება ან გამოჩნდება არტეფაქტები ანუ გრაფიკული ხარვეზები სხვადასხვა ფერი (ძირითადად იასამნისფერი) კუბიკების ან ზოლების სახით. სიხშირეს, რომელზეც თქვენ ვიდეო დაფას პრობლემები შეექმნა, გამოაკელით 20MHზ-ი, რათა მიიღოთ მაქსიმალური სტაბილური ჩორე-ის სიხშირე. შემდეგ დააბრუნეთ ჩორე-ის სიხშირე ქარხნულ მონაცემებზე და შეუდექით იგივე ხერხით Mემორყ-ის მაქსიმალური სიხშირის მოძებვნას. საბოლოოდ დააყენეთ 2-ივე კომპონენტის მაქსიმალური სტაბილური სიხშირე. Driver-Level რაზგონი დასრულებულია. • ვიდეო კარტის BIOS-ის დაფლეშვა ჩვენ უკვე დავარაზგონეთ ვიდეო კარტა ოპერატიული სისტემიდან. მაგრამ თქვენ ვიდეო დაფას კიდევ აქვს ამოუწურავი პოტენციალი, რომელიც საჭიროა რეკორდების მოსახსნელად. თქვენი ვიდეო დაფის ბოლომდე გაწურვისთვის დაგჭირდებად მისი ბიოსის დაფლეშვა. დღეს უკვე არსებობს პროგრამები რომლებიც საშუალებას გვაძლევს დავფლეშოთ ბიოსი პირდაპირ ოპერატიული სისტემიდან, თუმცა ეს მეთოდი არც თუ ისე უსაფრთხოა. შედარებით უფრო სანდო არის DOS-იდან დაფლეშვა. თქვენ დაგჭირდებათ Bootable CD/DVD, ფლოპპყ ან USB “ფლეშკა”. • Nvidia-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III • ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და nvflash თქვენს Bootable დისკზე. • შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით nvflash -b 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის. • გაუშვით nvflash –f ბიოსის-სახელი.bin • გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია. • ATi-ს ვიდეო დაფების დარაზგონება: თავი III • ჩაწერეთ ბიოსის ფაილი და ATI flashing utility თქვენს Bootable დისკზე. • შემდეგ როდესაც ყველაფერი მზად არის გადატვირთეთ კომპიუტერი და გაუშვით atiflash -s 0 123.bin (123 ან ნებისმიერი სხვა სახელი), იმისათვის რომ შეინახოთ ახლანდელი ბიოსი ყოველი შემთხვევისთვის. • გაუშვით atiflash -p 0 ბიოსის-სახელი.bin • გადატვირთეთ კომპიუტერი და თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია თუ დაფლეშვის ასეთი ვარიანტი თქვენთვის არც თუ ისე მიმზიდველია შეგიძლიათ გამოიყენოთ მეორე ხერხი, კერძოდ დაფლეშოთ თქვენი ვიდეო დაფა ბიოსიდან. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ: ATI Winflash Utility: Download აქ ყველაფერი უმარტივესია. თქვენ უბრალოთ ტვირთავთ თქვენთვის სასურველ ბიოსის ფაილს Load Image ღილაკზე დაჭერით და აჭერთ Program-ს. თქვენი ვიდეო დაფა დაფლეშილია ორი მაუსის წკაპუნში. ჩემი რჩევა იქნება დაფლეშვამდე დახუროთ ყველა ზედმეტი პროგრამა.p 7 Link to comment Share on other sites More sharing options...
sabinho Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 Geforce 7300GT მაქ 540Mhz ზე დავაყენე Gpu clock და 481Mhz -ზე memory clock-ი.(ქარხნული სიხშირე 400/400ია) და როგორც კი სიხშირეს 1ით ვუმატებ ეგრევე კარგავს სტაბილურობას. რა უნდა ვქნა რო აღარ მოხდეს ეს? ანუ შესაძლებელია კიდე რო რამენაირად გავაძლიერო? Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 Geforce 7300GT მაქ 540Mhz ზე დავაყენე Gpu clock და 481Mhz -ზე memory clock-ი.(ქარხნული სიხშირე 400/400ია) და როგორც კი სიხშირეს 1ით ვუმატებ ეგრევე კარგავს სტაბილურობას. რა უნდა ვქნა რო აღარ მოხდეს ეს? ანუ შესაძლებელია კიდე რო რამენაირად გავაძლიერო? თუ არასტაბილურია ცოტა ნაკლები სიხშირეები სცადე თუ რაზგონზე არასტაბილურია ვოლტმოდის გარეშე ვერ მოუმატებ სიხშირეებს Link to comment Share on other sites More sharing options...
kakha77777 Posted November 16, 2010 Share Posted November 16, 2010 ესაა ჩემი ვიდეოს Overclocking -ი. მაფია 2 -ში 30 FPS იყო და 38 FPS მომცა, ( GPU 15 %, Shader 20% და Memory 22% overclocked) ( ოღონდ როცა CPU E7400 2,8 დან 3,8 GHZ და ოპერები 534 დან 724 MHZ დავარაზგონე მაშინ. მანამდე ვიდეოს GPU -ს სიხშირეს 710 MHZ -ს რომ ავაცილებდი ( 30 ვიდეოთამაშიდან, ( მათ შორის სტალკერის სხვა ვერსიებიდან ) მარტო S.T.A.L.K.E.R. - Call Of pripyat არ ეშვებოდა, ( რატომ უდგა ჟინში ამ თამაშს ვერ გავიგე, ჩემი ვიდეო. )). GPU 750 MHZ რომ ავაცილე უკვე FPS -ში სხვაობა საერთოდ აღარ მომცა და თავი დავანებე. მოკლდედ სტაბილური რაზგონია, თუ არ ვცდები ხო ? ახლა გადავხედე ( საზღვარგარეთის ფორუმებზე სტატიებს ) და 24/7 -ზე სამუშაოდ, ყველა ამ მონაცემებს აქებს და მეც ასე დავაყენე : Link to comment Share on other sites More sharing options...
Tombstone Posted November 17, 2010 Share Posted November 17, 2010 Geforce 7300GT მაქ 540Mhz ზე დავაყენე Gpu clock და 481Mhz -ზე memory clock-ი.(ქარხნული სიხშირე 400/400ია) და როგორც კი სიხშირეს 1ით ვუმატებ ეგრევე კარგავს სტაბილურობას. რა უნდა ვქნა რო აღარ მოხდეს ეს? ანუ შესაძლებელია კიდე რო რამენაირად გავაძლიერო? ATItool-ით ტესტავ არტიფაქტებზე? ან რამდენ გრადუსზე ცხელდება? ან ქარხნული ქულერი გიყენი თუ შეცვლილი გაქბს? (ისე 7300GT გინდ დაგირაზგონებია, გინდა არა დიდ შეღავათს მაინც არ მოგცემს ) Link to comment Share on other sites More sharing options...
sabinho Posted November 17, 2010 Share Posted November 17, 2010 კი Ati Tool-ით ვტესტავ.. დიდი ხნის და დიდი დატვირთვის მოუშაობის მერე 90 გრადუსზე ადის.. ქულერი არ უყენია რადიატორი აქ. Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted November 18, 2010 Share Posted November 18, 2010 90 მაინც ბევრია მიუყენე ქულერი და უფრო გრილი იქნება Link to comment Share on other sites More sharing options...
sabinho Posted November 18, 2010 Share Posted November 18, 2010 90 მაინც ბევრია მიუყენე ქულერი და უფრო გრილი იქნება რადიატორი დავუტოვო? თუ მოვაძრო? Link to comment Share on other sites More sharing options...
OgaiB Posted November 18, 2010 Share Posted November 18, 2010 რადიატორი დავუტოვო? თუ მოვაძრო? დაუტოვე აუცილებლად. რადიატორზე მიამაგრე ვენტილატორი. ვიდეობირთვის სითბო რადიატორზე გადმოვა, ვენტილატორი მოაცილებს და გაფანტავს Link to comment Share on other sites More sharing options...
sabinho Posted November 18, 2010 Share Posted November 18, 2010 დაუტოვე აუცილებლად. რადიატორზე მიამაგრე ვენტილატორი. ვიდეობირთვის სითბო რადიატორზე გადმოვა, ვენტილატორი მოაცილებს და გაფანტავს და რადიტორზე არ აქვს მისამაგრებელი და პროსტა მივადო? თუ როგორ ვქნა? Link to comment Share on other sites More sharing options...
beqa895 Posted November 18, 2010 Share Posted November 18, 2010 intel q8300 es procesori 4 birTviania? Link to comment Share on other sites More sharing options...
ოთო Posted November 18, 2010 Share Posted November 18, 2010 კი Link to comment Share on other sites More sharing options...
rrazma Posted November 27, 2010 Share Posted November 27, 2010 ძმურად ლინკები გაასწორეთ და სურათებიც არ ჩანს :შ Link to comment Share on other sites More sharing options...
xeco Posted December 3, 2010 Share Posted December 3, 2010 მე მაქ 1 ესეთი კითხვა რაშია ეხა საქმე ... დავითრიე ვიდეო 9800Gt პამეხებით ანახებდა გავაკეთე და ეხა ჩვეულებრივთ არი მაგრან სისტემა რო ცაიტვირთება წრიპინებს და სიხშირის დაკლება უშველის ნეტაა? Link to comment Share on other sites More sharing options...
iraklii Posted December 19, 2010 Share Posted December 19, 2010 ადვილად რაზგონდება asus smart doctor-ით და დარაზგონების მერე ამოწმეთ არტიფაქტები ati tool-ის დახმარებით. Link to comment Share on other sites More sharing options...
CORTEX Posted December 29, 2010 Share Posted December 29, 2010 ათი მჰზ ძაან ცოტაა სტაბილურობის გასასინჯად Link to comment Share on other sites More sharing options...
ნიკუშა Posted January 26, 2011 Share Posted January 26, 2011 ვიდეო კარტაც და პროცესორიც რო დავარაზგონო კაი გაგრილება დამჭირდება ხო ? Link to comment Share on other sites More sharing options...
George Posted January 27, 2011 Share Posted January 27, 2011 კო, კარგი გაგრილებაში პირველ რიგში კეისი და პროცესორის კულერი იგულისხმება, თუ ეგენი კარგი დონის გაქვს აღარაა საჭირო დამატებითი ფანების ჩაყენება, იგივე ჩემი კეისი რომ ავიღოთ მაგალითისთვის Link to comment Share on other sites More sharing options...
Guest giiig Posted February 27, 2011 Share Posted February 27, 2011 220 მქონდეეს Link to comment Share on other sites More sharing options...
westsider Posted February 27, 2011 Author Share Posted February 27, 2011 9600გტ სტანდარტულ ქულერზე ხშირად ადის 95 გრადუსზე ვგულისხმობ თხელ ორიგინალ ქულერებს რომელიც მხოლოდ 1 შესარჭობ სლოტს იკავებს არაფერი ასსწაული არაა გათვლილია მაგ ტემპერატურაზე მაგრამ რა თქმა უნდა კარგია როცა 70 გრადუსს არ ცდება Link to comment Share on other sites More sharing options...
Garwa Posted March 1, 2011 Share Posted March 1, 2011 ესეიგი ati tool-სით ვარაზგონებ და auto-ს ვაკეტებ რა Find max core უკვე საათ ნახევარია ჩართული და ეგრე უნდა იყოს ? Link to comment Share on other sites More sharing options...
ნიკუშა Posted March 1, 2011 Share Posted March 1, 2011 ატი თულზის და ფურმარკის გარდა არტიფაქტებზე რომლით შევამოწმო Link to comment Share on other sites More sharing options...
სოსო Posted March 2, 2011 Share Posted March 2, 2011 ესეიგი ati tool-სით ვარაზგონებ და auto-ს ვაკეტებ რა Find max core უკვე საათ ნახევარია ჩართული და ეგრე უნდა იყოს ? აუტო რაზგონს არ გირჩევ მაგ პროგრამით ტყუილი დორის კარგვაა ატი თულზის და ფურმარკის გარდა არტიფაქტებზე რომლით შევამოწმო თამაშებში ნახე თუ არის სტაბილური ან ნებისმიერი ბენჩმარკი 3D მარკები 06, 05, ვანტაჯი Link to comment Share on other sites More sharing options...
Garwa Posted March 2, 2011 Share Posted March 2, 2011 სოსო დაფლეშვა მინდა და იქნებ ფაილები თავიდან ატვირთო ? Link to comment Share on other sites More sharing options...
Fatal Fighter Posted March 2, 2011 Share Posted March 2, 2011 სოსო დაფლეშვა მინდა და იქნებ ფაილები თავიდან ატვირთო ? http://www.overclockers.ge/index.php?/topic/35-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a4%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%96%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94/ რა ფაილები ატვირთოს ? \ Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts